გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 1102101180023-2105
№ 2/159-2018 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 ივლისი, 2018 წელი ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ელენე ოსაძე
სხდომის მდივანი - ფატმან ჭანტურიძე
მოსარჩელე- სს ,,კ------------ი’’
წარმომადგენელი- ლ------------–--–ი,მოპასუხეები: მ----------------------ე, ლ-----------------ე, ა---------–----------ე, ა-–--------------------–---–-,წარმომადგენელი: კ----–------–--ე,დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხეებს მ----------------------ეს, ლ------------------ეს, ა---------–----------ესა და ა-–--------------------–---–ს სს ,,კ------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დააკისროთ 2016 წლის 17 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან #16322722106ZKU გამომდინარე არსებული დავალიანების 12,639.79 (თორმეტიათას ექვსას ოცდაცხრამეტი ლარი და 79 თეთრი) ლარის გადახდა, საიდანაც 9,391.27 (ცხრაათას სამას ოთხმოცდათერთმეტი ლარი და 27 თეთრი) ლარი არის ძირითადი თანხა; 2,759.86 (ორიათას შვიდას ორმოცდაცხრამეტი ლარი და 86 თეთრი) ლარი არის პროცენტი; 421.68 (ოთხას ოცდაერთი ლარი და 68 თეთრი) ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა; 36.25 (ოცდათექვსმეტი ლარი და 25 თეთრი) ლარი არის 0,27% ჯარიმა ძირზე, 30.74 (ოცდაათი ლარი და 74 თეთრი) ლარი არის 5% ჯარიმა ძირზე;
1.2. მ----------------------ეს სს ,,კ------------ის’’ სასარგებლოდ ინდივიდუალურად დეკისროს 2017 წლის 3- მაისის სესხის ხელშეკრულებიდან N 171511259386HXI და 2016 წლის 3- დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან N 16366858665HIK გამომდინარე არსებული ჯამური ინდივიდუალური დავალიანების 2,973.2 ( ორიათას ცხრაას სამოცდაცამეტი ლარი და ოცი თეთრი ) ლარის გადახდა, საიდანაც: ჯამური ოდენობა ძირი თანხის არის 1,830.34 ლარი; ჯამური ოდენობა პროცენტის არის 1,018.39 ლარი; ჯამური ოდენობა სიცოცხლის დაზღვევისთვის გადასახდელი თანხა არის 73.34 ლარი; ჯამური ოდენობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის 0.27 %-იანი არის 26.13 ლარი; ჯამური ოდენობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა 5 %-იანი არის 25.00 ლარი;
1.3. მოპასუხეებს: მ----------------------ეს, ლ------------------ეს, ა---------–----------ესა და ა-–--------------------–---–ს სს ,,კ------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ.ბაჟის 379.20 ( სამას სამოცდაცხრამეტი ლარი და 20 თეთრი) ლარის გადახდა;
1.4. მოპასუხე მ----------------------ეს სს ,,კ------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი ინდივიდუალური დავალიანებისთვის სახ.ბაჟის 100 ლარის გადახდა.
1.5 მოპასუხეებს: მ----------------------ეს, ლ------------------ეს, ა---------–----------ესა და ა-–--------------------–---–ს სს ,,კ------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების განხილვისათვის გადახდილი სახ ბაჟი 50 ლარის გადახდა;
1.6. მოპასუხეებს: მ----------------------ეს, ლ------------------ეს, ა---------–----------ესა და ა-–--------------------–---–ს სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი 11 ლარის ანაზღაურება საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადებისათვის;
მოსარჩელის პიზიცია:
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა ლ------------–---–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სარჩელს და განმარტა, რომ 2016 წლის 17 ნოემბერს ს.ს "მ--------------სო ორგანიზაცია კ-------"–სა და მოპასუხე მ----------------------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #16322722106ZKU რომლის საფუძველზეც მან ისესხა 12400.00 (თორმეტიათას ოთხასი ლარი ) ლარი 36 თვით, 2.18 % კლებადი თვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ხელშეკრულების მე–6 მუხლის თანახმად, მსესხებელმა უნდა გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა. ხელშეკრულების 3.15–პუნქტის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% არანაკლებ 5 ლარისა, შემდეგ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა 0.27%-ის ოდენობით 275 დღის განმავლობაში.
მსესხებელს მ----------------------ეს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება სრულად უნდა დაეფარა 2019 წლის 12 თებერვლის ჩათვლით, თუმცა მას გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდა არ განუხორციელებია 2017 წლის 3- დეკემბრის შემდეგ, შესაბამისად არ მომხდარა ვალდებულების ჯეროვანი შესრულება.
მსესხებელს ყავს 3 თავდები. 2016 წლის 17 ნოემბერს დადებული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე თავდებებმა ლ------------------ემ, ა---------–----------ემ და ა-–--------------------–---–მა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილი (გაფრთხილების) მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარულ დღეში. მსესხებელი და თავდები პირები არაერთხელ იქნენ გაფთხილებული როგორც ზეპირი, ასევე სატელეფონო და გაფრთხილების წერილების ჩაბარებით. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხეების მიერ თანხის გადახდა არ განხორცილდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეების წარმომადგენელმა კ----–------–--ემ განმარტა, რომ აღიარებს ბანკის წინაშე დავალიანებას, მაგრამ მოსარჩელის მხრიდან თანხის სრულად მოთხოვნის დრო ჯერ არ დამდგარა, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრულია 2019 წლის 12 თებერვლის ჩათვლით. მოპასუხე მხარე განაგრძობს თანხის გადახდას გრაფიკის შესაბამისად ძირი თანხის და პროცენტის სახით. დარიცხული ჯარიმა კი მიაჩნია არაგონივრულად და ვერ შეძლებს მის გადახდას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს "მ---------------- ო--------–-- კ-------მ" შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და საჯარო რეესტრის მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში აღრიცხულია უკვე სააქციო საზოგადოების სახით, აგრეთვე 2017 წლის მარტის თვეში შეიცვალა სახელწოდება და ამჟამად იწოდება ს.ს "კ------------ის" სახით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
"სს "კ------------ი"-ს ამონაწერი სამეწარმეო რეეტრიდან;
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება
3.1.2. 2016 წლის 17 ნოემბერს ს.ს "მ--------------სო ორგანიზაცია კ-------"–სა და მოპასუხე მ----------------------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #16322722106ZKU რომლის საფუძველზეც მან ისესხა 12400.00 (თორმეტიათას ოთხასი ლარი ) ლარი 36 თვით, 2.18 % კლებადი თვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ხელშეკრულების მე–6 მუხლის თანახმად, მსესხებელს უნდა გადაეხდა სიცოცხლის დაზღვევის თანხა. ხელშეკრულების 3.15–პუნქტის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% არანაკლებ 5 ლარისა, შემდეგ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა 0.27%-ის ოდენობით 275 დღის განმავლობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სესხის ხელშეკრულება,გაფრთხილების წერილები,მხარეთა განმარტება,3.1.3 მსესხებელს მ----------------------ეს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება სრულად უნდა დაეფარა 2019 წლის 12 თებერვლის ჩათვლით, თუმცა მას გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდა არ განუხორციელებია 2017 წლის 3- დეკემბრის შემდეგ, შესაბამისად არ მომხდარა ვალდებულების ჯეროვანი შესრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სესხის გადახდის გრაფიკი,მხარეთა ახსნა-განმარტება
3.1.4. 2016 წლის 17 ნოემბერს დადებული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე თავდებებმა ლ------------------ემ, ა---------–----------ემ, ა-–--------------------–---–მა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილი (გაფრთხილების) მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარულ დღეში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებები;
მხარეთა განმარტება
3.1.5. მსესხებელ მ----------------------ეს 2017 წლის 3- დეკემბრის შემდგომ გადახდა არ განუხორციელებია და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელი აქვთ 12,639.79 (თორმეტიათას ექვსას ოცდაცხრამეტი ლარი და 79 თეთრი) ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება,თავდებობის ხელშეკრულებები
მხარეთა ახსნა-განმარტება
3.1.6 მსესხებელ მ----------------------ესა და ს.ს. „კ------------ს“ შორის 2017 წლის 3- მაისს გაფორმდა სესხის N 171511259386HXI ხელშეკრულება, რომლითაც მან ისესხა 2000.00 (ორი ათასი ) ლარი 24 თვით, 5%-იანი კლებადი თვიური საპროცენტო სარგებლით, ხოლო 2016 წლის 3- დეკემბერს მ----------------------ესა და ს.ს "მ--------------სო ორგანიზაცია კ-------"ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება ნივთების განვადებით შეძენის შესახებ N 16366858665HIK რომლის საფუძველზეც მან ისესხა 410 (ოთხას ათი) ლარი. ორივე ხელშეკრულებაზე მსესხებელმა ვალდებულების შესრულება შეწყვიტა 2017 წლის ნოემბრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხისა და განვადების ხელშეკრულება
-გადახდების ისტორია;
მხარეთა განმარტება
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოპასუხეების მიერ დარღვეული იქნა სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები. მოსარჩელემ 2018 წლის 19 თებერვალს სარჩელით მიმართა სასამართლოს და აღნიშნულით შეწყდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა -განმარტება
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,კ------------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-7-ე, 327-ე, მე-400, 403-ე, 417-ე, 418-ე, 361-ე , 623-ე , 625-ე, 891-ე, 895-ე მუხლები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 102-ე, 53-ე 230-ე, 2321-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. თავის გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ის აფუძნებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეების წარმომადგენელმა კ----–------–--ემ მოსამზადებელ სხდომაზე ფაქტობრივად სრულად ცნო სარჩელი, აღიარა ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულება, არ დაეთანხმა მხოლოდ მისი გადახდის წესს, კერძოდ განმარტა, რომ თანხის გადახდას მხარე განაგრძობს გრაფიკის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე შპს ,,კ------------ის’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჟებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ისა.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 230-ე, 233-ე, 236-237-ე, 243-244-ე, 250-251-ე, 256- 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს ,,კ------------ის“ (ს/კ 2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.2. მოპასუხეებს მ----------------------ეს (პ/ნ 1----------), ლ-----------------ეს (პ/ნ 1----------), ა---------–----------ეს (პ/ნ 1----------) და ა-–--------------------–---–ს (პ/ნ 1----------) სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს ,,კ------------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ 2016 წლის 17 ნოემბრის N16322722106ZKU სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 12 639.79 ლარის გადახდა, საიდანაც 9391.27 ლარი არის ძირითადი თანხა, 2759.86 ლარი არის პროცენტი, 421.68 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 36.25 ლარი არის 0,27% ჯარიმა ძირ თანხაზე, 30.74 ლარი არის 5% ჯარიმა ძირ თანხაზე.
1.3. მოპასუხე მ----------------------ეს (პ/ნ 1----------) ინდივიდუალურად დაეკისროს მოსარჩელე სს ,,კ------------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ 2017 წლის 3- მაისის N171511259386HXI და 2016 წლის 3- დეკემბრის N16366858665HIK სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ჯამურად დავალიანების თანხის 2973.20 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1830.34 ლარი, პროცენტი 1018.39 ლარი, სიცოცხლის დაზღვევისათვის გადასახდელი თანხა 73.34 ლარი, 26.13 ლარი არის 0,27% ჯარიმა ძირ თანხაზე, 25 ლარი არის 5% ჯარიმა ძირ თანხაზე.
2. მოსარჩელე სს ,,კ------------ს“ (ს/კ 2--------) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 479.20 ლარი. სახელმწიფო ბაჟის გადახდის თარიღია 2018 წლის 16 თებერვალი.
3 მოპასუხეებს მ----------------------ეს (პ/ნ 1----------), ლ-----------------ეს (პ/ნ 1----------), ა---------–----------ეს (პ/ნ 1----------) და ა-–--------------------–---–ს (პ/ნ 1----------) სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს ,,კ------------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ მის მიერ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის და საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადებისათვის გადახდილი 11 ლარის ანაზღაურება.
4. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მოპასუხე მ----------------------ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე მდებარე ზესტაფონში, სოფელ კ---–---ში ს/კ 3--1--3-.0-- ყადაღა დარჩეს ძალაში გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ელენე ოსაძე