გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340210116001372106
საქმე #2/342-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27.08.2018 წელი ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე რომან კუპატაძე
სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი
მოსარჩელე - მა----------------–---–ი
წარმომადგენელი - ინ---–----–----ე
მოპასუხეები - ვა-–------------–--ლი, მა-------------–--ლი
წარმომადგენლები - და-----------–---–ი, მა----–----------–---–-------–--ე
დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2015 წლის 23 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე გუ------------------ს სოფე-–----------ში, საკადასტრო კოდი №5-----------;
1.2. ვა-–------------–--ლს საკუთრებაში დაუბრუნდეს გუ------------------ს სოფე-–----------ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №5----------- და საჯარო რეესტრში მის სახელზე აღირიცხოს.
(იხ. სასამართლოს 27.07.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 15:15:03-15:16:18 სთ)
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელემ შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: მოსარჩელის მეუღლემ კო-------------–---–მა, 2014 წლის 04 თებერვლიდან 11 აგვისტომდე პერიოდში, ვა-–------------–--ლს ასესხა თანხა მთლიანობაში 10 900 აშშ დოლარი და 9 500 ლარი. კო-------------–---–ი 2015 წლის 24 ივლისს გარდაიცვალა. 2016 წლის 04 თებერვალს ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად, მოსარჩელე მა----------------–---–ი კო-------------–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეა და სამკვიდრო ქონება მიიღო სრულად. მოპასუხე ვა-–------------–--ლმა სესხად მიღებული თანხა არ დააბრუნა. ამასთან, მოპასუხემ, ვალდებულების შესრულებისგან თავის არიდების მიზნით, საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება, თვალთმაქცურად, მეუღლის მა-------------–--ლის სახელზე გადააფორმა. ქონების გადაფორმება იმ მიზნით მოხდა, რომ მოპასუხემ ვალდებულების შესრულებას თავი აარიდოს. ამიტომ, მოპასუხეებს შორის დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავ ქონებაზე კვლავ ვა-–------------–--ლის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია:
2.1 მოპასუხე მა-------------–--ლმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ვა-–------------–--ლსა და კო-------------–---–ის შორის სასესხო ურთიერთობის შესახებ მისთვის ცნობილი არ არის. 2015 წლის 15 მაისიდან ვა-–------------–--ლთან ოფიციალურ ქორწინებაში აღარ იმყოფება. უძრავ-მოძრავი ქონება, რაც ვა-–------------–--ლის სახელზე იყო აღრიცხული, მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენდა. ვა-–------------–--ლს ჰქონდა თამ----–----–---–ის ვალი 20 000 ლარი, რომლის გადახდაც, განქორწინების შემდგომ, მა-------------–--ლს მოუწია. სანაცვლოდ, ვა-–------------–--ლზე რიცხული ქონება მის სახელზე გადაფორმდა. ამდენად, სადავო ხელშეკრულების დადება მოხდა ურთიერთშეთანხმებით, რასაც წინ განქორწინება და ვა-–------------–--ლის ვალის გასტუმრება უძღვოდა.
2.2. მოპასუხე ვა-–------------–--ლმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. მოპასუხემ მიუთითა, რომ კო-------------–---–ის ვალი არ აქვს. ხელშეკრულების დადება კი მოხდა იმის გამო, რომ მა-------------–--ლს განქორწინების შემდგომ მისი ვალის გადახდა მოუწია. სანაცვლოდ ვა-–------------–--ლმა დათმო ქონება, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. კო-------------–---–მა მოპასუხე ვა-–------------–--ლს 04.02.2014 წელს 5 000 აშშ დოლარი ასესხა, 27.02.2014 წელს 5 000 ლარი ასესხა, 17.03.2014 წელს 4 500 ლარი და 1 300 აშშ დოლარი ასესხა, 19.03.2014 წელს 1 100 აშშ დოლარი ასესხა და 11.08.2014 წელს 3 500 აშშ დოლარი ასესხა. სულ კო-------------–---–მა ვა-–------------–--ლს 04.02.2014 წლიდან 11.08.2014 წლამდე პერიოდში სესხად 10 900 აშშ დოლარი და 9 500 ლარი გადასცა;
3.1.2. კო-------------–---–ი 2015 წლის 24 ივლისს გარდაიცვალა;
3.1.3. მა----------------–---–მა 2016 წლის 04 თებერვალს განცხადებით მიმართა სანოტარო ბიუროს სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით. ნოტარიუსმა იმავე დღეს გასცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვით მა----------------–---–მა, როგორც 24.07.2015 წელს გარდაცვლილი კო-------------–---–ის პირველი რიგის მემკვიდრემ, სამკვიდრო ქონება საკუთრებაში მიიღო;
3.1.4. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მა----------------–---–ის სარჩელი ვა-–------------–--ლის მიმართ თანხის გადახდევინების დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით მოპასუხე ვა-–------------–--ლს მოსარჩელე მა----------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 10 900 აშშ დოლარის და 9 500 ლარის გადახდა. მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 986.7 ლარის და ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი 1000 ლარის ანაზღაურება. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 38-40);
- დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ. 160-168).
3.1.5. მოპასუხეები მა-------------–--ლი და ვა-–------------–--ლი 2015 წლის 15 მაისს განქორწინდნენ;
3.1.6. გუ------------------ს სოფე-–---------ში მდებარე 1055 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე 265.6 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობა, საკადასტრო კოდით №5-----------, საჯარო რეესტრში 2015 წლის 10 ივლისიდან ვა-–------------–--ლის და ნა----–---------–--ლის თანასაკუთრებად იყო რეგისტრირებული.
3.1.7. 2015 წლის 23 ივლისს მა-------------–--ლმა დადო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გუ------------------ს სოფე-–---------ში მდებარე, საჯარო რეესტრში №5----------- საკადასტრო კოდით ვა-–------------–--ლის თანასაკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება შეიძინა. ხელშეკრულების დადებისას მა-------------–--ლი მოქმედებდა 2015 წლის 16 ივნისს გაცემული მინდობილობის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 15-----66) საფუძველზე და ხელშეკრულებას, როგორც გამყიდველის, ასევე მყიდველის მხრიდან ხელს მა-------------–--ლი აწერს. მა-------------–--ლის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე 2015 წლის 28 ივლისს დარეგისტრირდა. 06.05.2016 წელს გაცემული ამონაწერით, უძრავი ქონების თანამესაკუთრეებს მა-------------–--ლი და ნა----–---------–--ლი წარმოადგენენ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 31);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 32);
- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ.22-23).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოსარჩელე მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა სათანადო მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ვა-–------------–--ლსა და მა-------------–--ლს შორის 23.06.2015 წელს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებითი გარიგებაა.
სამოქალაქო სამართალწარმოებაში მტკიცების პროცესთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ [...] სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებენ სასარჩელო მოთხოვნას და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე სხვა გარემოებები, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლითაც აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მტკიცების ტვირთი, მხარეებს შორის, თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ თვითონ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მხარის მიერ მითითებული გარემოებების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აქვე სასამართლო განმარტავს, რომ როგორც წესი სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგადი პრინციპი, რომლის თანახმად ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’
მოსარჩელე მხარის განმარტებით მა-------------–--ლმა იცოდა ვა-–------------–--ლს კო-------------–---–ის ვალი რომ ჰქონდა. ქონების გადაფორმება მოპასუხეებმა ვალდებულებების შესრულებისგან თავის არიდების მიზნით განახორციელეს. აგრეთვე მიუთითა, რომ მა-------------–--ლი და ვა-–------------–--ლი ერთად ცხოვრობენ, როგორც მეუღლეებს ურთიერთობა დღესაც აქვთ და მათი განქორწინება ფორმალურ ხასიათს ატარებს. მოსარჩელემ ამ გარემოების დადასტურების მიზნით საზღვრის კვეთაზე ინფორმაციის გამოთხოვა და მოწმედ ეთ----------–---–ის და ბი-------------–---–ის დაკითხვა მოითხოვა. (იხ.შუამდგომლობა ს.ფ. 233; სასამართლოს 29.03.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 12:08:40-12:09:45 სთ; 25.04.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი; სასამართლოს 27.07.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 15:02:42-15:03:15 სთ).
მოპასუხე მა-------------–--ლმა სასამართლოს 27.07.2018 წლის სხდომაზე განმარტა, რომ წლების განმავლობაში შვილებთან ერთად ქ. თბილისში ცხოვრობდა, ხოლო მისი მეუღლე ვა-–------------–--ლი გურჯაანის რაიონში ცხოვრობდა. ვა-–------------–--ლი ოჯახს ყურადღებას არ აქცევდა და შვილებს მატერიალურად არ ეხმარებოდა. როგორც შემდგომ გაიგო მას სხვა ქალთან ჰქონდა ურთიერთობა. ვინაიდან პედაგოგის ხელფასით შვილების შენახვა გაუჭირდა, ამიტომ 2012 წელს რაიონში ჩამოვიდა და ნაქირავებ ფართში მაღაზია გახსნა. მართალია სოფელში დაბრუნების შემდგომ გარკვეული პერიოდი ვა-–------------–--ლთან ერთად ერთ სახლში ცხოვრობდა, მაგრამ ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონდათ. ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და ამიტომ განქორწინება გადაწყვიტეს. ვა-–------------–--ლის ფულადი ვალდებულებების შესახებ მხოლოდ მოგვიანებით შეიტყო. უძრავ-მოძრავი ქონების გადაფორმება კი მოხდა იმიტომ, რომ განქორწინების შემდეგ ვა-–------------–--ლის ვალის - 20 000 ლარის გადახდა მოუწია. ვალის გადახდის სანაცვლოდ მასზე გაფორმდა ქონება, რომელიც ვა-–------------–--ლზე იყო აღრიცხული (იხ 27.07.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი, მოპასუხის ახსნა-განმარტება.
როგორც აღინიშნა, მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ ვა-–------------–--ლსა და მა-------------–--ლს შორის განქორწინება ფორმალურად მოხდა და ისინი კვლავ ერთ ოჯახად ცხოვრობენ. ამ გარემოების დადასტურების მიზნით სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ეთერი ყოჩაშვილი დაიკითხა. მოწმემ განმარტა, რომ ორი წლის წინ დაინახა ვა-–------------–--ლი იმ საცხოვრებელი სახლიდან გამოსული, რომელშიც მისი მეუღლე და შვილები ცხოვრობენ. ზუსტი დრო არ ახსოვს მაგრამ ეს ფაქტი 2015 ან 2016 წლის ზამთარში მოხდა. მოწმემ განმარტა, რომ მათი ურთიერთობის შესახებ სხვა არაფერი იცის.
მოსარჩელემ აგრეთვე მიუთითა, რომ მა-------------–--ლი შეჰპირდა კო-------------–---–ს ვალის დაბრუნებას. ამ გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელე მხარის შუამდგომლობით ბი-------------–---–ი დაიკითხა. მოწმემ განმარტა, რომ ღვინის ქარხანაში მუშაობისას ხელმძღვანელთან უკმაყოფილება მოუვიდა და ერთი წელი უმუშევარი იყო. კო-------------–---–ს შემთხვევით ქ. გურჯაანში შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ ექსკავატორი უნდა გაჩვენო. ასევე უთხრა, რომ ვა-–----ს მისი ვალი აქვს და როგორც კი თანხას დაუბრუნებენ ექსკავატორს იყიდიდა. აგრეთვე უთხრა, რომ ვა-–---- და მისი მეუღლე ვალის დაბრუნებას შეჰპირდნენ. ამ შეხვედრიდან დაახლოებით 4-5 დღის შემდეგ კო-------------–---–ი გარდაიცვალა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მხარის ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება) მოპასუხეებს შორის ფაქტობრივი ცოლ-ქმრული ურთიერთობის ფაქტის არსებობა ვერ დადასტურდა. მოწმემ, რომლის დაკითხვაც ამ გარემოების დადასტურების მიზნით მოხდა, განმარტა, რომ მხოლოდ ერთხელ და ისიც რამოდენიმე წლის წინ დაინახა ვა-–------------–--ლი იმ სახლიდან გამოსული, სადაც მა-------------–--ლი ცხოვრობს. მოწმის ეს განმარტება, ვერ გახდება მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლად მითითებული გარემოების დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულება, ვინაიდან მისი ჩვენებით არ დასტურდება, რომ მოპასუხეები დღესაც ერთ ოჯახად ცხოვრობენ. სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლო თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმის ჩვენებით სასამართლოს ვერ ჩამოუყალიბდა შინაგანი რწმენა იმისა, რომ მოპასუხეებს შორის განქორწინება ფორმალური ხასიათისაა და მათ შორის ოჯახური ურთიერთობა გრძელდება. გარდა აღნიშნულისა სხვა მტკიცებულება, რაც მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი გახდებოდა, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია.
რაც შეეხება მოწმე ბი-------------–---–ის ჩვენებას, იგი, თავისი შინაარსით, არ წარმოადგენს სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენისთვის საჭირო და მნიშვნელოვან მტკიცებულებას.
სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების დროს ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებს ნების ნაკლს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ განჩინებაში განმარტა, რომ [...] ამ მხრივ მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლება, ევალება მოსარჩელეს. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს შორის) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე და, ასევე, მათი ოჯახის წევრის მიერ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების თაობაზე.“ (იხ. სუს გადაწყვეტილება საქმე №ას-1266-1195-2012, 14.11.2013 წელი; საქმე №ას-1347-1272-2012, 2013 წლის 1 ივლისი; საქმე №ას-1439-1357-2012 1 ივლისი 2012 წელი. 2010 წლის 30 აპრილის №ას-571-879-09 განჩინება).
მოცემულ შემთხვევაში სადავო გარიგების მხარეებს ყოფილი მეუღლეები წარმოადგენენ. საქმის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ მიუხედავად მოპასუხეებს შორის არსებული რეგისტრირებული ქორწინებისა, მათ წლების განმავლობაში კარგი ოჯახური ურთიერთობა არ ჰქონდათ და სწორედ ამიტომ, საბოლოოდ, განქორწინება გადაწყვიტეს. მოპასუხე მა-------------–--ლმა განმარტა, რომ ვა-–------------–--ლის თამ----–----–---–ის ვალი ჰქონდა. ამ უკანასკნელთან კარგი დამოკიდებულების გამო გადაწყვიტა ვა-–------------–--ლის ვალი თავად გადაეხადა. ამასთან, ვა-–------------–--ლს შეუთანხმდა, რომ ვალის გადახდის შემთხვევაში სანაცვლოდ უძრავი ქონება და ავტომანქანა საკუთრებაში უნდა მიეღო. მოპასუხე მხარემ წარმოადგინა თამ----–----–---–ის ხელწერილი, სადაც აღნიშნულია, რომ მა-------------–--ლმა ვა-–------------–--ლის ვალი - 20 000 ლარი გადაიხადა. აგრეთვე, მოპასუხის შუამდგომლობით თამ----–----–---–ი მოწმედ დაიკითხა, რომელმაც განმარტა, რომ რამოდენიმე წლის წინ მისმა ოჯახმა ბინის ყიდვა გადაწყვიტა. ამისთვის საჭირო თანხას გერმანიაში მყოფი და აგზავნიდა. ვა-–------------–--ლი წლების განმავლობაში ვალუტის გადაცვლით იყო დაკავებული. ვინაიდან სამშენებლო კომპანიასთან ანგარიშსწორება ლარში უნდა მომხდარიყო, ეროვნულ ვალუტაში მაღალი კურსით გადაცვლის მიზნით, თანხას ვა-–------------–--ლს აძლევდა, რომელიც ლარში გადაცვლის შემდეგ თანხას აბრუნებდა. სამშენებლო კომპანიაში თანხის გადახდა ნაწილ-ნაწილ ხდებოდა. ბოლოს 20 000 ლარი უნდა გადაეხადა. ამჯერადაც ეროვნულ ვალუტაში მაღალი კურსით გადაცვლის მიზნით თანხა ვა-–------------–--ლს გადასცა, მაგრამ ვა-–------------–--ლმა ბოლოს გადაცემული თანხა აღარ დააბრუნა და ვერც მისი ნახვა გახდა შესაძლებელი. მისი ადგილსამყოფელის გაგების მიზნით მა-------------–--ლს მიაკითხა, რომელმაც უპასუხა, რომ არ იცოდა თუ სად იყო ვა-–---- წასული. მოწმემ განმარტა, რომ მან იცოდა ვა-–------------–--ლს და მა-------------–--ლს კარგი ურთიერთობა რომ არ ჰქონდათ, მაგრამ მიაკითხა იმ იმედით, რომ იქნებ მისი ადგილსამყოფელის დადგენაში დახმარებოდა. მა-------------–--ლის პასუხზე განერვიულებულმა ტირილი დაიყო. მაშინ მა-------------–--ლი შეჰპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რომ როგორმე ეს თანხა მისთვის გადაეხადა. მოწმემ განმარტა, რომ ვა-–------------–--ლი ვერ ნახა და მისი გადასახდელი თანხა 20 000 ლარი მარინე ქადაგიშვილმა ნაწილ-ნაწილ დააბრუნა. მოგვიანებით კი მა-------------–--ლის თხოვნით ეს გარემოება ხელწერილით დაადასტურა.
საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ვა-–------------–--ლმა საქართველოს საზღვარი 2015 წლის 23 დეკემბერს გადმოკვეთა და 12.06.2016 წლამდე იმყოფებოდა საქართველოში. 12.06.2016 წელს მან გადაკვეთა საზღვარი და 02.05.2018 წლის მდგომარეობით არსებული მონაცემით საქართველოში არ იმყოფება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ შეძლო ოჯახის წევრებს შორის დადებული გარიგების მიმართ არსებული იმ ვარაუდის გაქარწყლება, რომლის მიხედვით ოჯახის წევრებს შორის გარიგების დადება პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით ხდება. მოპასუხე მა-------------–--ლმა სასამართლოს წარმოუდგინა მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდა, რომ უძრავი ქონების მის სახელზე გაფორმებას წინ ვა-–------------–--ლთან განქორწინება და თამ----–----–---–ის მიმართ ვალდებულების შესრულება უძღვოდა. ამდენად, მოპასუხე მხარემ დაადასტურა, რომ გარიგება ნამდვილი ნების და შესაბამისი შედეგის დადგომის მიზნით დადო. თავის მხრივ მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა, რომ ვა-–------------–--ლსა და მა-------------–--ლს შორის ქორწინების შეწყვეტა ფორმალურ ხასიათს ატარებდა და რომ მეუღლეები კვლავ ერთად ცხოვრობენ. აგრეთვე ვერ დაადასტურა, რომ გარიგების დადება მოსარჩელის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულებისგან თავის არიდების მიზნით მოხდა. შესაბამისად, მოსარჩელე მხარემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა, რომ მხარეებმა მოჩვენებითი გარიგება დადეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შუამდგომლობა (ს.ფ. 233);
- საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მომართვა (ს.ფ. 264-265);
- მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (სასამართლოს 27.07.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მა----------------–---–ის სარჩელი მა-------------–--ლსა და ვა-–------------–--ლს შორის დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ორმხრივი გარიგების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მხარეთა ნება მიმართულია ყიდვა-გაყიდვის თაობაზე სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისაკენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის განმსაზღვრელია, რომ ნივთის გამყიდველი იყოს მისი მესაკუთრე და შესაბამისად, გარიგების დადებისას გამოხატული იყოს მისი ნება ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით. გარიგების ნამდვილობაც დამოკიდებულია მესაკუთრის ნების ნამდვილობაზე.
ამავე კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3111 მუხლის თანახმად, 1) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე შესაბამისი უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით დადებული გარიგება. გარიგება ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით; 2) თუ გარიგების მონაწილე მხარეები გარიგებას ხელს აწერენ მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, მაშინ გარიგების ნამდვილობისათვის არ მოითხოვება გარიგების ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმება; 3) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული გარიგებები ძალაში შედის ამ გარიგებებით განსაზღვრული უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დადასტურებულია, რომ გუ------------------ს სოფე-–---------ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №5-----------, საჯარო რეესტრში 06.07.2015 წლიდან, ვა-–------------–--ლის და ნა----–---------–--ლის თანასაკუთრებად იყო რეგისტრირებული. 2015 წლის 23 ივლისს მა-------------–--ლმა დადო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ვა-–------------–--ლის თანასაკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება შეიძინა. ხელშეკრულების დადებისას მა-------------–--ლი მოქმედებდა 2015 წლის 16 ივნისს გაცემული მინდობილობის საფუძველზე და ხელშეკრულებას, როგორც გამყიდველის, ასევე მყიდველის მხრიდან, ხელი მა-------------–--ლმა მოაწერა. ხელშეკრულებაზე ხელმოწერა მარეგისტრირებელი ორგანოს წარმომადგენლის თანდასწრებით მოხდა. მა-------------–--ლის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე 2015 წლის 28 ივლისს დარეგისტრირდა.
ამდენად, ფორმალური თვალსაზრისით სადავო ხელშეკრულება აკმაყოფილებს კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას, რაც უძრავი ქონების ნასყიდობის შემთხვევაშია გათვალისწინებული. დავის საგანი მდგომარეობს იმაში, რომ დაიდო თუ არა ხელშემკვრელ მხარეებს შორის ნამდვილი გარიგება, თუ მისი დადება მოხდა მესამე პირების მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულებისგან თავის არიდების მიზნით მოსაჩვენებლად და იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების არსი მდგომარეობს იმაში, რომ მისი არსებობის შემთხვევაში აუცილებელია, ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილი გულისხმობს სწორედ ისეთ შემთხვევას, როდესაც როგორც ნების გამომვლენი, ისე მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს და ორივე მხარეს აღნიშნული გაცნობიერებული აქვს. ნების გამოვლენა გარიგების აუცილებელი ელემენტია და მისი (ნების) არარსებობა გარიგების ბათილობის საფუძველია. ნების გამოვლენა არის სამართლებრივი შედეგის დადგომის სურვილის გარეგნული გამოხატვა კანონით დადგენილი ფორმით. ნების გამოხატულებით გარიგების მონაწილენი აფიქსირებენ იმ მიზანს, რომლის მიღწევაც სურთ და ამისათვის კანონით განსაზღვრულ სამართლებრივ საშუალებებს იყენებენ. ამასთან, სამართლებრივ შედეგს იწვევს მხოლოდ ნამდვილი ნების გამოვლენა, რაც გულისხმობს ნების შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
სასამართლო, სადავო საკითხის გადასაწყვეტად, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავს საკითხთან დაკავშირებით დადგენილ პრაქტიკაზე. კერძოდ, საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში განმარტა შემდეგი [...] მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდნენ ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამრიგად, განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებითი გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება”, „გარიგება” მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. სასამართლო პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება, მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ “ურთიერთშეთანხმებაზე”, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.“(იხ. სუს გადაწყვეტილება საქმე №ას-1266-1195-2012, 14.11.2013 წელი)
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებით მოჩვენებითი გარიგებისათვის დამახასიათებელი ძირითადი ნიშანი – მხარეთა ,,ურთიერთშეთანხმება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ არ დაფიქსირდა. ეს უკანასკნელი კი გამორიცხავდა მოპასუხეებს შორის 2015 წლის 23 ივლისს დადებული გარიგების ამ მოტივით ბათილად ცნობას. სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ როგორც წესი, მოჩვენებითი გარიგება ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი მის არანამდვილობაზე მიუთითებს და წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებად მიჩნევის და შესაბამისად, გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს. მხარემ, რომელიც სადავო გარიგების მხარეთა ნების არანამდვილობაზე უთითებს, ვალდებულია წარუდგინოს სასამართლომ ამ გარემოების დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულება, რომლის შესწავლის და გამოკვლევის შედეგად სასამართლოს ჩამოუყალიბებს შინაგან რწმენას, რომ სადავო გარიგების დადებისას მხარეები შესაბამისი იურიდიული შედეგის დადგომის სურვილით კი არა არამედ სხვა განზრახვით მოქმედებდნენ. განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულების ბათილობაზე მოსარჩელე მხარემ მიუთითა. შესაბამისად, ამ გარემოების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. ამავდროულად, როდესაც გარიგება ოჯახის წევრებს შორის იდება, არსებობს იმის ვარაუდი, რომ იგი მოჩვენებითია და მიზანი შეიძლება მესამე პირის წინაშე შესასრულებელი ვალდებულებისგან თავის არიდება წარმოადგენდეს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ სასამართლოსთვის მიცემული განმარტებისა და წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სრულიად გააქარწყლა ასეთი ვარაუდის არსებობა, ხოლო მოსარჩელემ ვერ შეძლო ხელშეკრულების მოჩვენებითობის ფაქტის დადასტურება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მა----------------–---–ის მოთხოვნა 23.07.2015 წელს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და უძრავ ქონებაზე ვა-–------------–--ლის საკუთრების უფლების რეგისტრაციის აღდგენის თაობაზე უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 1240 ლარის ოდენობით. თავდაპირველი სარჩელით მხარემ თანხის დაკისრება, უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების და ავტომანქანის გასხვისებასთან დაკავშირებით დადებული ერთობლივი განცხადების ბათილად ცნობა მოითხოვა.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 30.03.2017 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მა----------------–---–ის სარჩელი ვა-–------------–--ლის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა 10 900 აშშ დოლარის და 9 500 ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟიდან 986.70 ლარის და ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი 1000 ლარის ანაზღაურება.
მოცემული სარჩელით განსახილველი მოთხოვნაა უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების და ავტომანქანის გასხვისების შესახებ ერთობლივი განცხადების ბათილად ცნობა, რომლისთვისაც გადასახდელი ბაჟი თითოეულზე 100 ლარს შეადგენს. მოსარჩელე მხარემ 27.07.2018 წლის სხდომაზე დააზუსტა მოთხოვნა და მხოლოდ უძრავ ქონებაზე ნაწილში დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა, რაც არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 153.3 ლარი (1240-986.7=253.3; 253.3-100=153.3), ხოლო 100 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავის გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ-უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის განჩინებით მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო მა-------------–--ლის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე გუ------------------ს სოფე-–---------ი, საკადასტრო კოდი №5----------- და ავტომანქანა მერსედეს-ბენცს, რომლის საიდენტიფიკაციო ნომერია WD--------------7, რეგისტრაციის სანომრე ნიშანი VS----V სარეგისტრაციო მოწმობა RV05----5.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მა----------------–---–ის სარჩელი მოპასუხეების მა-------------–--ლის და ვა-–------------–--ლის მიმართ არ დაკმაყოფილდა შესაბამისად, არ არსებობს 25.05.2016 წლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვების სამართლებრივი საფუძველი და იგი უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 41-ე, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 251-ე, 2591, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე მა----------------–---–ის სარჩელი მოპასუხეების ვა-–------------–--ლის და მა-------------–--ლის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 25.05.2016 წლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც ყადაღა დაედო მა-------------–--ლის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე გუ------------------ს სოფე-–---------ი, საკადასტრო კოდი №5----------- და ავტომანქანა მერსედეს-ბენცს, რომლის საიდენტიფიკაციო ნომერია WD--------------7, რეგისტრაციის სანომრე ნიშანი VS----V;
3. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 53.3 ლარის ოდენობით (საგადახდო დავალება #10152491; გადახდილი თანხა - 1240 ლარი; გადახდის თარიღი - 16.05.2016 წელი; გადამხდელი - მა----------------–---–ი);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე რომან კუპატაძე