გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.04.2018
საქმის ნომერი
010210116001457502
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
24.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010210116001457502

# 2-2470/2016

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 აპრილი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - სალიხ შაინიძე

სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე

მოსარჩელე - გი------ შუ--–---

წარმომადგენელი - ზვ---- ბ---–----ე

მოპასუხე - ჯ-----რ კო---–---

დავის საგანი - თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ჯ-----რ კო---–---ს დაეკისროს 4000 აშშ დოლარის გადახდა გი------ შუ--–--ის სასარგებლოდ;

1.2. ჯ-----რ კო---–---ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 265,20 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2015 წლის 06 ივნისს გი------ შუ--–---სა და ჯ-----რ კო---–---ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომლის თანახმადაც ჯ-----რ კო---–---მ აღიარა გი------ შუ--–--ის მიმართ სასესხო ვალდებულება 5 000 აშშ დოლარის ოდენობით. ზემოთხსენებული ხელშეკრულებით განისაზღვრა გადახდის ვადები, ვალის გადახდა უნდა მომხდარიყო შემდეგი პირობებით: მოვალეს ვალი უნდა დაებრუნებინა 5 (ხუთი) თვის ვადაში სრულად, ან ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 1000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების შესრულების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 06 ნოემბერი. მოპასუხის მიერ გადახდილი იქნა მხოლოდ 1 000 აშშ დოლარი, გადასახდელი დარჩა 4000 აშშ დოლარი. მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს ვალის დაბრუნების თაობაზე, მაგრამ უშედეგოდ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ სარჩელი ცნო. (იხ. შესაგებელი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.2015 წლის 06 ივნისს გი------ შუ--–---მ და ჯ-----რ კო---–---მ გააფორმეს ვალის აღიარების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ჯ-----რ კო---–---მ აღიარა გი------ შუ--–--ის მიმართ სასესხო ვალდებულება 5 000 აშშ დოლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი;

- 2015 წლის 06 ივნისის ვალის აღიარების ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. ვალის აღიარების ხელშეკრულებით განისაზღვრა გადახდის ვადები, ვალის გადახდა უნდა მომხდარიყო შემდეგი პირობებით: მოვალეს ვალი უნდა დაებრუნებინა 5 (ხუთი) თვის ვადაში სრულად, ან ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 1000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების შესრულების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 06 ნოემბერი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი;

- 2015 წლის 06 ივნისის ვალის აღიარების ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.3. მოპასუხის მიერ გადახდილი იქნა მხოლოდ 1 000 აშშ დოლარი, გადასახდელი დარჩა 4000 აშშ დოლარი. მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს ვალის დაბრუნების თაობაზე, მაგრამ უშედეგოდ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი;

- 2015 წლის 06 ივნისის ვალის აღიარების ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეთა შორის სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

მხარეები ადასტურებენ მათ შორის სასესხო ურთიერთობის არსებობას, ჯ-----რ კო---–---მ აღიარა გი------ შუ--–--ის მიმართ სასესხო ვალდებულება 5 000 აშშ დოლარის ოდენობით. ზემოთხსენებული ხელშეკრულებით განისაზღვრა გადახდის ვადები, ვალის გადახდა უნდა მომხდარიყო შემდეგი პირობებით: მოვალეს ვალი უნდა დაებრუნებინა 5 (ხუთი) თვის ვადაში სრულად, ან ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 1000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების შესრულების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 06 ნოემბერი. მოპასუხის მიერ გადახდილი იქნა მხოლოდ 1 000 აშშ დოლარი, გადასახდელი დარჩა 4000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

გარდა იმისა, რომ მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, რომელი ფაქტობრივი გარემოება, რომელი მტკიცებულებით დაადასტურონ, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა, რომ თვითონვე წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომლებზედაც ამყარებენ თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხეზე თანხის სესხად გადაცემის მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. მან უნდა დაამტკიცოს, რომ მოპასუხეს სესხად გადასცა 5 000 აშშ დოლარი, ამ ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება მოსარჩელის ინტერესში შედის და მისი დამტკიცება მოსარჩელისთვის შესაძლებელია. ამ ფაქტის დამტკიცებისათვის მოსარჩელემ წარმოადგინა ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება, მოპასუხეს სესხის მიღება სადავოდ არ გაუხდია, არც ვალის არსებობა გაუხდია სადავოდ და მზადაა სესხის დარჩენილი თანხა 4000 აშშ დოლარი გადაიხადოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი;

- 2015 წლის 06 ივნისის ვალის აღიარების ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს კონსტიტუცია.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალხმრივი, ორმხრივი, ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

აღნიშნული ურთიერთობის შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით აღიარებული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს ხელშეკრულების დადების თავისუფლებას და მისი შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ეს უკანასკნელი ელემენტი ასევე გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ, დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. (იხ., სუს 08.11.2011წ.-ის გადაწყვეტილება Nას-839-890-2011).

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 06 ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება.

 

მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს თანხის მოპასუხისათვის დაკისრება.

 

6.2. საქართველოს სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.

ამავე კოდექსის 623-ე მუხლით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ-----რ კო---–---ს სურვილი ჰქონდა თანხის დასესხებისა. მათი ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს. ორივე მხარემ გამოავლინა სესხთან დაკავშირებული ნამდვილი ნება, რაც უნდა გამხდარიყო ხელშეკრულების დადების საფუძველი. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში მხარეებმა სესხის გაცემაზე და გადახდაზე გამოავლინეს ნება და შეთანხმდნენ კიდეც. ასეთი შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია. ნების გამოვლენის საფუძველზე მხარეებს შორის ზეპირი ფორმით დაიდო სესხის ხელშეკრულება, 5000 აშშ დოლარის სესხად აღებით, რაც დადასტურებულია 2015 წლის 06 ივნისს მხარეებს შორის გაფორმებული ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებით. მხარეთა შორის წარმოშობილია სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, შესაბამისად მათი ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს სახელშეკრულებო ვალდებულების მარეგულირებელი ნორმების მეშვეობით.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.

მოსარჩელემ სესხის ხელშეკრულების დადებისა და ფულის გადაცემის შემდეგ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ მოპასუხისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც სესხის გაცემის შემდეგ, გამსესხებელს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და შეწყვიტა სესხის დაფარვა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი.

 

მოპასუხის მიერ გადახდილი იქნა მხოლოდ 1 000 აშშ დოლარი, გადასახდელი დარჩა 4000 აშშ დოლარი.

 

თავად მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობით და განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხემ თავისი ვალდებულება არ შეასრულა და სესხის დარჩენილი თანხა მოსარჩელეს არ დაუბრუნა. ის ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად. მოპასუხეს გადასახდელი აქვს სესხის დარჩენილი თანხა 4000 აშშ დოლარი. მოპასუხემ ხელშეკრულების პირობის (სესხის 2015 წლის 06 ნოემბრამდე დაბრუნების პირობის) შეუსრულებლობით დაარღვია ხელშეკრულება, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს ვალის დაბრუნება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს სესხად მიღებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1.„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისათვის 4000 აშშ დოლარის დაკისრებას. ამ ნაწილში გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისი გაანგარიშებით შეადგენს 265.20 ლარს. მოსარჩელეს სახ. ბაჟის თანხა წინასწარ აქვს გადახდილი.

 

მოპასუხემ სარჩელი სცნო. ანუ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 265.20 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მთავარ სხდომაზე სარჩელის ცნობის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ მთავარ სხდომამდე ცნო სარჩელი სცნო. ამდენად, მხარეები უნდა განთავისუფლდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახ. ბაჟის თანხა 265.20 ლარი.

 

მოსარჩელის მიერ ასევე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე. სარჩელის დაკმაყოფილების გამო, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მისი ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 04 აგვისტოს განჩინებით გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ქონების, მდებარე მისამართზე: ქ. ბათუმი, მემედ აბაშიძის ქ. 6-, სხვენი 46,80 კვ.მ., ს/კ #05.22.19.011.01.5--, - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

საქაღთველოს სსკ-ის 1991-ე მუხლით, ,,სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას”.

 

საქმის განხილვით დადგენილი იქნა, რომ სარჩელი საფუძვლიანია, რის გამოც სარჩელი კმაყოფილდება. სარჩელის დაკმაყოფილება გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გი------ შუ--–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ჯ-----რ კო---–---ს გი------ შუ--–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 4000 აშშ დოლარის გადახდა.

 

3. ჯ-----რ კო---–---ს გი------ შუ--–--ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ სარჩელის უზრუნველყოფაზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება - 50 ლარის გადახდა.

 

4. გი------ შუ--–---ს სახელმწიფო ხაზინიდან დაუბრუნდეს ზვ---- ბ---–----ის (პ/ნ 61004010583) მიერ 02.08.2016წ. წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 265.20 ლარი. (საგადახდო დავალება #10879372 02.08.2016წ., მიმღების ანგარიში/ხაზინის კოდი - 300693150, ბანკის კოდი TRESGE22).

 

5. საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 04 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ქონების, მდებარე მისამართზე: ქ. ბათუმი, მემედ აბაშიძის ქ. 6-, სხვენი 46,80 კვ.მ., ს/კ #05.22.19.011.01.5--, - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, - დარჩეს ძალაში უცვლელი.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. №30).

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სალიხ შაინიძე