გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.08.2018
საქმის ნომერი
120210018002510272
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე, ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
30.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2510272-2/506-17წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

30 აგვისტო, 2018 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი ირმა იაკოაბძე

 

მოსარჩელე - მ-----------------

წარმომადგენელი - მზ-----------ძე

 

მოპასუხე - მ--------------------

წარმომადგენელი - ნი---------------ე

 

დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა და არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შეწყდეს ქორწინების რეგისტრაცია მ-----------------ს და მ--------------------ს შორის.

 

1.2. მ--------------------ს დაეკისროს მ-----------------ის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–----------------–- დაბადებული ა-–------------------- აღზრდისათვის ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით მის სრულწლოვანებამდე.

 

მოსარჩელე მ-----------------ის განმარტებით:

 

მ--------------------თან გატარდა რეგისტრირებულ ქორწინებაში 2----–-–---------------–------ შეუღლების შემდეგ ცხოვრობდნენ მოპასუხის საცხოვრებელ მისამართზე ა----------–------–--–---–--------, მოპასუხის მშობლებთან დედასთან ერთად და ერთად ეწეოდნენ საქმიანობას. 2----–-–----------------–- შეეძინათ საერთო შვილი ა-–------------------- მოსარჩელეს ოჯახში მოპასუხესთან ჰქონდა მუდმივი უსიამოვნება, ჰქონდათ დაუსრულებელი დავები. მოპასუხე აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფებს, მხარეების ერთად ცხოვრება არ შეიძლებოდა, მ-----------------ი და მ--------------------ი 2----–-–----- ერთად აღარ ცხოვრობენ, მოსარჩელე ამჟამად შვილთან ალ-------------–--ვთან ერთად იმყოფება ა---------- და ცხოვრობს ქირით, ა-–--- სწავლობს ა---––----------–----–-----------------------------–-–-. მოპასუხე შვილს არ კითხულობს, არც მატერიალურად არ უზრუნველყოფს, ა-–------------ მაღალი კლასის მოსწავლეა, ნორმალური აღზრდა - განვითარებისათვის ბევრი ხარჯები ჭირდება მოსარჩელეს კი სტაბილური და საკმარისი შემოსავლები არ აქვს, ბინის ქირის გადაუხდელობის გამო ქირის გადასახადიც დაუგროვდა, კომუნალურ

გადასახადებს ძლივს იხდის. მოპასუხეს როგორც ა-–------------------- მშობელს მოხსნილი აქვს პასუხისმგებლობა, არ ზრუნავს შვილის ნორმალური ზრდა განვითარებისათვის, მოპასუხეს არ უჭირს, არის შრომისუნარიანი, მარტოა ოჯახში დედასთან ერთად, არავინ ყავს საზრუნავი და სარჩენი, დედაც მუშაობს პედაგოგია, აქვს მაღალანაზღაურებადი სტაბილური შემოსავალი, საცხოვრებელი ბინაც გაქირავებული აქვთ აბა--------ში მუდმივად, მოსარჩელე დღემდე თავს ვი იკავებდა ალიმენტის მოთხოვნაზე მაგრამ შემოსავლებით ვეღარ ახერხებს იმ საჭირო ხარჯების დაფარვას რაც ა-–------ირდება ნორმალური ზრდა - განვითარებისათვის.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული ქორწინება უნდა გაუქმდეს, აგრეთვე მოპასუხე ვინაიდან კანონით არ ასრულებს მშობლისთვის სავალდებულო მოვალეობას და არ ზრუნავს არც კანონიდან და არც მორალიდან გამომდინარე შვილზე არანაირად, უნდა დაეკისროს საალიმენტო ვალდებულებაც თავისი არასრულწლოვანი შვილის ა-–------------------- სასარგებლოდ, მოპასუხეს აქვს შემოსავლები ხელფასის სახით, მუშაობს მშენებლობაზე კერძო კომპანიაში და ეკონომიურად ძლიერიც არის. მშობლებს მოქმედი კანონმდებლობა პასუხისმგებლობას თანაბრად აკისრებს არასრულწლოვანი შვილის რჩენა - აღზრდაში და მოვლა - პატრონობაში, თუმცა მოპასუხისგან განსხვავებულად გაათმაგებულად ერგო ბავშვზე ყოველდღიურად ზრუნვა, მოვლა, პატრონობა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 მოპასუხე მ--------------------მა სარჩელი განქორწინების ნაწილში ცნო.

 

მოპასუხე მ--------------------ი არაა წინააღმდეგი ალიმენტის დაკისრების, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარეოება, რომ მას არ აქვს მუდმივი სამუშაო ადგილი, დამოკიდებულია დროებით სამუშაოებზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე მ-----------------ი და მოპასუხე მ--------------------ი 2----–-–---------------–----ნ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა მ--------- (იხ.ს.ფ.17).

 

3.1.2. მ-----------------ს და მ--------------------ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - 2----–-–----------------–- დაბადებული ა-–---------------–-----

სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:

- ა-–------------------ დაბადების მოწმობა ნკ-------- (იხ.ს.ფ.18).

 

3.1.3. ამჟამად მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მ-----------------ის ცხოვრობს ქ. ა----------, მასთან ერთად ცხოვრობს მისი არასრულწლოვანი შვილი ა-–-------------------

სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სას. სხდომის ოქმის CD დისკი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხე მ--------------------ი მუშაობს კერძო კომპანიაშიდა ეკონომიურად ძლიერად არის. მის არასრულწლოვან შვილს კი ალ------------------ არ უწევს მატერიალურ დახმარებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება, (იხ.სას. სხდომის ოქმის CD დისკი).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალ- წარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანა- ბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარ- ყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნების თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხა- რეთა მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მ-----------------ს რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოპასუხე მ--------------------ი მუშაობს კერძო კომპანიაში სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ვინაიდან არსებობს განქორწინებისა და მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც დაქორწინებისათვის, ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო, რაც მოცემულ შემთხვევაში არ გვაქვს. მოსარჩელე მხარე კატეგორიული წინააღმდეგია ოჯახის აღდგენის, რის გამოც სასამართლო თვლის, რომ ქორწინება უნდა შეწყდეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ასევე მხარეთა მიერ მიცემული ახსნა-განმარტებების ანალიზის საფუძველზე მ--------------------ის და მ-----------------ის ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, რაც დადასტურებულია იმით, რომ მათ შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია, ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ, ამიტომ სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, რის გამოც მათ შორის უნდა მოხდეს განქორწინება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

ამავე კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.

სასამართლო განმარტავს, რომ „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის” პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს, მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

ზემოაღნიშნული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური შემოსავალი ყოველთვიურად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება - არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებულ იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის მოვალეობისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ანუ ალიმენტის ოდენობა არ უნდა იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს დაეკისრა ალიმენტი არასრულწლოვანი შვილის სარჩენად, რომელიც ცხოვრობს დედასთან ერთად, სასამართლო მიიჩნევს, რომ 140 ლარი შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმ გონივრულ და სამართლიან ოდენობად, რაც აუცილებელია არასრულწლოვანისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად.

 

მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას ყურადღება უნდა იქნეს გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს არასრულწლოვანი შვილი იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილის მოვლასა და აღზრდას ამ ვალდებულებათა გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მშობლებისა და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობას წარმოადგენს 140 ლარი არასრულწლოვანი ბავშვის სასარგებლოდ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.“

გამომდინარე აღნიშნულიდან მ--------------------ს უნდა დაეკისროს მისი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტი ყოველთვიურად 140 ლარი სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2----–-–---------------- მის სრულწლოვანებამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით: ა) სარჩელზე ...

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს: საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.

 

ამავე კოდექსის 41-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება: ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან: ა) მოსარჩელეები - ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე;

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა განქორწინების შესახებ წარმოადგენს მაგისტრატი მოსამართლის განსჯად დავას; შესაბამისად მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვრება 50 ლარით;

 

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟი ალიმენტის მოთხოვნის ნაწილში არ გადაუხდია, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად იგი გათავისუფლებულია მისი გადახდის ვალდებულებისაგან.

 

სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი განქორწინების მოთხოვნის ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ,,იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელის ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ ალიმენტის მოთხოვნის ნაწილში, რის გამოც დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხე მ--------------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50.4 ლარის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ,,თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეების მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.“.

სარჩელი მოპასუხემ განქორწინების მოთხოვნის ნაწილში ცნო, რის გამოც მოსარჩელე მ-----------------ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მ-----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შეწყდეს ქორწინების რეგისტრაცია მ-----------------სა (პ/ნ 0----------) და მ--------------------ს (პ/ნ 0----------) შორის, რეგისტრირებული სამოქალაქო რეესტრის ს---------------––----------------- მიერ 2----–-–----------------–ს სააქტო ჩანაწერით №0------, ქორწინების მოწმობის მ---------

3. მოპასუხე მ--------------------ს (პ/ნ 0----------) დაეკისროს თავისი არასრულწლოვანი შვილის ალ------------------ (დაბადებული 1---------–) სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 140 (ასორმოცი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2----–-–---------------- მის სრულწლოვანებამდე.

4. მოპასუხე მ--------------------ს (პ/ნ 0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50.4 ლარის გადახდა.

5. მოსარჩელე მ-----------------ს (პ/ნ 0----------) დაუბრუნდეს მის მიერ 2----–-–------------ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის ქ. 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უარდეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გიორგი ლონდარიძე