განაჩენი

სისხლის სამართლის 19.07.2018
საქმის ნომერი
110100118002271746
დავის ტიპი
179 3 ბ , 179 2 ბ
თარიღი
19.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N1/18-2018

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 ივლისი, 2018 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაი---ული სასამართლოს მოსამართლე - ზ------ ბალავაძე

სხდომის მდივანი - თამარ გ--–-შვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ვ------- ნ-------;

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - თ-------- მ--–------ ძე შ------–--ე, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომ---- 2----------), ს-–----–-- გ------–---- მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: თ--------–-- რაი---ი, სოფელი თ-----, ამჟამად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის N2 დაწესებულების პატიმარი;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით);

 

ადვოკატი - ა-–---------- თ-----–-–---–-;

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2017 წლის 18 იანვარს, დაახლოებით 21:30 საათზე, თ--------–-- რაი---ის სოფელ თ----ში, ცეცხლსასროლი იარაღებით შეირაღებული თ-------- შ------–--ე და ჯერჯერობით გამოძიებით დაუდგენელი მისი თანამზრახველი, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით თავს დაესხნენ თ--------–-- რაი---ის სოფელ თ----ში მდებარე, მ----- შ------–--ის საცხოვრებელ სახლს, სადაც ამ უკანასკნელთან ერთად იმყოფებოდა მისი დედა ჟ--–---- ც---–----. თ-------- შ------–--ე და მისი თანამზრახველი 40 წუთის განმავლობაში ცემდნენ მ----- შ------–--ეს, ბლაგვ საგანს ურტყამდნენ თავის არეში, ხელის ფრჩხილებში ურჭობდნენ ნემსებს და ითხოვდნენ ფულს. ამ დროს სახლში დაბრუნდა მ----- შ------–--ის და - ლ------ შ------–--ე, რომელსაც, ასევე, თავდამსხმელებმა დაუწყეს ცემა და არ მისცეს სახლში შესვლის შესაძლებლობა. ამით ისარგებლა მ----- შ------–--ემ და გადახტა ოთახში არსებული ფანჯრიდან ეზოში, რის შემდეგაც თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. თ-------- შ------–--ემ და მისმა თანამზრახველმა, განხორციელებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, შ------–--ეების ოჯახიდან გაიტაცეს თანხა 280 ლარისა და 180 აშშ დოლარის ოდენობით, 350 ლარად ღირებული ორლულ--ნი სანადირო თოფი და ოქროს სამკაულები. საერთო ჯამში კი დაზარალებულებს მიადგათ 6910 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით:

 

2. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ლ------ შ------–--ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 18 იანვარს გავიდა შვებულებაში და წავიდა სოფელ ვარდიგორაში, დედასთან და ძმასთან, მისახმარებლად. დილით, ძმა - მ----- შ------–--ე საზანოს ბაზარში ნახა, სადაც ივაჭრეს სახლისთვის და შემდეგ წავიდნენ სახლში. სახლში მისულებმა, იმუშავეს, შეასრულეს სახლის სამუშაოები და საღამოს, დაღლ--–- მ----- შ------–--ე წამოწვა საწოლზე და უთხრა, რომ დაღლ--–- იყო, დაისვენებდა და საინფორმაციოს უყურებდა. თავად ლ------ კი, წავიდა მეზობელ ე----- კ--------ესთან სერიალ „----------“ საყურებლად, დაახლოებით 20:30 საათზე. როდესაც სერიალი დამთავრდა, დაახლოებით 22:00 საათზე, დაბრუნდა სახლში. სახლის კიბეებზე ასულმა, გაიგონა „ბურდღუნის“ ხმა, რა დროსაც დაიძახა მ-----მა „დაია მოხვედი“. აღნიშნულზე, ოთახიდან გამოვარდა ორი ყაჩაღი, რომლებმაც დაუწყეს უმოწყალო ცემა, კერძოდ ურტყამდნენ თავისა და სხეულის არეში, ხელებს, „აბრეზებს“, ფეხებს. ერთი ყაჩაღი შეეშვა მას, შევიდა სახლში და მ-----ს ჩაარტყა თავში „აბრეზი“, შემდეგ გავიდა უკან და ისევ დაუწყეს ცემა. როდესაც აივანზე მხოლოდ ერთ თავდამსხმელთან ერთად იმყოფებოდა, შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია მისთვის, რა დროსაც ყველის ჩასაწყობი ჭურჭელი, რომელიც იდო აივანზე დაარტყა, რა დროსაც თავდამსხმელი მიეჯახა მაცივარს. ასევე, დაარტყმევინა მაცივარზე თავი. წინააღმდეგობის გაწევისას, ასევე, უკბინა ხელის თითზე. მისი ცემის დროს, ძმამ - მ----- შ------–--ემ გაითავისუფლა შეკრული ხელ-ფეხი და ფანჯრიდან გადახტა გარეთ. ფანჯრების გაღებისას, გაისმა ძლიერი მტვრევის ხმა, იფიქრა, რომ ჭერი ჩამოინგრა ანდა კიდევ თავდამსხმელები დაესხნენ თავს. როდესაც ყაჩაღები წავიდნენ, ძალ--ნ ცუდ მდგომარეობაში მყოფი, ცდილობდა ადგომას, თუმცა ვერ დგებოდა და ეცემოდა ღონგამოცლ--–-. თვალებიდან ვერ იხედებოდა, ვინაიდან დასიებული ჰქონდა. როდესაც ცოტათი გაუარა დასიებამ, ცალი თვალით გამოიხედა, მიხვდა, რომ დაბრმავებული არ იყო და ფორთხვით შეეცადა გარეთ გასვლას და დასახმარებლად მეზობლის მოხმობას. გადავიდა ე----- კ--------ესთან და უხმო საშველად, უთხრა, რომ ძმა მოუკლეს. აღნიშნულზე, შეიკრიბნენ მეზობლები და საუბარში გაიგო მ-----ის ხმა, რომელიც ცოცხალი იყო. ადგილზე მივიდა პოლიცია და სასწრაფო დახმარება. ნაცემებს, გაუწიეს დახმარება, გაუკეთეს გამაყუჩებლები, ვინაიდან იყვნენ ცუდ მდგომარეობაში, აწუხებდათ ტკივილები. სასწრაფოს მიერ მ-----ი და ლ------ გადაყვანილი იქნა თ--------–-- საავადმყოფოში, სადაც მ-----ს გაეწია დახმარება, ხოლო თვითონ ლ------ გადაყვანილი იქნა ქუთაისში, კლინიკურ საავადმყოფოში, საიდანაც გამოწერეს მეორე დღეს. დაზარალებულის განმარტებით, ყაჩაღების მიერ მისი სახლიდან წაღებული იქნა დედამისის კუთვნილი ოქროულობა - ბაჯაღლოს ბეჭედი და ოქროს, ე.წ. „ბოჭკა“ ბეჭედი, მისი კუთვნილი 30 გრამიანი გრეხილი ცეფი, ცეფი სამ გრამიანი, ღვთისმშობლის მედალი---ი, 15 გრამიანი, ძველებური ოქროს ბეჭედი 3 გრამამდე, “583 პრობი”, მისი ძმის კუთვნილი სანადირო თოფი, თანხა 180 აშშ დოლარი და 280 ლარი. საფულე, რომელიც იდო დედამისის საწოლთან და რომელშიც მოთავსებული ჰქონდა პირადობის მოწმობა, ფეროს საშვი, დედამისის პირადობის მოწმობა, პლასტიკური ბარათი და სახლის გასაღები. საერთო ჯამში, ყაჩაღობის შედეგად მიადგათ 6910 ლარის ზიანი. მისივე განმარტებით, თავდამსხმელებიდან ერთი იყო მაღალი და სუსტი, მეორე კი ს-–----–-- სიმაღლის, დაახლოებით 175 სმ სიმაღლის. მაღალს, რომელიც მას თავზე ადგა, ეცვა შავი ტყავის ქურთუკი და ეკეთა შავი ხელთათმანი, ასევე სახეზე ეკეთა შავის ფერის ქუდი, თვალებზე ამოჭრილი, ე.წ. „ნიღაბი“. სწორედ მას უკბინა ხელის თითზე წინააღმდეგობის გაწევისას. ასევე, როდესაც თავი მიარტყმევინა მაცივარზე, სწორედ მას გადაუვარდა თვალი და ჩამოეფარა ნიღაბი. თავდასხმის შემდეგ, ის და მისი ძმა დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდნენ, თავად კი დღემდე მკურნალობს, ვინაიდან იყო ძალ--ნ ნაცემი და დღემდე, სიცხესა თუ სიცივეში, სახის არეში აწუხებს ტკივილები.

 

3. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა მ----- შ------–--ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 18 იანვარს, დილით, ადრიანად იყო ბაზარში, სადაც ასევე, მივიდა მისი და - ლ------ შ------–--ე. ერთად დაბრუნდნენ სახლში და მთელი დღის განმავლობაში აკეთებდნენ საოჯახო საქმეებს. საღამოს საათებში, დაღლ--–- წამოწვა საწოლზე და უყურებდა ტელევიზორს, ხოლო ლ------ გადავიდა მეზობელთან სერიალის საყურებლად. წამოწოლილს, ჩაეძინა. რამდენიმე ხანში გააღვიძა ძლიერმა დარტყმამ, რა დროსაც გადავარდა საწოლიდან. როდესაც თვალი გაახილა, დაინახა ორი პირი, თავდამსხმელები, რომლებმაც შეუკრეს ხელ-ფეხი და დაუწყეს ცემა ხელებით, ფეხებით და „აბრეზებით“, ასევე ხელის თითებში უყრიდნენ „შპრიცებს“, თხოვდნენ ფულს. მისი მითითებით, დედამისმა თავდამსხმელებს მისცა ორი ცალი ბეჭედი, ერთი ბაჯაღლოს, ხოლო მეორე ოქროს, ე.წ. „ბოჭკა ბეჭედი“. როდესაც თავდამსხმელები იმყოფებოდნენ მასთან, სახლში მივიდა და - ლ------ შ------–--ე, რა დროსაც დაიძახა „დაია მოხვედი“. აღნიშნულზე, ყაჩაღები გავიდნენ გარეთ და ლ------- დაუწყეს ცემა. ამ დროს, ერთი თავდამსხმელი შებრუნდა უკან სახლში და სასიკვდილოდ, ძლიერად ჩაარტყა „აბრეზი“ კეფის არეში, რა დროსაც გახდა ცუდად. როდესაც თავდამსხმელი გავიდა უკან, აივანზე, ლ------სთან, იხელთა დრო, გაითავისუფლა ხელ-ფეხი, გაანგრია ფანჯარა და გადახტა გარეთ. მივიდა ნათლიმამასთან გ-- გ--------ესთან და სთხოვა დახმარება, გამოეძახა სასწრაფო. უნდოდა უკან დაბრუნება, ეგონა, რომ დედა მოუკლეს, რა დროსაც გაიგონა ლ------ს ხმა, რომელიც იძახდა ძმა მომიკლესო. მათთან სახლში მივიდა პოლიცია და სასწრაფო დახმარება. გაუწიეს დახმარება, გაუკეთეს გამაყუჩებლები და გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც აღმოუჩინეს შესაბამისი დახმარება. დაზარალებულის განმარტებით, ყაჩაღობის შედეგად სახლიდან წაღებული იყო დედამისის კუთვნილი ორი ცალი ბეჭედი, ერთი ბაჯაღლო, ხოლო მეორე ოქრო ე.წ. „ბოჭკა ბეჭედი“. მისი დის კუთვნილი ოქროს ნივთები (ზუსტად რა ნივთები არ იცის), ფული 180 აშშ დოლარი, 280 ლარი. მისი კუთვნილი ორლულ--ნი სანადირო თოფი, ასევე, ლ------ს საფულე, რომელშიც სხვადასხვა ნივთებთან ერთად მოთავსებული იყო ლ------ს და დედამისის პირადობის მოწმობები, საპენსიო ბარათი და გასაღები. საერთო ჯამში მიადგათ 6910 ლარის ზიანი. მისივე განმარტებით, მეორე დღეს, 19 იანვარს, გამომძიებლებთან და ექსპერტებთან ერთად მონაწილეობა მიიღო დამატებით დათვალიერებაში, რა დროსაც, სახლიდან მოშორებით ნანახი და ამოღებული იქნა ქუდი, ე.წ. „ნიღაბი“, რომელსაც თვალები ამოჭრილი ჰქონდა. შესაბამისი ოქმი დადასტურებული აქვს ხელის მოწერით. ნიღაბს არავინ მიჰკარებია ექსპერტების გარდა. სწორედ მათ მოახდინეს ნიღაბის დასურათება, აიღეს და მოათავსეს პაკეტში.

 

4. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ჟ--–---- ც---–----მ განაცხადა, რომ 2017 წლის 18 იანვარს იმყოფებოდა სახლში, ხოლო შვილი მ----- შ------–--ე, დილითვე, ადრიანად წავიდა ბაზარში. როდესაც მ-----ი დაბრუნდა, მალევე მას მიჰყვა ლ------ შ------–--ე, რომელიც შვებულებაში გავიდა, მ-----ისთვის მოსახმარებლად. მ-----იმ საოჯახო საქმეები გააკეთა, რის გამოც დაღლ--–- იყო და საღამოს წამოწვა, ხოლო ლ------ს უთხრა მწვანილი გადაეტანა ე-----თან. მ-----ი თავის საწოლზე იწვა, ხოლო თვითონ თავისზე, აღმოსავლეთ მხარეს. ორივეს ჩაეძინათ. ჩაძინებულზე, ჩაესმა ყვირილის ხმა, „დედა მიშველე, დედა მკლავენ“. როდესაც თვალი გაახილა, დაინახა, რომ მ-----ი იატაკზე იყო გადმოგდებული. ორი თავდამსხმელი იყო, ჩანთით, რომელშიც მოთავსებული ჰქონდათ თოფები და რომლებიც ითხოვდნენ ბევრ ფულს. როდესაც ვერ ნახეს ფული, მ-----ს შეუკრეს ხელ-ფეხი და დაუწყეს ცემა. ბალიშის ქვემოდან, სადაც შენახული ჰქონდა ოქრო, თავდამსხმელმა აიღო ოქრო, ასევე, აიღო ლ------ს კუთვნილი ჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო ფული, ოქრო, საბუთები და გასაღები. ასევე, წაიღეს მ-----ის კუთვნილი ორლულ--ნი თოფი. გაჭრეს მუთაქები, რადგან ეძებდნენ ფულს. თავდამსხმელთაგან ერთ-ერთმა უთხრა ნუ ეშინოდა, ხმა არ ამოეღო და არ მოკლავდნენ. რამდენიმე ხანში, სახლში მივიდა ლ------, რომელსაც მ-----იმ საშველად უხმო. აღნიშნულზე, თავდამსხმელები გავიდნენ გარეთ და ლ------ს დაუწყეს ცემა. თავად არ დაუნახავს ცემის ფაქტი, თუმცა ესმოდა ლ------ს ხმა, „დედა მიშველე, მიშველეთ, მკლავენ, ნუ მომკლავთ, აგერაა ყველაფერი და წაიღეთ“. სანამ თავდამსხმელები ლ------ს ცემდნენ, მ-----მა იხელთა დრო, გაითავისუფლა ხელ-ფეხი, წამოდგა, დახტა მაგიდაზე, გაანგრია ფანჯარა და გადახტა გარეთ. ფანჯრები მიეხეთქა ბეტონის კედლებს, რამაც გამოიწვია ძლიერი - მეხის გავარდნის ხმა, რაზეც შეშინდნენ თავდამსხმელები და გაიქცნენ. დაზარალებულის განმარტებით, თავდამსხმელებს ნიღბები ეკეთათ და მათი სახე არ დაუნახავს. თავდამსხმელების წასვლის შემდეგ ადგილზე მივიდა პოლიცია და სასწრაფო დახმარება. სასწრაფომ წაიყვანა მ-----ი და ლ------. მისულმა პოლიციელებმა უთხრეს, რომ აღწერა უნდა გეკეთებინათ, რასაც იგი დასთანხმდა. როდესაც პოლიციელები იქ იყვნენ, ადგა ფეხზე და ნახა კედლებზე არსებული სისხლი. სისხლის ლაქები, ასევე, იყო ოთახის შუაგულშიც. დაზარალებულის განმარტებით, პოლიციელებმა მას ყველაფერი გააცნეს, როგორც წესი იყო.

 

5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა---------– გ--------ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს თ--------–-- რაი---ის სოფელ თ----ში, მ----- და ლ------ შ------–--ეების მეზობლად. 2017 წლის 18 იანვარს, საღამოს საათებში, როდესაც იმყოფებოდა სახლში, მასთან მივიდა მ----- შ------–--ე, რომელიც იყო ცუდ მდგომარეობაში, ნაცემი და სთხოვა დახმარება. უთხრა, რომ თავს დაესხა ორი ყაჩაღი, რომლებმაც სცემეს, აწამეს, თითებში ნემსები გაუყარეს. მისი და - ლ------ ყავდათ სახლში დატოვებული და იმას აწამებდნენ. როდესაც ყაჩაღები ლ------ს სცემდნენ, იხელთა დრო და გაიქცა. ა.გ--------ემ დარეკა 112-ში და ითხოვა დამხარება. რამდენიმე ხანში, ასევე გაიგო ლ------ს ხმა (რომელიც ასევე ცუდად გამოიყურებოდა), რომელმაც თქვა, რომ ჟ--–---- ც---–---- დარჩა ყაჩაღებთან. აღნიშნულზე, მ-----ი წავიდა დედის დასახმარებლად. მოწმის განმარტებით, როგორც მ----- შ------–--ისგან იცის, ყაჩაღი ორი იყო, მათ ჰქონდათ ე.წ. „აბრეზები“ და სახეზე “მასკები“ ეკეთათ.

 

6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე----- კ--------ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს თ--------–-- რაი---ის სოფელ თ----ში. 2017 წლის 18 იანვარს, საღამოს საათებში იმყოფებოდა სახლში და ლ------ შ------–--ესთან ერთად უყურა სერიალს, რომელიც დაიყო 21:00 საათზე და დამთავრდა 22:00 საათზე. დასრულების შემდეგ, ლ------ წავიდა სახლში, თუმცა დაახლოებით 10-15 წუთში დაბრუნდა უკან და შველას ითხოვდა, „მაყაჩაღებენო“, იყო ნაცემი, დასიებული სახით, სისხლ--ნი, ფეხზე ვერ დგებოდა. მოწმის განმარტებით, ლ------მ მას უთხრა, რომ მ-----ი იყო დარჩენილი ყაჩაღებთან, „ძმას მიკლავენ და გამოდით, მიშველეთო“. აღნიშნულზე, ე.კ--------ე, დასახმარებლად წავიდა ა----- გ--------ის სახლში, სადაც მას დახვდა მ----- შ------–--ე, ნაცემი, აკანკალებული და ფეხშიშველი. როგორც გაიგო, როდესაც თავდამსხმელები ლ------ს სცემდნენ, მ-----იმ გაითავისუფლა (აიწყვიტა) ხელები, უკანა ფანჯრიდან გადახტა და მივიდა ა.გ--------ესთან. მოწმის განმარტებით, როდესაც ლ------ საავადმყოფოდან სახლში დაბრუნდა და მას ნემსებს უკეთებდა, უთხრა, რომ ერთი თავდამსხმელი მაღალი იყო, ხოლო მეორე დაბალი და ერთ-ერთს თვალი სტკიოდა. როდესაც თავი მაცივარზე მიარტყმევინა, „თვალი გადაუვარდა და ქუდი ჩამოეფარა“. ასევე, ერთერთ თავდამსხმელს უკბინა თითზე. მოწმის განმარტებით, როდესაც ლ------მ მას აღნიშნული მოუყვა, უკვე დაკითხული იყო და შესაბამისად, გამოძიებაში ამ განმარტებას ვეღარ გააკეთებდა. გამოძიებაში კი, მხოლოდ ერთხელ აქვს მიცემული ჩვენება.

 

7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბ---- ბ--------ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს თ--------–-- რაი---ის სოფელ თ----ში, მ----- და ლ------ შ------–--ეების მეზობლად. 2017 წლის 18 იანვარს იმყოფებოდა სახლში. დაახლოებით 23:00 საათისათვის, მას ტელეფონზე დაურეკა მეზობელმა ა----- გ--------ემ და უთხრა, რომ მ----- შ------–--ე იყო დაყაჩაღებული. ის დახვდა სკოლასთან სასწრაფოს მანქანას და მიიყვანა შ------–--ეების სახლში, სადაც ნახა ნაცემი ლ------ და მ----- შ------–--ეები. მოწმის განმარტებით, იცის, რომ ყაჩაღობის შედეგად წაღებული იქნა ოქროს ნივთები. ასევე, მ-----ისგან იცის, რომ ნიღაბი, მინდორზე, ქვევით მხარეს იქნა ნანახი პოლიციის მიერ. მისივე განმარტებით, სადაც ნიღაბი იქნა ნანახი, იმ გზით თ--------ს სახლამდე მისვლას, დაახლოებით 20-25 წუთი უნდა ფეხით, ხოლო ბიძამისის (თ--------ს ბიძა) - გ------- გ--------ის სახლამდე კი, 30 წუთი. მოწმის განმარტებით, როგორც ლ------სგან იცის, მ-----ი სახლში, შიგნით ყავდათ ყაჩაღებს. როდესაც მივიდა მეზობლისგან, ხმაური არ ყოფილა. შეაღო კარები და შეეჩეხა პირდაპირ ყაჩაღებს. ლ------ს ყაჩაღები გარეთ გამოყვნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ. ამ დროს მ-----იმ იხელთა დრო და ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა. მ-----ი რომ გაიცა, მერე ყაჩაღებმა ლ------ც მიატოვეს და გაიქცნენ. მ-----ისგან იცის, რომ ყაჩაღებიდან, ერთი მაღალი იყო და მეორე დაბალი, ბიჭები იყვნენ. მ-----ს ეძინა საწოლზე, როდესაც თავზე დაადგნენ. თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ, რომელიც თვალებზე იყო ამოჭრილი.

 

8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ხ------- თ--------ემ განაცხადა, რომ არის ლ------ და მ----- შ------–--ეების დისშვილი. 2017 წლის 18 იანვარს, იმყოფებოდა სახლში, სოფელ დიმში, რა დროსაც, დაახლოებით 22:30 საათზე ტელეფონზე დაურეკა ლ------მ და უთხრა, რომ დააყაჩაღეს და ჩასულიყო. როდესაც ჩავიდა სოფელ თ----ში, ადგილზე პოლიცია და სასწრაფოს მანქანა იყო. ცდილობდა სახლში შესვლას, თუმცა არ მისცეს ამის უფლება. რამდენიმე ხანში მ-----ი და ლ------ წაიყვანა სასწრაფომ. გამოსვლისას დაინახა ისინი, რომლებიც ნაცემები და დაზიანებულები იყვნენ. როდესაც პოლიცია მორჩა ადგილზე სამუშაოების შესრულებას, მხოლოდ შემდეგ მისცეს ოთახში, ბებიასთან შესვლის უფლება, რომელიც აღელვებული, შეშინებული და ცუდ მდგომარეობაში იყო. უთხრა, რომ ყაჩაღები ბალიშს ადებდნენ თავზე, ეუბნებოდნენ გაჩუმებულიყო, თორემ მოკლავდნენ. ვინაიდან ბებია მარტო იყო, დარჩა მასთან და შეკითხვები არ დაუსვამს მისთვის. მეორე დღეს, დილით, დაინახა უცხო პირი, რომელიც მიდიოდა საზანოს მიმართულებით, მინდორზე, ჯიბეებში ხელჩაწყობილი. აღნიშნულის შესახებ მოახსენა პოლიციელებს, რომლებიც მეორე დღეს მივიდნენ მათთან სახლში. მ----- შ------–--ე, მეორე დღეს, დილით, დაბრუნდა სახლში, ხოლო ლ------ საღამოს.

 

9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–- შ------–--ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს თ--------–-- რაი---ის სოფელ თ----ში, ლ------ და მ----- შ------–--ეების მეზობლად. 2017 წლის 19 იანვარს იმყოფებოდა სახლში, აკეთებდა საოჯახო საქმეებს. დილის საათებში, მასთან მივიდნენ მ--–---- და თ-------- შ------–--ეები, და „------“. სთხოვეს საქონლის აწონვა, რასაც დათანხმდა. საქონლის აწონვის დროს, მ--–----მა უთხრა, რომ „მ-----ის ოჯახი დაუყაჩაღებიათ და რამე ხო არ იციო“, რაზეც უარით უპასუხა, ვინაიდან არაფერი იცოდა. მოწმის განმარტებით, არც დაკვირვებია თ--------ს ხელზე ბინტი ან რამე დაზიანება თუ ჰქონდა.

 

10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ--- გ--------–---–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 19 იანვარს იმყოფებოდა გ--–- ჭ---------ასთან პირუტყვის შესაძენად, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ თანხაზე და არ იყიდა. აღნიშნულის შემდეგ მივიდა მ--–---- შ------–--ის ოჯახში, ვინაიდან იცოდა, რომ ისიც ახდენდა პირუტყვის რეალიზაციას. მ--–----თან და თ--------სთან ერთად მივიდა ლ-–- შ------–--ის ოჯახში პირუტყვის ასაწონად, სადაც თქვა, რომ მ----- შ------–--ე იყო დაყაჩაღებული, აღნიშნულის შესახებ კი თავად გაიგო გ--–- ჭ---------ასგან. პირუტყვის აწონვის შემდეგ, შ------–--ეებს გადასცა შეთანხმებული თანხა, 2000 ლარის ოდენობით. მოწმის განმარტებით, მას თ--------ს ხელზე ან სახეზე დაზიანება არ შეუმჩნევია, თ-------- ჩვეულებრივად იყო.

 

11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------ ჩ-------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 19 იანვარს, გ--- გ--------–---–თან ერთად იმყოფებოდა გ--–- ჭ---------ასთან პირუტყვის შესაძენად, თუმცა ვინაიდან ვერ შეთანხმდნენ თანხაზე, აღარ იყიდეს. აღნიშნულის შემდეგ გაიარეს თ--------ს ოჯახში და შეიძინეს ორი სული პირუტყვი, რომელიც აწონეს ლ-–- შ------–--ის ოჯახში. იქ ყოფნის დროს, მან და გ---მ თქვეს მ----- შ------–--ის დაყაჩაღების შესახებ, რომელიც თავის მხრივ გაიგეს გ--–- ჭ---------ასგან. ორ სულ პირუტყვში, აწონვის შემდეგ გადაიხადეს 2000 ლარი. მოწმის განმარტებით, მას ყურადღება არ მიუქცევია თ--------ს ემჩნეოდა თუ არა ნაიარევი.

 

12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- კ---------ემ განაცხადა, რომ არის თ-------- შ------–--ის მეგობარი და დაახლოებით 3 წელ-- იცნობს მას. დაახლოებით 2016 წლის ნ---მბერში, თ--------ს თხოვნით აიღო ორი ონლაინ სესხი, თითო 250 ლარის ოდენობით. ასევე, იმავე თვეში, საუბარი ჰქონდათ ოქრომჭედელთან დაკავშირებით, კერძოდ თ--------მ ჰკითხა იცნობდა თუ არა ვინმე ოქრომჭედელს, ვინაიდან შესაძლოა დასჭირვებოდა. იმავე წლის დეკემბრის თვეში, თ--------ს ნათესავ ლ-–- ბ-------ესთან შეხვდა, სადაც თ--------მ მას გადასცა ერთი ონლაინ სესხის დასაფარი, ხოლო მეორე ონლაინ სესხის გადასავადებელი თანხები. ასევე, იქვე ისაუბრეს ოქრომჭედელზე და ოქროს გადასადნობ ე.წ. „პრიმუსის“ შეძენაზე და ოქროს გადადნობაზე ე.წ. „პრიმუსით“. 2017 წლის იანვარში, ვინაიდან მეორე სესხს უწევდა დაფარვა, „---------“ გვერდით შეეხმიანა თ--------ს და შეთანხმდნენ, რომ მეორე დღეს, 19 იანვარს გ.კ---------ე იქნებოდა ზესტაფონში, მანქანის გასაკეთებლად და იქ გადასცემდა თანხას. მართლაც, დანიშნულ დღეს შეხვდა თ--------ს ქ.ზესტაფონში, რა დროსაც მას გადასცა თანხა 170 აშშ დოლარის ოდენობით. შეთანხმდნენ, რომ ზედმეტ თანხას უკან დაუბრუნებდა. მართლაც, მეორე დღეს, სამსახურში მიაკითხა თ--------მ და გადასცა ზედმეტად მორჩენილი თანხა. აღნიშნულის შემდეგ, მოხდა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რასთან დაკავშირებითაც პრეტენზია არ გააჩნია. ასევე, მისი თანხმობით ამოიღეს მინაწერები და ჩამოართვეს თანხა, რაც ჰქონდა. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა მოწმის მიერ გამოძიებაში, 2017 წლის 22 იანვარს მიცემული ჩვენების ნაწილი, სადაც მითითებულ-- 1) „როგორც მივხვდი, მას იმ დროისათვის ოქრო არ ჰქონდა და როდესაც ექნებოდა მაშინ დასჭირდებოდა ოქრომჭედელი“; 2) „მიპასუხა, რომ ურჩევნოდა ერთ ოქრომჭედელთან ჰქონოდა კავშირი, რადგან პერიოდულად დასჭირდებოდა მასთან გადამდნარი ოქროს ჩაბარება“; 3) „კიდევ ჰქონდა თანხა, რადგან რამოდენიმე ოცლარიანი დავინახე, დოლარი იყო თუ არა არ შემიმჩნევია, როგორც ჩანს ლარი არ ყოფნიდა და მაგიტომ მომცა დოლარი დასახურდავებლად“. პროკურორის შეკითხვაზე, მოწმემ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები. მოწმის განმარტებითვე, 2016 წლის ზაფხულში, მას თ-------- შ------–--ემ ასესხა თანხა 900 აშშ დოლარის ოდენობით. თ-------- აგროვებდა მოტოციკლეტისთვის თანხას. მისივე განმარტებით, როდესაც თ--------ს მისი ვალი ჰქონდა, ამ უკანასკნელმა მას უთხრა, რომ ხელფასი რომ ვერ აეღო დროზე, დოლარი ჰქონდა და იმით გაისტუმრებდა.

 

13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ქ-----–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ქ.ზესტაფონში, ბაზრის წინ მდებარე პროფილაქტიკაში. გ------- კ---------ე ეკუთვნის მამიდაშვილად. 2017 წლის 19 იანვარს, გ.კ---------ემ მასთან შეაკეთა ავტომანქანა „ჰონდა“. ვინაიდან თვითონ აკეთებდა მანქანას, გ-------სთან მისული ვინმე, არ დაუნახავს.

 

14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ-----–---- ბ--–-------ემ განაცხადა, რომ 2014 წლიდან, 2018 წლამდე მუშაობდა თ--------–-- მ----ს წარმომადგენლად ზედა საზანოში. 2018 წლის 3 იანვარს, გამომძიებელ გ.მ--------სთან ერთად მონაწილეობა მიიღო ადგილმდებარეობის დათვალიერებაში, რა დროსაც გაზომილი იქნა მანძილი, გ------- გ--------ის სახლიდან, დაზარალებულების სახლამდე, მოკლე გზით და შემდეგ, დაზარალებულების სახლიდან, გ------- გ--------ის სახლამდე, გრძელი გზით. აღნიშნულის თაობაზე შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, რაც დადასტურებული აქვს ხელის მოწერით.

 

15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა-–---–- დ----ემ განაცხადა, რომ მუშაობს თ--------–-- რაი---ულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ გამომძიებლად. სამმართველოში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გამომძიებელ გ.მ--------სთან და ზ.ა----–--ესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო გ.გ--------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებული იქნა ერთლულ--ნი თოფი და მობილური ტელეფონი. ადგილზე მისულებს, სახლში დახვდათ გ.გ--------ე, რომელსაც გამომძიებელმა გ.მ--------მ გააცნო მისი უფლება-მოვალეობები, დადგენილება და გ.გ--------ის თანხმობით ჩატარებული იქნა ჩხრეკა. შენიშვნა ან პრეტენზია ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით გ.გ--------ეს არ ჰქონია.

 

16. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ----- ა----–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს თ--------–-- რაი---ულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ გამომძიებლად. სამმართველოში მიღებული ოპერ----ული ინფორმაციის საფუძველზე, გამომძიებელ გ.მ--------სთან და ა.დ----ესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო გ------- გ--------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებული იქნა სანადირო თოფი და მობილური ტელეფონი. ადგილზე მისულებს, დახვდათ გ.გ--------ე, რომელსაც გამომძიებელმა გ.მ--------მ გააცნო უფლება-მოვალეობები და დადგენილება.

 

17. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ--- ტ--–--–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობდა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოში, უბნის ინსპექტორ გამომძიებლად. 2017 წლის 22 იანვარს, თანამშრომლებთან დ.ხ---–------ესთან და გ.მ-------ესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ქ.ქუთაისი, მ------–-–---–-- ქ--------ში მცხოვრებ თ-------- შ------–--ის დროებითი საცხოვრებელის სახლის ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებული იქნა ფული, ოქროს ნივთები, ე.წ. „ლეპტოპი“ და მობილური ტელეფონი. ადგილზე მისულებს სახლში დახვდათ თ.შ------–--ე და მისი და. გამომძიებელმა, თ.შ------–--ეს გააცნო მისვლის მიზეზი, უფლება-მოვალეობები და დადგენილება. თ.შ------–--ის თანხმობით ჩატარებული იქნა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა და შენიშვნა, შესწორება ან პრეტენზია არ განუცხადებია. მოწმის განმარტებით, ჩხრეკისას, ოქროს ნივთებთან დაკავშირებით ს.შ------–--ემ განმარტა, რომ გარკვეული ნივთები (რომლებიც იყო შეფუთვაში) შეიძინა „------- მ---––-“, ხოლო ერთი ბეჭედი (რომელიც არ იყო შეფუთვაში) იყო ბებიისგან შთამომავლობით მიღებული. ჩხრეკის ჩატარების დროს, ს--–---ე შ------–--ე ცუდად არ გამხდარა, არც სასწრაფოსთვის გამოუძახიათ და არ წყლის საშუალებით ს--–---ეს მოსულიერება გამხდარა საჭირო.

 

18. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს, სხდომაზე დაკითხულმა მოწმე გ------- მ-------ემ.

 

19. სასამართლოს სხდომაზე მოწმეების სახით დაკითხულმა გ------- ზ-----–---–მა და ო---- ს--–----ემ განაცხადეს, რომ მუშაობენ იმერეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებად. 2017 წლის 22 იანვარს, გამომძიებელ გ.მ-------სთან ერთად მონაწილეობა მიიღეს თ-------- შ------–--ის ავტომანქანის ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებული იქნა რკინის დეტალი (გასაშლელი, ხელკეტის მაგვარი), ტელეფონი, სიმ-ბარათის ჩარჩო და დოკუმენტაცია. გამომძიებელ გ.მანაგაძის მიერ თ.შ------–--ეს გაეცნო მისი უფლება-მოვალეობები, დადგენილება და თ.შ------–--ემ თანხმობა განაცხადა ჩხრეკის ჩატარებაზე. ჩხრეკის დასრულების შემდეგ, მანქანა გადაყვანილი იქნა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში და დაილუქა. თ.შ------–--ეს პრეტენზია და შენიშვნა ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს.

 

20. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შ--–-- გ-----–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს თ--------–-- რაი---ულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2017 წლის 21 და 27 იანვარს მიიღო ოპერ----ული ინფორმაცია, რაც თავის მხრივ პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას. ასევე, პატაკში მითითებული ოპერ----ული ინფორმაციის ირგვლივ, გამოიკითხა მოწმის სახით.

 

21. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ----- ა-------–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დეტექტივების სამმართველოს გმს განყოფილებაში, გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მონაწილეობა აქვს მიღებული ამოღებული ნივთების გახსნაში, დათვალიერებაში და ამოცნობაში. დეტალურად, წარდგენილი ნივთები, მიმდინარეობა და სხვა გარემოებები არ ახსოვს, აღნიშნულის შესახებ მითითებული იქნება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ოქმებში.

 

22. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- მ-------მ განაცხადა, რომ მუშაობს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის სამმართველოში, გმს განყოფილებაში, დეტექტივ-გამომძიებლად. 2017 წლის 22 იანვარს, თანამშრომლებთან გ.ზ-----–---–თან და ო.ს--–----ესთან ერთად ჩაატარა თ-------- შ------–--ის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი, ხელკეტი და საბუთები. ჩხრეკის დაწყებამდე, მან გააცნო თ.შ------–--ეს მისვლის მიზეზი, დადგენილება და უფლება მოვალეობები. თ.შ------–--ემ თანხმობა განაცხადა ჩხრეკის ჩატარებაზე. ჩხრეკის დასრულების შემდეგ, ა/მანქანა გადაყვანილი იქნა პოლიციის სამმართველოს ეზოში, სადაც მოხდა მისი დალუქვა და გაკეთდა ხელის მოწერები.

 

23. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ---- კ-----ემ განაცხადა, რომ მუშაობს თ--------–-- რაი---ულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 19 იანვარს, თანამშრომლებთან, გ.წ-----–-–--ლთან, ზ.ფ-------ესთან, ორ ექსპერტთან და მ----- შ------–--ესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის და მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებაში, რა დროსაც, სახლიდან დაახლოებით 150 მეტრში ნანახი და ამოღებული იქნა შავი ფერის ნიღაბი. ნიღაბი ნანახი იქნა ზ.ფ-------ის მიერ. მოწმის განმარტებით, როდესაც ზ.ფ-------ემ ნიღაბი ნახა, ადგილზე მივიდნენ ასევე ექსპერტები, მოხდა ნიღბის დასურათება, რომელიც ძირს ეგდო და შემდეგ ექსპერტების მიერ აღება და დალუქვა. დალუქვამდე ის ნიღაბს არ მიჰკარებია და არც შეხებია. სხვა მიეკარა თუ არა, არ იცის. ასევე, მოცემულ საქმეზე, მონაწილოება აქვს მიღებული თ-------- შ------–--ის საცხოვრებელის სახლის ჩხრეკაში, მდებარე თ--------–-- რაინის სოფელი თ-----. ჩხრეკის შედეგად, თ-------- შ------–--ის საძინებელი ოთახიდან ამოღებული იქნა შავი შარვალი და შავი ქურთუკი. ასევე, ორი ცალი დამუხტული ვაზნა, ერთი დამუხტული და ერთ გასროლ--–- მასრა. ამოღებული ნივთები დაილუქა და მონაწილეებმა მოაწერეს ხელი. შენიშვნა ან პრეტენზია არ გაცხადებულა. საცხოვრებელის სახლის ჩხრეკა ჩატარებული იქნა თ.შ------–--ის მამის, მ.შ------–--ის თანდასწრებით, რომელსაც გამომძიებლის მიერ გაეცნო მისვლის მიზეზი, უფლება-მოვალეობები და დადგენილება, რაზეც მ.შ------–--ემ თანხმობა განაცხადა. მოწმის განმარტებით, მ.შ------–--ემ თავად განუცხადა, რომ საძინებელი ეკუთვნოდა თ-------- შ------–--ეს. ასევე, მათ კითხვაზე, ქურთუკი ეკუთვნოდა თუ არა თ--------ს, მ--–----მა დადებითი პასუხი გასცა. ასევე, განმარტა, რომ სავარაუდოდ აღნიშნული ქურთუკი ეცვა თ--------ს 18-19 იანვარს.

 

24. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------ კ-----ამ განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, იმერეთის საექსპერტო სამმართველოში, მთავარი ექსპერტის თანამდებობაზე. 2017 წლის 22 იანვარს, ზ.რ-------ესთან ერთად მონაწილეობა მიიღო ნიმუშების აღებაში, კერძოდ თ-------- შ------–--ისგან და ი-----–- მ------–-–--ლისგან აიღო თმის, ნერწყვის, ფრჩხილების ნიმუშები და დაქტილობარათები. ჩატარებულ ნიმუშის აღებასთან დაკავშირებით პრეტენზია არავის გამოუთქვამს. ნიმუშები აღების შემდეგ დაილუქა და გაკეთდა შესაბამისი ხელის მოწერები. ნიმუშის აღებას ესწრებოდა ადვოკატი.

 

25. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ----- რ-------ემ განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, იმერეთის საექსპერტო სამმართველოში, ექსპერტის თანამდებობაზე. 2017 წლის 22 იანვარს, გ------ კ-----ასთან ერთად, გამომძიებელ მ.შ-----–-ას მონაწილეობით, მონაწილეობა მიიღო ნიმუშების აღებაში, კერძოდ თ-------- შ------–--ისგან და ი-----–- მ------–-–--ლისგან აიღო თმის, ნერწყვის, ფრჩხილების ნიმუშები და დაქტილობარათები. ჩატარებულ ნიმუშის აღებასთან დაკავშირებით პრეტენზია არავის გამოუთქვამს. ნიმუშები აღების შემდეგ დაილუქა და გაკეთდა შესაბამისი ხელის მოწერები. ნიმუშის აღებას ესწრებოდა ადვოკატი, თუმცა რომელი პირის მიმართ, არ ახსოვს. პრეტენზია ნიმუშის აღებაში მონაწილე პირებს არ განუცხადებიათ, არ ახსოვს. მოწმის განმარტებით, ნიმუშის აღების დროს, თ.შ------–--ეს რომ ეთქვას სიტყვები - „რაღათ მინდა ნიმუშის აღება, ისედაც აღებული მაქვს“, არ ახსოვს.

 

26. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა უ–---- გ---–--–-–ვილმა განაცხადა, რომ მუშაობს თ--------–-- რაი---ულ სამმართველოში, უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 22 იანვარს, სამსახურში მიღებული ოპერ----ული ინფორმაციის საფუძველზე, თანამშრომლებთან, თ.გ---–--–-–ვილთან, ზ.ფ-------ესთან და ლ.კ-----ესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო თ-------- შ------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში. ადგილზე მისულებს, საცხოვრებელ სახლში დახვდათ მ--–---- შ------–--ე, რომელსაც გამომძიებელმა გააცნო მისვლის მიზეზი, უფლება-მოვალეობები და დადგენილება, რაზეც მ.შ------–--ემ თანხმობა განაცხადა. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, თ-------- შ------–--ის საძინებელი ოთახიდან ამოღებული იქნა შავი ფერის შარვალი და ქურთუკი. ასევე, ამოღებული იქნა დამუხტული და გასროლ--–- ვაზნები და მასრა. ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით, მ--–---- შ------–--ეს პრეტენზია ან შენიშვნა არ გამოუთქვამს. მოწმის განმარტებით, მათ შეკითხვაზე ქურთუკის და შარვლის კუთვნილებასთან დაკავშირებით, მ.შ------–--ემ უპასუხა, რომ ქურთუკი და შარვალი, მისი შვილის იყო, მოიხმარდა ყოველდღიურად. კითხვაზე ეცვა თუ არა აღნიშნული შარვალი და ქურთუკი 18-19 იანვარს მის შვილს, მ--–----მა დადებითი პასუხი გასცა.

 

27. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ----- დ--------მა განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, ექსპერტის თანამდებობაზე. 2017 წლის 19 იანვარს, მეწყვილე გ------- ჯ------იასთან ერთად და გამომძიებელ გ--–- მაკარიძის მონაწილეობით, მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, თ--------–-- რაი---ის სოფელ თ----ში. ჩატარებული დათვალიერების დროს ამოღებული იქნა დანისმაგვარი ნივთი, ტანისამოსი, სისხლის მაგვარი ლაქები და პლასტმასის ე.წ. „ჟგუტები“. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმი დაადასტურა ხელის მოწერით, ასევე, ხელის მოწერით დაადასტურა პაკეტები, რომელშიც დალუქული იქნა ამოღებული ნივთები. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობდა ქალბატონი, რომელმაც მათ მოუყვა მომხდარი დეტალების შესახებ და რომელსაც არ შეეძლო დიდხანს დგომა.

 

28. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ო-–--- ს-----ემ განაცხადა, რომ მუშაობს იმერეთის კრიმინალისტიკური სამსახურში, ექსპერტის თანამდებობაზე. 2017 წლის 20 იანვარს, მეწყვილე ნ.ს-------იასთან ერთად, გამოცხადდა თ--------–-- რაი---ულ სამმართველოში, დაზარალებულებისათვის ნიმუშების აღების მიზნით. ლ------ და მ----- შ------–--ეებისაგან მის მიერ აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში. ნიმუშების აღების შემდეგ ხელის მოწერით დაადასტურა ოქმი და ასევე, დალუქული იქნა ნიმუშები.

 

29. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ჯ------იამ განაცხადა, რომ მუშაობს იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში, ექსპერტის თანამდებობაზე. 2017 წლის 19 იანვარს, თ--------–-- რაინის სოფელ თ----ში, მეწყვილე დ----- დ--------თან ერთად მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. მოახდინა ფოტო გადაღება და ამოიღეს მოწითალო ფერის ლაქები, ე.წ. „პლასტმასის დამჭერები“, დანა, სვიტერი (პულოვერი), რომელსაც აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები. მოწმის განმარტებით, ადგილზე მისულს, ქალბატონი დახვდა მწოლ--რე, რომელსაც გამომძიებელი ესაუბრებოდა.

 

30. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ქ---------ემ განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამმართველოში, ექსპერტიზის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ექსპერტის სახით მონაწილეობა აქვს მიღებული დაზარალებულ ლ.შ------–--ის მიერ ბეჭდის ამოცნობაში და ასევე, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებაში. ამოცნობის დროს, როგორც ექსპერტმა, მოახდინა დალუქული პაკეტის გახსნა და კვლავ დალუქვა. ამოცნობის დროს, დაზარალებულმა ამოიცნო წარდგენილი ნივთი და განმარტა, რომ შესაძლოა ბეჭედზე თვალი იყო შეცვლ--–-. დამატებითი დათვალიერების დროს, ნანახი და ამოღებული იქნა ნაქსოვი ქუდი, რომელიც დაილუქა შესაბამის პაკეტში. მოწმის განმარტებით, როდესაც დამატებით დათვალიერებაზე გადიოდნენ, იცოდნენ, რომ ნანახი იყო ქუდი და საჭირო იყო დამატებითი დათვალიერება. ქუდს შეეხნენ მხოლოდ ის და მისი მეწყვილე, სხვა არავინ. მოახდინეს ნაპოვნი ქუდის დასურათება, გადაკეცვა და მოთავსება შესაბამის პაკეტში. მისივე განმარტებით, ქუდის დეტალური შემოწმება - გადატრიალება ანდა გადმობრუნება არ მომხდარა.

 

31. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ----- შ-----–-ამ განაცხადა, რომ მუშაობს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს გმს განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლად. 2017 წლის 22 იანვარს, ჩატარებული აქვს ი-----–- მ------–-–--ლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. ასევე, მოწმის სახით გამოკითხა ი.მ------–-–--ლი. ექსპერტების მონაწილეობით, ნერწყვის, ხელის ნახჭის, ხელის ანაბეჭდის და თმის ნიმუშები აუღეს თ-------- შ------–--ეს და ი-----–- მ------–-–--ლს. თ--------ს ნიმუშების აღებას ესწრებოდა ის, ექსპერტები, თ.შ------–--ე და ადვოკატი ნ----- მ---------–ია. ნიმუშების აღების დროს, თ--------ს რაიმე სახის პრეტენზია ან შენიშვნა არ გამოუთქვამს, რომ ყოფილიყო, აუცილებლად დააფიქსირებდა ოქმში.

 

32. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ----- ხ---–------ემ განაცხადა, რომ მუშაობს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს გმს საქმეთა განყოფილებაში, დეტექტივ-გამომძიებლად. 2017 წლის 22 იანვარს ჩაატარა თ.შ------–--ის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, გამოკითხა მოწმის სახით თ.შ------–--ე, დანიშნა ნარკოლოგიური შემოწმება და სამედიცინო ექსპერტიზა თ.შ------–--ის მიმართ. თ.შ------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ოქროს ნივთები - ორი ბეჭედი, ერთი საყურე, მობილური ტელეფონი, ნოუთბუქი და თანხა 115 ლარის ოდენობით, ასევე ჩეკები, რომლითაც დასტურდებოდა თ--------ს დის მიერ ოქროს ნაკეთობების შეძენის ფაქტი. საგამოძიებო მოქმედების შესახებ შეადგინა შესაბამისი ოქმი, რაც ხელის მოწერით დადასტურებული იქნა მონაწილე პირების მიერ და რაიმე სახის შენიშვნა ან პრეტენზია არ გაცხადებულა. ასევე, ადგილზე დალუქული იქნა ამოღებული ნივთები. მოწმის განმარტებით, საცხოვრებელ სახლში მისვლისას, სახლში შეცვენას და მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია, არც ს--–---ე შ------–--ე შეწუხებულა. ჩხრეკის მიმდინარეობისას, ს--–---ე თავისუფლად, შეფერხების გარეშე აფიქსირებდა პოზიციას ამოღებულ ნივთებთან დაკავშირებით. სამმართველოში ყოფნის დროს, არც თ--------ს და არც მის ადვოკატ ნ----- მ---------–იას, მისთვის არ უთქვამთ „თმების ამოპუტვის“ შესახებ რაიმე.

 

33. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ ფ-------ემ განაცხადა, რომ მუშაობს თ--------–-- რაი---ულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობა აქვს მიღებული შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებაში და თ-------- შ------–--ის საცხოვრებელის სახლის ჩხრეკაში. შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერება მოხდა გ.წ-----–-–--ლთან, ლ.კ-----ესთან და ორ ექსპერტთან ერთად. შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 250 მეტრში ნანახი და ამოღებული იქნა შავი ფერის ქუდი, ე.წ. „ნიღაბი“. აღნიშნული ნიღაბი მან დაინახა დაახლოებით 20 მეტრიდან და დაუძახა გამომძიებელს და ექსპერტებს. ქუდს მხოლოდ ექსპერტები შეეხნენ, მივიდნენ, სურათები გადაუღეს, აიღეს და მოათავსეს პაკეტში. როდესაც ექსპერტებმა ქუდი აიღეს, მაშინ დაინახა, რომ ნიღაბი იყო. ქუდის პოვნის შემდეგ, მალე დამთავრდა საგამოძიებო მოქმედება. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების დროს იქნა ნანახი ნიღაბი და მანამდე არ იცოდნენ იმ ადგილზე ნიღაბი იყო თუ არა. შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერება დაიწყეს ექსპერტებთან ერთად. ელოდებოდნენ ექსპერტების მისვლას. ასევე, თ-------- შ------–--ის საცხოვრებელის სახლის ჩხრეკისას, მ--–---- შ------–--ის მითითებით, თ.შ------–--ის საძინებელი ოთახიდან ამოღებული იქნა ტანსაცმელი, რომელზეც მ.შ------–--ემ განმარტა, რომ შესაძლოა ეცვა თ--------ს 18-19 იანვარს. ასევე, ამოღებული იქნა ორი გაუსროლელი ვაზნა, ორი გასროლ--–- და ერთი გაუსროლელი ვაზნა. მ--–---- შ------–--ე მონაწილეობას იღებდა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დაყვებოდა გვერდით და რაიმე სახის პრეტენზია ან შენიშვნა არ გამოუთქვამს. მოწმის განმარტებით, ქურთუკი ჩამოხსნა უ–---- გ---–--–-–ვილმა და მასზე რაიმე დაზიანება, სისხლი ან სუნი არ შეუნიშნავს. მისივე განმარტებით, საქმის გამოძიების დაწყების დღიდან, მას თ-------- შ------–--ესთან შეხება არ ჰქონია, არ მიახლოვებია არასდროს. მ--–---- შ------–--ემ განუმარტათ, რომ საძინებელი ოთახი იყო თ-------- შ------–--ის.

 

34. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ-----–---- ს-------იამ განაცხადა, რომ მუშაობს შსს იმერეთის საექსპერტო სამსახურში, მთავარი ექსპერტის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მეწყვილე ოლეგ ს-----ესთან ერთად, თ--------–-- რაი---ულ სამმართველოში მონაწილეობა აქვს მიღებული ორი პიროვნების ქალბატონისა და მამაკაცის ნერწყვის ნიმუშების აღებაში. ნიმუშების აღება განხორციელდა ნებაყოფლობით. გ.წ-----–-–--ლის მიერ სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე იქნენ გამოძახებულები სამმართველოში.

 

35. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ--- ხ-----ამ განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში, ექსპერტ ტრასოლოგად, მთავარ ექსპერტად. 2017 წლის 19 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მიღებული იქნა სატელეფონო შეტყობინება, რომ თ--------–-- რაი---ის სოფელ თ----ში, საჭირო იყო შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერება. მეწყვილე გ------- ქ---------ესთან ერთად გაემართა სოფელ თ----ში. გზაში დახვდათ პოლიციელები და მიიყვანეს შემთხვევის ადგილზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერებას ახდენდა გამომძიებელი წ-----–-–--ლი და მასში ასევე, მონაწილეობდნენ ორი გამომძიებელი, ის და მისი მეწყვილე. დაზარალებულის მითითებით დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი. ასევე, დაზარალებულის მითითებით გაემართნენ იმ მიმართულებით, საითაც სავარაუდოდ უნდა წასულიყვნენ თავდამსხმელები. სახლიდან მოშორებით, როდესაც გაშლილები იყვნენ, ათვალიერებდნენ ტერიტორიას და ახდენდნენ ფოტოგადაღებას, ერთერთმა უბნის ინსპექტორმა დაიძახა, რომ აღმოაჩინა შავი ნაჭერი. მივიდა ადგილზე და ნახა შავი ნაქსოვი ნაჭერი, თვალებზე ამოჭრილი, რომელიც დაასურათა ადგილზე, შემდეგ აიღო, დაკეცა, მოათავსა სპეციალურ პაკეტში და დალუქა. საგამოძიებო მოქმედების შესახებ შედგა ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. ასევე, ხელის მოწერით დაადასტურა პაკეტი, რომელშიც მოთავსდა ამოღებული ნაქსოვი ნაჭერი. მოწმის განმარტებით, როდესაც შემთხვევის ადგილს ათვალიერებდნენ, მაშინ იქნა აღმოჩენილი ნაქსოვი ნაჭერი და როდესაც შეტყობინება შევიდა შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების შესახებ, მისთვის უცნობი იყო, ადგილზე ნანახი იყო თუ არა რაიმე. ნაქსოვი ნაჭერი ნანახი იქნა უშუალოდ დამატებითი დათვალიერების პროცესში. მისივე განმარტებით, როდესაც ნაქსოვი ნაჭერი ნახა, დაასურათა, აიღო, გაშალა, ნახა რა იყო, შემდეგ დაკეცა და მოათავსა სპეციალურ პაკეტში. ის ესაუბრა ტელეფონზე გამომძიებელს, რომელსაც მისთვის არ უთქვამს, რომ ქუდი იყო ნაპოვნი.

 

36. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--–---- ა-–------ემ განაცხადა, რომ მუშაობს თ--------–-- რაი---ულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. საქმეზე მიღებული ოპერ----ული ინფორმაციის საფუძველზე, თანამშრომლებთან გ.ლ------სთან, გ.ქ----–--ესთან, ა.ბ-----–---–თან და ალ.ხ---------თან ერთად, ჩხრეკა ჩაატარა ი-----–- მ------–-–--ლის საცხოვრებელ სახლში. ადგილზე მისულებს, ოჯახში დახვდათ ი.მ------–-–--ლის დედა - ნ-----–- გ--------ე, რომელსაც გააცნო მისვლის მიზეზი, უფლება-მოვალეობები და დადგენილება. ნ.გ--------ე დათანხმდა ჩხრეკას. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა თანხა, ოქროს ნივთები და ი.მ------–-–--ლის კუთვნილი ქურთუკი და ორი ცალი სვიტერი. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ, საგამოძიებო მოქმედების ოქმი და დალუქული პაკეტები, დადასტურებული იქნა ხელის მოწერით. ასევე, მოწმის სახით გამოკითხა ნ-----–- გ--------ე. ასევე, ჩხრეკა აქვს ჩატარებული მ------ ფ------–--ის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც ამოღებული იქნა ორი ცალი გადაჭრილი სანადირო თოფი და ვაზნები. მ.ფ------–--ის განმარტებით, აღნიშნული ნივთები მას არ ეკუთვნოდა. ადგილზე მყოფმა გ------- მ------–-–--ლმა, განაცხადა, რომ ნივთები ეკუთვნოდა მას. მ.ფ------–--ის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარებული იქნა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, თუმცა შემდგომ მასალები გადმოგზავნილი იქნა თ.შ------–--ის საქმეზე დასართავად, ვინაიდან გ.ქ----–--ის მიერ მიღებული იქნა ოპერ----ული ინფორმაცია, რომ ამოღებული იარაღი შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო შ------–--ეებზე თავდასხმის დროს.

 

37. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ---- გ-------–მა განაცხადა, რომ მუშაობს თ--------–-- რაი---ულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად. 2017 წლის 19 დეკემბერს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, შპს „---------–-----“ გამოითხოვა ინფორმაცია. აღნიშნულის თაობაზე შეადგინა შესაბამისი ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით.

 

38. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------ გ---–--–-–ვილმა განაცხადა, რომ მუშაობს თ--------–-- რაი---ულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. 2017 წლის 19 იანვარს, სამსახურში როდესაც გამოცხადდა, გაიგო მომხდარი ყაჩაღობის შესახებ და ხელმძღვანელობის დავალებით გავიდა დაზარალებულების საცხოვრებელ ადგილზე, სადაც განახორციელა საკონტროლო ზარები მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრიდან. აღნიშნულის თაობაზე შეადგინა შესაბამისი ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. ასევე, 2017 წლის 22 იანვარს, თანამშრომლებთან უ.გ---–--–-–ვილთან, ზ.ფ-------ესთან და ლ.კ-----ესთან ერთად ჩაატარა თ-------- შ------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. ადგილზე მისულებს, სახლში დახვდათ მ----- შ------–--ე, რომელსაც მის მიერ გაეცნო მისვლის მიზეზი, უფლება-მოვალეობები და დადგენილება. მ----- შ------–--ემ თანხმობა განაცხადა ჩხრეკის ჩატარებაზე. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, თ-------- შ------–--ის საძინებელ ოთახში მდებარე კარადაში ნანახი და ამოღებული იქნა თ-------- შ------–--ის ტანსაცმელი. მ.შ------–--ის მითითებით, ტანსაცმელი 18 იანვარს შესაძლოა ეცვა თ--------ს. ასევე, ამოღებული იქნა ორი ცარიელი და ორი დამუხტული თოფის ვაზნა. საგამოძიებო მოქმედების შესახებ შედგა ოქმი, რაც დაადასტურეს მონაწილეებმა ხელის მოწერით. ასევე, ხელის მოწერით დაადასტურეს პაკეტები, რომელშიც მოთავსებული იქნა ამოღებული ტანსაცმელი და ვაზნები. მოწმის სახით გამოკითხა მ.შ------–--ე და გამოკითხვის შემდეგ ამოიღო მის მიერ წარდგენილი თანხა, 800 ლარის ოდენობით. ასევე, განხორციელებული აქვს სხვა საპროცესო მოქმედებები, შედგენილი შესაბამისი დოკუმენტები და ადასტურებს მათ სინამდვილეს.

 

39. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ--–- წ-----–-–--ლმა განაცხადა, რომ მუშაობდა თ--------–-- რაი---ულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. იყო თ-------- შ------–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დამატებით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, დანიშნა ექსპერტიზები, გამოკითხა მოწმეები, გამოითხოვა ინფორმაცია „მ-------ან, ჯ------–-დან და მ--------–-დან“, თ.შ------–--ეს წარუდგინა ბრალდება, ასევე გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია თ-------- შ------–--ის მიმართ. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების საფუძველი გახდა ის, რომ შემთხვევა მოხდა ღამე, გვიან, მართალ-- მოხდა ადგილის დათვალიერება ხელოვნური განათების პირობებში, თუმცა ვინაიდან გარეთ იყო სიბნელე, სრულყოფილად ვერ იქნა ნანახი მიმდებარე ტერიტორია. შესაბამისად, მან დაურეკა ექსპერტებს, აუხსნა რომ აუცილებელი იყო დამატებითი დათვალიერება და გამოიძახა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, როდესაც ექსპერტები იმყოფებოდნენ, მაშინ ნახეს ქუდი, შესაბამისად, მას ექსპერტებისთვის, როდესაც იძახებდა, არ უთქვამს, რომ ნანახი იყო ქუდი და საჭირო შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერება. ქუდი ნანახი იქნა ზ.ფ-------ის მიერ. ქუდთან ახლოს არ იყო მისული ზ.ფ-------ე, რომ დაიძახა „რაღაც შავი აგდია აქ“. როდესაც ზ.ფ-------ემ თქვა „აქ რაღაც არისო“, ხედავდა მას, ის არ დახრილა, ქუდი ხელში არ აუღია, ფეხზე იდგა. ნანახი ქუდი, ამოღებული და დალუქული იქნა ექსპერტის მიერ.

 

40. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ--–- მ--------მ განაცხადა, რომ მუშაობს თ--------–-- რაი---ულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. თ-------- შ------–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, განხორციელებული აქვს შემდეგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები: დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, დაათვალიერა ადგილმდებარეობა, დანიშნა სასაქონლო-ტრასოლოგიური ექსპერტიზები, დაათვალიერა „---------–-----“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაატარა გ.გ--------ისა და ა.ამაშუკელის საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა, გამოითხოვა და შეადგინა სხვადასხვა დოკუმენტაცია. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობდა ჟ.ც---–----, თუმცა, როდესაც დაიღალა ის წამოწვა საწოლზე და იქიდან უყურებდა მათ. შემთხვევის ადგილის დათვალიერებას ექსპერტების გარეშე არ დაიწყებდა და რა თქმა უნდა დაელოდებოდა. ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს გაზომილი იქნა მანძილი ლ------ შ------–--ის სახლიდან თ-------- შ------–--ის სახლამდე და გ------- გ--------ის სახლამდე. გაზომილი იქნა როგორც მოკლე, ასევე გრძელი გზა. გ.გ--------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა სანადირო, ერთლულ--ნი თოფი და მობილური ტელეფონი. გ.გ--------ემ თოფზე განაცხადა, რომ მისი საკუთრება იყო, ხოლო მობილური თ-------- შ------–--ის.

 

41. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ------- მ----–----იამ განაცხადა, რომ მუშაობს „ბ--–---ის“, ამჟამად კი „ვი--- ჯ-------ას“ იურიდიული სამსახურის სამართალდამცავ ორგან---ბთან ურთიერთობის მენეჯერად. უშუალოდ მისი განყოფილების მიერ ხდება სასამართლოს განჩინების საფუძველზე, შესაბამისი ინფორმაციის გაცემა. ადვოკატის შეკითხვაზე „გადატვირთულობის შემთხვევაში, შესაძლებელ-- თუ არა სოფელ საზანოში მყოფი პირის მობილურ ტელეფონს ემსახურებოდეს სოფელ თ----ში მდებარე მომსახურების ანძა“, მოწმემ უპასუხა, რომ ეს მის კომპეტენციას არ განეკუთვნება და აღნიშნული კითხა უნდა დაესვას ტექნიკოსს.

 

42. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--–---- შ------–--ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 22 იანვარს, დილის 09:00 საათზე დაბრუნდა სამსახურიდან სახლში, რა დროსაც ეზოში დახვდა დაახლოებით რვა პოლიციელი. მათ ეტყობოდათ, რომ სახლში უკვე ნამყოფები იყვნენ. უთხრეს, რო ჩხრეკა უნდა ჩაეტარებინა სახლში, რასაც ის დათანხმდა. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა თ--------ს კუთვნილი ქურთუკი და შარვალი, ფული და ორი ცალი გილზი. მოწმის განმარტებით, 2017 წლის 18 იანვარს, საღამოს 6 საათზე წავიდა სამსახურში და დილით, დაახლოებით 9 საათზე დაბრუნდა სახლში. როგორც იცის თ-------- 18 იანვარს ბიძამისთან გ------- გ--------ესთან იყო. ქურთუკი, რომელიც გამოძიებამ ამიღო, მასაც ეცვა ხოლმე, თუმცა 18 იანვარს არ ცმია. მისთვის უცნობია რა ფერის ქურთუკი ამოიღო გამოძიებამ, ვინაიდან ოთახში ბევრი პოლიციელი იყო და ყველას ყურადღებას ვერ აქცევდა. ქურთუკი, ამოღებისთანავე პაკეტში ჩადეს და არ დაუნახავს. მოწმის განმარტებითვე, ქურთუკს სისხლი არ ემჩნეოდა (არ ეცხო). როგორც თ--------სგან იცის, ზ------ ფ-------ემ მას თმები მოაგლიჯა. ოქროს ნივთები, რომელიც ამოღებული იქნა ქუთაისში, სახლის ჩხრეკისას, ეკუთვნოდა დედამისს და დაახლოებით 5-6 წლის წინ აჩუქეს შვილებს. მოწმის განმარტებით, თ--------ს დაზიანებული აქვს მარცხენა თვალი. თვალი დაიზიანა 5 წლის ასაკში, მხედველობა დაკარგული აქვს, თუმცა ხელოვნური თვალი არ აქვს.

 

43. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ--–- ბ-------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 18 იანვარს, დაახლოებით 11:00-12:00 საათისათვის, თ--------მ შვილი წააყვანინა თერჯოლაში ექიმთან. იყვნენ ის, თ-------- შ------–--ე, ი-----–- მ------–-–--ლი და მათი ბავშვი. საავადმყოფოდან დაბრუნებულებმა, სახლში ივახშმეს და შემდეგ თ-------- წავიდა. აღნიშნულის შემდეგ როდის ნახა თ-------- არ ახსოვს. 18 იანვრის შემდეგ თ--------ს ხელზე ნაიარები არ უნახავს, თუმცა მოწმის განმარტებით, ვინაიდან თ-------- მუშაობდა მშენებლობაზე ელექტრიკოსად, მას ხელზე ყოველთვის ჰქონდა ხოლმე დაზიანებები.

44. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ც---- კ------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 18 იანვარს, დაახლოებით 19:30 საათზე მივიდა გ------- გ--------ის სახლში, პირუტყვის მოსავლელად. სამზარეულოში, რომელიც საცხოვრებელი სახლის გვერდით დგას, ცალკე შენობად, იყო თ-------- შ------–--ე. დაახლოებით 20:30 საათისთვის მივიდა სახლში, მას შემდეგ, რაც პირუტყვს მოუარა. მოწმის განმარტებით, სახლის წინ, ასევე, იდგა თ--------ს კუთვნილი ავტომანქანა, ე.წ. „მარშუტკა“. მეორე დღეს, თ-------- გ.გ--------ის სახლში აღარ უნახავს. მოწმის განმარტებით, იმ დღეს რა ეცვა თ--------ს არ ახსოვს, ვინაიდან დიდი დროა გასული. ასევე, ადვოკატის შეკითხვაზე განმარტა, რომ გ.გ--------ის ეზოს ჭიშკარი, სახლის შესასვლელი კარი და იატაკი, არ ხმაურობს გაღებისა და გადაადგილების დროს.

 

45. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- გ--------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 18 იანვარს იმყოფებოდა დედის საფლავზე და აკეთებდა საფლავს. საღამოს საათებში, მასთან, ასევე, მივიდა თ-------- შ------–--ე და ი-----–- მ------–-–--ლი, რომლებიც დაეხმარნენ საფლავის გასუფთავებსა და გაკეთებაში. როდესაც სამუშაოებს მორჩნენ, წავიდნენ სახლში, რა დროსაც, გზად, ი-----–- მ------–-–--ლი დატოვეს სახლში, ხოლო ის და თ-------- წავიდნენ მის სახლში. საღამოს საათებში, მათთან, გადავიდა მეზობლის ქალბატონი, რომელიც მას ეხმარებოდა პირუტყვის მოვლაში. მისი წასვლის მერე, ასევე, თავადაც მიხედა ღორებს, აჭამა საჭმელი და დაახლოებით, ასე ათის ნახევრისთვის დაჯდა ტელევიზორთან, სერიალის საყურებლად, სადაც ასევე იმყოფებოდა თ--------ც. ვინაიდან იყო ძალ--ნ ცუდად მალე ჩაეძინა, ასევე მალევე დაიძინა თ--------მაც. მოწმის განმარტებით, 18 იანვარს თ-------- მისი თხოვნით დარჩა მასთან და არსად წასულა. მეორე დღეს როდესაც გაიღვიძა და ნახა თ--------, მას ხელზე დაზიანება და ნაკბენი არ ჰქონია. როდესაც თ-------- სასაფლაოზე მივიდა, მას ხელი შეხვეული ჰქონდა. 2017 წლის 22 იანვარს, როდესაც მის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკა, ამოღებული იქნა ერთ ცალი სანადირო თოფი და თ--------ს კუთვნილი მობილური ტელეფონი. მისივე განმარტებით, მისი სახლის მახლობლად, რამდენიმე მეტრში დგას მობილურის ორი ცალი ანძა. დილით, 19 იანვარს, თ--------ს მანქანას საბურავი ჰქონდა დაშვებული, რაც გამოაცვლევინა და თ--------ს მანქანა ზუსტად ისე იდგა, როგორც 18-ში დააყენა. მოწმის განმარტებით, თ-------- იძახდა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, დაღუპა ფ-------ემ, „თმები ამოაგლიჯა“.

 

46. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–- ბ-------ემ განაცხადა, რომ არის თ-------- შ------–--ის დეიდაშვილი. 2017 წლის იანვარში, თ-------- ნახა 20 რიცხვში, როდესაც მივიდა მასთან სამსახურში და სახლის გასაღები სთხოვა. ამ დროს, თ--------ს სახეზე ან ხელზე რაიმე დაზიანება - ნაკბენი, არ ეტყობოდა. მხოლოდ ხელზე ჰქონდა ნაკაწრი, რომელიც მიიღო მუშაობის დროს, ვინაიდან მუშაობდა ელექტრო გაყვანილობაზე, მშენებლობაზე. თ--------ს, მის სახელზე, ერთი ონლაინ სესხი ჰქონდა აღებული, 500 ლარის ოდენობით. მოწმის განმარტებით, მის საცხოვრებელ სახლშიც იქნა ჩატარებული ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ე.წ. „ლეპტოპი“ და ოჯახის კუთვნილი ოქროს ნივთები (ბეჭდები და ჯვარი). მისივე განმარტებით, პოლიციის შენობაში, დაკითხვის შემდეგ გამოსულმა თ--------მ თქვა, რომ „პოლიციელმა ფ-------ემ მას თმა ამოგლიჯა“.

 

47. სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ს--–---ე შ------–--ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 22 იანვარს, ქ.ქუთაისში, მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული იქნა ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ოქროს ნივთები, ფული და ნოუთბუქი. ოქროს ნივთებიდან, ბეჭედი და საყურე მას შეძენილი ჰქონდა „------- მ---––-“, ვინაიდან იყო მეჯვარე, ხოლო ბეჭედი, მოყვითალო თვლით, ბებიის ნაქონი, მას აჩუქა დედამ. აღნიშნულის თაობაზე, ჩხრეკისას უთხრა გამომძიებელს. 2017 წლის 18 იანვარს, სად იმყოფებოდა მისი ძმა, მისთვის უცნობია. თუმცა როდესაც მივიდა მასთან, სახლში რაიმე ოქროს ნივთი ან იარაღი არ მიუტანია. მოწმის განმარტებით, როდესაც თ-------- პოლიციაში დაკითხვაზე იყო, მას უთხრა ადვოკატმა ნ----- მ---------–იამ, რომ თ-------- „თმების ამოცლაზე“ საუბრობდა. როდესაც თ-------- გამოვიდა დაკითხვიდან, უთხრა, რომ პოლიციელმა ამოაცალა თმა. თ--------ს დაზიანება ეტყობოდა, თუმცა სურათი არ გადაუღო, ვინაიდან იცოდა, რომ ექსპერტიზის მიერ დაფიქსირებული იყო აღნიშნული დაზიანება. ასევე, მისივე განმარტებით, აღნიშნულის თაობაზე, თ--------მ განაცხადება შეიტანა ზესტაფონის რაი---ულ პროკურატურაში. მოწმის განმარტებით, მას ბებიის ნაქონი ბეჭედი აჩუქა დედამ, დაახლოებით 2 წლის წინ, რომელსაც თვალი ჰქონდა ამოვარდნილი და აღნიშნული თვალი ჩაასმევინა 2017 წლის იანვარში.

 

48. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–- მ------–-–--ლმა განაცხადა, რომ 2017 წლის 18 იანვარს, ის, მისი მეუღლე და თ-------- ერთად იმყოფებოდნენ თერჯოლაში, ასაცრელად ჰყავდათ წაყვანილი მისი შვილი. საავადმყოფოდან დაბრუნდნენ სახლში, ივახშმეს და შემდეგ ის და თ-------- აკეთებდნენ ტრაქტორს, რომელიც ახალი შეძენილი ჰყავდა. აღნიშნულის შემდეგ კი ერთად წავიდნენ თ--------ს ბებიის საფლავზე, სადაც თ--------ს ბიძას - გ------- გ--------ეს მოეხმარნენ საფლავის გასუფთავებაში, მიწის გასწორებაში. სასაფლაოდან წამოსულები, ის დარჩა სახლში, ხოლო თ-------- და გ------- წავიდნენ ერთად. როგორც მოგვიანებით თ--------სგან გაიგო, იმ ღამეს დარჩენილა ბიძამისთან. მოწმის განმარტებით, მას სატელეფონო კონტაქტი შესაძლოა ჰქონდა თ--------სთან 18-ში, სად იყო, რას აკეთებდა და მოიკითხა. მისივე განმარტებით, როდესაც გაიჩხრიკა მისი და თ--------ს საცხოვრებელი სახლები და წაიყვანეს გამოკითხვაზე, გამოკითხვის დასრულების შემდეგ მან ისაუბრა თ--------სთან, რა დროსაც თ--------მ უთხრა, რომ თ--------–-- პოლიციელმა ფ-------ემ ამოაგლიჯა თმა. ანალოგიური გაუკეთეს მასაც.

 

49. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-- გ--------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 18 იანვარს, დილით თ--------სთან ერთად წავიდა ბაზარში, ხოლო შემდეგ დარჩა საზანოში, პენსიის ასაღებად. თ-------- კი წავიდა ი-----–- მ------–-–--ლთან, ვინაიდან ი-----–-მ სთხოვა ბავშვის საავადმყოფოში წაყვანა. საღამოს როდესაც თ--------ს შეეხმიანა, გაიგო, რომ იყო ბიძასთან - გ------- გ--------ესთან და დაეხმარა ბებიის საფლავის გასუფთავებაში. მეორე დღეს, 19 იანვარს, დაახლოებით დილით 08:00-09:00 საათზე დაბრუნდა თ-------- სახლში, რომელსაც ეცვა იგივე ტანსაცმელი, რაც ბაზარში ყოფნის დროს, კერძოდ: მოყავისფრო-მოყვითალო ქურთუკი და ყვითელი შარვალი. სახლში მისვლის შემდეგ, თ--------მ და მ--–----მა საქონელი წაიყვანეს ასაწონად და მხოლოდ დაბრუნების შემდეგ, თ--------მ გამოიცვალა ტანსაცმელი. მოწმის განმარტებით, როდესაც, 2017 წლის 17 იანვარს თ-------- სახლში მივიდა, საღამოს საათებში, დააბანინა ხელები, რა დროსაც თ--------ს ხელზე ეკეთე ე.წ. „იზოლაცია“, ვინაიდან დაზიანებული ჰქონდა ხელი. მან მოხსნა ე.წ. „იზოლაცია“ თითიდან, მობანა, დაუმუშავა სპირტით და გაუკეთა ე.წ. „სანტავიკი“. შესაბამისად, როდესაც თ-------- სახლში დაბრუნდა 2017 წლის 19 იანვარს, დილით, მას ხელზე „სანტავიკი“ კვლავ ეკეთა. მისივე განმარტებით, 2017 წლის 22 იანვარს, ამოღებული ოქროს ნივთებიდან, ერთერთი ბეჭედი, მან აჩუქა ს--–---ე შ------–--ეს, რომელიც იყო მისი დედამთილის ნაქონი. მოწმის განმარტებით, როდესაც თ-------- დაკითხვიდან გამოვიდა, მას უთქვამს, რომ ზ------ ფ-------ემ ამოაგლიჯა თმები. მისივე განმარტებით, თ--------ს მარცხენა თვალი აქვს დაზიანებული ბავშვობაში.

 

50. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- მ------–-–--ლმა განაცხადა, რომ 2017 წლის 17 თებერვალს ის დაკავებული იქნა იარაღის შეძენა-შენახვისათვის, ინახავდა ორ ცალ გადაჭრილ, ე.წ. „აბრეზს“. მისთვის უცნობია თუ საიდან ამოვიდა დაზარალებულის „დნმ“ მის კუთვნილ იარაღზე. იარაღებს ის ინახავდა და მასთან არც მის შვილს - ი-----–- მ------–-–--ლს და არც თ-------- შ------–--ეს შეხება არ ჰქონიათ, ვინაიდან არ იცოდნენ იარაღების არსებობისა და გადამალვის ადგილების შესახებ. იარაღები თავდაპირველად ე.წ. „სარაიაში“ ჰქონდა გადამალული, დანიშნული და ისე დადებული, როდესაც აიღო ნახა რომ იარაღზე შეხებული არავინ ყოფილა, ვინაიდან ზუსტად ისე იდო როგორც დანიშნა. მას შემდეგ, რაც „შმონი ატყდა და ბოვშვებს რაღაცას ედავებოდნენ“ იარაღები გადამალა, შეეშინდა რაიმე არ მომხდარიყო. მოწმის განმარტებით, მას ფ-------ემ უთხრა ბავშვებზე, რომ თმები ამოაცალა, თუმცა რომელს ამოაცალა თ--------ს თუ ი-----–-ს არ იცის.

 

51. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ--–- გ-------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ქ.ქუთაისში, ჭ--------- N---–ი მდებარე „------- მ---––-“ ოქრომჭედლად. 2017 წლის იანვრის თვეში, მის მიერ იქნა ჩასმული მოყვითალო ფერის თვალი ოქროს ბეჭედში, რომელსაც ჰქონდა ბრჭყალები.

 

52. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა თ-------- შ------–--ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 18 იანვარს, დილის საათებში, ი-----–- მ------–-–--ლს ცოლშვილი წააყვანინა საავადმყოფოში, ხოლო შედეგ ბიძას ეხმარებოდა ბებიის საფლავის გაწმენდაში. როდესაც მორჩნენ საფლავის გაწმენდას წავიდა ბიძამისთან გ------- გ--------ესთან და მისივე თხოვნით იქ დარჩა ღამე. მეორე დღეს, დილით ადრე მივიდა სახლში და ისე, რომ ტანზე არ გამოუცვლ--, წავიდა მოზვრების ასაწონად და გასაყიდად. სახლში როცა დაბრუნდა, მაშინ გამოიცვალა ტანსაცმელი. მას ეცვა მოყავისფრო შარვალი და ქურთუკი. თ.შ------–--ის განმარტებით, როდესაც პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებოდა, მას თმები ბღუჯით ამოაცალა ზ------ ფ-------ემ. მას ყაჩაღობა არ ჩაუდენია და ქურთუკი, რომელიც გამოძიების მიერ იქნა ამოღებული, არ არის მისი საკუთრება. გამოძიების დროს მან მოითხოვა ქურთუკისა და ნიღბის დათვალიერება, ნახვა, თუმცა არ მიეცა ამის შესაძლებლობა.

 

53. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა გ------- ც------–--ემ, ვ----– ა----–--ემ, ბ---- ა----–--ემ, ა-–---------- ხ------ემ, ა---------– ბ-----–---–მა, გ------- ლ------მ, გ------- ქ----–--ემ, ზ----- მ------–---–მა, გ---- ფ---–---–-–---–--, ნ-------- მ------–---–მა, ტ------– მ-–-----, კ------- ნ--------ემ, კ------- თ----------ემ, მ------ ქ-----–--ემ, გ------- ა-------–--ემ, ე----- პ--------ემ დაადასტურეს დ------ა ა----–--ის, ი-----–- მ------–-–--ლის, გ------- კ---------ის, ლ-–- ბ-------ის საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის კანონიერება.

 

54. ასევე, სასამართლო სხდომაზე დაკითხული იქნა მოწმე ი----- ფ----–------ე, რომელმაც დაადასტურა გარემოებები, რომელსაც შემხებლობა არ აქვს თ.შ------–--ის ბრალეულობასთან, ვინაიდან მოწმემ ისაუბრა მასსა და გ------- კ---------ეს შორის არსებული კონტაქტის თაობაზე, რა დროსაც გ-------მ მას ჰკითხა ოქროს სავარაუდო ფასი.

 

55. ასევე, სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული იქნა მოწმე ნ-----–- გ--------ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომლითაც დადასტურებულ-- ი.მ------–-–--ლის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის კანონიერება.

 

56. 2017 წლის 19 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ „შემთხვევის ადგილი მდებარეობს თ--------–-- რაი---ის სოფელ თ----ში (ვარდიგორა) და წარმოადგენს ჟ--–---- ც---–----- საცხოვრებელ სახლს. ეზოში დგას ახლად აშენებული, ორსართულ--ნი სახლი და ერთსართულ--ნი კაპიტალურად ნაგები ერთოთახიანი სახლი. ჟ--–---- ც---–----- განმარტებით, სწორედ იმ ერთოთახიან სახლში იმყოფებოდა, ოჯახის წევრთან ერთად, როდესაც თავს დაესხა ყაჩაღურად ორი ბოროტმოქმედი პირი. სახლს, წინა მხრიდან აქვს აივანი. აივანზე შევდივართ ოთხ საფეხურიანი კიბით. აივნის აღმოსავლეთ მხარეს დგას ,,ჰ-------" ფირმის ვერცხლისფერი მაცივარი, რომელი მაცივრის კარებიდანაც ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ლაქა, რომელიც დაილუქა F-- 3----- პაკეტში. ასევე, მაცივართან ახლოს, კედლის ზედაპირიდან, ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ლაქა, რომელიც დაილუქა F-- 3----- პაკეტში. აივანზე აწყვია ვედროები და ქვაბები. სახლს, წინა მხრიდან, აქვს ორი ფანჯარა და ოთახში შევდივართ ხის ერთ ფრთიანი კარებით. სახლი არის ერთი ოთახი. ოთახში აღინიშნება საოჯახო ნივთების არეულობის კვალი. ოთახში დგას ხის პატარა მაგიდა, რომელზედაც დევს „---“ ფირმის შავი ფერის ტელევიზორი, მის გვერდით დგას კარადა, აღმოსავლეთ მხარეს ერთი საწოლი, საწოლის გვერდით მაგიდა, რომელზეც აწყვია სხვადასხვა სახის საოჯახო ნივთები, მაგიდის გვერდით დგას შეშის ღუმელი და ერთი საწოლი, ოთახში არის ხის წითლად გაკრასკული იატაკი, რომელზეც მიმობნეულ-- ნივთები, კერძოდ: ქვაბები, ტანსაცმელები და სხვადასხვა ნივთები. ასევე, იატაკზე აგდია მოწითალო ფერის ლაქებში დასვრილი მონაცრისფრო ფერის სვიტერი, რომელიც ამოღებული იქნა და დაილუქა F-- 4----- პაკეტში. ასევე, ამოღებული იქნა იატაკზე დაგდებული ორი ცალი თეთრი ფერის პლასტმასის კბილებიანი მომჭერი ე.წ. „ჟგუტი“, რომელიც დაილუქა ცალ ცალკე ერთი F-- 4----- და მეორე F-- 4----- პაკეტებში. ასევე, ამოღებული იქნა, იატაკის ზედაპირიდან, მწვანე ფერის ტარიანი დანა, რომელიც დაილუქა F-- 4----- პაკეტში. იატაკის ზედაპირიდან, ტელევიზორთან ახლოს, ამოღებული იქნა, მოწითალო ფერის ლაქა, რომელიც დაილუქა F-- 3----- პაკეტში. იატაკის ზედაპირიდან, საწოლთან ახლოს, ამოღებული იქნა, მოწითალო ფერის ლაქა რომელიც დაილუქა F-- 3----- პაკეტში. სხვა რაიმე კვალი ან ნივთი ამოღებული არ ყოფილა. შემთხვევის ადგილი დასურათებული იქნა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ“.

 

57. 2017 წლის 19 იანვრის შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ „შემთხვევის ადგილი წარმოადგენს თ--------–-- რაი---ის სოფელ თ----ში (ვარდიგორაში) მდებარე მ-----ი შ------–--ის საცხოვრებელი სახლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიას. მ----- შ------–--ის სახლის ეზოში შევდივართ სამხრეთ მხარეს არსებულ სასოფლო გზის მხრიდან არსებული ორფრთიანი რკინის ჭიშკრის გავლის შემდეგ. ჭიშკრის შესასვლელიდან მარცხენა მხარეს აქვს ერთ-ფრთიანი ფეხით გასასვლელი ჭიშკარი. ეზოში დგას ერთი დიდი კაპიტალურად ნაგები ორ-ფრთიანი მოუწყობელი სახლი და ერთ სართულ--ნი პატარა ზომის კაპიტალურად ნაგები სახლი. ეზოს აღმოსავლეთის მხარეს აქვს მავთულისა და ზედ გაკრული ფიჩხის ღობე. აღნიშნულ მხარეს ეზოში მდებარეობს საქონლის სადგომები. ჩრდილოეთის მხრიდან ეზოს აქვს ქვისაგან ნაგები ღობე, რომლის იქითაც ესაზღვრება ყანის ნაკვეთი. ეზოს დასავლეთ მხარეს მდებარეობს მ---- შ------–--ის საცხოვრებელი სახლი, რომელსაც ჰყოფს ქვის ყორის მაღალი ღობე. სამხრეთ მხარეს ეზოს აქვს მავთულბადის ღობე, რომლის იქეთაც ესაზღვრება ნ----- შ------–--ის და მ------- შ------–--ის მიტოვებული სახლები. ეზოს გარეთ წრიულად დათვალიერებული იქნა მიმდებარე ტერიტორია, რა დროსაც დასავლეთ მხარეს, ეზოდან დაახლოებით 250 მეტრში არსებულ მინდორში, რომელსაც ესაზღვრება მ----- შ------–--ის საყანე და ვენახის ნაკვეთი, აღმოჩენილი იქნა, შავი ფერის ნაქსოვი ქუდისაგან დამზადებული, თვალებთან ამოჭრილი ნიღაბი. აღნიშნული ნიღაბი ამოღებული იქნა და მოთავსდა კრიმინალისტების სპეციალურ პაკეტში ნომრით F-- 4----- და დაილუქა. ოქმში აღნიშნული ფაქტები ექსპერტების მიერ ფოტოგრაფირებული იქნა „--------“ ფირმის ფოტოაპარ----თ.

 

58. 2017 წლის 20 იანვრის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, დაზარალებულ მ----- შ------–--ისგან მისივე თანხმობით, ექსპერტების მიერ აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში, რომელიც დაილუქა F-- 3----- სპეციალურ პაკეტში.

 

59. სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, სეროლოგიური, გენეტიკური კვლევებითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:

 

- პაკეტში წარწერით: "...შავ ფერის ნაქსოვი ქუდისაგან დამზადებული ნიღაბი..." მოთავსებულ ქუდზე არსებული თმის (ობ.N2) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება მ----- შ------–--ის (ობ. N16; პაკეტი, წარწერით: "მ----- შ------–--ის ნერწყვის ნიმუში...") გენეტიკური პროფილისაგან. ქუდზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ. N1) სისხლს არ წარმოადგენს. ქუდზე (ობ.N3) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

 

- პაკეტში, წარწერით: "...მ----- შ------–--ის საცხოვრებელი სახლის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული მწვანე ფერის ტარიანი დანა..." მოთავსებული დანის პირსა (ობ. N4) და ტარზე (ობ. N5) არსებული ბიომასალის შერეულ გენეტიკურ პროფილში ვლინდება ლ------ და მ----- შ------–--ეების (ობ. N15,16) გენეტიკური თანამონაწილეობა, ხოლო ობ.N2-ის გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;

 

- პაკეტში, წარწერით: "5...მ----- შ------–--ის საცხოვრებელი სახლის იატაკზე დაგდებული თეთრი ფერის პლასტმასის კბილებიანი მომჭერი ე.წ. "ჟგუტი"..." მოთავსებულ სალტეზე (ობ. N6), პაკეტში წარწერით: "4 ...მ----- შ------–--ის სახლის იატაკზე დაგდებული თეთრი ფერის პლასტმასის კბილებიანი მომჭერი ე.წ. "ჟგუტი"..." მოთავსებულ სალტეზე (ობ. N7), პაკეტში წარწერით: "...მ----- შ------–--ის სახლის ოთახის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული მონაცრისფერო ფერის სვიტრი..."მოთავსებულ სვიტრზე (ობ. N8-10), პაკეტში, წარწერით: "...მ----- შ------–--ის სახლის ტელევიზორის ახლოს იატაკიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა..." მოთავსებული ჩხირის ბამბიან ბოლოზე (ობ. N11) და პაკეტში, წარწერით: "...მ----- შ------–--ის სახლის საწოლის ახლოს იატაკის ზედაპირიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა..." მოთავსებული ჩხირის ბამბიან ბოლოზე (ობ. N12) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ----- შ------–--ეს (ობ. N16);

 

- პაკეტში, წარწერით: "...მ----- შ------–--ის სახლის აივნის კედლის ზედაპირიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა..." მოთავსებული ჩხირის ბამბიან ბოლოზე (ობ. N13) და პაკეტში წარწერით "...მ----- შ------–--ის სახლის აივანზე არსებული მაცივრის კარებიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა ..." მოთავსებული ჩხირის ბამბიან ბოლოზე (ობ. N14) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ლ------ შ------–--ეს (ობ. N15; პაკეტი, წარწერით: "...ლ------ შ------–--ის ნერწყვის ნიმუში..."). აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ------- კ--–-------.

 

60. 2017 წლის 22 იანვრის ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ „თ-------- შ------–--ის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, თ-------- შ------–--ის საძინებელ ოთახში მდგარი კარადიდან ამოღებული იქნა შავი ფერის შარვალი და შავი ფერის ტყავის ქურთუკი, რომლებიც მ--–----ი შ------–--ის განმარტებით შესაძლოა ეცვა მის შვილს, თ-------- შ------–--ეს 2017 წლის 18 და 19 იანვარს. აღნიშნული შარვალი და ქურთუკი დაილუქა ერთ პაკეტად, თ--------–-- რაი---ული სამმართველოს N----- ლუქის ბეჭდით. ოთახის კუთხეში მდგარი კომოდის ზედა მარჯვენა უჯრიდან ამოღებული იქნა ორი ცალი, მწვანე ფერის პლასტმასის დამუხტული ვაზნა, 16 მმ კალიბრის, რაც დაილუქა ერთ პაკეტად, თ--------–-- რაი---ული სამმართველოს N----- ლუქის ბეჭდით. ამავე ოთახში, ოთახის კუთხეში მდგარი პიან----ს უკანა მხრიდან, იატაკიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი, თეთრი ფერის 16 მმ კალიბრის განასროლი მასრა, ერთი ცალი, თეთრი ფერის 12 მმ კალიბრის განასროლი მასრა, ერთი ცალი, თეთრი ფერის 16 მმ კალიბრის დამუხტული ვაზნა და ერთი ცალი, წითელი ფერის 16 მმ კალიბრის დამუხტული ვაზნა. აღნიშნული ორი ცალი დამუხტული ვაზნა და ორი ცალი განასროლი ვაზნა, დალუქული იქნა ერთ პაკეტად, თ--------–-- რაი---ული სამმართველოს N----- ლუქის ბეჭდით“.

 

61. 2017 წლის 22 იანვრის ჩხრეკის ოქმის თანახმად, გაჩხრეკილი იქნა თ-------- შ------–--ის დროებითი საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქ.ქუთაისი, მ------–-–---–-- ქ-------/25-ში. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა ნივთებთან (ოქროს ნივთები, ფული, მობილური ტელეფონი, დოკუმენტაცია) ერთად, საძინებელ ოთახში, საწოლებს შორის განთავსებულ სარკიან ხის კარადაზე, აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ოქროსფერი ბეჭედი, რომელშიც ჩასმულ-- მოყვითალო-მოყავისფრო ფერის ს-–----–-- ზომის თვალი, რომელიც ს--–---ე შ------–--ის განმარტებით, მემკვიდრეობით მიიღო ბებიისგან - ლ--–- შ------–--ისგან. ამოღებული ოქროს ნივთები, დალუქული იქნა ერთ პაკეტად, N33 ლუქის ბეჭდით.

 

62. 2017 წლის 22 იანვრის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, დაზარალებულმა ლ------ შ------–--ემ ამოსაცნობად წარდგენილი სამი ბეჭედიდან ამოიცნო რიგით N3 ადგილზე დადებული ოქროს ბეჭედი.

 

63. 2017 წლის 22 იანვრის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ თ-------- შ------–--ისგან, ნებაყოფლობით, ადვოკატ ნ.მ---------–იას თანდასწრებით აღებული იქნა მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდის, მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების, ნერწყვის, თავის თმის და მარჯვენა და მარცხენა ხელის ნახჭის ნიმუშები.

 

64. სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, დასავლეთ საქართველოს რეგი---ალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 2---------–----------------სთ-ზე. ჩატარებული პირადი შემოწმებისას: მოქ. თ-------- შ------–--ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები შედარებით სწორკიდეებიანი ჭრილობის და ნაჭდევების სახით (მარჯვენა მტევლის უკანა ზედაპირზე აღენიშნება უსწორო ფორმის ნაჭდევი ზომით:2,9X1,3სმ - დაფარული მოყავისფრო-მორუხო ფერის, სქელი, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან მაღლა მდებარე, კიდეებზე აცლ--–- ფუფხით - აცლილ მიდამოებში ზედაპირი მოვარდისფრო ფერის, პრიალა. მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე აღენიშნება ორი ერთმანეტთან ახლოს მდებარე, ხაზოვანი ფორმის, ასეთივე ხასიათის ნაჭდევი თითოეული ზომით: 1,8X0,1სმ და 1,6X0,1სმ. მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე მესამე თითის ძირითად ფალანგზე აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაჭდევი ზომით: 0,9X0,1სმ. მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე მეოთხე თითის ძირითადი ფალანგის შიგნითა ზედაპირზე აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაჭდევი ზომით: 0,3X0,1სმ. მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზდე პირველი თითის საფრჩხილე ფალანგის შიგნითა ზედაპირზე აღენიშნება შედარებით სწორკიდეებიანი, ნაწილობრივ გრანულაციური ქსოვით ამოვსებული ჭრილობა ზომით: 1,6X0,1სმ - ცენტრში დაფარული მოყავისფრო ფერის მშრალი, მიმდებარე კანის დონეზე ზემოთ მდებარე კიდეებზე ალაგ აცლ--–- ფუფხით - აცლილ მიდამოებში მოვარდისფრო ფერის, პრიალა. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება). დაზიანება სწორკიდეებიანი ჭრილობის სახით განვითარებულ-- რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, ხოლო დაზიანებები ნაჭდევების სახით განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად. ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (18.01.17წ.). აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ-- გ----------ემ. მხარეების შეკითხვაზე მანვე განმარტა, რომ მან დაათვალიერა ვიზუალურად თ.შ------–--ე და რაიმე სახის დაზიანება თავის არეში არ შეუმჩნევია. მართალ-- თ.შ------–--ემ მას განუმარტა თხემის მიდამოდან თმების ამოგლეჯვის ფაქტი, თუმცა შემოწმებისას, მას თხემის მიდამოში ამოგლეჯვის ან დაზიანების კვალი არ უნახავს. აღნიშნული რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა მითითებული იქნებოდა დასკვნაში.

 

65. სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, დასავლეთ საქართველოს რეგი---ალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ თანახმად წამოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ე------ თ--------–-- N1 ჰოსპიტალის ცნობა N---- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 1--------- წ)) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ლ------ შ------–--ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 1--------- წ-ს 00:17 სთ-ზე საიდანაც გაეწერა იმავე დღს 03:05 სთ-ზე დიაგნოზით: ინტრაკრანიალური ტრავმა. მრავლობითი დაჟეჟილობები პირსახეზე, თავზე, კიდურებზე. კეფალოჰემატომა მარჯვნივ თქხემ-საფეთქლის არეში. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მას, ასევე, აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები მარჯვენა თვალბუდის არეში. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მას, ასევე, აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები მარჯვენა თვალბუდის არეში.

 

თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ე------ ქუთაისის N1 რეფელარური ჰოსპიტალის სტაცი---არული პაციენტის სამედიცინო ბარათი N----ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა N---/1 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 1---------წ)) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ლ------ შ------–--ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 1---------წ-ს 03:45სთ-ზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 09:20 სთ-ზე დიაგნოზით: თავის ტვინის შერყევა. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მას, ასევე, აღენიშნებოდა ექსკორიაციები სახის არეში და ჰემატომა ორივე თვალბუდის არეში. თავის ტვინის კტ. კვლევით დაუდგინდა: ცხვირის ძვლის მოტეხილობა.

 

თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს ,,ჯ----ჰ---------–--''-ს ზესტაფონის სამედიცინო ცენტრის ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი N------------ის ასლი) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ლ------ შ------–--ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 20.01.2017 წ-ს დაესვა დიაგნოზი: ქუთუთოების სისხლნაჟღენთები, სუბკონიუქტივალური სისხლჩაქცევა. თავის ტვინის შერყევა. 02.02.2017 წ-ს დაესვა დიაგნოზი: სახის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, კანქვეშა ჰემატომა. 15.02.2017 წ-ს დაესვა დიაგნოზი: ქალა ტვინის ტრავმის შ/პერიოდი.

 

დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----- თ------ემ.

 

66. სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, დასავლეთ საქართველოს რეგი---ალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ე------ თ--------–-- N1 ჰოსპიტალის ცნობა N---- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 25.01.2017 წ)) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. მ----- შ------–--ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 1--------- წ-ს 00:17 სთ-ზე საიდანაც გაეწერა იმავე დღეს დიაგნოზით: მრავლობითი დაჟეჟილი ჭრილობები თავის არეში, სისხლნაჟღენთები სახის არეში. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების. დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები ჭრილობების სახით იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----- თ------ემ.

 

67. სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- დასკვნით დგინდება, რომ სეროლოგიური, გენეტიკური კვლევებისა და სტატისტიკური ანალიზის შედეგად დადგინდა:

 

- პაკეტში, წარწერით: „...თ--------–-- რაი---ის სოფელ თ----ში თ-------- შ------–--ის სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თ-------- შ------–--ის შარვალი და ტყავის ქურთუკი...“ მოთავსებულ ქურთუკზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N1,2) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N1-ის გენეტიკური პროფილი და მ----- შ------–--ის (ობ. N16, ექსპერტის N--------- დასკვნა) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. N2-ის შერეული გენეტიკური პროფილში თ-------- შ------–--ისა (ობ. N9; პაკეტი, წარწერით: „...თ-------- შ------–--ის ნერწყვის ნიმუში...“) და ი-----–- მ------–-–--ლის (ობ.N10: პაკეტი, წარწერით: „...ი-----–- მ------–-–--ლის ნერწყვის ნიმუში...“) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;

 

- პაკეტში, წარწერით:“...თ-------- შ------–--ის მიერ წარმოდგენილი ტანსაცმელი...“ მოთავსებულ ქურთუკზე არსებულ თმაზე (ობ. N3) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენრტაცია არ აღმოჩნდა. პაკეტში მოთავსებულ შარვალზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ. N4) სისხლს არ წარმოადენს.

 

- პაკეტში, წარწერით: „...ნ-----–- გ--------ის სახლის ჩხრეკისას ი-----–- მ------–-–--ლის ტანსაცმელი...“ მოთავსებული ქსოვილის ფრაგმენტზე (პაკეტში მოთავსებული ჟილეტის ჯიბიდან) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. N5) წარმოადენს ადმიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს და განსხვავდება ლ------ შ------–--ის (ობ. N15; ექსპერტის N--------- დასკვნა) გენეტიკური პროფილისაგან. პაკეტში მოთავსებულ ერთ-ერთ სვიტრზე არსებული ბიომასალის (ობ. N5ა) შერეული გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი და ი-----–- მორალიშილის (ობ. N10) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ.N5ა-ს გენეტიკურ პროფილში თ-------- შ------–--ისა (ობ. N9) და მ----- შ------–--ის (ობ. N16; ექსპერტის N--------- დასკვნა) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ამავე პაკეტში მოთავსებულ მეორე სვიტრზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ. N6) სისხლს არ წარმოადგენს;

 

- პაკეტში, წარწერით: „...ი-----–- მ------–-–--ლის ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ზურგჩანთა ტანსაცმელი და ფეხსაცმელები...“ მოთავსებულ ჯინსის შარვალზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ. N7,8) სისხლს არ წარმოადგენს;

 

- პაკეტში წარწერით: „...შავ ფერის ნაქსოვი ქუდისაგან დამზადებული ნიღაბი...“ მოთავსებულ ქუდზე არსებული თმის (ობ.N2; ექსპერტის N--------- დასკვნა) გენეტიკური პროფილი და თ-------- შ------–--ის (ობ. N9) გენეტიკური პროფილი იდენტურია;

 

- პაკეტში, წარწერით: „...20 კალ ორლულ--ნი გადაჭრილი თოფი და 20 კალ სამი ცალი სანადირო ვაზნა...“ მოთავსებულ ორლულ--ნ საგანზე არსებული ბიომასალის (ობ. N1; ექსპერტის N001594717 დასკვნა) შერეული გენეტიკური პროფილის ძირითადი (მაჟორული) წილი და მ----- შ------–--ის (ობ. N16; ექსპერტის N--------- დასკვნა) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. N1-ის (ექსპერტის N001594717 დასკვნა) შერეულ გენეტიკურ პროფილში თ-------- შ------–--ისა და (ობ. N9) და ი-----–- მ------–-–--ლის (ობ. N10) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ------- კ--–-------. მანვე, მხარეების შეკითხვაზე განმარტა, რომ ადამიანს ბუნებრივად სცვივა თმა, როდესაც ბოლქვი აღარ არის. შესაბამისად აღნიშნული თმის ღერით გენეტიკური პროფილის მიღება შეუძლებელ--. ბოლქვიანი თმა, მექანიკური ზემოქმედების შედეგად შესაძლოა მოძვრეს. თმის ღეროზე, რომელზეც ჩატარდა კვლევა, იყო ბოლქვიანი. ის რის შედეგად აღმოჩნდა ნიღაბში, მექანიკური ზემოქმედების თუ სხვა, ამის თქმა არ შეუძლ--. მექანიკური ზემოქმედებაა როდესაც ადამიანმა შესაძლოა ქუდი მოიგლიჯოს და გადააგდოს, შესაძლოა მოყვეს ბოლქვიანი თმა და მიღებული იქნას გენეტიკური პროფილი.

 

68. სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სისხლის სამართლის N------------ საქმის მასალების მონაცემებზე დაყრდნობით, დადგენილებაში დასმული კითხვის შესაბამისად, მივდივართ შემდეგ შედეგებამდე: - თანახმად ექსპერტის დასკვნა N----------ის (სას. სამედიცინო ექსპერტი - გ-- გ----------ე, 23.01. – 01.02.2017წ) მონაცემებისა, მოქ. თ-------- შ------–--ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები - შედარებით სწორკიდეებიანი ჭრილობის (მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე პირველი თითის საფრჩხილე ფალანგის შიგნითა მხარეს) და ნაჭდევების (მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე, მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე მესამე თითის ძირითად ფანალგზე, მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე მეოთხე თითის ძირითადი ფალანგის შიგნითა ზედაპირზე) სახით. დაზიანება სწორკიდეებიანი ჭრილობის სახით განვითარებულ-- რაიმე მჭრელი თვისები მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, ხოლო დაზიანებები ნაჭდევების სახით განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად.

 

ადამიანის კბილებიც მიეკუთვნებიან მკვრივ-ბლაგვ საგანთა ჯგუფს.

 

- თუ რა ვითარებაში მიიღო მოქ. თ-------- შ------–--ემ მის სხეულზე არსებული დაზიანებები, აღნიშნულის დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლ--. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა გ-- ც--–--ემ და ზ------ გ-------–-–---–მა.

 

69. სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგი---ალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სასაქონლო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, 585 სინჯის, ოქროსგან დამზადებული, 2.86 გრამი, არაძვირფას თვალ--ნი ბეჭედის საბაზრო ღირებულება, დღევანდელი დღის მდგომარეობით, საორიენტაციოდ შეადგენს 230 ლარს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა რ---- მ-------–--ემ.

 

70. სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტრასოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, 1) გამოსაკვლევად წარმოდგენილი ბეჭედი, დამზადებული უნდა იყოს კუსტარულად. 2) ბეჭედზე არსებული დამღის გამოვლენა ვერ მოხერხდა, რაც გამოწვეული უნდა იყოს კვლევით ნაწილში მითითებული მიზეზით. გამოკვლევით ნაწილში მითითებულ--: წარმოდგენილი ბეჭდის ვიზუალური და მიკროსკოპული დათვალიერებით დგინდება, რომ ბეჭედზე, ქვედა მხარეს, გარე სიბრტყის ზედაპირზე, სუსტად აღინიშნება ჩატვიფრის მეთოდით დატანილი დამღის კონტურები, რომელთა მიხედვით, კონტურული მონაცემის დადგენა შეუძლებელ--. ამასთან, შესაბამის მიდამოში, უხეში მექანიკური ხასიათის ზემოქმედების კვლები, რაც მიუთითებდა დამღის წაშლაზე არ აღინიშნება და არსებული მდგომარეობით სავარაუდოდ დამღის სუსტი გამოსახულება გამოწვეული უნდა იყოს, როგორც დამღის არასრულად დატანის, ასევე ექსპლუატაციური ცვეთის შედეგად. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ---- მ---------ემ.

 

71. 2017 წლის 19 დეკემბრის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის თანახმად, შპს „მ--------–-ს“ ოფისიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია ნომერზე 5----------- განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარების შესახებ, სმს შეტყობინებების, ინტერნეტტრაფიკების, მოკავშირე ნომრების და მათი მფლობელთა დემოგრაფიული მონაცემების, მომსახურე ანძებისა და მათი ადგილმდებარეობების მითითებით.

 

72. 2018 წლის 3 იანვრის ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 3 იანვარს, თ--------–-- მუნიციპალიტეტის მ----ის წარმომადგენლის სოფელ ზედა საზანოს ადმინისტრაციულ ერთეულში - ნ-----–---- ბ--–-------ის მონაწილეობით მოხდა ადგილმდებარეობის დათვალიერება, რომელიც მდებარეობს თ--------–-- რაი---ის სოფელ ზედა საზანოში (26 მაისის) დასახლებაში მცხოვრები გ------- გ--------ის საცხოვრებელი სახლიდან გასავლელი გზა თ--------–-- რაი---ის სოფელ თ----ში (ვარდიგორას) დასახლებაში მცხოვრები დაზარალებულ მ----- შ------–--ის სახლამდე. დათვალიერება დაწყებული იქნა გ------- გ--------ის სახლიდან და სამსახურებრივი ჰაილუქსის, სახელმწიფო ნომრით A------ მარკის ავტომანქანით გაემართნენ სოფელ თ----ში (ვარდიგორის) მიმართულებით მიმავალ შემოკლებულ გზაზე. გზა არის მოხრეშილი და გადავიდნენ თ----ში (ვარდიგორის) დასახლების ტერიტორიაზე. ამის შემდეგ გზა განაგრძეს დაზარალებულ მ----- შ------–--ის სახლისკენ და გაიარეს 1 კილომეტრი და ორასი მეტრი. მივიდნენ მ----- შ------–--ის სახლამდე, სულ სავალი გზა არის ორი კილომეტრი და აღნიშნული გზის გავლას მოანდომეს 12 წუთი. შემდგომ ამისა, მ----- შ------–--ის სახლიდან წავიდნენ სოფელ თ----ში გამავალი საავტომობილო გზით სოფელ საზანოს მიმართულებით, მოხრეშილ გზაზე, მოძრაობდნენ 20 კმ-სთ სიჩქარით, ხოლო მოასფალტებულ გზაზე 50 კმ-სთ სიჩქარით. გაიარეს 9 კილომეტრი და 40 მეტრი. მივიდნენ გ------- გ--------ის საცხოვრებელ სახლთან, რა დროსაც მოანდომეს 20 წუთი.

 

73. 2018 წლის 5 იანვრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა 2017 წლის 19 დეკემბერს შპს „---------–-----“ გამოთხოვილი ინფორმაცია ტელეფონის ნომერზე 5-----------. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ თ-------- შ------–--ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის 5----------- ნომერზე განხორციელებულ-- შემავალი და გამავალი ზარები, ასევე ინტერნეტ კავშირები, 2017 წლის 18 იანვრის 0:12:56 საათიდან, 20:01:50 საათამდე პერიოდში, სხვადასხვა ხანგრძლივობით და ხშირი ინტენსივობით. 2017 წლის 18 იანვრის 20:01:50 საათიდან, 22:47:58 საათამდე, თ-------- შ------–--ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის 5----------- ნომერზე აქტივობა (შემავალი ან გამავალი ზარი, მოკლეტექსტური შეტყობინება ან ინტერნეტ კავშირი) არ ფიქსირდება. 22:47:58 საათიდან, ტელეფონზე ფიქსირდება ინტერნეტ კავშირი და გრძელდება ნომრის აქტიური გამოყენება. ყველა, ზემოთ მითითებულ დროს, ტელეფონის ნომერ 5----------- ემსახურება ანძა ნომ---- - 6--6, რომელიც შპს „მ--------–-ს“ ინფორმაციის მდებარეობს თ--------–-- რაი---ის სოფელ თ----ში (აღნიშნული ინფორმაცია, დატანილი CD დისკზე, ასევე, გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე).

 

74. სასამართლო განმარტავს, რომ ყაჩაღობის საშიშროება მეტად მაღალ--, იგი არა მარტო ქონების ხელყოფაში გამოიხატება, არამედ თვით ამ ხელყოფის ხასიათში - თავდასხმასა და ისეთი ძალადობის გამოყენებაში, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარაში. ყაჩაღობა ორობიექტიანი დანაშაულ--. იგი ერთდროულად ხელყოფს როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ისე მის ჯანმრთელობას. ყაჩაღობის შემადგენლობაში ეს ორი ობიექტი ძირითადია. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა. თავდასხმის ცნებაში უნდა ვიგულისხმოთ დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი, აგრესიული მოქმედება, რომელიც დაკავშირებულ-- ძალადობასთან. თუმცა მოულოდნელობის მიუხედავად, როგორც წესი თავდასხმის ფაქტი, რომელსაც თან ერთვის ფიზიკური ძალადობა, კარგად არის გაცნობიერებული დაზარალებულის მიერ, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება თავდასხმის ფაქტი მის მიერ არც იყოს გააზრებული. თავდასხმა და მის შედეგად უშუალოდ განხორციელებული ძალადობა ორი განუყოფელი აგრესიული აქტის ერთიანობაა. თავდასხმა არის ყაჩაღობის პირველი ეტაპი, რომელიც წინ უსწრებს ძალადობას და გულისხმობს, სწრაფ და აგრესიულ მოქმედებას, მიმართულს დაზარალებულის წინააღმდეგ, ხოლო მეორე ეტაპია ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, სადაც თავდასხმა ორგანულად არის გაერთიანებული ძალადობასთან. ფიზიკური ძალადობა, გამოყენებული ყაჩაღობის დროს საშიში უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობისათვის. დამნაშავის მიერ გამოყენებული ძალადობის ხარისხის განსასაზღვრავად, მხედველობაში უნდა იყოს მიღებული არა მარტო ჯანმრთელობისათვის მიყენებული დაზიანების შედეგი, არამედ მისი ხანგძლივობა, ინტენსივობა, დანაშაულის ჩადენის იარაღი, საშუალება და სხვა. ყაჩაღობის დროს მუქარა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური, მისი გამოვლენის ფორმას არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა. იგი შეიძლება გამოიხატოს სიტყვიერად, ჟესტით, მოქმედებით, მაგალითად ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის დემონსტრირებით. დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს ან ყოველ შემთხვევაში, საფუძვლ--ნი ეჭვი უნდა ჰქონდეს იმისა, რომ ეს მუქარა რეალიზებული იქნება, თუ იგი ქონების გადაცემის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. ამიტომ მუქარის მიზანია დაზარალებულის ნების პარალიზება ან დროებით მისი დათრგუნვა და ამით ძალადობრივი გზით ქონების დაუფლება. დამნაშავის მიერ ქონების დასაუფლებლად იარაღის იმიტაციის გამოყენება, რომელსაც გარეგნული მსგავსება აქვს იარაღის ანალოგ--სთან, მაგრამ არ შეიძლება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება, მაინც ძალადობად უნდა მივიჩნიოთ, თუ ეს იარაღი მსხვერპლის მიერ ნამდვილ იარაღად აღიქმება. სათამაშო იარაღის დემონსტრირებაც კი უარყოფითად მოქმედებს დაზარალებულზე, მას ეუფლება შიშის გრძნობა და იგი იძულებულ-- დათმოს ქონება. დანაშაულებრივი ქმედების ყაჩაღობად კვალიფიკაციისათვის მუქარის ხარისხის განსასაზღვრად კონკრეტული საქმის ყველა გარემოებათა შესწავლა სავალდებულოა. ამისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს ყაჩაღური თავდასხმის ადგილი, დრო, იმ საგნის თვისება, რომელიც გამოყენებულ-- განუსაზღვრელი მუქარის განსახორციელებლად, როგორ აღიქვამს მას დაზარალებული და სხვა. ყაჩაღობის საშიშროებიდან გამომდინარე, იგი ფორმალურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება და დამთავრებულ-- ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. ყაჩაღობის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი მოქმედების საშიშროება და ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს დაზარალებულს და სურს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს მის ქონებას.

 

75. დანაშაულის დამამძიმებელი გარემოებაა, ქმედება ჩადენილი ჯგუფის მიერ. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. სასამართლო განმარტავს, რომ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის დროს აუცილებელი არ არის ყველა თანაამსრულებელმა გამოიყენოს ისეთი ძალადობა, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის. საკმარისია მათგან თუნდაც ერთმა მიმართოს ამგვარ ძალადობას და ეს ფაქტი სხვა თანამონაწილეთა განზრახვითაც იყოს მოცული.

 

76. ასევე, დანაშაულის ერთერთი დამამძიმებელი გარემოებაა, ქმედება ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით. შეღწევა უკანონოა, თუ იგი ხორციელდება დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, იმ პირის მიერ, რომელსაც ამის უფლება არ აქვს. ზემოაღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობა განპირობებულ-- იმით, რომ დამნაშავე შეღწევისას დამატებით ზოგჯერ საკმაოდ მნიშვნელოვან ძალასა და ხერხს იყენებს, რომ გადალახოს წინააღმდეგობა და დაეუფლოს ქონებას. შეღწევა, ძირითადად გულისხმობს წინააღმდეგობის გადალახვით ბინაში შესვლას ყაჩაღობის მიზნით. ბინა კი, ისეთი ნაგებობაა, რომელიც გამიზნულ-- ადამიანთა მუდმივ ან დროებით საცხოვრებლად (ინდივიდუალური სახლი, ბინა, აგარაკი და სხვა).

77. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ თ-------- შ------–--ემ განხორციელებული ქმედებით, ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

78. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლ-- შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

79. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლ--ნი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე, შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით, კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნ---მბერი, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).

 

80. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60).

81. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილ-- საქმის სამართლ--ნი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

82. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულებათა ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ განხორციელებული ქმედებით, თ-------- შ------–--ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით (რაც გათვალისწინებულ-- საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით). წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა თ-------- შ------–--ის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილ-- ერთმანეთთან, დამაჯერებელ-- და აშკარად უთითებენ თ-------- შ------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

83. სასამართლო, თ-------- შ------–--ის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ლ------ შ------–--ის მიერ ოქროს ბეჭდის ამოცნობის ოქმს, ვინაიდან მისი მოპოვების დროს დარღვეული იქნა საქართველოს სსსკ 131-ე მუხლის არსებითი მოთხოვნები, კერძოდ: საქართველოს სსსკ 131-ე მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, ამომცნობს ამოსაცნობი ობიექტი უნდა წარედგინოს არანაკლებ 2 სხვა ერთგვაროვან საგანთან ერთად. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ბეჭდის ამოცნობის ოქმით და თანდართული ფოტოსურათებით დგინდება, რომ ლ------ შ------–--ისათვის წარდგენილი იქნა 3 ოქროს ბეჭედი. წარდგენილი სამივე ბეჭედი რადიკალურად განსახვავდება ერთმანეთისგან. კერძოდ, ორი ბეჭედი არის მრგვალი ფორმის და ორივე ბეჭედზე, თვალი შუაში ჩასმულ-- ე.წ. „სიმრგვალეში“. მესამე ბეჭედი, რომელიც ამოღებულ-- თ-------- შ------–--ის დროებითი საცხოვრებელი სახლიდან, არის რომბისებური მოყვითალო-მოყავისფრო ფერის თვალით. თვალი ჩასმულ-- ბეჭდის შუაში და თვლებს გარშემო იჭერს ათი კბილანა (ამოღებული ბეჭედი ასევე, დათვალიერებული იქნა ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევის დროს). სასამართლოს მიაჩნია, რომ ამოცნობის დროს ლ------ შ------–--ისთვის მოხდა არაერთგვაროვანი ნივთების წარდგენა. შესაბამისად, მტკიცებულებები დაუშვებელ-- და არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. აღნიშნულ ნაწილში, ასევე, დაუშვებელ-- მოწმეების ჩვენებების გაზიარებაც.

 

84. ასევე, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაზარალებულ ლ------ შ------–--ის განმარტებას, რომ ამოცნობილი ოქროს ბეჭედი წარმოადგენს მის საკუთრებას და აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე, დაკითხვისას, დაზარალებულმა დაჟინებით, თუმცა ზოგადად მიუთითა, რომ ბეჭედი არის მისი საკუთრება. კონკრეტულად, რაიმე დეტალი ან ნიშანი, რომლითაც შეძლო ბეჭდის ამოცნობა ან ნახვის დროს დარწმუნდა, რომ ბეჭედი გარკვეული ნიშნით ამოიცნო და იყო მისი, სასამართლო სხდომაზე არ უთქვამს. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ს--–---ე შ------–--ემ, ლ-- გ--------ემ, მ--–---- შ------–--ემ და თ-------- შ------–--ემ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიუთითეს, რომ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ბეჭედი ეკუთვნოდა ბებიას და რამდენიმე წლის წინ გადასცა ლ-- გ--------ემ ს--–---ეს საჩუქრად. აღნიშნული გარემოება, ასევე მითითებულ-- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმში, სადაც გაკეთებულ-- ს--–---ე შ------–--ის განმარტება, რომ ოქროსფერი ბეჭედი, რომელშიც ჩასმულ-- მოყვითალო-მოყავისფრო ფერის ს-–----–-- ზომის თვალი მემკვიდრეობით მიიღო ბებიისგან - ლ--–- შ------–--ისგან.

 

85. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, საქმეზე დართული საგნების და ნივთების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ გამოძიების დროს არ მომხდარა საქმის მასალების დაცვის მხარისათვის გადაცემა და გაცნობა. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებები დაუშვებელ-- სსსკ 83-ე მუხლის საფუძველზე. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ 83-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე დაცვის მხარის მოთხოვნა ბრალდების მხარის იმ ინფორმაციის გაცნობის თაობაზე, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც ბრალდების მხარე აპირებს, დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. ბრალდების მხარე ასევე ვალდებულ-- ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაცვის მხარეს გადასცეს მის ხელთ არსებული გამამართლებელი მტკიცებულებები. ინფორმაციის გაცვლის მოთხოვნის შემდეგ იმ მომენტისათვის არსებული მასალის მხარისათვის სრული მოცულობით გადაუცემლობა იწვევს ამ მასალის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული მხარეების მიერ ინფორმაციის გაცვლის თაობაზე დგება ოქმი, რომლის ასლიც ეგზავნება სასამართლოს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად. სასამართლო აღნიშნავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპის უზრუნველსაყოფად განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება, მხარეების მიერ შესაძლო მტკიცებულებათა შესახებ ინფორმაციის გაცვლის თაობაზე. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაცვის მხარის მოთხოვნა სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე მტკიცებულებათა გაცვლის შესახებ, დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ბრალდების მხარეს აღნიშნულ საკითხში არ გააჩნია ფორმალური დისკრეცია - მას ევალება მოთხოვნილი დოკუმენტაციის გადაცემა; არ აქვს განსაზღვრული ვადა - კოდექსი იყენებს სიტყვას დაუყოვნებლივ; ვალდებულ-- გადასცეს იმ დროისათვის მის ხელთ არსებული მასალები სრული მოცულობით, მათ შორის გამამართლებელი მტკიცებულებები. შესაბამისად, ნათელ--, რომ მოთხოვნისამებრ პროცედურების ფარგლებში ინფორმაციის მოთხოვნა და გაცვლა დაიშვება სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილ--, რომ:

 

ა) სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 19 იანვარს;

 

ბ) შემთხვევის ადგილი დამატებით დათვალიერებული იქნა 2017 წლის 19 იანვარს, რა დროსაც სახლიდან დაახლოებით 250 მეტრში ნანახი, ამოღებული და დალუქული იქნა ქუდი, ე.წ. „ნიღაბი“.

 

გ) 2017 წლის 20 იანვარს დაინიშნა ბიოლოგიური ექსპერტიზა, რომლის 2017 წლის 16 თებერვლის დასკვნის თანახმად, ნიღაბში არსებული თმა ეკუთვნოდა მამრობითი სქესის პირს;

 

დ) 2017 წლის 22 იანვარს ჩატარებული იქნა თ-------- შ------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც თ-------- შ------–--ის საძინებელი ოთახიდან ამოღებული და დალუქული იქნა მისი კუთვნილი შავი ფერის ქურთუკი;

 

ე) 2017 წლის 1 მარტს დანიშნული იქნა ბიოლოგიური ექსპერტიზა, რომლის 2017 წლის 16 მაისის დასკვნის თანახმად, ტყავის ქურთუკზე არსებული მოწითალო-მოიისფრო ლაქები წარმოადგენს სისხლს, რომელიც მ----- შ------–--ის გენეტიკური პროფილის იდენტურია. ხოლო ნიღაბში არსებული თმის გენეტიკური პროფილი და თ-------- შ------–--ის გენეტიკური პროფილი იდენტურია;

 

ვ) 2017 წლის 22 ო-----------, გაცემული იქნა განჩინება თ.შ------–--ის დაკავების შესახებ, რომელიც დაკავებული იქნა 2017 წლის 23 ო-----------;

 

ზ) 2017 წლის 24 ო-----------, მიღებული იქნა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და თ.შ------–--ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. აღნიშნულ დადგენილებაში, მტკიცებულებებად, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებას, სხვადასხვა მტკიცებულებებთან ერთად მითითებულ-- თ.შ------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი და მისი შედეგები, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები;

 

თ) 2017 წლის 24 ო----------- შედგენილი იქნა ოქმი ინფორმაციის გაცვლის თაობაზე, რა დროსაც ადვოკატ ნ----- მ---------–იას გაეცვალა და გადაეცა იმ მომენტისათვის გამოძიების ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, მათ შორის შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების ოქმი და ფოტო სურათები, თ.შ------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები. ფოტოსურათები გადაეცა ელექტრონული სახით CD დისკზე;

 

ი) 2017 წლის 3 ნ---მბერს, ადვოკატმა ა-–--------–-–---–მა წარადგინა ორდერი და მოითხოვა საქმის მასალების სრულად გადაცემა;

 

კ) 2017 წლის 7 ნ---მბერს შედგენილი იქნა ოქმი ინფორმაციის გაცვლის თაობაზე, რა დროსაც ადვოკატ ა-–---------- თათელიშვილს გაეცვალა და გადაეცა იმ მომენტისათვის გამოძიების ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, მათ შორის შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების ოქმი და ფოტო სურათები, თ.შ------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები. ასევე, ადვოკატის თანდასწრებით დათვალიერებული იქნა საქმეზე დართული CD დისკები, რაც გადაეცა ასლის სახით (მოხდა სურათების გადაწერა);

 

ლ) 2017 წლის 4 დეკემბერს, ადვოკატმა ა-–--------–-–---–მა განცხადებით მიმართა ბრალდების მხარეს და მოითხოვა სისხლის სამართლის საქმის გაცნობა და მასალების გადაცემა;

 

მ) 2017 წლის 6 დეკემბერს დაცვის მხარეს ეცნობა საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების შესახებ და განემარტა მათი დათვალიერება-გაცნობის შესაძლებლობის შესახებ;

 

ნ) ასევე, 2017 წლის 6 დეკემბერს და 2018 წლის 23 იანვარს შედგენილი იქნა ოქმები ინფორმაციის გაცვლის შესახებ რა დროსაც დაცვის მხარეს 6 დეკემბერს გადაეცა მის მიერ კონკრეტულად, სახელდებით მითითებული მტკიცებულებები, ხოლო 23 იანვარს გადაეცა საქმეში არსებული მტკიცებულებები სრულად.

 

შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებულ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილ--, რომ დაცვის მხარის უფლება მტკიცებულებათა გადაცემისა და გაცნობის შესახებ არ დარღვეულა. დადგენილ--, რომ ორი ძირითადი მტკიცებულება, რომელიც საფუძველი გახდა თ-------- შ------–--ის ბრალდებისა (ნიღაბი და ქურთუკი) გამოძიების მიერ ამოღებული იქნა 2017 წლის 19 და 22 იანვარს, შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერებისა და თ.შ------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებიც მოპოვებული იქნა 2017 წლის თებერვალსა და მაისში. თ.შ------–--ის დაკავება მოხდა 2017 წლის ოქტომბრის თვეში და როგორც ბრალდების შესახებ დადგენილებაში, ასევე დაცვის მხარესთან გაცვლის ყველა ოქმში მითითებული იქნა აღნიშნული მტკიცებულებები (შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების ოქმი, თ-------- შ------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, ფოტოსურათები CD დისკზე (რომელიც ასახავს ე.წ. „ნიღბის“ აღმოჩენის და დალუქვის ფაქტებს)) და შესაბამისად, დაცვის მხარეს გადაეცა საქმის მასალები სრულად და მისთვის ცნობილი გახდა ორი უმთავრესი მტკიცებულების საქმეზე შემხებლობის შესახებ. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ დაცვის მხარის მონაწილეობით გახსნილი და დათვალიერებული იქნა არაერთი მტკიცებულება CD დისკზე დატანილი. ასევე, 6 დეკემბერს დაცვის მხარეს სრულყოფილად მიეწოდა ინფორმაცია საქმეზე დართული საგნების და ნივთების შესახებ და განემარტა გაცნობა-დათვალიერების შესაძლებლობა. შესაბამისად, დაცვის მხარეს მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ სურდა მტკიცებულების გაცნობა-დათვალიერება და ბრალდების მხარემ არ მისცა ამის შესაძლებლობა, არ წარმოუდგენია. მხოლოდ ზეპირი განმარტება კი არ წარმოადგენს იმ სახის მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოს მიცემს გარკვეული გარემოების უტყუარად დადასტურების შესაძლებლობას. ასევე, ყურადსაღებია თავად ბრალდებულის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტება, რომ მიუხედავად მისი არაერთი მოთხოვნისა გაეცნოთ და ეჩვენებინათ ქურთუკი და ნიღაბი, ბრალდების მხარემ ეს არ შეასრულა. ბრალდებულის აღნიშნული განმარტება, ნათლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დაცვის მხარისათვის ცნობილი იყო საქმეზე არსებული ამოღებული ნივთების არსებობის და მისი საქმეზე შემხებლობის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულ-- ფაქტი, რომ გამოძიების მიერ დაცვის მხარისათვის მტკიცებულებების გადაცემა და გაცნობის შესაძლებლობა მოხდა საქართველოს სსსკ 83-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

86. ასევე, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულისა და დაცვის მხარის განმარტებას თ-------- შ------–--ისათვის „თმების ამოგლეჯვის შესახებ“ (გამოკითხვისას, როდესაც ქუთაისში იმყოფებოდა, ზ------ ფ-------ემ თ.შ------–--ეს ამოგლიჯა თმები) და განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ერთი პირდაპირი მოწმის - თ-------- შ------–--ის განმარტება. სხვა მტკიცებულებები, კერძოდ კი მოწმეები - ლ-- გ--------ე, გ------- გ--------ე, ს--–---ე შ------–--ე, მ--–---- შ------–--ე და ი-----–- მ------–-–--ლი, გადმოსცემენ ფაქტს, გაგებულს (ინფორმაცია მიღებულს) თ-------- შ------–--ისგან. ამასთან, მოწმეები ზოგადად ამბობენ, რომ თ--------მ მათ უთხრა, რომ ზ------ ფ-------ემ ამოაგლიჯა თმები. კონკრეტულად რა ვითარებაში, რა ადგილიდან, რა საშუალებით და როგორ მოხდა თმების ამოგლეჯვა, მოწმეები ვერ უთითებენ. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს (2015 წლის 22 იანვრის N1/1/5-- გადაწყვეტილება, საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) განმარტებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულ-- იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია (პარაგრაფი 29). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულ-- შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს. ირიბი ჩვენების შემთხვევაში კი ეს მექანიზმი სანდოობის უზრუნველსაყოფად ნაკლებად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რამდენადაც ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლ-- დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია (პარაგრაფი 31). მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მოწმეების სახით დაკითხულმა ს--–---ე შ------–--ემ, ლ-- გ--------ემ, ლ-–- ბ------ემ, მ--–---- შ------–--ემ, ი-----–- მ------–-–--ლმა, ზოგადად დაადასტურეს თ-------- შ------–--ისთვის თმების ამოგლეჯვის დაფიქსირების ფაქტი. კონკრეტულად არ მიუთითეს თუ რა ვითარებაში, გარემოებაში ან ადგილზე მოხდა მისთვის თმების ამოგლეჯვა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმების ჩვენება ვერ უძლებს კრიტიკულ შეფასებას და, შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს. ამასთან, აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოებაა დადასტურებული სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ გ-- გ----------ის ჩვენებით, სადაც მან მიუთითა, რომ მართალ-- მას ბრალდებულმა განუცხადა თმის ამოგლეჯვის ფაქტი, თუმცა მას დაზიანება არ ემჩნეოდა, რომ ყოფილიყო, აღნიშნული აუცილებლად აისახებოდა ექსპერტიზის დასკვნაში. ის გარემოება, რომ გარდა მითითებული დაზიანებებისა, სხვა დაზიანება არ გააჩნდა სხეულზე თ-------- შ------–--ეს, ასევე, დადასტურებულ-- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.

 

87. ასევე, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მტკიცებულებების გაყალბების შესახებ (რომ დამატებითი დათვალიერების დროს არ მომხდარა ამოღებული ნიღბის დალუქვა და ნიღაბი მას შემდეგ დაილუქა, რაც 22 იანვარს, თ.შ------–--ეს თმები ამოგლიჯა ზ.ფ-------ემ. ასევე, სავარაუდოდ, ამოღებულ ქურთუკზე მოხდა სისხლის მისხმა ე.წ. „შრიცის“ საშუალებით და ქურთუკი, რომელიც დათვალიერებული იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ეკუთვნის თ-------- შ------–--ეს). სასამართლო მიუთითებს, რომ რომელიმე პრეტენზიის უარსაყოფად, მხარეებს საქმეზე არ წარმოუდგენიათ რაიმე მტკიცებულება, რომელიც დააკმაყოფილებდა უტყუარობის სტანდარტს. დაცვის მხარემ აღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად, მხოლოდ თავისი განმარტება მოიყვანა - სავარაუდო მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის შესახებ. სასამართლო მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებაზე (2017 წლის 14 ივლისის N51აპ-17 გადაწყვეტილება, სამოტივაციო ნაწილი, სადაც საკასაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების შესახებ, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ცეცხლსასროლი იარაღი ბრალდებულს არ ჰქონია, არამედ ის მისი დაკავების ადგილზე თან ჰქონდათ პოლიციელებს, რომლებმაც შემდეგ მისი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში გააფორმეს როგორც მისგან ამოღებული იარაღი, ანუ მოხდა მტკიცებულების ფალსიფიკაცია, ხოლო შემდგომში კი ასეთ ყალბ საფუძველზე მას წარუდგინეს ცრუ ბრალდება (პარაგრაფი N3) და განაცხადა) რომ „საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ამგვარ მტკიცებას და მას ვერ განიხილავს როგორც დასაბუთებულ საფუძველს მსჯავრდების მოცემულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებისათვის, რადგან საამისოდ საქმის მასალებში არ მოიპოვება მსგავსი საფუძველი, ასევე, კასატორის ზემოაღნიშნული მტკიცებაც, თავის მხრივ, არ ემყარება რაიმე რეალურად არსებულ გარემოებას ანდა ისეთ მტკიცებულებას, რაც საფუძვლ--ნ ეჭვს გააჩენდა ვ. შ-ს ბრალეულობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მსჯავრდებული საქმის წინასწარი გამოძიების სტადიაზევე უზრუნველყოფილი იყო დამცველით, რომლის მეშვეობით მას ჰქონდა შესაძლებლობა, მიემართა განცხადებით პროკურატურისათვის მისი უკანონოდ დაკავებისა და მტკიცებულების ფალსიფიკაციის თაობაზე, თუკი ნამდვილად იყო ჩადენილი მის მიმართ ასეთი დანაშაულებრივი ქმედებები, აგრეთვე ჩაეტარებინა დამოუკიდებელი გამოძიება, მაგრამ დაცვის მხარეს მსგავსი რამ არ გაუკეთებია (პარაგრაფი N4). ამასთან ერთად, საკასაციო პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ, როგორც პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოები, ასევე საკასაციო სასამართლო, პროცესუალური თვალსაზრისით, მოკლებულ-- შესაძლებლობას საქმის არსებითი განხილვისას თვითონ ჩაატაროს გამოძიება და დაადგინოს, გაყალბდა თუ არა მტკიცებულება პირის დაკავებისას, თუკი, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პირობებში, ბრალდებისა და დაცვის მხარეების მიერ ჩატარებული სასამართლო გამოძიებით არ გამოვლინდა ისეთი რეალური ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც საფუძვლ--ნ ეჭვს წარმოშობენ ბრალდების მტკიცებულებების სანდოობისა და კანონიერების მიმართ“ (პარაგრაფი N5).

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო, ასევე, დამატებით მიუთითებს, რომ: 2017 წლის 19 იანვრის, შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების ოქმის თანახმად, დადგენილ--, რომ ამოღებული ნიღაბი მოთავსდა კრიმინალისტების სპეციფიკურ პაკეტში ნომრით F-- 4----- და დაილუქა. ბიოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილ--, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი იყო შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ნივთმტკიცების შესაფუთი, პოლიეთილენის დალუქული პაკეტი შტრიხკოდით: „F-- 4-----“ და წარწერით: „1 0----------- 1---------წ. შავი ფერის ნაქსოვი ქუდისგან დამზადებული ნიღაბი..........“. 2017 წლის 22 იანვრის თ.შ------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით დადგენილ--, რომ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული შარვალი და ტყავის ქურთუკი დალუქული იქნა ერთ პაკეტად თ--------–-- რაი---ული სამმართველოს N----- ლუქის ბეჭდით. ბიოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილ--, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი იქნა მოიასამნისფერო პოლიეთლენის პარკი, შავი ფერის გამოსახულებებითა და წარწერებით. პარკი თავმოკრულ-- თეთრი ფერის ძაფით, რომლის ბოლოები გაყრილი და დატანებულ-- თეთრი ფერის ქაღალდსა და „საქ. შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სავანეთის პოლიციის დეპარტამენტი თერჯოლი რაი---ული სამმართველო N-----“ ლუქს შორის. ქაღალდის მეორე მხარეზე იკითხება: „2017 წლის 22 იანვარს თ--------–-- რაი---ის სოფელ თ----ში თ-------- შ------–--ის სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თ-------- შ------–--ის შარვალი და ტყავის ქურთუკი. 1. (გაურკვეველი ხელმოწერა) /მ.შ------–--ე/ 2. (გაურკვეველი ხელმოწერა) /უ. გ---–--–-–ვილი/ 3. (გაურკვეველი ხელმოწერა) /ზ. ფ-------ე/ 4. (გაურკვეველი ხელმოწერა) /ლ. კ-----ე/ გამომძიებელი: (გაურკვეველი ხელმოწერა) /თ.გ---–--–-–ვილი“. ექსპერტ შ.კ--–-----ის განმარტებით, პაკეტების მთლ--ნობა დარღვეული არ ყოფილა.

 

88. ასევე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწმეების გ------- გ--------ის, ც---- კ------ისა და თ-------- შ------–--ის განმარტებას, რომ 2017 წლის 18 იანვარს იმყოფებოდა გ.გ--------ესთან ერთად და მასთან დარჩა საღამოს. აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოებები მითითებულ-- შპს „---------–-----“ გამოთხოვილ ინფორმაციაში თ-------- შ------–--ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომერთან დაკავშირებით, სადაც მითითებულ--, რომ 2017 წლის 18 იანვრიდან, 2017 წლის 19 იანვრის ჩათვლით თ-------- შ------–--ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომერს ემსახურება ანძა ნომ---- - 6--6, რომელიც მდებარეობს თ--------–-- რაი---ის სოფელ თ----ში. ასევე, 2017 წლის 18 იანვრის 20:01:50 საათიდან, 22:47:58 საათამდე, თ-------- შ------–--ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის 5----------- ნომერზე აქტივობა (შემავალი ან გამავალი ზარი, მოკლეტექსტური შეტყობინება ან ინტერნეტ კავშირი) არ ფიქსირდება და მას ემსახურება ანძა N6--6, რომელიც მდებარეობს სოფელ თ----ში. 22:47:58 საათიდან, ტელეფონზე ფიქსირდება ინტერნეტ კავშირი და გრძელდება ნომრის აქტიური გამოყენება, რა დროსაც ტელეფონს ემსახურება ანძა ნომ---- 6--6, მდებარე თ--------–-- რაი---ის სოფელ თ----ში. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია, რომელიც გამოთხოვილ-- შპს „---------–-----“ წარმოადგენს იმ სახის უტყუარ მტკიცებულებას, რომლითაც დადასტურებული გარემოებები, არ შეიძლება ჩაანაცვლოს მოწმის მიერ სხდომაზე მიცემულმა ჩვენებამ, ანუ სასამართლოს ეს მტკიცებულება (მ--------–-დან გამოთხოვილი ინფორმაცია) მიაჩნია იმ სახის მტკიცებულებად, რომლითაც დადასტურებული გარემოებები, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა მტკიცებულებით. ასევე, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ანძების გადატვირთვის შემთხვევაში, დასაშვებია სოფელ საზანოში მყოფი პირის ტელეფონს ემსახურებოდეს სოფელ თ----ში მდებარე ანძა, ვინაიდან დაცვის მხარეს გარდა მისი განმარტებისა სხვა რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ინფორმაციის ნამდვილობაში, არ წარმოუდგენია. მხოლოდ მხარის მიერ გაკეთებული განმარტება კი არ არის საკმარისი მტკიცებულება აღნიშნული გარემოების უტყუარად დადასტურებისა. ამასთან, ის გარემოება, რომ 2017 წლის 18 იანვარს, ყაჩაღობისას თ.შ------–--ე იმყოფებოდა სოფელ თ----ში, შ------–--ეების ოჯახში, ასევე დადასტურებულ-- ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებითაც, რომლის თანახმად, თ-------- შ------–--ის ქურთუკზე, რომელიც ამოღებულ-- მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომლის გენეტიკური პროფილი მ----- შ------–--ის გენეტიკური პროფილის იდენტურია. ასევე, შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების ოქმითა და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვითაც, შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების დროს ამოღებული იქნა ნიღაბი, რომელშიც აღმოჩნდა თმის ღერი, რომლის გენეტიკური პროფილი თ-------- შ------–--ის გენეტიკური პროფილის იდენტურია.

 

89. ასევე, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას კვალიფიკაციის ნაწილში, ბინაში უკანონო შეღწევის არამართებულობის შესახებ და განმარტავს, რომ როგორც უკვე აღინიშნა, ბინა ეს არის ისეთი ნაგებობაა, რომელიც გამიზნულ-- ადამიანთა მუდმივ ან დროებით საცხოვრებლად (ინდივიდუალური სახლი, ბინა, აგარაკი და სხვა). მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დაზარალებულების სახით დაკითხული ლ------ და მ----- შ------–--ეების, ჟ--–---- ც---–----- განმარტებით დადგენილი იქნა, რომ მას შემდეგ რაც დაეწვათ ორსართულ--ნი საცხოვრებელი სახლი, ისინი ოთახს, სადაც მათ ყაჩაღურად თავს დაესხნენ პირები იყენებდნენ საცხოვრებლად და ღამეს ათევდნენ მ----- შ------–--ე და ჟ--–---- ც---–----. ის გარემოება, რომ აღნიშნული ოთახი დაზარალებულებს საცხოვრებლად ჰქონდათ მოწყობილი, დადასტურებულ-- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ფოტო სურათებით, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ ოთახში დევს ორი ცალი საწოლი, კარადა, მასში მოთავსებული საყოფაცხოვრებო ნივთებით და შეშის ღუმელი. შესაბამისად, სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია დაცვის მხარის აპელირება, რომ აღნიშნული ოთახი არ წარმოადგენს ბინას.

 

90. სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Suominen v. Finland, § 34; Van de Hurk v. the Netherlands, § 61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Georgiadis v. Greece, § 43) და მიაჩნია, რომ მთავარ არგუმენტებთან დაკავშირებით, სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რის გამოც საჭიროდ არ მიაჩნია სხვა იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც ვერავითარ გარდატეხას მოახდენს სადავო ფაქტის დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

91. თ-------- შ------–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

92. საქართველოს სსსკ 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლ--ნია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

93. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრების მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლ--ნ სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლ--ნობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, თ-------- შ------–--ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის პიროვნებას - ნასამართლობის არ მქონეა, არ არის შემჩნეული ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში და აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან. ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედების ხარისხის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალად შერაცხული და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება მომეტებულად საზოგადოებრივად საშიში ხასიათისაა და ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ თ-------- შ------–--ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საშუალო ვადასთან მიახლოებული სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელით, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სსკ 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

94. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებითა და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თ-------- შ------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით;

 

თ-------- შ------–--ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 23 ოქტომბრიდან;

 

თ-------- შ------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: თ--------–-- რაი---ის სოფელ თ----ში, თ-------- შ------–--ის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის შარვალი და შავი ფერის ტყავის ქურთუკი, რომლებიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს თ-------- შ------–--ეს ანდა მისი ოჯახის წევრს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

თ-------- შ------–--ისგან ამოღებული შავი ჯინსის შარვალი, შავი ფერის ტყავის ქურთუკი და შავი ფერის მაღალყელიანი თასმებიანი ფეხსაცმელი, რომლებიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს თ-------- შ------–--ეს ანდა მისი ოჯახის წევრს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

თ-------- შ------–--ის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, „ბ--–---ის“ სიმბარათის ჩარჩო და შავი ფერის გასაშლელი ლითონის ხელჯოხი, რომლებიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს თ-------- შ------–--ეს ანდა მისი ოჯახის წევრს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

თ-------- შ------–--ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული შპს „მ--------–-ს“ სიმბარათი, რომელიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს თ-------- შ------–--ე ანდა მისი ოჯახის წევრს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

თ-------- შ------–--ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ოქროს ბეჭედი, მოყვითალო-მოყავისფრო საშუალო ზომის თვალით, რომელიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ს--–---ე შ------–--ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

გ------- გ--------ის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ამოღებული „ს-------ის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს თ-------- შ------–--ეს ანდა მისი ოჯახის წევრს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

ი-----–- მ------–-–--ლის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ზურგჩანთა, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომლებიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ი-----–- მ------–-–--ლს, საქმეზე საბოლოოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

ი-----–- მ------–-–--ლის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ამოღებული ორი ცალი შავი ფერის ნაქსოვი სვიტრი, უმკლავო ქურთუკი, რომლებიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ი-----–- მ------–-–--ლს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

ი-----–- მ------–-–--ლის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა - ერთი 20 ლარიანი კუპიურა, ერთი 2 ლარიანი მონეტა, ორი ცალი ერთ ლარიანი მონეტა, სამი ცალი ოც თეთრიანი მონეტა, ორი ცალი ათ თეთრიანი მონეტა, რომლებიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს, ი-----–- მ------–-–--ლს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

ლ-–- ბ------ის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ამოღებული მოყავისფრო მაღალყელიანი ფეხსაცმელები, რომელიც ინახება თ--------–-- რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ლ-–- ბ------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს იატაკის ზედაპირიდან ამოღებული მწვანე ტარიანი დანა, რომელიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს იატაკის ზედაპირიდან ამოღებული მონაცრისფრო სვიტერი, რომელიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს, დაზარალებულ მ----- შ------–--ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

შპს „---------–-----“, N2------ და N4------ განჩინებების საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაცია, „CD“ დისკებზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული „CD“ დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

2017 წლის 22 და 27 იანვარს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, შემთხვევის ადგილის და შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი „CD“ დისკები, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

ი-----–- მ------–-–--ლისგან აღებული ხელის ფრჩხილის, თმის, ნერწყვის, ხელის ანაწმენდის ნიმუშები და ხელის ნახჭის ნიმუში, ერთ დაქტილოფირზე, რომლებიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

თ-------- შ------–--ისგან აღებული ხელის ფრჩხილის, თმის, ხელის ანაწმენდის, ნერწყვის ნიმუშები და ხელის ნახჭის ნიმუში, ერთ დაქტილოფირზე, რომელიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

დაზარალებულების ლ------ და მ----- შ------–--ეებისგან აღებული ნერწყვის ნიმუშები, რომლებიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, მაცივრის კარებიდან, აივნის კედლის ზედაპირიდან, იატაკიდან და იატაკის ზედაპირიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, რომლებიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული თეთრი ფერის პლასტმასის კბილებიანი მომჭერები, ე.წ. „ჟგუტები“, რომელიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების დროს ამოღებული შავი ფერის ნაქსოვი ქუდისგან დამზადებული ნიღაბი, რომელიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

თერჯოლის რაიონის სოფელ თ----ში, თ-------- შ------–--ის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ამოღებული ორი ცალი დამუხტული ვაზნა და ორი ცალი განასროლი მასრა, რომლებიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

თერჯოლის რაიონის სოფელ თ----ში, თ-------- შ------–--ის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ამოღებული ორი ცალი მწვანე ფერის დამუხტული ვაზნა, რომლებიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში -განადგურდეს, საქმეზე საბოლოოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

სისხლის სამართლის N------------ საქმეზე ამოღებული ორლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფის ანაწმენდები, რომლებიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ სისხლის სამართლის N------------ საქმეზე ამოღებული, ერთლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფის და ერთი ცალი ვაზნის, ასევე, ორლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფის ბედი (რომელიც ინახება თერჯოლის შს რაიონულ სამმართველოში) - გადაწყვეტილია 2017 წლის 11 ივლისის N1/1---2017 განაჩენით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე