განაჩენი

სისხლის სამართლის 13.07.2018
საქმის ნომერი
010100118002473487
დავის ტიპი
187 1
თარიღი
13.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002473487

საქმე N1-483/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11.07.2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - ბუ-–----–---–-----ძე

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: ემ------------------ძე

მამის სახელი: ბი-----

დაბადებული: 1--03.1978 წელი

პირადი ნომერი: 3--------34

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

განათლება: ს-–----–--

ნასამართლობა: მქონე

მისამართი: ოზურგეთის რაიონი სუ-------------------.

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N 075080418002

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 08 აპრილს, დაახლოებით 18:10 საათზე, ქ. ქობულეთში, აბაშიძის ქუჩაზე, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ემ------------------ძე, რომელმაც ავტომანქანაში ჩაჯდომამდე, ფეხის დარტყმით განზრახ დააზიანა საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული, ავტომანქანა „შკოდა ოქტავიას “ სახელმწიფო N DD574-SS რადიატორის მოპირკეთების ბადე, რითაც დაზარალებულს მიაყენა 400 (ოთხასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

სხვისი ნივთის დაზიანება,რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია:

 

2.1 არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება და მოინანია; (იხ ოქმი)

 

2.2 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით №ს/265, 28.04.2018წ დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ავტომანქანის ,,S------------’’ სახ> ND------, დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს 400 (ოთხას) ლარს. (ს.ფ 57-59).

 

2.4 ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით (გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება დანაშაულის შესახებ, დათვალიერების ოქმი, ექსპერტიზის დასკვნა, მოწმეების მა-–--------------------–------------ის ჩვენებები, დაზარალებულის ჩვენება და საქმეში არსებული სხვა ფაქტების და ინფორმაციათა ერთობლიობა) - სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ემ------------------ძემ, ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

3.სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ემ------------------ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ემ------------------ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება;

 

4.2. ემ------------------ძის პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება და მოინანია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

5.2. ემ------------------ძეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით სამი სხვადასხვა ძირითადი სასჯელის გამოყენებაა შესაძლებელი, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯარიმის გამოყენება არის მიზანშეწონილი და გამართლებულია ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და ემ------------------ძის რესოციალიზაციისათვის.

 

ამდენად, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ემ------------------ძეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა.

 

აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 20 აპრილის მომართვით დადგენილია, რომ ემ------------------ძეს, 2017 წლის 07 დეკემბრის ოზურგეთის რაიონული სასამართლოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დღეის მდგომარეობით გადახდილი არ აქვს.

 

სასამართლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ ემ------------------ძე 2017 წლის 07 დეკემბრის ოზურგეთის რაიონული სასამართლოს განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რაც დღეის მდგომარეობით გადახდილი არ აქვს.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები

 

მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს ავტომანქანა ,,S------------’’ სახ. ND------.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად ზ/მითითებული ნივთმტკიცების განკარგვა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ემ------------------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 07 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველო სსკ -ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ბრალდებულ ემ------------------ძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ ემ------------------ძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გიარო გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ავტომანქანის ,,S------------’’ სახ. ND------, რომელიც განთავსებულია საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააღსრულებო ბიუროს და საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე