განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
საქმე №1/054-18 20 ივნისი, 2018 წელი ქალაქი მცხეთა
(გამოძიების №0-----------)
მოსამართლე - მაია ოშხარელი
სხდომის მდივანი - თ---რ ოღაძე,სხდომის სახე - ღია,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ჯ----–-------–-–---–ი;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ნ--------–--–--ე, მ------------–---–ი
თარჯიმანი - ე-–---რ თ------ი
ბრალდებული - მ-----ზ გ--------ი, დაბადებული 1--- წლის 3 ს----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, ა--------------–ი, დაოჯახებული, ნასამართლევი, არასრული საშუალო განთლების მქონე, მცხოვრები: მცხეთის რაიონის სოფელ ქ---ში, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი არაერთგზის.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 17 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული მ-----ზ გ--------ი, 2018 წლის 1 თებერვალს დაახლოებით 16:00 საათზე, ქალაქ მცხეთაში, ს----------ს ქუჩა N13-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თაღლითურად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულ გ------ი ხ----–---–ის კუთვნილ მობილურ ტელეფონს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, რითაც დაზარალებულს მიაყენა 85 ლარის მატერიალური ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი არაერთგზის.
2.1. ბრალდებულმა მ-----ზ გ--------მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აჩვენა, რომ წარმოშობით არის აზერბაიჯანული ეროვნების, ქართული ესმის, მაგრამ არ იცის ქართულ ენაზე-წერა კითხვა და არც აზერბაიჯანულ ენაზე. ის ცხოვრობს სოფელ ქ---ში ოჯახთან ერთად. 2--- წელს გასამართლებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სსკ-ის 177- ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და როგორც პრობაციონერი შესაბამისად იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ. ყოველ კვირას პარასკევ დღეს დადიოდა ხელის მოსაწერად ქალაქ მცხეთაში მდებარე პრობაციის ბიუროში, სადაც გაიცნო ქალაქ მცხეთაში მცხოვრები თ---ზ ი--–---–ი, რომელთანაც ჩამოუყალიბდა კარგი ურთიურთობა. 2018 წლის 01 თებერვალს ის იმყოფებოდა ქალაქ მცხეთაში ნასვამ მდგომარეობაში და კიდვე უნდოდა დალევა. მცეთაში შეხვდა მის ნაცნობს თ---ზ ი--–---–ს, რომელთან ერთადაც დალია თ---ზის სახლში. იმის გამო რომ მას სურდა დალევის გაგრძელება, ის და თ---ზი მივიდნენ ქ.მცხეთა ს----------ს ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში, სადაც შეიძინეს არაყი და იქვე მიმდებარედ დაიწყეს დალევა. მაღაზიასთან ყოფნისას მივიდა თ---ზის ნაცნობი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მას გააცნო თ---ზ ი--–---–მა გ------ი ხ----–---–ის სახელით. ისიც გაეცნო გ------ის. გ------ი ხ----–---–ს ჰქონდა მობილური ტელეფონი, რომელშიც მუსიკებს უსმენდა ყურსასმენით. მ-----ზ გ--------მა სთხოვა გ------ი ხ----–---–ს, რომ მისთვის ეთხოვებინა ტელეფონი, რათა მასაც მოესმინა მუსიკებისთვის და ის ტელეფონს დაუბრუნებდა მეორე დილით, რაზეც დასთანხმდა გ------ი ხ----–---–ი. ხუთშბათი დღე იყო, მეორე დღეს უნდა მისულიყო პრობაციაში, სადაც გადასცემდა ტელეფონს გ------ი ხ----–---–ს. ბრალდებულის განმარტებით, მასსა და გ------ი ხ----–---–ს შორის შემდგარი საუბარი შეიძლება ვერ გაეგო თ---ზ ი--–---–ს, რადგან ის მათგან იდგა ორ, სამ მეტრში. იმ დროს, როდესაც მათ სასმელი გაუთავდათ, გ------ი ხ----–---–ი იქ აღარ იყო. გ------ი ხ----–---–ის წასვლიდან, ისინი ათი, თხუთმეტი წუთი კიდევ იყვნენ იქ და სვამდნენ. ბრალდებული რომ წავიდა იმ ადგილიდან, მას არ დასწევია გ------ი ხ----–---–ი, შესაბამისად მისთვის არ მოუთხოვია ტელეფონის დაბრუნება და ასევე არ უთქვია მას გ------ი ხ----–---–ისთვის, რომ ტელეფონი ჰქონდა თ---ზ ი--–---–ს. ბრალდებულის განმარტებით, მას შემდეგ, რაც გ------ი ხ----–---–მა ტელეფონი მიაწოდა, ის იქ აღარ იყო, ალკოჰოლს არ სვამდა. ის და თ---ზ ი--–---–ი იყვნენ მთვრალები, თუმცა ყველაფერი ახსოვს დეტალურად. ისინი იდგნენ მაღაზიასთან გზის პირას. მას არ ახსოვს როგორი ტელეფონი მისცა გ------ი ხ----–---–მა, შემდეგ რომ წავიდა, მან ეს ტელეფონი თან წაიღო. მან თავად მისცა ტელეფონი პოლიციას, როდესაც ისინი მივიდნენ მასთან სახლში. ბრალდებულის განმრტებით, მას ტელეფონის მითვისება რომ სდომებოდა, არყის დამთავრებას არ დაელოდებოდა, როგორც კი გამოართვა ტელეფონი გ------ი ხ----–---–ს, მაშინვე წავიდოდა. მას არ უნახია გ------ი ხ----–---–ი იმის შემდეგ, რაც დატოვა ის ადგილი. მან შეატყო გ------ი ხ----–---–ს, რომ უცნაურად იქცეოდა, არა როგორც ნებისმიერი ადამიანი. ბრალდებულის განმარტებით, გზაში ტელეფონი გაითიშა, რადგან ტელეფონს დაუჯდა ელემენტი. მან ტელეფონი ჩაიდო ქურთუკის ჯიბეში. ამის შედეგ ის მივიდა სახლში და ტანსაცმლიანად დაიძინა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მასთნ მივიდა პოლიცია და უთხრა, რომ მას ჰქონდა გ------ი ხ----–---–ის მობილური ტელეფონი. მისი ჩხრეკა არ ჩაუტარებიათ, მან ნებაყოფლობით გადასცა მობილური ტელეფონი. მას გაუკვირდა პოლიციის თანმაშრომლების მოთხოვნა ტელეფონის გადაცემასთან დაკავშირებით, რადგან მას ტელეფონი მე-2 დღეს უნდა გადაეცა გ------ი ხ----–---–ისათვის.
2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ მ-----ზ გ--------ის პოზიციას, რომ მას არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული დანაშული და მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ-----ზ გ--------მა ჩაიდინა - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით. სასამართლოს დასკვნა, რომ ბრალდებულმა მ-----ზ გ--------მა ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული, ემყარება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც აკმაყოფილებს სავალდებულო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
2.3. მოწმე თ---ზ ი--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის ნასამართლები, შესაბამისად დადის პრობაციაში ქ.მცხეთაში, სადაც გაიცნო მცხეთის რაიონის სოფელ ქ---ში მცხოვრები მ-----ზი გ--------ი, რომელიც ასევე იყო პრობაციონერი. მას მ-----ზ გ--------თან ჰქონდა ჩვეულებრივი კარგი ურთიერთობა. 2018 წლის 01 თებერვალს დაახლოებით დილის 11:00 სთ-ზე მივიდა მასთან მ-----ზი გ--------ი. მან და მ-----ზ გ--------მა მასთან სახლში დალიეს ალკოჰოლური სასმელი არაყი. მ-----ზ გ--------მა მას უთხრა, რომ კიდევ დაელიათ ალკოჰოლური სასმელი. მას აღარ ჰქონდა სახლში არაყი, რის გამოც მისი სახლიდან წავიდნენ არყის შეძენის მიზნით ქ. მცხეთაში ს----------ს №13-ში მდებარე სასურსათო მაღაზიაში. მათ შეიძინეს ალკოჰოლური სასმელი არაყი და იქვე მაღაზიის მიმდებარედ დაიწყეს დალევა, სადაც გარკვეული პერიოდის შემდეგ მათთან მივიდა მისი ნაცნობი გ------ი ხ----–---–ი. გ------ი ხ----–---–ი და მ-----ზი გ--------ი გააცნო მან ერთმანეთს, ვინაიდან მანამდე არ ყავდათ მათ ერთმანეთი ნანახი. გ------ი ხ----–---–ი იყო მათთან ერთად და ესაუბრებოდა. გ------ის თან ჰქონდა მობილური ტელეფონი. ის ტელეფონიდან ყურსასმენებით უსმენდა მუსიკას. მ-----ზ გ--------მა გ------ი ხ----–---–ს მუსიკის მოსმენის მიზინთ გამოართვა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, ხოლო ყურსასმენი დაუბრუნა უკან. მ-----ზიმ დაიწყო მუსიკის მოსმენა. ისინი იქვე მაღაზიასთან იდგნენ, ხოლო გ------ი ხ----–---–ი იქვე იმყოფებოდა. დალევის დასრულების შემდგე მ-----ზი გავიდა მისგან, ისე, რომ გ------ი ხ----–---–ისთვის მობილური ტელეფონი არ დაუბრუნებია. მ-----ზი გ--------ის წასვლის შემდეგ გ------ი ხ----–---–ი გაყვა მ-----ზი გ--------ს, რის შემდეგაც გ------ი მივიდა მასთან და სთხოვა, რომ მისთვის დაებრუნებინა მობილური ტელეფონი. მოწმის განმარტებით, მას გაუკვირდა გ------ის თხოვნა და უთხრა, რომ მისი ტელეფონი მას არ ჰქონდა და კითხა, თუ რატომ მივიდა მასთან. გ------ი ხ----–---–მა უპასუხა, რომ მ-----ზი გ--------ს ის წამოეწია გზაში და სთხოვა ტელეფონის დაბრუნება, რაზეც მ-----ზიმ უპასუხა, რომ ტელეფონი ჰქონდა თ---ზის, წასულიყო და მისთვის გამოერთმია, ის კი იქ დაელოდებოდა. თ---ზი ი--–---–მა უთხრა გ------ის, რომ მ-----ზი გ--------ი იტყუებოდა და მისი ტელეფონი მას არ ჰქონდა, რის შემდეგაც გ------იმ დაიწყო მ-----ზის ძებნა, მაგრამ ვერსად ვერ ნახა. ხოლო მის ტელეფონზე დარეკვისას გ------ი ხ----–---–ის მობილური იყო გათიშული. მოწმის განმარტებით, მას გ------ი ხ----–---–ისათვის ტელეფონი არ გამოურთმევია, ტელეფონი გ------ი ხ----–---–ს სთხოვა მ-----ზი გ--------მა, რომელმაც უთხრა, რომ მოუსმენდა მუსიკებს და უკან დაუბრუნებდა. მ-----ზი გ--------მა მოატყუა გ------ი ხ----–---–ი, ვინაიდან მისთვის ტელეფონი არ დაუბრუნებია და პირიქით ის მოატყუა, რომ ტელეფონი ჰქონდა მას. მოწმის განმარტებით, გ------ი ხ----–---–მა ტელეფონი მისცა მ-----ზი გ--------ს მისი თანდასწრებით, გ------ის ტელეფონი იყო გასახსნელი ფერადი ეკრანით. მ-----ზი გ--------ს მისთვის არ უთქვამს რომ აპირებდა გ------ი ხ----–---–ის მოტყუებას და მისი ტელეფონის ფარულად დაუფლებას.
2.4. მოწმე ნ------რ ხ----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის დაზარალებულ გ------ი ხ----–---–ის მამა. მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით გ------ი ხ----–---–ი ცნობილი იქნა მხარდაჭერის მიმღებად, ხოლო ნ------რ ხ----–---–ი დაინიშნა გ------ი ხ----–---–ის მხარდამჭერად. 2018 წლის 1 თებერვალს , საღამოს მას დაურეკეს მცხეთის პოლიციიდან და სთხოვეს მისვლა პოლიციაში. მას პოლიციის შენობის შესასვლელეთან დახვდა თავისი შვილი გ------ი ხ----–---–ი. მან უთხრა, რომ ის იმყოფებოდა აგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მასთან ერთად იმყოფებოდნენ თ---ზ ი--–---–ი და მ-----ზ გ--------ი. მოწმის განმარტებით, მისი შვილი, გ------ი ხ----–---–ი იცნობდა თ---ზ ი--–---–ს. გ------ი ხ----–---–მა უთხრა მამას, რომ დასახელებული პირები სვამდნენ, ის კი უსმენდა მობილური ტელეფონის ყურსასმენით მუსიკას, რა დროსაც მ-----ზ გ--------მა სთხოვა მას ტელეფონი მუსიკის მოსასმენად. ვინაიდან მ-----ზი მას ესაუბრებოდა მეგობრულად და ამასთან იმყოფებოდა მის ნაცნობ თ---ზ ი--–---–თან ერთად, გ------ი ხ----–---–მა ათხოვა მობილური ტელეფონი მ-----ზ გ--------ს, რომელმაც მას მიაწოდა ყურსასმენი, ხოლო ტელეფონი დაიტოვა და უსმენდა მუსიკებს. გ------ი ხ----–---–ი იქვე იდგა ახლოს. შემდეგ მ-----ზ გ--------ი ისე წავიდა, რომ მისი შვილისთვის არ დაუბრუნებია ტელეფონი. გ------ი ხ----–---–ი გამოედევნა მას და სთხოვა ტელეფონის დაბრუნება, რაზეც მ-----ზ გ--------მა უთხრა, რომ ტელეფონი ჰქონდა თ---ზ ი--–---–ს, მისთვის მოეთხოვა, ხოლო ის დაელოდებოდა. ისევ მიბრუნდა გ------ი ხ----–---–ი თ---ზ ი--–---–თან და მოსთხოვა ტელეფონის დაბრუნება, რაზეც თ---ზიმ უთხრა, რომ მას არ ჰქონდა ტელეფონი, მან ხომ ტელეფონი ათხოვა მ-----ზ გ--------ს და იმისთვის მოეთხოვა. გ------ი ხ----–---–მა დაუწყო ძებნა მ-----ზ გ--------ს, რომელიც ვერ იპოვნა, ასევე ცდილობდა სხვადასხვა ტელეფონიდან მის ტელეფონზე დაკავშირებას, მაგრამ მისი ტელეფონი იყო გათიშული, რის გამოც დასახმარებლად მიმართა პოლიციას. მათ ტელეფონში გადახდილი აქვთ 85 ლარი. მოწმის განმარტებით, რადგან ის იყო თავისი შვილის მეურვე, მან მიიღო მონაწილეობა ყველა საგამოძიებო მოქმედებაში შვილთან, გ------ი ხ----–---–თან ერთად. გ------ი ხ----–---–მა გამოკითხვის დროს გამომძიებელს მისცა ის ინფორმაცია, რის შესახებაც მას მოუყვა გამოკითხვამდე. მისმა შვილმა, გ------ი ხ----–---–მა გამოკითხვის დროს მიუთითა თავისი ტელეფონის ფირმა, იმეილ კოდი და ნომერი. ასევე, გ------ი ხ----–---–მა წარმოუდგინა გამომძიებლს ტელეფონის შესაბამისი ყუთი და და საგარანტიო ფურცელი, რომელზეც დაფიქსირებულია გ------ი ხ----–---–ის, როგორც მყიდველის ხელმოწერა. მან ასევე მიიღო მონაწილეობა ტელეფონის ამოცნობაში, რა დროსაც გ------ი ხ----–---–მა მაშინვე ამოიცნო თავისი ტელეფონი და დაადო ხელი. მოწმის განმარტებით, მისი შვილი, გ------ი ხ----–---–ი იმყოფება ხონში, იძულებით მკურნალობაზე, რადგან მან ჩაიდინა ქურდობა, რა დროსაც დაუდგინდა შეურაცხადობა. ასევე მოწმემ აჩვენა, რომ მის შვილს, გ------ი ხ----–---–ს სულ თან ჰქონდა მობილური ტელეფონი და უსმენდა მუსიკას, რაც მას აწყნარებდა. მოწმის განმარტებით, მის მეუღლეს ჰქონდა მძიმე მშობიარობა, რის შემდეგაც მათ შვილს, გ------ი ხ----–---–ს ფსიქიკური პრობლემები მასზე მშობიარობიდან ერთი წლის შემდეგ დაეწყო. მოწმის განმრტებით, მისი შვილი, გ------ი ხ----–---–ი ისეთი არ არის, რომ ვინმესთვის რამე მოეგონებინა, მას არც ჰალუცინაციები არ ჰქონია, თავისი აზრით, რაც სდომებია, ყოველთვის უთქვია, არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ მას რაღაცა მოეყოლოს და მერე ეთქვას, რომ ეს ასე არ ყოფილა, ასევე არც ისეთი შემთხვევა ყოფილა, რომ მას რაღაცა ნივთი დაედოს და მერე დავიწყებოდეს. მისი შვილი, გ------ი ხ----–---–ი ს----------ს რეაბილიტაციის ცენტრში მკურნალობდა, მას ჰქონდა თვისი მობილური ტელეფონი. იქ გაიცნო ვიღაც რეპერი, რის შემდეგაც გ------ი ხ----–---–ს სულ რეპს უსმენდა ტელეფონით, ძალიან მოსწონდა. მის შვილს, გ------ი ხ----–---–ს ყველაფერი ახსოვდა მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით.
2.5. მოწმე რ---ზ მ-------ემ მთლიანად დაადასტურა გ------ი ხ----–---–ის მიმართ გაცემული სასამართლო ფ-------------–ი ექსპერტის დასკვნა და აჩვენა, რომ იგი არის ექსპერტ-ფსიქიატრი და მუშაობს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ფ-------------–ი ექსპერტიზის დეპარტამენტის უ--------დ 36 წლის სტაჟით. მოწმის განმარტებით, მას შესწავლელი ჰყავს გ------ი ხ----–---–ი, ჩაუტარეს სრული კურსი გამოკვლევის და დაადგინეს, რომ ის არის დაზიანებული ფსიქიკურად და აღენიშნება თავის ტვინის დაზიანებით და დისფუნქციით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობა-ეპილეფსიური ფსიქოზი. მოწმემ აჩვენა, რომ დანაშაულის ფაქტი ეხებოდა მხოლოდ 2018 წლის 21 იანვრის ეპიზოდს, მაგრამ ერთსულოვანი დასკვნა გასცეს 26 აპრილს. მათ არ უმსჯელიათ 2018 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით გ------ი ხ----–---–ის ფსიქიკური მდგომარების შესახებ, მას არ შეუძლია კატეგორიულად იმის თქმა, თუ როგორი იქნებოდა ამ დღეს საკვლევი პირის ფსიქიკური მდგომარეობა. მოწმის განმარტებით, გ------ი ხ----–---–ის ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლია იმის აღნიშვნა, რომ გ------ი ხ----–---–ს აქვს მარტივი აღქმა მოვლენების, შეუძლია სწორედ თქვას თავისი სახელი, გვარი, სად ცხოვრობს, ვინ არიან მისი მშობლები, რომ დედა გარდაცვლილი ჰყავს, სად სწავლობდა, მოითხოვოს საჭმელი, წყალი თუ უნდა, მას ჭკუასუსტობა არა აქვს რეალურად შეფასებასთან მკვეთრად დაქვეითებული, მას შეუძლია გარკვეული გარემოებები სწორად აღიქვას და გადმოგვცეს, მაგრამ მთლიანად შეფასება, გაანალიზება, ადეკვატურობა არ შეუძლია. მოწმე რ---ზ მ-------ის განმრტებით, როგორც ექსპერტი, მოკლებულია შესაძლებლობას, გასცეს პასუხი კითხვაზე, ამჟამად შეუძლია თუ არა გ------ი ხ----–---–ს მონაწილეობა მიიღოს პროცესში, რადგან შესაძლებელია ის დღეის მდგომარეობით კარგად იყოს ან შეიძლება ჰქონდეს ფსიქოზი. მათ დაადგინეს მხოლოდ, რომ 21 იანვარს და 4 აპრილიდან 10 აპრილამდე ჰქონდა ფსიქოზი და ჩაითვალა შეურაცხადად. მოწმის განმარტებით, მას არ შუძლია შეაფასოს გ------ი ხ----–---–ის მდგომარეობა სხვა პერიოდში, გარდა იმ პერიოდისა, როდესაც მათ მოახდინეს გამოკვლევა, 1 თებერვალს როგორი იყო გ------ი ხ----–---–ის მდგომარეობა, ამაზე პასუხს ვერ გასცემს. ზოგადად, არის ფსიქიკური დაავადებები, როდესაც სტაბილურად პირი არის ცუდად, ეს არის გონებრივი ჩამორჩენილობა, ჭკუასუსტობა, რა დროსაც ექსპერტმა შეიძლება მაღალი ალბათობით თქვას ნებისმიერ მომენტზე, რომ პირი ვერ აღიქვამდა. ის ფსიქიკური დაავადება, რაც დაუდგინდა გ------ი ხ----–---–ს, ეპილეფსიური ფსიქოზი ასეთ პათოლოგიას არ მიეკუთვნება, შეიძლება რაღაც პეროიოდში ცუდად იყოს, შეიძლება კარგად. ასევე შეიძლება რაღაც ფანტაზიებს ჰქონდეს ადგილი და შეიძლება ასეთს არ ჰქონდეს ადგილი, რადგან გ------ი ხ----–---–ი ნათელ პერიოდში, როდესაც ფსიქოზის ნიშნები არა აქვს შეიძლება ქმედუნარიანად ან შეზღუდულ ქმედუბნარიანად ჩაითვალოს. მოწმის განმარტებით, იმ დროსაც კი, როდესაც მათ ჩაატარეს კვლევა და გ------ი ხ----–---–ი იყო მძიმე მდგომარეობაში, მას მაინც შეეძლო კრიტიკული მიდგომა და შეესაბამებოდა მისი პასუხები მის ანკეტურ მონაცემებს და საქმის გარემოებებს, ის ყვებოდა თუ რა მოქმედება ჩიდინა და რატომ, ის ექსპერტს პასუხობდა, რომ ,,პატარა შემთხვევა იყო, აი, ღვინის ქარხანა როა, იქიდან კაროჩე, ფული ავიღე“. საქმის გარემოებების შესახებ დასმულ კითხვებზე ის სწორად პასუხობდა. მოწმის განმრტებით, ეპილეფსიური ფსიქოზი არ გამორიცხავს იმას, რომ გ------ი ხ----–---–ს არ ჰქონდეს სწორი ინფორმაცია მის გარშემო მომხდარ და განვითარებულ ყოფით მოვლენებზე, საკითხებზე, მხოლოდ მას აქვს დაქვეითებული განსჯის, გაცნობიერების დ მსჯელობის უნარი.
2.6. მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა, ლ-–- ჭ----------მ, გ------ი ტ-----–---–მა და შ--–-ა რ------–---–მა სასამართლო პროცესზე ჩვენებების მიცემისას მთლიანად დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე, კანონიერება და მათი ხელმოწერები. ასევე, მოწმე ლ-–- ჭ----------ს ჩვენებით დადგენილია, რომ დაზარალებულ გ------ი ხ----–---–ისაგან გახდა მათთვის ცნობილი, რომ ტელეფონი წაიღო მ-----ზ გ--------მა. თავად დაზარალებულმა მიუთითა მათ ბრალდებულის სახელი და გვარი, რის შემდეგაც გამომძიებელმა დაადგინა მ-----ზ გ--------ის ადგილსამყოფელი. ის იმყოფებოდა სოფელ ქანდაში თავის სახლში. ასევე, მოწმე გ------ი ტ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან გამოკითხა თ---ზ ი--–---–ი, რომელმაც გამომძიებელს მოუყვა დეტალურად იმ დღეს განვითარებული მოვლენები მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით, რა დროსაც მთლიანად დაადასტურა გ------ი ხ----–---–ის მიერ მობილური ტელეფონის გადაცემის ფაქტი მ-----ზი გ--------ისათვის. შექმნილი საგამოძიებო აუცილებლობიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, დაკითხული იქნა თ---ზი ი--–---–ი, მომხდარი შემთხვევიდან უახლოეს დროში, რადგან სასწრაფოდ მომხდარიყო გ------ი ხ----–---–ის ინფორმაციის გადამოწმება. გ------ი ხ----–---–ის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით მთლიანად გაამყარდა გ------ი ხ----–---–ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაცია, რის შემდეგაც უკვე დადგა საკითხი გ------ი ხ----–---–ის და თ---ზ ი--–---–ის მიერ მითითებული პირის, მ-----ზ გ--------ის დადგენის და მასთან შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების. მ-----ზ გ--------ი ნანახი იქნა თავის სახლში, რომელმაც მათ ნებაყოფლობით წარუდგინა მობილური ტელეფონი და განაცხადა, რომ გ------ი ხ----–---–მა მას ათხოვა მობილური ტელეფონი. თ---ზ ი--–---–ის შემოწმება ალკოჰოლზე არ მომხდარა, რადგან მან დაკითხვისას დატოვა ნორმალური, ადექვატური ადამიანის შთაბეჭდილება, რომელსაც ყველაფერი კარგად ახსოვდა და დასმულ შეკითხვებზე მისი პასუხები იყო ადექვატური. მომწე შ--–-ა რ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 2 თებერვალს პოლიციის ორგანოში შევიდა განცხადება, რომ მ-----ზ გ--------ს შეიძლება ჰქონოდა გ------ი ხ----–---–ის მობილური ტელეფონი. მართლაც, მ-----ზი გ--------ისაგან ამოღებული იქნა გ------ი ხ----–---–ის კუთვნილი ტელეფონი. მ-----ზ გ--------თან ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს ესწრებოდა გარეშე პირი, რადგან ბრალდებულმა არ იცის არც ერთ ენაზე წერა-კითხვა, ამასთან იგი უზრუნველყოფილი იყო თარჯიმნით, რომელიც ყველაფერს უთარგმნიდა. ამასთან, მოწმემ ბრალდებული დაახასიათა დადებითად.
2.7 საქმეზე წარმოდგენილი ნივთის ამოცნობის ოქმის მიხედვით, დაზარალებულმა გ------ი ხ----–---–მა, რომელსაც თან ახლდა მისი საპროცესო წარმომადგენელი, მამა, ნ------რ ხ----–---–ი, ამოიცნო კანონით დადგენილი წესით თავისი მობილური ტელეფონი, ამასთან ამოცნობის წინ აღნიშნა, რომ 2018 წლის 01 თებერვალს დაახლოებით 16:00 საათზე ქ. მცხეთაში, ს---------- ქ. N13-ის მიმდებარედ, მ-----ზი გ--------ი მოტყუების გზით დაეუფლა მისი კუთვნილ მობილურ ტელეფონს და მიუთითა ტელეფონის მონაცემები, რის შემდეგაც გ------ი ხ----–---–მა ამოიცნო თავისი მობილური ტელეფონი. ოქმის შინაარსის სისწორე დაადასტურეს თავისი ხელმოწერებით, როგორც თავად გ------ი ხ----–---–მა, ასევე მისმა საპროცესო წამომადგენელმა, ნ------რ ხ----–---–მა.
3. გამოკვლეულ მტკიცებულებათა ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მოცემული დანაშაულის შემადგენლობა თავისი კონსტრუქციით მატერიალურია და იგი დამთავრებულად ჩაითვლება სხვისი ნივთის მოტყუებით ან ნდობის ბოროტად გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებაში. რაც შეეხება, ქმედების სუბიექტურ შემადგენლობას, იგი პირდაპირ განზრახვას გულისხმობს. კერძოდ, პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას და სურს იგი.
თაღლითობის დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. თაღლითობისას დამნაშავის მოქმედებას ინფორმაციული ხასიათი აქვს ან კიდევ გამოყენებულია დამნაშავესა და დაზრალებულს შორის არსებული ნდობის ფაქტორი. ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება, რომელიც წარმოადგენს სხვისი ქონების უშუალოდ დაუფლების საშუალებას. თაღლითობის სპეციფიკა იმაში პოულობს გამოხატულებას, რომ გარეგნულად ქონების გადაცემა დამნაშავისათვის ხდება ნებაყოფლობით თვით მესაკუთრის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ მ-----ზ გ--------ის მიერ გამოყენებულია მოტყუების ხერხი ნდობის ბოროტად გამოყენება, რომელიც არის მოტყუების სახესხვაობა, რაც გამოიხატა გ------ი ხ----–---–ის მხრიდან მის მიმართ პირადი ნდობის გამოყენებაში. როგორც გ------ი ხ----–---–ის საპროცესო წარმომადგნელმა, ნ------რ ხ----–---–მა აჩვენა, მისი შვილის, გ------ი ხ----–---–ის განმარტებით, ის ენდო მ-----ზ გ--------ს, რადგან მეგობრულად ესაუბრებოდა და ახლდა მის ნაცნობს თ---ზ ი--–---–ს.
3.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 17 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავდებული მ-----ზ გ--------ი, 2018 წლის 01 თებერვალს, დაახლოებით 16 საათზე, ქალაქ მცხეთაში, ს----------ს ქუჩა N13-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თაღლითურად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ნდობის ბოროტად გამოყენებით, მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულ გ------ი ხ----–---–ის კუთვნილ მობილურ ტელეფონს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, რითაც დაზარალებულს მიაყენა 85 ლარის მატერიალური ზიანი, რაც წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას - თაღლითობას, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას მოტყუებით, ჩადენილი არაერთგზის.
სასამართლო ეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ბრალდებულ მ-----ზ გ--------ის ბრალეულობა, ბრალად შერაცხული დანაშაულის შემადგენლობის ყველა რელევანტური ელემენტის მიმართ მთლიანად დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი, მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის, დაზარალებულის საპროცესო წარმოამდგენლის, მოწმეების ჩვენებებით, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების ერთობლიობაში გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად დადასტურებულია ბრალდებულ მ-----ზ გ--------ის მიერ საქართველოს სსკ-ის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც ბრალდებულ მ-----ზ გ--------ის ჩვენებით, ასევე საქმეზე გამოკვლეული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით უდავოდ დადასტურებულია ის ფაქტი, რომ მ-----ზ გ--------მა გ------ი ხ----–---–ისაგან თაღლითურად მიისაკუთრა მოტყუების ხერხის, ნდობის ბოროტად გამოყენების საშუალებით მობილური ტელეფონი. სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას და მოსაზრებას, რომ მ-----ზ გ--------ის ბრალეულობის დასადასტურებლად საქმეში არ არსებობს არც ერთი უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, დამაჯერებელი და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის დასადგენად, რომ ნამდვილად ეს დანაშაული ჩადენილი აქვს მ-----ზ გ--------ს.
3.4. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეების მხრიდან სადავოდ არ არის გამხდარი მთელი რიგი გარემოებები, რაც თავის მხრივ დადასტურებულია საქმეზე წარმოდგენილი უტყუარი და დამაჯერებელი მტიცებულებებით. კერძოდ, ის, რომ გ------ი ხ----–---–მა გადასცა მობილური ტელეფონი მ-----ზ გ--------ს ამ უკანასკნელის თხოვნის შედეგად, რადაგან მას სურდა მუსიკის მოსმენა. ამდენად, სადავო არ არის ის გარემოება, რომ ტელეფონის გადაცემის ინიციატორი არის თავად მ-----ზ გ--------ი. ასევე, სადავო არ არ არის ის გარემოება, რომ ბრალდებულის, მ-----ზ გ--------ის წასვლის შემდეგ მობილური ტელეფონი იყო გათიშული. ნ------რ ხ----–---–მა განაცხადა, რომ მისი შვილი ცდილობდა სხვადახვა ტელეფონებიდან მის ტელეფონზე დარეკვას, მაგრამ ტელეფონი იყო გათიშული. ის, რომ ტელეფონი იყო გათიშული, ასევე დაადასტურა ბრალდებულმა მ-----ზ გ--------მა, მაგრამ დაასახელა ის მიზეზი, რომ ტელეფონს დაუჯდა ელემენტი. თუმცა, ის გარემოება, რომ მობილური ტელეფონი იყო გათიშული მას შემდეგ, რაც წავიდა მ-----ზ გ--------ი, როგორც ავღნიშნეთ, მარეებს არ გაუხდიათ სადავოდ. ასევე უდავოა ის გარემოება, რომ გ------ი ხ----–---–ის მობილური ტელეფონი ჰქონდა მ-----ზ გ--------ს და პოლიციის თანამშრომლება მისგან ამოიღეს.
3.5. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ მ-----ზ გ--------ის ჩვენებას იმ ნაწილში, რომ მას გ------ი ხ----–---–მა ათხოვა მობილური ტელეფონი მეორე დღემდე და ისინი შეთანხმდნენ, რომ მეორე დღეს, დილით მ-----ზ გ--------ი გადასცემდა გ------ი ხ----–---–ს მობილურ ტელეფონს პრობაციაში. მასსა და გ------ი ხ----–---–ს შორის შემდგარი საუბარი შეიძლება ვერ გაეგო თ---ზ ი--–---–ს, რადგან ის მათგან იდგა ორ, სამ მეტრში. იმ დროს, როდესაც მათ სასმელი გაუთავდათ, გ------ი ხ----–---–ი იქ აღარ იყო. გ------ი ხ----–---–ის წასვლიდან, ისინი ათი, თხუთმეტი წუთი კიდევ იყვნენ იქ და სვამდნენ. ბრალდებული რომ წავიდა იმ ადგილიდან, მას არ დასწევია გ------ი ხ----–---–ი, შესაბამისად მისთვის არ მოუთხოვია ტელეფონის დაბრუნება და ასევე არ უთქვამს მას გ------ი ხ----–---–ისთვის, რომ ტელეფონი ჰქონდა თ---ზ ი--–---–ს. ბრალდებულის განმარტებით, მას შემდეგ, რაც გ------ი ხ----–---–მა ტელეფონი მიაწოდა, ის იქ აღარ იყო, ალკოჰოლს არ სვამდა. მას არ უნახია გ------ი ხ----–---–ი იმის შემდეგ, რაც დატოვა ის ადგილი. მან შეატყო გ------ი ხ----–---–ს, რომ უცნაურად იქცეოდა, არა როგორც ნებისმიერი ადამიანი. მას გზაში ტელეფონი გაეთიშა, რადგან ტელეფონს დაუჯდა ელემენტი.
3.6. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ მ-----ზ გ--------ის აღნიშნული ჩვენება მოგონილია მის მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით, რადგან ბრალდებულის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მთლიანად წინააღმდეგობაშია სასამართლო პროცესზე გამოკვლეულ ბრალდების მხარის მტკიცებულებებთან. კერძოდ:
პირველ რიგში, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, თუ რა გახდა მოცემულ საქმეზე მ-----ზ გ--------ის მიმართ გამოძიების დაწყების საბაბი და საფუძველი. საქმეში წარმოდგენილი, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის და შეტყობინების რეგისტრაციის წერილობითი დოკუმენტების მიხედვით, 2018 წლის 01 თებერვალს 22:09 საათზე, მცხეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში გამოცხადდა თავად გ------ი ხ----–---–ი, მამასთან, ნ------რ ხ----–---–თან ერთად, რომელმაც განმარტა, რომ ვინმე მ-----ზიმ მოტყუებით გამოართვა ტელეფონი შუა დღის დაახლებით 16:00 საათზე, რის გამოც პოლიციის თანამშრომლებს სთხოვა სამართლებრივი რეაგირება და დახმარება. გ------ი ხ----–---–ის საპროცესო წამომადგენლის, მამის, ნ------რ ხ----–---–ის ჩვენებით, იმავე დღეს, 22:25 საათზე ის დაესწრო მისი შვილის, გ------ი ხ----–---–ის გამოკითხვას. მოწმემ ასევე განმარტა, რომ გ------ი ხ----–---–ის მიერ ინფორმაციაში აღნიშნული გარემოებები მისთვის ცნობილი იყო, რადგან გ------ი ხ----–---–მა მას დეტალურად მოუყვა იმის შესახებ, თუ რა მოხდა და სად იყო მისი მობილური ტელეფონი მანამ, სანამ პოლიციის განყოფილებაში შევიდოდნენ. მოწმე ნ-----რ ხ----–---–ის ჩვენებით, მას პოლიციის შენობის შესასვლელეთან დახვდა თავისი შვილი გ------ი ხ----–---–ი. მან უთხრა, რომ ის იმყოფებოდა აგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მასთან ერთად იმყოფებოდნენ თ---ზ ი--–---–ი და მ-----ზ გ--------ი. მისი შვილი, გ------ი ხ----–---–ი იცნობდა თ---ზ ი--–---–ს. გ------ი ხ----–---–მა უთხრა მამას, რომ დასახელებული პირები სვამდნენ, ის კი უსმენდა მობილური ტელეფონის ყურსასმენით მუსიკას, რა დროსაც მ-----ზ გ--------მა სთხოვა მას ტელეფონი მუსიკის მოსასმენად. ვინაიდან მ-----ზი მას ესაუბრებოდა მეგობრულად და ამასთან იმყოფებოდა მის ნაცნობ თ---ზ ი--–---–თან ერთად, გ------ი ხ----–---–მა ათხოვა მობილური ტელეფონი მ-----ზ გ--------ს, რომელმაც მას მიაწოდა ყურსასმენი, ხოლო ტელეფონი დაიტოვა და უსმენდა მუსიკებს. გ------ი ხ----–---–ი იქვე იდგა ახლოს. შემდეგ მ-----ზ გ--------ი ისე წავიდა, რომ მისი შვილისთვის არ დაუბრუნებია ტელეფონი. გ------ი ხ----–---–ი გამოედევნა მას და სთხოვა ტელეფონის დაბრუნება, რაზეც მ-----ზ გ--------მა უთხრა, რომ ტელეფონი ჰქონდა თ---ზ ი--–---–ს, მისთვის მოეთხოვა, ხოლო ის დაელოდებოდა. ისევ მიბრუნდა გ------ი ხ----–---–ი თ---ზ ი--–---–თან და მოსთხოვა ტელეფონის დაბრუნება, რაზეც თ---ზიმ უთხრა, რომ მას არ ჰქონდა ტელეფონი, მან ხომ ტელეფონი ათხოვა მ-----ზ გ--------ს და იმისთვის მოეთხოვა. გ------ი ხ----–---–მა დაუწყო ძებნა მ-----ზ გ--------ს, რომელიც ვერ იპოვნა, ასევე ცდილობდა სხვადასხვა ტელეფონიდან მის ტელეფონზე დაკავშირებას, მაგრამ მისი ტელეფონი იყო გათიშული, რის გამოც დასახმარებლად მიმართა პოლიციას. მათ ტელეფონში გადახდილი აქვთ 85 ლარი. მისმა შვილმა, გ------ი ხ----–---–მა გამოკითხვის დროს მიუთითა თავისი ტელეფონის ფირმა, იმეილ კოდი და ნომერი. ასევე, გ------ი ხ----–---–მა წარუდგინა გამომძიებლს ტელეფონის შესაბამისი ყუთი და საგარანტიო ფურცელი, რომელზეც დაფიქსირებულია გ------ი ხ----–---–ის, როგორც მყიდველის ხელმოწერა. მან ასევე მიიღო მონაწილეობა ტელეფონის ამოცნობაში, რა დროსაც გ------ი ხ----–---–მა მაშინვე ამოიცნო თავისი ტელეფონი და დაადო ხელი. მოწმის განმარტებით, მისი შვილი, გ------ი ხ----–---–ი იმყოფება ხონში, იძულებით მკურნალობაზე, რადგან მან ჩაიდინა ქურდობა, რა დროსაც დაუდგინდა შეურაცხადობა. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ მის შვილს, გ------ი ხ----–---–ს სულ თან ჰქონდა მობილური ტელეფონი და უსმენდა მუსიკას, რაც მას აწყნარებდა. მოწმის განმარტებით, მის მეუღლეს ჰქონდა მძიმე მშობიარობა, რის შემდეგაც მათ შვილს, გ------ი ხ----–---–ს ფსიქიკური პრობლემები მასზე მშობიარობიდან ერთი წლის შემდეგ დაეწყო. მოწმის განმრტებით, მისი შვილი, გ------ი ხ----–---–ი ისეთი არ არის, რომ ვინმესთვის რამე მოეგონებინა, მისი აზრით, რაც სდომებია, ყოველთვის უთქვამს, არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ მას რაღაცა მოეყოლოს და მერე ეთქვას, რომ ეს ასე არ ყოფილა, ასევე არც ისეთი შემთხვევა ყოფილა, რომ მას რაღაცა ნივთი დაედოს და მერე დავიწყებოდეს. მისი შვილი, გ------ი ხ----–---–ი ს----------ს რეაბილიტაციის ცენტრში მკურნალობდა, მას ჰქონდა თავისი მობილური ტელეფონი. იქ გაიცნო ვიღაც რეპერი, რის შემდეგაც გ------ი ხ----–---–ი სულ რეპს უსმენდა ტელეფონით, ძალიან მოსწონდა. მის შვილს, გ------ი ხ----–---–ს ყველაფერი ახსოვდა მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით.
3.7. დაცვის მხარის მოსაზრება, რომ გ------ი ხ----–---–ს თავისი ფსიქიკური პრობლემების გამო არ ახსოვდა, რომ მან თავად ათხოვა მ-----ზ გ--------ს მეორე დღის დილამდე მობილური ტელეფონი, სასამართლოს არადამაჯერებლად მიაჩნია. გ------ი ხ----–---–ის მამის, ნ------რ ხ----–---–ის ჩვენების გარდა, რომ მისი შვილი, გ------ი ხ----–---–ი არ იყო ისეთ მძიმე ფსიქიკურ მდგომარებაში, რომ მას ვინმესთვის რამე მოეგონებინა, პირიქით მის შვილს კარგად ახსოვდა მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ყველაფერი, რაც ასევე დაადასტურა თ---ზ ი--–---–მა, ხოლომ შემდეგ მობილური ტელეფონი ამოიღეს მ-----ზ გ--------ისაგან, ასევე გ------ი ხ----–---–ის ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, შეიძლებოდა თუ არა გ------ი ხ----–---–ს მისი ფსიქიკური პრობლემების გამო მიეცა სწორი ინფორმაცია გამოძიებისათვის, დაიკითხა მოწმის სახით ექსპერტ-ფსიქიატრი რ---ზ მ-------ე. ესპერტმა ფაქტიურად დაადასტურა მოწმე ნ------რ ხ----–---–ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება შვილის, გ------ი ხ----–---–ის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ. მან აჩვენა, რომ გ------ი ხ----–---–ის ფსიქიკური დაავადებიდან გამომდინარე, არ იყო გამორიცხული, რომ გ------ი ხ----–---–ს ყველაფერი ხსომებოდა და სწორი ინფორმაცია მიეცა გამოძიებისათვის საქმის გარემოებებთან დაკავშირებით. მოწმის განმარტებით, იმ მომენტშიც კი, როდესაც გ------ი ხ----–---–ი იყო ფსიქიკურად მძიმე მდგომარეობაში, რა დროსაც მას დაუდგინდა შეურაცხადობა, მან ექსპერტებს მიაწოდა სწორი ინფორმაცია თავისი ანკეტური მონაცემების და საქმის გარემოებების შესახებ. ამასთან, მოწმემ აჩვენა, რომ მათ არ უმსჯელიათ 2018 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით გ------ი ხ----–---–ის ფსიქიკური მდგომარების შესახებ, მას არ შეუძლია კატეგორიულად იმის თქმა, თუ როგორი იქნებოდა ამ დღეს საკვლევი პირის ფსიქიკური მდგომარეობა. მოწმის განმარტებით, გ------ი ხ----–---–ის ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლია მხოლოდ იმის აღნიშვნა, რომ გ------ი ხ----–---–ს აქვს მარტივი აღქმა მოვლენების, შეუძლია სწორედ თქვას თავისი სახელი, გვარი, სად ცხოვრობს, ვინ არიან მისი მშობლები, რომ დედა გარდაცვლილი ჰყავს, სად სწავლობდა, მოითხოვოს საჭმელი, წყალი თუ უნდა, მას ჭკუასუსტობა არა აქვს რეალურად შეფასებასთან მკვეთრად დაქვეითებული, მას შეუძლია გარკვეული გარემოებები სწორად აღიქვას და გადმოგვცეს, მაგრამ მთლიანად შეფასება, გაანალიზება, ადეკვატურობა არ შეუძლია. მოწმე რ---ზ მ-------ის განმარტებით, როგორც ექსპერტი, ის მოკლებულია შესაძლებლობას, გასცეს პასუხი კითხვაზე, ამჟამად შეუძლია თუ არა გ------ი ხ----–---–ს მონაწილეობა მიიღოს პროცესში, რადგან შესაძლებელია ის დღეის მდგომარეობით კარგად იყოს ან შეიძლება ჰქონდეს ფსიქოზი. მათ დაადგინეს მხოლოდ, რომ 21 იანვარს და 4 აპრილიდან 10 აპრილამდე ჰქონდა ფსიქოზი და ჩაითვალა შეურაცხადად. მოწმის განმარტებით, მას არ შუძლია შეაფასოს გ------ი ხ----–---–ის მდგომარეობა სხვა პერიოდში, გარდა იმ პერიოდისა, როდესაც მათ მოახდინეს გამოკვლევა, 1 თებერვალს როგორი იყო გ------ი ხ----–---–ის მდგომარეობა, ამაზე პასუხს ვერ გასცემს. ზოგადად, არის ფსიქიკური დაავადებები, როდესაც სტაბილურად პირი არის ცუდად, ეს არის გონებრივი ჩამორჩენილობა, ჭკუასუსტობა, რა დროსაც ექსპერტმა შეიძლება მაღალი ალბათობით თქვას ნებისმიერ მომენტზე, რომ პირი ვერ აღიქვამდა. ის ფსიქიკური დაავადება, რაც დაუდგინდა გ------ი ხ----–---–ს, ეპილეფსიური ფსიქოზი ასეთ პათოლოგიას არ მიეკუთვნება, შეიძლება რაღაც პერიოდში ცუდად იყოს, შეიძლება კარგად. ასევე შეიძლება რაღაც ფანტაზიებს ჰქონდეს ადგილი და შეიძლება ასეთს არ ჰქონდეს ადგილი, რადგან გ------ი ხ----–---–ი ნათელ პერიოდში, როდესაც ფსიქოზის ნიშნები არა აქვს, შეიძლება ქმედუნარიანად ან შეზღუდულ ქმედუნარიანად ჩაითვალოს. მოწმის განმარტებით, იმ დროსაც კი, როდესაც მათ ჩაატარეს კვლევა და გ------ი ხ----–---–ი იყო მძიმე მდგომარეობაში, მას მაინც შეეძლო კრიტიკული მიდგომა და შეესაბამებოდა მისი პასუხები მის ანკეტურ მონაცემებს და საქმის გარემოებებს, ის ყვებოდა თუ რა მოქმედება ჩიდინა და რატომ, ის ექსპერტს პასუხობდა, რომ ,,პატარა შემთხვევა იყო, აი, ღვინის ქარხანა როა, იქიდან კაროჩე, ფული ავიღე“. საქმის გარემოებების შესახებ დასმულ კითხვებზე ის სწორად პასუხობდა. მოწმის განმრტებით, ეპილეფსიური ფსიქოზი არ გამორიცხავს იმას, რომ გ------ი ხ----–---–ს არ ჰქონდეს სწორი ინფორმაცია მის გარშემო მომხდარ და განვითარებულ ყოფით მოვლენებზე, საკითხებზე, მხოლოდ მას აქვს დაქვეითებული განსჯის, გაცნობიერების დ მსჯელობის უნარი.
3.8. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე იმ გარემოებას, რომ გ------ი ხ----–---–ი მარტო მივიდა პოლიციის განყოფილებაში და განაცხადა მის მიმართ მ-----ზი გ--------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ფაქტის შესახებ. მხოლოდ ამის შემდეგ, პოლიციის განყოფილებიდან დაურეკეს გ------ი ხ----–---–ის მამას, ნ------რ ხ----–---–ს და მისი მონაწილეობით ჩატარდა სხვადასხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები და შედგა ყველა შესაბამისი წერილობითი დოკუმენტი. კერძოდ, მოწმე ლ-–- ჭ----------ს ჩვენებით დადგენილია, რომ დაზარალებულ გ------ი ხ----–---–ისგან გახდა მათთვის ცნობილი, რომ ტელეფონი წაიღო მ-----ზ გ--------მა. თავად დაზარალებულმა მიუთითა მათ ბრალდებულის სახელი და გვარი, რის შემდეგაც გამომძიებელმა დაადგინა მ-----ზ გ--------ის ადგილსამყოფელი.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულ გ------ი ხ----–---–ის მიერ მამისათვის, ნ------რ ხ----–---–ისთვის და გამომძიებლისათვის მიცემულ ინფორმაციაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ანალოგიური გარემოებების შესახებ უჩვენა მომხდარი დანაშაულებრივი შემთხვევის შემსწრე, თვითმხილველმა მოწმემ თ---ზ ი--–---–მა, მომხდარი შემთხვევიდან რამდენიმე საათში გამოძიებისათვის ინფორმაციის მიცემის დროს. მოწმემ კატეგორიულად არ დაადასტურა ის გარემოება, რომ გ------ი ხ----–---–მა მეორე დღემდე ათხოვა მ-----ზ გ--------ს ტელეფონი და მათ ამის შესახებ ჰქონდათ საუბარი. ასევე ის გარემოება, რომ გ------ი ხ----–---–ი იქიდან წავიდა მას შემდეგ, რაც მ-----ზ გ--------ს ათხოვა ტელეფონი, პირიქით, მოწმემ ცალსახად მიუთითა, რომ გ------ი ხ----–---–ი არ სვამდა, იქვე მათთან ახლოს იყო, მას შემდეგ, რაც წავიდა მ-----ზ გ--------ი და წაიღო გ------ი ხ----–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონი, გ------ი ხ----–---–ი მაშინვე გამოეკიდა მ-----ზ გ--------ს, დაეწია და სთხოვდა ტელეფონის დაბრუნებას, თუმცა რაზე ისაუბრეს მან არ იცის, მაგრამ უკან დაბრუნებულმა გ------ი ხ----–---–მა თ---ზ ი--–---–ს რომ მოსთხოვა ტელეფონის დაბრუნება, რომ თითქოს მას მ-----ზ გ--------მა დაუტოვა ტელეფონი, რის შესახებაც გ------ი ხ----–---–ს უთხრა მ-----ზ გ--------მა და ის კი იქიდან არ წავიდოდა, დაელოდებოდა, თუმცა გ------ი ხ----–---–მა ის ვერსად იპოვნა, მისი ტელეფონი კი უკვე გათიშული იყო და ვერ დაურეკა, მოწმე თ---ზ ი--–---–ი მიხვდა, რომ მ-----ზ გ--------ი ატყუებდა გ------ი ხ----–---–ს. აღნიშნული გარემოებები მთლიანად აბათილებს ბრალდებულის მ-----ზ გ--------ის ვერსიას, რომ მას გ------ი ხ----–---–მა ათხოვა მობილური ტელეფონი მეორე დღემდე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გ------ი ხ----–---–ი არ დაბრუნდებოდა თ---ზ ი--–---–თან და მას არ მოსთხოვდა ტელეფონის დაბრუნებას, რის შესახებაც მას უთხრა მ-----ზ გ--------მა და რაც მოწმე თ---ზ ი--–---–მა კატეგორიულად დაადასტურა. ხოლო მას შემდეგ, რაც გ------ი ხ----–---–მა ვერ ნახა თავისი მობილური ტელეფონი თ---ზ ი--–---–თან და ვერც იქნებოდა, რადგან უდავოდ დადგენილია ის გარემოება, რომ გ------ი ხ----–---–ის მობილური ტელეფონი მ-----ზ გ--------ისგან იქნა ამოღებული, ასევე ვერ რეკავდა გ------ი ხ----–---–ი მის ტელეფონზე, მან მიმართა გამოძიებას დახმარებისათვის. კერძოდ, მოწმე თ---ზ ი--–---–მა მთლიანად დაადასტურა გამოძიებაში მის მიერ მიცემული ინფორმაციის სისწორე და აჩვენა, რომ მას მ-----ზ გ--------თან ჰქონდა ჩვეულებრივი კარგი ურთიერთობა. 2018 წლის 01 თებერვალს დაახლოებით დილის 11:00 სთ-ზე მივიდა მასთან მ-----ზი გ--------ი. მან და მ-----ზ გ--------მა მასთან სახლში დალიეს ალკოჰოლური სასმელი არაყი. მ-----ზ გ--------მა მას უთხრა, რომ კიდევ დაელიათ ალკოჰოლური სასმელი. მას აღარ ჰქონდა სახლში არაყი, რის გამოც მისი სახლიდან წავიდნენ არყის შეძენის მიზნით ქ. მცხეთაში ს----------ს №13-ში მდებარე სასურსათო მაღაზიაში. მათ შეიძინეს ალკოჰოლური სასმელი არაყი და იქვე მაღაზიის მიმდებარედ დაიწყეს დალევა, სადაც გარკვეული პერიოდის შემდეგ მათთან მივიდა მისი ნაცნობი გ------ი ხ----–---–ი. გ------ი ხ----–---–ი და მ-----ზი გ--------ი გააცნო მან ერთმანეთს, ვინაიდან მანამდე არ ყავდათ მათ ერთმანეთი ნანახი. გ------ი ხ----–---–ი იყო მათთან ერთად და ესაუბრებოდა. გ------ის თან ჰქონდა მობილური ტელეფონი. ის ტელეფონიდან ყურსასმენებით უსმენდა მუსიკას. მ-----ზ გ--------მა გ------ი ხ----–---–ს მუსიკის მოსმენის მიზნით გამოართვა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, ხოლო ყურსასმენი დაუბრუნა უკან. მ-----ზიმ დაიწყო მუსიკის მოსმენა. ისინი იქვე მაღაზიასთან იდგენენ, ხოლო გ------ი ხ----–---–ი იქვე იმყოფებოდა. დალევის დასრულების შემდგე მ-----ზი გავიდა მისგან, ისე, რომ გ------ი ხ----–---–ისთვის მობილური ტელეფონი არ დაუბრუნებია. მ-----ზი გ--------ის წასვლის შემდეგ გ------ი ხ----–---–ი გაყვა მ-----ზი გ--------ს, რის შემდეგაც გ------ი მივიდა მასთან და სთხოვა, რომ მისთვის დაებრუნებინა მობილური ტელეფონი. მოწმის განმარტებით, მას გაუკვირდა გ------ის თხოვნა და უთხრა, რომ მისი ტელეფონი მას არ ჰქონდა და ჰკითხა, თუ რატომ მივიდა მასთან. გ------ი ხ----–---–მა უპასუხა, რომ მ-----ზი გ--------ს ის წამოეწია გზაში და სთხოვა ტელეფონის დაბრუნება, რაზეც მ-----ზიმ უპასუხა, რომ ტელეფონი ჰქონდა თ---ზის, წასულიყო და მისთვის გამოერთმია, ის კი იქ დაელოდებოდა. თ---ზი ი--–---–მა უთხრა გ------ის, რომ მ-----ზი გ--------ი იტყუებოდა და მისი ტელეფონი მას არ ჰქონდა, რის შემდეგაც გ------იმ დაიწყო მ-----ზის ძებნა, მაგრამ ვერსად ვერ ნახა. ხოლო მის ტელეფონზე დარეკვისას გ------ი ხ----–---–ის მობილური იყო გათიშული. მოწმის განმარტებით, მას გ------ი ხ----–---–ისათვის ტელეფონი არ გამოურთმევია, ტელეფონი გ------ი ხ----–---–ს სთხოვა მ-----ზი გ--------მა, რომელმაც უთხრა, რომ მოუსმენდა მუსიკებს და უკან დაუბრუნებდა. მ-----ზი გ--------მა მოატყუა გ------ი ხ----–---–ი, ვინაიდან მისთვის ტელეფონი არ დაუბრუნებია და პირიქით ის მოატყუა, რომ ტელეფონი ჰქონდა მას. მოწმის განმარტებით, გ------ი ხ----–---–მა ტელეფონი მისცა მ-----ზი გ--------ს მისი თანდასწრებით, გ------ის ტელეფონი იყო გასახსნელი ფერადი ეკრანით. მ-----ზი გ--------ს მისთვის არ უთქვამს, რომ აპირებდა გ------ი ხ----–---–ის მოტყუებას და მისი ტელეფონის ფარულად დაუფლებას. ამდენად, მოწმე თ---ზ ი--–---–მა არ დაადასტურა ის გრემოებები, რაზეც უჩვენა ბრალდებულმა მ-----ზ გ--------მა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას.
3.9. ასევე, საქმეზე წარმოდგენილი ნივთის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებულმა გ------ი ხ----–---–მა, რომელსაც თან ახლდა მისი საპროცესო წარმომადგენელი, მამა, ნ------რ ხ----–---–ი, ამოიცნო კანონით დადგენილი წესით თავისი მობილური ტელეფონი, ამასთან ამოცნობის წინ აღნიშნა, რომ 2018 წლის 01 თებერვალს დაახლოებით 16:00 საათზე ქ. მცხეთაში, ს---------- ქ. N13-ის მიმდებარედ, მ-----ზი გ--------ი მოტყუების გზით დაეუფლა მისი კუთვნილ მობილურ ტელეფონს და მიუთითა ტელეფონის მონაცემები, რის შემდეგაც გ------ი ხ----–---–მა ამოიცნო თავისი მობილური ტელეფონი. ოქმის შინაარსის სისწორე დაადასტურეს თავისი ხელმოწერებით, როგორც თავად გ------ი ხ----–---–მა, ასევე მისმა საპროცესო წამომადგენელმა, ნ------რ ხ----–---–მა. ამდენად, აღნიშნული წერილობითი დოკუმენტი მტკიცებულების სახით, ერთხელ კიდევ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ გ------ი ხ----–---–მა არ ათხოვა მ-----ზ გ--------ს მობილური ტელეფონი მეორე დღის დილამდე, ბრალდებულმა ისარგებლა გ------ი ხ----–---–ის ნდობით და მოტყუებით დაეუფლა მის ტელეფონს.
3.10. ასევე, სასამართლო აძლევს რა შეფასებას გ------ი ხ----–---–ის მამის, ნ------რ ხ----–---–ის ჩვენებას იმ ნაწილში, რომ მის შვილს გ------ი ხ----–---–ს სულ თან ჰქონდა მობილური ტელეფონი, მას მოსწონდა რეპი, რომელსაც გამუდმებით უსმენდა ყურსასმენით, რაც მას აწყნარებდა, მიაჩნია, რომ გ------ი ხ----–---–ი, ფსიქიკურად პრობლემური პიროვნება, იმ ნივთს, რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო და აწყნარებდა, არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა მეორე დღემდე იმ პიროვნებას, რომელიც იმ დღეს გაიცნო და არ მოიცილებდა თუნდაც დროებით მისთვის საყვარელ ნივთს.
3.11. სასამართლო თვლის, რომ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ზემოთ აღნიშნული გარემოებები უდავოდ ამტკიცებს, რომ დაზარალებულმა გ------ი ხ----–---–მა სწორად აღიქვა მომხდარი გარემოებები და სწორი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას იმის შესახებ, რომ მ-----ზ გ--------ი მოტყუებით, ნდობის ბოროტად გამოყენების საშუალებით დაუფლა მართლსაწინააღმდეგოდ მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს.
3.12. სასამართლომ შეაფასა რა საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მათი შესახებობის, დასაშვებობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით, თვლის, რომ ამ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 17 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავდებული მ-----ზ გ--------ი, 2018 წლის 01 თებერვალს დაახლოებით 16 საათზე, ქალაქ მცხეთაში, ს----------ს ქუჩა N13-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თაღლითურად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, ნდობის ბოროტად გამოყენების საშუალებით დაეუფლა დაზარალებულ გ------ი ხ----–---–ის კუთვნილ მობილურ ტელეფონს, რის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, რითაც დაზარალებულს მიაყენა 85 ლარის მატერიალური ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 17 დეკემბრის განაჩენით მ-----ზ გ--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი, ხოლო მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის განჩინებით დამატებით სასჯელად დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეეცვალა ჯარიმა 3525 (სამი ათას ხუთას ოცდახუთი) ლარის ოდენობით, რაც არ არის აღსრულებული დღეის მდგომარეობით.
3.13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამავე კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე ნასამართლობა გაქარწყლდება პირობით მსჯავრდებულისა - გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ.
ამდენად, ბრალდებული მ-----ზ გ--------ი ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რადგან 2018 წლის 01 თებერვალის მდგომარეობით მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია და შესაბამისად, სრულიად დადასტურებულია, რომ მან ახალი დანაშაული ჩაიდინა არაერთგზის.
4. სამართლებრივი შეფასება და კვალიფიკაცია:
4.1. ამდენად, მტკიცებულებების უტყუარობის თვალსაზრისით სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ-----ზ გ--------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშული - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი არაერთგზის.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ბრალდებულ მ-----ზ გ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
6. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:
6.1. სასამართლო ბრალდებულის მიმართ სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
6.2. ამდენად, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ბრალდებულ მ-----ზ გ--------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
7. ნივთმტკიცების საკითხი:
7.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად ნივთმტკიცებების ბედი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: მ-----დი გ--------ისგან ამოღებული მობილური ტელეფონი და გ------ი ხ----–---–ისგან ამოღებული მობილური ტელეფონის ყუთი და საგარანტიო ფურცელი უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ გ------ი ხ----–---–ის საპროცესო წარმომადგენლს ნ------რ ხ----–---–ს.
სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ-----ზ გ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 17 დეკემბრის განაჩენით მ-----ზ გ--------ის მიმართ დანიშნული სასჯელი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი აქვს პირობითად.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და დამატებით სახით დანიშნული ჯარიმა 3525 (სამი ათას ხუთას ოცდახუთი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, მ-----ზ გ--------ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით და დამატებით სასჯელად ჯარიმა 3525 (სამი ათას ხუთას ოცდახუთი) ლარის ოდენობით.
4. მ-----ზ გ--------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 2 თებერვლიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს წინა განაჩენით პატიმრობაში ყოფნის დრო 2--- წლის 15 დეკემბრიდან 2--- წლის 17 დეკემბრის ჩათვლით.
5. მ-----ზ გ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
6. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: მობილური ტელეფონის ყუთი, საგარანტიო ფურცელი და მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს გ------ი ხ----–---–ის საპროცესო წარმომადგენელს ნ------რ ხ----–---–ს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
7. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ოშხარელი