გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/14----17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 ივლისი 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი
სხდომის მდივანი მარიამ კოტრიკაძე
მოსარჩელე - თე-------------------ი, თა-------------–---–ი, ლა-–-----–-–---–ი, არ----------------–---–ი, ვა------------------ი
წარმომადგენელი - ნუ--------------–--ი, ციც-----–-------ნი, გიო-----------------ი
მოპასუხე - ნა------------–--ლი
წარმომადგენელი - თა-------–-–-------ე
დავის საგანი - საზიარო უფლების ნატურით გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გაუქმდეს საზიარო უფლება ნატურით გამოყოფის გზით უძრავ ნივთზე მდებარე: ქ. თბილისი, მე-2--------------------–-------ში და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის 2017 წლის 10 მაისის N0-------7 დასკვნის მე-3 პუნქტის და N4--- დანართების შესაბამისად ინდივიდუალური საკუთრების უფლებით გამოეყოთ:
თე-----------------ვს შენობა-ნაგებობების 127.57 კვ.მ ფართი და მიწის ნაკვეთი 75.6 კვ.მ; თა------------–---–ს - შენობა ნაგებობის 89.25 კვ.მ და მიწის ნაკვეთი 61.4 კვ.მ; ლა-–-----–-–---–ს - შენობა ნაგებობის 80.62 კვ.მ და მიწის ნაკვეთი 39.3 კვ.მ; არ----------------–---–ს - შენობა ნაგებობის 89.6 კვ.მ და მიწის ნაკვეთი 15.5 კვ.მ; ვა------------------ს - შენობა ნაგებობის 155.27 კვ.მ და მიწის ნაკვეთი 393.4 კვ.მ; ნა------------–--ლს - შენობა ნაგებობის 29.4 კვ.მ და მიწის ნაკვეთი 46.0 კვ.მ;
სარჩელის მიხედვით, ქ. თბილისში, ნად---------------–-------–ი მდებარე უძრავი ნივთი - 1192.00 კვ.მ არასასოფლო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ს/კ 0--------------- საჯარო რეესტრში აღრიცხულია მოსარჩელეების და მოპასუხე ნა------------–--ლის თანასაკუთრებად.
ამასთან, ჯერ კიდევ 1980-იან წლებში, როდესაც მიწა ეკუთვნოდა სახელმწიფოს, საკარმიდამო ნაკვეთი და შენობა-ნაგებობის ფართები თანამესაკუთრეთა და მათ წინამორბედთა მიერ რკინა ბეტონის ღობეებით გაიყო და გაიმიჯნა ექვს ნაწილად. იზოლირებულ ნაკვეთებს ქუჩიდან აქვთ დამოუკიდებელი შესასვლელები. მას შემდეგ მოსარჩელეები ფლობენ იზოლირებულ ნაკვეთებს და შენობა-ნაგებობების კუთვნილ ფართებს.
რიგით მეექვსე მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების ფართს ფლობდნენ სი------–------------ნი და სე----------------ი, რომელბიც იყვნენ 1/24-1/24 იდეალური წილის მესაკუთრეები. 2007 წელს სი------–--------------ა კუთვნილი 1/24 წილი მიჰყიდა ნა------------–--ლს, ხოლო 201- წელს სე----------------მა თავისი 1/24 წილი იმ დროისათვის 1/4 წილის მესაკუთრეს ვა------------------ს.
მოპასუხეს, როგორც 1/24 წილის მესაკუთრეს, ეკუთვნის შენობა-ნაგებობის 23.82 კვ.მ ფართი და მიწის ნაკვეთი 26.3 კვ.მ-ის ოდენობით. თუმცა იგი ეპატრონება მთლიან (მეექვსე) მიწის ნაკვეთს და შესაბამისად ფლობს 96.09 კვ.მ შენობა-ნაგებობას და 1-4.7 კვ.მ მიწის ნაკვეთს. რითაც ილახება ვა------------------ის უფლებები. ასევე უძრავ ნივთზე საზიარო უფლების გამო სხვადასხვა პრობლემები აქვთ დანარჩენ მოსარჩელეებსაც.
აღნიშულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს სურთ საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გამოყოფის გზით. ამასთან, ისინი თანახმა არიან მოპასუხეს მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართიდან გამოეყოს კუთვნილ წილზე მეტი ვა------------------ის ხარჯზე, ხოლო მოსარჩელეებს საკუთრებაში გადაეცეთ მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართები მიუხედავად მათი ზომებისა.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის 2017 წლის 10 მაისის N0-------7 დასკვნის მე-3 პუნქტის და N4--- დანართების შესაბამისად, საზიარო უფლების გაუქმება შესაძლებელია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რა დროსაც მოპასუხეს გამოეყოფა კუთვნილ წილზე მეტი მიწისა და შენობა-ნაგებობის ფართები ფუნქციური ღირებულების შემცირების გარეშე, ხოლო დანარჩენ თანამესაკუთრეებს მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართები.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ვა------------------ის სარჩელი მოპასუხეების ნა------------–--ლის, თე-----------------ვის, თა------------–---–ის, გე-–-----------ის და ელ----------–---–ის მიმართ საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნით, ვინაიდან თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთზე საზიარო უფლების გაუქმება ფუნქციური ღირებულების შემცირების გარეშე შეუძლებელია. მოპასუხის განმარტებით, განსახილველი საქმე ანალოგიურ დავას წარმოადგენს და შესაბამისად არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
მოპასუხე ასევე არ ეთანხმება მოსარჩელე ვა------------------ის შეთავაზებას საზიარო საგნის ნატურით გამოყოფის სანაცვლოდ მისთვის კუთვნილ წილზე მეტი ფართობის გადაცემას ვა------------------ის ხარჯზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქ. თბილისში, და----–--ა მე-2 ნ---------ი N3--- მდებარე უძრავი ნივთი - 1192 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები #1-დან #12-ის ჩათვლით და N1- (მშენებარე) საკუთრების უფლებით ეკუთვნით არ---------------–-ილს, ვა------------------ს, თა------------–---–ს, თე-----------------ვს, ლა-–-----–-–---–ს და ნა------------–--ლს.
საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად არ---------------–-ილის საკუთრებაშია 2/12 იდეალური ნაწილი, ვა------------------ის საკუთრებაშია ¼ ნაწილი - 1192 კვ.მ მიწის ნაკვეთის საერთო ფართიდან 502.63 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ¼ ნაწილი, თა------------–---–ის და ლა-–-----–-–---–ის საკუთრებაშია 4/12 ნაწილი (40,5/121 ნაწილი), ნა------------–--ლის საკუთრებაშია 1/24 ნაწილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 16-17)
3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ვა------------------ის სარჩელი, მოპასუხეების ნა------------–--ლის, თა-------------–---–ის, გე-–------------ის, თე-------------------ის და ელ----------–---–ის მიმართ უძრავ ქონებაზე ს/კოდით 0--------------- საზიარო უფლების გაუქმების და საკუთრების ნატურით გამოყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
წინამდებარე გადაწყვეტილება ეფუძნება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის N00------4 დაკვნას, რომლის მიხედვით ქ. თბილისში, და----–--ა მე-2 ნ---------ი N3--- რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება კანონით გათალისწინებული ნორმების მოთხოვნათა დაცვით ერთგვაროვან ნაწილებად, სრული იზოლაციით და ფუნქციური ღირებულების შემცირების გარეშე შეუძლებელია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადაწყვეტილება (ს.ფ 58-63)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საზიარო უძრავი ქონების ნატურით გაყოფა თანამესაკუთრეთა წილების შესაბამისად, მათი დანიშნულებისა და ღირებულების შემცირების გარეშე შეუძლებელია.
ირკვევა რომ უძრავ ნივთზე საზიარო საგნის ნატურით გამოყოფა ნა------------–--ლს და ვა------------------ს შორის საერთო საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე ცვლილებების განხორციელების გარეშე შეუძლებელია. ფაქტობრივი მონაცემებით საზიარო უფლების გაუქმება გამოიწვევს თანამესაკუთრეთა წილობრივ მონაცემებში (გაზრდა/შემცირება) გარკვეულ სახეცვლილებებს. რაც შეეხება სხვა თანამესაკუთრეებს საზიარო უფლების გაუქმება არსებული დასკვნის მიხედვით, შესაძლებელია მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართობების გათვალისწინებით.
კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #0-------7 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 1/4 და 1/24 წილის მესაკუთრეს ვა------------------ს შენობა-ნაგებობის მთლიანი შიდა საერთო ფართობიდან 571.71 კვ.მ-დან შესაძლებელია გამოეყოს ოთახები 155.27 (170.38) კვ.მ.
1/4 და 1/24 წილის მესაკუთრეს ვა------------------ს განაშენიანებისგან თავისუფალი მიწის ნაკვეთის ფართობიდან 631.2 კვ.მ-დან შესაძლებელია გამოეყოს მიწის ნაკვეთი 393.4 კვ.მ
1/24 წილის მესაკუთრეს ნა------------–--ლს, შენობა-ნაგებობების მთლიანი შიდა საერთო 571.71 (690.25) კვ.მ-დან კანონით გათვალისწინებული ნორმების მოთხოვნათა დაცვით, სრული იზოლაციით (მიწის ნაკვეთი და შენობა ნაგებობები) ფუნქციური ღირებულების შემცირების გარეშე, შესაძლებელია გამოეყოს ოთახები 29.4 (29.4) კვ.მ , რაც მისი კუთვნილი წილის შესაბამის ფართობზე - 571.71*1/24=23.82 კვ.მ-ზე 5.58 კვ.მ-ით მეტია.
2/12 წილის მესაკუთრეს, ნა------------–--ლს, განაშენიანებისგან თავისუფალი მიწის ნაკვეთის ფართობიდან 631.2 კვ.მ-დან კანონით გათვალისწინებული ნორმების მოთხოვნათა დაცვით, სრული იზოლაციით (მიწის ნაკვეთი და შენობა ნაგებობები) ფუნქციური ღირებულების შემცირების გარეშე, შესაძლებელია გამოეყოს მიწის ნაკვეთი 46.0 კვ.მ, რაც მისი კუთვნილი წილის შესაბამის ფართობზე 631.2*1/24 = 26.3 კვ.მ-ზე 19.7 კვ.მ-ით მეტია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------7 დასკვნა ( ს.ფ 21-35)
-
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის განხილვისას დადგენილი ფაქტების ანალიზის შედეგად სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე, 150-ე, 953-ე, 961-ე 963-ე, 964-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის შესაბამისად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის შესაბამისად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე.
განსახილველ შემთხვევაში ქ. თბილისში, მე-2--------------------–-------ში მდებარე უძრავ ქონებას ს/კოდით 0--------------- საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ჰყავს ექვსი თანამესაკუთრე, რომელთა წილებიც ასევე ამონაწერითაა განსაზღვრული. ე.ი სახეზეა საზიარო უფლებიდან წარმოშობილი ურთიერთობა.
სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ სამოქალაქო კოდექსი იცნობს საზიარო უფლების გაუქმების ორ შესაძლებლობას, საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით (963-ე მუხლი) და საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის გაყიდვის გზით (964-ე მუხლი). ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საზიარო უფლების გაყოფა ნატურით.
სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლის ნება ნათელი და ცალსახაა. საზიარო უფლების მქონეს ნებისმიერ დროს შეუძლია, მოითხოვოს თავისი იდეალური წილის რეალურად გამოყოფა. შეზღუდვა, რასაც კანონმდებელი აღნიშნული უფლების რეალიზაციის მიზნებისათვის აწესებს არის ის, რომ საზიარო უფლების მქონე პირის უფლებით, გააუქმოს საზიარო საკუთრება, არ უნდა შეილახოს სხვა თანაზიარი მესაკუთრის საკუთრების უფლების ხელშეუვალობა. სწორედ ამიტომ, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე.
სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ (3.2.1) საზიარო უძრავი ქონების ნატურით გაყოფა მესაკუთრეთა წილების შესაბამისად, მათი დანიშნულებისა და ღირებულების შემცირების გარეშე თვისობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია.
წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით, საზიარო უფლების გაუქმების შედეგად ნა------------–--ლს, ვა------------------ის ფართობის შემცირების ხარჯზე უნდა მიეკუთვნოს იმაზე მეტი ფართი ვიდრე საკუთრებაში გააჩნია. აღსანიშნავია, რომ ვა------------------ის თანხმობის მიუხედავად, აღნიშნული პირობა მოპასუხისთვის მიუღებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, “თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს”. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ”შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.” საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.
წარმოდგენილი საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია რომ საზიარო უფლების გაუქმება მესაკუთრეთა ფაქტობრივად დაკავებული ფართის გათვალისწინებით, ღირებულებისა და დანიშნულების შემცირების გარეშე შეუძლებელია. დასკვნაში ექსპერტი ცალსახად მიუთითებს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაშია უძრავი ნივთის ნატურით გაყოფა შესაძლებელი, თუკი განხორციელდება გარკვეული სახის ცვლილებები, რაც დაკავშირებული იქნა მესაკუთრეების (ვა------------------ის და ნა------------–--ლის) წილობრივი მონაცემების ცვლილებასთან. აღნიშნული კი, სცილდება სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის მიზნებს.
სასამართლო შენიშნავს, რომ მოდავე მხარეებმა ვერ უზრუნველყვეს მტკიცების ტვირთის იმგვარად რეალიზება, რომელიც ცალსახად დაადასტურებდა, რომ საზიარო საგნის დაყოფა ერთგვაროვან ნაწილებად შესაძლებელია ნივთის ღირებულების შემცირების გარეშე.
წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა მომზადდა ექსპერტის წინაშე დასმული კითხვების საფუძველზე, რაც ითვალისწინებდა ნა------------–--ლისათვის კუთვნილ ფართზე მეტის გამოყოფით, საზიარო უფლების გაუქმებას. აღნიშნული კი სასამართლოს მოსაზრებით წარმოადგენს არა საზიარო უფლების ნატურით გაუქმების, არამედ ფართის გამოყოფის საფუძველს, რაც სასამართლოს მიერ ვერ იქნება შეფასებული იმ სახის მტკიცებულებად, რომლითაც შესაძლებელი იქნება სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის დანაწესით უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე. ამავე კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის შინაარსით მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს.
სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-150-ე მუხლების შინაარსი მეტყველებს, რომ ქ. თბილისში, მე-2 ნა--------ს და----–--ა #3--- მდებარე უძრავ ქონებას ს/კოდით 0--------------- მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობანი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიზნებისთვის წარმოადგენს ერთ მთლიან უძრავ ნივთს. ამავდროულად, ნატურით გაყოფისას საზიარო უფლების საგანი მხარეებს (თანამესაკუთრეებს) შორის უნდა გაიყოს მთლიანად, როგორც შენობა-ნაგებობა (საცხოვრებელი და დამხმარე ფართი), ასევე განაშენიანებისაგან თავისუფალი მიწის ნაკვეთი.
მოცემულ შემთხვევაში საზიარო საგნის ნატურით გაყოფა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული წესის შესაბამისად შეუძლებელია რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოსარჩელეთა მიერ სარჩელზე გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით, რაც უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1 საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თე-------------------ის, თა-------------–---–ის, ლა-–-----–-–---–ის, არ----------------–---–ის და ვა------------------ის სარჩელი ნა------------–--ლის მიმართ უძრავ ქონებაზე ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი