გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.08.2018
საქმის ნომერი
081210018002437632
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
14.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #081210018002437632

საქმე #2/23-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 აგვისტო, 2018 წელი ქ. წალკა

შესავალი ნაწილი

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

მაგისტრატი მოსამართლე წალკის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე სოფიო გაგნიძე

სხდომის მდივანი ინგა გონჯილაშვილი

მოსარჩელე -ნ------------ი

მოპასუხე - ვ-–---------------------ი

თარჯიმანი - ლ------------------ი

დავის საგანი ქორწინების შეწყვეტა, ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ნ------------სა და ვ-–---------------------ს შორის 2012 წლის 12 ივნისს სსგს ნ----–------- სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა;

 

1.2. ვ-–---------------------ს არასრულწლოვანი შვილების 2----–-–-------------- დაბადებული შ-------------------ის (პ/ნ 5----------), 2----–-–------------ დაბადებული ლ----------------------ის (პ/ნ 5----------), 2----–-–---------------- დაბადებული დ-------------ის, (პ/ნ 0----------) - სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად თითოეულის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის ოდენობით, სულ 300 ლარი.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელე 2011 წლის 12 ივნისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ვ-–---------------------თან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი 2----–-–-------------- დაბადებული შ------------------- პ/ნ 5----------, 2----–-–------------ დაბადებული ლ----------------------ი, პ/ნ 5---------- და 2----–-–---------------- დაბადებული დ-------------ი პ/ნ 0----------. ისინი ცხოვრობდნენ წალკის რაიონში. ამჟამად უკვე მერორე წელია მშობლებთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ა-–----–-. მოპასუხე ყოველთვის მუშაობდა კერძო სამუშაობზე, მაგრამ საერთოდ არ ზრუნავდა შვილებზე, რის გამოც სულ ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა. რამდენჯერმე ფიზიკურ შეურაცყოფასაც ჰქონდა ადგილი. მას ახლაც არ აინტერესებს შვილები და არანაირ დახმარებას არ უწევს. მოსარჩელე თავისი მშობლების დახმარებით ინახავს და ზრუნავს შვილებზე. სწორედ აღნიშნულის გამო წამოვიდა მოპასუხისაგან. მესამე შვილის დაბადების მომენტისათვის ერთად აღარ ცხოვრობდნენ და არც აპირებს მასთან ცხოვრებას. შვილებიდან უფროსი შ------------------- შშს მქონე ბავშვია და საჭიროებს მუდმივ დახმარებას და მკურნალობას. ლ----------------------ს ასევე ესაჭიროება ნევროპათოლოგის და პედიატრის კონსულტაციები. მოპასუხე კი არც აპირებს რაიმე ფორმით დახმარებას და ზრუნვას შვილებზე. სურვილი აქვს შექმნას სხვა ოჯახი და ისევ თავისი ძალებით მოახერხოს შვილებს შეუქმნას ღირსეული მომავალი, რის გამოც აღარ აპირებს მოპასუხესთან შერიგებას და მითუმეტეს ცხოვრებას. მათი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, რის გამოც ითხოვს შესარიგებელი ვადის გარეშე, დაუყოვნებლივ შეწყდეს მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება. მოპასუხე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მეშვეობით განქორწინებაზე აცხადებს უარს, რის გამოც მომართა სასამართლოს. შვილებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ესაჭიროებათ დიდი ყურადღება და ფინანსური რესურსი, მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმე ეხება ბავშვების მომავალს და აღზრდა-განვითარებას, ითხოვს მოპასუხე ვ-–---------------------ს არასრულწლოვანი შვილების -შ-------------------ს, ლ----------------------ის და დ-------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდის ვალდებულება ყოველთვიურად თითოეულის მიმართ 100 (ასი) ლარის ოდენობით. მოპასუხე ყოველთვის მუშაობს კერძო სამუშაოებზე და გააჩნია სტაბილური შემოსავალი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ვ-–---------------------მა ქორწინების შეწყვეტის ნაწილში სარჩელი ცნო და განაცხადა, რომ თანახმაა განქორწინებაზე. ალიმენტის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დ-------------ი მისი შვილი არ არის და არ აპირებს მისთვის ალიმენტის გადახდას. ამასთან, ის არის საარსებო შემწეობის მიმღები პირი, მას არ აქვს მუდმივი სამუშაო, იშვიათად, როდესაც გამოჩნდება მუშაობს ფიზიკურად. ფიზიკური მუშაობით მას არ აქვს იმდენი შემოსავალი, რომ შეძლოს ალიმენტის გადახდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ნ------------ი 2011 წლის 12 ივნისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ვ-–---------------------თან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ ქორწინების მოწმობა, ს.ფ.15.

 

3.1.2. ნ------------ს და ვ-–---------------------ს ყავთ სამი შვილი 2----–-–-------------- დაბადებული შ-------------------ი, პ/ნ 5----------, 2----–-–------------ დაბადებული ლ----------------------ი, პ/ნ 5---------- და 2----–-–---------------- დ-------------ი, პ/ნ 0----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ შ-------------------ს დაბადების მოწმობის ასლი, ს.ფ. 16;

_ ლ----------------------ის დაბადების მოწმობის ასლი, ს.ფ. 17;

_ დ-------------ის დაბადების მოწმობის ასლი, ს.ფ. 18;

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხე ვ-–---------------------ი არის საარსებო შემწეობის მიმღები, არ არის დასაქმებული და არა აქვს სტაბილური შემოსავალი მყარი თანხის სახით.

 

მოსარჩელე ნ------------ს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც მოპასუხე ვ-–---------------------ის დასაქმებას და სტაბილურ მატერიალურ შემოსავალს დაადასტურებდა.

 

საქართველოს სსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა ალიმენტის მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მხარეთა მატერიალურ მდგომარეობის გათვალისწინებით გადასახდელი ალიმენტის ოდენობა არასრულწლოვანი შვილებისათვის განისაზღვროს თითოეულისათვის 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები: საქართველოს კონსტიტუციის მე-6, 36-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122 - ე, 1127-ე, 1152-ე, 1197ე, 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე, ” ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის” მე-3, მე-7, მე-9, 18-ე 27-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად, 1. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

მოსარჩელე ნ------------ი და მოპასუხე ვ-–---------------------ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2012 წლის 12 ივნისიდან. მხარეებს შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია, მოსარჩელე არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს ცალკე.

 

მოპასუხე ვ-–---------------------მა ცნო სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ამდენად, სარჩელი ნ------------სა და ვ-–---------------------ს შორის ქორწინების შეწყვეტის მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. ნ------------ის მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების შესახებ უნდა დაკმყოფილდეს ნაწილობრივ.

 

საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.

 

საქართველოს კონსტიტუციით აღნიშნული ნორმებით სახელმწიფოს ვალდებულებაა ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას, დაიცვას დედათა და ბავშვთა უფლებები. ამ ნორმით აღიარებულია დედათა და ბავშთა უფლებების დაცვის კონსტიტუციური გარანტია, რომლის მიხედვით სახელმწიფო კისრულობს ბავშვთა უფლებების დაცვის ვალდებულებას, რადგან საერთაშორისო და საქართველოს საკანონმდებლო აქტებით საოჯახო ურთიერთობებში უპირატესია ბავშვის ინტერესი.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მიხედვით, 1. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. 2. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვთა უფლებებს შეეხება გაეროს მიერ 1989 წლის 20 ნოემბერს მიღებული ”ბავშვის უფლებების კონვენცია”. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გარდა მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობების სამართლებრივ ასპექტებს შეეხება ასევე საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, რომლებთან შესაბამისობაშია საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის შესაბამისად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ------------ი და მოპასხუ ვ-–--------------------- ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვანი ბავშვები შ-------------------, ლ----------------------ი და დ-------------ი ცხოვრობენ დედასთან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამდენად, არასრულწლოვანი ლიანნა და რობერტ არუტიუნიანების მშობლები ვალდებულნი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე მიიღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

სასამართლო შვილების სასარგებლოდ გადასახდელი თანხის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს როგორც შვილების, ისე მშობლის მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობას. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილების უფლება მიიღონ მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილებზე.

 

მოსარჩელის განმარტებით, ყოველთვიური 100 (ასი) ლარის ოდენობის თანხა არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის და მისთვის მინიმალურად ნორმალური პირობების უზრუნველყოფისათვის საკმარისი იქნებოდა. სასამართლო განუმარტავს ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილზე, და თუკი მოსარჩელის მიერ მითითებული თანხა საკმარისია ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის, ეს თანხა სრულად (ან უმეტესი ნაწილი) არ უნდა გადახდეს მოპასუხეს. იგი თანაბრად უნდა იყოს განაწილებული მხარეთა შორის. ბავშვის რჩენის მშობელთა თანაბრობის პრინციპს კი სასამართლომ შეიძლება გადაუხვიოს მხარეთა მატერიალური/ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბავშვებისათვის ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობის ხარჯის აუცილებლობას. სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვებზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელეც და მოპასუხეც არიან საარსებო შემწეობის მიმღები, მათ არ აქვთ მუდმივი სამუშაო ადგილი, მაგრამ მიუხედავად ამისა ორივე მათგანს აქვს უნარი შეუქმნას არასრულწლოვან შვილებს ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობები. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოპასუხე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი მყარი თანხის სახით. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ დედასთან და არასრულწლოვანის აღზრდისათვის, ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვებისთვის აუცილებელ ყოველთვიურ ხარჯს, რომელსაც დამოუკიდებლად მეორე მშობლის დახმარების გარეშე ვერ უზრუნველყოფს მოსარჩელე.

 

,,ბავშვის უფლებათა კონვენციის” პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ამავე კონვენციის მე-7 მუხლის თანახმად, ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

”ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ”ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. ”ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით მშობლებს მისი უნარებისა და ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ევალებათ ბავშვისათვის განვითარების ნორმალური პირობების შექმნა. შესაბამისად ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მშობლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი შრომისუნარიანობა, ოჯახური მდგომარეობა. ფინანსური შესაძლებლობები.

 

ალიმენტის საკითხის განხილვისას გასათვალისწინებელია, რომ ბავშვების რჩენისათვის აუცილებელი ფინანსების გაღება არის მშობლის ვალდებულება, რაც მშობელს უნდა დაეკისროს მისი შრომისუნარიანობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის და ოჯახური პირობების გათვალისწინებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ალიმენტის სახით მოთხოვნილი 100 ლარი მოპასუხის მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე მაღალია. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტი არის ყოველთვიურად გადასახდელი თანხა, შესაბამისად მისი ოდენობა უნდა იყოს მოპასუხის მატერიალური პირობებისა და შემოსავლის ადექვატური.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრუწლოვანი შვილების რჩენის ვალდებულება ორივე მშობელს თანაბარწილად ეკისრება მათი მატერიალური შესაძლებლობებისა და უნარების გათვალისწინებით. შესაბამისად, მოპასუხის მსგავსად შვილისათვის ფინანსურის სახსრებით დახმარების ვალდებულება აქვს ასევე მოსარჩელე ნ--------------ც. თუმცა, იგი დასაქმებული არ არის, მასთან აღსაზრდელად არიან და შემდეგში იქნებიან მცირეწლოვანი შვილები, რომელსაც მუდმივი ყურადღება სჭირდებათ. შესაბამისად, ეს ფაქტი მისი დაუსაქმებლობის ობიექტური გარემოებაა. ამდენად, ნ------------ს საპატიო მიზეზის გამო არა აქვს დამოუკიდებლად, სხვების დაუხმარებლად შვილების მატერიალურად უზრუნველყოფის შესაძლებლობა.

 

სასამართლო იზიარებს მოტივაციას ალიმენტის არა სიმბოლური ხასიათის თაობაზე და მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას.(საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი ოთხსულიანი ოჯახისათვის 2018 წლის იანვრის თვისათვის 309,9, თებერვლის თვისათვის 310,7 ლარს, მარტის თვისთვის 313,3 ლარს, აპრილის თვისთვის 313,3 ლარს, მაისის თვისათვის 314,9 ლარს, ივნისის თვისათვის 306,5 ლარს, ივლისის თვისათვის 303,9 ლარს, ხოლო ხუთსულიანი ოჯახისათვის დადგენილ საარსებო მინიმუმს: 2018 წლის იანვრის თვისათვის 348,7, თებერვლის თვისათვის 349.5 ლარს, მარტის თვისთვის 352.5 ლარს, აპრილის თვისთვის 352.5 ლარს, მაისის თვისათვის 354.3 ლარს, ივნისის თვისათვის 344.8 ლარს, ივლისის თვისათვის 341.9 ლარს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ორივე მშობელმა სულ მცირე საარსებო მინიმუმით უნდა უზრუნველყონ არასრულწლოვანი, და ეს ვალდებულება თანაბრად გაიყონ. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისა და ხუთსულიანი ოჯახში ერთი წევრისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან, მოპასუხის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, არასრულწლოვანების შ-------------------ს, ლ----------------------ის და დ-------------ის სასარგებლოდ მოპასუხის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეულ მათგანზე 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან შემდგომი პერიოდის განმავლობაში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. ამავე მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად კი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელე ნ------------ი და მოპასუხე ვ-–---------------------ი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნ------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. შეწყდეს ნ------------სა (პ/ნ 1----------) და ვ-–---------------------ს (პ/ნ 5----------) შორის 2012 წლის 12 ივნისს სსგს ნ----–------- სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება, აქტის ჩანაწერი №6----------);

 

1.2. მოპასუხე ვ-–---------------------ს (პ/ნ 5----------) არასრულწლოვანი შვილების 2----–-–-------------- დაბადებული შ-------------------ის პ/ნ 5----------; 2----–-–------------ დაბადებული ლ----------------------ის პ/ნ 5---------- და 2----–-–---------------- დაბადებული დ-------------ის (პ/ნ0----------) სარჩენად ალიმენტის სახით ყოველთვიურად დაეკისროს თითოეულისათვის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 30 აპრილიდან) მათ სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;

 

2. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან;

 

3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით წალკის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე სოფიო გაგნიძე