გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2374644-2/268-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
08 აგვისტო, 2018 წელი ქ. ახა-––--ე
ა--------------------–ი სასამართლო
მოსამართლე გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი თამარ ცინაძე
მოსარჩელე - ა-–--------------
წარმომადგენელი - ნი--------------ძე
მოპასუხე - კი------–-----ან, რუ--–-------–------ნ
წარმომადგენელი - ოთ-----------–-ძე
დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და ქორწინების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2----–-–----------------–ს კ----------------------------–-------–------ნს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე ა-------------------------–--------------------------------------
1.2. ა-–--------------ი ცნობილ იქნა კი------–-----ანთან ქორწინების გა---ვლობაში შეძენილი ქონების მდებარე ა-----------------------–-----------–--------------------------- თანამესაკუთრედ.
მოსარჩელემ სარჩელი დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2----–-–------------–ს მოსარჩელე ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა კი------–-----ანთან და ერთად ცხოვრების დროს შეეძინათ ო----–---–- მი-–--------–-----ან დაბადებული 2----–-–----------------–ს და სა----–-----–-----ან დაბადებული 2----–-–-ს 2----------
ერთად ცხოვრების დროს 2----–-–-ს 2------------ შეიძინეს ბინა მდებარე ა---------------------–-----------–-, სადაც ცხოვრობდნენ მთელი ოჯახით. ბინის ყიდვაში 500 ამერიკული დოლარით მოსარჩელეს დაეხმარა მამა, რომელმაც ისესხა მეზობლისგან. ბინა გააფორმეს კი------–-----ანის სახელზე, რადგან ამას არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ. კი------–-----ა--- ხშირად იცოდა ოჯახში უმიზეზოდ ჩხუბი, მაგრამ არ მოსარჩელე ამას მნიშვნელობას არ აძლევდა და ითმენდა, რადგან ჰყავდა გასაზრდელი ო----–---–- და ბავშვებს როგორც დედა სჭირდებათ, ასევე მამა ჭირდებათ სწორი აღზრდისათვის. 2----–-–----------------–ს კი------–-----ა--- ა-–--------------ს მიაყნა როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცყოფა და ღამის 04 საათზე გამოაგდო ორ შვილთან ერთად სახლიდან, რაზედაც მოსარჩელემ ვ--–-- პოლიციის განყოფილებას. ვინაიდან მოპასუხე კი------–-----ნი მაშინვე იმუქრებოდა, რომ ბინას გაასხვისებდა ამის გამო მოსარჩელეს გაუჩნდა საფუძვლიანი შიში, რომ ორ შვილთან ერთად დარჩებოდა ქუჩაში, ამიტომ 2----–-–----------------–- მიმართა ა--------------------– სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით. 20---–-–----------------–-- განჩინებით ა--------------------–მა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოთხოვნა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ა--------------------–- 20---–-–--------------ლის განჩინება წარადგინა რეგისტრაციისათვის 2----–-–----------------–ს, რადგან წინა დღეები იყი არასამუშაო. 0-----------–-ს განჩინება არ იქნა საჯარო რეესტრის წარმოებაში მიღებული, რადგან აღმოჩნდა, რომ მოპასუხე კი------–-----ანს 2----–-–----------------– უკვე შეედგინა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება თავისი ძ--- მოპასუხე რუ--–-------–------ნის სახელზე და დაჩქარებული წესით 2----–-–----------------–- საჯარო რეესტრში უკვე მოეხდინათ რეგისტრაცია ძ--- რუ--–-------–------ნის სახელზე.
2----–-–------------------- ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული იქნა მოსაჩვენებლად და მიზნად არ ისახავდა შესაბამისი იურიდიული შედეგის დადგომას. გარიგების დადების მიზანს მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემებში მესაკუთრის შეცვლა წარმოადგენდა. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება ატარებს ფორმალურ ხასიათს, იგი დაიდო მოსაჩვენებლად, და ყალბია, რომ მოსარჩელე უძრავ ქონებაზე აღარ ყოფილიყო თანამესაკუთრედ ცნობილი და ო----–---–-თ დარჩეს უბინაოდ ქუჩაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი კ----------------------------–-------–------ნს შორის 2----–-–----------------–ს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რადგან რეალობაში იგი არ შემდგარა, გარიგება დაიდო მოსაჩვენებლად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე კ--------------------------------- სარჩელი არ სცნეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ა-–--------------ი და მოპასუხე კი------–-----ანი 2----–-–-------მყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა N1---------1-ის ასლი (იხ.ს.ფ.25).
3.1.2. თანაცხოვრების პერიოდში ა-–--------------ს და კი------–-----ანს შეეძიანათ ო----–---–- 2----–-–---------------–- დაბადებული მ-------------------- და 2----–-–-ს 2--------- დაბადებული ს--------------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობები N5-----------------------7 (იხ. ს.ფ.26-27).
3.1.3. უძრავი ქონება მდებარე ა----------------------–------------------------------------ უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა კი------–-----ანის სახელზე, რეგისტრაციის თარიღია 2---------–-
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ს.ფ.43-44).
3.1.4. 2----–-–----------------–- ა-–--------------მა სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებით მიმართა ა--------------------– სასამართლოს და ითხოვა ყადაღა დაედოს კი------–-----ანის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას მდებარე ა----------------------–-------------------------------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება (იხ.ს.ფ.34-35).
3.1.5. ა--------------------–ი სასამართლოს 20---–-–--------------ლის განჩინებით (------------------ ა-–--------------ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კი------–-----ანს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (--------------------------------------------------–---------------------–------------------ - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განჩინება (იხ.ს.ფ.36-40).
3.1.6. 2----–-–----------------–ს კ----------------------------–-------–------ნს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე ა----------------------–------------------------------------და აღნიშნული უძრავი ქონება აღირიცხა რუ--–-------–------ნის საკუთრებად საჯარო რეესტრში 0----------–-–------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ს.ფ.41-42).
- ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ.ს.ფ.30-31).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე კი------–-----ანის და რუ--–-------–------ნის წარმომადგენელების გა---რტებას, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენდა მხარეთა ნამდვილი ნების გამოვლენას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხვნების თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-გა---რტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა 2----–-–----------------–ს, მაშინ, როდესაც ა-–--------------ი აპირებდა ა--------------------– სასამართლოში დავის წამოწყებას აღნიშნულ ქონებაზე. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის გა---რტებას იმასთან დაკავშირებით, რომ კი------–-----ა--- აღნიშნული ქონება შეიძინა ძ--- რუ--–-------–------ნის კუთვნილი თანხით, ვინაიდან საქმეზე აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოდგენილა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სამოქალაქო საქმე, მოისმინა მხარეთა ახსნა-გა---რტებები, შეამოწმა სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ა-–--------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლების თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა - არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმის მიხედვით იურიდიული ინტერესის არსებობა არსებითად უკავშირდება აღიარებით სარჩელის აღძვრის შესაძლებლობასა და დასაშვებობას. იურიდიული ინტერესის არსებობისათვის აუცილებელია არსებობდეს მხარეთა შორის დავა უფლების თუ სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ე.ი. მოპასუხე უნდა ეცილებოდეს (ედავებოდეს) მოსარჩელეს უფლებაში; ასეთი დავა უნდა ქმნიდეს ამ უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას;
აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა, დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ანუ ამ გადაწყვეტილებას სრულიად გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის;
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–--------------ის სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, წარმოადგენს აღიარებით სარჩელს.
მოცემულ შემთხვევაში, ა-–--------------ის იურიდიული ინტერესი მდგომარეობს მასში, რომ კ----------------------------–-------–------ნს შორის 2----–-–----------------–ს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ გარიგების ბათილად ცნობის შემთხვევაში მეუღლეთა მიერ ქორწინების გა---ვლობაში შეძენილ ქონებაზე, როგორც საერთო ქონებაზე, აღდგება ა-–--------------ის თანასაკუთრების უფლება და ასევე მოითხოვს ამ ქონების ½------- მესაკუთრედ ცნობას.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2----–-–----------------–ს კ----------------------------–-------–------ნს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე ა----------------------–------------------------------------და აღნიშნული უძრავი ქონება აღირიცხა რუ--–-------–------ნის საკუთრებად საჯარო რეესტრში 0----------–-–------
ნასყიდობის ხელშეკრულება თავისი შინაარსით არის მოჩვენებითი გარიგება, იგი დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, ქორწინების გა---ვლობაში შეძენილი ქონების გაყოფის თავიდან აცილების მიზნით, რასაც ისიც მოწმობს, რომ კი------–-----ა--- გაასხვისა მაშინ როდესაც მისი მეუღლე სახლიდან წამოვიდა და დაიწყო დავა ა--------------------– სასამართლოში ზუსტად აღნიშნული ქონების მიმართებაში. ასევე გასათვ--–--წინებელია ის გარემოებაც, რომ 2----–-–----------------–ს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოხდა დაჩქარებული წესით 2----–-–----------------–- მეორე დღესვე.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოპასუხე კი------–-----ანის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე გა---რტა, რომ სადავო ქონება კი------–-----ა--- შეიძინა ძ--- მიერ მიცემული ფულით, ვინაიდან მას თანხა აღარ გააჩნდა, რათა ძ-------- დაებრუნებინა, მან ვალის გადახდა გადაწყვიტა სადავო ქონების გასხვისებით. აღნიშნულთან დაკავშირებით კი მოპასუხე მხარის მიერ რაიმე სახის მტკიცებულება სასამართლო პროცესზე არ წარმოდგენილა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა 2013 წლის 01 ივლისის Nას-1347-1272-2012 განჩინებაში გა---რტავს, რომ ,,მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფაქტიურ გარიგებასა და ნების მიმღების ადრესატის თანხმობას შორის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამრიგად, განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა ,,ურთიერთშეთანხმება“, ,,გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. სასამართლო პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან, (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ.). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ,,ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.
ამ მხრივ მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლება ევალება მოსარჩელეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს შორის) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, ივარაუდება, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე და ასევე მათი ოჯახის წევრის მიერ ქონებრივი პასუხიმგებლობისაგან თავის არიდების თაობაზე".
ის ფაქტი, რომ კი------–-----ა--- თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომელზეც დავა მიმდინარეობდა სასამართლოში მიყიდა ძ---- რა თქმა უნდა, შეიძლება მიუთითებდეს კი------–-----ანის ნების გამოხატვაზე, მაგრამ მოპასუხეებს ეკისრებათ ტვირთი, ამტკიცონ ის, თუ რამ განაპირობა და რა აუცილებლობა არსებობდა კი------–-----ანის მიერ თავის სახელზე რეგისტრირებული სადავო უძრავი ქონების გასხვისება ძ----- მაშინ, როცა მისმაი მეუღლემ მიმართა სასამართლოს სწორედ აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით დავის დაწყების მოთხოვნით.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებს ეკისრებათ ტვირთი ასევე ამტკიცონ, რომ კი------–-----ანს გააჩნდა სურვილი გაესხვისებინა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, მაგრამ უბრალოდ მან თავისი სურვილი განახორციელა მისთვის ხელსაყრელი დროს. ასევე, მიუხედავად ოჯახის წევრობისა, რუ--–-------–------ნისთვის არ იყო ცნობილი ა-–--------------სა და კი------–-----ანს შორის მიმდინარე საოჯახო დავის თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში სადავო ხელშეკრულების მხარეებს ძ---- წარმოადგენენ. სასამართლოს მოსაზრებით რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის მიერ ამა თუ იმ ქონებაზე უფლების არსებობა ნებისმიერი მესამე პირისთვის წარმოშობს ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ ქონებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ასევე, მესაკუთრის მეუღლე. მეუღლეთა შორის უთანხმოების არსებობის პირობებში, ასეთ ქონებაზე უფლების მოპოვება პირდაპირ მიუთითებს უფლების შემძენის მხრიდან ერთ-ერთი მეუღლის ინტერესების უგულველყოფაზე, რაც შემძენის კეთილსინდისიერებას გამორიცხავს.
ასევე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე რუ--–-------–------ნისთვის ცნობილი იყო ა-–--------------სა და კი------–-----ანს შორის მიმდინარე საოჯახო დავის თაობაზე, აქედან გამომდინარე, 2----–-–----------------–ს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები თავისი შინაარსით არის მოჩვენებითი და თვალთმაქცური, ისინი დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, ქორწინების გა---ვლობაში შეძენილი ქონების გაყოფის თავიდან აცილების მიზნით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების გა---ვლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.
ამავე კოდექსის 1160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ:
ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ;
ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას.
სასამართლოს მიერ დადგენილია და სადავო არ არის ის ფაქტი, რომ მოსარჩელე ა-–--------------ი და მოპასუხე კი------–-----ანი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2----–-–---ან. სადავო უძრავი ქონება კი კი------–-----ა--- დაირეგისტრირა 2----–--–--
სასამართლო გა---რტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, სადავო უძრავი ქონება შეძენის დღიდან იგი წარმოადგენს მეუღლეთა საერთო ქონებას და მოსარჩელე ა-–--------------ს ამ ქონებაზე, როგორც მეუღლეთა მიერ ქორწინების გა---ვლობაში შეძენილ ქონებაზე, წარმოეშვა თანასაკუთრების უფლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხვნების თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-გა---რტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე კი------–-----ანს რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სადავო ქონება შეძენილია მის ძ--- მიერ გამოგზავნილი ფულით, ასევე მას გააჩნდა სურვილი ქონების გასხვისების, მაგრამ უბრალოდ თავი აარიდა სამართლებრივ ფორმალობებს, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ კი------–-----ანს და რუ--–-------–------ნს შორის 2----–-–---------------–ს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება თავისი შინაარსით არის მოჩვენებითი და თვალთმაქცური, იგი დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, ქორწინების გა---ვლობაში შეძენილი ქონების გაყოფის თავიდან აცილების მიზნით, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, სადავო ქონება შეძენის დღიდან იგი წარმოადგენს მეუღლეთა საერთო ქონებას და მოსარჩელე ა-–--------------ს მასზე, როგორც მეუღლეთა მიერ ქორწინების გა---ვლობაში შეძენილ ქონებაზე, წარმოეშვა თანასაკუთრების უფლება.
აღნიშნული გარემოებები წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივ, ასევე სამართლებრივ საფუძვლებს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული კატეგორიის დავებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრებით დასტურდება, რომ ა-–--------------ის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილია სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე და უზრუნველყოფაზე 150 და 270 ლარის ოდენობით, ასევე 10--------– სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვ--–--წინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს სოლიდარულად მოსარჩელე ა-–--------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ გაწეული საპროცესო ხარჯის (სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე 10--------– გადახდილი სახელმწიფო ბაჟი) 50 (ორმოცდაათი) ლარის და (სასარჩელო განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი) 150 ლარის ანაზღაურება, ხოლო მოსარჩელე ა-–--------------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდ დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 220 ლარი, ხოლო 50 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ვინაიდან ა--------------------–ი სასამართლოს 20---–-–--------------ლის განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში, ა--------------------–ი სასამართლოს მიერ 20---–-–------------–- მიღებულია განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მომავალი მოპასუხე რუ--–-------–------ნს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (--------------------------------------------------–---------------------–------------------ - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. იმის გათვ--–--წინებით, რომ ა-–--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს ამ სარჩელთან დაკავშირებით ა--------------------–ი სასამართლოს მიერ 2----–-–------------–-ს განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა-–--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2.ბათილად იქნეს ცნობილი ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული 2----–-–----------------–ს უძრავ ქონებაზე მდებარე ა-------------------------–--------------------------------------
3.ა-–--------------ი ცნობილ იქნეს უძრავი ქონების მდებარე ა-------------------------–-------------------------------------- თ--------------------------
2. მოპასუხეებს კი------–-----ანს და რუ--–-------–------ნს სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 200 ლარის გადახდა მოსარჩელე ა-–--------------ის სასარგებლოდ.
3. მოსარჩელე ა-–--------------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 220 ლარი.
4. ძალაში დარჩელს ა--------------------–ი სასამართლოს 2----–-–------------–-ს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვ--–--წინებული წესების დაცვით ა--------------------–ი სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ა--------------------–ი სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი ლონდარიძე