გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.07.2018
საქმის ნომერი
330210017001861416
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
27.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 2/8337-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 ივნისი 2018 წელი თბილისი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - ნინო მამულაშვილი

სხდომის მდივანი - თამთა ყრუაშვილი

 

მოსარჩელე - შ--------------ი“

წარმომადგენელი - დ-------------–---–ი, დ--------–------ე

 

მოპასუხე - ს---------------–-------------ა“

წარმომადგენელი - ნ--------–-------–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ს---------------–-------------ა“-ს მოსარჩელე შ--------------ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს, შესრულებული სამუშაოს ღირებულება 38652.49 აშშ დოლარი.

 

1.2. მოპასუხე ს---------------–-------------ა“-ს მოსარჩელე შ--------------ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს პირგასამტეხლო 2164 აშშ დოლარი.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 11 აგვისტოს შ--------------სა“ და ს---------------–-------------ა“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება N–-------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის თანახმად შ--------------ს“ უნდა განეხორციელებინა ხ-–-----------–-------------------ოს ძირითადი და მიმდინარე შეკეთების საამქროების და ტექნიკური ასინჯვის საამქროს (საკომპრესოროს) სახურავის შეკეთება, რის სანაცვლოდაც მოპასუხეს უნდა გადაეხადა 39695.88 აშშ დოლარი დღგ-ს გარეშე, ხოლო დღგ-ს ჩათვლით 46841.13 აშშ დოლარი.

 

მოსარჩელის მიერ პირნათლად და კეთილსინდისიერად იქნა შესრულებული ხელშეკრულების პირობები. 2016 წლის 12 ოქტომბრის N---- წერილით მოსარჩელემ ს---------------–-------------ა“-ს აცნობა განხორციელებული სამუშაოების შესახებ, მოითხოვა ჩატარებული სამუშაოების ინსპექტირება-შემოწმება და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება.

 

ს---------------–-------------ამ“ მიმართა რამდენიმე დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს, კერძოდ შ----------------“-ს, შ------–--------------------–--------–---------------“-ს და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომელთა დასკვენების და წერილების საფუძველზე დადგინდა, რომ შ--------------მა“ კეთილსინდისიერად შეასრულა ვალდებულება და განახორციელა ხ-–----------–-------------------ოს ძირითადი და მიმდინარე შეკეთების საამქროს და ტექნიკური ასინჯვის საამქროს (საკომპრესოროს) სახურავის შეკეთება სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა სრული დაცვით და გაუმჯობესებული საექსპლუატაციო პირობებით. თუმცა მიუხედავად ამისა, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ სრულდება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2016 წლის 11 აგვისტოს მოსარჩელესთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი ანუ შ--------------ი“ ვალდებული იყო განეხორციელებინა ს---------------–-------------ის“ ხ-–----------–-------------------ოს ძირითადი და მიმდინარე შეკეთების საამქროების და ტექნიკური გასინჯვის საამქროს სახურავის მიმდინარე შეკეთების სამუშაოები დეფექტური აქტის და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. მოცემული ხელშეკრულების დანართის 2----–-–-------------ერს შედგენილი დეფექტური აქტის მე-4 პუნქტის მიხედვით, სახურავის ბულულის მოწყობა უნდა განხორციელებულიყო თუნუქის ფურცლებით, ფურცლების ორმაგი გადაკეცვით, რაც მოსარჩელის მიერ არ განხორციელებულა. ასევე, საექსპერტო დასკვნამაც დაადასტურა მოსარჩელე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება.

 

ამასთან, საფუძველს მოკლებულია პირგასამტეხლოს მოთხოვნა, ვინაიდან ხელშეკრულების მიხედვით მხოლოდ მენარდეს ანუ ს---------------–-------------ა“-ს აქვს უფლება შ--------------ს“ მოსთხოვოს ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს გადახდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 11 აგვისტოს შ--------------სა“ და ს---------------–-------------ა“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება N–-------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის თანახმად შ--------------ს“ უნდა განეხორციელებინა ხ-–-----------–-------------------ოს ძირითადი და მიმდინარე შეკეთების საამქროების და ტექნიკური ასინჯვის საამქროს (საკომპრესოროს) სახურავის მიმდინარე შეკეთების სამუშაოები დეფექტური აქტის და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.

 

ხელშეკრულების საერთო ღირებულება დღგ-ს გარეშე შეადგენდა - 39695.88 აშშ დოლარს, ხოლო დღგ-ს ჩათვლით 46841.13 აშშ დოლარს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა, არაუგვიანეს 2017 წლის 30 იანვრისა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2016 წლის 11 აგვისტოს ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (ს.ფ 19);

- ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები (ს.ფ 23-25).

 

3.1.2. ს---------------–-------------ის“ ხ-–----------–-------------------ოს უფროსისა და შ----------------“-ს ტექნიკური ზედმახედველის მიერ, 2----–-–-------------ერს შედგენილი დეფექტური აქტის თანახმად სახურავის ბურულის მოწყობა უნდა განხორციელებულიყო ბრტყელი მოთუთიებული თუნუქის ფურცლებით, ფურცლების ორმაგი გადაკეცვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2----–-–-------------რის დეფექტური აქტი (ს.ფ 29).

 

3.1.3. შ--------------ი“-ს 2016 წლის 12 ოქტომბრის და 2017 წლის 27 იანვრის წერილებით, მოსარჩელემ სს-------------–-------------ას“ აცნობა, 2016 წლის 11 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებით და ტენდერით N------------ გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება და ითხოვა შესაბამისი განკარგულების გაცემა, შესრულებული სამუშაოს ინსპექტირების და შემდგომში მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნით.

 

2017 წლის 07 თებერვლის და 02 მარტის შ--------------ი“-ს წერილებით სს-------------–-------------ა”-ს ასევე ეცნობა, ხელშეკრულებით და ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების თაობაზე და ეთხოვა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შ--------------ი“-ს 2016 წლის 12 ოქტომბრის N---- წერილი (ს.ფ. 35);

- შ--------------ი“-ს 2017 წლის 27 იანვრის N--- წერილი (ს.ფ. 36);

- შ--------------ი“-ს 2017 წლის 07 თებერვლის N--- წერილი (ს.ფ. 37-38);

- შ--------------ი“-ს 2017 წლის 02 მარტის N---- წერილი (ს.ფ. 39-40);

3.1.4. 2017 წლის 07 მარტის სს-------------–-------------ის“ წერილით მოსარჩელეს ეცნობა რომ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების (-----–-–---------------------------- დასკვნა და 2----–-–-------------------------- მოწერილობა) თანახმად, შ--------------ი“-სს მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხი ვიზუალური დათვალიერებით დამაკმაყოფილებელია, თუმცა ადგილი აქვს სატენდერო და N–-------- ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობას, კერძოდ, მოწყობილი სახურავი, ნაცვლად ორმაგი გადაკეცვისა, შესრულებულია ერთმაგი გადაკეცვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ს---------------–-------------ის“ 2017 წლის 07 მარტის წერილი (ს.ფ. 45-46).

3.1.6. ს---------------–-------------ის“ დაკვეთით, 2016 წლის 02 ნოემბრის შპს ,,მ–--------------------–--------–--------------ას“ კრებითი საექსპერტო დასკვნის თანახმად, რომელიც ეხება შ--------------ი“-ს მიერ შესრულებული სამუშაოების ტექნიკურ ნორმებთან და პროექტთან შესაბამისობის დადგენას, მითითებულია, რომ ს---------------–-------------ის“ ხ-–----------–-------------------ოს ძირითადი და მიმდინარე შეკეთებოს საამქროების და ტექნიკური გასინჯვის საამქროს (საკომპრორესოს) სახურავის მიმდინარე შეკეთებაზე 2016 წლის 11 აგვისტოდან 2016 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში შესრულებული სამშენებლო სამუშაოები აკმაყოფილებს ს---------------–-------------ასა“ და შ--------------ს“ შორის 11.08.2016 წელს გაფორმებული N–-------- ხელშეკრულებით და ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ პირობებს, შესასრულებელი სამუშაოების უწყისის პარამეტრებს საპროექტო და საქართველოში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნებს.

 

საანგარიშო პერიოდში შესრულებულია 35757.46 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოები დღგ-ს გარეშე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- შპს ,,მ–--------------------–--------–--------------ას“ 2016 წლის 02 ნოემბრის კრებითი საექსპერტო დასკვნა (ს.ფ. 57-61).

3.1.7. ს---------------–-------------ას“ მიმართვის საფუძველზე ჩატარებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N--------- ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ს---------------–-------------ა“-ს დაკვეთით შ--------------ი“-ს მიერ, 2016 წლის 11 აგვისტოს გაფორმებული N–-------- ხელშეკრულების ფარგლებში, ს---------------–-------------ა“-ს ხ-–----------–-------------------ოს სახურავის შეკეთების შესრულებული სამუშაოების ღირებულება, დღგ-ს გარეშე შეადგენს 32756.35 აშშ დოლარს.

 

წარმოდგენილ შესრულებულ სამუშაოების აქტში (ფორმა N2-ში) დაფიქსირებული ,,სახურავის ბურული მოწყობა ბრტყელი მოთუთიებული თუნუქის ფურცლებით, ფურცლები ორმაგი გადაკეცვით“, ფაქტიურად მოწყობილი სახურავი, ნაცვლად ორმაგი გადაკეცვისა შესრულებულია ერთმაგი გადაკეცვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N--------- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 66-69).

3.1.9. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2----–-–----------ის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თუნუქის სახურავის ერთმაგი გადაკეცვით მოწყობის დროს ერთ კვადრატულ მეტრზე სტანდარტული (710x1420მმ). თუნუქის ხარჯი შეადგენს 1.104 კვ.მ-ს. ორმაგი გადაკეცვით მოწყობის დროს შეადგენს 1.18 კვ.მ-ს. მასალის ხარჯის სხვაობა ერთმაგ და ორმაგ გადაკეცვებს შორის ერთ კვადრატულ მეტრზე სტანდარტული თუნუქის გამოყენებისას შეადგენს 1.18-1.104=0.076 კვადრატულ მეტრს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–----------ის N---------- ექსპერტიზის დასკვნა.

3.1.10. შ--------------ი“-ს დაკვეთის საფუძველზე შ---------------------მა“ 2018 წლის 29 მაისს ჩაატარა ექსპერტიზა ხ-–----------–-------------------ოს სახურავის შეკეთებაზე შესრულებული სამუშაოების აქტში ცვლილების შეტანის შესახებ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–----------ის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე.

 

შესწორების შემდეგ შესრულებული სამუშაოების ღირებულება (გათვალისწინებულია სხვაობა ერთმაგ და ორმაგ გადაკეცვებს შორის) შეადგენს 37258.83 აშშ დოლარს, ნაცვლად 38652.49 აშშ დოლარისა. ეროვნული ვალუტაში, ლარში - 100598.84 ლარს, ნაცვლად 104361.72 ლარისა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- შ---------------------ი“-ს 2018 წლის 29 მაისის N------------ ექსპერტიზის დასკვნა.

3.1.11. ხ-–----------–-------------------ოს 2018 წლის 26 მარტის აქტის მიხედვით, 2018 წლის 26 მარტის მდგომარეობით, ძირითადი შეკეთების საამქროს აღმოსავლეთ მხარეს ჩამოდის წვიმის წყალი. ძირითადი შეკეთების საამქროს ჩრდილოეთ მხარეს ჩამოდის წვიმის წყალი. ძირითადი შეკეთების საამქროს ჩრდილოეთ მხარეს ჩამოვარდნილია ორი ცალი წყლის ჩამოსასვლელი ძაბრი, ასევე სამაგრებიდან მოწყვეტილია წყლის შემკრები ღარები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ხ-–----------–-------------------ოს 2018 წლის 26 მარტის აქტი.

3.1.12. შესრულებულ სამუშაოზე აღმოჩენილი და გამოვლენილი დეფექტების შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა 2----–-–----------ს სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 26 მარტის აქტის საფუძველზე.

 

შ--------------ი“-ს 2018 წლის 10 მაისის წერილის თანახმად, შ--------------მა“ ითხოვა ს---------------–-------------ა“-ს წარმომადგენლებთან ერთად განეხორციელებინა ობიექტის დათვალიერება და სათანადო დეფექტური აქტის შედგენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- შ--------------ი“-ს 2018 წლის 10 მაისის წერილი.

- 2----–-–----------ს სასამართლო სხდომის ოქმი.

3.1.13. 2018 წლის 17 მაისს ხ-–----------–-------------------ოს და შ--------------ი“-ს წარმომადგენლს შორის შედგენილი აქტის მიხედვით, ხ-–----------–-------------------ოში 2016 წლის 11 აგვისტოს N–-------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი შეკეთების და მიმდინარე შეკეთების საამქროების სახურავების გადახურვითი სამუშაოების შესრულების შემდეგ გამოვლენილი დაზიანებები აღმოფხვრილ იქნა შ--------------ი“-ს მიერ. დღეის მდგომარეობით სახურავის მდგომარეობა შეესაბამება ნორმებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ხ-–----------–-------------------ოს 2018 წლის 17 მაისის აქტი.

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.1-------წ სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

მოხმობილი ნორმების შინაარსი ცხადყოფს, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მისი მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული.

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

3.1.1 საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ შეასრულა 2016 წლის 11 აგვისტოს შ--------------სა“ და ს---------------–-------------ა“-ს შორის გაფორმებული N–-------- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შემკვეთისათვის წარედგინა ნივთობრივად უნაკლო შესრულება.

 

სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 639-ე, 641-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ნორმათა დანაწესზე და განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობას წარმოადგენს მენარდის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ხარისხი. თუ მომსახურება მოიცავს, რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ დამკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი. ნაკეთობა ნოვთობრივად უნაკლოა თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს. თუ შესრულებული ნაკეთობის ხარისხი ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის სამოქალაქო კოდექსის 380-ე მუხლის თანახმად, მენარდე ვალდებულია შეასრულოს სულ მცირე საშუალო ხარისხის სამუშაო და გადასცეს დამკვეთს საშუალო ხარისხის ნივთი.

 

სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლზე და მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებათა და ექსპერტიზის დასკვენების შეფასების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს ფაქტს, რომ მხარეები შეთანხმდნენ სახურავის ბურულის მოწყობაზე ბრტყელი მოთუთიებული თუნუქის ფურცლებით, ფურცლების ორმაგ გადაკეცვით, თუმცა მოსარჩელის მიერ სახურავი ნაცვლად ორმაგი გადაკეცვისა შესრულებული იქნა ერთმაგი გადაკეცვით.

 

მოსარჩელის არგუმენტაცია, რომ სახურავის ბურულის მოწყობა ბრტყელი მოთუთიებული თუნუქის ფურცლების ერთმაგი გადაკეცვით შეთანხმებული იყო დამკვეთთან _ ს---------------–-------------ასთან“ და აღნიშნულის გამო მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შესრულებულად უნდა ჩაითვალოს, ვერ იქნება გაზიარებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხრეთა შორის წერილობითი ფორმით დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 11 აგვისტოს ხელშეკრულება შეიცავს დათქმას, იმის თაობაზე რომ არავითარი გადახრა და ცვლილება ხელშეკრულების პირობებში არ დაიშვება, ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი წერილობითი შესწორების გარდა (ხელშეკრულების საერთო პირობების 11.1 პუნქტი); ასევე, თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია (11.2.პუნქტი).

 

სადავო არ არის, რომ მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, წერილობით არ განხორციელებულა ცვლილება დეფექტურ აქტში, რომლის თანახმადაც, სახურავის ბურულის მოწყობა უნდა განხორციელებულიყო ბრტყელი მოთუთიებული თუნუქის ფურცლებით, ფურცლების ორმაგი გადაკეცვით.

 

ამას გარდა, მოსარჩელე მხარის პოზიციას რომ სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა მოპასუხე მხარის ზედამხედველობის ფარგლებში და ამ უკანასკნელს პრეტენზია არ გამოუთქვამს _ სსსკ-ის მე-5 მუხლის საფუძველზე სამოქალაქო სამართალწარმოებაში დამკვიდრებული მხარეთა თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, გაქარწყლებულ იქნა თანაბარმნიშვნელოვანი მტკიცებულებით - მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტებით; სადავო ფაქტის არსებობის დამადასტურებელი სხვა კონკრეტული მტკიცებულება კი მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი, 2016 წლის 11 აგვისტოს შ--------------სა“ და ს---------------–-------------ა“-ს შორის გაფორმებული N–-------- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების სადავო ფაქტობრივი გარემოებისა დადასტურება

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა შ--------------ი“-ს სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს, რის გამოც წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 629-ე, 645-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ როგორც ხელშეკრულების შინაარსი, ასევე მისი შესრულების მექანიზმი.

 

სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია კონკრეტული უფლება-მოვალეობები, მენარდე ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან. არსებითად კი, მიიჩნევა მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება.

 

მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ 2016 წლის 11 აგვისტოს შ--------------სა“ და ს---------------–-------------ა“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება N–-------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის თანახმად შ--------------ს“ უნდა განეხორციელებინა ხ-–-----------–-------------------ოს ძირითადი და მიმდინარე შეკეთების საამქროების და ტექნიკური ასინჯვის საამქროს (საკომპრესოროს) სახურავის მიმდინარე შეკეთების სამუშაოები დეფექტური აქტის და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. ხელშეკრულების თანახმად შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა 39695.88 აშშ დოლარით დღგ-ს გარეშე, ხოლო დღგ-ს ჩათვლით 46841.13 აშშ დოლარით. ხელშეკრულებით დეტალურად განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარებისა და შესრულებული სამუშაოსათვის ანგარიშსწორების წესი.

 

საქმეზე დადგენილი უდავო გარემოებაა, რომ “-----------–--------------ს“ შემსრულებლისათვის, შესრულებული სამუშაოს ღირებულება არ აუნაზღაურებია.

 

მოსარჩელის განმარტებით, შ------------მა“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ ვადებში. მიუხედავად ამისა, შემკვეთი, რომელმაც მიიღო შესრულება, უარს აცხადებს შემხვედრ შესრულებაზე _ ანაზღაურებაზე.

 

მოპასუხე მხარის პოზიციის გათვალისწინებით, რომელიც სადავოდ ხდის შ-------------ის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების ფაქტს და სასამართლოს მიუთითებს ნაკლოვან შესრულებაზე, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის განსაზღვრისათვის არსებითია შეფასდეს შესრულდა თუ არა მენარდის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ისე, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც დამკვეთს გააჩნდა შესრულების მიმართ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ შ-------------მა“ ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შემკვეთისათვის წარედგინა ნივთობრივად უნაკლო შესრულება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადაოვო არ არის და საქმის მასალებითაც, დასტურდება, რომ შ-------------ი“-ს მიერ სამუშაოები შესრულებულია ტექნიკური ნორმების მოთხოვნების შესაბამისად და აკმაყოფილებს შესასრულებელი უწყისის პარამეტრების საპროექტო და საქართველოში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნებს, თუმცა არც მოსარჩელე მხარე უარყოფს და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 20 დეკემბრის N--------- დასკვნითაც დადასტურებულ იქნა, რომ ადგილი აქვს სატენდერო და N–-------- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობას, კერძოდ, მოწყობილი სახურავი, ნაცვლად ორმაგი გადაკეცვისა, შესრულებულია ერთმაგი გადაკეცვით.

 

ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები ამ ტიპის ხელშეკრულების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, იმის გამო რომ პრეზუმირებულია გარკვეული ნაკლისა თუ ხარვეზის აღმოჩენა/გამოვლენა, შემკვეთის მიერ დამატებითი შესრულების მოთხოვნის შესაძლებლობას ადგენს სსკ-ის 642-ე მუხლით, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი რეგულაცია, რადგან დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, კანონმდებელი ადგენს შესაძლებლობას, შემკვეთმა თითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯის ანაზღაურება (სსკ-ის 643-ე მუხლი), ასევე ნაკეთობის ნაკლის გამო, შემკვეთს სსკ-ის 405-ე მუხლის მიხედვით შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე (სსკ-ის 644-ე მუხლი), ხოლო შემკვეთს რომელიც არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია შეამციროს საზღაური, იმ თანხით რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას (სსკ-ის 645-ე მუხლი).

 

მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და საქმეში არსებული მტკიცებულებებით, დასტურდება, რომ დამკვეთს არც ხელშეკრულების დამატებითი შესრულება მიუღია და არც უარი არ განუცხადებია ხელშეკრულებაზე. ს-------------–-------------ამ“ მიიღო შესრულება; მეტიც, მას შემდეგ, რაც 2----–-–----------ს სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 26 მარტის აქტის საფუძველზე, მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა შესრულებულ სამუშაოზე აღმოჩენილი და გამოვლენილი დეფექტების შესახებ, მოპასუხემ განახორციელა შ------------ის“ ობიექტზე დაშვება დამატებითი სამუსაოების შესასრულებლად და როგორც 2018 წლის 17 მაისს ხ-–----------–-------------------ოს და შ--------------ი“-ს წარმომადგენლს შორის შედგენილი აქტით დასტურდება, ხ-–----------–-------------------ოში 2016 წლის 11 აგვისტოს N–-------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი შეკეთების და მიმდინარე შეკეთების საამქროების სახურავების გადახურვითი სამუშაოების შესრულების შემდეგ გამოვლენილი დაზიანებები სრულად იქნა აღმოფხვრილი შ--------------ი“-ს მიერ.

 

შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია აუნაზღაუროს მოსარჩელეს შესრულებული სამუშაო და შეამციროს საზღაური, იმ თანხით რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას.

 

საკითხის განსაზღვრისას, თუ რა თანხით ამცირებს ნაკლი ნაკეთობის ღირებულებას, სასამართლომ შეაფასა კონკრეტული საქმის ყველა გარემოება ერთობლიობაში, მათ შორის გაითვალისწინა როგორც მოსარჩელე მხარის _ ს-------------–-------------ის“ ინტერესი ჯეროვანი შესრულებისადმი, ასევე ყურადღება გაამახვილა სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებზე, კერძოდ:

 

_ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2016 წლის 15 დეკემბრის N--------- დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, ს---------------–-------------ის“ დაკვეთით შ--------------ი“-ს მიერ, 2016 წლის 11 აგვისტოს გაფორმებული N–-------- ხელშეკრულების ფარგლებში, ს---------------–-------------ა“-ს ხ-–----------–-------------------ოს სახურავის შეკეთების შესრულებული სამუშაოების ღირებულება, დღგ-ს გარეშე განისაზღვრა 32756.35 აშშ დოლარით (შესაბამისად დღგ-ს ჩათვლით 38652.49აშს დოლარი);

 

_ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2----–-–----------ის N--------- საინჟინრო დასკვნაზე, რომელითაც განსაზღვრულ იქნა სახურავის მოწყობის დროს 1კვ.მ მოსაწყობ ფართზე რა ოდენობის სხვაობაა მასალის ხარჯის ფურცლებით ორმაგი და ერთმაგი გადაკეცვის შემთხვევაში და დადგინდა, რომ: თუნუქის სახურავის ერთმაგი გადაკეცვით მოწყობის დროს ერთ კვადრატულ მეტრზე სტანდარტული (710x1420მმ) თუნუქის ხარჯი შეადგენს 1.104 კვ.მ-ს. ორმაგი გადაკეცვით მოწყობის დროს შეადგენს 1.18 კვ.მ-ს. მასალის ხარჯის სხვაობა ერთმაგ და ორმაგ გადაკეცვებს შორის ერთ კვადრატულ მეტრზე სტანდარტული თუნუქის გამოყენებისას შეადგენს 1.18-1.104=0.076 კვადრატულ მეტრს;

 

_ მოსარჩელის დაკვეთით შესრულებულ შ---------------------ი“-ს 2018 წლის 29 მაისის ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლითაც განხორციელდა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2----–-–----------ის N--------- საინჟინრო დასკვნის მონაცემების გათვალისწინებით, ცვლილების შეტანა ხ-–----------–-------------------ოს სახურავის შეკეთებაზე შესრულებული სამუშაოების აქტში (ფორმა N2) ცვლილების შეტანა და შესწორების შემდეგ შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 37258.83 აშშ დოლარით, ნაცვლად 38652.49 აშშ დოლარისა.

 

და აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნია რომ შ-------------ის“ მოთხოვნა ს---------------–-------------ის” მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: მოსარჩელეს შესრულების ნაკლის გათვალისწინებით უნდა აუნაზღაურდეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება 37258.83 აშშ დოლარის ოდენობით.

 

6.2 სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

 

შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესის თანახმად შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას მოკლებულია მოსარჩელის პოზიცია ს---------------–-------------ისათვის“ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 7.1 პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 3.3 მუხლით გათვალისწინებული საბოლოო ვადის გადაცდენის შემთხვევაში (მიმწოდებელი ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეში), ყოველი დაგვიანებული დღისათვის, გათვალისწინებულ იქნა მიმწოდებელის პასუხისმგებლობა _ პირგასამტეხლოს დაკისრება ხელშეკრულების ღირებულების (დღგ-ს გარეშე) 0.1%-ის ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულებით არ ყოფილა გათვალისწინებული „შემსყიდველის“ - მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელე შ--------------ი“-ს მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 3308 ლარის ოდენობით.

 

2017 წლის 28 მარტის მდგომარეობით (სარჩელის სასამართლოსი შემოტანის მომენტისათვის) საქართველოს ეროვნული ბანკის, ლარის მიმართ უცხოური ვალუტების გაცვლის ოფიციალური კურსის შესაბამისად (1აშშ დოლარი_ 2.4455 ლარი), მოსარჩელეს სარჩელზე უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი 2987.76 ლარი. შესაბამისად მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ზედმეტად გადახდილი თანხა _ 320.24 ლარის ოდენობით;

 

ხოლო წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ს---------------–-------------ას“ შ--------------ი“-ს საარგებლოდ უნდა გადახდეს 2727.34 ლარი, სასამართლო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად, სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ოდენობა კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე-369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შ--------------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე ს---------------–-------------ას“ მოსარჩელე შ--------------ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს, 2016 წლის 11 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხა - 37258.83 აშშ დოლარის ოდენობით;

 

3. შ--------------ი“-ს სასარჩელო მოთხოვნა, პირგასამტეხლოს ს---------------–-------------ისათვის“ დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

4. მოპასუხე ს---------------–-------------ას“ მოსარჩელე შ--------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული ხარჯიდან - 2727.34 ლარის ანაზღაურება.

 

5. შ--------------“-ს დაუბრუნდეს მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 3308 ლარი ზედმეტადც გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 320.24 ლარი (გადამხდელის ბანკი - ს-------------------–--ა’’, ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150; მიმღების ბანკი - ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22);

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო მამულაშვილი