გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.08.2018
საქმის ნომერი
020210918002570502
კატეგორია
დავის ტიპი
ლიზინგი, ფრენშაიზინგი
თარიღი
01.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 02021091-002570502 (2/1500-1-)

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ლიზინგის საგნის გამცე-ის მფლობელობაში ლიზინგის

საგნის დაბრუნების შესახებ

 

01.0-.201- წელი ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

 

განმცხადებელი შპს ,,მ-----’’

წარმომადგენელი გვ--–-----–-ძე

 

მოპასუხე ჯე---–---------–---

 

მოთხოვნა - ლიზინგის საგნის გამცე-ის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნება

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

 

შპს ,,მ-----’’ ითხოვს მოპასუხე ჯე---–---------–---ს მიმართ ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების მიღებას.

 

განმცხადებელი მიუთითებს შე-დეგ ფაქტობრივ გარე-ოებებზე:

 

14.12.201- წ შპს ,,მ-----სა” და ჯე---–---------–---ს შორის დაიდო ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება №L------------2.

 

ლიზინგის საგანია ავტოსატრანსპორტო საშუალება - HO---, მოდელი F--, v--------- GD-------4 გამოშვების წელი 200-, ძრავის მოცულობა 133-, ფერი რუ----/8, რეგისტრაციის ნომერი: L-------F .

 

აღნიშნული ავტომანქანა განმცხადებელმა 5360 ლარად შეიძინა ჯე---–---------–---სათვის გადასაცე-ად.

 

მოპასუხეზე გაიცა ლიზინგის თანხა 3500 ლარის ოდენობით, თვეში 5.00%-ის დარიცხვით. კრედიტის ვადა განისაზღვრა 14.12.201- წლამდე. ლიზინგის თანხა უნდა დაფარულიყო ყოველთვიური 211.52 ლარის გადახდით, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

 

ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულია პირგასამტეხლო თანხის გადახდის ვადაგადაცილებისათვის.

 

მოპასუხის მიერ არ სრულდება ლიზინგის ხელშეკრულებების პირობები, გრაფიკის შესაბამისად არ დაუფარავს ლიზინგით გათვალისწინებული თანხა. დაირღვა მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკი.

 

30.07.201- წ მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება შეადგენს 3-33.64 ლარს.

 

ლიზინგის მიმღებს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინებები დავალიანების შესახებ და განესაზღვრა დამატებითი ვადა მის შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ.

 

განმცხადებელს გაღებული აქვს საპროცესო ხარჯები კერძოდ, გადახდილია სახ. ბაჟი 80.40 ლარი.

 

შპს ,,მ-----’’ ითხოვს სასამართლომ გამოსცეს ბრძანება ჯე---–---------–---ს მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების - HO---, მოდელი F--, v--------- GD-------4 გამოშვების წელი 200-, ძრავის მოცულობა 133-, ფერი რუ----/8, რეგისტრაციის ნომერი: L-------F დაბრუნების შესახებ.

 

განსახილველ განცხადებას მოთხოვნის უფლების არსებობისა და მისი დასაბუთებულების დასადასტურებლად თან ერთვის შე-დეგი მტკიცებულებები: ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, ცნობა დავალიანების შესახებ, ლიზინგის საგნის ნასყიდობის ხელშეკრულება, სარეგისტრაციო მოწმობა, პასპორტის ასლი, ამონაწერი რეესტრიდან, შპს ,,მ-----ს” მიერ გაცე-ული მინდობილობა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3091-3097-ე მუხლების საფუძველზე, განიხილა შპს ''მ-----ს'' განცხადება და თანდართული საბუთები და მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შე-დეგ გარე-ოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით, ლიზინგის გამცე-ი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს გადასცეს სარგებლობაში განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით. ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5805-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ლიზინგის გამცე-ს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს. ამავე კოდექსის 5806-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ლიზინგის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგის გამცე-ს უფლება აქვს, ქონება დაიბრუნოს მფლობელობაში და განკარგოს იგი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3092-ე მუხლის მოთხოვნებს, სახეზეა წამოყენებული მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები და არსებობს განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 3091-3097-ე მუხლებით

 

ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:

 

1.შპს ,,მ-----ს’’ განცხადება დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს ,,მ-----ს”-ს’ (ს/ნ 40-------) დაუბრუნდეს ლიზინგის საგანი - ჯე---–---------–---ს მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება HO---, მოდელი F--, v--------- GD-------4 გამოშვების წელი 200-, ძრავის მოცულობა 133-, ფერი რუ----/8, რეგისტრაციის ნომერი: L-------F .

 

3. ბრძანება აღსრულდეს დაუყოვნებლივ, რისთვისაც გაიცეს სააღსრულებო ფურცელი.

 

4. ჯე---–---------–---ს შპს ,,მ-----ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 80,40 ლარის გადახდა.

 

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, მისი ასლის მხარისათვის გადაცე-იდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა