განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2---18 (№0-----------)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
9 ივლისი 2018 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი ალ---------- ხაჭაპურიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორები - გი-----ი გო--------ე, და------ ვა---------ია
სტაჟიორ-პროკურორი - რუ------- ლა----
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი----- ნო------ს ძე თუ--------ე - დაბადებული 19-- წლის 1--------–ს, პირადი N5----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: წყალტუბოს რაიონი, სოფ. რ-----;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ ქვეპუნქტებით;
დისპოზიცია: ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 9-----------–ს, დაახლოევით 0---- საათზე, ქ. ქუთაისში, და----------–-----–ის გამზირზე N1---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი----- თუ--------ემ, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, დააზიანა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის კარი, საიდანაც შეეცადა ფარულად დაუფლებოდა ფულად თანხას.
ი----- თუ--------ეს ქმედების განხორციელებისას (წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას) დააკავეს პოლიციის თანამშრლომლებმა. დაზარალებულ შპს ,,დ----------------------------“ მიადგებოდა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელ----ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა. ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.
ამდენად, სასამართლო განაჩენის სამოტივაციო ნაწილში ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელ----ტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს.
ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ალ---------- აბ---–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მიმდინარე წლის 9-----------–ს, დაახლოებით 03:40 საათზე ის და გი-----ი ხუ--–--ე ფეხით აწარმოებდნენ შემოვლას ქ. ქუთაისში, აღ--–-----–-ს გამზირზე და მიემართებოდნენ პირველი განყოფილების მიმართულებით, რა დროსაც გაიგონეს ჩასარიცხი აპარატის სიგნალიზაციის ხმა. ისინი მაშინვე გაემართნენ აღნიშნული მიმართულებით და დაინახეს საქართველოს ბანკის ტერმინალი, რომელსაც ორი პირი უროს მეშვეობით ტეხდა. ერთ-ერთმა, რომელსაც ე.წ. ,,კაპიშონი“ ეხურა და რომლის ამოცნობაც ვერ შეძლო დაიძახა მოდიანო და მიიმალა. ხოლო, მეორე იყო აღნიშნული პიროვნება (მიუთითა ბრალდებულზე), რომელსაც ისინი იცნობდნენ, ვინაიდან ადრე ანალოგიურ დანაშაულზეა ნასამართლევი. ი----- თუ------ემ ვერ მოასწრო მიმალვა და იქვე ბინის კუთხეში იქნა მათ მიერ დაკავებული, რა დროსაც მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, თუმცა ხელი არ მოუწერია დაკავების ოქმზე. დაკავებულს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა შავი ფერის საფულე, პლასტიკური ბარათები და დაბადების მოწმობა, ასევე ხელთათმანი, 305 ლარი ამოიღეს ი----- თი---------ს ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ--- ხუ--–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 9-----------–ს დაახლოებით ღამის 04:00 საათზე, ის და მისი თანამშრომელი ალ---------- აბ---–--ე, მოძრაობდნენ აღ--–-----–-ს გამზირზე ქვეითად, რა დროსაც შემოესმათ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ,,სირენის’’ ხმა, რომლის გარჩევა მათი სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე არ გაჭირვებიათ. სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან შენიშნა, რომ იმყოფებოდა ორი პიროვნება, რომლებიც უროს მეშვეობით ტეხდნენ სწრაფი ჩრიცხვის აპარატის ყულაბას. ერთ იყო დაახლოებით 1.70 სიმაღლის პიროვნება, ხოლო მეორე იყო ი----- თუ--------ე. ვინაიდან იმ ტერიტორიაზე არის კარგი გარე განათება და ი----- თუ--------ე წარსულშიც არის ნასამართლევი, ამოიცნო. მეორე პირი, რომელსაც ე.წ ,,კაპიშონი“ ეხურა თავზე და გამომძიებლებისთვისაც უცნობი იყო, შენიშნა თუ არა ისინი გაიქცა შემთხვევის ადგილიდან ბინების უკან ტერიტორიის მიმართულებით. ამ დროს, ი----- თუ--------ემ ამოიღო თანხა სწრაფი ჩარიცხვის ყულაბიდან და გაიქცა, დაედევნენ ი----- თუ--------ეს და ბინის კუთხეში მოხდა მისი ბრალდებულის სახით დაკავება, რის შემდეგაც მას ჩაუტარდა ჩხრეკა, მისგან ამოღებულ იქნა შავი ფერის საფულე, რომელშიც მოთავსებული იყო ID ბარათი და სხვა პლასტიკური ბარათები, მისი ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ფულადი თანხა 305 ლარის ოდენობით. ი----- თუ--------ეს მარცხენა ხელზე ასევე ეკეთა ნაქსოვი ხელთათმანი, რომელიც ასევე ამოღებულ იქნა მათ მიერ. მოწმის განმარტებით ყულაბაში დარჩენილი თანხა, ქარმა გაფანტა. ბრალდებულს მათ მიერ განემარტა უფლებები, დაილუქა ნივთები, შეადგინეს ოქმი, რომლის ხელმოწერაზე ი----- თუ--------ემ უარი განაცხადა. აღნიშნულის შემდეგ გამოძიება გააგრძელა დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ლ---- შა-–--------ემ (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ლ---- შა-–--------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოძიება დაიწყო 2018 წლის 9-----------–ს სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალიდან, რომელიც მდებარეობს ქუთაისში, აღ--–-----–-ს 1---ში და ეკუთვნოდა შპს ,,დ----------------------------“, ფულადი თანხის ქურდობის ფაქტზე. მან დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. დათვალიერებას ასევე ესწრებოდა შპს ,,დ----------------------------“ წარმომადგენელი და---- ფა-----, ექსპერტები - მა----- ხე-–--- და და---- ხა---------ა. მოწმემ დაადასტურა შემთხვევის ადგილის ოქმის სისწორე და განმარტა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სწრაფი ჩარიცხვის აპარატი და აპარატის შიდა ნაწილები დაზიანებული იყო. ჩარიცხვის აპარატთან, ბეტონის საფარზე ეგდო მონაცრისფრო-შავ ფერში გაწყობილი ერთი ცალი ხელთათმანი. შემთხვევის ადგილზე ასევე იყო, მოკლეტარიანი რკინის ურო და ძალაყინი, აპარატთან ღია მდგომარეობაში ეგდო ფულის მოსათავსებელი ყულაბა. აპარატსა და ბინის კორპუსს შორის იყო მუყაოს ყუთების გროვა, ერთი დარჩენილი ოც ლარიანით. ასევე აპარატთან იყო ხურდა ფულის მოსათავსებელი ცარიელი რკინის ყულაბა. აღნიშნულის შემდეგ ამოღებული ნივთები დალუქეს და სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გადატანილ იქნა პოლიციის პირველ განყოფილებაში. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ი----- თუ--------ეს მან წარუდგინა ბრალი, რაზეც ბრალდებულმა ხელი არ მოაწერა, დაკითხა მოწმეები, მანვე გაუცვალა მტკიცებულებები ბრალდებულს. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ მა----- ხელ---ს ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს საქართველოს შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, ექსპერტის პოზიციაზე 18 წელია. 2018 წლის 9-----------–ს ღამის საათებში შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა აღ--–-----–-ს გამზირზე ექსპერტ ო----- ხა---------ასთან ერთად. ადგილზე დახვდათ გამომძიებელი ლ---- შა-–--------ე და კომპანიის წარმომადგენელი. ექსპერტებმა სპეციალური ფხვნილით დაამუშავეს ჩასარიცხი აპარატი, რაზეც ვარგისი კვლები აღმოჩენილი ვერ იქნა. იქვე, ახლოს ასფალტის ზედაპირზე იყო ხელთათმანი, პატარა ურო, ძალაყინი და მიმობნეული ფულის კუპიურები, რაც დაილუქა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას შედგა ოქმი გამომძიებელ ლ---- შა-–--------ის მიერ. ექსპერტის მიერ დასურათებული იქნა შემთხვევის ადგილი, რის შემდეგ ნივთები დაილუქა (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულის წარმომადგენელმა და---- პაი----- განმარტა, რომ არის შპს ,,და---------------------------“ კოორდინატორი. მისი სამუშაო სფეროა სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, მათი ტექნიკურ-პროგრამული უზრუნველყოფა, ასევე უსაფრთხოების საკითხები. შემთხვევის დღეს დაახლოებით ღამის 03:00-04:00 საათი იქნებოდა, ფაქტის შესახებ მონიტორინგის სამსახურმა შეატყობინა, რომელიც რეაგირებას ახდენს აპარატების უსაფრთხოების საკითხებზე. მოწმის განმარტებით შემთხვევის ადგილზე მისვლისას ტერმინალი უკვე გატეხილი დახვდა. იქვე ტერმინალთან იყო ურო, ხელთათმანი და ძალაყინი, ასვე ,,კასეტა’’, რაშიც მოთავსებულია ფულადი თანხა, ,,კასეტა’’ გახსნილ მდგომარეობაში ეგდო ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე. პოლიციელებმა ყველაფერი დაასურათეს და მას თხოვეს აპარატის დემონტაჟი და მისი გადატანა პოლიციის განყოფილებაში. როგორც გაირკვა დაზიანებული იყო ტერმინალის კორპუსი, ბოქლომი, შიდა ნაწილები, ხურდა ფულის მიმღები, ქაღალდის ფულის კასეტა და სიგნალიზაციის მოწყობილობა. თანხას რაც შეეხება, იმ დღეს ტერმინალში იყო 2357 ლარი, ნაწილი თანხის არ იყო ადგილზე და აკლდა 1022 ლარი. საერთო ჯამში კომპანიის ზიანი შეადგენს 3237 ლარის (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად 2018 წლის 9-----------–ს ხელის რადიოსადგურის საშუალებით 03:50 საათზე, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ოპერატიულ მორიგეს დაუკავშირდა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გ--- ხუ--–--ე, რომელმაც განაცხადა, რომ დ. აღ--–-----–-ს N1---ის წინამდებარე ტერიტორიაზე, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის ფაქტზე დაკავებული ყავდა ი----- თუ--------ე და ითხოვდა დახმარებას.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქ ქუთაისში, დ-------–----–-ს გამზ. №1---ის მიმდენარე ტერიტორიაზე, 2018 წლის 9-----------–ს 03:48 საათზე ი----- თუ--------ე დაკავებული იქნა. ი----- თუ--------ის დაკავება მოხდა, როდესაც ცდილობდა მიმალვას. პირადი ჩხრეკის შედეგად ი----- თუ--------ის შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა შავი ფერის ტყავის საფულე, მასში მოთავსებული ი----- თუ--------ის სახელზე გაცემული ID ბარათი, დაბადების მოწმობა, პსპ. ბარათი, ფორტუნას პლასტიკური ბარათი, ი----- თუ--------ის ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ფულადი თანხა 305 ლარის ოდენობით, მარცხენა ხელზე ეკეთა ნაქსოვი ხელთათმანი, რომელიც ასევე ამოღებული იქნა. აღნიშნული ოქმი დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. ოქმზე გაკეთეულია შენიშვნა, რომ ბრალდებულის სახით დაკავებულ ი----- თუ--------ეს გაექცნო ოქმი, თუმცა მის ხელმოწერაზე უარი განაცხადა.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2018 წლის 9 თებერვლის ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქუთაისში, დ. აღ--–-----–-ს გამზ. N1---ში მიმდებარე ტერიტორიაზე. სადაც განთავსებულია შპს ,,დ----------------------------’’ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი. აპარატის ფულადი თანხის საცავის კარი დაზიანებული და გაღებულია. აპარატთან ბეტონის საფარზე განთავსებულია ერთი ცალი ნაქსოვი მოშავო-მონაცრისფრო ფერებში გაწყობილი ხელთათმანი. სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან ბეტონზე დაგდებულია ურო, რომელსაც აქვს პატარა რკინის ტარი და რკინის ძალაყინი. აპარატთან ასევე დაგდებულია ქაღალდის ფულის კუპიურების მოსათავსებელი ყულაბა (კეისი), რომელიც დაზიანებულია, მასში მოთავსებულია ფულადი თანხა 1010 ლარი. აპარატის სიახოვეს მუყაოს კოლოფებთანაა 20 ლარიანი კუპიურა. სწრაფი ჩარიცხვის აპარატის შიდა მხარეს არსებული ელექტრო მოწყობილობები და სხვადასხა დეტალები დაზიანებულია. აპარატის სიახლოვეს ბეტონის საფარზე მოთავსებულია რკინის ხურდა ფულის ყულაბა, რომელიც ცარიელია. ყულაბა მოთავსდა სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალში. ტერმინალი და ამოღებული ნივთები მოთავსდა ინდივიდულური ნომრის მქონე პოლიეთილენის პაკეტებში და დაილუქა. შემთხვევის ადგილი დამუშავებული და დასურათებული იქნა ექსპერტების მიერ. ოქმი დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა CD დისკი, სადაც დატანილია შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას და ი----- თუ--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ,,დ----------------------------“ 2018 წლის 9 თებერვლის ამონაწერით ტერმინალ N10879-ში თანხა შეადგენდა 2357,00 ლარს. თანხა წაღებულია 1022,00 ლარი, ასევე დაზიანებულია სწრაფი გადახდის აპარატი, კომპანიის ზარალი ჯამში შეადგენს 3237,00 ლარს.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენით ი----- თუ--------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4, მე-2 და მე-8 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა, წინა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენით ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩათვლილია პირობით მსჯავრად, იმავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხოცი) საათის ოდენობით მთლიანად დაემატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი----- თუ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბაისად შეეცვალა პირობითი მსჯავრით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხოცი) საათის ოდენობით.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა იმერეთის პრობაციის ბიუროს უფროსის ლ---- შა----- წარდგინება. ი----- თუ--------ეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ნაცვლად შეეფარდა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
სასამართლო უთითებს, საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები საკმარისია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ი----- თუ--------ის დამნაშავედ ცნობისათვის.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - ქურდობის დასადასტურებლად აუცილებელია მისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1. სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, 2. ქმედების ფარულად განხორციელება 3. მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა.
მოცემულ საქმეზე უტყუარად არის დადგენილი, რომ ი----- თუ--------ემ დააზიანა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის კარი, საიდანაც შეეცადა ფარულად დაუფლებოდა ფულად თანხას, რასაც ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხული შემთხვევის შემსწრე პირები ალ---------- აბ---–--ე და გ--- ხუ--–--ე, რომელთა მიერ ი----- თუ--------ე დაკავებული იქნა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც ი----- თუ--------ე ცდილობდა მიმალვას. აღნიშნულს ასევე ადასტურებს შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ურო და ძალაყინი, რომლის გამოყენებითაც, მოწმეების განმარტებით ი----- თუ--------ე და მისი თანმხლები პირი ცდილობდნენ ჩასარიცხი აპარატიდან ფულადი თანხის დაუფლებას. აღსანიშნავია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა ანალოგიური ხელთათმანი, რომელიც პირადი ჩხრეკისას ი----- თუ--------ისაგან იქნა ამოღებული. სასამართლო აღნიშნავს, რომ ი----- თუ--------ე სუბიექტური შეგნებით დარწმუნებული იყო, რომ მისი ქმედება არავისთვის იყო ხილვადი, არ ატარებდა აშკარა ხასიათს და სხვა პირებისთვის იყო შეუმჩნეველი, რაც უპირველესად გამოიხატა ქმედების ღამის საათებში, სხვებისაგან მალულად ჩადენაში. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა სამართლებრივად გულისხმობს მომენტს, როდესაც პირი არ არის კონკრეტული ნივთის მესაკუთრე/კანონიერი მფლობელი და მის მიერ ხდება სხვისი ქონების უკანონო დაუფლება.
ი----- თუ--------ის ქმედების ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი (რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია). საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო, მხედველობაში იღებს სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებს და ,,დ----------------------------“ 2018 წლის 9 თებერვლის ამონაწერს, რომლის თანახმად ტერმინალ N10879-ში თანხა შეადგენდა 2357,00 ლარს. სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ქმედების დასრულების შემთხვევაში დაზარალებულს მიადგებოდა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები პასუხისმგებლობას ამძიმებს თუკი ქურდობა ჩადენილია საცავში/სადგომში ან/და ბინაში უკანონო შეღწევით. ქმედების ამგვარი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია რომ დამნაშავემ დანაშაულის ჩასადენად ყველა სხვა ქმედებასთან ერთად, უნდა გადალახოს სამართლებრივი აკრძალვა რათა შეაღწიოს სხვისი საკუთრების სივრცეში. შეღწვისათვის შესაძლოა ძალის ან საგნის გამოყენება, თუმცა შეღწევა შესაძლებელია განხორციელდეს მის გარეშეც. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ უროს გამოყენებით ი----- თუ--------ემ, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად დააზიანა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის კარი, საიდანაც შეეცადა ფარულად ფულადი თანხის დაუფლებას, რაც ქმნის ქმედების სადგომში შეღწევად დაკვალიფიცირების საფუძველს.
რაც შეეხება დანაშაულებრივი ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშანს - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ - დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დასტურდება, რომ ი----- თუ--------ემ გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული, რაც დასტურდება მოწმეების ალ---------- აბ---–--ისა და გ--- ხუ--–--ის ჩვენებებით. კერძოდ მოწმეებმა სასამართლოში დაკითხვისას განმარტეს, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან შენიშნეს ორი პირი, რომლებიც უროს მეშვეობით ტეხდნენ აპარატის ყულაბას. მეორე პირმა, რომელსაც ე.წ ,,კაპიშონი“ ეხურა თავზე, მათი გამოჩენისთანავე დატოვა შემთხვევის ადგილი და მოასწრო მიმალვა, ხოლო ი----- თუ--------ე დაკავებული იქნა შემთხვევის ადგილის მიმდებარედ, როდესაც ცდილობდა მიმალვას.
რაც შეეხება ქურდობის ჩადენას არაერთგზის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ი----- თუ--------ეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4, მე-2 და მე-8 ნაწილების თანახმად, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად შეეცვალა პირობითი მსჯავრით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხოცი) საათის ოდენობით. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა იმერეთის პრობაციის ბიუროს უფროსის ლ---- შა----- წარდგინება. ი----- თუ--------ეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ნაცვლად შეეფარდა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე დადასტურებულია ბრალდებულ ი----- თუ--------ის მიერ ქურდობის არაერთგზის ჩადენა.
რაც შეეხება დანაშაულის მცდელობას, საქართველოს სსკ-ს მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი გარკვეული აკრძალული ქმედებების ჩადენა შესაძლებელია შეწყდეს მცდელობის სტადიაზე, რაც არ იწვევს ს/ს პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას. დანაშაულის მცდელობის დროს, დანაშაულის ჩადენის გადაწყვეტილება გამოხატულია განზრახვაში და დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების აღსრულებაში, შესაბამისად სისხლის სამართლის კოდექსით დაცული სიკეთე საფრთხის ქვეშ დგება, მაგრამ არ არსებობს შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ზიანი. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების დროული რეაგირების გამო ი----- თუ--------ის მიერ დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ქურდობის) შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი და აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოებები - მნიშვნელოვანი ზიანი, საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
რაც შეეხება ბრალდებულ ი----- თუ--------ის პოზიციას, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, მისი დაკავება შემთხვევის ადგილას არ მომხდარა და ხელთათმანი პოლიციის თანამშრომლებმა მისი დაკავების შემდეგ მოათავსეს შემთხვევის ადგილზე, აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს ეკრძალება ბრალდების დამადასტურებელ ან დაცვის ხელშემწყობ მტკიცებულებათა დამოუკიდებლად მოპოვება და გამოკვლევა. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის მითითებულ პოზიციას დაადასტურებს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ი----- თუ--------ემ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’,,ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“,,ბ’’ქვეპუნქტებით, რომლისთვისაც ი----- თუ--------ე ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ,,ბ’’ქვეპუნქტები, რომლითაც ი----- თუ--------ეს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ი----- თუ--------ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რომელი ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ი----- თუ--------ეს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ი----- თუ--------ის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.
საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ი----- თუ--------ემ დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ი----- თუ--------ეს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით.
5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
ი----- თუ--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის საფულე, ID ბარათი, პსპ ბარათი, დაბადების მოწმობა, ფორტუნას ბარათი და ხელთათმანი - დაუბრუნდეს ი----- თუ--------ის ნდობით აღჭურვილ პირს.
ფულადი თანხა 305 ლარის ოდენობით - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მის ნდობით აღჭურვილ პირს (შპს. დაირექტ დებიტ ჯორჯია).
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელთათმანი, ურო, ძალაყინი - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
,,კეისი’’ ფულად თანხასთან ერთად დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მის ნდობით აღჭურვილ პირს (შპს. დაირექტ დებიტ ჯორჯია).
CD-R დისკი - რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახული იქნეს საქმის შენახვს ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი----- თუ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენით ი----- თუ--------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთას, ნაწილობრივ დაემატოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ი----- თუ--------ეს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ი----- თუ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
ი----- თუ--------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 9 თებერვლიდან.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
ი----- თუ--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის საფულე, ID ბარათი, პსპ ბარათი, დაბადების მოწმობა, ფორტუნას ბარათი და ხელთათმანი - დაუბრუნდეს ი----- თუ--------ის ნდობით აღჭურვილ პირს.
ფულადი თანხა 305 ლარის ოდენობით - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მის ნდობით აღჭურვილ პირს (შპს. დაირექტ დებიტ ჯორჯია).
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელთათმანი, ურო, ძალაყინი - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
,,კეისი’’ ფულად თანხასთან ერთად - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მის ნდობით აღჭურვილ პირს (შპს. დაირექტ დებიტ ჯორჯია).
CD-R დისკი - რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახული იქნეს საქმის შენახვს ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური