გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.07.2018
საქმის ნომერი
340210017001969796
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
19.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340210017001969796

საქმე #2/429-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19.07.2018 წელი ქ. გურჯაანი

შესავალი ნაწილი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე რომან კუპატაძე

სხდომის მდივანი ნანა რუაძე

მოსარჩელე - სო--------–--–--ლი

მოპასუხე - და---------–--–--ლი

მოპასუხე - შპს „სო-------------სი“

წარმომადგენლები - ნა------------–--ლი, ლა-–------–-ძე

მესამე პირი - სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიურო“

წარმომადგენელი - თი-------------–--ლი

დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

გათავისუფლდეს ყადაღისგან კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 08 ივნისის №131868 აქტით დაყადაღებული ქონება - მაცივარი ,,DAEWOO“, ტელევიზორი ,,BRAVIS“. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა შემდეგ გარემოებებზე: 2017 წლის 08 ივლისს მოსარჩელის სახლში კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი მივიდა, რომელმაც სახლში არსებული მოძრავი ნივთები აღწერა. აღმასრულებლისგან ცნობილი გახდა, რომ მოსარჩელე სო--------–--–--ლს შვილს - მოპასუხე და---------–-–--ლს, მოპასუხე შპს „სო-------------სიდან“ აღებული აქვს სესხი, რომელიც გადასახდელია. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ნივთები, რომლებიც აღმასრულებელმა აღწერა წარმოადგენს მოსარჩელის კუთვნილებას და მის შვილს და---------–--–--ლს მათ შეძენაში მონაწილეობა არ მიუღია. მან ნივთები შეიძინა შპს „კრ-------ან“ აღებული სესხის საფუძველზე. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ აგრეთვე განმარტა, რომ მისი შვილი და---------–--–--ლი სამხედრო სამსახურში მსახურობდა, როდესაც მასზე გაიცა სესხი, მისი შვილი რეგისტრირებულია მასთან, თუმცა სამხედრო სამსახურში მსახურობის პერიოდში იგი ცხოვრობდა სამხედრო ნაწილში და იშვიათად ჩადიოდა მშობლებთან. შესაბამისად, არც სესხის აღების და არც ნივთების დაყადაღების დროს და---------–--–--ლს გუ------------------ს სოფე-–--------–--ეში არ უცხოვრია. აღნიშნული მისამართი წარმოადგენს მხოლოდ მოპასუხის რეგისტრაციის მისამართს. შესაბამისად, მოპასუხე და---------–--–--ლის ვალდებულების გამო არ უნდა მოხდეს მოსარჩელის კუთვნილი ნივთების რეალიზაცია. (იხ. სარჩელი და სასამართლოს 19.07.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი) 2. მოპასუხეების პოზიცია: 2.1. მოპასუხე და---------–--–--ლმა შესაგებელი არ წარმოადგინა და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა; 2.2. მოპასუხე შპს „სო-------------სმა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ და---------–--–--ლთან გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სესხი 300 ლარის ოდენობით. აღნიშნულ ხელშეკრულებაში და---------–--–--ლმა მისამართად მიუთითა გუ------------------ სოფე-–---------–--ე. სწორად ამ მისამართზე განხორციელდა მოძრავი ნივთების აღწერა-დაყადაღება. მოპასუხის განმარტებით, და---------–--–--ლი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და ეწეოდა საოჯახო მეურნეობას, დაყადაღებული ნივთები მისი მონაწილეობით არის შეძენილი და და---------–--–--ლი დღესაც გუ------------------ს სოფე-–--------–--ეში ცხოვრობს; 2.3. მოპასუხე სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიურომ“ შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე წარმომადგენელმა განმარტა, რომ აღსრულების ბიუროს მიმართა შპს „სო-------------სმა“, რომელმაც წარადგინა გადახდის ბრძანება. აღნიშნულის საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება, რომლის ფარგლებში განხორციელდა ყველა სააღსრულებო მოქმედება, რაც საჭირო იყო დავალიანების ამოსაღებად. მოვალის მისამართზე აღმასრულებლის გამოცხადებისას მოვალის ოჯახის წევრების წინააღმდეგობის გაწევის გამო ვერ მოხერხდა მოძრავი ნივთების აღწერა-დაყადაღება. აღნიშნული შესაძლებელი გახდა 2017 წლის 08 ივნისს. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის თანახმად, იგულისხმება, რომ ნივთები, რომელსაც პოულობენ მოვალის მისამართზე, მას ეკუთვნის. ამდენად, აღმასრულებელმა კანონის სრული დაცვით იმოქმედა და დაყადაღებული ნივთების ყადაღისგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს. 3. ფაქტობრივი გარემოებები: 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები: 3.1.1. 2014 წლის 24 ოქტომბერს და---------–--–--ლსა და შპს „სო-------------სს“ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მიიღო სესხი 300 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შპს ,,სო-------------სმა“ განცხადებით მიმართა სსიპ ,,აღსრულების ეროვნულ ბიუროს" და მოვალის მიმართ გადახდის ბრძანების გამოცემა მოითხოვა, რაც დაკმაყოფილდა და აღსრულებოს ეროვნული ბიუროს 29.12.2015 წლის ბრძანებით და---------–--–--ლს დაეკისრა 300 ლარის გადახდა. შესაბამისად, და---------–--–--ლს გააჩნია ფინანსური ვალდებულება შპს „სო-------------სის“ მიმართ. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას - - სარჩელი, შესაგებელი (ს.ფ. 1-13; 46-58); - - სასესხო ხელშეკრულება (ს.ფ. 65-67); - - სალაროს გასავლის ორდერი (ს.ფ. 68); - - აქტი ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ (ს.ფ. 17-18) 3.1.2 შპს „სო-------------სის“ მიერ წარდგენილი გადახდის ბრძანების საფუძველზე, კახეთის სააღსრულებო ბიუროში სააღსრულებო საქმის წარმოება დაიწყო, სადაც კრედიტორი შპს „სო-------------სი“, ხოლო მოვალე და---------–--–--ლია. სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი, 2017 წლის 08 ივნისს, გუ------------------ს სოფე-–--------–--ეში გამოცხადდა, სადაც აღწერა და დააყადაღა შემდეგი მოძრავი ნივთები: მაცივარი ,,DAEWOO“ და ტელევიზორი ,,BRAVIS“. ამავე აქტის მიხედვით დაყადაღებული ნივთები შესანახად მოსარჩელის მეუღლემ - ნე-–-----------–--ლმა ჩაიბარა. სააღსრულებო მოქმედების ჩატარებისას მისამართზე მოპასუხე და---------–--–--ლი არ იმყოფებოდა. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: - - ნივთის აღწერის და დაყადაღების აქტი (ს.ფ. 17-18); - - მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს 19.07.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი). 3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები: 3.2.1. კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 08 ივნისს №131868 აქტში მითითებული ნივთები - მაცივარი ,,DAEWOO“, ტელევიზორი ,,BRAVIS“ წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას. საქმეში წარმოდგენილია შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოსთან“ 27.02.2013 წელს დადებული სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებელმა სო--------–--–--ლმა მიიღო სესხი 220 ლარის ოდენობით ტელევიზორის ,,BRAVIS“ შესაძენად. აგრეთვე, წარმოდგენილია იმავე ორგანიზაციასთან 26.04.2013 წელს დადებული სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მსესხებელმა სო--------–--–--ლმა მიიღო სესხი 658 ლარის ოდენობით მაცივრის ,,DAEWOO 292“-ის შესაძენად. ყადაღის აქტში მითითებული ნივთების დასახელება ემთხვევა სესხის ხელშეკრულებებში მითითებული ნივთების დასახელებას. ამდენად, დასტურდება, რომ სადავო ნივთები შეძენილია მოსარჩელის მიერ 2013 წელს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრ-------ან“ მიღებული სესხით და შესაბამისად, წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს. - - ნივთის აღწერის და დაყადაღების აქტი (ს.ფ. 17-18); - - სესხის ხელშეკრულებები (ს.ფ. 19-22) სამოტივაციო ნაწილი: 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა: საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს. 5. კანონები, სხვა სახის ნორმატიული აქტები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ: 5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; 5.2. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი. 6. სამართლებრივი შეფასება: 6.1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. ამავე კანონის 44-ე უხლის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე ყადაღას ექვემდებარება მხოლოდ ის ქონება, რომელიც მოვალეს ეკუთვნის. ამასთან, კანონის 44-ე მუხლი აწესებს ვარაუდს, რომლის მიხედვით მოვალეს ეკუთვნის ის ნივთები, რომლებსაც მასთან პოულობენ. საქმის განხილვის ეტაპზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სწორედ ამ ნორმაზე დაყრდნობით განმარტა რომ, ვინაიდან მოპასუხე და---------–--–--ლის რეგისტრაციის მისამართი გუ------------------ს სოფე-–---------–--ეა და აღნიშნული მისამართი მან აგრეთვე სესხის ხელშეკრულებაში მიუთითა, ამიტომ ამ მისამართზე მდებარე საცხოვრებელ სახლში აღმოჩენილი ნივთები მის საკუთრებად უნდა ჩაითვალოს, რასაც სასამართლო ვერ დაეთანხმება, რადგან სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მოძრავ ნივთებზე მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია შეიძლება მისი მფლობელის მიმართ არსებობდეს და პირის რომელიმე მისამართზე რეგისტრაცია არ წარმოშობს ამ მისამართზე მდებარე მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებას. ამავდროულად, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 44-ე მუხლი მიუთითებს იმ ნივთებზე, რომელსაც მოვალესთან პოულობენ, ანუ მოვალის ადგილსამყოფელზე აღმოჩენილ ნივთებზე. განსახილველ შემთხვევაში კი ვერ იქნა დადასტურებული, რომ მოვალე რეგისტრაციის მისამართზე ცხოვრობს. სასამართლოს, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლითაც საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება. ნორმის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ამდენად, პირი თვითონ განსაზღვრავს და ირჩევს მისთვის სასურველ საცხოვრებელ ადგილს, მას აქვს სრული თავისუფლება, თვითონ გადაწყვიტოს, სად იცხოვროს. ამავე დროს, პირი არ არის შეზღუდული, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ჰქონდეს. ცხადია, რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ნიშნავს შესაძლებლობას, პირს ჰქონდეს ამ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები. ამასთან, პირი არ არის შეზღუდული, რომ რამოდენიმე საცხოვრებელი ადგილის არსებობის შემთხვევაში, საკუთარი სურვილით, რეგისტრაცია ერთ-ერთი მათგანის მიხედვით გაიაროს და სარეგისტრაციო მონაცემებში მიუთითოს საკუთარი სურვილით არჩეული საცხოვრებელი ადგილის მისამართი. სასამართლო განმარტავს, რომ საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს ენიჭება. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დადასტურდეს გარკვეული მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მოპასუხე გ---–--–--ლის რეგისტრაციის ადგილია გუ------------------ სოფე-–---------–--ე, თუმცა სასამართლო მიუთითებს რა სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, განმარტავს, რომ რეგისტრაციის ადგილი შეიძლება არ წარმოადგენდეს პირის საცხოვრებელ ადგილს და იგი სრულიად სხვა მისამართზე ცხოვრობდეს. ამდენად, ის გარემოება, რომ და---------–--–--ლის რეგისტრაციის ადგილი არის გუ------------------ს სოფე-–---------–--ე, არ ნიშნავს იმას, რომ იგი ამ მისამართზე ცხოვრობს და ამ მისამართზე განთავსებული ყველა ნივთები მის საკუთრებას წარმოადგენს. მითუმეტეს რომ, როგორც საქმის განხილვის შედეგად დადგინდა, ამ მისამართზე სო--------–--–--ლი და ნე-–-----------–--ლი ცხოვრობენ. სასამართლო განმარტავს, რომ საცხოვრებელი ადგილი მხოლოდ რეგისტრაციით არ განისაზღვრება, არამედ აუცილებელია, რომ პირი ფაქტობრივად ცხოვრობდეს რეგისტრაციის მისამართზე. განსახილველ შემთხვევაში კი ვერ იქნა დადასტურებული, რომ და---------–--–--ლი რეგისტრაციის მისამართზე ცხოვრობს. შესაბამისად, არ არსებობს ყადაღის აქტში მითითებული მოძრავი ნივთების მის საკუთრებად მიჩნევის ფაქტობრივი საფუძველი. ამავდროულად, საქმეში წარმოდგენილია შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოსთან“ 27.02.2013 წელს და 26.04.2013 წელს დადებული სესხის ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვით მსესხებელმა სო--------–--–--ლმა მიიღო სესხი ერთ შემთხვევაში ტელევიზორის ,,BRAVIS“ და მეორე შემთხვევაში მაცივარი ,,DAEWOO 292“-ის შესაძენად. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო ნივთების მესაკუტრეს მოსარჩელე სო--------–--–--ლი წარმოადგენს. 6.2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, რომელიც არ არიას მოვალე და არც ის პირი, რომელმაც სოლიდარულად შეიძლება აგოს პასუხი და---------–--–--ლის ფულად ვალდებულებებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ სადავო ნივთებზე ყადაღის დადება არღვევს მოსარჩელის საკუთრების უფლებას და ამდენად, არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომ სადავო ნივთებს მოეხსნას ყადაღა. 7. საპროცესო ხარჯები: 7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის რაოდენობა დავის საგნის ღირებულების 3%-ს შეადგენს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში ამავე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს შეადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე და---------–--–--ლს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა, მოპასუხე შპს „სო-------------სმა“ სარჩელი არ ცნო. დავის საგნის ფასი 878 ლარით განისაზღვრა და მოსარჩელე მხარეს წინასწარ გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად, მოპასუხეებს და---------–--–--ლს და შპ ს“სო-------------სს“ მოსარჩელე სო--------–--–--ლის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება; 8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები: 8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა. სარეზოლუციო ნაწილი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 41-ე, 46-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 2591,369-ე მუხლებით და გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 1. მოსარჩელე სო--------–--–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდეს; 2. გათავისუფლდეს ყადაღისგან კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 08 ივნისის №131868 აქტით დაყადაღებული ქონება - მაცივარი ,,DAEWOO; ტელევიზორი ,,BRAVIS“ 3. მოპასუხეებს შპს ,,სო-------------სს“ და და---------–--–--ლს მოსარჩელე სო--------–--–--ლის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება; 4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. 5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლე რომან კუპატაძე