გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.08.2018
საქმის ნომერი
330210116001570513
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
23.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/32432-16

დ ა მ ა ტ ე ბ ი თ ი გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირინა ზარქუა

 

მოსარჩელე (მოპასუხე შეგებებულ სარჩელში) - ნ-----------ე

წარმომადგენელი - ნ-----------–---–ი

 

მოპასუხე (მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში) - ა-–---------------–-ა

წარმომადგენლები - მ------------–---–ი, ლ---------–-ა

 

დავის საგანი ძირითად სარჩელში: ქონების გაყოფა

დავის საგანი შეგებებულ სარჩელში: სოლიდარულ მოვალეებად აღიარება, საერთო ვალების გაყოფა, უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვა, თანხის დაკისრება

 

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილებით, ნ-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ნ-----------ე (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნა ა-–---------------–-ას (პ/ნ 6----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების, ქ.თბილისში, დ-----------------------------–----------------–----------------------------------------------------------------------- ½ ნაწილის მესაკუთრედ. ნ-----------ეს უარი ეთქვა ა-–---------------–-ას სახელზე რიცხული უძრავი ქონების, ¼ ნაწილის მესაკუთრედ ცნობაზე. ა-–---------------–-ას შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ნ-----------ეს დაეკისრა ა-–---------------–-ას სასარგებლოდ 1015.21 ლარის გადახდა. ნ-----------ეს შეგებებული სარჩელის აღძვრის დღიდან, კერძოდ, 2018 წლის 12 მარტიდან დაეკისრა სს „-----------–----------- და ა-–---------------–-ას შორის 2013 წლის 28 ნოემბრის საბანკო მომსახურების შესახებ N//GAI043112 ხელშეკრულებით ა-–---------------–-ას მიერ გადასახდელი სესხის ყოველთვიური შენატანის ½-ის ანაზღაურება. ა-–---------------–-ას უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე დანარჩენ ნაწილში. მოპასუხე ა-–---------------–-ას მოსარჩელე ნ-----------ის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე მის მიერ 2700 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1800 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 50 ლარის, უძრავი ქონების შეფასებისათვის გაწეული ხარჯის - 100 ლარის ანაზღაურება. ნ-----------ეს ა-–---------------–-ას სასარგებლოდ დაეკისრა ლ---------–-ას მიერ სარჩელზე გადახდილი ბაჟიდან 165.45 ლარის ანაზღაურება. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ნაწილობრივ და ყადაღა მოეხსნას ა-–---------------–-ას სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ.თბილისში, დ-----------------------------–------------------------------------------------------------------------- დაყადაღებული ¾ ნაწილიდან ¼ ნაწილს.

 

2018 წლის 09 ივლისს, ნ-----------ის წარმომადგენელმა, ნ-----------–---–მა, განცხადებით მომართა სასამართლოს, განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ არის მსჯელობა ადვოკატის მომსახურების ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ და იშუამდგომლა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.

 

განცხადებისა და საქმის მასალების განხილვის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ მიღებულ უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის ''გ'' ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2018 წლის 30 აპრილის სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ იშუამდგომლა მოპასუხისათვის 700 აშშ დოლარის ოდენობით გაწეული ადვოკატის ხარჯის დაკისრება. ნ-----------ის წარმომადგენლის მიერ 2018 წლის 30 აპრილს წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერიდან ირკვევა, რომ ნ-----------ის მიერ იურიდიული მომსახურების მისაღებად, 2018 წლის 17 აპრილს გაწეულ იქნა ხარჯი, 1701 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. იმ მხარის წარმომადგენლისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია. ასეთ შემთხვევაში ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით. არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2000 ლარამდე ოდენობით.

 

ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოპასუხე ა-–---------------–-ას, მოსარჩელე ნ-----------ის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 1701 ლარის ანაზღაურება.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, მე-8, 261-ე, 284–285–ე, 414–ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მიღებულ იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება და მოპასუხე ა-–---------------–-ას მოსარჩელე ნ-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 1701 (ათას შვიდას ერთი) ლარის ანაზღაურება.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინა ზარქუა