გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.08.2018
საქმის ნომერი
010210117001679662
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
22.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010210117001679662

# 2-98/2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05 დეკემბერი, 2017 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - სალიხ შაინიძე

სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე

მოსარჩელე: ნო------------ე

წარმომადგენელი: პა---------–----ე

მოპასუხე : თა---------------ე, ეთ--------------ე, კა-----------------ე, შუ---------------ე, მა------------ე

დავის საგანი: თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ნო------------ე სასარჩელო განცხადებით მოითხოვს მოპასუხეებს დაეკისროთ 3 650 აშშ დოლარის გადახდა, ასევე სასამართლო ხარჯების - საპროცესო და საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება.

 

სარჩელი დასაბუთებულია შემდეგი არგუმენტებით:

- ნო------------ეს სურდა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე საცხოვრებელ ფართში ცხოვრების უფლებით გაეცა თანხა, ის დაუკავშირდა მაკლერს ქე-----------------–ს, რომლის მეშვეობით დაუკავშირდა თა---------------ეს, რომელსაც სურდა თანხის სესხისა და იპოთეკის სანაცვლოდ საკუთრებაში ცხოვრების უფლებით მიღება, ამ უკანასკნელს საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება, მდებარე ხელვაჩაური, სოფ. ა---––--ი. თა---------------ემ განუცხადა, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს იპოთეკით დატვირთული ჰქონდათ საცხოვრებელი სახლი ვინმე ა--------–-–---–ზე და თუ გადაუხდიდა ა--------–-–---–ს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას 7500 აშშ დოლარს, ის ჩაენაცვლებოდა იპოთეკარ ა--------–-–---–ს საჯარო რეესტრში ხელშეკრულების საფუძველზე და გადასცემდა საცხოვრებლად საცხოვრებელ სახლს ს/კ #22.23.0-.0---

- ნო------------ემ თა---------------ის თანხმობით 2015 წლის 09 თებერვალს ქ. ბათუმში, ფი--------ის ქუჩაზე მდებარე სამაკლერო ოფისში ა--------–-–---–ს გადასცა 3650 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 3850 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა 2015 წლის 19 აპრილამდე, ნო------------ემ მამის ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო დარჩენილი თანხის გადახდა, რის გამოც შეთანხმება შეწყდა, მაგრამ მოპასუხეებს ნო------------ისათვის დღემდე არ დაუბრუნებიათ, ამ უკანასკნელის მიერ ა--------–-–---–ზე გადახდილი ვალის 3650 აშშ დოლარის სანცვლოდ, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

2.1. მოპასუხეები წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს არ ცნეს, კერძოდ:

- მოპასუხეებს მიაჩნიათ, რომ მოსარჩელისათვის რაიმე დაპირება, რომ ა--------–-–---–ზე ვალის გადახდის სანაცვლოდ, იგი ჩაენაცვლებოდა იპოთეკარ ა--------–-–---–ს და ასევე საცხოვრებელ სახლს დაუთმობდნენ საცხოვრებლად, - ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

- მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელწერილით დგინდება, რომ მოსარჩელემ ა--------–-–---–ს გადაუხადა 3650 აშშ დოლარი. მოსარჩელეს მოპასუხეებისათვის თანხა არ გადაუხდია და რაიმე ვალდებულება მოსარჩელისადმი არ გააჩნიათ, ისინი არასათანადო მოპასუხეები არიან და მათ მიმართ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

(იხ. შესაგებელი).

 

2.2. სასამართლოს 2017 წლის 05 დეკემბრის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხეებმა - ეთ--------------ემ და შუ---------------ემ სარჩელი ცნეს მთლინად, განმარტეს, რომ დანარჩენი მოპასუხეებიც მათი ოჯახის წევრები არიან და ისინიც ცნობენ სარჩელს, საზღვარგართ იმყოფებიან და ვერ ჩამოდიან.

(იხ. განმარტებები სხდომის ოქმში).

 

3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. ნო------------ეს სურდა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე საცხოვრებელ ფართში ცხოვრების უფლებით გაეცა თანხა, ის დაუკავშირდა მაკლერს ქე-----------------–ს, რომლის მეშვეობით დაუკავშირდა თა---------------ეს, რომელსაც სურდა თანხის სესხისა და იპოთეკის სანაცვლოდ საკუთრებაში ცხოვრების უფლებით მიღება, ამ უკანასკნელს საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება, მდებარე ხელვაჩაური, სოფ. ა---––--ი. თა---------------ემ განუცხადა, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს იპოთეკით დატვირთული ჰქონდათ საცხოვრებელი სახლი ვინმე ა--------–-–---–ზე და თუ გადაუხდიდა ა--------–-–---–ს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას 7500 აშშ დოლარს, ის ჩაენაცვლებოდა იპოთეკარ ა--------–-–---–ს საჯარო რეესტრში ხელშეკრულების საფუძველზე და გადასცემდა საცხოვრებლად საცხოვრებელ სახლს ს/კ #22.23.0-.0---

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მხარეებისათვის სადავო ფაქტობრივი გარემოება იყო ნო------------ისათვის, მის მიერ ა--------–-–---–ზე გადაცემული თანხის დაბრუნება.

 

3.2.2. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი მთლიანად, რის გამოც მხარეებს შორის სადავო ფაქტობრივი გარემოებები აღარ არსებობს. შესაბამისად, სასამართლო სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს უდავოდ დადგენილად მიიჩნევს.

 

3.2.3. ნო------------ემ თა---------------ის თანხმობით 2015 წლის 09 თებერვალს ქ. ბათუმში, ფი--------ის ქუჩაზე მდებარე სამაკლერო ოფისში ა--------–-–---–ს გადასცა 3650 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 3850 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა 2015 წლის 19 აპრილამდე, ნო------------ემ მამის ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო დარჩენილი თანხის გადახდა, რის გამოც შეთანხმება შეწყდა, მაგრამ მოპასუხეებს ნო------------ისათვის დღემდე არ დაუბრუნებიათ, ამ უკანასკნელის მიერ ა--------–-–---–ზე გადახდილი ვალის 3650 აშშ დოლარის სანცვლოდ, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;

- ხელწერილი;

 

3.2.4. დადგენილია, რომ სასამართლოს 2017 წლის 05 დეკემბრის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხეებმა - ეთ--------------ემ და შუ---------------ემ სარჩელი ცნეს მთლინად, განმარტეს, რომ დანარჩენი მოპასუხეებიც მათი ოჯახის წევრები არიან და ისინიც ცნობენ სარჩელს, საზღვარგართ იმყოფებიან და ვერ ჩამოდიან. (იხ. განმარტებები სხდომის ოქმში).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ".

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ''ა'' ქვეპუნქტით ,,პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში”.

ამავე კოდექსის 987-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 976-ე და 987-ე მუხლები არეგულირებენ უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებს. უსაფუძვლო გამდიდრების გამო ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში მოიშლება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

 

უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა ანუ გამდიდრების გათანაბრება. გამდიდრების უსაფუძვლობა კი შეიძლება ემყარებოდეს სხვადასხვა გარემოებებს, მათ შორის მართლზომიერ ქმედებებსაც. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი მნიშვნელობა არა აქვს ბრალს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთი პირის ქონების გადასვლის ფაქტი მეორე პირის საკუთრებაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, დაზარალებულს აუნაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რომლითაც მიმღები გამდიდრდა.

 

6.3. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია ის გარემოება, რომ ნო------------ეს სურდა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე საცხოვრებელ ფართში ცხოვრების უფლებით გაეცა თანხა, ის დაუკავშირდა მაკლერს ქე-----------------–ს, რომლის მეშვეობით დაუკავშირდა თა---------------ეს, რომელსაც სურდა თანხის სესხისა და იპოთეკის სანაცვლოდ საკუთრებაში ცხოვრების უფლებით მიღება, ამ უკანასკნელს საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება, მდებარე ხელვაჩაური, სოფ. ა---––--ი. თა---------------ემ განუცხადა, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს იპოთეკით დატვირთული ჰქონდათ საცხოვრებელი სახლი ვინმე ა--------–-–---–ზე და თუ გადაუხდიდაა--------–-–---–ს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას 7500 აშშ დოლარს, ის ჩაენაცვლებოდა იპოთეკარ ა--------–-–---–ს საჯარო რეესტრში ხელშეკრულების საფუძველზე და გადასცემდა საცხოვრებლად საცხოვრებელ სახლს ს/კ 22.23.0-.0---

 

6.4. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი მთლიანად, რის გამოც მხარეებს შორის სადავო ფაქტობრივი გარემოებები აღარ არსებობს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ".

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლით ,,პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არ აქვს აბსოლიტურად არავითარი მნიშვნელობა, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ-კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ ნო------------ემ თა---------------ის თანხმობით 2015 წლის 09 თებერვალს ქ. ბათუმში, ფი--------ის ქუჩაზე მდებარე სამაკლერო ოფისში ა--------–-–---–ს გადასცა 3650 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 3850 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა 2015 წლის 19 აპრილამდე, ნო------------ემ მამის ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო დარჩენილი თანხის გადახდა, რის გამოც შეთანხმება შეწყდა, მაგრამ მოპასუხეებს ნო------------ისათვის დღემდე არ დაუბრუნებიათ ამ უკანასკნელის მიერ ა--------–-–---–ზე გადახდილი ვალი 3650 აშშ დოლარი, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა.

 

ამდენად, სახეზეა მოსარჩელის ხარჯზე მოპასუხეთა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი და ისინი ვალდებული არიან დაუბრუნონ მოსარჩელეს ის თანხა, რაც მან გადაუხადა მოპასუხეების კრედიტორს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ.

 

7.2. საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა შეადგენს 298.95 ლარს. მოსარჩელეს სახ. ბაჟი გადახდილი აქვს წინასწარ. მასვე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი აქვს ბაჟი 50 ლარი. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, საქ. სსკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად სახ. ბაჟის სახით გაწეული ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ვინაიდან, მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი სასამართლოს მთავარ სხდომამდე, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდება მის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად.

 

8. . უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

საქ. სსკ-ის 1991-ე მუხლით სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეებს - თა---------------ეს (პ/ნ 6----------), ეთ--------------ეს (პ/ნ 6----------), კა-----------------ეს (პ/ნ 6----------), შუ---------------ეს (პ/ნ 6----------) და მა------------ეს (პ/ნ 6----------) აეკრძალათ მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების,მდებარე - ხელვაჩაური, სოფელი ა---––--ი, (ს/კ #22.23.0-.0--) - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნო------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.

 

2. მოპასუხეებს - თა---------------ეს (პ/ნ 6----------), ეთ--------------ეს (პ/ნ 6----------), კა-----------------ეს (პ/ნ 6----------), შუ---------------ეს (პ/ნ 6----------) და მა------------ეს (პ/ნ 6----------) მოსარჩელე ნო------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3 650 აშშ დოლარის გადახდა.

 

3. მოპასუხეებს - თა---------------ეს (პ/ნ 6----------), ეთ--------------ეს (პ/ნ 6----------), კა-----------------ეს (პ/ნ 6----------), შუ---------------ეს (პ/ნ 6----------) და მა------------ეს (პ/ნ 6----------) მოსარჩელე ნო------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.

 

4. მოსარჩელე ნო------------ეს (პ/ნ 6----------) სახელმწიფო ხაზინიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 27 დეკემბერს #22 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 298,95 ლარის ოდენობით, გადამხდელის ბანკი - სს ,,ბანკი რესპუბლიკა", მიმღების - ხაზინის ერთიანი ანგარიში: 300693150; კოდი TRESGE22.

 

5. საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეებს - თა---------------ეს (პ/ნ 6----------), ეთ--------------ეს (პ/ნ 6----------), კა-----------------ეს (პ/ნ 6----------), შუ---------------ეს (პ/ნ 6----------) და მა------------ეს (პ/ნ 6----------) აეკრძალათ მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ხელვაჩაური, სოფელი ა---––--ი, (ს/კ #22.23.0-.0--), - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, დარჩეს ძალაში, უცვლელი.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისის, ნიუპორტის ქ. #32) მხარეთათვის

დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ამ გადაწყვეტილების მეხუთე პუნქტში მითითებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (ბათუმი, ზუბალაშვილების ქ. #30) მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სალიხ შაინიძე