გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.08.2018
საქმის ნომერი
330210018002395468
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
03.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/10-----8

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

18 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი - ირმა იმნაძე

 

მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებული სარჩელით - შპს ,,ე-–---’’

 

წარმომადგენლები - პა------–---–----ე, კა-----–-------ი, შა-–--------------ე, თი-------------–---–ი, გო---–-----–--–---–ი

 

მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებული სარჩელით - ააიპ ,,თ---–----------–------------------’’, ააიპ ,,თ---–---------------–-------------ი’’, ააიპ ,,-----–---------------–-------------ი’’, ააიპ ,,თ---–-------------–-------------ი’’, ააიპ ,,თ---–--------------–--------------’’, ააიპ ,,თ---–--------------–-------------ი’’, ააიპ ,,თ---–---------------–--------–--------------’’, ააიპ ,,თ---–---------------–-------------ი’’

 

წარმომადგენლები - ალ--------------–----ე, გი---------------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

დავის საგანი შეგებებული სარჩელით - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე ააიპ ,,თბილისის ს----–--- ბ--------ი ა---“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურეობის ღირებულების 850.75 ლარის და პირგასამტეხლოს 231 ლარის გადახდა;

 

1.1.1 დაეკისროს მოპასუხე ააიპ ,,თბილისის ს----–--- ბ--------ი ა---“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ საბანკო გარანტიის თანხა 776 ლარი;

 

1.2. დაეკისროს მოპასუხე ააიპ ,,თბილისის N- ს----–--- ბ--------ი“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული მომსახურეობის ღირებულების 9 530.15 ლარის და პირგასამტეხლოს 720 ლარის გადახდა;

 

1.2.1 დაეკისროს მოპასუხე ააიპ ,,თბილისის N- ს----–--- ბ--------ი“-ს მოსარჩელე შპს ,, ე-–---“-ს სასარგებლოდ საბანკო გარანტიის თანხა 1 751 ლარი;

 

1.3. დაეკისროს მოპასუხე ააიპ ,,თბილისის N-- ს----–-- ბ--------ი“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურეობის ღირებულების 18 746.4 ლარის და პირგასამტეხლოს 1 440 ლარის გადახდა;

 

1.3.1 დაეკისროს მოპასუხე ააიპ ,,თბილისის N-- ს----–-- ბ--------ი“-ს მოსარჩელე შპს ,, ე-–---“-ს სასარგებლოდ საბანკო გარანტიის თანხა 3 034 ლარი;

 

1.4. დაეკისროს მოპასუხე ააიპ ,,თბილისის ვ---------–-- ს----–--- ბაგა ბაღი“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურეობის ღირებულების 6 544.45 ლარის და პირგასამტეხლოს 540 ლარის გადახდა;

 

1.4.1. დაეკისროს მოპასუხე ააიპ ,,თბილისის ვ---------–-- ს----–--- ბაგა ბაღი“-ს მოსარჩელე შპს ,,ე-–---“-ს სასარგებლოდ საბანკო გარანტიის თანხა 1 037 ლარი;

 

1.5. დაეკისროს მოპასუხე ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბაგა ბაღი“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურეობის ღირებულების 28 937.2 ლარის და პირგასამტეხლოს 2 156 ლარის გადახდა;

 

1.5.1. დაეკისროს მოპასუხე ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბაგა ბაღი“-ს მოსარჩელე შპს ,,ე-–---“-ს სასარგებლოდ საბანკო გარანტიის თანხის 4 892 ლარი;

 

1.6. დაეკისროს მოპასუხე ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ი“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურეობის ღირებულების 16 165.85 ლარის და პირგასამტეხლოს 1 232 ლარის გადახდა;

 

1.6.1. დაეკისროს მოპასუხე ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ი“-ს მოსარჩელე შპს ,,ე-–---“-ს სასარგებლოდ საბანკო გარანტიის თანხა 2 988 ლარი;

 

1.7. დაეკისროს მოპასუხე ააიპ ,,თბილისის N-- ს----–--- ბ--------ი“-ს მოსარჩელეის სასარგებლოდ გაწეული მომსახურეობის ღირებულების 13 450.25 ლარის და პირგასამტეხლოს 1 040 ლარის გადახდა;

 

1.7.1. დაეკისროს მოპასუხე ააიპ ,,თბილისის N-- ს----–--- ბ--------ი“-ს მოსარჩელე შპს ,,ე-–---“-ს სასარგებლოდ საბანკო გარანტიის თანხა 2 358 ლარი;

 

1.8. დაეკისროს მოპასუხე ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ი’’-ს მოსარჩელე შპს ,,ე-–---“-ს სასარგებლოდ გაწეული მომსახურეობის ღირებულების 14 559.85 ლარის და პირგასამტეხლოს 1 260 ლარის გადახდა;

 

1.8.1. დაეკისროს მოპასუხე ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ი’’-ს მოსარჩელე შპს ,,ე-–---“-ს სასარგებლოდ საბანკო გარანტიის თანხა 2 343 ლარი;

 

2. შეგებებული სარჩელით სასარჩელო მოთხოვნები:

2.1. ააიპ ,,თბილისის ს----–-- ბ--------ი ა---“-ს შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:

დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ე-–---’’-ს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 6 833.6 ლარის ოდენობით.

 

2.2. ააიპ ,,თბილისის N- ს----–-- ბ--------ი’’-ს შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:

დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ე-–---’’-ს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 16 454.5 ლარის ოდენობით.

 

2.3. ააიპ ,,თბილისის N-- ს----–-- ბ--------ი’’-ს შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:

დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ე-–---’’-ს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 26 447.2 ლარის ოდენობით.

 

2.4. ააიპ ,,თბილისის ვ---------–-- ს----–--- ბ--------ი’’-ს შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:

დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ე-–---’’-ს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 10 755.6 ლარის ოდენობით.

 

2.5. ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ი’’-ს შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:

დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ე-–---’’-ს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 48 102.9 ლარის ოდენობით.

 

2.6. ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ი’’-ს შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:

დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ე-–---’’-ს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 27 091.9 ლარის ოდენობით.

 

2.7. ააიპ ,,თბილისის N-- ს----–--- ბ--------ი’’-ს შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:

დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ე-–---’’-ს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 17 467.9 ლარის ოდენობით.

 

2.8. ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ი’’-ს შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:

დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ე-–---’’-ს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 23 599.6 ლარის ოდენობით.

 

1.1. შპს ,,ე-–---’’-ს სასარჩელო განცხადება ააიპ ,,თბილისის ს----–--- ბ--------ი ა---’’-ს მიმართ ეყრდნობა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2017 წლის 14 სექტემბერს მოსარჩელესა და მოპასუხე ააიპ ,,თბილისის ს----–--- ბ--------ი ა---’’-ს შორის დაიდო ხელშეკრულება მოპასუხისათვის 101 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვებისა და კვებითი მომსახურების გაწევის თაობაზე. ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას უზრუნველყო 101 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვება და კვებითი მომსახურების გაწევა. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების დადებას საფუძვლად დაედო 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ „თბილისის ს----–--- ბ--------ების მართვის სააგენტო’’-ს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურა GE----------, სადაც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მოსარჩელე.

 

2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების 8.1. მუხლის მიხედვით მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკის თავიდან აცილების მიზნით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის, კერძოდ, 776 ლარის ოდენობით.

2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეს 2017 წლის დეკემბრის თვეში გაუწია 3 850,75 ლარის მომსახურება, რაზეც მხარეს წარედგინა შედარების აქტი და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

 

მოსარჩელის მხრიდან მომსახურების გაწევის ფაქტის მიუხედავად მოპასუხემ უარი განაცხადა შედარების აქტის ხელმოწერაზე და მან 2017 წლის 29 დეკემბრის N4------ წერილით მოსარჩელეს აცნობა, რომ თითქოს მოსარჩელის მიერ არ წარმოებდა მომსახურების გაწევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მახასიათებლის მქონე სურსათის გამოყენებით, რითაც შპს „ე-–---“-ს მიერ არსებითად იქნა დარღვეული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებანი. ამასთან მოპასუხემ მოსარჩელეს დაარიცხა პირგასამტეხლო მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო თანხის 0.1%-ის ოდენობით, რომელმაც შეადგინა 25,44 ლარი.

 

ააიპ „თბილისის ს----–--- ბ--------ების მართვის სააგენტო’’-ს 2017 წლის 27 დეკემბრის N1----- წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას, კერძოდ, მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება წარმოებდა უხარისხოდ და არაჯეროვნად და შესაბამისად არ შექმნილა გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების გაფორმების წინაპირობა.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 21 დეკემბრის #13-0117355152 წერილს საფუძვლად დაედო სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტო’’-ს 2017 წლის 15 დეკემბრის N09------ და 19 დეკემბრის N09------ წერილები. ამასთან მოსარჩელეს სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტო’’-ს 2017 წლის 22 დეკემბრის N09------ წერილით ეცნობა, რომ სსიპ „ სურსათის ეროვნული სააგენტო’’-ს მიერ ჩატარებული კვლევისას შეფასებულ იქნა წარდგენილი რძის პროდუქტების ეტიკეტი და სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა აღნიშნული რძის პროდუქტების სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევა.

 

მოპასუხისათვის მიწოდებული კარაქისა და ყველის შეძენა მოსარჩელის მიერ წარმოებდა შპს „აგ-------------–------–--------ი“-ს და შპს „ნა--------–--’’-ისაგან. აღნიშნული კომპანიებისაგან შეძენილი და მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქტი სრულიად შეესაბამებოდა ელექტრონული შესყიდვის პროცედურითა და 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით მოპასუხის სასარგებლოდ წარდგენილი საბანკო გარანტიის გამოთხოვის მოთხოვნით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა 2018 წლის 23 თებერვალს წერილით მიმართა მოპასუხეს, რის საფუძველზეც მოპასუხის მიერ განხორციელდა მის სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტიით გათვალისწინებული მოსარჩელის კუთვნილი თანხის გამოთხოვა.

 

1.2. შპს ,,ე-–---’’-ს სასარჩელო განცხადება ააიპ ,,თბილისის N- ს----–--- ბ--------ი’’-ს მიმართ ეყრდნობა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2017 წლის 14 სექტემბერს მოსარჩელესა და ააიპ ,,თბილისის N- ს----–--- ბ--------ი’’-ს შორის დაიდო ხელშეკრულება მოპასუხისათვის 228 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვებისა და კვებითი მომსახურების გაწევის თაობაზე. ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას უზრუნველყო 228 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვება და კვებითი მომსახურების გაწევა. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების დადებას საფუძვლად დაედო 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ „თბილისის ს----–--- ბ--------ების მართვის სააგენტოს“ მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურა GE----------, სადაც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მოსარჩელე.

 

2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების 8.1. მუხლის მიხედვით მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკის თავიდან აცილების მიზნით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის, კერძოდ, 1 751 ლარის ოდენობით.

2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეს 2017 წლის დეკემბრის თვეში გაუწია 9 530.15 ლარის მომსახურება, რაზეც მხარეს წარედგინა შედარების აქტი და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

 

მოსარჩელის მხრიდან მომსახურების გაწევის ფაქტის მიუხედავად მოპასუხემ უარი განაცხადა შედარების აქტის ხელმოწერაზე. ააიპ „თბილისის ს----–--- ბ--------ების მართვის სააგენტო’’-ს 2017 წლის 27 დეკემბრის N1----- წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ თითქოს მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას, კერძოდ, მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება წარმოებდა უხარისხოდ და არაჯეროვნად და შესაბამისად არ შექმნილა გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების წინაპირობა.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 21 დეკემბრის #13----------- წერილს საფუძვლად დაედო სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტო’’-ს 2017 წლის 15 დეკემბრის N09------ და 19 დეკემბრის N09------ წერილები. ამასთან მოსარჩელეს სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტო’’-ს 2017 წლის 22 დეკემბრის N09------ წერილით ეცნობა, რომ სსიპ „ სურსათის ეროვნული სააგენტო’’-ს მიერ ჩატარებული კვლევისას შეფასებულ იქნა წარდგენილი რძის პროდუქტების ეტიკეტი და სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა აღნიშნული რძის პროდუქტების სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევა.

 

მოპასუხისათვის მიწოდებული კარაქისა და ყველის შეძენა მოსარჩელის მიერ წარმოებდა შპს „აგ-------------–------–--------ი’’-ს და შპს „ნა--------–--“-ისაგან. აღნიშნული კომპანიებისაგან შეძენილი და მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქტი სრულიად შეესაბამებოდა ელექტრონული შესყიდვის პროცედურითა და 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

 

2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით მოპასუხის სასარგებლოდ წარდგენილი საბანკო გარანტიის გამოთხოვის მოთხოვნით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა 2018 წლის 23 თებერვალს წერილით მიმართა მოპასუხეს, რის საფუძველზეც მოპასუხის მიერ განხორციელდა მის სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტიით გათვალისწინებული მოსარჩელის კუთვნილი თანხის გამოთხოვა.

 

1.3. შპს ,,ე-–---’’-ს სასარჩელო განცხადება ააიპ ,,თბილისის N-- ს----–--- ბ--------ი’’-ს მიმართ ეყრდნობა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2017 წლის 14 სექტემბერს მოსარჩელესა და ააიპ ,,თბილისის N-- ს----–--- ბ--------ი’’-ს შორის დაიდო ხელშეკრულება მოპასუხისათვის 395 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვებისა და კვებითი მომსახურების გაწევის თაობაზე. ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას უზრუნველყო 395 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვება და კვებითი მომსახურების გაწევა.

 

2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების დადებას საფუძვლად დაედო 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ „თბილისის ს----–--- ბ--------ების მართვის სააგენტო’’-ს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურა GE----------, სადაც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მოსარჩელე.

 

2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების 8.1. მუხლის მიხედვით მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკის თავიდან აცილების მიზნით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის, კერძოდ, 3 034 ლარის ოდენობით. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეს 2017 წლის დეკემბრის თვეში გაუწია 18 746.4 ლარის მომსახურება, რაზეც მხარეს წარედგინა შედარების აქტი და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

 

მოსარჩელის მხრიდან მომსახურების გაწევის ფაქტის მიუხედავად მოპასუხემ უარი განაცხადა შედარების აქტის ხელმოწერაზე. ააიპ „თბილისის ს----–--- ბ--------ების მართვის სააგენტო’’-ს 2017 წლის 27 დეკემბრის N1----- წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ თითქოს მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას, კერძოდ, მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება წარმოებდა უხარისხოდ და არაჯეროვნად და შესაბამისად არ შექმნილა გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების გაფორმების წინაპირობა.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 21 დეკემბრის #13-0117355152 წერილს საფუძვლად დაედო სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტო’’-ს 2017 წლის 15 დეკემბრის N09------ და 19 დეკემბრის N09------ წერილები. ამასთან მოსარჩელეს სსიპ ,,სურსათის ეროვნული სააგენტო’’-ს 2017 წლის 22 დეკემბრის N09------ წერილით ეცნობა, რომ სსიპ „ სურსათის ეროვნული სააგენტო’’-ს მიერ ჩატარებული კვლევისას შეფასებულ იქნა წარდგენილი რძის პროდუქტების ეტიკეტი და სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა აღნიშნული რძის პროდუქტების სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევა.

 

მოპასუხისათვის მიწოდებული კარაქისა და ყველის შეძენა მოსარჩელის მიერ წარმოებდა შპს „აგ-------------–------–--------ი’’-ს და შპს „ნა--------–--“-ისაგან. აღნიშნული კომპანიებისაგან შეძენილი და მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქტი სრულიად შეესაბამებოდა ელექტრონული შესყიდვის პროცედურითა და 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

 

2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით მოპასუხის სასარგებლოდ წარდგენილი საბანკო გარანტიის გამოთხოვის მოთხოვნით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა 2018 წლის 23 თებერვალს წერილით მიმართა მოპასუხეს, რის საფუძველზეც მოპასუხის მიერ განხორციელდა მის სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტიით გათვალისწინებული მოსარჩელის კუთვნილი თანხის გამოთხოვა.

 

1.4. შპს ,,ე-–---’’-ს სასარჩელო განცხადება ააიპ ,,თ---–---------------–--------–--------------’’-ს მიმართ ეყრდნობა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2017 წლის 14 სექტემბერს მოსარჩელესა და ააიპ ,,თ---–---------------–--------–--------------’’-ს შორის დაიდო ხელშეკრულება მოპასუხისათვის 135 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვებისა და კვებითი მომსახურების გაწევის თაობაზე. ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას უზრუნველყო 135 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვება და კვებითი მომსახურების გაწევა. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების დადებას საფუძვლად დაედო 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ „თბილისის ს----–--- ბ--------ების მართვის სააგენტო’’-ს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურა GE----------, სადაც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მოსარჩელე.

 

2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების 8.1. მუხლის მიხედვით მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკის თავიდან აცილების მიზნით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის, კერძოდ, 1 037 ლარის ოდენობით. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეს 2017 წლის დეკემბრის თვეში გაუწია 6 544,45 ლარის მომსახურება, რაზეც მხარეს წარედგინა შედარების აქტი და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

 

მოსარჩელის მხრიდან მომსახურების გაწევის ფაქტის მიუხედავად მოპასუხემ უარი განაცხადა შედარების აქტის ხელმოწერაზე. აღნიშნული უარის მიზეზის გარკვევის მიზნით მოსარჩელემ მოპასუხეს მიმართა შესახებ. მოსარჩელეს მოპასუხისგან ეცნობა, რომ თითქოს მოსარჩელის მიერ არ წარმოებდა მომსახურების გაწევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მახასიათებლის მქონე სურსათის გამოყენებით, რითაც შპს „ე-–---’’-ს მიერ არსებითად იქნა დარღვეული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებანი. ამასთან მოპასუხემ მოსარჩელეს დაარიცხა პირგასამტეხლო მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო თანხის 0.1%-ის ოდენობით, რომელმაც შეადგინა 33,99 ლარი. ააიპ „თბილისის ს----–--- ბ--------ების მართვის სააგენტო’’-ს 2017 წლის 27 დეკემბრის N1----- წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ თითქოს მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას, კერძოდ, მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება წარმოებდა უხარისხოდ და არაჯეროვნად და შესაბამისად არ შექმნილა გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების გაფორმების წინაპირობა.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 21 დეკემბრის #13----------- წერილს საფუძვლად დაედო სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტო’’-ს 2017 წლის 15 დეკემბრის N09------ და 19 დეკემბრის N09------ წერილები. ამასთან მოსარჩელეს სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტო’’-ს 2017 წლის 22 დეკემბრის N09------ წერილით ეცნობა, რომ სსიპ „ სურსათის ეროვნული სააგენტო’’-ს მიერ ჩატარებული კვლევისას შეფასებულ იქნა წარდგენილი რძის პროდუქტების ეტიკეტი და სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა აღნიშნული რძის პროდუქტების სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევა.

 

მოპასუხისათვის მიწოდებული კარაქისა და ყველის შეძენა მოსარჩელის მიერ წარმოებდა შპს „აგ-------------–------–--------ი’’-სა და შპს „ნა--------–--“-ისაგან. აღნიშნული კომპანიებისაგან შეძენილი და მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქტი სრულიად შეესაბამებოდა ელექტრონული შესყიდვის პროცედურითა და 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით მოპასუხის სასარგებლოდ წარდგენილი საბანკო გარანტიის გამოთხოვის მოთხოვნით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა 2018 წლის 23 თებერვალს წერილით მიმართა მოპასუხეს, რის საფუძველზეც მოპასუხის მიერ განხორციელდა მის სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტიით გათვალისწინებული მოსარჩელის კუთვნილი თანხის გამოთხოვა.

 

1.5. შპს ,,ე-–---’’-ს სასარჩელო განცხადება ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ი’’-ს მიმართ ეყრდნობა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:2017 წლის 14 სექტემბერს მოსარჩელესა და ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ი’’-ს შორის დაიდო ხელშეკრულება მოპასუხისათვის 637 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვებისა და კვებითი მომსახურების გაწევის თაობაზე. ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას უზრუნველყო 637 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვება და კვებითი მომსახურების გაწევა. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების დადებას საფუძვლად დაედო 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ „თბილისის ს----–--- ბ--------ების მართვის სააგენტო’’-ს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურა GE----------, სადაც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მოსარჩელე.

 

2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების 8.1. მუხლის მიხედვით მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკის თავიდან აცილების მიზნით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის, კერძოდ, 4 892 ლარის ოდენობით. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეს 2017 წლის დეკემბრის თვეში გაუწია 28 937.2 ლარის მომსახურება, რაზეც მხარეს წარედგინა შედარების აქტი და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

 

მოსარჩელის მხრიდან მომსახურების გაწევის ფაქტის მიუხედავად მოპასუხემ უარი განაცხადა შედარების აქტის ხელმოწერაზე. მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ თითქოს მოსარჩელის მიერ არ წარმოებდა მომსახურების გაწევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მახასიათებლის მქონე სურსათის გამოყენებით, რითაც შპს „ე-–---’’-ს მიერ არსებითად იქნა დარღვეული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებანი. ამასთან მოპასუხემ მოსარჩელეს დაარიცხა პირგასამტეხლო მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო თანხის 0.1%-ის ოდენობით, რომელმაც შეადგინა 160.43 ლარი.

 

ააიპ „თბილისის ს----–--- ბ--------ების მართვის სააგენტო’’-ს 2017 წლის 27 დეკემბრის N1----- წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ თითქოს მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას, კერძოდ, მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება წარმოებდა უხარისხოდ და არაჯეროვნად და შესაბამისად არ შექმნილა გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების გაფორმების წინაპირობა.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 21 დეკემბრის #13-0117355152 წერილს საფუძვლად დაედო სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტო’’-ს 2017 წლის 15 დეკემბრის N09------ და 19 დეკემბრის N09------ წერილები. ამასთან, მოსარჩელეს სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტო’’-ს 2017 წლის 22 დეკემბრის N09------ წერილით ეცნობა, რომ სსიპ „ სურსათის ეროვნული სააგენტო’’-ს მიერ ჩატარებული კვლევისას შეფასებულ იქნა წარდგენილი რძის პროდუქტების ეტიკეტი და სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა აღნიშნული რძის პროდუქტების სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევა.

 

მოპასუხისათვის მიწოდებული კარაქისა და ყველის შეძენა მოსარჩელის მიერ წარმოებდა შპს „აგ-------------–------–--------ი’’-ს და შპს „ნა--------–--“-ისაგან. აღნიშნული კომპანიებისაგან შეძენილი და მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქტი სრულიად შეესაბამებოდა ელექტრონული შესყიდვის პროცედურითა და 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით მოპასუხის სასარგებლოდ წარდგენილი საბანკო გარანტიის გამოთხოვის მოთხოვნით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა 2018 წლის 23 თებერვალს წერილით მიმართა მოპასუხეს, რის საფუძველზეც მოპასუხის მიერ განხორციელდა მის სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტიით გათვალისწინებული მოსარჩელის კუთვნილი თანხის გამოთხოვა.

 

1.6. შპს ,,ე-–---’’-ს სასარჩელო განცხადება ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ი’’-ს მიმართ ეყრდნობა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2017 წლის 14 სექტემბერს მოსარჩელესა და ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ი’’-ს შორის დაიდო ხელშეკრულება მოპასუხისათვის 389 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვებისა და კვებითი მომსახურების გაწევის თაობაზე. ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას უზრუნველეყო 389 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვება და კვებითი მომსახურების გაწევა. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების დადებას საფუძვლად დაედო 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ „თბილისის ს----–--- ბ--------ების მართვის სააგენტო’’-ს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურა GE----------, სადაც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მოსარჩელე.

 

2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების 8.1. მუხლის მიხედვით მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკის თავიდან აცილების მიზნით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის, კერძოდ, 2 988 ლარის ოდენობით.

 

2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეს 2017 წლის დეკემბრის თვეში გაუწია 16 165.85 ლარის მომსახურება, რაზეც მხარეს წარედგინა შედარების აქტი და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. მოსარჩელის მხრიდან მომსახურების გაწევის ფაქტის მიუხედავად მოპასუხემ უარი განაცხადა შედარების აქტის ხელმოწერაზე. მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა თითქოს მის მიერ არ წარმოებდა მომსახურების გაწევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მახასიათებლის მქონე სურსათის გამოყენებით, რითაც შპს „ე-–---’’-ს მიერ არსებითად იქნა დარღვეული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებანი. ამასთან მოპასუხემ მოსარჩელეს დაარიცხა პირგასამტეხლო მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო თანხის 0.1%-ის ოდენობით, რომელმაც შეადგინა 97.96 ლარი.

 

ააიპ „თბილისის ს----–--- ბ--------ების მართვის სააგენტო’’-ს 2017 წლის 27 დეკემბრის N1----- წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ თითქოს მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას, კერძოდ, მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება წარმოებდა უხარისხოდ და არაჯეროვნად და შესაბამისად არ შექმნილა გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების გაფორმების წინაპირობა.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 21 დეკემბრის #13-0117355152 წერილს საფუძვლად დაედო სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტო’’-ს 2017 წლის 15 დეკემბრის N09------ და 19 დეკემბრის N09------ წერილები. ამასთან, მოსარჩელეს სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტო’’-ს 2017 წლის 22 დეკემბრის N09------ წერილით ეცნობა, რომ სსიპ „ სურსათის ეროვნული სააგენტო’’-ს მიერ ჩატარებული კვლევისას შეფასებულ იქნა წარდგენილი რძის პროდუქტების ეტიკეტი და სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა აღნიშნული რძის პროდუქტების სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევა.

 

მოპასუხისათვის მიწოდებული კარაქისა და ყველის შეძენა მოსარჩელის მიერ წარმოებდა შპს „აგ-------------–------–--------ი’’-ს და შპს „ნა--------–--“-ისაგან. აღნიშნული კომპანიებისაგან შეძენილი და მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქტი სრულიად შეესაბამებოდა ელექტრონული შესყიდვის პროცედურითა და 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით მოპასუხის სასარგებლოდ წარდგენილი საბანკო გარანტიის გამოთხოვის მოთხოვნით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა 2018 წლის 23 თებერვალს წერილით მიმართა მოპასუხეს, რის საფუძველზეც მოპასუხის მიერ განხორციელდა მის სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტიით გათვალისწინებული მოსარჩელის კუთვნილი თანხის გამოთხოვა.

 

1.7. შპს ,,ე-–---’’-ს სასარჩელო განცხადება ააიპ ,,თბილისის N-- ს----–--- ბ--------ი’’-ს მიმართ ეყრდნობა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2017 წლის 14 სექტემბერს მოსარჩელესა და ააიპ ,,თბილისის N-- ს----–--- ბ--------ი’’-ს შორის დაიდო ხელშეკრულება მოპასუხისათვის 307 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვებისა და კვებითი მომსახურების გაწევის თაობაზე. ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას უზრუნველყო 307 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვება და კვებითი მომსახურების გაწევა. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების დადებას საფუძვლად დაედო 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ „თბილისის ს----–--- ბ--------ების მართვის სააგენტო’’-ს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურა GE----------, სადაც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მოსარჩელე.

 

2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების 8.1. მუხლის მიხედვით მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკის თავიდან აცილების მიზნით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის, კერძოდ, 2 358 ლარის ოდენობით. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეს 2017 წლის დეკემბრის თვეში გაუწია 13 450.25 ლარის მომსახურება, რაზეც მხარეს წარედგინა შედარების აქტი და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

 

მოსარჩელის მხრიდან მომსახურების გაწევის ფაქტის მიუხედავად მოპასუხემ უარი განაცხადა შედარების აქტის ხელმოწერაზე. მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ თითქოს მის მიერ არ წარმოებდა მომსახურების გაწევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მახასიათებლის მქონე სურსათის გამოყენებით, რითაც შპს „ე-–---’’-ს მიერ არსებითად იქნა დარღვეული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებანი. ამასთან მოპასუხემ მოსარჩელეს დაარიცხა პირგასამტეხლო მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო თანხის 0.1%-ის ოდენობით, რომელმაც შეადგინა 77.32 ლარი. ააიპ „თბილისის ს----–--- ბ--------ების მართვის სააგენტო’’-ს 2017 წლის 27 დეკემბრის N1----- წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ თითქოს მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას, კერძოდ, მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება წარმოებდა უხარისხოდ და არაჯეროვნად და შესაბამისად არ შექმნილა გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების გაფორმების წინაპირობა.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 21 დეკემბრის #13-0117355152 წერილს საფუძვლად დაედო სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტო’’-ს 2017 წლის 15 დეკემბრის N09------ და 19 დეკემბრის N09------ წერილები. ამასთან, მოსარჩელეს სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტო’’-ს 2017 წლის 22 დეკემბრის N09------ წერილით ეცნობა, რომ სსიპ „ სურსათის ეროვნული სააგენტო’’-ს მიერ ჩატარებული კვლევისას შეფასებულ იქნა წარდგენილი რძის პროდუქტების ეტიკეტი და სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა აღნიშნული რძის პროდუქტების სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევა.

 

მოპასუხისათვის მიწოდებული კარაქისა და ყველის შეძენა მოსარჩელის მიერ წარმოებდა შპს „აგ-------------–------–--------ი’’-ს და შპს „ნა--------–--’’-ისაგან. აღნიშნული კომპანიებისაგან შეძენილი და მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქტი სრულიად შეესაბამებოდა ელექტრონული შესყიდვის პროცედურითა და 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით მოპასუხის სასარგებლოდ წარდგენილი საბანკო გარანტიის გამოთხოვის მოთხოვნით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა 2018 წლის 23 თებერვალს წერილით მიმართა მოპასუხეს, რის საფუძველზეც მოპასუხის მიერ განხორციელდა მის სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტიით გათვალისწინებული მოსარჩელის კუთვნილი თანხის გამოთხოვა.

 

1.8. შპს ,,ე-–---’’-ს სასარჩელო განცხადება ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ი’’-ს მიმართ ეყრდნობა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2017 წლის 14 სექტემბერს მოსარჩელესა და ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ი’’-ს შორის დაიდო ხელშეკრულება მოპასუხისათვის 305 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვებისა და კვებითი მომსახურების გაწევის თაობაზე. ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას უზრუნველყო 305 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვება და კვებითი მომსახურების გაწევა. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების დადებას საფუძვლად დაედო 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ „თბილისის ს----–--- ბ--------ების მართვის სააგენტო’’-ს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურა GE----------, სადაც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მოსარჩელე.

 

2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების 8.1. მუხლის მიხედვით მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკის თავიდან აცილების მიზნით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის, კერძოდ, 2 343 ლარის ოდენობით. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეს 2017 წლის დეკემბრის თვეში გაუწია 14 559.85 ლარის მომსახურება, რაზეც მხარეს წარედგინა შედარების აქტი და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

 

მოსარჩელის მხრიდან მომსახურების გაწევის ფაქტის მიუხედავად მოპასუხემ უარი განაცხადა შედარების აქტის ხელმოწერაზე და მოსარჩელეს აცნობა, რომ თითქოს მოსარჩელის მიერ არ წარმოებდა მომსახურების გაწევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მახასიათებლის მქონე სურსათის გამოყენებით, რითაც შპს „ე-–---ს“ მიერ არსებითად იქნა დარღვეული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებანი. ამასთან მოპასუხემ მოსარჩელეს დაარიცხა პირგასამტეხლო მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო თანხის 0.1%-ის ოდენობით, რომელმაც შეადგინა 76.81 ლარი. ააიპ „თბილისის ს----–--- ბ--------ების მართვის სააგენტო’’-ს 2017 წლის 27 დეკემბრის N1----- წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ თითქოს მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას, კერძოდ, მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება წარმოებდა უხარისხოდ და არაჯეროვნად და შესაბამისად არ შექმნილა გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების გაფორმების წინაპირობა.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 21 დეკემბრის #13-0117355152 წერილს საფუძვლად დაედო სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტო’’-ს 2017 წლის 15 დეკემბრის N09------ და 19 დეკემბრის N09------ წერილები. ამასთან, მოსარჩელეს სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტო’’-ს 2017 წლის 22 დეკემბრის N09------ წერილით ეცნობა, რომ სსიპ „ სურსათის ეროვნული სააგენტო’’-ს მიერ ჩატარებული კვლევისას შეფასებულ იქნა წარდგენილი რძის პროდუქტების ეტიკეტი და სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა აღნიშნული რძის პროდუქტების სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევა.

 

მოპასუხისათვის მიწოდებული კარაქისა და ყველის შეძენა მოსარჩელის მიერ წარმოებდა შპს „აგ-------------–------–--------ი’’-ს და შპს „ნა--------–--’’-ისაგან. აღნიშნული კომპანიებისაგან შეძენილი და მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქტი სრულიად შეესაბამებოდა ელექტრონული შესყიდვის პროცედურითა და 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით მოპასუხის სასარგებლოდ წარდგენილი საბანკო გარანტიის გამოთხოვის მოთხოვნით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა 2018 წლის 23 თებერვალს წერილით მიმართა მოპასუხეს, რის საფუძველზეც მოპასუხის მიერ განხორციელდა მის სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტიით გათვალისწინებული მოსარჩელის კუთვნილი თანხის გამოთხოვა.

 

2.1-2.8. ააიპ ,,თბილისის ს----–-- ბ--------ი ა---“-ს, ააიპ ,,თბილისის N- ს----–-- ბ--------ი’’-ს, ააიპ ,,თბილისის N-- ს----–-- ბ--------ი’’-ს, ააიპ ,,თბილისის ვ---------–-- ს----–-- ბ--------ი’’-ს, ააიპ ,,თბილისის N--- ს----–-- ბ--------ი’’-ს, ააიპ ,,თბილისის N--- ს----–-- ბ--------ი’’-ს, ააიპ ,,თბილისის N-- ს----–-- ბ--------ი’’-ს და ააიპ ,,თბილისის N- ს----–-- ბ--------ი’’-ს შეგებებული სასარჩელო განცხადებები მოპასუხე შპს ,,ე-–---’’-ს მიმართ ეყრდნობა შემდეგ იდენტურ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

თბილისის ს----–--- ბ--------ების მართვის სააგენტოს მიერ, სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების 2016 წლის 15 სექტემბრიდან 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით კვებითი უზრუნველყოფის მომსახურების მიზნით, 2016 წლის 29 ივლისს შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით (GEO 1------- და GEO 1-------) გამოცხადდა ზემოაღნიშნული მომსახურების შესყიდვა. ორივე შემთხვევაში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ე-–---’’, რომელთანაც ს----–--- ბ--------ების მიერ გაფორმდა შესაბამისად 18 016 131,84 და 13 627 246,08 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები. სულ, ორივე ელექტრონული პროცედურის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 31 643 377.92 ლარი. შესყიდვის ელექტრონული პროცედურების ტექნიკური დოკუმენტაციისა და მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, შპს „ელ--ს“ ჰქონდა ვალდებულება სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის მომსახურების გაწევისას გამოეყენებინა ყველი, რომელიც დააკმაყოფილებდა შემდეგ პირობებს :

„თითოეული მოწოდებული პარტია უნდა ყოფილიყო დამზადებული პასტერიზებული რძისგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე. სადაც მშრალი ნივთიერების შემცველობა არაუმცირეს 52%-ია, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 40 %, მარილი 0,5-1,5 %. დაჭრის დროს არ უნდა იფშვნებოდეს. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს. მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით (საქართველოს მთავრობის დადგენილება N 152 2015 წლის 3 აპრილი) განსაზღვრულ მოთხოვნებს. შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული, ვაკუუმ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზებული მანქანა რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მოწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

 

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის N152 დადგენილებით დამტკიცებული რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რძე არის სასოფლო-სამეურნეო ცხოველის სარძევე ჯირკვლის ნორმალური ფიზიოლოგიური რეკრეციის პროდუქტი, რომელიც მიიღება ლაქტაციის პერიოდში ერთი ან მეტი ცხოველისგან, ერთი ან მეტი წველის შედეგად, რაიმე ნივთიერების დამატების, ან მოცილების გარეშე და გამიზნულია, მე-4 მუხლის „ჰ 37“ ქვეპუნქტის თანახმად, ყველი არის რძისგან დამზადებული პროდუქტი, მომწიფებული ან მოუმწიფებელი, ნახევრად მაგარი, მაგარი ან/და ძალიან მაგარი რძის ნაწარმი, თანაფარდობა არ აღემატება ანალოგიურ მაჩვენებელს რძეში.

 

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურში შემოსული 2017 წლის 15 დეკემბრის N09------ წერილის თანახმად, წერილის დანართით წარმოდგენილი სურსათი „იმერული’’ არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უდავო ფაქტია, რომ შპს „ელ--ს’’ ს----–--- ბ--------ებში ბავშვთა კვებისათვის უნდა გამოეყენებინა ყველი, რომელიც დამზადებული იქნებოდა ნატურალურ რძეზე, ხოლო რეალურად გამოიყენა აღდგენილ რძეზე დამზადებული ყველისმაგვარი პროდუქტი. აქვე აღსანიშნავია, რომ დასახელებულ ფაქტს ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს თავად ყველის მწარმოებლის „შპს ნა--------–--’’ -ის წერილიც, სადაც „შპს ნა--------–--’’ აღნიშნავს, რომ გარკვეულ პერიოდში, ვიდრე ძალაში შევიდოდა მთავრობის ზემოაღნიშნული რეგულაცია, შპს „ელ--ს“ ამარაგებდა პროდუქტით, რომელსაც წერა „იმერული ყველი’’, თუმცა როგორც წერილშივეა მითითებული აღნიშნული პროდუქტიც მზადდებოდა აღდგენილ რძეზე, რაც კიდევ ერთხელ ცალსახად ადასტურებს შპს „ე-–---’’-ს მიერ შეტანილი პროდუქტის შეუსაბამობას ს----–--- ბ--------ებსა და შპს „ელ--ს“ შორის კვებითი მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან მიწოდების სრულ პერიოდზე.

 

შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ტექნიკური დოკუმენტაციისა და მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „ელ--ს“ ჰქონდა ვალდებულება სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის მომსახურების გაწევისას გამოეყენებინა კარაქი, რომელიც დააკმაყოფილებდა შემდეგ პირობებს:

 

,,თითოეული პარტია უნდა იყოს დამზადებული რძის ნაღებისაგან, მცენარეული ცხიმის გარეშე. ქარხნული წესით. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფშვნებოდეს. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%, წყლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (საქართველოს მთავრობის დადგენილება N152 2015 წლის 3 აპრილი). შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზებული მანქანა რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მოწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მომწოდებელი ვალდებულია მოწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები). მოწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 40%. სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს“.

 

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურში შემოსული 2017 წლის 19 დეკემბრის N09------ წერილის თანახმად, წარმოდგენილი სურსათი „კარაქის“ ეტიკეტი არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს. აქედან გამომდინარე, უტყუარადაა დადასტურებული, რომ შპს „ე-–---’’-ს მიერ ს----–--- ბ--------ებში შეტანილი პროდუქტები (ყველი და კარაქი) არ შეესაბამებოდა ს----–--- ბ--------ებსა და შპს „ელ--ს“ შორის კვებით მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებებით მოთხოვნილ სურსათის - ყველის, კარაქის სავალდებულო პარამეტრებს, რითაც შპს „ე-–---’’-ს მიერ ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია უხარისხოდ, არაჯეროვნად და არსებითად დარღვეული მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები, რამაც ზიანი მიაყენა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და ააიპ „თბილისის ს----–--- ბ--------ებს’’, კერძოდ:

 

მოსარჩელე ააიპ ,,თბილისის ბ--------ი ა---’’-სთვის შპს „ე-–---’’-ს მიერ მოწოდებულ იქნა ხელშეკრულებასთან შეუსაბამო მახასიათებლების მქონე პროდუქტები, კერძოდ, 3 463.1 ლარის კარაქი და 3 370.5 ლარის ყველისმაგვარი მასა ანუ ჯამში 6 833.6 ლარის ღირებულების ხელშეკრულებასთან შეუსაბამო პროდუქტი. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 6 833.6 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელე ააიპ ,,თბილისის N- ს----–--- ბ--------ი’’-სთვის შპს „ე-–---’’-ს მიერ მოწოდებულ იქნა ხელშეკრულებასთან შეუსაბამო მახასიათებლების მქონე პროდუქტები, კერძოდ, 8 548.3 ლარის ღირებულების კარაქი და 7 906.2 ლარის ღირებულების ყველისმაგვარი მასა ანუ ჯამში 16 454.5 ლარის ღირებულების ხელშეკრულებასთან შეუსაბამო პროდუქტი. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 16 454.5 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელე ააიპ ,,თბილისის N-- ს----–--- ბ--------ი’’-სთვის შპს „ე-–---’’-ს მიერ მოწოდებულ იქნა ხელშეკრულებასთან შეუსაბამო მახასიათებლების მქონე პროდუქტები, კერძოდ, 13 220.3 ლარის ღირებულების კარაქი და 13 226.9 ლარის ღირებულების ყველისმაგვარი მასა ანუ ჯამში 26 447.2 ლარის ღირებულების ხელშეკრულებასთან შეუსაბამო პროდუქტი. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 26 447.2 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელე ააიპ ,,თბილისის ბ--------ი ვარკეთილი’’-სთვის შპს „ე-–---’’-ს მიერ მოწოდებულ იქნა ხელშეკრულებასთან შეუსაბამო მახასიათებლების მქონე პროდუქტები, კერძოდ, 5 569.6 ლარის ღირებულების კარაქი და 5 186 ლარის ღირებულების ყველისმაგვარი მასა ანუ ჯამში 10 755.6 ლარის ღირებულების ხელშეკრულებასთან შეუსაბამო პროდუქტი. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 10 755.6 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელე ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ი’’-სთვის შპს „ე-–---’’-ს მიერ მოწოდებულ იქნა ხელშეკრულებასთან შეუსაბამო მახასიათებლების მქონე პროდუქტები, კერძოდ, 24 713.2 ლარის ღირებულების კარაქი და 23 389.7 ლარის ღირებულების ყველისმაგვარი მასა ანუ ჯამში 48 102.9 ლარის ღირებულების ხელშეკრულებასთან შეუსაბამო პროდუქტი. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 48 102.9 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელე ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ი’’-სთვის შპს „ე-–---’’-ს მიერ მოწოდებულ იქნა ხელშეკრულებასთან შეუსაბამო მახასიათებლების მქონე პროდუქტები, კერძოდ, 14 317.1 ლარის ღირებულების კარაქი და 12 774.8 ლარის ღირებულების ყველისმაგვარი მასა ანუ ჯამში 27 091.9 ლარის ღირებულების ხელშეკრულებასთან შეუსაბამო პროდუქტი. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 27 091.9 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელე ააიპ ,,თბილისის N-- ს----–--- ბ--------ი’’-სთვის შპს „ე-–---’’-ს მიერ მოწოდებულ იქნა ხელშეკრულებასთან შეუსაბამო მახასიათებლების მქონე პროდუქტები, კერძოდ, 9 297.9 ლარის ღირებულების კარაქი და 8 170 ლარის ღირებულების ყველისმაგვარი მასა ანუ ჯამში 17 467.9 ლარის ღირებულების ხელშეკრულებასთან შეუსაბამო პროდუქტი. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 17 467.9 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელე ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ი’’-სთვის შპს „ე-–---’’-ს მიერ მოწოდებულ იქნა ხელშეკრულებასთან შეუსაბამო მახასიათებლების მქონე პროდუქტები, კერძოდ, 12 125.6 ლარის ღირებულების კარაქი და 11 474.1 ლარის ღირებულების ყველისმაგვარი მასა ანუ ჯამში 23 599.6 ლარის ღირებულების ხელშეკრულებასთან შეუსაბამო პროდუქტი. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 23 599. 6 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1.-2.8. მოპასუხეთა პოზიცია შპს ,,ე-–---’’-ს სარჩელთან მიმართებით:

მოპასუხე ააიპ ,,თბილისის ს----–--- ბ--------ი ა---’’-მ, ააიპ ,,თბილისის N- ს----–--- ბ--------მა’’, ააიპ ,,თბილისის N-- ს----–--- ბ--------მა’’, ააიპ ,,თბილისის ვ---------–-- ს----–--- ბ--------მა’’, ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------მა’’, ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------მა’’, ააიპ ,,თბილისის N-- ს----–--- ბ--------მა’’ და ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------მა’’ წარმოდგენილი შესაგებლებით და სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნეს.

 

შპს ,,ე-–---’’-ს სარჩელთან მიმართებით წარმოდგენილ შესაგებლებში მოპასუხეებმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითეს შემდეგ იდენტურ გარემოებებზე:

 

მომწოდებლის მიერ კვებითი მომსახურების გაწევის მთელი პერიოდის განმავლობაში ხელშეკრულებით განსაზღვრული კვებითი მომსახურების გაწევა არ ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მახასიათებლების მქონე სურსათის (ყველი, კარაქი) გამოყენებით და მომწოდებლის მიერ არსებითად დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, შესაბამისად არ წარმოშობილა მომწოდებლის შპს „ე-–---’’-სათვის მომსახურების გაწეულად ჩათვლის ვალდებულება და არ შექმნილა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების წინაპირობა, რის გამოც ს----–--- ბაგა ბაღების მხრიდან არ უნდა განხორციელებულიყო 2017 წლის დეკემბრის თვის კვების მომსახურებაზე შპს „ელ--თან’’ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება და ფინანსური ანგარიშსწორება.

შპს „ე-–---’’-ს მიერ არსებითად დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის შესახებაც ს----–--- ბ--------მა წერილობით აცნობა მიმწოდებელს.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურში სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან შემოსული 2017 წლის 15 დეკემბრის N09------ წერილითა და 2017 წლის 19 დეკემბრის 09------ წერილით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ს----–--- ბ--------ებსა და შპს „ ელ--ს’’ შორის კვებითი მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებებით მოთხოვნილი სურსათის - ყველის, კარაქის სავალდებულო პარამეტრებს, რითაც შპს „ე-–---’’-ს მიერ ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული იყო უხარისხოდ, არაჯეროვნად და არსებითად დარღვეული იყო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები.

 

შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ერთის მხრივ, ეფუძნებოდა ს----–--- ბ--------ებსა და შპს „ელ--ს’’ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, ხოლო მეორეს მხრივ, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა დაიწყო საკითხის შესწავლა იმის დასადგენად, თუ კვებითი მომსახურების გაწევის მთელი პერიოდის განმავლობაში ჯამურად რა კვებითი მომსახურება განხორციელდა ხელშეკრულებასთან შეუსაბამო პროდუქტების (ე.წ. ყველი და კარაქი) გამოყენებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ს----–--- ბ--------ებში, რათა დადგინდეს იმ თანხის ზუსტი მოცულობა, რა თანხითაც შპს „ე-–---’’-ს ქმედებით ზიანი მიადგა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს და საკითხი შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურს საკითხის შესწავლა არ დაუსრულებია, თუმცა ამ ეტაპისათვის დამუშავებული მონაცემების მიხედვით, შპს „ე-–---’’-ს მიერ ხელშეკრულებასთან შეუსაბამო პროდუქტების (ე.წ. ყველისა და კარაქის) გამოყენებით გაწეული კვებითი მომსახურების მიწოდებით მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება შპს „ე-–---ს’’-ს მიერ მოთხოვნილი დეკემბრის თვის კვებითი მომსახურების თანხას და ის ამ ეტაპისათვის გაანგარიშებული მონაცემებით ჯამურად შეადგენს 3 091 235 ლარს.

 

სკოლამდელი აღსაზრდელებისათვის კვებითი მომსახურების შესყიდვის პროცესში გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევა-ნაკლოვანებებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ინტერესების საზიანოდ მიღებული სხვა გადაწყვეტილებების გამო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ იქნა 2017 წლის 9 ნოემბრის დასკვნა და 2017 წლის 10 ნოემბრის N 13-----------5 წერილით გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას, რაც საფუძვლად დაედო საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის სამმართველოში გამოძიების დაწყებას სისხლის სამართლის 07---------1 საქმეზე, 2016-2017 წლებში ააიპ თბილისის ს----–--- ბ--------ების მართვის სააგენტოს ცალკეული ხელმძღვანელი პირების მიერ სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის მომსახურების განხორციელებისას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საბიუჯეტო სახსრების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე.

 

2.2. შპს ,,ე-–---’’-ს პოზიცია შეგებებულ სარჩელებთან მიმართებით

 

მოპასუხე შპს ,,ელ--მა’’ ააიპ ,,თბილისის ს----–--- ბ--------ი ა---’’-ს, ააიპ ,,თბილისის N- ს----–--- ბ--------ი’’-ს, ააიპ ,,თბილისის N-- ს----–--- ბ--------ი’’-ს, ააიპ ,,თბილისის ვ---------–-- ს----–--- ბ--------ი’’-ს, ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ი’’-ს, ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ი’’-ს, ააიპ ,,თბილისის N-- ს----–--- ბ--------ი’’-ს და ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ი’’-ს შეგებებულ სარჩელებთან მიმართებით წარმოდგენილი შესაგებლებით და სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნო.

 

შეგებებულ სარჩელებთან მიმართებით წარმოდგენილ შესაგებლებში შპს ,,ელ--მა’’ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა შემდეგ იდენტურ გარემოებებზე:

 

მოსარჩელეთა განცხადება შპს „ე-–---’’-ს მიერ ხელშეკრულებასთან შეუსაბამო მახასიათებლების მქონე პროდუქტების მიწოდების თაობაზე არ შეესაბამება სინამდვილეს. მხარესთან სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში შპს „ე-–---’’-ს მიერ კვებითი მომსახურების გაწევის პროცესში მოსარჩელე მხარისათვის მიწოდებული პროდუქტები სრულად პასუხობდა სახელშეკრულებო მოთხოვნებს, რისი გათვალისწინებით მხარეებს შორის დგებოდა გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტები. დღეის მდგომარეობით აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტები დავის საგანს არ წარმოადგენს.

 

მოსარჩელეთა განცხადება შპს „ე-–---’’-ს მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის თაობაზე დაუსაბუთებელია და მოკლებულია ფაქტობრივ საფუძვლებს.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 22 მა---ს დასკვნით აღნიშნული დოკუმენტი ეფუძნება სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის 09------ წერილს, რომლის თანახმად თითქოს შპს „ე-–---’’-ს მიერ მიწოდებული კარაქის პარამეტრები არ შეესაბამება აღნიშნული პროდუქტის მიმართ დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებს. გასათვალისწინებელია, რომ სსიპ ,,სურსათის ეროვნული სააგენტო’’-ს დასკვნა ეფუძნება 2017 წლის დეკემბრის თვეში მოპასუხის მიერ მიწოდებული კარაქის ეტიკეტს. შესაბამისად, გაუგებარია თუ რის საფუძველზე დგინდება როგორც 2016 წლის 22 აგვისტოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ასევე 2017 წლის სექტემბერ-ნოემბრის თვეებში მიწოდებული კარაქის სახელშეკრულებო მოთხოვნებთან შეუსაბამობის ფაქტი. არანაირი მტკიცებულება იმ ფაქტისა, რომ მოპასუხის მიერ მიწოდებული კარაქის შემადგენლობა არ პასუხობდა ამ სახის პროდუქტისათვის დადგენილ სავალდებულო პარამეტრებს მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დასკვნის თანახმად სამსახურის მიერ შეფასდა წარმოდგენილი კარაქის ეტიკეტი და არა მისი ქიმიური შემადგენლობა და დადგინდა, რომ მისი ეტიკეტი არ შეესაბამებოდა პროდუქტ ,,კარაქისადმი’’ დადგენილ სავალდებულო პარამეტრებს. აღნიშნული კი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არანაირი კვლევა აღნიშნული პროდუქტის შემადგენლობასთან მიმართებაში არ ჩატარებულა და არ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მიწოდებული კარაქის მახასიათებლების სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში შპს „ე-–---’’-ს მიერ მომწოდებლებისგან შეძენილ კარაქში ცხიმის შემცველობა შეადგენდა არანაკლებ 82%-ს.

ამასთანავე, უსაფუძვლოა მოსარჩელეთა პოზიცია იმის თაობაზე, რომ მიწოდებული ყველის პარამეტრები არ შეესაბამებოდა ამ სახის პროდუქტისადმი კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 03 აპრილის N152 დადგენილებაში ცვლილებების შეტანამდე ყველი წარმოადგენდა რძისაგან ან/და მშრალი რძისაგან (რძის ფხვნილი) დამზადებულ ნაწარმს, რისი გათვალისწინებითაც მოსარჩელეთა განცხადება შპს „ე-–---’’-ს მხრიდან სახელშეკრულებო მოთხოვნების დარღვევის თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

 

საყურადღებოა, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში მოპასუხის მხრიდან წარმოებდა მუდმივი მონიტორინგი შპს „ე-–---’’-ს მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებაზე. აღნიშნული მონიტორინგის ფარგლებში მოწმდებოდა მიწოდებული სურსათის შესაბამისობა სახელშეკრულებო პარამეტრებთან და კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ჩატარებული შემოწმების შედეგად არ გამოვლენილა მიწოდებული კვების პროდუქტების შეუსაბამობა არსებულ მოთხოვნებთან ფიზიკო-ქიმიური თუ ბაქტერიოლოგიური თვალსაზრისით. შპს „ე-–---’’-ს, როგორც სანდო საქმიანი პარტნიორის, რეპუტაციას ადასტურებს თავად მოსარჩელეები მის მიერ ნაკისრი ვალდებულების კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულების ფაქტით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ ,,თბილისის ს----–--- ბ--------ების მართვის სააგენტო’’-ს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO1-------- საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ ,,თბილისის ს----–--- ბ--------ი ა---’’-ს და შპს ,,ელ--ს’’ შორის გაფორმდა ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების საგანია 101 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.

 

ხელშეკრულების თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 25 436.85 ლარს.

 

ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს 101 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.

 

ხელშეკრულების 6.1-6.3 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობას განახორციელებს ააიპ ,,თბილისის ს----–--- ბ--------ი ა---’’ და ააიპ ,,თბილისის ს----–--- ბ--------ების მართვის სააგენტო’’-ს შესაბამისი სამსახურები.

 

ხელშეკრულების 8.1 პუნქტის კი თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 776 ლარის ოდენობით.

 

ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

 

ამავე ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (საქმე N2/8-----8, ს.ფ. 19-24);

- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი N1 (საქმე N--77-18 ს.ფ. 25-34);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ ,,თბილისის ს----–--- ბ--------ების მართვის სააგენტო’’-ს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO1-------- საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ ,,თბილისის N- ს----–--- ბ--------ს’’ და შპს ,,ელ--ს’’ შორის გაფორმდა ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების საგანია 228 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.

 

ხელშეკრულების თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 57 421.80 ლარს.

 

ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს 228 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.

 

ხელშეკრულების 6.1-6.3 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობას განახორციელებს ააიპ ,,თბილისის N- ს----–--- ბ--------ი’’ და ააიპ ,,თბილისის ს----–--- ბ--------ების მართვის სააგენტო’’-ს შესაბამისი სამსახურები.

 

ხელშეკრულების 8.1 პუნქტის კი თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 1 751 ლარის ოდენობით.

 

ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

 

ამავე ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (საქმე N2/8-----8, ს.ფ.18-23);

- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი N1 (საქმე N2/8-----8, ს.ფ. 24-33);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ ,,თბილისის ს----–--- ბ--------ების მართვის სააგენტო’’-ს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO1-------- საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ ,,თბილისის N-- ს----–--- ბ--------ს’’ და შპს ,,ელ--ს’’ შორის გაფორმდა ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების საგანია 395 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.

 

ხელშეკრულების თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 99 480.75 ლარს.

 

ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს 395 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.

 

ხელშეკრულების 6.1-6.3 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობას განახორციელებს ააიპ ,,თბილისის N-- ს----–--- ბ--------ი’’ და ააიპ ,,თბილისის ს----–--- ბ--------ების მართვის სააგენტო’’-ს შესაბამისი სამსახურები.

 

ხელშეკრულების 8.1 პუნქტის კი თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 3 034 ლარის ოდენობით.

 

ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

 

ამავე ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (საქმე N2/8-----8, ს.ფ.18-23);

- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი N1 (საქმე N2/8-----8, ს.ფ. 24-33);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ ,,თბილისის ს----–--- ბ--------ების მართვის სააგენტო’’-ს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO1-------- საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ ,,თბილისის ვ---------–-- ს----–--- ბ--------ს’’ და შპს ,,ელ--ს’’ შორის გაფორმდა ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების საგანია 135 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.

 

ხელშეკრულების თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 33 999.75 ლარს.

 

ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს 135 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.

 

ხელშეკრულების 6.1-6.3 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობას განახორციელებს ააიპ ,,თბილისის ვ---------–-- ს----–--- ბ--------ი’’ და ააიპ ,,თბილისის ს----–--- ბ--------ების მართვის სააგენტო’’-ს შესაბამისი სამსახურები.

 

ხელშეკრულების 8.1 პუნქტის კი თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 1 037 ლარის ოდენობით.

 

ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

 

ამავე ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (საქმე N2/1------8, ს.ფ.19-24);

- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი N1 (საქმე N2/1------8, ს.ფ. 25-34);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ ,,თბილისის ს----–--- ბ--------ების მართვის სააგენტო’’-ს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO1-------- საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ს’’ და შპს ,,ელ--ს’’ შორის გაფორმდა ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების საგანია 637 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.

 

ხელშეკრულების თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 160 428.45 ლარს.

 

ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს 637 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.

 

ხელშეკრულების 6.1-6.3 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობას განახორციელებს ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ი’’ და ააიპ ,,თბილისის ს----–--- ბ--------ების მართვის სააგენტო’’-ს შესაბამისი სამსახურები.

 

ხელშეკრულების 8.1 პუნქტის კი თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 4 8932 ლარის ოდენობით.

 

ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

 

ამავე ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (საქმე N2/8-----8, ს.ფ.19-24);

- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი N1 (საქმე N2/8-----8, ს.ფ. 25-34);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.6. 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ ,,თბილისის ს----–--- ბ--------ების მართვის სააგენტო’’-ს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO1-------- საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ს’’ და შპს ,,ელ--ს’’ შორის გაფორმდა ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების საგანია 389 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.

 

ხელშეკრულების თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 97 969.65 ლარს.

 

ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს 389 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.

 

ხელშეკრულების 6.1-6.3 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობას განახორციელებს ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ი’’ და ააიპ ,,თბილისის ს----–--- ბ--------ების მართვის სააგენტო’’-ს შესაბამისი სამსახურები.

 

ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

 

ამავე ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (საქმე N2/8-----8, ს.ფ.19-24);

- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი N1 (საქმე N2/8-----8, ს.ფ. 25-34);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.7. 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ ,,თბილისის ს----–--- ბ--------ების მართვის სააგენტო’’-ს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO1-------- საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ ,,თბილისის N-- ს----–--- ბ--------ს’’ და შპს ,,ელ--ს’’ შორის გაფორმდა ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების საგანია 307 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.

 

ხელშეკრულების თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 77 317.95 ლარს.

 

ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს 307 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.

 

ხელშეკრულების 6.1-6.3 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობას განახორციელებს ააიპ ,,თბილისის N-- ს----–--- ბ--------ი’’ და ააიპ ,,თბილისის ს----–--- ბ--------ების მართვის სააგენტო’’-ს შესაბამისი სამსახურები.

 

ხელშეკრულების 8.1 პუნქტის კი თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 2 358 ლარის ოდენობით.

 

ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

 

ამავე ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (საქმე N2/8-----8, ს.ფ.19-24);

- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი N1 (საქმე N2/8-----8, ს.ფ. 25-34);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.8. 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ ,,თბილისის ს----–--- ბ--------ების მართვის სააგენტო’’-ს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO1-------- საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ს’’ და შპს ,,ელ--ს’’ შორის გაფორმდა ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების საგანია 305 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.

 

ხელშეკრულების თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 76 81--25 ლარს.

 

ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს 305 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.

 

ხელშეკრულების 6.1-6.3 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობას განახორციელებს ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ი’’ და ააიპ ,,თბილისის ს----–--- ბ--------ების მართვის სააგენტო’’-ს შესაბამისი სამსახურები.

 

ხელშეკრულების 8.1 პუნქტის კი თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 2 343 ლარის ოდენობით.

 

ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

 

ამავე ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ.19-24);

- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი N1 (ს.ფ. 25-34);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.9. 2017 წლის 14 სექტემბერს შპს ,,ელ--ს’’ და ააიპ ,,თბილისის ს----–--- ბ--------ი ა---“-ს, ააიპ ,,თბილისის N- ს----–--- ბ--------ის’, ააიპ ,,თბილისის N-- ს----–--- ბ--------ს’’, ააიპ ,,თბილისის ვ---------–-- ს----–--- ბ--------ს’’, ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ს’’, ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ს’’, ააიპ ,,თბილისის N-- ს----–--- ბ--------ს’’ და ააიპ ,,თბილისის N- ს----–--- ბ--------ს’’ შორის გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულებების დანართი N1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად შპს ,,ე-–---ს’’ მიერ შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველის ტექნიკური მახასიათებლები თითოეულ შემთხვევაში განსაზღვრულია შემდეგნაირად:

 

- თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული პასტერიზებული რძისგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე. სადაც მშრალი ნივთიერების შემცველობა არა უმცირეს 52%-ისა, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 40%, მარილი 0.5-1.5%. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიური ელემენტებს. მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით (საქართველოს მთავრობის დადგენილება N152 2015 წლის 3 აპრილი) განსაზღვრულ მოთხოვნებს;

- შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული, ვაკუუმ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

- მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები);

- მიწოდებული საქონელის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის მინიმუმ 40%;

- სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი N1 (საქმე N2/8-----8, ს.ფ. 24-33; საქმე N--77-18 ს.ფ. 25-34; საქმე N2/8-----8, ს.ფ. 24-33; საქმე N2/1------8, ს.ფ. 25-34; საქმე N2/8-----8, ს.ფ. 25-34; საქმე N2/8-----8, ს.ფ. 25-34; საქმე N2/8-----8, ს.ფ. 25-34; საქმე N10-----8 ს.ფ. 25-34);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.10. 2017 წლის 14 სექტემბერს შპს ,,ელ--ს’’ და ააიპ ,,თბილისის ს----–--- ბ--------ი ა---“-ს, ააიპ ,,თბილისის N- ს----–--- ბ--------ის’, ააიპ ,,თბილისის N-- ს----–--- ბ--------ს’’, ააიპ ,,თბილისის ვ---------–-- ს----–--- ბ--------ს’’, ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ს’’, ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ს’’, ააიპ ,,თბილისის N-- ს----–--- ბ--------ს’’ და ააიპ ,,თბილისის N- ს----–--- ბ--------ს’’ შორის გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულებების დანართი N1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად შპს ,,ე-–---ს’’ მიერ შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან კარაქის ტექნიკური მახასიათებლები თითოეულ შემთხვევაში განსაზღვრულია შემდეგნაირად:

 

- თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული რძის ნაღებისგან, მცენარეული ცხიმის გარეშე. ქარხნული წესით. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%, წლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (საქართველოს მთავრობის დადგენილება N152 2015 წლის 3 აპრილი);

- შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

- მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები);

- მიწოდებული საქონელის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 40%;

- სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი N1 (საქმე N2/8-----8, ს.ფ. 24-33; საქმე N--77-18 ს.ფ. 25-34; საქმე N2/8-----8, ს.ფ. 24-33; საქმე N2/1------8, ს.ფ. 25-34; საქმე N2/8-----8, ს.ფ. 25-34; საქმე N2/8-----8, ს.ფ. 25-34; საქმე N2/8-----8, ს.ფ. 25-34; საქმე N10-----8 ს.ფ. 25-34);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.11. 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ ,,თბილისის ს----–--- ბ--------ი ა---’’-ს და შპს ,,ელ--ს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს ,,ბა---------ი’’-ს საბანკო გარანტია #BB.1--0----2, რომლის თანახმადაც, პრინციპალია შპს ,,ე-–---’’, ბენეფიციარი - ააიპ ,,თბილისის ს----–--- ბ--------ი ა---’’, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 776 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო გარანტია (საქმე N2/8-----8, ს. ფ.39);

- მემორიალური ორდერი (საქმე N2/8-----8, ს.ფ. 64)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.12. 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ ,,თბილისის N- ს----–--- ბ--------ს’’ და შპს ,,ელ--ს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს ,,ბა---------ი’’-ს საბანკო გარანტია #BB.1--0---8, რომლის თანახმადაც, პრინციპალია შპს ,,ე-–---’’, ბენეფიციარი - ააიპ ,,თბილისის N- ს----–--- ბ--------ი’’, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 1 751 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო გარანტია (საქმე N2/8-----8, ს. ფ.38);

- მემორიალური ორდერი (საქმე N2/8-----8, ს.ფ. 60);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.13. 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ ,,თბილისის N-- ს----–--- ბ--------ს’’ და შპს ,,ელ--ს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს ,,ბა---------ი’’-ს საბანკო გარანტია #BB.14.0----, რომლის თანახმადაც, პრინციპალია შპს ,,ე-–---’’, ბენეფიციარი - ააიპ ,,თბილისის N-- ს----–--- ბ--------ი’’ ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 3 034 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო გარანტია (საქმე N2/8-----8, ს. ფ. 38);

- მემორიალური ორდერი (საქმე N2/8-----8, ს.ფ. 60);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.14. 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ ,,თბილისის ვ---------–-- ს----–--- ბ--------ს’’ და შპს ,,ელ--ს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს ,,ბა---------ი’’-ს საბანკო გარანტია #BB.1--09/167, რომლის თანახმადაც, პრინციპალია შპს ,,ე-–---’’, ბენეფიციარი - ააიპ ,,თბილისის ვ---------–-- ს----–--- ბ--------ი’’ ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 1 037 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო გარანტია (საქმე N2/1------8, ს. ფ. 39);

- მემორიალური ორდერი (საქმე N2/1------8, ს.ფ. 65);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.15. 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ს’’ და შპს ,,ელ--ს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს ,,ბა---------ი’’-ს საბანკო გარანტია #BB.14.0----, რომლის თანახმადაც, პრინციპალია შპს ,,ე-–---’’, ბენეფიციარი - ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ი’’, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 4 892 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო გარანტია (საქმე N2/8-----8, ს. ფ. 39);

- მემორიალური ორდერი (საქმე N2/8-----8, ს.ფ. 65);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.16. 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ს’’ და შპს ,,ელ--ს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს ,,ბა---------ი’’-ს საბანკო გარანტია #BB.14.0----, რომლის თანახმადაც, პრინციპალია შპს ,,ე-–---’’, ბენეფიციარი - ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ი’’, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 2 988 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო გარანტია (საქმე N2/8-----8, ს.ფ. 39);

- მემორიალური ორდერი (საქმე N2/8-----8, ს.ფ. 65);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.17. 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ ,,თბილისის N-- ს----–--- ბ--------ს’’ და შპს ,,ელ--ს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს ,,ბა---------ი’’-ს საბანკო გარანტია #BB.14.0----, რომლის თანახმადაც, პრინციპალია შპს ,,ე-–---’’, ბენეფიციარი - ააიპ ,,თბილისის N-- ს----–--- ბ--------ი’’, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 2 358 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო გარანტია (საქმე N2/8-----8 ს. ფ. 39);

- მემორიალური ორდერი (საქმე N2/8-----8, ს.ფ. 60);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.18. 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ს’’ და შპს ,,ელ--ს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს ,,ბა---------ი’’-ს საბანკო გარანტია #BB.14.-----5, რომლის თანახმადაც, პრინციპალია შპს ,,ე-–---’’, ბენეფიციარი - ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ი’’, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 2 343 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო გარანტია (ს.ფ. 39);

- მემორიალური ორდერი (ს.ფ. 66);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.19. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ე-–---’’-ს მიერ ააიპ ,,ს----–--- ბაგა ბაღი ა---’’-სთვის 2017 წლის 3 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მიწოდებული საქონლის ღირებულება დღგ-ს და აქციზის ჩათვლით შეადგენს 3 850.75 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო ანგარიშფაქტურა (საქმე N2/8-----8, ს. ფ.40);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.20. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ე-–---’’-ს მიერ ააიპ ,,თბილისის N- ს----–--- ბ--------ი’’-სთვის 2017 წლის 3 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მიწოდებული საქონლის ღირებულება დღგ-ს და აქციზის ჩათვლით შეადგენს 9 530.15 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო ანგარიშფაქტურა (საქმე N2/8-----8, ს. ფ.39);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.21. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ე-–---’’-ს მიერ ააიპ ,,თბილისის N-- ს----–--- ბ--------ი’’’-სთვის 2017 წლის 3 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მიწოდებული საქონლის ღირებულება დღგ-ს და აქციზის ჩათვლით შეადგენს 18 746.4 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო ანგარიშფაქტურა (საქმე N2/8-----8, ს. ფ. 39);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.22. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ე-–---’’-ს მიერ ააიპ ,,თბილისის ვ---------–-- ს----–--- ბ--------ისთვის’’ 2017 წლის 3 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მიწოდებული საქონლის ღირებულება დღგ-ს და აქციზის ჩათვლით შეადგენს 6 544.45ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო ანგარიშფაქტურა (საქმე N2/1------8, ს. ფ. 40);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.23. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ე-–---’’-ს მიერ ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ისთვის’’ 2017 წლის 3 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მიწოდებული საქონლის ღირებულება დღგ-ს და აქციზის ჩათვლით შეადგენს 28 937.2 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო ანგარიშფაქტურა (საქმე N2/8-----8, ს.ფ. 40);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.24. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ე-–---’’-ს მიერ ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ისთვის’’ 2017 წლის 3 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მიწოდებული საქონლის ღირებულება დღგ-ს და აქციზის ჩათვლით შეადგენს 16 165.85 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო ანგარიშფაქტურა (საქმე N2/8-----8, ს.ფ. 40);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.25. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ე-–---’’-ს მიერ ააიპ ,,თბილისის N-- ს----–--- ბ--------ისთვის’’ 2017 წლის 3 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მიწოდებული საქონლის ღირებულება დღგ-ს და აქციზის ჩათვლით შეადგენს 13 450.25 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო ანგარიშფაქტურა (საქმე N2/8-----8, ს.ფ. 40);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.26. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ე-–---’’-ს მიერ ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ისთვის’’ 2017 წლის 3 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მიწოდებული საქონლის ღირებულება დღგ-ს და აქციზის ჩათვლით შეადგენს 14 559.85 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო ანგარიშფაქტურა (ს.ფ. 40);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.27. შპს ,,ე-–---’’-ს მიერ მოპასუხედ დასახელებულმა ქალაქ თბილისის ბ--------ებმა უარი განაცხადეს შპს ,,ელ--თან’’ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2017 წლის დეკემბრის თვის (01 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) შედარების აქტის შედგენაზე, მიწოდებული პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხელშეკრულებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შედარების აქტი (საქმე N2/8-----8, ს. ფ. 41-42; საქმე N2/8-----8, ს. ფ.40-41; საქმე N2/8-----8, ს.ფ. 40-41; საქმე N2/1------8, ს.ფ. 41-42; საქმე N2/8-----8, ს.ფ. 41-42; საქმე N2/8-----8, ს.ფ. 41-42; შედარების აქტი საქმე N2/8-----8, ს.ფ. 41-42; შედარების აქტი საქმე N10-----8, ს.ფ. 41-42);

- მიმართვები ( საქმე N--77-18 ს.ფ. 43-56; საქმე N2/8-----8, ს.ფ.42-51; საქმე N2/8-----8, ს.ფ.42-51; საქმე N2/1------8, ს.ფ.43-52; საქმე N2/8-----8, ს.ფ.43-52; (საქმე N2/8-----8, ს.ფ.43-52; საქმე N2/8-----8, ს.ფ.43-52; საქმე 10-----8, ს.ფ.43-52);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.28. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის ს----–--- ბ--------ებში შპს ,,ე-–---’’-ს მიერ შეტანილი ყველის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 დეკემბრის მიმართვის N09-----5 თანახმად, წერილის დანართად წარმოდგენილი სურსათი ,,იმერული’’ არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვა N09------ (საქმე N--77-18 ს.ფ. 54-55; საქმე N2/8-----8, ს.ფ. 49-50; საქმე N2/8-----8, ს.ფ. 49-50; საქმე N2/1------8, ს.ფ. 54-55; საქმე N2/8-----8, ს.ფ. 54-55; საქმე N2/8-----8, ს.ფ.54-55; საქმე N2/8-----8, ს.ფ.54-55; საქმე N10-----8 ს.ფ. 54-55);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სასამართლო დადგენილ სადავო ფაქტებზე მსჯელობისას უპირველესად ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არც სარჩელის და არც შეგებებული სარჩელის ფარგლებში სასამართლო მსჯელობის საგანი არ არის მიწოდებული პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხარისხის ან უხარისხობის დადგენა სამოქალაქო კოდექსით დადგენილი უხარისხო პროდუქტის ცნების ჭრილში, ვინაიდან მხარეთა შორის არსებული დავა არ წარმოადგენს უხარისხო პროდუქტის მოხმარებიდან გამომდინარე დავას.

 

არსებული დავა ემყარება სახელშეკრულებო ურთიერთობის დარღვევის საფუძველს. შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელების ფარგლებში მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე სასამართლოს მიზანია იმის დადგენა, განხორციელდა თუ არა მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არც ადასტურებს და არც უარყოფს სადავოდ გამხდარი მიწოდებული საკვები პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხარისხიანობას ან მათი, როგორც საკვები პროდუქტის უხარისხობას იმ მიზეზიდან გამომდინარე, რომ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით არ დასტურდება სადავოდ გამხდარი პროდუქტების ვარგისიანობის კუთხით ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, მათი მახასიათებლები შესწავლილია მხოლოდ ეტიკეტზე არსებული მონაცემების ფარგლებში. ამასთან, უშუალოდ პროდუქტის, როგორც საკვების მახასიათებლების განსაზღვრა და მისი ხარისხის შეფასება ჩამოყალიბებული სასარჩელო მოთხოვნებიდან და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლიდან გამომდინარე არ ყოფილა სასამართლოს კვლევის საგანი.

 

3.2.1. შპს ,,ე-–---ს’’ მიერ მოპასუხედ დასახელებულ ქალაქ თბილისის ბაგა ბაღებთან 2016 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მათთვის მიწოდებული პროდუქტი დასახელებით ,,იმერული’’, სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან ნაცვლად ნატურალური რძისა იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან.

 

საქმის მასალებში წარმოდგენილი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის მიმართვის N09------ თანახმად დგინდება, რომ შპს ,,ე-–---’’-ს მიერ მოპასუხე თბილისის ს----–--- ბ--------ებისათვის მიწოდებული სურსათი ,,იმერული’’ არ შეესაბამება ხელშეკრულებით სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს.

 

ფაქტის დადგენის მიზნით საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებთან ერთად სასამართლო უპირველესად ყურადღებას ამახვილებს თავად მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებაზე, რომლის თანახმადაც, იგი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ბ--------ებისთვის მიწოდებული პროდუქტი დასახელებით ,,იმერული’’ სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებებით დადგენილ ყველის პროდუქტის მახასიათებლებს, ვინაიდან იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისაგან.

 

სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო სამართლის თეორიაში აღიარების განსაკუთრებული მნიშვნელობა განმარტებულია იმგვარად, რომ ფაქტს, რომელსაც უნდა ადასტურებდეს დავის სუბიექტი, ადასტურებს მისი მოწინააღმდეგე მხარე.

 

შესაბამისად, სასამართლოს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მითითებული პოზიციიდან გამომდინარე, დადგენილად მიაჩნია, რომ შპს ,,ე-–---ს’’ მიერ მოპასუხედ დასახელებულ ქალაქ თბილისის ბაგა ბაღებთან 2016 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მათთვის მიწოდებული პროდუქტი დასახელებით ,,იმერული’’, სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან ნაცვლად ნატურალური რძისა იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან. ამასთან, მიწოდებული პროდუქტის შესაბამისობა ხელშეკრულებით დადგენილ სტანდარტთან შედარებით გამოკვლეულია არა უშუალოდ სურსათის ნიშან-თვისებებით, არამედ ეტიკეტზე არსებული ინფორმაციით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვა N09------ (საქმე N--77-18 ს.ფ. 52-53; საქმე N2/8-----8, ს.ფ. 47-48; საქმე N2/8-----8, ს.ფ. 47-48; საქმე N2/1------8, ს.ფ. 52-53; საქმე N2/8-----8, ს.ფ. 53-54; საქმე N2/8-----8, ს.ფ.53-54; საქმე N2/8-----8, ს.ფ.53-54; საქმე N10-----8 ს.ფ. 52-53);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.2. საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ შპს ,,ე-–---ს’’ მიერ მოპასუხედ დასახელებულ ქალაქ თბილისის ბაგა ბაღებთან 2016 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მათთვის მიწოდებული სურსათი - ,,კარაქი’’ დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით შესაბამისობაში არ მოდიოდა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან.

 

უპირველესად სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

 

შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში თუ მყიდველმა მიიღო ნივთი, როგორც შესრულება, ნივთის ნაკლის მტკიცების ტვირთი, როგორც წესი, მას ეკისრება, იმ შემთხვევაში თუ ის აყენებს შესრულების გამო შესაბამის მოთხოვნას. სამომხმარებლო ურთიერთობაში მტკიცების მიზნებისათვის უნდა ჩაითვალოს, რომ ნივთი რისკის გადაცემის მომენტში არსებობდა, თუ ნაკლის სპეციფიკა საპირისპიროს ვარაუდის საფუძველს არ ქმნის.

 

საქმის მასალებში წარმოდგენილია წერილობითი დოკუმენტები, რომელთა თანახმადაც, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის ს----–--- ბ--------ებში შპს ,,ე-–---’’-ს მიერ შესატანი კარაქის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის მიმართვის N09------ თანახმად, წერილის დანართით წარმოდგენილი სურსათი ,,კარაქი’’-ს ეტიკეტი არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს. ამავე წერილში მითითებულია, რომ ,,მწარმოებელმა/დისტრიბუტორმა/რეალიზატორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კარაქი რძის პროდუქტია, რომელშიც ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია, ხოლო წარმოდგენილ ეტიკეტზე მითითებულია 80% (+/- 0,5). ასევე, კარაქის ეტიკეტზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის #441 დადგენილების ,,სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ’’ დამტკიცების თაობაზე მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სავალდებულოა მითითებულ იქნას შემადგენლობა და ენერგეტიკული ღირებულება: ცხიმი, ხილა, ნახშირწყლები.’’

 

სწორედ აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზეა შედგენილი ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 22 მა---ს დასკვნა ქ. თბილისის ს----–--- ბ--------ების სკოლამდელი აღსაზრდელებისათვის კვებითი მომსახურების გაწევის პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ, რომლის ანალიზის შედეგად გამომდინარეობს, რომ სხვა რაიმე დამატებითი კვლევა მიწოდებული პროდუქტის - კარაქის, დამახასიათებელ თვისებებთან და მისი შემადგენლობის ხელშეკრულებით დადგენილ მახსაიათებლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით არ ჩატარებულა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობაზე, რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შეფასებული იქნა რძის პროდუქტების ეტიკეტი, სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა აღნიშნული რძის პროდუქტების სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევა.

 

შესაბამისად, წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტების ერთობლივი ანალიზი ცხადყოფს, რომ შესწავლილია არა უშუალოდ პროდუქტის მახასიათებლები და მათგან გამომდინარე დარღვევა, არამედ დასკვნები ასახავს პროდუქტის ეტიკეტირების წესის დარღვევას. მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პროდუქტისთვის აუცილებელ მახასიათებლებზე. აღნიშნულთან მიმართებით მიწოდებული პროდუქტის ნიშან-თვისებების შესწავლის ფაქტი კი საქმის მასალებით არ დასტურდება.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი დასკვნების, როგორც წერილობითი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური, შეფასებიდან გამომდინარე არ დასტურდება ის გარემოება, რომ შპს ,,ე-–---ს’’ მიერ მოპასუხედ დასახელებულ ქალაქ თბილისის ბაგა ბაღებთან 2016 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მათთვის მიწოდებული სურსათი - ,,კარაქი’’ დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით შესაბამისობაში არ მოდიოდა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვა N09------ (საქმე N--77-18 ს.ფ. 54-55; საქმე N2/8-----8, ს.ფ. 49-50; საქმე N2/8-----8, ს.ფ. 49-50; საქმე N2/1------8, ს.ფ. 54-55; საქმე N2/8-----8, ს.ფ. 55-56; საქმე N2/8-----8, ს.ფ. 55-56; საქმე N2/8-----8, ს.ფ.55-56; საქმე N10-----8 ს.ფ. 54-55);

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 22 მა---ს დასკვნა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ე-–---ს’’ სარჩელი მოპასუხეთა მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამასთანავე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არ არსებობს ზიანის ანაზღაურების თაობაზე შეგებებული სარჩელების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 477-ე, 487-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 879-ე, 881-ე, 494-ე, 408-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებით- სამართლებრივი ურთიერთობა რეგულირდება სწორედ ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმებით, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით თითოეულ შემთხვევაში განსაზღვრულია სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურების გაწევა, ამ მიზნით კი მათთვის საკვები პროდუქტების მიწოდება.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი. 488-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ კანონი არ ავალდებულებს მყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისთანავე ნივთის (ნასყიდობის ხელშეკრულების საგნის) დაუყოვნებლივ შემოწმებას (იგულისხმება მისი ხარისხისა და მოხმარებისთვის აუცილებელი თვისებები (მახასიათებლები)). მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა უშვებს ამ წესიდან განსხვავებულ რეგულაციას მხოლოდ იმ პირებისათვის, რომლებიც მეწარმეები არიან.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები ხელშეკრულებებით შეთანხმდნენ 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მისაწოდებელი პროდუქტების - კარაქის და ყველის სავალდებულო დამახასიათებელ პარამეტრებზე. მხართა ახსნა-განმარტებების თანახმად უდავოა შპს ,,ე-–---ს’’ მიერ აღნიშნული პროდუქტების მიწოდების და მოპასუხე თბილისის ბ--------ების მიერ მათი მიღების და მოხმარების ფაქტი. მოპასუხე ბ--------ები სადავოდ ხდიან მიწოდებული პროდუქტების ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებთან შეუსაბამობის ფაქტს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია (3.1.9.), რომ 2017 წლის 14 სექტემბერს შპს ,,ელ--ს’’ და ააიპ ,,თბილისის ს----–--- ბ--------ი ა---“-ს, ააიპ ,,თბილისის N- ს----–--- ბ--------ის’, ააიპ ,,თბილისის N-- ს----–--- ბ--------ს’’, ააიპ ,,თბილისის ვ---------–-- ს----–--- ბ--------ს’’, ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ს’’, ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ს’’, ააიპ ,,თბილისის N-- ს----–--- ბ--------ს’’ და ააიპ ,,თბილისის N- ს----–--- ბ--------ს’’ შორის გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულებების დანართი N1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად შპს ,,ე-–---ს’’ მიერ შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველის ტექნიკური მახასიათებლები თითოეულ შემთხვევაში განსაზღვრულია შემდეგნაირად:

 

- თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული პასტერიზებული რძისგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე. სადაც მშრალი ნივთიერების შემცველობა არა უმცირეს 52%-ისა, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 40%, მარილი 0.5-1.5%. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიური ელემენტებს. მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით (საქართველოს მთავრობის დადგენილება N152 2015 წლის 3 აპრილი) განსაზღვრულ მოთხოვნებს;

- შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული, ვაკუუმ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

- მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები);

- მიწოდებული საქონელის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის მინიმუმ 40%;

- სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს ,,ე-–---ს’’ მიერ მოპასუხედ დასახელებულ ქალაქ თბილისის ბაგა ბაღებთან 2016 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მათთვის მიწოდებული პროდუქტი დასახელებით ,,იმერული’’, სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან ნაცვლად ნატურალური რძისა იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან.

 

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის N152 დადგენილებით დამტკიცებულის რძისა და ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტაციის მე-4 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, რძე არის სასოფლო-სამურნეო ცხოველის სარძევე ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირების სეკრეციის პროდუქტი, რომელიც მიიღება ლაქტაციის პერიოდში ერთი ან მეტი ცხოველისგან, ერთი ან მეტი წველის შედეგად, რაიმე ნივთიერების დამატების, ან მოცილების გარეშე და გამიზნულია, ადამიანის მოხმარებისათვის სასმელად ან შემდგომი გადამუშავებისათვის. ამავე რეგლამენტის მე-4 მუხლის ,,ჰ 37’’ ქვეპუნქტის თანახმად, ყველი არის რძისგან დამზადებული პროდუქტი, მოწოდებული ან მოუმწიფებელი, ნახევრადმაგარი, მაგარი ან/და ძალიან მაგარი რძის ნაწარმი, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, რომელშიც შრატის ცილებისა და კაზეინის თანაფარდობა არ აღემატება ანალოგიურ მაჩვენებელს რძეში.

 

საქმეზე დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარეობს, რომ შპს ,,ე-–---’’-ს მიერ მიწოდებული პროდუქტი ,,იმერული’’ არ აკმაყოფილებდა ზემოაღნიშნული რეგლამენტაციით პროდუქტ ყველისათვის აუცილებელ სავალდებულო და ამასთანავე, ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებს. შესაბამისად, შპს ,,ე-–---ს’’ მიერ მისაწოდებელი პროდუქტის - ყველის ნაწილში ვალდებულება შესრულებულია არაჯეროვნად.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ვალდებულების დარღვევა, როგორც ასეთი, ფართო ცნებაა, თუმცა, იგი ყოველთვის ხელშეკრულების მიზნიდან, დანიშნულებიდან და შინაარსიდან გამომდინარე უნდა განიმარტოს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.

 

მიუხედავად ამ ნაწილში ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისა, რასაც უპირველესად აღიარებს მოსარჩელე, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას იმასთან მიმართებით, რომ აღნიშნული მახასიათებელი უშუალოდ პროდუქტის ლაბორატორიული კვლევის გარეშე არ შეიძლება ჩაითვალოს იმგვარ არსებით ნივთობრივ ნაკლად, რომელიც გამორიცხავს მიწოდებული პროდუქტის შესაბამისი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებას მიმღების მიერ მისი მიღებისა და სრულად გახარჯვის/მოხმარების ფონზე. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მიმღებ ბ--------ებს არც მიღებისას, არც პროდუქტის მოხმარებამდე მთელი სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში სადავო არ გაუხდიათ მიწოდებული პროდუქტის ნივთობრივი ხარისხი, მიუხედავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხზე კონტროლის მექანიზმისა და მათ მიერვე აპელირებული მიღებული პროდუქტის მომხმარებელი სპეციფიური სეგმენტისა.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს, შპს ,,ე-–---სათვის’’ ყველის მიმწოდებლის შპს ,,ნა--------–--’’-ის განმარტებაზე, რომლის თანახმადაც პროდუქტის ყველა მიწოდებულ პარტიას ახლდა ლაბორატორიული კვლევის ოქმები, რაც ადასტურებდა პროდუქტის უსაფრთხოებას და საწარმო სტანდარტის შესაბამისობას. ყველა პროდუქტის შესაბამისობის დეკლარაციის შედეგები კი ადასტურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უვნებლობის პარამეტრებს.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმ ფაქტობრივი გარემოებისა, რომლითაც დადგენილია მიწოდებული პროდუქტის ყველა მახასიათებლის არ არსებობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მიმართებით, აღნიშნული არ შეიძლება განხილულ იქნეს არსებით ნაკლად, რაც მთლიან შესრულებას გახდიდა ნაკლიანს და გაათავისუფლებდა მოპასუხეებს ანაზღაურების ვალდებულებისაგან.

 

მოპასუხეთა მხრიდან სადავოა ასევე გამხდარი მიწოდებული პროდუქტის - კარაქის მახასიათებლების შეუსაბამოობა ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებთან მიმართებით. თუმცა, საქმის მასალებით არ დადასტურდა ის გარემოება, რომ შპს ,,ე-–---ს’’ მიერ მოპასუხედ დასახელებულ ქალაქ თბილისის ბაგა ბაღებთან 2016 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მათთვის მიწოდებული სურსათი - ,,კარაქი’’ დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით შესაბამისობაში არ მოდიოდა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან, ვინაიდან შესწავლილია მხოლოდ მისი სათანადო ეტიკეტირების დარღვევა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს შპს ,,ე-–---’’-სთვის მოპასუხედ დასახელებული ბ--------ებისამიერ მიწოდებული პროდუქტების ღირებულების ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულებებით თითოეულ შემთხვევაში განსაზღვრულია შემსყიდველის მიერ თანხის გადაუხდელობისას პირგასამტეხლოს დარიცხვის შესაძლებლობა. კერძოდ, ხელშეკრულებების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულებების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სადავო არაა ის გარემოება, რომ მოპასუხე ბ--------ების მიერ არ მომხდარა შპს ,,ე-–---სათვის’’ დეკემბრის თვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. ამასთანავე, სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა მიწოდებული პროდუქტების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე. შესაბამისად, მოპასუხე ბ--------ებს ასევე უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლო მოთხოვნილი ოდენობით, ამასთანავე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია თოთოეულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა და მიიჩნევს, რომ არ არსებობს მათი შემცირების საფუძველი.

 

6.4. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - ოდენობით. ასევე დადგნეილია, ის გარემოება, რომ შპს ,,ე-–---ს’’ მიერ ვალდებულების უზრუნველყოფისათვის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში სს ,,ბა---------ის’’ მიერ გაცემულია საბანკო გარანტია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა ნებისმიერი საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კოდექსის 880-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. 881-ე მუხლის თანახმად, კი საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის იგი გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც სხვა უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან განსხვავებით, რიგი თავისებურებებით ხასიათდება. საბანკო გარანტიის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რაც მას უზრუნველყოფის სხვა საშუალებებისაგან გამოარჩევს, არის საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობა ძირითადი ვალდებულებისაგან. საბანკო გარანტიის გაცემისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, პრინციპალსა და გარანტს შორის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ბანკი (გარანტი) ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნისთანავე, ბენეფიციარს უპირობოდ გადაუხდის ფულად თანხას. მიუხედავად საბანკო გარანტიის კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებელი (არააქცესორული) ბუნებისა და მისი დამოუკიდებლობისა ძირითადი ვალდებულებისაგან, მისი გაცემის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისათვის, აუცილებელია, რომ საბანკო გარანტია აკმაყოფილებდეს ასევე ორ მნიშვნელოვან წინაპირობას, კერძოდ, ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს გარანტიის პირობებს და მისი წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ გარანტიით განსაზღვრულ ვადაში.

 

საბანკო გარანტია, მიუხედავად მისი სახისა და დანიშნულებისა, პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი სხვადასხვა სახის ვალდებულების ჯეროვანი შესრულების გარანტიას წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია შპს ,,ე-–---’’-ს მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი. სასამართლო მიუთითებს, რომ საბანკო გარანტია თავისი მიზნიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე ერთმანეთისგან არ მიჯნავს ვალდებულების არსებით თუ არაარსებით დარღვევას, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს სახელშეკრულებო ღირებულების ანაზღაურებაზე. განსახილველ შემთხვევაში არსებითია ის ფაქტი, რომ თავად მოსარჩელევე აღიარებს ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, რაც გამორიცხავს მოპასუხეთათვის გამოყენებული საბანკო გარანტიის თანხის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 494-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნივთის ნაკლის ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ზოგადი წესების მიხედვით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, კი იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

 

ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ამასთან, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია.

 

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის ბ--------ების მიერ წარმოდგენილი შეგებებული სარჩელები ემყარება იდენტურ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის საფუძველზეც მათ მოთხოვნას წარმოადგენს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი უზოგადესი ნორმის განმარტების შედეგად დადგენილი წინაპირობების თანახმად, მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს თავად ზიანის არსებობის ფაქტის დადასტურება. მტკიცების ტვირთი აღნიშნულის დადასტურებისას კი სწორედ შეგებებული სარჩელით მოსარჩელეებს ეკისრებოდათ.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება რაში გამოიხატა შეგებებული სარჩელებით მოსარჩელეთათვის ზიანის მიყენების ფაქტი. მართალია დადგენილია შპს ,,ე-–---ს’’ მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, მაგრამ საქმის მასალებით არ დასტურდება მისგან გამომდინარე მოპასუხეთათვის ზიანის, როგორც მატერიალური დანაკლისის მიყენების ფაქტი, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც მხარეს მიღებული და გახარჯული აქვს პროდუქტი მთელი სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში. შესაბამისად, არ არსებობს ზიანის ანაზღაურების თაობაზე შეგებებული სარჩელების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. სასამართლო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს ,,ე-–---ს’’ მიერ ააიპ ,,თბილისის ს----–--- ბ--------ი ა---’’-ს სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით გადახდილია 146 ლარი, ააიპ ,,თბილისის N- ს----–--- ბ--------ის’’ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით გადახდილია 361 ლარი, ააიპ ,,თბილისის N-- ს----–--- ბ--------ის’’ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით გადახდილია 697 ლარი, ააიპ ,,თ---–---------------–--------–--------------ს’’ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით გადახდილია 244 ლარი, ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ის’’ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით გადახდილია 1 080 ლარი, ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ის’’ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით გადახდილია 612 ლარი, ააიპ ,,თბილისის N-- ს----–--- ბ--------ის’’ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით გადახდილია 506 ლარი, ხოლო ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ის’’ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 545 ლარი.

 

ვინაიდან დაკმაყოფილდა შპს ,,ე-–---’’-ს სარჩელები მოპასუხეთა მიმართ ნაწილობრივ, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება. შპს ,,ე-–---’’-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილები კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ვინაიდან არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელები შპს ,,ე-–---ს’’ მიმართ, შეგებებულ სარჩელებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟები ასევე უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 263-ე, 364-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,, ე-–---“- ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

1.1. მოპასუხე ააიპ ,,თბილისის ს----–-- ბ--------ი ა---“-ს მოსარჩელე შპს ,,ე-–---“-ს სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული მომსახურეობის ღირებულების 3 850.75 ლარის და პირგასამტეხლოს 231 ლარის გადახდა;

 

1.1.1 შპს ,,ე-–---’’-ს სარჩელი ააიპ ,,თბილისის ს----–-- ბ--------ი ა---“-ს მიმართ საბანკო გარანტიის თანხის 776 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

 

1.2. მოპასუხე ააიპ ,,თბილისის N- ს----–--- ბ--------ი“-ს მოსარჩელე შპს ,,ე-–---“-ს სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული მომსახურეობის ღირებულების 9 530.15 ლარის და პირგასამტეხლოს 720 ლარის გადახდა;

 

1.2.1 შპს ,,ე-–---’’-ს სარჩელი ააიპ ,,თბილისის N- ს----–--- ბ--------ი“-ს მიმართ საბანკო გარანტიის თანხის 1 751 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

 

1.3. მოპასუხე ააიპ ,,თბილისის N-- ს----–-- ბ--------ი“-ს მოსარჩელე შპს ,, ე-–---“-ს სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული მომსახურეობის ღირებულების 18 746.4 ლარის და პირგასამტეხლოს 1 440 ლარის გადახდა;

 

1.3.1 შპს ,,ე-–---’’-ს სარჩელი მოპასუხე ააიპ ,,თბილისის N-- ს----–--- ბ--------ი“-ს მიმართ საბანკო გარანტიის თანხის 3 034 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

 

1.4. მოპასუხე ააიპ ,,თბილისის ვ---------–-- ს----–--- ბაგა ბაღი“-ს მოსარჩელე შპს ,,ე-–---“-ს სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული მომსახურეობის ღირებულების 6 544.45 ლარის და პირგასამტეხლოს 540 ლარის გადახდა;

 

1.4.1. შპს ,,ე-–---“-ს სარჩელი მოპასუხე ააიპ ,,თბილისის ვ---------–-- ს----–--- ბაგა ბაღი“-ს მიმართ საბანკო გარანტიის თანხის 1 037 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

 

1.5. მოპასუხე ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბაგა ბაღი“-ს მოსარჩელე შპს ,,ე-–---“-ს სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული მომსახურეობის ღირებულების 28 937.2 ლარის და პირგასამტეხლოს 2 156 ლარის გადახდა;

 

1.5.1. შპს ,,ე-–---’’-ს სარჩელი მოპასუხე ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბაგა ბაღი“-ს მიმართ საბანკო გარანტიის თანხის 4 892 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

 

1.6. მოპასუხე ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ი“-ს მოსარჩელე შპს ,,ე-–---“-ს სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული მომსახურეობის ღირებულების 16 165.85 ლარის და პირგასამტეხლოს 1 232 ლარის გადახდა;

 

1.6.1. შპს ,,ე-–---’’-ს სარჩელი მოპასუხე ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ი“-ს მიმართ საბანკო გარანტიის თანხის 2 988 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

 

1.7. მოპასუხე ააიპ ,,თბილისის N-- ს----–--- ბ--------ი“-ს მოსარჩელე შპს ,,ე-–---“-ს სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული მომსახურეობის ღირებულების 13 450.25 ლარის და პირგასამტეხლოს 1 040 ლარის გადახდა;

 

1.7.1. შპს ,,ე-–---’’-ს სარჩელი მოპასუხე ააიპ ,,თბილისის N-- ს----–--- ბ--------ი“-ს მიმართ საბანკო გარანტიის თანხის 2 358 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

 

1.8. მოპასუხე ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ი’’-ს მოსარჩელე შპს ,,ე-–---“-ს სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული მომსახურეობის ღირებულების 14 559.85 ლარის და პირგასამტეხლოს 1 260 ლარის გადახდა;

 

1.8.1. შპს ,,ე-–---’’-ს სარჩელი მოპასუხე ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ი’’-ს მიმართ საბანკო გარანტიის თანხის 2 343 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

 

2. არ დაკმაყოფილდეს ააიპ ,,თ---–----------–------------------’’-ს, ააიპ ,,თ---–---------------–-------------ი’’-ს, ააიპ ,,-----–---------------–-------------ი’’-ს, ააიპ ,,თ---–-------------–-------------ი’’-ს, ააიპ ,,თ---–--------------–--------------’’-ს, ააიპ ,,თ---–--------------–-------------ი’’-ს, ააიპ ,,თ---–---------------–--------–--------------’’-ს და ააიპ ,,თ---–---------------–-------------ი’’-ს შეგებებული სარჩელები მოპასუხე შპს ,,ე-–---’’-ს მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე;

 

3. დაეკისროს ააიპ ,,თბილისის ს----–--- ბ--------ი ა---’’-ს შპს ,,ე-–---’’-ს სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 122.45 ლარის ანაზღაურება. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

4. დაეკისროს ააიპ ,,თბილისის N- ს----–--- ბ--------ს’’ შპს ,,ე-–---’’- ს სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 308.47 ლარის ანაზღაურება. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

5. დაეკისროს ააიპ ,,თბილისის N-- ს----–--- ბ--------ს’’ შპს ,,ე-–---’’- ს სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 605.98 ლარის ანაზღაურება.სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

6. დაეკისროს ააიპ ,,თბილისის ვ---------–-- ს----–--- ბ--------ს’’ შპს ,,ე-–---’’- ს სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 212.89 ლარის ანაზღაურება. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

7. დაეკისროს ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ს’’ შპს ,,ე-–---’’- ს სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 933.24 ლარის ანაზღაურება. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

8. დაეკისროს ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ს’’ შპს ,,ე-–---’’- ს სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 522.36 ლარის ანაზღაურება. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

9. დაეკისროს ააიპ ,,თბილისის N-- ს----–--- ბ--------ს’’ შპს ,,ე-–---’’- ს სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 435.26 ლარის ანაზღაურება. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

10. დაეკისროს ააიპ ,,თბილისის N--- ს----–--- ბ--------ს’’ შპს ,,ე-–---’’- ს სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 474.71 ლარის ანაზღაურება. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

11. შეგებებული სარჩელით მოსარჩელეების ააიპ ,,თ---–----------–------------------’’, ააიპ ,,თ---–---------------–-------------ი’’, ააიპ ,,-----–---------------–-------------ი’’, ააიპ ,,თ---–-------------–-------------ი’’, ააიპ ,,თ---–--------------–--------------’’, ააიპ ,,თ---–--------------–-------------ი’’, ააიპ ,,თ---–---------------–--------–--------------’’, ააიპ ,,თ---–---------------–-------------ი’’ მიერ შეგებებულ სარჩელებთან მიმართებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟები ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.;

 

12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

13. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია