გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
820210018002342073 (2-131/18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 ივნისი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი - რუსუდან სანიკიძე
მოსარჩელე - რ---- ხრ---------------ის
წარმომადგენელი - ნი-----------
მოპასუხეები - ტი--------ს ხრ---------------ის, ჟ----- დი-----ძე, ი---- დი-----ძე, იზ---–--- დი-----ძე, ია-------------ძე, ი--- დი-----ძე.
დავის საგანი - შვილად აყვანის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შუახევის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილება ტი--------ს ხრ---------------ისის მიერ რ---- ხრ---------------ისის შვილად აყვანის შესახებ და შესაბამისად, შესწორდეს მონაცემები რ---- ხრ---------------ისის დაბადების სააქტო ჩანაწერსა და მოწმობაში მითითებული გვარი ,,ხრ---------------ის“ შეიცვალოს გვარით ,,დი-----ძე“, ხოლო მამის გრაფაში მიეთითოს ბიოლოგიური მამის სახელი და გვარი ,,ჟ----- დი-----ძე“
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, შუახევის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით მოპასუხე ტი--------ს ხრ---------------ისის განცხადება შვილად აყვანის შესახებ დაკმაყოფილდა, რის საფუძველეც მან შვილად აიყვანა რ---- ხრ---------------ისი (გაშვლებამდელი გვარი - დი-----ძე) და მიეკუთვნა მშვილებლის გვარი ,,ხრ---------------ის“, ხოლო ჩანაწერი მამის შესახებ აღენიშნა ტი--------ს დავითის ძე ხრ---------------ისის“.
გაშვილება და გვარის შეცვლა რ---- ხრ---------------ისის ესაჭიროებოდა იმისთვის, რომ მიეღო საბერძნეთში ცხოვრების, ბინადრობისა და მოქალაქეობის უფლება. მშვილებელსა და ნაშვილებს შორის არანაირი მამაშვილური ურთიერთობა არ ჩამოყალიბებულა და გაშვილებაც, ზემოაღნიშნული მიზეზის გამო, იყო ფიქციური. ფაქტია რომ ნაშვილებმა სასურველი შედეგიც საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ ვერ მიაღწია. დღეის მდგომარეობით ტი--------ს ხრ---------------ისი არ იმყოფება ბათუმში და ნაშვილევთან - რ---- დი-----ძესთან არანაირი ურთიერთობა არ გააჩნია.
რ---- ხრ---------------ისის ბიოლოგიური დედა ჟუ–---- დი-----ძე გაშვილების მომენტისათვის გარდაცვლილი ჰყავდა, ხოლო მოპასუხეებად წინამდებარე სარჩელში დასახელებული პირები-ჟ----- დი-----ძე არის ბიოლოგიური მამა, ხოლო სხვა დანარჩენი პირები არიან მისი დები, რომლებთანაც რ---- ხრ---------------ისის კავშირი არ გაუწყვეტია და მათთან ისეთივე ურთიერთობა გააჩნია, როგორც გაშვილებამდე ჰქონდა.
დღეის მდგომარეობით მშვილებელსა და ნაშვილებს შორის არანაირი კონტაქტი არ არსებობს, მშვილებელს ნაშვილებისადმი როგორც მამას არასდროს უზრუნია და არც ნაშვილებს არ აძლევდა უფლებას მათ შორის ჩამოყალიბებულიყო მამაშვილური ურთიერთობა, რის გამოც რ---- ხრ---------------ისი უარს აცხადებს მშვილებლის მამობაზე და შესაბამისად, მიმართავს სასამართლოს შვილად აყვანის ბათილობის მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა ჟ----- დი-----ძემ, ი---- დი-----ძემ, იზ---–--- დი-----ძემ, , ი--- დი-----ძემ წარმოდგენილი შესაგებლებით, ხოლო ია-------------ძემ სასამართლო სხდომაზეც სარჩელის მოთხოვნა ცნეს სრულად და დაადასტურეს მოსარჩელის მიერ მითითებული ყველა ფაქტობრივი გარემოება.
2.2. მოპასუხე ტი--------ს ხრ---------------ისის შესაგებელი არ წარმოუდგენია, სასამართლოში წარმოდგენილი იქნა სანოტარო წესით დამოწმებული, საბერძნეთის რესპუბლიკიდან გამოგზავნილი თანხმობა, სადაც აღნიშნულია, რომ ის თანახმაა შეიცვალოს რ---- ხრ---------------ისის გვარი და მამის სახელი, რადგან მათ შორის არასოდეს ჩამოყალიბებულა მამა შვილური ურთიერთობა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე რ---- ხრ---------------ისი (რ---- დი-----ძე) დაიბადა 1974 წლის 11 მაისს, შუახევის მუნიციპალიტეტში. მისი ბიოლოგიური მშობლები არიან მამა - ჟ----- დი-----ძე და დედა - ჟუ–---- დი-----ძე (აწ გარდაცვლილი). ყავს დები: ი----, იზ---–--- და ი--- დი-----ძეები, ია-------------ძე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- დაბადების მოწმობების ასლები.
3.1.2. შუახევის რაიონული სასამართლოს 20106 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით მოპასუხე ტი--------ს ხრ---------------ისის განცხადება შვილად აყვანის შესახებ დაკმაყოფილდა, რის საფუძველეც მან შვილად აიყვანა რ---- დი-----ძე, რომელსაც მიეკუთვნა მშვილებლის გვარი ,,ხრ---------------ის“, ხოლო ჩანაწერი მამის შესახებ აღენიშნა ტი--------ს დავითის ძე ხრ---------------ის“. მონაცემები დედის შესახებ დარჩა უცვლელი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შვილად აყვანის პერიოდში რ---- ხრ---------------ისი იყო სრულწლოვანი შვილად აყვანის პროცესში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მონაწილეობა არ მიუღია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- შუახევის რაიონული სასამართლოს 20106 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება;
3.1.3. მოსარჩელე დაბადებიდან ცხოვრობს და ოჯახურ ურთიერთობას აგრძელებს ბიოლოგიურ ოჯახთან. მოსარჩელე რ---- ხრ---------------ის და ტი--------ს ხრ---------------ისის შვილად აყვანის შემდეგ ფაქტობრივად ურთიერთობა არ ქონიათ, მათ შორის ოჯახური და მამაშვილური ურთიერთობა არ ჩამოყალიბებულა, შვილად აყვანა ატარებდა ფიქციურ ხასიათს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- სარჩელი; შესაგებელი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა წარმომადგენლების სამართლებრივი პოზიციების გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1239-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სრულწლოვანი პირის შვილება შესაძლებელია, თუ მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა, იგი არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან შვილად ასაყვანის ინტერესებს და შვილება ზნეობრივად გამართლებულია.
ამავე კოდექსის 1245-ე მუხლის მიხედვით, მშვილებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი, გარდა იმ პირისა, რომელსაც ჩამორთმეული ან შეზღუდული აქვს მშობლის უფლება. მშვილებელი არ შეიძლება იყოს, ასევე, პირი, რომელსაც ავადმყოფობის ან მორალური თვისებების გამო არ შეუძლია განახორციელოს მშობლის უფლებები”.
ამავე კოდექსის 1242-ე მუხლის თანახმად, შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილებას მშვილებლის განცხადებით იღებს სასამართლო მშვილებლის ან შვილად ასაყვანის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1244-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, (გადაწყვეტილების მიღების დროისათვის მოქმედი რედაქციით) გადაწყვეტილება შვილად აყვანის შესახებ ექვემდებარება რეგისტრაციას მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 351-ე მუხლის მიხედვით კი დადგენილია, რომ შვილად აყვანა ნამდვილია სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და სადავო არაა ის გარემოება, რომ რ---- დი-----ძე (რ---- ხრ---------------ის) დაიბადა 1974 წლის 11 მაისს, შუახევის მუნიციპალიტეტში. მისი ბიოლოგიური მშობლები არიან მამა - ჟ----- დი-----ძე და დედა - ჟუ–---- დი-----ძე (აწ გარდაცვლილი). უდავოა, რომ რ---- დი-----ძეს სურდა უცხოეთში (საბერძნეთში) სამუშაოდ წასვლა და იმედოვნებდა, რომ ბერძნული წარმომავლობის გვარის მიღება ხელს შეუწყობდა საბერძნეთში წარმატებულად დასაქმებაში. სწორედ ამ მიზნით, რ---- დი-----ძესთან შეთანხმებით ტი--------ს ხრ---------------ისმა მიმართა შუახევის რაიონულ სასამართლოს რ---- დი-----ძის შვილად აყვანის მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა.
შუახევის რაიონულმა სასამართლომ, ტი--------ს ხრ---------------ისის განცხადების საფუძველზე 2006 წლის 07 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება ტი--------ს ხრ---------------ისის მიერ რ---- დი-----ძის შვილად აყვანის შესახებ. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შვილად ასაყვანი რ---- დი-----ძე იყო სრულწლოვანი, შვილად აყვანის პროცესში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მონაწილეობა არ მიუღია. შუახევის რაიონული სასამართლოს ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
6.2. გადაწყვეტილების მიღების დროისათვის მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1257-ე მუხლის მიხედვით (ამჟამად ეს მუხლი ამოღებულია) მშვილებლის თხოვნით ნაშვილებს მიეკუთვნება მშვილებლის გვარი. (1-ლი ნაწილი) მშვილებლის თხოვნით ნაშვილებს შეიძლება შეეცვალოს სახელი. სახელის შეცვლა ბავშვისათვის, რომელსაც ათი წელი შეუსრულდა, შეიძლება მხოლოდ მისი თანხმობით (მე-2 ნაწილი). ნაშვილებისათვის გვარის მიკუთვნების, აგრეთვე სახელის გამოცვლის შესახებ აღნიშნული უნდა იყოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში (მე-3 ნაწილი). ამავე კოდექსის (იმ დროს მოქმედი) 1258-ე მუხლის მიხედვით კი, მშვილებლები, მათი თხოვნით, დაბადების ჩაწერის წიგნში შეიძლება ჩაიწერონ ნაშვილების მშობლებად, რაც აღინიშნება სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ შვილად აყვანილ პირს - რ---- დი-----ძეს შუახევის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილებით შეეცვალა გვარი და ჩაიწერა ,,ხრ---------------ის“, დაბადების ჩაწერის წიგნში მამად ჩაიწერა მშვილებელი ,,ტი--------ს ხრ---------------ის“, სხვა მონაცემები, მათ შორის დედის თაობაზე ჩანაწერი დარჩა უცვლელად.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1260.1-ე მუხლის თანახმად, ნაშვილები კარგავს პირად და ქონებრივ უფლებებს და თავისუფლდება მოვალეობისაგან თავისი ბიოლოგიური მშობლებისა და წარმოშობით ნათესავების მიმართ. იმავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, ერთი პირის მიერ ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში ნაშვილები ინარჩუნებს აღნიშნულ უფლება-მოვალეობებს - დედის სურვილით, თუ მშვილებელი მამაკაცია, ან მამის სურვილით - თუ მშვილებელი ქალია. ამავე კოდექსის1261.1-ე მუხლის თანახმად, შვილად აყვანისას მშვილებელს ეკისრება იგივე უფლება-მოვალეობები, რომლებიც ბიოლოგიურ მშობლებს ამ კოდექსის თანახმად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ რ---- ხრ---------------ისის შვილად აყვანის მიუხედავად ბიოლოგიურ ოჯახთან კავშირი არ გაუწყვეტია. შვილად აყვანამდე ან შვილად აყვანის შემდეგ მასა და ტი--------ს ხრ---------------ისის შორის მშობლისა და შვილის ურთიერთობა ფაქტობრივად არ ჩამოყალიბებულა.
6.4.საქართველოს კანონით „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ გათვალისწინებულია სასამართლოს უფლებამოსილება ბათილად ცნოს შვილად აყვანა, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას. კერძოდ, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შვილად აყვანა შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ შვილად აყვანა ფიქციურია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კი, სასამართლო შვილად აყვანას ბათილად ცნობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ეს შეესაბამება ნაშვილების საუკეთესო ინტერესებს. სასამართლო ითვალისწინებს ბავშვის მშვილებლის ოჯახში /მშვილებელთან ყოფნის ხანგრძლივობას. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, თუ ნაშვილები 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკისაა, შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა დასაშვებია მხოლოდ მისი თანხმობით.
„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, შვილად აყვანის გაუქმების მოთხოვნით განცხადების სასამართლოში წარდგენის უფლება აქვს ნაშვილებს – საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მითითებული ნორმის მიხედვით შვილად აყვანის ბათილად ცნობა შეიძლება მხოლოდ სასამართლო წესით. ამასთან, შვილად აყვანა ექვემდებარება ბათილად ცნობას, თუ დადგინდა, რომ შვილად აყვანა ატარებდა ფიქციურ ხასიათს.
6.5. მტკიცებულებათა ანალიზით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ტი--------ს ხრ---------------ისის მიერ რ---- დი-----ძის შვილება არ განხორციელებულა შვილად აყვანის მიზნით. თავიდანვე არ იყო მოსალოდნელი, რომ ტი--------ს ხრ---------------ისისა და რ---- დი-----ძეს შორის წარმოიშობოდა ისეთივე ურთიერთობა, როგორიცაა მშობელსა და შვილებს შორის. მათ შორის არ არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა და ამგვარი ურთიერთობის წარმოშობას შვილად აყვანა იმთავითვე არ ისახავდა მიზნად. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამგვარი ურთიერთობის გარეშე შვილად აყვანა ეწინააღმდეგება შვილად აყვანის პრინციპებს. ვინაიდან „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, შვილად აყვანა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელია, რომ მშვილებელსა და შვილად აყვანილს შორის წარმოიშობა ისეთივე ურთიერთობა, როგორიცაა მშობელსა და შვილს შორის. მოცემულ შემთხვევაში კი შვილად აყვანა თავიდანვე განხორციელდა ერთი კონკრეტული მიზნით - რ---- დი-----ძეს მიეღო ბერძნული გვარი, რაც მისი აზრით ხელს შეუწყობდა წარმატებით დამკვიდრებულიყო და დასაქმებულიყო საბერძნეთში. დასახელებული მიზეზით შვილად აყვანა ატარებს შვილად აყვანის ფიქციურ ხასიათს და ქმნის მის უპირობო ბათილად ცნობის საფუძველს.
6.6. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შვილად აყვანა ბათილია შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შვილად აყვანის გაუქმებისას /შვილად აყვანის ბათილად ცნობისას ნაშვილებსა და მშვილებელს (მშვილებლებს), აგრეთვე მათ ნათესავებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობები წყდება. შვილად აყვანის გაუქმების /შვილად აყვანის ბათილად ცნობის შედეგად შვილსა და ბიოლოგიურ მშობელს (ბიოლოგიურ მშობლებს) შორის სამართლებრივი ურთიერთობის აღდგენის საკითხს სასამართლო წყვეტს. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით კი, შვილად აყვანის ბათილად ცნობისას სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს შვილად აყვანისას ნაშვილებისათვის ამ კანონის 62-ე მუხლით გათვალისწინებული პირადი მონაცემის (მონაცემების) (სახელი და გვარი, პირადი ნომერი, დაბადების ადგილი, დაბადების თარიღი) ბათილად ცნობის ან /და შენარჩუნების /აღდგენის საკითხი. სასამართლომ ასევე უნდა გადაწყვიტოს შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვის უზრუნველსაყოფად ნაშვილების მიმართ შედგენილი დაბადების სამოქალაქო აქტის ახალი ჩანაწერის ძალაში დატოვების ან ბათილად ცნობის საკითხი, ხოლო დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის შემთხვევაში მან უნდა მიუთითოს დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ის მონაცემები, რომლებიც უნდა ჩაითვალოს ნამდვილად შვილად აყვანის გაუქმებისას /შვილად აყვანის ბათილად ცნობისას.
მითითებული ნორმატიული დანაწესის საფუძველზე, სასამართლო, რ---- ხრ---------------ისის პოზიციის გათვალისწინებით, აღნიშნავს, რომ შვილად აყვანის ბათილად ცნობისას, უნდა აღსდგეს ნაშვილების პირადი და ქონებრივი უფლებები. ამ უფლებების აღდგენა დაკავშირებულია რეგისტრირებული მონაცემების შეცვლასთან. რ---- ხრ---------------ისის შვილად აყვანის გაბათილების შედეგად მას უნდა აღუდგეს ყველა ის მონაცემები, რაც შეიცვალა შვილად აყვანით. დადგენილია რომ შვილად აყვანამდე მის გვარი იყო ,,დი-----ძე”, მამად რეგისტრირებული იყო ჟ----- დი-----ძე. შვილად აყვანის შემდეგ მას მიენიჭა გვარი ,, ხრ---------------ის”, მამად ჩაიწერა ტი--------ს ხრ---------------ისი, დედის ჟუ–---- დი-----ძის შესახებ ჩანაწერი კი დარჩა უცვლელი. შვილად აყვანის ბათილად ცნობის შემდეგ მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ყველა ის პერსონალური მონაცემი, რაც გააჩნდა შვილად აყვანამდე.
6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მხარეთა ურთიერთთანხვედრილი განმარტებებით და წარმოდგენილი მასალებით, უდავოდ დადასტურებულად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ რ---- ხრ---------------ის და მშვილებელ ტი--------ს ხრ---------------ის შორის მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა არასოდეს არ ჩამოყალიბებულა და შვილად აყვანა იმთავითვე არ ისახავდა მიზნად ამგვარი ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ამ გარემოების საწინააღმდეგო მტკიცება საქმეზე წარმოდგენილი არ არის.
6.8. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ რ---- დი-----ძის შვილად აყვანა ფიქციურია და არ შესაბამება შვილად აყვანის პრინციპებს, შვილად აყვანა ბათილად უნდა გამოცხადდეს. ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში შვილად აყვანის გაუქმების რეგისტრაციისა და რ---- დი-----ძის ბიოლოგიური მშობლებისა და ნათესავების მიმართ პირადი და ქონებრივი უფლებებისა და მოვალეობების აღდგენის საფუძველს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სარჩელი დაკმაყოფილდა. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად,. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. განსახილველ შემთხვევაში, იმის მიუხედავად, რომ სარჩელი კმაყოფილდება, მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი, ხოლო ერთ- ერთ მოპასუხეს ტი--------ს ხრ---------------ის შესაგებელი არ წარმოუდგენია, მოსარჩელე არ ითხოვს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოპასუხეებზე დაკისრებას ან ბაჟის დაბრუნებას, ამიტომ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 369-ე მუხლის პირველი ნაწილით და
გადაწყვიტა
1. დაკმაყოფილდეს რ---- ხრ---------------ის სარჩელი, მოპასუხეების ტი--------ს ხრ---------------ის, ჟ----- დი-----ძის, ი---- დი-----ძის, იზ---–--- დი-----ძის, ია-------------ძის და ი--- დი-----ძის მიმართ, შვილად აყვანის ბათილად ცნობის თაობაზე.
2. ბათილად იქნას ცნობილი შუახევის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით ტი--------ს ხრ---------------ის მიერ რ---- დი-----ძის შვილად აყვანა.
3. რ---- ხრ---------------ის აღუდგეს შვილად აყვანამდე რეგისტრირებული პირადი მონაცემები. კერძოდ: დაბადების სააქტო ჩანაწერსა და პირადობის მოწმობაში მითითებული გვარი ,,ხრ---------------ის“ შეიცვალოს და მიეთითოს გვარი ,,დი-----ძე“. ხოლო მამის გრაფაში მიეთითოს ბიოლოგიური მამის სახელი და გვარი ,,ჟ----- დი-----ძე“. სხვა მონაცემები დარჩეს უცვლელი.
4. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ცვლილება შეიტანოს შესაბამის სააქტო ჩანაწერში.
5. შვილად აყვანა ბათილად ითვლება შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.
6. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე