გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N101210118002464801
№2/142-2018 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
30 ივლისი 2018 წელი ჭიათურა
საჩხერის რაიონული სასამართლოს
მაგისტრატი მოსამართლე ჭიათურის მუნიციპალიტეტში
დავით კეკენაძე
სხდომის მდივანი თამარ წერეთელი
მოსარჩელე: სს ,,კ------------ი”
წარმომადგენელი: კ----------ა
მოპასუხეები: ნ---------–--ე; მ------------ე; ზ--------------ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. 2018 წლის 25 მაისს სს. ,, კ------------მა” (ს/კ 2-------8) სარჩელით მომართა საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოპასუხეების - ნ---------–--ის (პ/ნ 5---------9), მ------------ის (პ/ნ 5---------0) და ზ--------------ს (პ/ნ 5---------8) მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით, რაც სასამართლომ მიიღო განსახილველად.
სარჩელის თანახმად, 2015 წლის 11 მაისს შ.პ.ს. ,,მ-----------------------------–---------ო”-სა და ნ---------–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N2-----------V, რომლის საფუძველზეც ნ---------–--ემ აიღო სესხი მოსარჩელისაგან 6000 ლარის ოდენობით 24 თვით 2017 წლის 13 მაისის ჩათვლით; სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში აღნიშნულ სარგებელთან და სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან ერთად, სესხის გადახდის გრაფიკში საპროცენტო სარგებელი მოცემულია სწორხაზოვანი მეთოდით და შეადგენს 2.17%-ს თვეში; სესხის ხელშეკრულების საფუძველზე 3.15-ე პუნქტის შესაბამისად გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ჯარიმა, ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27% არაუმეტეს 150 დღის განმავლობაში;
2015 წლის 06 მაისს თავდებობის შესახებ განცხადებებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე მოპასუხეებმა ზ--------------ემ და ხოლო 2015 წლის 11 მაისს მ------------ემ იკისრეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი კრედიტორის წინაშე ნ---------–--ის მიერ სამომავლოდ ნაკისრ სასესხო ვალდებულებაზე, თუ თავდებობის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 თვის განმავლობაში გაფორმდებოდა სესხის ხელშეკრულება; (თავდებობა იკისრეს სესხის ძირითად თანხაზე 6000 ლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე - 1776.51 ლარზე, სიცოცხლის დაზღვევის გადახდელ პრემიაზე - 312 ლარზე, მომსახურების ყოველწლიურ გადასახდზე (საკომისიო) 25.45 ლარზე, რაც ჯამში შეადგენს 8113.96 ლარს, შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოებზე - თავდებობის ხელშეკრულების 2.1 და 3.1 პუნქტები), ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუნარიანობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში;
ძირითადი მოვალის ნ---------–--ის მიერ მრავალგზის დარღვეულია სესხის გადახდის გრაფიკი, დღეის მდგომარეობით მის მიერ ნაწილობრივ გადახდილია მხოლოდ გრაფიკით გათვალისწინებული 2017 წლის 13 თებერვლის გადასახდელი და იმყოფება 16 თვიან ვადა გადაცილებაში. იგი გაფრთხილებულია წერილობით, მაგრამ ვალდებულების შესრულებას თავს არიდებს, ასევე თავდები პირები გაფრთხილებული იქნენ, რომ მსესხებელი არ ასრულებდა ვალდებულებას და მათ ეკისრებოდათ ვალდებულების შესრულება, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა მათ არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულება;
მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელი აქვთ 1437.24 ლარი, (932.65 ლარი ძირი თანხა, 39.23 ლარი საპროცენტო სარგებელი, 48.63 ლარი - გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის გამო ყოველ პირველ ვადა გადაცილებულ დღეზე გადახდილ ძირ თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, (მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა), 377.72 ლარი - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელ ძირ თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებულ გადასახდელ თანხის 0.27% - 150 დღის განმავლობაში; 39 ლარი - სადაზღვევო შენატანი);
2018 წლის 13 აპრილს სს ,,კ------------მა“ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული წარმოების წესით გადახდის ბრძანების გამცემის მოთხოვნით. მოპასუხეების მიერ პროტესტის წარდგენის გამო, სს ,,კ------------ს“ უარი ეთქვა გადახდის ბრძანების გაცემაზე. სს ,,კ------------ი“-ს მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გაწეული ხარჯი შეადგენს 250 ლარს.
შ.პ.ს. ,,მ-----------------------------–---------ომ” განიცადა რეორგანიზაცია და შეიცვალა ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმა 2016 წლის 09 სექტემბერს და გახდა სააქციო საზოგადოება, ხოლო 2017 წლის 17 მარტს შეიცვალა სახელი და ამჟამად არის ს.ს „კ------------ი“;
მოსარჩელემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, რომ მოპასუხე მ------------ეს (პ/ნ5---------0) აეკრძალოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა: მდებარე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ---------ში, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 3----------7; ასევე იშუამდგომლა მოპასუხე ნ---------–--ეს (პ/№5---------9) აეკრძალოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა: მდებარე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანში, ზონა: ჭიათურა 38, სექტორი: რგანი 05, კვარტალი: 33, ნაკვეთი: 067, საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 3----------7;
2018 წლის 26 მაისის განჩინებით ს.ს „კ------------ის“ (ს/კ 2-------8) წარმომადგენლის კ----------ას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე მ------------ეს (პ/ნ5---------0) აეკრძალა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა: მდებარე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ---------ში, ზონა: ჭიათურა 38, სექტორი: კაცხი 03, კვარტალი: 35, ნაკვეთი: 006, საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 3----------6 და მოპასუხე ნ---------–--ეს (პ/№5---------9) აეკრძალა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა: მდებარე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანში, ზონა: ჭიათურა 38, სექტორი: რგანი 05, კვარტალი: 33, ნაკვეთი: 067, საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 3----------7;
მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებს: ნ---------–--ეს (პ/ნ 5---------9), მ------------ეს (პ/ნ 5---------0) და ზ-------------ეს (პ/ნ 5---------8) ს.ს კ------------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 2015 წლის 11 მაისის N2-----------V სესხის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანების 1437.24 ლარის გადახდა (932.65 ლარი ძირი თანხა, 39.23 ლარი საპროცენტო სარგებელი, 39 ლარი - სადაზღვევო შენატანი; 426.36 ლარი პირგასამტეხლო);
მოსარჩელე ასევე ითხოვს ს.ს კ------------ის” სასარგებლოდ მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, საჯარო რეესტრის ამონაწერების განახლების ხარჯი 21 ლარის ოდენობით, საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის ხარჯი 42 ლარის ოდენობით;
ასევე მოსარჩელე ს.ს კ------------ის” სასარგებლოდ მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული წარმოების ხარჯი 250 ლარის ოდენობით;
2. მოსარჩელის პოზიცია
მოსარჩელე სს “კ------------ის“ წარმომადგენელმა კ----------ამ სასამართლოს მთავარ სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხეებზე 1347.29 ლარის სოლიდარულად დაკისრება, ასევე მოითხოვა, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, საჯარო რეესტრის ამონაწერების განახლების ხარჯი 21 ლარის ოდენობით, საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის ხარჯი 42 ლარის ოდენობით და მოსარჩელის მიერ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული წარმოების ხარჯი 250 ლარის ოდენობით;
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ნ---------–--ემ შესაგებლით სარჩელი სცნო ნაწილობრივ; სასამართლოს მთავარ სხდომაზე მთლიანად სცნო სასარჩელო მოთხოვნა და თანახმაა 1347.29 ლარის გადახდაზე;
2.2. მოპასუხე მ------------ემ და ზ--------------ემ შესაგებლით სარჩელი სცნეს ნაწილობრივ; ხოლო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მთლიანად სცნეს სასარჩელო მოთხოვნა და თანახმა არიან 1347.29 ლარის ლარის გადახდაზე;
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილია, რომ სს „კ------------ი“ რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში-საიდენტიფიკაციო ნომერი 2-------8;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი)
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
3.2. დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,,მ-----------------------------–---------ომ” განიცადა რეორგანიზაცია და შეიცვალა ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმა 2016 წლის 09 სექტემბერს და გახდა სააქციო საზოგადოება, ხოლო 2017 წლის 17 მარტს შეიცვალა სახელი და ამჟამად არის სს „კ------------ი“;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება ( იხ. სარჩელი)
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- ვებ გვერდის მონაცემები
3.3 2015 წლის 11 მაისს შ.პ.ს. ,,მ-----------------------------–---------ო”-სა და მოპასუხე ნ---------–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N2-----------V, რომლის საფუძველზეც ნ---------–--ემ აიღო სესხი მოსარჩელისაგან 6000 ლარის ოდენობით 24 თვით 2017 წლის 13 მაისის ჩათვლით; დავალიანება დღემდე დაფარული არაა;
2015 წლის 06 მაისს თავდებობის შესახებ განცხადებებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე მოპასუხეებმა ზ--------------ემ და ხოლო 2015 წლის 11 მაისს მ------------ემ იკისრეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი კრედიტორის წინაშე ნ---------–--ის მიერ სამომავლოდ ნაკისრ სასესხო ვალდებულებაზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება ( იხ.სარჩელი)
- სესხის ხელშეკრულება; თავდებობის ხელშეკრულება
- განხორციელებული ტრანზაქციების ამონაწერი
- ცნობა დავალიანების შესახებ
- მოპასუხის მიერ შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნის ცნობა ნაწილობრივ;
- მხარეთა განმარტებები;
3.4 მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელი აქვთ 1347.29 ლარი, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, საჯარო რეესტრის ამონაწერების განახლების ხარჯი 21 ლარის ოდენობით, საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის ხარჯი 42 ლარის ოდენობით და მოსარჩელის მიერ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული წარმოების ხარჯი 250 ლარის ოდენობით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება ( იხ.სარჩელი)
- სესხის ხელშეკრულება; თავდებობის ხელშეკრულება
- განხორციელებული ტრანზაქციების ამონაწერი
- ცნობა დავალიანების შესახებ
- მოპასუხის მიერ შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნის ცნობა ნაწილობრივ;
- მხარეთა განმარტებები;
-მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება სასამართლოს მთავარ სხდომაზე
-მოპასუხეთა ახსნა-განმარტება სასამართლოს მთავარ სხდომაზე;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, სს “კ------------ის“ სარჩელი ნ---------–--ის, მ------------ისა და ზ--------------ის მიმართ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე, 49-ე, 53-ე, 131-ე მუხლებით, სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 691-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოპასუხეებმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაზუსტებული სარჩელი ცნეს;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. მითითებული ნორმებიდან სახეზეა სესხის ხელშეკრულება (სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი ); მოსარჩელე მხარემ ვალდებულება შეასრულა და მოპასუხეს გადასცა სესხის თანხა; თავის მხრივ მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულება სესხისა და სარგებლის ვადაში დაბრუნების თაობაზე;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლების თანახმად, პირგასამტეხლოს გადახდის მიზანს წარმოადგენს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველი კონკრეტული ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერი უნდა იყოს, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი გადახდა ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის მაკომპენსირებელ ფუნქციას უნდა ასრულებდეს და, ამავდროულად, მხარეებს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან და დროულ შესრულებას აიძულებდეს.
პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მოვალემ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულება სრულად არ შეასრულა და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. აქვე, საგულისხმოა, რომ მოპასუხემ, როგორც აღინიშნა სასარჩელო მოთხოვნა ცნო; პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი არაა;
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს;
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად;
სამოქალაქო კოდექსის 896-ე მუხლის თანახმად თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.
სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე, განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, ამავე კოდექსის 2-ე ნაწილის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე, 39-ე, 49-ე, 83-ე, 131-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე - სს “კ------------ის“ (ს/კ 2-------8) სარჩელი მოპასუხეების ნ---------–--ის (პ/ნ 5---------9), მ------------ის (პ/ნ 5---------0) და ზ--------------ს (პ/ნ 5---------8) მიმართ დაკმაყოფილდეს.
2. ნ---------–--ეს (პ/ნ 5---------9), მ------------ეს (პ/ნ 5---------0) და ზ-------------ეს (პ/ნ 5---------8) - მოსარჩელე სს “კ------------ის“ (ს/კ 2-------8) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1347.29 (ათასამასორმოცდაშვიდი ლარი და ოცდაცხრათეთრი) ლარის გადახდა;
3. მოპასუხეებს, ნ---------–--ეს (პ/ნ 5---------9), მ------------ეს (პ/ნ 5---------0) და ზ-------------ეს (პ/ნ 5---------8) - მოსარჩელე - სს “კ------------ის“ (ს/კ 2-------8) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნახევარი 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით.
4. მოპასუხეებს, ნ---------–--ეს (პ/ნ 5---------9), მ------------ეს (პ/ნ 5---------0) და ზ-------------ეს (პ/ნ 5---------8) - მოსარჩელე - სს “კ------------ის“ (ს/კ 2-------8) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, საჯარო რეესტრის ამონაწერების განახლების ხარჯი 21 ლარის ოდენობით, საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის ხარჯი 42 ლარის ოდენობით;
5. მოპასუხეებს, ნ---------–--ეს (პ/ნ 5---------9), მ------------ეს (პ/ნ 5---------0) და ზ-------------ეს (პ/ნ 5---------8) - მოსარჩელე - სს “კ------------ის“ (ს/კ 2-------8) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული წარმოების ხარჯი 250 ლარის ოდენობით;
6. მოსარჩელე სს. ,,კ------------ს” (ს/კ 2-------8) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის ნახევარი 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით. (საგადახდო დავალება №226473; გადახდის თარიღი 23.05.2018წ; გადამხდელის ბანკი სს ”კ------------ი”; ბანკის კოდი JSCRGE22; მიმღების ბანკი სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22; გადამხდელის დასახელება: სს. ,,კ------------ი” (ს/კ 2-------8); სახელმწიფო ბაჟი ნ---------–--ის და სხვათა წინააღმდეგ სამოქალაქო საქმეზე;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში საჩხერის რაიონული სასამართლოს ჭიათურის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (ჭიათურა, გ. თხელიძის ქუჩა N 41).
მოსამართლე: დავით კეკენაძე