გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/1181-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
09 ივლისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე - ნინო შა-----–--ე
წარმომადგენელი - ნათია ჩხ------ი
მოპასუხე - შპს ,,ტრ-------ი“
დირექტორი - გიორგი გი-------ე
წარმომადგენელი - ნინო მე------–---–ი
მოპასუხე - შპს ,,ტრ-------ი“-ს 50% წილის მფლობელი დიმიტრი გენელიძე
მოპასუხე - შპს ,,ტრ-------ი“-ს 50% წილის მფლობელი თამაზი ენდელაძე
მესამე პირი (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით) - თამაზი ენდელაძე
მოპასუხე - მესამე პირის სარჩელში შპს ,,ტრ-------ი“(დირექტორი - გიორგი გი-------ე)
წარმომადგენელი - ნინო მე------–---–ი
მოპასუხე - ნონო შა-----–--ე
წარმომადგენელი - ნათია ჩხ------ი
დავის საგანი - შეთანხმების თანახმად, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა
დავის საგანი -მესამე პირის სარჩელში - ნონო შა-----–--ეს და შპ,,ტრ-------ს“ შორის 2017 წლის 07 თებერვალს დადებული შეთანხმების (ვალის არსებობის აღიარების შესახებ), ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. შპს ,,ტრ-------ი”-ს დირექტორ დიმიტრი გენელიძესთან, 2017 წლის 7 თებერვლის შეთანხმების (ვალის არსებობის აღიარება) საფუძველზე, შპს ,,ტრ-------ი“-ს უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისი ა.წერეთელის N22ბ ს/კ 03.06.25.076. მესაკუთრედ ცნობა.
1.2. მოპასუხეებზე მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადასახდელად დაკისრება.
მოსარჩელე ნონო შა-----–--ის განმარტებით, 2017 წლის 07 თებერვალს, შპს ,,ტრ-------ი”-ს იმდროინდელ დირექტორ დიმიტრი გენელიძესთან, რომელიც წარმოადგენდა საწარმოს ერთპიროვნულ ხელმძღვანელ პირს, გააფორმა შეთანხმება ვალის არსებობის აღიარების შესახებ, რადგან შპს ,,ტრ-------თან“ ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა და გადაწყვიტა ორგანიზაციას დახმარებოდა ფინანსური სიძნელეების დაძლევაში.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ორგანიზაციამ, მის მიერ გადაცემული 70.000 (სამოცდაათი ათასი) ლარით გადაიხადა ვალები და თავი დააღწია გაკოტრებას. მოპასუხე შპს ,,ტრ-------ს“ ვალი უნდა დაებრუნებინა 2017 წლის 10 აპრილამდე, ვალის დადგენილ ვადაში დაუბრუნებლობისას, შეთანხმების საფუძველზე, შპს ,,ტრ-------ი“-ს სახელზე რიცხული უძრავი ქონება მდებარე ქ. ქუთაისი ა.წერეთელის N22ბ ს/კ 03.06.25.076. გახდებოდა მისი (კრედიტორის) საკუთრება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მის მიერ შპს ,,ტრ-------ი“-ს მიმართ თანხის მოთხოვნის შემდეგ, ორგანიზაციის პარტნიორებს შორის დაიწყო დავა ქონებაზე, შეიცვალა შპს დირექტორი, რაც უქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ პარტნიორები ურთიერთშეთანხმებით მოქმედებენ მის წინააღმდეგ, რაც ითვალისწინებს მის მიერ შპს ,,ტრ-------ი“-ს მაშინდელი დირექტორის მიმართ გადაცემული, მისი საკუთარი 70.000 (სამოცდაათი ათასი) ლარის მითვისებას.
2. მოპასუხეთა პოზიცია:
2.1.1. მოპასუხე შპს ,,ტრ-------ი“-ს ყოფილმა დირექტორმა დიმიტრი გენელიძემ სარჩელი ცნო სრულად და განმარტა, შპს ,,ტრ-------ს“ ნამდვილად ჰქონდა ფინანსური სიძნელეები, რის გამოც, მან როგორც შპს ,,ტრ-------ი“-ს დირექტორმა, ნონო შა-----–--ისგან სესხად აიღო 70.000 (სამოცდაათი ათასი) ლარი, რომლითაც გადახდილი იქნა შპს ტრ-------ი“-ს ვალები.
2.1.2.მოპასუხე შპს ,,ტრ-------ი“-ს ამჟამინდელმა დირექტორმა გ. გი-------ემ (წარმომადგენელი ნინო მე------–---–ი) შესაგებელით სარჩელი არ ცნო. სასამართლო სხდომაზე შპს ,,ტრ-------ი“-ს წარმომადგენელმა ნინო მე------–---–მა წარმოდგენილ შესაგებელს მხარი დაუჭირა და განმარტა, რომ 2017 წლის 07 თებერვალს, შპს ,,ტრ-------ი”-ს იმდროინდელ დირექტორ დიმიტრი გენელიძესთან და ნინო შა-----–--ესთან დადებული შეთანხმება სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე ბათილი გარიგებაა, რადგან დადებულია შპს ,,ტრ-------ი“-ს 50% წილის მფლობელი პარტნიორის, თამაზ ენდელაძის თანხმობის გარეშე.
მისივე განმარტებით, თანხის გადაცემა არ არის განხორციელებული ბანკის მეშვეობით, რითაც დარღვეულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ 2007 წლის 26 ივნისს N116 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების“ მოთხოვნები, რომლის თანახმად, დაუშვებელია ნარდი ფულის მოძრაობა ბანკის გვერდის ავლით.
2.1.3. მოპასუხე თამაზი ენდელაძემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული საფუძველი მოგონილია შპს ,,ტრ-------ი“-ს უძრავი ქონების ხელში ჩაგდების მიზნით. მოსარჩელე ვერ ადასტურებს შპს ტრ-------ისათვის არათუ თანხის გადაცემას, არამედ აღნიშნული თანხის მის საკუთრებაში არსებობის ფაქტს. მოსარჩელე და მოპასუხე, შპს ,,ტრ-------ი“-ს ყოფილი დირექტორი დიმიტრი გენელიძე, მოქმედებენ ურთიერთშეთანხმებით და ცდილობენ შპს ,,ტრ-------ი“-ს 50% წლის მფლობელი პირი დატოვონ შესაბამისი წილის გარეშე.
2.2. მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა:
-ნონო შა-----–--ეს და შპს ,,ტრ-------ს“ შორის 2017 წლის 07 თებერვალს დადებული შეთანხმების (ვალის არსებობის აღიარების შესახებ), ბათილად ცნობა.
2.2.1. შპს ,,ტრ-------ი“-ს 50% წილის მფლობელმა თამაზი ენდელაძემ (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით) სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე - შპს ,,ტრ-------ი“-ს (დირექტორი - გიორგი გი-------ე) და ნონო შა-----–--ის მიმართ და შპს ,,ტრ-------ს“ და ნინო შა-----–--ეს შორის 2017 წლის 07 თებერვალს დადებული შეთანხმების (ვალის არსებობის აღიარების შესახებ), ბათილად ცნობა მოითხოვა.
-მოსარჩელე თამაზი ენდელაძის განმარტებით, 1998 წლის 06.06 დაფუძნდა შპს ,,ტრ-------ი“, რომლის 50% წილის მფლობელია თვითონ, ხოლო 50% წილს ფლობს დიმიტრი გენელიძე.
მისივე განმარტებით, მოპასუხე დიმიტრი გენელიძესთან აქვს დაძაბული პიროვნული ურთიერთობა, რაც უარყოფითად აისახება საწარმოს საქმინობაზე.
მესამე პირის სარჩელში აღნიშნულია, რომ ნინო შა-----–--ის მიერ სარჩელში მითითებული საფუძველი მოგონილია შპს ,,ტრ-------ი“-ს უძრავი ქონების ხელში ჩაგდების მიზნით. მოსარჩელე ვერ ადასტურებს შპს ტრ-------ისათვის არათუ თანხის გადაცემას, არამედ აღნიშნული თანხის მის საკუთრებაში არსებობის ფაქტს.
მოსარჩელე და მოპასუხე, შპს ,,ტრ-------ი“-ს ყოფილი დირექტორი დიმიტრი გენელიძე, მოქმედებენ ურთიერთშეთანხმებით და ცდილობენ შპს ,,ტრ-------ი“-ს 50% წლის მფლობელი პირი დატოვონ შესაბამისი ქონების გარეშე.
მისივე განმარტებით, შპს,,ტრ-------ი“-ს წესდების თანახმად, დიმიტრი გენელიძეს უფლება არ ჰქონდა მისი თანხმობის გარეშე ხელი მოეწერა 2017 წლის 07 თებერვლის შეთანხმებაზე, რადგან საწარმოს ქონება გადადის სხვა პირის ხელში, რის გამოც, ნონო შა-----–--ეს და შპს ,,ტრ-------ის“ ყოფილ დირექტორს, დიმიტრი გენელიძეს შორის, 2017 წლის 07 თებერვალს დადებული შეთანხმება (ვალის არსებობის აღიარების შესახებ), სსს კოდექსის 54-ე მუხლის, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის და შპს,,ტრ-------ი“-ს წესდების საფუძველზე, ბათილი გარიგებაა.
2.2.2. მოპასუხე შპს ,,ტრ-------ი“-ს დირექტორმა გ. გი-------ემ (წარმომადგენელი ნინო მე------–---–ი) შესაგებელით მესამე პირის სარჩელი ცნო სრულად. სასამართლო სხდომაზე შპს ,,ტრ-------ი“-ს წარმომადგენელმა ნინო მე------–---–მა წარმოდგენილ შესაგებელს მხარი დაუჭირა და განმარტა, რომ 2017 წლის 07 თებერვალს, შპს ,,ტრ-------ი”-ს იმდროინდელ დირექტორ დიმიტრი გენელიძესთან და ნინო შა-----–--ესთან დადებული შეთანხმება სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე ბათილი გარიგებაა, რადგან დადებულია შპს ,,ტრ-------ი“-ს 50% წილის მფლობელი პარტნიორის, თამაზ ენდელაძის თანხმობის გარეშე.
მისივე განმარტებით, თანხის გადაცემა არ არის განხორციელებული ბანკის მეშვეობით, რითაც დარღვეულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ 2007 წლის 26 ივნისს N116 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების“ მოთხოვნები, რომლის თანახმად, დაუშვებელია ნარდი ფულის მოძრაობა ბანკის გვერდის ავლით, რის გამოც, ნონო შა-----–--ეს და შპს ,,ტრ-------ის“ ყოფილ დირექტორს, დიმიტრი გენელიძეს შორის, 2017 წლის 07 თებერვალს დადებული შეთანხმება (ვალის არსებობის აღიარების შესახებ), სსს კოდექსის 54-ე მუხლის, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის და შპს,,ტრ-------ი“-ს წესდების საფუძველზე, ბათილი გარიგებაა.
2.2.3. მოპასუხე შპს ,,ტრ-------ი“-ს ყოფილმა დირექტორმა დიმიტრი გენელიძემ მესამე პირის სარჩელი არ ცნო და განმარტა, შპს ,,ტრ-------ს“ ნამდვილად ჰქონდა ფინანსური სიძნელეები, რის გამოც, მან როგორც შპს ,,ტრ-------ი“-ს დირექტორმა, ნონო შა-----–--ისგან სესხად აიღო 70.000 (სამოცდაათი ათასი) ლარი, რომლითაც გადახდილი იქნა შპს ტრ-------ი“-ს ვალები. თამაზ ენდელაძე მონაწილეობას არ იღებდა შპს ტრ-------ი“-ს ვალების გადახდაში და თვითონ, როგორც საწარმოს ერთპიროვნულად მართვაზე უფლებამოსილი პირი, მოქმედებდა საწარმოს ინტერესებში. მის მიერ, შპს ,,ტრ-------ი“-ს ვალდებულებისათვის ნინო შა-----–--ისგან სესხის სახით აღებული 70.000 (სამოცდაათი ათასი) ლარით, გადახდილი იქნა შპს ტრ-------ი“-ს ვალები.
2.2.4. მოსარჩელე ნონო შა-----–--ემ თამაზ ენდელაძის სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2017 წლის 07 თებერვალს, შპს ,,ტრ-------ი”-ს იმდროინდელ დირექტორ დიმიტრი გენელიძესთან, რომელიც წარმოადგენდა საწარმოს ერთპიროვნულ ხელმძღვანელ პირს, გააფორმა შეთანხმება ვალის არსებობის აღიარების შესახებ, რადგან შპს ,,ტრ-------თან“ ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა და გადაწყვიტა ორგანიზაციას დახმარებოდა ფინანსური სიძნელეების დაძლევაში.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ორგანიზაციამ, მის მიერ გადაცემული 70.000 (სამოცდაათი ათასი) ლარით გადაიხადა შპს ,,ინვესტიცია 2016“-ის ვალი.
მისივე განმარტებით, შპს ,,ტრ-------ი“-ს ბალანსზე არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი ა.წერეთელის N22ბ ს/კ 03.06.25.076 - შპს ,,ტრ-------ი”-ს საწესდებო კაპიტალში შეიტანა დიმიტრი გენელიძემ, რაც დასტურდება მიწის მართვის სამმართველოს 1998 წლის 10 ივნისის აუქციონის N2 ოქმით; ქუთაისის მერიის 1998 წლის 7 ივლისის N338 ბრძანებით; ქუთაისის მერის 1998 წლის 10 აგვისტოს N455 ბრძანებით; ქუთაისის კერძო არბიტრაჟის 28.09. 2006 წლის N10346 გადაწყვეტილებით და სააღსრულებო ფურცლით.
შპს ,,ტრ-------ს“ ვალი უნდა დაებრუნებინა 2017 წლის 10 აპრილამდე, ხოლო შეთანხმების საფუძველზე, შპს ,,ტრ-------ი“-ს სახელზე რიცხული უძრავი ქონება მდებარე ქ. ქუთაისი ა.წერეთელის N22ბ ს/კ 03.06.25.076. გახდებოდა მისი (კრედიტორის) საკუთრება.
მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ მის მიერ შპს ,,ტრ-------ი“-ს მიმართ თანხის მოთხოვნის შემდეგ, ორგანიზაციის პარტნიორებს შორის დაიწყო დავა ქონებაზე, შეიცვალა შპს დირექტორი, რაც უქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ პარტნიორები ურთიერთშეთანხმებით მოქმედებენ მის წინააღმდეგ, რაც ითვალისწინებს მის მიერ შპს ,,ტრ-------ი“-ს მაშინდელი დირექტორის მიმართ გადაცემული, მისი საკუთარი 70.000 (სამოცდაათი ათასი) ლარის მითვისებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 13 ივლისის მდგომარეობით, შპს ,,ტრ-------ი“-ს მესაკუთრე და 50 % წილის მფლობელია დიმიტრი გენელიძე და მესაკუთრე და 50 % წილის მფლობელია თამაზი ენდელაძე.
შპს ,,ტრ-------ი“-ს დირექტორია დიმიტრი გენელიძე.
მტკიცებულება: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. (ტ.1.იხ.ს.ფ.174-175).
3.1.2.დადგენილია, რომ 2017 წლის 03 ივლისის მდგომარეობით შპს ,,ტრ-------ი“ საკუთრების უფლებით ფლობს უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ქუთაისი ა.წერეთელის N22ბ ს/კ 03.06.25.076. ქონება დატვირთულია იპოთეკით. იპოთეკარი სს ,,საქართველოს ბანკი“.
მტკიცებულება:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1.იხ.ს.ფ.176-177).
3.1.3. დადგენილია, რომ 2017 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით, შპს ,,ტრ-------ი“-ს მესაკუთრე, ასევე 50 % წილის მფლობელია დიმიტრი გენელიძე და მესაკუთრე და 50 % წილის მფლობელია თამაზი ენდელაძე.
შპს ,,ტრ-------ი“-ს დირექტორია - გიორგი გი-------ე.
მტკიცებულება: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. (ტ.2.იხ.ს.ფ.117-118).
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 07 თებერვალს, ერთი მხრივ ფიზიკურ პირს ,,მევალე“ და მეორე მხრივ შპს ,,ტრ-------ი“ ,,მოვალე“, წარმოდგენილი დირექტორის დიმიტრი გენელიძის სახით, გაფორმდა შეთანხმება (ვალის არსებობის აღირების შესახებ), რომლის თანახმად: ,,მოვალეს“ ,,მევალის“ მიმართ 2017 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით გააჩნია დავალიანება (ვალი) 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, რომელიც ,,მოვალის“ მხრიდან სრულად იქნება დაფარული 2017 წლის 10 აპრილამდე. აღნისნული ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მევალე ანუ ნინო შა-----–--ე იტოვებს ვალდებულებას ,,მოვალეს“ ანუ შპს ,,ტრ-------ი“ (ს/ნ 212701361), ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება მდებარე ქუთაისი ქუჩა ა. წერეთელი N22ბ, მიწის საკადასტრო კოდი 03.06.25.076. გადაიფორმოს მის სახელზე ანუ უძრავი ქონების მესაკუთრედ განისაზღვროს ნინო შავგულიზე პ/ნ 53001049092. მიწა დატვირთულია იპოთეკით - 882015317345. ანუ ვალის სანაცვლოდ მოვალისაგან ვალდებულება თანხის სანაცვლოდ შესრულდეს უძრავი ქონებით.
მტკიცებულება:
- შეთანხმება (ვალის არსებობის აღირების შესახებ) (ტ.1.იხ. ს.ფ.14).
3.2.2.დადგენილია, რომ 2017 წლის 07 თებერვალს, შეთანხმების დადებისას შპს ,,ტრ-------ი“-ს იმჟამინდელ დირექტორი დიმიტრი გენელიძე წარმოადგენდა შპს ,,ტრ-------ი“-ს ერთპიროვნულ მმართველს.
მტკიცებულება:
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. სასამართლოს გადაწყვეტილება.
- (ტ.2.იხ. ს.ფ.194-195);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.3.დადგენილია, რომ შპს ,,ტრ-------ი“-ს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება აუქციონზე შეიძინა დიმიტრი გენელიძემ.
მტკიცებულება:
-აუქციონის ოქმი; ქუთაისის მერის ბრძანება; კერძო არბიტრაჟის გადაწყვეტილება. (ტ.2. იხ. ს.ფ. 12-23);
3.2.4.მოსარჩელე ნინო შა-----–--ის განმარტებით, შპს,,ტრ-------ი“-ს დირექტორს დიმიტრი გელენიძეს სესხის სახით გადასცა 70.000 (სამოცდაათი ათასი) ლარი.
მტკიცებულება: 2017 წლის 07 თებერვლის შეთანხმება. (ტ.1.იხ.ს.ფ.14);
მოსარჩელის ახსნა-განმარტება. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.5.2017 წლის 7 თებერვლის სესხის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ შპს ,,ტრ-------ი“-ს დირექტორმა დიმიტრი გენელიძემ 2017 წლის 7 თებერვალს შპს ,,ინვესტიცია-2016“ ვალის გასტუმრების მიზნით გადასცა 70.000 (სამოცდაათი ათასი) ლარი.
მტკიცებულება: სესხის ხელშეკრულება. სალაროს გასავლის ორდერი.
(ტ.2.იხ.ს.ფ.48-51);
მოწმის ახსნა-განმარტება. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.6.მოწმედ დაკითხულმა დარეჯან ხვადაგიანმა განმარტა, რომ მუშაობდა შპს ,,ტრ-------ი“-ს ბუღალტრად. მის ფუნქციური დანიშნულება იყო დეკლარაციების შევსება, შემოსავალ-გასავლის ორდერების გამოწერა.
მოწმის განმარტებით, სპს ,,ტრ-------ს“ ჰქონდა ფინანსური პრობლემები, ვერ იხდიდა იჯარის თანხას. შპს ,,ინვესტიცია 2016“ სესხს და ამ მიზნით დიმიტრი გენელიძემ თანხა - 70.000 ლარი ისესხა ნონო შა-----–--ისგან. მოწმის განმარტებით, სეხის აღების შესახებ თამაზი ენდელაძემ იცოდა.
მისივე განმარტებით, თანხა მიუტანა დავით ქავთარაძემ და დიმიტრი გენელიძემ, მან დაითვალა და აიღო საწარმოს შემოსავალში.
მტკიცებულება:მოწმის ახსნა-განმარტება. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.7. მოპასუხე (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით) თამაზი ენდელაძის განმარტებით, შპს,,ტრ-------ი“-ს წესდების თანახმად, დიმიტრი გენელიძეს უფლება არ ჰქონდა მისი თანხმობის გარეშე, ხელი მოეწერა 2017 წლის 07 თებერვლის შეთანხმებაზე, რადგან საწარმოს ქონება გადადის სხვა პირის ხელში, რის გამოც, ნონო შა-----–--ეს და შპს ,,ტრ-------ის“ ყოფილ დირექტორს, დიმიტრი გენელიძეს შორის, 2017 წლის 07 თებერვალს დადებული შეთანხმება (ვალის არსებობის აღიარების შესახებ), სსს კოდექსის 54-ე მუხლის, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის და შპს,,ტრ-------ი“-ს წესდების საფუძველზე, ბათილი გარიგებაა.
მტკიცებულება: მესამე პირის სარჩელი. (ტ.1.იხ.ს.ფ.119-136);
3.2.8. სასამართლო სხდომაზე შპს ,,ტრ-------ი“-ს წარმომადგენელის ნინო მე------–---–მა სადავო გახადა თანხის შპს ,,ტრ-------ის“-ათვის გადაცემა და განმარტა, რომ თანხა არ ასახულა შპს ,,ტრ-------ი“-ს ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში.
მისივე განმარტებით, თანხის გადაცემა არ არის განხორციელებული ბანკის მეშვეობით, რითაც დარღვეულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ 2007 წლის 26 ივნისს N116 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების“ მოთხოვნები, რომლის თანახმად, დაუშვებელია ნარდი ფულის მოძრაობა ბანკის გვერდის ავლით, რის გამოც, ნონო შა-----–--ეს და შპს ,,ტრ-------ის“ ყოფილ დირექტორს, დიმიტრი გენელიძეს შორის, 2017 წლის 07 თებერვალს დადებული შეთანხმება (ვალის არსებობის აღიარების შესახებ), სსს კოდექსის 54-ე მუხლის, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის და შპს,,ტრ-------ი“-ს წესდების საფუძველზე, ბათილი გარიგებაა.
მტკიცებულება: შპს ,,ტრ-------ი“-ს შესაგებელი (ტ.1.იხ.ს.ფ.124-132; 136-150);
3.2.9. ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით, მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249.4 მუხლის თანახმად, ,,გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება“.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ამიტომ მათ მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება, არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე ან მოპასუხე უტყუარად დაადასტურებს თავის არგუმენტებს.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
მოსარჩელე აცხადებს, რომ მოპასუხე ორგანიზაციას სესხის სახით გადასცა 70.000 ლარი. მესამე პირის განმარტებით, თვალთმაქცური გარიგების დადებით შეილახა მოსარჩელის კონსტიტუციური უფლება, რადგან მისი, როგორც საწარმოს 50% წილის მფლობელი პარტნიორის თანხმობის გარეშე დადებულია გარიგება, რაც საწარმოს წესდების თანახმად, ბათილი გარიგებაა.
ამდენად, სასამართლოს კვლევის საგანია, შპს ,,ტრ-------ი“-ს დირექტორი დიმიტრი გენელიძე იყო თუ არა უფლებამოსილი საწარმოს სახელით, 50% წილის მფლობელი პარტნიორის თანხმობის გარეშე დაედო 2017 წლის 07 თებერვლის შეთანხმება, 70.000 ლარის სეხის აღების თაობაზე.
სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა.
,,მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.“ იხ. სუსგ ას-233-221-17.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით - სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შპს ,,ტრ-------ი“-ს 50% წილის მფლობელი დიმიტრი გენელიძე არ იყო უფლებამოსილი, შპს ,,ტრ-------ი“-ს 50% წილის მფლობელი თამაზი ენდელაძის თანხმობის გარეშე დაედო შეთანხმება, შპს ,,ტრ-------ი“-ს სახელით 70.000 ლარის მიღების სანაცვლოდ, შპს ,,ტრ-------ი“-ს სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისი ა.წერეთელის N22ბ ს/კ 03.06.25.076, მესამე პირის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, არსებობს მესამე პირის სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს დასკვნა ნინო შა-----–--ის სარჩელთან დაკავშირებით.
6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, სამართალურთიერთობის სუბიექტები თავისუფალნი არიან ხელშეკრულების დადებისას, ისინი ირჩევენ კონტრაჰენტს, ხელშეკრულების შინაარსს და განსაზღვრავენ შედეგს, რომლის მიღებაც მათ სურთ. ეს ნიშნავს, რომ ხელშეკრულების მხარეები გარიგების დადებისას თავისუფალნი არიან, თუმცა თავისუფლება არ ნიშნავს შეუზღუდავ უფლებას. კერძოდ, ხელშეკრულების მონაწილე მხარეებმა უფლება-მოვალეობების განხორციელებისას არ უნდა დაარღვიონ მესამე პირის უფლებები.
6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს როგორც კანონი, ასევე მორალური ქცევის სტანდარტი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ბათილად ითვლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიზანია თავიდან იქნეს აცილებული ისეთი გარიგებები, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. აღნიშნული ნორმა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის არ არის და ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპის დამრღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნის დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მისი დარღვევა უმეტეს შემთხვევაში, დადებულ გარიგებას მართლსაწინააღმდეგოდ აქცევს. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ გარიგების მართლსაწინააღმდეგოობის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა მხარეთა ნებას ენიჭება, თუმცა, აუცილებელი არ არის მხარეთა ნება თანხვედრი იყოს, ანუ გარიგების დადების მართლსაწინააღმდეგო მოტივი და მიზანი ორივე მხარეს ამოძრავებდეს. გარიგების ამორალურად და მართლსაწინააღმდეგოდ მიჩნევის მიზნებისათვის საკმარისია გარიგების ერთ-ერთი მხარის არამართლზომიერი, ამორალური განზრახვა. გარიგების მართლსაწინააღმდეგოდ კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია გარიგების ნეგატიური, კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა.
სამართალურთიერთობის საფუძველი მორალურად ყოველთვის გამართლებული უნდა იყოს. აღნიშნული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სამართალურთიერთობის არსებობისას, როდესაც ამავე ურთიერთობის მხარეებს შორის ნდობისა და კეთილსინდისიერების სტანდარტი მაღალია.
6.3. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 13 ივლისის მდგომარეობით, შპს ,,ტრ-------ი“-ს მესაკუთრე და 50 % წილის მფლობელია დიმიტრი გენელიძე და მესაკუთრე და ასევე 50 % წილის მფლობელია თამაზი ენდელაძე.
შპს ,,ტრ-------ი“-ს დირექტორია დიმიტრი გენელიძე.
დადგენილია, რომ 2017 წლის 07 თებერვალს, ერთი მხრივ ფიზიკურ პირს ,,მევალე“ და მეორე მხრივ შპს ,,ტრ-------ი“ ,,მოვალე“, წარმოდგენილი დირექტორის დიმიტრი გენელიძის სახით, გაფორმდა შეთანხმება (ვალის არსებობის აღირების შესახებ), რომლის თანახმად: ,,მოვალეს“ ,,მევალის“ მიმართ 2017 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით გააჩნია დავალიანება (ვალი) 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, რომელიც ,,მოვალის“ მხრიდან სრულად იქნება დაფარული 2017 წლის 10 აპრილამდე. აღნიშნული ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მევალე ანუ ნინო შა-----–--ე იტოვებს ვალდებულებას ,,მოვალეს“ ანუ შპს ,,ტრ-------ი“ (ს/ნ 212701361), ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება მდებარე ქუთაისი ქუჩა ა. წერეთელი N22ბ, მიწის საკადასტრო კოდი 03.06.25.076. გადაიფორმოს მის სახელზე ანუ უძრავი ქონების მესაკუთრედ განისაზღვროს ნინო შავგულიზე პ/ნ 53001049092. მიწა დატვირთულია იპოთეკით - 882015317345. ანუ ვალის სანაცვლოდ მოვალისაგან ვალდებულება თანხის სანაცვლოდ შესრულდეს უძრავი ქონებით. (ტ.1.იხ. ს.ფ. 14).
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე ნინო შა-----–--ის განმარტებას იმის თაობაზე, რომ შპს ,,ტრ-------ი“-ს იმჟამინდელი დირექტორი დიმიტრი გენელიძე უფლებამოსილი იყო შპს ,,ტრ-------ი“-ს სახელთ დაედო 2017 წლის 07 თებერვლის შეთანხმება, ვინაიდან მინიჭებული ჰქონდა საწარმოს ერთპიროვნულად მართვის უფლება, რადგან საქმეში წარმოდგენილია შპს ,,ტრ-------ი“-ს წესდება რომლის 6.2. მუხლით, საწარმოს მმართველი ორგანოა მეწარმეთა კრება, რომელშიც შედის ყველა პარტნიორი. იმავე წესდების 6.7.მუხლის ,,მ“ პუნქტით - პარტნიორთა კრების განსაკუთრებული კომპეტენციაა - ხელშეკრულებათა დამტკიცება ინვესტიციებზე, რომელთა ჯამური ღირებულება ერთ სამეურნეო წელიწადში აღემატება წინა წლის საბალანსო თანხის მეათედს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წესდების აღნიშნული ჩანაწერი (წესდების 6.7.მუხლის ,,მ“ პუნქტი) იმპერატიულად ადგენს პარტნიორთა კრების განსაკუთრებულ კომპეტენციას და ამ მუხლით გათვალისწინებული გარიგების პარტნიორის თანხმობის გარეშე დადება, გარიგების ბათილობის საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,ტრ-------ი“-ს იმჟამინდელი დირექტორის დიმიტრი გენელიძის მიერ ნინო შა-----–--ისაგან მიღებული 70,000 (სამოცდაათი ათასი) ლარი აღემტება შპს ,,ტრ-------ი“-ს წინა წლის საბალანსო თანხის მეათედს.
6.4. გარდა ამისა, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილით, ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში – ყველა პარტნიორს, კომანდიტურ საზოგადოებაში – სრულ პარტნიორებს (კომპლემენტარებს), კომპლემენტარი იურიდიული პირის შემთხვევაში – მის მიერ დანიშნულ ფიზიკურ პირს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში – დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ხოლო მე-3 ნაწილით განსაზღვრულია, რომ ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
როგორც აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია შპს ,,ტრ-------ი“-ს წესდება რომლის 6.2. მუხლით, საწარმოს მმართველი ორგანოა მეწარმეთა კრება, რომელშიც შედის ყველა პარტნიორი. იმავე წესდების 6.7.მუხლის ,,მ“ პუნქტით - პარტნიორთა კრების განსაკუთრებული კომპეტენციაა - ხელშეკრულებათა დამტკიცება ინვესტიციებზე, რომელთა ჯამური ღირებულება ერთ სამეურნეო წელიწადში აღემატება წინა წლის საბალანსო თანხის მეათედს.
ამდენად, მოსარჩელე ნინო შა-----–--ის და შპს ,,ტრ-------ი“-ს იმჟამინდელი დირექტორის დიმიტრი გენელიძის მიერ დადებული 2017 წლის 07 თებერვლის შეთანხმება (რომლის საფუძველზე, ერთი მხრივ ფიზიკურ პირს ,,მევალე“ და მეორე მხრივ შპს ,,ტრ-------ი“ ,,მოვალე“, წარმოდგენილი დირექტორის დიმიტრი გენელიძის სახით - ,,მოვალეს“ ,,მევალის“ მიმართ 2017 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით გააჩნია დავალიანება (ვალი) 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, რომელიც ,,მოვალის“ მხრიდან სრულად იქნება დაფარული 2017 წლის 10 აპრილამდე. აღნიშნული ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მევალე ანუ ნინო შა-----–--ე იტოვებს ვალდებულებას ,,მოვალეს“ ანუ შპს ,,ტრ-------ი“ (ს/ნ 212701361), ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება მდებარე ქუთაისი ქუჩა ა. წერეთელი N22ბ, მიწის საკადასტრო კოდი 03.06.25.076. გადაიფორმოს მის სახელზე ანუ უძრავი ქონების მესაკუთრედ განისაზღვროს ნინო შავგულიზე პ/ნ 53001049092. მიწა დატვირთულია იპოთეკით - 882015317345. ანუ ვალის სანაცვლოდ მოვალისაგან ვალდებულება თანხის სანაცვლოდ შესრულდეს უძრავი ქონებით), არღვევს კანონით დადგენილ წესს და აკრძალვებს (დადებულია 50% წილის მფლობელი პარტნიორის თანხმობის გარეშე, საწარმოს უძრავი ქონების განკარგვის პირობით) ბათილი გარიგებაა და არ წარმოშობს იურიდიულ შედეგს.
6.5.სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ამ ნაწილში მოსარჩელის ინიციატივით დაკითხული მოწმის ჩვენებას, რადგან სსს კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით - საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადასტურებულადაც რომ მიიჩნიოს ნინო შა-----–--ის მიერ შპს ,,ტრ-------ისათვის" 70.000 (სამოცდაათი ათასი) ლარის გადაცემა, 2017 წლის 7 თებერვლის სადავო შეთანხმება მაინც ბათილი გარიგებაა, რადგან იგი დადებულია შპს ,,ტრ-------ის" წედებით გათვალისწინებული იმპერატიული მოთხოვნების დარღვევით. (წესდების 6.7.მუხლის ,,მ“ პუნქტით - პარტნიორთა კრების განსაკუთრებული კომპეტენციაა - ხელშეკრულებათა დამტკიცება ინვესტიციებზე, რომელთა ჯამური ღირებულება ერთ სამეურნეო წელიწადში აღემატება წინა წლის საბალანსო თანხის მეათედს).
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან 2017 წლის 7 თებერვლის სადავო შეთანხმების შესახებ არ იყო ინფორმირებული შპს ,,ტრ-------ი“-ს 50% წილის მფლობელი თამაზი ენდელაძე, სასამართლოს მიჩნია,რომ არ არსებობს ნინო შა-----–--ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
6...სასამართლოს დასკვნები მესამე პირის, თამაზი ენდელაძის სარჩელთან დაკავშირებით.
6.7.საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის, მე-4 მუხლის, სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში დარღვეულია საქართველოს კონსტიტუცით დაცული საკუთრების უფლება. კერძოდ- საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
ამ მხრივ საყურადღებოა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადამიანის (მოქალაქის) ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტურ უფლებად მიიჩნევს საკუთრების უფლებას. (პირველი დამატებითი ოქმის 1 მუხლი). ამასთან, სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ საკუთრება მოიცავს როგორც მოძრავ, ისე უძრავ ქონებას, ასევე აქციებსა და პატენტებს, სახელშეკრულებო უფლებებსა და სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებულ ვალებს. ,,სარკსის“ საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ 1 ოქმის 1 მუხლი იცავს ამა თუ იმ პირის არსებულ ქონებას და არა ქონების შეძენის უფლებას. მემკვიდრეობის მიღების უფლება არ ითვლება საკუთრების უფლებად, ვიდრე ის სადავო არ გახდება. სასამართლო საკუთრებად მიიჩნევს ასევე ხელშეკრულებიდან თუ დელიქტიდან გამომდინარე სხვა სახის ფულად მოთხოვნებს.
პირველი დამატებითი ოქმის 1 მუხლის თანახმად, 1. ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით.
აღნიშნული მუხლის პირველი წინადადებიდან ჩანს, რომ საკუთრების უფლება დაცულია როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირებისათვის.
საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ აღნიშნული მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში ,,სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია: ,,მეორე და მესამე ნორმა, რომლებიც ითვალისწინებენ საკუთრებით სარგებლობაში ჩარევის უფლებას, ყოველთვის განხილული უნდა იქნეს პირველ ნორმასთან ერთად“.
პირველი ოქმის 1 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, ხელი შეუშალოს საკუთრების უფლების დარღვევას.
ამდენად, როგორც ეროვნული კანონმდებლობა, ასევე ევროპის სასამართლო, საკუთრებასთან დაკავშირებულ დავაში უმნიშვნელოვანეს როლს სწორედ სასამართლოს აკისრებს. სწორედ სასამართლოა მხოლოდ სახელმწიფოს სახელით მიიღოს გადაწყვეტილება და არ დაუშვას საკუთრებით სარგებლობის უსაფუძვლოდ შეზღუდვა.
6.8. წინამდებარე შემთხვევში, სასამართლოს მიაჩნია, რომ დიმიტრი გენელიძემ, 2017 წლის 07 თებერვლის შეთანხმებით გადაამეტა უფლებამოსილების ფარგლებს და დადო ბათილი გარიგება, რადგან, როგორც აღინიშნა, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომპანიის დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები კომპანიის წინაშე, რომლებსაც ეწოდება ფიდუციური მოვალეობები და რომლებიც, სხვასთან ერთად, მოიცავს დირექტორის მოვალოებას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“).
6.9. დადგენილია, რომ 2017 წლის 13 ივლისის მდგომარეობით, შპს ,,ტრ-------ი“-ს მესაკუთრე და 50 % წილის მფლობელია დიმიტრი გენელიძე და მესაკუთრე და ასევე 50 % წილის მფლობელია თამაზი ენდელაძე.
შპს ,,ტრ-------ი“-ს დირექტორია დიმიტრი გენელიძე.
დადგენილია, რომ 2017 წლის 07 თებერვალს, ერთი მხრივ ფიზიკურ პირს ,,მევალე“ და მეორე მხრივ შპს ,,ტრ-------ი“ ,,მოვალე“, წარმოდგენილი დირექტორის დიმიტრი გენელიძის სახით, გაფორმდა შეთანხმება (ვალის არსებობის აღირების შესახებ), რომლის თანახმად: ,,მოვალეს“ ,,მევალის“ მიმართ 2017 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით გააჩნია დავალიანება (ვალი) 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, რომელიც ,,მოვალის“ მხრიდან სრულად იქნება დაფარული 2017 წლის 10 აპრილამდე. აღნისნული ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მევალე ანუ ნინო შა-----–--ე იტოვებს ვალდებულებას ,,მოვალეს“ ანუ შპს ,,ტრ-------ი“ (ს/ნ 212701361), ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება მდებარე ქუთაისი ქუჩა ა. წერეთელი N22ბ, მიწის საკადასტრო კოდი 03.06.25.076. გადაიფორმოს მის სახელზე ანუ უძრავი ქონების მესაკუთრედ განისაზღვროს ნინო შავგულიზე პ/ნ 53001049092. მიწა დატვირთულია იპოთეკით - 882015317345. ანუ ვალის სანაცვლოდ მოვალისაგან ვალდებულება თანხის სანაცვლოდ შესრულდეს უძრავი ქონებით. (ტ.1.იხ. ს.ფ. 14).
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე ნინო შა-----–--ის განმარტებას იმის თაობაზე, რომ შპს ,,ტრ-------ი“-ს იმჟამინდელი დირექტორი დიმიტრი გენელიძე უფლებამოსილი იყო შპს ,,ტრ-------ი“-ს სახელთ დაედო 2017 წლის 07 თებერვლის შეთანხმება, რადგან საქმეში წარმოდგენილია შპს ,,ტრ-------ი“-ს წესდება რომლის 6.2. მუხლით, საწარმოს მმართველი ორგანოა მეწარმეთა კრება, რომელშიც შედის ყველა პარტნიორი. იმავე წესდების 6.7.მუხლის ,,მ“ პუნქტით - პარტნიორთა კრების განსაკუთრებული კომპეტენციაა - ხელშეკრულებათა დამტკიცება ინვესტიციებზე, რომელთა ჯამური ღირებულება ერთ სამეურნეო წელიწადში აღემატება წინა წლის საბალანსო თანხის მეათედს.
როგორც აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,ტრ-------ი“-ს იმჟამინდელი დირექტორის დიმიტრი გენელიძის მიერ ნინო შა-----–--ისაგან მიღებული 70,000 (სამოცდაათი ათასი) ლარი აღემტება შპს ,,ტრ-------ი“-ს წინა წლის საბალანსო თანხის მეათედს.
გარდა ამისა, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილით, ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში – ყველა პარტნიორს, კომანდიტურ საზოგადოებაში – სრულ პარტნიორებს (კომპლემენტარებს), კომპლემენტარი იურიდიული პირის შემთხვევაში – მის მიერ დანიშნულ ფიზიკურ პირს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში – დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ხოლო მე-3 ნაწილით განსაზღვრულია, რომ ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია შპს ,,ტრ-------ი“-ს წესდება რომლის 6.2. მუხლით, საწარმოს მმართველი ორგანოა მეწარმეთა კრება, რომელშიც შედის ყველა პარტნიორი. იმავე წესდების 6.7.მუხლის ,,მ“ პუნქტით - პარტნიორთა კრების განსაკუთრებული კომპეტენციაა - ხელშეკრულებათა დამტკიცება ინვესტიციებზე, რომელთა ჯამური ღირებულება ერთ სამეურნეო წელიწადში აღემატება წინა წლის საბალანსო თანხის მეათედს.
ამდენად, მოსარჩელე ნინო შა-----–--ის და შპს ,,ტრ-------ი“-ს იმჟამინდელი დირექტორის დიმიტრი გენელიძის მიერ დადებული 2017 წლის 07 თებერვლის შეთანხმება (რომლის საფუძველზე, ერთი მხრივ ფიზიკურ პირს ,,მევალე“ და მეორე მხრივ შპს ,,ტრ-------ი“ ,,მოვალე“, წარმოდგენილი დირექტორის დიმიტრი გენელიძის სახით - ,,მოვალეს“ ,,მევალის“ მიმართ 2017 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით გააჩნია დავალიანება (ვალი) 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, რომელიც ,,მოვალის“ მხრიდან სრულად იქნება დაფარული 2017 წლის 10 აპრილამდე. აღნიშნული ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მევალე ანუ ნინო შა-----–--ე იტოვებს ვალდებულებას ,,მოვალეს“ ანუ შპს ,,ტრ-------ი“ (ს/ნ 212701361), ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება მდებარე ქუთაისი ქუჩა ა. წერეთელი N22ბ, მიწის საკადასტრო კოდი 03.06.25.076. გადაიფორმოს მის სახელზე ანუ უძრავი ქონების მესაკუთრედ განისაზღვროს ნინო შავგულიზე პ/ნ 53001049092. მიწა დატვირთულია იპოთეკით - 882015317345. ანუ ვალის სანაცვლოდ მოვალისაგან ვალდებულება თანხის სანაცვლოდ შესრულდეს უძრავი ქონებით), არღვევს კანონით დადგენილ წესს და აკრძალვებს (დადებულია 50% წილის მფლობელი პარტნიორის თანხმობის გარეშე, საწარმოს უძრავი ქონების განკარგვის პირობით) ბათილი გარიგებაა და არ წარმოშობს იურიდიულ შედეგს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე არსებობს მესამე პირის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
6.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ მესამე პირის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. სასამართლო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ნინო შა-----–--ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის გადახდილია 2100.00 ლარი, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გადახდილი სახ. ბაჟი უნდა ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
მესამე პირის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, რომელმაც სახ. ბაჟის სახით გადაიხადა 2100.00 ლარი, ვინაიდან მესამე პირის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი, 2100.00 ლარი, მოპასუხე ნინო შა-----–--ეს უნდა გადახდეს თამაზი ენდელაძის სასარგებლოდ.
მესამე პირის სარჩელში მითითებული მოპასუხე შპს ,,ტრ-------ი“ სსს კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სახ. ბაჟის გადახდისაგან, რადგან მან საქმის მომზადების ეტაპზე სარჩელი ცნო.
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლით - სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოხმობილი მუხლის საფუძველზე, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, 2017 წლის 05 მაისის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - უნდა გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას შპს ,,ტარ-------ის“ (ს/ნ 212701361) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ქუთაისი, ა. წერეთელის ქ.N226ბ,ს/კ N03.06.25.076.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს ნინო შა-----–--ის სარჩელი, შპს ,,ტრ-------ი”-ს დირექტორ დიმიტრი გენელიძესთან, 2017 წლის 7 თებერვლის შეთანხმების (ვალის არსებობის აღიარება) საფუძველზე, შპს ,,ტრ-------ი“-ს უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისი ა.წერეთელის N22ბ ს/კ 03.06.25.076. მესაკუთრედ ცნობის შესახებ.
2. დაკმაყოფილდეს მესამე პირის, თამაზი ენდელაძის სარჩელი.
3. ბათილად იქნას ცნობილი ნონო შა-----–--ეს და შპს ,,ტრ-------ს“ შორის 2017 წლის 07 თებერვალს დადებული შეთანხმება.
4. ნინო შა-----–--ის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
5. თამაზი ენდელაძის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 2100.00 ლარი, მოპასუხე ნინო შა-----–--ეს გადახდეს თამაზი ენდელაძის სასარგებლოდ.
6. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.
7. გაუქმდეს 2017 წლის 05 მაისის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნას შპს ,,ტარ-------ის“ (ს/ნ 212701361) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ქუთაისი, ა. წერეთელის ქ.N226ბ,ს/კ N03.06.25.076.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე