გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/7671-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 ივ-–-სი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ირმა იმნაძე
მოსარჩელე - ეკ-------------------ე
წარმომადგენელი - მა----------–----–---–ი
მოპასუხე - ბა-------------ა, გი--------------ა
წარმომადგენელი - ნა---------ე, ნი---------–-------ე, მე------------ე
დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.დაეკისროს მოპასუხე ბა-------------ას, მოსარჩელე ეკ-------------------ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით 23 000 ლარის გადახდა;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 18 დეკემბერს ბა-------------ასა და გი--------------ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და უძრავი ქონება მდებარე, თბილისში, დასახლება ვ---------–-, მ----- 3, კ--------–- 6, კ--------- 13, ბინა N--, სკ. 0----------------------. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირიცხოს ბა-------------ას საკუთრებაში.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2017 წლის 10 დეკემბერს ქ. თბილისში ავ-–-ჰ ზუ-----–---–ის ქუჩაზე, წუ--–----ას ქუჩის მხრიდან, ლე---------ის ქუჩის მიმართულების 120 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა ავტომანქანა ,,ME-------------------0’’, სახელმწიფო ნომრით N--------, რომელსაც ნასვამ მდგომარეობაში მართავდა მოპასუხე ბა-------------ა. ლე---------ის ქუჩის გადაკვეთისას მან განაგრძო შუქნიშნის წითელ მაშუქზე მოძრაობა და შეეჯახა ლე---------ის ქუჩაზე, ქე-------–-------–ის გა------ის მხრიდან ჯო--------–ის ქუჩის მიმართულებით სავალი გზის მეორე სამოძრაო ზოლში მოძრავ შუქნიშნის მწვანე ფერზე მოძრავ ავტომანქანას ,,P------ KA----E’’ სარეგისტრაციო ნომრით N--------, რომელსაც მართავდა ავტომანქანის მესაკუთრე ეკ-------------------ის მეუღლე გი---------–--–---–ი.
ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში მძღოლ ბა-------------ას მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მოცემულ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. გი---------–--–---–ს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო დ მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.
სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ავტომობილზე P------ KA----E’’ სარეგისტრაციო ნომრით N--------, მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 23 000 ლარს.
იმის გამო, რომ მოპასუხე ბა-------------ას არ აენაზღაურებინა დელიქტით მიყენებული ზიანი, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევიდან 8 დღეში ფულადი ვალდებულების შესრულების თავიდან არიდების მიზნით მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე თბილისში, დასახლება ვ---------–-, მ----- 3, კ--------–- 6, კ--------- 13, ბინა N--, სკ. 0---------------------- ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაუფორმა თავის ბიძაშვილ გი--------------ას.
ბა-------------ა, როგორც ნასყიდობამდე, ისე ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ თავის ცოლ-შვილთან ერთად ფაქტობრივად ცხოვრობს გასხვისებულ უძრავ ქონებაში მდებარე თბილისში, დასახლება ვ---------–-, მ----- 3, კ--------–- 6, კ--------- 13, ბინა N--, სკ. 0----------------------.
2.1. მოპასუხეთა პოზიცია სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხე ბა-------------ამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არ ეთანხმება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას ზიანის ანაზღაურების ოდენობის ნაწილში, ვინაიდან იგი არ შეესაბამება სინამდვილეს. მოსარჩელემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მას არ გამოეთქვა თავისი დამოკიდებულება ექპერტიზის დასკვნის მიმართ. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა გაიცა 2018 წლის 21 თებერვალს, მეორე დღეს კი შეწყდა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება. მოსარჩელემ 2018 წლის 2- თებერვალს სასწრაფოდ გაასხვისა ავარიის შედეგად დაზიანებული ავტომობილის შპს ,,რკ--------პ’’-ზე, რითაც მოპასუხეს წაერთვა ავტომობილზე ექსპერტიზის ჩატარების საშუალება. მისთვის ცნობილი გახდაა, რომ მოსარჩელემ არა მარტო გაასხვისა ავტომანქანის ნაწილები, არამედ დაშალა ავტომანქანის კ--------- და ჩააბარა ჯართში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ შექმნა ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ არ მომხდარიყო დაზიანებული ავტომანქანის რეალურად შეფასება.
ამასთანავე, მოპასუხემ მიუთითა, რომ მას არ ჰქონია ზიანის ანაზღაურებისგან თავის არიდების განზრახვა, პირიქით, უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული თანხით იგი ფიქრობდა მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ამასთანავე, უძრავი ქონების რეალიზაცია გამოიწვია იმ გარემოებებმაც, რომ მას აქვს ვალი ჰყავს მძიმე ავადმყოფი მამა, რომლის მკურნალობა და მედიკამენტები შეძენა დაკავშირებულია დამატებით თანხებთან. მოპასუხის განმარტებით, იგი გი--------------ასთან შეთანხმებით დროებით ცხოვრობს მისამართზე თბილისი, ვ---------–-ს დასახლება, მე-3 მ-----, მე-6 კ--------–-, მე-13 კ---------, ბინა 2-. სამოქალაქო კანონმდებლობა არც ამგვარ შეთანხმებას კრძალავს და არც ნათესავთან ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას.
მოპასუხე გი--------------ამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ასევე არ ცნო, თუმცა არ მიუთითებია რაიმე დამატებით ფაქტობრივ გარემოებებზე.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 10 დეკემბერს თბილისში, ლე---------ის და კობარეთის ქუჩის კვეთაზე ერთმანეთს შეეჯახნენ ავტომანქანა ,,მე--------ი’’ სარეგისტრაციო ნომრით N--------, რომელსაც მართავდა ბა-------------ა და ავტომანქანა ,,პ----–-’’, სარეგისტრაციო ნომერით N------, რომელსაც მართავდა გი---------–--–---–ი, მოსარჩელე ეკ-------------------ის მეუღლე.
აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევის საფუძველზე დაწყებული გამოძიება (სისხლის სამართლის N00---------5 საქმე) შეწყდა 2018 წლის 22 თებერვალს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გი---------–--–---–ისა და ეკ-------------------ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ (ს.ფ.27-29);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დადგენილებით, 2017 წლის 10 დეკემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბა-------------ამ ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-7-0 მუხლით გათვალისწინებული დარღვევა, რის გამოც შეუჩერდა მართვის უფლება 10/03/2018 დან 36 თვის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დადგენილება (ს.ფ. 30);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. მოსარჩელე ეკ-------------------ემ მის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება მარკა, მოდელი - პ----–-, გამოშვების წელის - 2---, საიდენტიფიკაციო ნომერი - WP--------------4, 2018 წლის 28 თებერვალს გაასხვისა შპს ,,რთ-------პ’’-ზე. ამავე თარიღში აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება მოიხსნა რეგისტრაციიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 178-179);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. ავტოსაგზაო შემთხვევისას დაზიანებული ეკ-------------------ის ავტომობილისთვის მიყენებული ზარალის ოდენობის დასადგენად 2018 წლის 13 აპრილს მოპასუხე ბა-------------ამ მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სასაქონლო და სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 31 მაისის და 2018 წლის 15 ივნისის მიმართვის თანახმად, ვინაიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ვერ იქნა უზრუნველყოფილი დაზიანებული ავტომობილის (პ----–- კაიენი) წარდგენა, საქმე დაბრუნდა შეუსრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დოკუმენტის რეგისტრაციის ბარათი (ს.ფ.141-142);
- ხელშეკრულება (ს.ფ. 143-145);
- მიმართვა (ს.ფ. 194);
- მიმართვა (ს.ფ. 209).
3.1.5. 2017 წლის 18 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ბა-------------ამ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე, თბილისში, დასახლება ვ---------–-, მ----- 3, კ--------–- 6, კ--------- 13, ბინა N--, (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0----------------------) 30 000 აშშ დოლარად მიჰყიდა მის ბიძაშვილს - გი--------------ას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 31-32);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.6. უძრავი ქონება მდებარე, თბილისი, დასახლება ვ---------–-, მ----- 3, კ--------–- 6, კ--------- 13, ბინა N--, (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0----------------------) ამჟამად აღრიცხულია მოპასუხე გი--------------ას სახელზე, თუმცა აღნიშნული უძრავი ქონებით სარგებლობას და მასში ცხოვრებას განაგრძობს კვლავ მოპასუხე ბა-------------ა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 33-34);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპასუხე ბა-------------ას მიერ მოსარჩელის ავტომობილისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 23 000 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სასამართლო უპირველესად მხარეთა ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მტკიცების ტვირთის გადანაწილების პრინციპზე და მნიშვნელობაზე. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. აღნიშნული ნორმების ანალიზი ერთმნიშვნელოვნად გვაძლევს დასკვნის საფუძველს: სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტული ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს.
მოსარჩელის მიერ მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობის დასადასტურებლად წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 21 ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ავტომობილზე ,,P------ C------’’, სახელმწიფო ნომერი N------ მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს - 23 000 ლარს.
წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას სასამართლო უპირველესად აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. აგრეთვე, არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა, თუმცა საბოლოოდ წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო.
გასათვალისწინებელია, რომ სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დასკვნის შეფასება გულისხმობს, თავდაპირველად, ექსპერტიზის დასკვნის შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ, საქმე №ას-535-501-2017). ამასთან, ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას, (იმდენად რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება) ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში (იხ. სუსგ, საქმე №ას-406-383-2014). ამასთანავე, ექსპერტის დასკვნა კრიტიკულად უნდა შეფასდეს, როგორც ცალკე აღებული, ასევე საქმეზე მოპოვებული ყველა სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობაში (იხ. სუსგ, საქმე №ას-633-966-07).
განსახილველ შემთხვევაში სადავო ექსპერტიზის დასკვნის ე.წ. აღწერილობითი ნაწილი შეიცავს მხოლოდ ავტომობილის დაზიანებული ნაწილების ჩამონათვალს. ამის შემდგომ განსაზღვრულია ავტომობილის თავდაპირველი ღირებულება 32 000 ლარით, ხოლო ნარჩენი ღირებულება შეფასებულია 9 000 ლარით. დასკვნის თანახმად, სწორედ აღნიშნულ თანხებს შორის არსებული სხვაობით განისაზღვრება ავტომობილზე მიყენებული ზიანის ოდენობა. მოპასუხემ არსებითად სადავო გახადა წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნის სანდოობა, უპირველესად იმ გარემოების გამო, რომ მასში არ არის ასახული დეტალურად კვლევითი ნაწილი, რასაც ასევე იზიარებს სასამართლო.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მტკიცებულებათა შეფასების დადგენილი სტანდარტით შეფასების შედეგად სასამართლო ვერ მიიჩნევს მას სარწმუნოდ და ერთმნიშვნელოვნად ზიანის ოდენობის დადგენისთვის. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული დასკვნა შედგენის მეთოდიკის, შეფასების მეთოდოლოგიის და მასში საკვლევი ნაწილის არ არსებობის, და ზოგადად, მითითებული მწირი ინფორმაციის საფუძველზე არ ქმნის მისი უპირობო გაზიარების საფუძველს. სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ არის სარწმუნო, როგორც ავტომობილის თავდაპირველი ღირებულების, ასევე ნარჩენი ღირებულების და, შესაბამისად, აქედან გამოთვლილი ასანაზღაურებელი ზიანის ნაწილში. უპირველესად აღნიშნულს განაპირობებს ის გარემოება, რომ არ არის მითითებული კონკრეტულად რა ანალოგიურ მახასიათებელ ნივთთან და რა მეთოდით არის შედარებული საკვლევი მასალა საბაზრო ფასის დადგენისას, ასევე არ არის მითითებული დეტალურად რის საფუძველზეა დაანგარიშებული ავტომობილის ნარჩენი ღირებულება. მართალია აღნიშნულის თაობაზე დამატებითი განმარტებები გაკეთებულია სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტის - სე---------------ას მიერ, მაგრამ მისი მითითება იმაზე თუ რის საფუძველზე იქნა დაანგარიშებული დაზიანებული ნივთის საწყისი ღირებულება ანდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა არ ავსებს აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის საკვლევ ნაწილს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ზიანის ოდენობის დადგენის თაობაზე დასკვნის ერთმნიშვნელოვნად გაზიარებისთვის აუცილებელია უშუალოდ ექსპერტიზის დასკვნა შეიცავდეს კონკრეტულ, სრულყოფილ მითითებებს დასკვნის მისაღებად განხორციელებულ ქმედებებზე, ანუ მასში სრულად უნდა იყოს გადმოცემული შეფასების მეთოდოლოგია, რაც არ იკვეთება სადავო ექსპერტიზის დასკვნაში.
ამასთანავე, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია დაზიანებული ნაწილების შესახებ ჩამონათვალი რის საფუძველზეც დადგენილია, რომ მიზანშეუწონელია ავტომობილის აღდგენა. ამ ნაწილშიც სასამართლო მიიჩნევს რომ ექსპერტიზის დასკვნა, როგორც წერილობითი მტკიცებულება, ტოვებს ბუნდოვანებას დაზიანებული ავტომობილის მდგომარეობასთან მიმართებით, ვინაიდან არ არის მასში ცალსახა მითითება არსებული დაზიანების გამოსწორების შეუძლებლობის გამოა მიზანშეუწონელი ავტომობილის აღდგენა თუ აღდგენის შეუძლებლობა გამოწვეულია დაზიანებული ნაწილების სიმრავლის და მათი მაღალი ღირებულების გამო, როგორც აღნიშნული განმარტა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დასკვნის შემდგენმა ექსპერტმა.
სასამართლო მიუთითებს, რომ ზოგადად ექსპერტიზის დასკვნა შეიძლება იყოს კატეგორიული - როცა ექსპერტი, ერთმნიშვნელოვნად (ცალსახად) პასუხობს მის წინაშე დასმულ საკითხებზე, სავარაუდო - როცა ექსპერტი არ გამორიცხავს საკითხის სხვანაირად გადაწყვეტის შესაძლებლობას და ბოლოს საკითხის გადაწყვეტის შეუძლებლობის შესახებ. წარმოდგენილი დასკვნის მხოლოდ დასკვნითი ნაწილის შეფასებით იგი თითქოს კატეგორიულია, თუმცა დასკვნის მისაღებად აუცილებელი კვლევითი ნაწილის ნაკლოვანება არ ქმნის ზიანის ოდენობის თაობაზე მისი გაზიარების საფუძველს. ამასთანავე, თავად სხდომაზე დაკითხული ექსპერტის ჩვენების თანახმად, აღნიშნული ექსპერტიზის საფუძველზე ერთმნიშვნელოვნად იმის მტკიცება, რომ მის მიერ 23 000 ლარად შეფასებული დაზიანება გამოწვეულია უშუალოდ მხარეთა შორის მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შეუძლებელია.
შესაბამისად, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად, ასევე სხდომაზე დამატებით დაკითხული ექსპერტის დამატებითი განმარტებების შეფასების გათვალისწინებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპასუხე ბა-------------ას მიერ მოსარჩელის ავტომობილისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 23 000 ლარს.
რაც შეეხება სპეციალისტის სახით მოწვეული არ---–------–---–ის ჩვენებას, სასამართლო განმარტავს, რომ მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია არ შეიცავს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად საკმარის მონაცემებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 35-39);
- ექსპერტის ჩვენება;
- სპეციალისტის ჩვენება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა ეკ-------------------ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 54-ე, 56-ე, მე-8, 61-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას, მტკიცების შესაბამისი სქემის გათვალისწინებით, სადაც ზიანის მოცულობა წარმოადგენს მოსარჩელის მტკიცების სფეროს.
დელიქტურ-სამართლებრივი კონცეფცია ორ მნიშვნელოვან პრინციპზეა აგებული: ''ზიანი ყოველთვის უნდა ანაზღაურდეს''. ''არავინ არ შეიძლება გამდიდრდეს დელიქტის ხარჯზე. დაზარალებული ვალდებულია მოახდინოს ზიანის მინიმალიზაცია''. ამ პრინციპების გავლენა აისახება საპროცესო ურთიერთობების ფარგლებში, კერძოდ, ფაქტების მითითების ვალდებულების და მტკიცების გადანაწილების კონტექსტში. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე ედავება ზიანის ოდენობას, თუმცა აღიარებს ზიანს როგორც მოვლენის არსებობას და მიყენების ფაქტს, მას ეკისრება ზიანის მოცულობაზე მითითების საპროცესო ვალდებულება. მას არა აქვს უფლება დარჩეს პასიური ამ ვალდებულების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ზიანის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. მტკიცებულებითი სამართლის გამოყენების წინაპირობაა იურიდიულად მნიშვნელოვანი სადავო ფაქტობრივი გარემოების არსებობა. შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია ამტკიცოს ზიანის ოდენობა მას შემდეგ, როდესაც მოპასუხე სადავოდ გახდის ამ ფაქტს. ზემოთხსენებული პრინციპი ''...ზიანი ყოველთვის უნდა ანაზღაურდეს...'', ავალდებულებს მოპასუხეს ზიანის აღიარების პირობებში მიუთითოს საკუთარი ვერსია მის მოცულობასთან დაკავშირებით. თუ, მოპასუხის პასიურობა ან მოსარჩელის მითითებული ოდენობის მხოლოდ უარყოფა, მაინც წარმოშობს მოსარჩელის ვალდებულებას ამტკიცოს ზიანის ოდენობა, მიგვიყვანს შედეგამდე, როდესაც მოსარჩელემ შესაძლებელია სათანადოდ ვერ უზრუნველყოს მტკიცების ვალდებულება და მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე ადასტურებს ზიანის მიყენების ფაქტს, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ვერ იქნეს დადგენილი მის მიმართ. ამგვარი მდგომარეობა ეწინააღმდეგება ზემოთხსენებულ პრინციპს. განსახილველი დავის ფარგლებში მოპასუხე ბა-------------ამ აღიარა ზიანის მიყენების ფაქტი, თუმცა შეედავა მოთხოვილ ოდენობას და აღნიშნა, ზიანის მოცულობა შეადგენდა - 15 000 ლარს. მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით სადავოდ არის გამხდარი დანაკლისის ოდენობა, შესაბამისად, ზოგადი პრინციპის თანახმად მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.
მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი რომელიც ახასიათებს დელიქტურ-სამართლებრივ ურთიერთობებს, წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების სტანდარტი. ამ პირობებშიც მოქმედი პრინციპი განსაზღვრავს დაზარალებულის ვალდებულებას მოახდინოს ზიანის მინიმალიზაცია, რომ არ გამოიწვიოს მოვალის უფლების არათანაზომიერი შეზღუდვა. აღნიშნულ ურთიერთობებში დამკვიდრებული პასუხისმგებლობის სამართალი განსაზღვრავს ნივთის სახეცვლილების კომპენსირებას ობიექტური (საბაზრო ღირებულების) დანაკლისის სახით. მოცემულ შემთხვევაში, ზიანის ოდენობის დასადასტურებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 21 ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ავტომობილზე ,,P------ C------’’, სახელმწიფო ნომერი N------ მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს - 23 000 ლარს. დადგენილია, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის, შეფასების შედეგად სასამართლომ არ გაიზიარა მასში დასკვნის სახით მითითება იმის თაობაზე, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპასუხე ბა-------------ას მიერ მოსარჩელის ავტომობილისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 23 000 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების პროცესუალური ვალდებულება სრულყოფილად და მოპასუხის აღიარებული მოცულობა - 15 000 ლარი წარმოადგენს ამ საქმეზე ზიანის დადგენილ მოცულობას.
ამასთანავე, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს - მოპასუხე ბა-------------ას, მცდელობის მიუხედავად არ მიეცა მოსარჩელის მიერ ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის წარმოდგენის შემდეგ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების საშუალება დაზიანებული ავტომობილის ფიზიკურად არ არსებობის გამო. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ავტომობილის გასხვისებით მოპასუხეს მოესპო ზიანის ოდენობასთან მიმართებით კვალიფიციური შედავების უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარეც მიზანშეწონილია მიყენებულ ზიანის ოდენობის თაობაზე მოპასუხის მიერ აღიარებული მოცულობის ოდენობის გაზიარება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრებოდა იმაზე მეტი მტკიცების ტვირთი ვიდრე მისთვის ობიექტურად შესაძლებელი იყო მოცემული სამოქალაქო დავიდან გამომდინარე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე ბა-------------ას ზიანის ანაზღაურების სახით უნდა დაეკისროს 15 000 ლარის ანაზღაურება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
აღნიშნული მუხლი შეიცავს გარიგების შინაარსის კონტროლის გამსაზღვრელ ცენტრალურ ნორმას და განამტკიცებს კერო ავტონომიის შეზღუდვის რამდენიმე შემთხვევას. ამასთანავე, მუხლის ფორმულირება ზოგადია და ის არ აკონკრეტებს, თუ რომელი კანონის, საჯარო წესრიგის ან ზნეობის რომელი ნორმების დარღვევა იწვევს გარიგების ბათილობას, ამ გაგებით ითვლება, რომ ნორმა შეიცავს განმარტების წესს კანონის ნორმის დაკონკრეტების გარეშე.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოდგენილი სარჩელით მოითხოვს მოპასუხეთა შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას მოჩვენებითობის საფუძვლით. შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში, სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლების გათვალისწინებით, მოპასუხეთა ქმედების მართლზომიერების გამოსარკვევად არსებული მოცემულობის შემოწმება უნდა განხორციელდეს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის კონტექსტში. აღნიშნული ნორმის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). აღნიშნული მუხლის სამართლებრივი შეფასება დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით მოცემულია არაერთ სამოქალაქო საქმეზე, რომელთა შესაბამისადაც სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდნენ ნების ნაკლს, მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებდნენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა ,,ურთიერთშეთახმება’’, ,,გარიგება’’ მოჩვენებითი ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. ამასთან, სასამართლო პრაქტიკის ანალიზის შედეგად, ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისგან თავის არიდება და ა.შ). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება, მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომელიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ,,ურთიერთშეთანხმებაზე’’, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.
აღნიშნული გამარტებებიდან გამომდინარე, იმისთვის რომ სასამართლომ სადავო გარიგება, მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.
მოცემული დავის ფარგლებში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივი შემადგენლობა. საყურადღებოა, რომ მოპასუხეთა შორის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია 2017 წლის 18 დეკემბერს, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევიდან მხოლოდ 8 დღის გასვლის შემდეგ. ამასთან ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია ახლო ნათესავებს - ბიძაშვილ-მამიდაშვილებს შორის და მოპასუხე ბა-------------ა, ფაქტობრივად, სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების შემდეგ დღემდე იგი აგრძელებს მის მიერ გასხვისებული ქონებით სარგებლობას და ცხოვრობს მისამართზე თბილისი, დასახლება ვ---------–-, მ----- 3, კ--------–- 6, კ--------- 13, ბინა N--, სკ. 0----------------------. აღნიშნულს ადასტურებს ასევე მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი შესაგებლები.
ყოველივე აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების ერთიანობაში შეფასება სასამართლოს ალბათობის მაღალი ხარისხით უქმნის შინაგან რწმენას იმის თაობაზე, რომ მოპასუხეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია არა რეალური მიზნით, არამედ პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად. ამასთანავე, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ბა-------------ას მიერ ავტომობილით მოძრაობისას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევიდან გამომდინარე ავტოსაგზაო შემთხვევის შეფასების კუთხით, ლოგიკურად მას თავიდანვე გაცნობიერებული ჰქონდა მომხდარში საკუთარი სავარაუდო ბრალეულობის ხარისხი, რაც სასამართლოს შეფასებით ამყარებს რწმენას იმის თაობაზე, რომ უძრავი ქონება მის მიერ გასხვისებულია მოჩვენებითად, პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით. ყოველივე აღნიშნული კი ვერ გაბათილდება თანხის ობიექტური საჭიროების თაობაზე მხოლოდ მოპასუხის ზეპირი მითითებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმების ამოსავალი წერტილია ბუნებითი სამართლიანობის აღდგენა, შესაბამისად სამოქალაქო სამართალბრუნვაში ქცევის სტანდარტის განმსაზღვრელია სამართლიანობა, კეთილსინდისიერება და ზნეობრიობა. ყველა ადამიანი სამოქალაქო უფლება-მოვალეობების მატარებელია. სამოქალაქო უფლების მართლზომიერი რეალიზაცია კი საზოგადოებაში სტაბილური გარემოს შექმნის გარანტიაა. თითოეული მოქალაქე ვალდებულია თავისი უფლება განახორციელოს იმგვარად, რომ დაუშვებლად არ ხელყოს სხვისი უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნასყიდობის გარიგება დაიდო მოჩვენებითად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი სამართლებრივი შედეგი მოჰყოლოდა, რაც წარმოადგენს სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ამ გარიგების დადებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენის საფუძველს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 690 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე 50 ლარი (ს.ფ. 67-68). ვინაიდან ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე ბა-------------ას მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მას უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 450 ლარის ანაზღაურება, სარჩელზე უარის თქმის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 240 ლარი კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. მოსარჩელეს ასევე წარმოდგენილი აქვს მის მიერ ავტომობილის დაცული ავტოსადგომიდან გამოყვანის და შეფასების მიზნით სასამართლოს გარეშე ხარჯის - 488 ლარის გაღების დამადასტურებელი მტკიცებულება (ს.ფ. 41-48). შესაბამისად, არსებობს აღნიშნული ხარჯის ასევე მოპასუხე ბა-------------ასთვის დაკისრების საფუძველი.
მოსარჩელემ ასევე მოითხოვა იურიდიული მომსახურების ღირებულის ანაზღაურება 1 000 აშშ დოლარის ოდენობით. საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის მიერ წარმომადგენლისთვის 1263.30 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ს.ფ.62). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. აღნიშნულის თანახმად, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი - დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტის - 920 ლარის ოდენობით. მათვე უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის და საფოსტო მომსახურებაზე გაწეული ხარჯის -10 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია. აღნიშნულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით კი მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, არ არსებობს 2018 წლის 14 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ეკ-------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე ბა-------------ას, ეკ-------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 15 000 ლარის გადახდა;
3. ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 18 დეკემბერს ბა-------------ასა და გი--------------ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და უძრავი ქონება მდებარე, თბილისში, დასახლება ვ---------–-, მ----- 3, კ--------–- 6, კ--------- 13, ბინა N--, სკ. 0----------------------. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირიცხოს ბა---ა გე------ას საკუთრებაში;
4. მოპასუხე ბა-------------ას, ეკ-------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 450 ლარის ოდენობით; მასვე დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურება 488 ლარის ოდენობით;
5. მოპასუხეებს ბა-------------ასა და გი--------------ას, ეკ-------------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით და სასამართლოს გარეშე ხარში 10 ლარის ოდენობით. მათვე სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი - 920 ლარის ოდენობით;
6. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 240 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
7. ძალაში დარჩეს საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია