გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.08.2018
საქმის ნომერი
200210117002157708
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
29.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/848-17

N200210117002157708

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 აგვისტო, 2018 წელი თელავი

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი - სოფიკო ჩაფურიშვილი

მოსარჩელე - სს ,,კ------- ბანკი“ წარმომადგენელი - ქე---------–---–ი მოპასუხეები - გ------ი ბ--------ე, შ------ა გ----–---–ი, ა----- არ----–---ი დავის საგანი - ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1.მოპასუხეებს გ------ი ბ--------ეს, შ------ა გ----–---–სა და ა----- არ----–---ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 5522,46 (ხუთი ათას ხუთას ოცდაორი ლარი და ორმოცდაექვსი თეთრი) ლარის გადახდა, აქედან ძირი თანხა შეადგენს 3590,33 (სამი ათას ხუთას ოთხმოცდაათი ლარი და ოცდაცამეტი თეთრი) ლარს, სესხზე დარიცხული პროცენტი 1332,63 (ათას სამას ოცდათორმეტი ლარი და სამოცდასამი თეთრი) ლარს, დაზღვევა 226,51 (ორას ოცდაექვსი ლარი და ორმოცდათერთმეტი თეთრი) ლარს, ჯარიმა 348.19 (სამას ორმოცდარვა ლარი და ცხრამეტი თეთრი) ლარს, საკომისიო 24.80 (ოცდაოთხი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარს.

1.2.მოპასუხეებს გ------ი ბ--------ეს, შ------ა გ----–---–ს და ა----- არ----–---ს მოსარჩელისათვის გადასახდელად სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 165.70 (ას სამოცდახუთი ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარი, მოსარჩელის მიერ გადახდილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის განსაზღვრული ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი.

მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრის ამონაწერების განახლებისათვის გაწეული ხარჯი - 11.00 (თერთმეტი) ლარის ოდენობით, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში უძრავ ქონებაზე შეზღუდვის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯი - 21.00 (ოცდაერთი ლარი) ლარის ოდენობით, რომლის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს წარმოგიდგენთ დამატებით.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2015 წლის 13 ნოემბერს სს „კ------- ბანკსა“ და გ------ი ბ--------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 5000.00 (ხუთი ათასი) ლარი 36 თვის ვადით, 1.89 % ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით. ხელშეკრულების 3.15 მუხლის საფუძველზე, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, ან თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5% პროცენტი არის 2 ლარზე ნაკლები, მაშინ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება ჯარიმა 2 ლარი, ხოლო დანარჩენ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით ( პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე). ასევე, სესხის ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო შენატანი. აგრეთვე, ხელშეკრულების 3.2 მუხლის თანახმად, სესხის გადახდის გრაფიკი შესაძლოა ითვალისწინებდეს მომსახურების გადასახდელებს.ასევე, მსესხებელს ჰყავს ორი თავდები. კერძოდ, 2015 წლის 13 ნოემბერს სს „კ------- ბანკსა“ და შ------ა გ----–---–ს, ასევე ა----- არ----–---ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის გ------ი ბ--------ის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი ექნება იძულებით აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა.მსესხებელმა და თავდებებმა 2015 წლის 13 ნოემბერს სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა არ გადაიხადეს, კერძოდ თანხა არ გადაუხდიათ 2017 წლის 24 თებერვლის შემდგომ. შესაბამისად მსესხებლის და თავდების მიერ დარღვეული იქნა როგორც სესხის და თავდებობოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები, ისე სამოქალაქო კოდექსის მე-8, 316-ე, 317-ე, 61-ე, მე-400, 627-ე, 895-ე, 896 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ყოველივე ამის გამო მსესხებელი და თავდები არაერთხელ იქნენ გაფრხილებული, როგორც ზეპირი, აგრეთვე სატელეფონო შეტყობინებებით და გაფრთხილების წერილების ჩაბარების გზით. მიუხედავად ამისა სესხი არ იქნა გადახდილი, არც მიუღიათ რაიმე ზომები სესხის დროულად და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში გადასახდელად. აქვე გაცნობებთ, რომ შპს „მისო კ-------მ“ 2016 წლის სექტემბერში შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად მისო „კ-------დ“, ხოლო უკვე 2017 წლის მარტში შეიცვალა დასახელება და გახდა სს „კ------- ბანკი“. საეჩელზე წარმოდგენილი დოკუმენტები გაფორმებულია ცვლილებებამდე, რის გამოც ხელშეკრულებები მხარედ მოხსენიებულია შპს „მისო კ-------“.

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილ წერილობით შესაგებელით სარჩელი ცნეს ნაწილობრივ ძირითადი სესხისა და პროცენტის ნაწილში, თუმცა არ დაეთანხმნენ პირგასამტეხლოს და ითხოვეს მისი შემცირება. (იხ.შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 13 ნოემბერს სს „კ------- ბანკსა“ და გ------ი ბ--------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 5000.00 (ხუთი ათასი) ლარი 36 თვის ვადით, 1.89 % ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით. ხელშეკრულების 3.15 მუხლის საფუძველზე, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, ან თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5% პროცენტი არის 2 ლარზე ნაკლები, მაშინ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება ჯარიმა 2 ლარი, ხოლო დანარჩენ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით ( პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე). ასევე, სესხის ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო შენატანი. აგრეთვე, ხელშეკრულების 3.2 მუხლის თანახმად, სესხის გადახდის გრაფიკი შესაძლოა ითვალისწინებდეს მომსახურების გადასახდელებს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 13 ნოემბრის სესხის ხელშეკრულება გადახდის გრაფიკთან ერთად (ს.ფ. 20-22)

 

3.1.2. მსესხებელს ჰყავს ორი თავდები. 2015 წლის 13 ნოემბერს სს „კ------- ბანკსა“ და შ------ა გ----–---–ს, ასევე ა----- არ----–---ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის გ------ი ბ--------ის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი ექნება იძულებით აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითნ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 13 ნოემბერს გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებები და განცხადებები (ს.ფ. 23-25)

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მსესხებელს და თავდებებs 2015 წლის 13 ნოემბერს სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა არ გადაუხდიათ 2017 წლის 24 თებერვლის შემდგომ. მოსარჩელე მხარის მიერ მსესხებელი და თავდები არაერთხელ იქნენ გაფრთხილებულები, როგორც ზეპირი, აგრეთვე სატელეფონო შეტყობინებებითა და წერილების ჩაბარების გზით. მიუხედავად ამისა სესხი არ იქნა გადახდილი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში გადასახდელად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადახდის ისტორია; დანართი, ცნობა დავალიანების შესახებ; გაფრთხილების წერილები (ს.ფ. 34,36, 39, 43, 47, 48)

 

3.2.2. 2015 წლის 13 ნოემბრის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების თანახმად მოპასუხეებს გ------ი ბ--------ეს, შ------ა გ----–---–ს და ა----- არ----–---ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელი აქვთ სესხის ძირი თანხა 3590,33 (სამი ათას ხუთას ოთხმოცდაათი ლარი და ოცდაცამეტი თეთრი) ლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი 1332,63 (ათას სამას ოცდათორმეტი ლარი და სამოცდასამი თეთრი) ლარი, დაზღვევა 226,51 (ორას ოცდაექვსი ლარი და ორმოცდათერთმეტი თეთრი) ლარი, საკომისიო 24.80 (ოცდაოთხი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადახდების ისტორია; ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 47-48)

 

3.2.3. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების და სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესების გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ, კრედიტის ძირითადი თანხის და პროცენტის გარდა, მოპასუხეს აკისრია ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაც, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ დარიცხული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 34 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადახდების ისტორია; ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 47-48)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1.საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე, 417-ე-420-ე, 867-ე, 868-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

დადგენილია, რომ მხარეებს სს ,,კ------- ბანკს'' და მოპასუხეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის I-ლი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,კ-------'' ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს რომ მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ 2015 წლის 13 ნოემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების თანახმად გადასახდელად დაეკისროთ ძირი თანხა 3590.33 ლარის, პროცენტი 1332.63, დაზღვევა 226.63და საკომისიო 24.80 ლარი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებებით განისაზღვრა პირგასამტეხლო. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია და მოპასუხეებს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროთ შემცირებული ჯარიმა 34 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, შესაბამისად, ამ ნაწილის პროპორციულად გადახდილი ბაჟი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. ხოლო, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ის ნაწილი, რაც გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. 2017 წლის 03 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილებულია მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 257-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკის" სარჩელი მოპასუხეების გ------ი ბ--------ის, შ------ა გ----–---–ისა და ა----- არ----–---ის მიმართ.

1.1. მოპასუხეებს გ------ი ბ--------ეს, შ------ა გ----–---–სა და ა----- არ----–---ს მოსარჩელისათვის სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 5208.39 (ხუთიათასორასრვა ლარი და ოცდაცხრამეტი თეთრი) ლარის გადახდა, აქედან ძირი თანხა შეადგენს 3590.33 ლარს, სესხზე დარიცხული პროცენტი 1332.63 ლარს, დაზღვევა 226.63ლარს, ჯარიმა 34 ლარს, საკომისიო - 24.80 ლარს.

2. მოპასუხეებს გ------ი ბ--------ეს, შ------ა გ----–---–ს და ა----- არ----–---ს მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკის" გადასახდელად სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 53.00 (ორმოცდაცამეტი ლარი) ლარი, მოსარჩელის მიერ გადახდილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის განსაზღვრული ბაჟი 50.00 (ორმოცდაათი) ლარის ოდნობით. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრის ამონაწერების განახლებისათვის გაწეილი ხარჯი - 11.00 (თერთმეტი) ლარის ოდენობით (გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები ერთვის საარჩელს), ასევე სარჩელის უზრუნველყოფის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში უძრავ ქონებაზე შეზღუდვის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯი - 21.00 (ოცდაერთი ლარი) ლარის ოდენობით.

მოსარჩელე მხარეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 107, 70 (ასშვიდი ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარი რომლის რეკვიზიტებია: გადახდის თარიღი - 2017-10-31, გადამხდელის დასახელება - სს ,,ბანკი კ-------", ს/კ 205232238, მიმღების დასახელება-ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიში, სახაზინო კოდი - 300853150, მიმღების ბანკი-ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი - TRESGE22).

3.გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

4.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა აითვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე