გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/255-18
№200210118002354357
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 აგვისტო, 2018 წელი ქ. თელავი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი სოფიკო ჩაფურიშვილი
მოსარჩელე - ნ-----–---- მ-----–-–---–ი
მოპასუხეები: შპს ,,კ--------------------ი“, დ----- მ------–---–ი
დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, მესაკუთრედ აღიარება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ყადაღისაგან გათავისფულდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ საქმეზე დაყადაღებული ავტომანქანა ,,ო---– კ------“ სახელმწიფო ნომრით D--------;
2. ნ-----–---- მ-----–-–---–ი აღიარებული იქნეს ავტომანქანა ,,ო---– კ------“ სახელმწიფო ნომრით D-------- მესაკუთრედ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შპს ,,კ--------------------ის“ წარმომადგენელი ი-------–---ი დაეთანხმა წარმოდგენილ სარჩელს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
მოპასუხე დ----- მ------–---–ის პოზიცია შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელემ 2015 წლის 13 სექტემბერს მოპასუხე დ----- მ------–---–ისაგან 1500 აშშ დოლარად(იმ დროისთვის 3600 ლარი) შეიძინა ავტომანქანა ,,ო---– კ------“, სახელმწიფო ნომრით D-------- საიდენტიფიკაციო №W---------------- წელი 1---, ძრავის მოცულობა 1.4. ავტომანქანის მოსარჩელის სახელზე რეგისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში არ მომხდარა, თუმცა შეძენის მომენტიდან მის საკუთრებაში იყო, ფლობდა და სარგებლობდა მისით, ჯარიმებსაც იხდიდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თ---–---------------------------–--ს წერილი (ს.ფ. 18)
3.1.2. 2017 წლის 24 მაისიდან დ----- მ------–---–ის მიმართ, კ-----ის აღსრულების ერობნული ბიუროს წარმოებაშია საქმე A--------, სადაც კ--------ორი არის შპს ,,კ--------------------ი“.შესაბამისად მოხდა მის სახელზე შსს-ს მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებული ავტომანქანის დაყადაღება, მათ შორისნ-----–---- მ-----–-–---–ის მფლობელობაში მყოფი ავტომანქანა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 28-31)
- დაყადაღების აქტი (ს.ფ. 26-27)
- ცნობა კ-----ის აღსრულების ეროვნული ბიუროდან (ს.ფ. 20)
3.1.3. 2018 წლის 27 თებერვალს აღნიშნული ავტომანქანა საპატრულო პოლიციამ ჩამოართვა მოსარჩელეს და გადაიყვანა საჯარიმო სადგომზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს მითითებით, რის შემდეგაც გახდა მოსარჩელისათვის ცნობილი მიმდინარე საააღსრულებო წარმოების და მის მიერ დ----- მ------–---–ისაგან შეძენილი ავტომობილის დაყადაღების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარის ახსნა-განმარტება (იხ, სარჩელი, სხდომის ოქმი)
3.1.4. ავტომანქანის აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანა ჯერ არ მომხდარა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა კ-----ის აღსრულების ეროვნული ბიუროდან (ს.ფ. 20)
3.1.5. დღეის მდგომარეობით მანქანის საბაზრო ღირებულება საშუალოდ 3000 ლარს
შეადგენს/არ აღემატება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი myauto.ge-დან მანქანის საბაზრო ღირებულებასთან დაკავშირებით (ს.ფ. 32-33).
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო ავტომანქანა წარმოადგენს მოსარჩელე ნ-----–---- მ-----–-–---–ის საკუთრებას. აღნიშნული გარემოების საფუძვლად სასამართლო მიუთითებს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ავტომანქანაზე მისი საკუთრების არსებობის ფაქტი, წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია შემდეგი მტკიცებულებები: მხარეთა მიერ სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება იმყოფებოდა ნ-----–---- მ-----–-–---–ის მფლობელობაში. იგივე დაადასტურა მოწმე ზვიად დათუნაშვილმა, რომელმაც სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით მიუთითა, რომ მას თითქმის 3 წელია სადავო ავტომანქანა შეძენილი ჰყავს მოპასუხე დ----- მ------–---–ისაგან და 1500 აშშ დოლარის სანაცვლოდ მასზე საკუთრების უფლება თავად გადასცა ნ-----–---- მ-----–-–---–ს. აღნიშნულს ადასტურებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საჯარიმო ქვითრების შესახებ ცნობა გაცემული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თ---–---------------------------–--ს მიერ 2018 წლის 12 მარტს, რითაც დადასტურებულია რომ საჯარიმო ქვითრები სადავო ავტომანაქნაზე შედგენილია ნ-----–---- მ-----–-–---–ის მიმართ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოპასუხე მხარე, სადავო ავტომანქანის მოპასუხე კაზანფარ მამედვის საკუთრებად არსებობის ფაქტის დასადასტურებლად შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით. მან სასამართლოს ვერ წარმოუდგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ავტომანქანის კაზანფარ მამედოვის საკუთრებაში არსებობის ფაქტს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ნივთის გადაცემად ითვლება შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ნ-----–---- მ-----–-–---–ის მიერ ქონებაზე საკუთრების უფლების ნამდვილობას ისიც ამყარებს, რომ მოსარჩელემ კეთილსინდისიერად, ნამდვილი უფლების საფუძველზე მიიღო ნივთი და სამი წლის განმავლობაში სარგებლობდა და განკარგავდა როგორც საკუთარს. კერძოდ, იხდიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის გამო ჯარიმებს.
საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131- მუხლის თანახმად ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოპასუხე შპს ,,კ--------------------ის“ წარმომადგენელმა საქმის სასამართლო განხილვის დროს სარჩელი ცნო, ხოლო მეორე მოპასუხე დ----- მ------–---–ი არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც რაიმე უცნობებია სასამართლოსათვის მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ.
საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230- მუხლის თანახმად -1. თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. 2. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-----–---- მ-----–-–---–ის სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 186-ე მუხლები.
`სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17, 31-ე, 32-ე, 44-ე, 45-ე მუხლები;
”მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანება;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და მიღებული იქნას იგი, როგორც ნივთის მესაკუთრე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ნივთის გადაცემად ითვლება შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში.
განსახილველ შემთხვევაში მხარეების მიერ სადავო არ გამხდარა ის გარემოება, იმ სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალება იმყოფებოდა მოსარჩელე ნ-----–---- მ-----–-–---–ის მფლობელობაში. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტი, რომ მოპასუხე შპს ,,კ--------------------ის“ წარმომადგენელმა სარჩელი ცნო. ასევე საქმეში წარმოდგენილი საჯარიმო ქვითრებით დასტურდება, რომ დ----- მ------–---–მა ავტოსატრანსპორტო საშუალება გაასხვისა ნ-----–---- მ-----–-–---–ზე. უდავოა ის ფაქტიც, რომ ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა გადაცემული ჰქონდა ნ-----–---- მ-----–-–---–ს.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 მუხლების თანახმად თუ მესამე პირი ამტკიცებს, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეორე მუხლის თანახმად სამოქალაქო ურთიერთობების მოსაწესრიგებლად კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ისინი ავსებენ კანონის ნორმებს. თუ ეს აქტები ეწინააღმდეგება კანონს, მოქმედებს კანონი.
სასამართლო განმარტავს, რომ მართალია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული ”მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ” ინსტრუქციის შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს წარმოადგენს მხოლოდ ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულუია მესაკუთრედ, მაგრამ აღნიშნული წესის შესაბამისად განხორციელებული რეგისტრაცია არ არის აუცილებელი და ერთადერთი პირობა მოძრავ ქონებაზე (ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე) საკუთრების გადაცემისათვის. აღნიშნული რეგისტრაცია შეიძლება იყოს მხოლოდ ერთ-ერთი მტკიცებულება იმისა რომ ავტომანქანა იმ პირის საკუთრებად ჩაითვალოს, ვინც რეგისტრირებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში საწინააღმდეგოს დადასტურებამდე.
ამასთან ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს გადახდევინება მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით. ამავე კანონის 44-ე მუხლის მიხედვით ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო ავტოსტრანსპორტო საშუალება არ წარმოადგენს სააღსრულებო წარმოებაში მოვალე დ----- მ------–---–ის საკუთრებას და იგი არის ნ-----–---- მ-----–-–---–ის საკუთრება, რომელიც მოვალეს არ წარმოადგენს.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ობიექტური შეფასებით, მხარეთა განმარტებებით და წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია, რადგან დასტურდება სადავო სატრანსპორტო საშუალებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს მიქცეული სარეალიზაციოდ სხვა პირის ვალების უზრუნველსაყოფად.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ნ-----–---- მ-----–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ საქმეზე დაყადაღებული ავტომანქანა ,,ო---– კ------“ სახელმწიფო ნომრით D--------;
1.2. ნ-----–---- მ-----–-–---–ი აღიარებული იქნეს ავტომანქანა ,,ო---– კ------“ სახელმწიფო ნომრით D-------- მესაკუთრედ.
2. მოპასუხე დ----- მ------–---–ს მოსარჩელის ნ-----–---- მ-----–-–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100.00 ლარის ანაზღაურება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე