გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.08.2018
საქმის ნომერი
330210118002442299
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
01.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/13704-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

01 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ირმა იმნაძე

მოსარჩელე - სს „თ----- ბ----“

წარმომადგენელი - ე---------- ა------

მოპასუხე - ა-–---------- გ----------ი, ი-–-- ღ-–-----

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სს „თ----- ბ----“-ს სასარჩელო მოთხოვნა

1.1. დაეკისროთ მოპასუხეებს ა-–---------- გ----------ს და ი-–-- ღ-–-----ს სს „თ----- ბ----’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად 2016 წლის 03 აგვისტოს N00------9 საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 9 892.20 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 8 465.59 ლარი, პროცენტი - 606.89 ლარი და პირგასამტეხლო - 819.72 ლარი;

 

1.2. დაეკისროთ მოპასუხეებს ა-–---------- გ----------ს და ი-–-- ღ-–-----ს სს „თ----- ბ----’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად 2018 წლის 08 მაისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2016 წლის 03 აგვისტოს N00------9 საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 8 465.59 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 13.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 9-.23 ლარს;

 

1.3. დაეკისროთ მოპასუხეებს ა-–---------- გ----------ს და ი-–-- ღ-–-----ს სს „თ----- ბ----’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად 2018 წლის 08 მაისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2016 წლის 03 აგვისტოს N00------9 საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 8 465.59 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 42.32 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 840 ლარისა;

 

1.4. დაეკისროს ა-–---------- გ----------ს სს „თ----- ბ----’’-ს სასარგებლოდ 2017 წლის 21 იანვრის სწრაფი განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 580.15 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 444.52 ლარი და ჯარიმა - 135.63 ლარი.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

სს ,,ბ--- რ-------–--ას’’ და ა-–---------- გ----------ს შორის 2016 წლის 03 აგვისტოს დაიდო საბ---ო კრედიტის N00------9 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 11 400 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 13.5%-ით, კრედიტის ვადა - 2020 წლის 03 აგვისტომდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 ლარი, ამას დამატებული დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ზემოაღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს ,,ბ--- რ-------–--ას’’ და ი-–-- ღ-–-----ს შორის 2016 წლის 03 აგვისტოს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა ი-–-- ღ-–-----მ ძირითად მსესხებელ - ა-–---------- გ----------თან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 16 000 ლარით.

 

მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა საბ---ო კრედიტის N00------9 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები 2017 წლის 13 ნოემბრიდან და მას შემდეგ აღარ მომხდარა ვალდებულების შესრულება მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა. მოპასუხეებს აღნიშნული სესხის დასაფარად ჯამში გადახდილი აქვთ 4 812.23 ლარი, საიდანაც დაიფარა ძირი თანხა - 2 934.41 ლარი, პროცენტი 1 706.09 ლარი და ჯარიმა 171.73 ლარი.

 

2018 წლის 08 მაისის მდგომარეობით, მოპასუხეებს 2016 წლის 03 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან N00------9 გამომდინარე ერიცხება დავალიანება 9 892.20 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 8 465.59 პროცენტი - 606.89 ლარი და ჯარიმა - 819.72 ლარი.

 

სს ,,ბ--- რ-------–--ას’’ და ა-–---------- გ----------ს შორის 2017 წლის 21 იანვარს დაიდო სწრაფი განვადების ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 889.12 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 0%-ით, კრედიტის ვადა -18 თვე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 ლარი, ამას დამატებული დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მოპასუხე ა-–---------- გ----------ის მიერ სწრაფი განვადების ხელშეკრულება დაირღვა 2017 წლის 26 ოქტომბრიდან და მას შემდეგ აღარ მომხდარა ვალდებულების შესრულების მიზნით გადახდა. მოპასუხეს აღნიშნული სესხის დასაფარად ჯამში გადახდილი აქვს 477.55 ლარი, საიდანაც დაიფარა ძირი თანხა 444.60 ლარი და ჯარიმა 32.9- ლარი.

 

2018 წლის 08 მაისის მდგომარეობით, მოპასუხე ა-–---------- გ----------ს 2017 წლის 21 იანვრის სწრაფი განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 580.15 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი 444.52 ლარი და ჯარიმა 135.63 ლარი.

 

საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი კრედიტით სარგებლობისათვის. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში კი ვანკი ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს შემდგომში მისი დაკრედიტირებისთვის და ვერც სარგებელს ვეღარ იღებს. შესაბამისად, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს, რის გამოც მოსარჩელე ასევე უფლებამოსი-–-- მოითხოვოს მოვალისთვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება.

 

2015 წლის 20 იანვარს განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად სს ,,თ----- ბ----’’ წარმოადგენს სს ,,ბ---- რ-------–--ას’’ უფლებამონაცვლეს.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხეთა პოზიცია სს ,,თ----- ბ----’’-ს სარჩელთან მიმართებით.

 

მოპასუხე ა-–---------- გ----------ს სარჩელთან მიმართებით შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე მან სარჩელი ცნო ნაწილობრივ თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის დაკისრების ნაწილში. კერძოდ, მოპასუხემ სარჩელი ცნო 2016 წლის 03 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან N00------9 გამომდინარე ძირი თანხის - 8 465.59 ლარის და 2017 წლის 21 იანვრის სწრაფი განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის - 444.52 ლარის გადახდის ნაწილში.

 

მოპასუხე ი-–-- ღ-–-----მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ 2016 წლის 03 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან N00------9 გამომდინარე ძირი თანხის 8 465.59 ლარის დაკისრების ნაწილში. წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ განმარტა, რომ იგი, როგორც თავდები არ იყო ინფორმირებული მისი პასუხისმგებლობის ფარგლების 16 000 ლარით განსაზღვრის თაობაზე. მას ასევე არ უნდა დაეკისროს დარიცხული პროცენტი და ჯარიმა, ვინაიდან თავდები არ იყო ვალდებული ეხადა სარგებელი და ჯარიმა, რადგან პასუხისმგებლობა აღებული იყო მხოლოდ ძირ თანხაზე. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ ასევე მიუთითა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 03 აგვისტოს სს ,,ბ--- რ-------–--ა’’-სა და ა-–---------- გ----------ს შორის დაიდო საბ---ო კრედიტის N00------9 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 11 400 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 13.5%-ით, კრედიტის ვადა - 2020 წლის 03 აგვისტომდე. ხელშეკრულების თანახმად კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად. ყოველთვიური შესატანის ოდენობა კი განისაზღვრა 309 ლარით.

 

ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების თანახმად, ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 ლარის ოდენობით და დავალიანების დავალიანების 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ბ----ს მიერ დამატებით მიცემულ ვადაში (ამგვარის არსებობის შემთხვევაში) დავალიანების სრულად, ნებაყოფლობით დაუფარაობის შემთხვევაში, ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის და მსესხებელს ეკისრება ჯარიმა კრედიტის ძირითადი თანხის დავალიანების 12 (თორმეტი) პროცენტის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (საკრედიტო ხელშეკრულების თავსართი) (ს.ფ. 31);

- ხელშეკრულების სტანდარტული პირობები (ს.ფ. 21-30);

- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 32-39);

- განსაკუთრებული პირობები (ს.ფ. 40)

- საკრედიტო ხელშეკრულების დანართი N3 (ს.ფ. 41)

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 42-43).

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. სს ,,ბ--- რ-------–--ა’’-სა და ა-–---------- გ----------ს შორის 2016 წლის 03 აგვისტოს დადებული საბ---ო კრედიტის N00------9 ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით ამავე თარიღში სს ,,ბ---- რ-------–--ასა’’ და ი-–-- ღ-–-----ს შორის დაიდო თავდებობის შესახებ ხელშეკრულება N10----7-00------, რომლითაც თავდებობის ზღვრული თანხა განისაზღვრა 16 000 ლარით.

 

ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, თავდებობით სრულადაა უზრუნველყოფილი მსესხებლის ყველა არსებული და სამომავლო ვალდებულების შესრულება, გამომდინარე ხელშეკრულებიდან ან/და შემადგენელი ხელშეკრულებებიდან, მათ შორის კრედიტები, დარიცხული საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო და საურავი, სასამართლო/საარბიტრაჟო პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯების დაფარვის ვალდებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 44-48);

- განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 49);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. მოპასუხე ა-–---------- გ----------ის მიერ დარღვეულ იქნა საბ---ო კრედიტის N00------9 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური თანხის გადახდის ვალდებულება 2017 წლის 13 ნოემბრიდან და მას შემდეგ მას აღარ განუხორცილებია თანხის გადახდა ვალდებულების შესრულების მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ.53-54);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. 2018 წლის 08 მაისის მდგომარეობით, 2016 წლის 03 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან N00------9 გამომდინარე მოპასუხეთა დავალიანება სს ,,თ----- ბ----ს’’ წინაშე შეადგენს 9 892.20 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 8 465.59 ლარი, პროცენტი - 606.89 ლარი, ხოლო ჯარიმა - 819.72 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 59);

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. 2017 წლის 21 იანვარს სს ,,ბ--- რ-------–--ა’’-სა და ა-–---------- გ----------ს შორის დაიდო სწრაფი განვადების ხელშეკრულება N00------3, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 889.12 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 0%-ით, კრედიტის ვადა - 18 თვე.

 

ხელშეკრულების თანახმად კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 ლარი და დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. დავალიანების ძირითადი თანხის 12% დამატებით ვადაში დავალიანების სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სწრაფი განვადების განაცხადი (ს.ფ.50);

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 51);

- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 52)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.6. მოპასუხე ა-–---------- გ----------ის მიერ დარღვეულ იქნა სწრაფი განვადების ხელშეკრულებით N00------3 გათვალისწინებული ყოველთვიური თანხის გადახდის ვალდებულება 2017 წლის 26 ოქტომბრიდან და მას შემდეგ მას აღარ განუხორცილებია თანხის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულების მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ.55);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.7. 2018 წლის 08 მაისის მდგომარეობით, მოპასუხე ა-–---------- გ----------ს 2017 წლის 21 იანვრის სწრაფი განვადების ხელშეკრულებიდან N00------3 გამომდინარე მოსარჩელის წინაშე ერიცხება დავალიანება 580.15 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 444.52 ლარი და ჯარიმა - 135.63 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 59);

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.1.8. მოპასუხე ა-–---------- გ----------მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, 2016 წლის 03 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან N00------9 გამომდინარე ძირი თანხის - 8 465.59 ლარის და 2017 წლის 21 იანვრის სწრაფი განვადების ხელშეკრულებიდან N00------3 გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის - 444.52 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში.

 

მოპასუხე ი-–-- ღ-–-----მ სარჩელი ასევე ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, 2016 წლის 03 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან N00------9 გამომდინარე ძირი თანხის - 8 465.59 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.9. 2015 წლის 20 იანვრის რეორგანიზაციის შედეგად სს ,,ბ---- რ-------–--ა’’ შეერწყა სს ,,თ----- ბ---ს’’, რის შედეგადაც სს ,,თ----- ბ----’’ წარმოადგენს სს ,,ბ---- რ-------–--ას’’ უფლებამონაცვლეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 62-63);

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის რომ სს „თ----- ბ----’’-ს სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 411-ე, 412-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 867-ე, 868-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 89--ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადი და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენი-–--, რომ მოპასუხე ა-–---------- გ----------მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, 2016 წლის 03 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან N00------9 გამომდინარე ძირი თანხის - 8 465.59 ლარის და 2017 წლის 21 იანვრის სწრაფი განვადების ხელშეკრულებიდან N00------3 გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის - 444.52 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. მოპასუხე ი-–-- ღ-–-----მ სარჩელი ასევე ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, 2016 წლის 03 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან N00------9 გამომდინარე ძირი თანხის - 8 465.59 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის ნაწილში სარჩელის ცნობა ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია როგორც მსესხებლის, ასევე თავდების მიმართ.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსი-–-- მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენი-–--, რომ 2016 წლის 03 აგვისტოს სს ,,თ----- ბ---სა’’ და ა-–---------- გ----------ს შორის დადებული საბ---ო კრედიტს ხელშეკრულების წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 13.5%-ით

 

ასევე დადგენი-–--, მოპასუხე ა-–---------- გ----------ის მიერ დარღვეულ იქნა საბ---ო კრედიტის N00------9 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური თანხის გადახდის ვალდებულება 2017 წლის 13 ნოემბრიდან, ამის შემდეგ მას აღარ განუხორცილებია თანხის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. რის შედეგადაც მას ერიცხება დავალიანება კრედიტორის სასარგებლოდ. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოვალისათვის 2016 წლის 03 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე დარიცხული პროცენტის - 606.89 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, როგორც მსესხებლის, ასევე თავდების მიმართ.

 

ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს ი-–-- ღ-–-----ს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებით თავდებობა განისაზღვრა მხოლოდ ძირი თანხის ნაწილში, ვინაიდან, თავდებობის ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, თავდებობით სრულადაა უზრუნველყოფილი მსესხებლის ყველა არსებული და სამომავლო ვალდებულების შესრულება, გამომდინარე ხელშეკრულებიდან ან/და შემადგენელი ხელშეკრულებებიდან, მათ შორის კრედიტები, დარიცხული საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო და საურავი, სასამართლო/საარბიტრაჟო პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯების დაფარვის ვალდებულება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.

 

დადგენი-–--, რომ 2016 წლის 03 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების თანახმად, ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 ლარის ოდენობით და დავალიანების 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთანავე, 2017 წლის 21 იანვრის სწრაფი განვადების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 ლარი და დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შესაბამისად, მხარეებს მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ორივე ხელშეკრულებით. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და მას ერიცხება დავალიანება მოსარჩელის წინაშე.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში 2016 წლის 03 აგვისტოს ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 819.72 ლარი, შეუსაბამოდ მაღალია ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში და იგი უნდა შემცირდეს. კერძოდ, მოპასუხეებს 2016 წლის 03 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით სოლიდარულად უნდა დაეკისროთ - 100 ლარის გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს 2017 წლის 21 იანვრის სწრაფი განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 135.63 ლარის შემცირების საფუძველი და იგი ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს.

 

6.4. დადგენი-–--, რომ 2016 წლის 03 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 13.5%-ით. 2018 წლის 08 მაისის მდგომარეობით, ამ ხელშეკრულების საფუძველზე ა-–---------- გ----------ის დავალიანება პროცენტის ნაწილში განისაზღვრება - 606.89 ლარით. კრედიტორმა წარმოდგენილი სარჩელით ასევე მოითხოვა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, კერძოდ, აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეთათვის სოლიდარულად 2018 წლის 08 მაისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) დავალიანების ძირ თანხაზე 8 465.59 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 13.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 9-.23 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სამოქალაქო კანონმდებლობით განსაზღვრული მიუღებელი შემოსავლის ნორმის თანახმად, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ,,წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს’’ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ, საქმე Nას-54-54-2018).

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა წლიური პროცენტის ოდენობა. ამდენად, მითითებული პირობებით ხელშეკრულების დადებისას, მსესხებლისათვის წინასწარ იყო ცნობილი მის მიერ ბ----ს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მოცულობა, ისევე, როგორც ამ ვალდებულებათა დარღვევის შედეგად ბ----სათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის მოცულობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ საბ---ო დაწესებულების შემთხვევაში მიუღებელ შემოსავალზე აპელირება სრულიად ლოგიკურია, ვინაიდან მისი ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. სწორედ ამიტომ, გამართლებულია საკრედიტო დაწესებულების შემთხვევაში მიუღებელ ზიანად იმ შემოსავლის მიჩნევა, რომელსაც საკრედიტო დაწესებულება მსესხებლის მიერ სესხით გათვალისწინებულ თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით მიიღებდა. შესაბამისად, მოვალის მიერ ბ----ს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, ბ---მა დაკარგა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული წლიური სარგებლის სახით.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „თ----- ბ----”-ს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეთათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.5. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ასევე მოითხოვს მოპასუხეთათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას არა მხოლოდ დაანგარიშებული დავალიანების ფარგლებში, არამედ სამომავლოდაც. კერძოდ, მოსარჩელე მოითხოვს დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად 2018 წლის 08 მაისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2016 წლის 03 აგვისტოს N00------9 საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 8 465.59 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 42.32 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 840 ლარისა.

 

სასამართლო იზიარებს პირგასამტეხლოს თაობაზე უკვე აღნიშნულს და დამატებით განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრედიტორმა ბოროტად უნდა ისარგებლოს მისთვის ხელშეკრულებით ან/და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს არაგონივრულად მიაჩნია მოვალეთათვის დავალიანების დაანგარიშების პერიოდზე დარიცხულ პირგასამტეხლოსთან ერთად, მომავალ პერიოდზე პირგასამტეხლოს დარიცხვაც. მით უფრო, როცა მოსარჩელე ასვე ითხოვს მიუღებელ შემოსავალსაც ყოველთვიური პროცენტის სახით და აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ეს უკანაკნელი ნორმა ადგენს ზღვარს დავის საგნის ღირებულების 4% -მდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 442.51 ლარი და ასევე უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. დაკმაყოფილებული მოთხოვნის შესაბამისად მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 124.05 ლარის და მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა. ამასთან, 2017 წლის 21 იანვრის სწრაფი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხე ა-–---------- გ----------ს ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 4.06 ლარის ანაზღაურება.

 

ვინაიდან მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ძირითადი თანხის ნაწილში, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 267.30 ლარი, ხოლო სარჩელზე უარის თქმის 1 559.72 ლარის ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (1 559.72 ლარის 3%) 46.79 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

ამასთან, მოსარჩელემ მოითხოვა იურიდიული მომსახურების ღირებულის ანაზღაურება დავის საგნის ღირებულების 4%-ის მაგრამ არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით და აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის დაკისრება მოპასუხეთათვის. ვინაიდან წარმოდგენილი არ არის მოსარჩელის მიერ აღნიშნული ხარჯების გაღების დამადასტურებელი დოკუმენტი, მოსარჩელის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია. აღნიშნულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით კი მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, არ არსებობს 2018 წლის 14 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,, თ----- ბ----“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. დაეკისროთ მოპასუხეებს ა-–---------- გ----------ს და ი-–-- ღ-–-----ს სს „თ----- ბ----’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად 2016 წლის 03 აგვისტოს N00------9 საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 8 465.59 ლარის, პროცენტის - 606.89 ლარი და ჯარიმის - 100 ლარის გადახდა;

 

1.2. დაეკისროთ მოპასუხეებს ა-–---------- გ----------ს და ი-–-- ღ-–-----ს სს „თ----- ბ----’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად 2018 წლის 08 მაისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2016 წლის 03 აგვისტოს N00------9 საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 8 465.59 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 13.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 9-.23 ლარს;

 

1.3. თავდების - ი-–-- ღ-–-----ს პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვროს 16 000 ლარით;

 

1.4. სს ,,თ----- ბ----ს’’ მოთხოვნა ა-–---------- გ----------ისთვის და ი-–-- ღ-–-----სთის სოლიდარულად 2018 წლის 08 მაისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2016 წლის 03 აგვისტოს N00------9 საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 8 465.59 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.5%-ის გადახდის თაობაზე, რაც ყოველთვიურად შეადგენს 42.32 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 840 ლარისა, არ დაკმაყოფილდეს;

 

1.5. დაეკისროს მოპასუხე ა-–---------- გ----------ს სს „თ----- ბ----’’-ს სასარგებლოდ 2017 წლის 21 იანვრის სწრაფი განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 580.15 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 444.52 ლარი და ჯარიმა - 135.63 ლარი;

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2018 წლის 14 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება;

 

3. დაეკისროთ მოპასუხეებს ა-–---------- გ----------ს და ი-–-- ღ-–-----ს სს ,,თ----- ბ----’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად მოსარჩელის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 124.05 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება;

 

4. დაეკისროს მოპასუხე ა-–---------- გ----------ს სს ,,თ----- ბ----’’-ს სასარგებლოდ მოსარჩელის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 4.06 ლარის ანაზღაურება;

 

5. მოსარჩელე სს ,,თ----- ბ---ს“ დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,თ----- ბ----“ - ში 27.04.2018 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 442.51 ლარიდან 267.30 ლარი (საგადახდო დავალება #9-);

 

6. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 46.79 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობი-–-- გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია