განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100116001438931
1-744/16
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 ივლისი 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილმა
მირანდა თურმანიძის სხდომის მდივნობით
პროკურორის ზ-----ბ კ---–--–იძე
ბრალდებულები - რ---ზ ხ-----ძე, გ-----გი გ----ტიძე
ადვოკატის - დავით საფარიძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის № 171060616001 საქმე:
1)ბრალდებული: რ---ზ ხ-----ძე
მამის სახელი: მერაბი
დაბადებული: 11.07.1-----–--–-----------------------------------------–--------------------–-------------–-------–----–----------------–--------------------------------–---------------------------–-----------–-----–------------------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით და მესამე ნაწილის „ა’ პუნქტით
2)ბრალდებული: გ-----გი გ----ტიძე
მამის სახელი: ნ---------
დაბადებული: 27.02.1-----–--–-----------------------------------------–--------------------–-------------–-------–----–----------------–-------------------------------------–---------------------------–------–-------------–------------------------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით და მესამე ნაწილის „ა’ პუნქტი
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ბრალდების არსი:
რ---ზ ხ-----ძემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საცავში უკანონოდ შეღწევით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
2016 წლის 06 ივნისს, რ---ზ ხ-----ძემ, წინასწარი შეთანხმებით გ-----გი გ----ტიძესთან ერთად, ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწია, ქ. ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქ. N5 - ში განთავსებულ შპს „თიბისი ფეი“-ს სწრაფი ჩარიცხვის აპარატში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ფულს 1900 (ათას ცხრას) ლარს, აპარატის ინტერნეტ მოდემს, ქაღალდის ფულადი კუპიურების შესანახ ე.წ „კასეტა“-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
გ-----გი გ----ტიძემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საცავში უკანონოდ შეღწევით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
2016 წლის 06 ივნისს, გ-----გი გ----ტიძემ წინასწარი შეთანხმებით რ---ზ ხ-----ძესთან ერთად, ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწია, ქ. ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქ. N5 - ში განთავსებულ შპს „თიბისი ფეი“-ს სწრაფი ჩარიცხვის აპარატში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ფულს 1900 (ათას ცხრას) ლარს, აპარატის ინტერნეტ მოდემს, ქაღალდის ფულადი კუპიურების შესანახ ე.წ „კასეტა“-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული გ-----გი გ----ტიძე და რ---ზ ხ-----ძე უდანაშაულოდ უნდა იქნენ ცნობილნი და გამართლდნენ წარდგენილ ბრალდებაში, რადგან მათ დანაშაული არ ჩაუდენია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება დამაჯერებელი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადასტურებლად, რომლის მიხედვით, გ-----გი გ----ტიძემ და რ---ზ ხ-----ძემ ჩაიდინეს ქურდობა.
სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა გ-----გი გ----ტიძემ უჩვენა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია ქურდობის შესახებ არაფერი არ იცის.
ბრალდებულმა რ---ზ ხ-----ძემ უჩვენა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია ქურდობის შესახებ არაფერი არ იცის.
სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხულ შპს „თიბისი ფეი“-ს წარმომადგენლის ა----ლ ბ-----------ის ჩვენების ანალიზით დადგენილია, ქურდობის შედეგად შპს „თიბისი ფეი“-ს მიადგა 1900 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. ქურდობის დროს ფულთან ერთად გატაცებული იქნა ინტერნეტ მოდემი, ქაღალდის ფულადი კუპიურების შესანახი ე.წ „კასეტა“.
სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხულ ბათუმის საქალაქო სასამართლოს პოლიციის მე-3 განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის ლ----- ვ----–--ლის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მან მონაწილეობა მიიღო შპს „თიბისი ფეი“-ს სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ქურდობის გამოძიებაში. მან მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ რომ ქურდობის ფაქტთან დაკავშირებული დეტალები შეიძლება ცოდნოდა მოქალაქე გ---–----ა ბ-----ეს.
სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხულ გ---–----ა ბ-----ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. ბათუმში ჭილაძის ქ. N4 ბინა 2-ში. 2016 წლის 06 ივნისს ღამის საათებში ქუჩიდან შემოესმა მტვრევის ხმა გარეთ გაიხედა და დაინახა რომ რი პირი სწრაფი ჩარიცხვის აპარატს ამტვრევდა. მის დანახვაზე ორივე პირი გაიქცა. იქვე იდგა მესამე პირიც, რომელიც მათთან ერთად არ გაქცეულა. მათი ამოცნობა არ შეუძლია.
სასმართლო პროცესზე საქ. სსსკ-ის 243-ე მუხლის შესაბამისად გამოქვეყნებული მოწმე გ----- შ----ის გამოკითხვის ოქმის შინაარსიდან ირკვევა, რომ იგი შეესწრო 2016 წლის 06 ივნისს ქ. ბათუმში ჭილაძის ქუჩაზე სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფულის ქურდობის ფაქტს. ქურდობა ჩადენილია ორი პირის მიერ და შეძლებს ამოიცნოს ისინი.
სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხულ ბათუმის საქალაქო სასამართლოს პოლიციის მე-3 განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის ზ-----ბ აბულაძის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მან მონაწილეობა მიიღო შპს „თიბისი ფეი“-ს სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ქურდობის გამოძიებაში. მან მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ რომ ქურდობის ფაქტთან ჩადენილი უნდა ქონდეს რ---ზ ხ-----ძეს დაუდგენელ პირთან. რ---ზ ხ-----ძე სახლში უნდა ინახავდე მოპარულ ფულს და მოდემს.
2016 წლის 13 ივნისს ქ. ქობულეთში დ. აღმაშენებლის გამზირზე N 183-ში მდებარე რ---ზ ხ-----ძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმიდან ირკვევა, რომ ჩხრეკისას საცხოვრებელის სახლის მეორე სართულზე მისაღებ ოთახში, კარადის თაროზე განთავსებულ ვაზაში აღმოჩენილი იქნა ვერცხლისფერი ელექტრო მოწყობილობა, რომელსაც გააჩნია ორი სიმბარათის მოთავსების არე, მათგან ერთ-ერთში მოთავსებულია სიმ ბარათი წარწერით „ წარმოადგენს მაგთიკომის საკუთრებას“ ასევე სიმ ბარათს აღენიშნება ციფრები 8999597280556090456“ . მეორე სართულზე არსებულ სასტუმრო ოთახში კარადის თაროზე პატარა ვაზაში ელაგა ოთხი ცალი სიმ ბარათი, მათგან ორი პატარა ზომის, ხოლო ორი კი ჩვეულებრივი მოყვანილობის, ერთი წარმოადგენს მაგთიკომის სიმბარათს წარწერით 8999597280545260343“ მეორე სიმბარათს აღენიშნება ციფრი 5010809049083386“ .
დათვალიერებული ჩხრეკის ოქმიდან ირკვევა, რომ აღმოჩენილ მოდემზე არც ხელის თითების ანაბეჭდის აღმოსაჩენად ან გენეტიკური კვლევის ჩასატარებლად გამოძიებას რაიმე სახის ღონისძიებისათვის არ მიუმართავს.
ოქმის სისწორე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის მუშაკებმა, რომლებიც ესწრებოდნენ ჩხრეკას.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ბათუმში ფარნავაზ მეფის ქუჩა N 5 -ში სადაც სასურსათო მაღაზიის გვერდით განთავსებული იყო სწრაფი ჩარიცხვის აპარატი. აპარატი გადატანილი ჭილაძის ქუჩის N 4 - ში განთავსებულ საცხოვრებელი სახლის ეზოში. აპარატი გდია ძირს, იგი დაზიანებულია მასში არც ფული, მოდემი და ეწ კასეტა არ დევს.
ოქმის სისწორე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის მუშაკებმა, რომლებიც ესწრებოდნენ ჩხრეკას.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული იქნა ვიდეო ფირის დათვალიერებიდან არ ჩანს ქურდობის ფაქტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდა მოწმე გ----- შ----ის გამოკითხვის ოქმის და მის მონაწილეობით ჩატარებული ფოტო სურათით ამოცნობისა სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება (არც პირდაპირ და არც ირიბად) არ მიუთითებს ბრალდებულების მხრიდან დანაშაულის ჩადენაზე. სასამართლოში არ წარმოდგენილა და საერთოდ არც ჩატარებულა ვიდეო ფირზე შესაბამის ექსპერტიზა, რომელიც განსაზღვრავდა ვიდეო ფირზე ასახულ პირთა სახეებს და დაადგენდა პირების ვინაობებს. საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ საგნებზე არ ჩატარებულა გენეტიკური კვლევა, რომელიც შეძლებდა გენეტიკური პროფილის საშუალებით იმ პირი იდენთიპიცირებას ვისაც შეხება ქონდა საგნებთან.
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად სახელმწიფო ბრალმდებელი ბრალდებულებს ედავებოდა ქურდობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, მუხლებით გათვალისწინებულ ქმედებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითად განხილვამდე სახელმწიფო ბრალმდებელმა საქმის ფაქტობრივი გარემოებები სწორად დაადგინა, კერძოდ მის ხელთ არსებული მასალებით დასაბუთებული ვარაუდით მოწმე ამხელდა ბრალდებულებს ქურდობის ჩადენაში.
მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა სასამართლო სხდომაზე მოწმე გ----- შ----ე ვერ იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სასამართლოში და მის დაკითხვა სასამართლოში არ მომხდარა. აქედან გამომდინარე სასამართლო თვლის რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების შესაბამისად მხოლოდ ეს მტკიცებულებები ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.
გარდა ამისა, სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა დაფუძნებულია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, რაც ვლინდება მხარეთა მიერ მოპოვებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის წესშიც, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, წარადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებები.
მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.
მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვის უფლება უნდა იქნეს გაგებული შეჯიბრებითობის პროცესის ჭრილში, რაც სამართლიანი სასამართლოს კონცეფციაში დევს[1] და იგი გულისხმობს, რომ მოსარჩელეს მიეცეს მოწმის განცხადების ან ჩვენების ნებისმიერ ასპექტში შედავების შესაძლებლობა დაპირისპირების ან დაკითხვის დროს.[2] ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ასევე ზეპირობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს პირებთან, რომლებიც ჩვენებას იძლევიან პროცესზე, კერძოდ, ბრალდებული უნდა დაუპირისპირდეს მოწმეს მოსამართლის თანდასწრებით, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე, რათა შესაძლებელი გახდეს მოწმის ქცევის მანერასა და სანდოობაზე ყურადღებით დაკვირვება.[3]
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიუთითებს, რომ გ----- შ----ის ჩვენება არსებითია ბრალდებულების მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით ამ უკანასკნელის მსჯავრდების საკითხის გადასაწყვეტად, ხოლო დაცვის მხარეს საქმის არსებითი განხილვის დროს არ ჰქონია მისი დაკითხვის/გამოკითხვის და ჩვენებების გაპროტესტების ადეკვატური და ჯეროვანი შესაძლებლობა, მაშინ, როცა დაცვის მხარის მიერ დასმულ შეკითხვებს შეეძლო არა მხოლოდ მოწმეთა სანდოობის შეფასებაზე მოეხდინა გავლენა, არამედ ნათელი მოეფინა ისეთი გარემოებებისთვის, რომლებიც რელევანტური იქნებოდა წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან პ.44,45)
მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეული იქნა სასამართლო პროცესზე არ წარმოადგენს ბრალდებულების დამნაშავედ ცნობისთვის საკმარის საფუძველს. საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის in dubio pro reo (ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის) გათვალისწინებით, რომელიც ასევე განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილში, რომლის მიხედვითაც, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა რ---ზ ხ-----ძის და გ-----გი გ----ტიძის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში, რის გამოც რ---ზ ხ-----ძე და გ-----გი გ----ტიძე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ-----გი გ----ტიძე ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით და მესამე ნაწილის „ა’ პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
გამართლებულ გ-----გი გ----ტიძეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
გ-----გი გ----ტიძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გ-----გი გ----ტიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად, ლევან კირჩხელის (პ/ნ 61004060981) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მდებარე ქობულეთი, სოფელი ბობოყვათი (საკადასტრო კოდი N20.44.03.018) 10000 (ათი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.
რ---ზ ხ-----ძე ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით და მესამე ნაწილის „ა’ პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
რ---ზ ხ-----ძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში რ---ზ ხ-----ძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 40000 (ორმოცი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად, თინა ცენტერაძის (პ/ნ 61005001075) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მდებარე ქ.ბათუმი, ჯავახიშვილის ქN69, ბინა N56 ( მიწის საკადასტრო კოდი N05.26.03.021.01.056) 40000 (ორმოცი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.
გამართლებულ რ---ზ ხ-----ძეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ,საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული დისკები სულ 7 ცალ დიკსზე დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს; სიმბარათის ჩარჩო, ელექტრო მოწყობილობა და სიმბარათები დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი