განაჩენი

სისხლის სამართლის 27.08.2018
საქმის ნომერი
020100118002546031
დავის ტიპი
177 1
თარიღი
27.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002546031 (1/368-18)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

27.08.2--- წელი ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

 

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი ან---------ა

 

დაცვის მხარე - ბრალდებული - რე------------ა (დაბ: 15.08.1--- წ , პ/ნ 65--------4 საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, მისამართი გუ-–------–---------------–---ა, ალტ. მისამართი ზუ--------------------ი)

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

 

ბრალდების არსი: ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

რე------------ამ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

22.06.2---- წ დაახლოებით 14.00 საათზე ქ. ზუ------–ი, რუ-------–-------6-ში მდებარე შპს ,,ზუ------------------------ის" შიდა ტერიტორიაზე დარბაზში გასასვლელ კართან რე------------ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა მან--------–-------ვას კუთვნილ ხელჩანთას და მასში მოთავსებულ ნივთებს, რითაც მან--------–-------ვას მიადგა 36,10 ლარის ზიანი.

 

ბრალდებულმა რე------------ამ, როგორც გამოძიებისას, ასევე სასამართლოში სრულად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის მიხედვით (ტ.1., ს/ფ 1) გამოძიება სისხლის სამარტლის #04---------- საქმეზე დაიწყო ზუგდიდის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა მე-----–-----–-ამ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელ გი-------------–---–-ას პატაკი (ტ.1, ს/ფ. 2) რე------------ას დაკავების და პირადი ჩხრეკის შესახებ. გამოკითხვის ოქმში (ტ.1.ს/ფ 11) მან აღწერა მის მიერ ნანახი და განმარტა, რომ 22.06.2--- წ მორიგეობდა შპს ,,ზუ------------------------ის" ტერიტორიაზე, ქ. ზუ------–ი, რუ-------–--------6-ში, ინსპექტორ-გამომძიებელ გი-----------------თან ერთად. დაახლოებით 14:00 მათ რამდენიმე მეტრიდან დაინახეს, რომ ბაზრის შიდა ტერიტორიაზე მოვაჭრე ქალბატონს მამაკაცმა კედლიდან ჩამოუხსნა ხელჩანთა და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა გასასვლელისკენ. ისინი მივიდნენ მამაკაცთან დაადგინეს ვინაობა, დააკავეს და გაჩხრიკეს. იგივე შინაარსისაა ინსპექტორ-გამომძიებელ გი--------------ძის გამოკითხვის ოქმი (ტ.1, ს/ფ 105).

 

დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით (ტ.1. ს/ფ 4) რე------------ა დააკავეს 22.06.2--- წ 14:00 საათზე, ქ. ზუ------–ი რუ-------–--------6-ში მდებარე შპს ,,ზუ------------------------ის" შიდა ტერიტორიაზე არსებულ დარბაზის გასასვლელთან მშვიდ ვითარებაში წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. დაკავებულს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მან ნებაყოფლობით წარმოადგინა და ამოღებულია შავი ფერის ხელჩანთა ელვა შესაკრავით, გარღვეული სარჩულით, გვერდზე სახელურთან სხვადასხვა ფერის მეტალის დეტალებით, წითელი ფერის საფულე ელვა-შესაკრავით, გვერდზე 5 ნახვრეტით, ერთი ცალი 20 ლარიანი კუპიურა, ჩასანიშნი წიგნაკი, შუშის ქილა უცხოენოვანი წარწერით ვალერიანის ექსტრაქტი მასში მოთავსებული 2 ცალი ყვითელი აბით.

 

საქმეზე გამოიკითხა დაზარალებული მან--------–-------ვა (ტ.1, ს/ფ 16) სადაც განმარტა, რომ მას თვითონ ქურდობის ფაქტი არ დაუნახავს, რადგან მყიდველს ემსახურებოდა, თუმცა დაადასტურა რომ მუშაობისას თან ჰქონდა შავი ფერის ხელჩანთა, წითელი ფერის საფულე, ერთი ცალი 20 ლარიანი კუპიურა, ჩასანიშნი წიგნაკი და შუშის ქილა უცხოენოვანი წარწერით ვალერიანის ექსტრაქტი მასში მოთავსებული 2 ცალი ყვითელი აბით, აღწერა ისინი და მიუთითა მათი ღირებულება (ხელჩანთა 10 ლარი, საფულე 5 ლარი, ჩასანიშნი წიგნაკი 1 ლარი, 2 ცალი ვალერიანის ექსტრაქტის აბი 10 თეთრი) და განმარტა რომ შეუძლია ნივთების ამოცნობა.

 

შემტხვევის ადგილის დათვალიერება (ტ.1 ს/ფ 26) ჩაატარა დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ჯიბო ზარანდიამ. აღწერილი ადგილი თანხვედრაშია მოწმეების გი-------------–---–-ას და გი--------------ძის, ასევე დაზარალებულ მან--------–-------ვას გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციასთან.

 

დაზარალებულმა მან--------–-------ვამ მის გამოკითხვაში მითითებული ინდივიდუალური ნიშნებით ამოიცნო (ტ.1, ს/ფ 39, ს/ფ.41) მისი კუთვნილი ნივთები შავი ფერის ხელჩანთა და წითელი ფერის საფულე, რომლებიც ამოიღეს რე------------ასგან.

 

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული რე------------ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მან--------–-------ვას კუთვნილ მოძრავ ნივთებს - შავი ფერის ხელჩანთას, წითელი ფერის საფულეს, ერთი ცალ 20 ლარიან კუპიურას, ჩასანიშნ წიგნაკს, შუშის ქილას და მასში მოთავსებული 2 ცალ ყვითელ აბს - საერთო ღირებულებით 36,1 ლარი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ რე------------ამ მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული, განზრახი მოქმედებით ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც უნდა დაედოს მსჯავრი.

 

დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის პერიოდში. რე------------ა მსჯავრდებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 01.07.2--- წლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით და 273-ე მუხლით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 05.10.2--- წ # 0--------070 გადაწყვეტილებით დანიშნული პირობითი მსჯავრი, იგი გათავისუფლდა პირობით ვადამდე - 11 თვით და 23 დღით ადრე.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების მიხედვით სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

განსახილველ შემთხვევაში სასჯელი უნდა დაინიშნოს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ფარგლებში - ჯარიმა ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

რე------------ას პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი ასაკი და ბრალის აღიარება.

 

სასჯელის კონკრეტული ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, რის გამოც რე------------ას მიმართ გამოყენებული უნდა იყოს თავისუფლების აღკვეთა.

 

ამასთან, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილით დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.

 

რე------------ა განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირია. შესაბამისად, მას ჩადენილი დანაშაულისთვის უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.

 

დანაშაულის ჩადენის დროს იგი ამავე დროს პირობითი მსჯავრის ქვეშაა.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

 

ამ დანაწესების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 01.07.2--- წლის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 05.10.2--- წ # 0--------070 გადაწყვეტილებით დანიშნული პირობითი მსჯავრი. წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს 11 თვით და 23 დღით თავისუფლების აღკვეთას მთლიანად შთანთქავს ახალი განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ რე------------ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესით პირის დაკავების, პატიმრობისა და ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ვადა ითვლება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ვადაში, შესაბამისად რე------------ასთვის დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს განაჩენის გამოცხადებიდან და სასჯელის ვადაში უნდა ჩაითვალოს ამ ქმედებისთვის დაკავების და პატიმრობის პერიოდი 22.06.2----20.07.2--- წ-მდე (გირაოს თანხის გადახდის შედეგად საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლებამდე).

 

ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ნივთმტკიცება: რე------------ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის ხელჩანთა, წითელი ფერის საფულე, ერთი ცალი 20 ლარიანი კუპიურა, ჩასანიშნი წიგნაკი, შუშის ქილა მასში მოთავსებული 2 ცალი ყვითელი აბი დაუბრუნდეს დაზარალებულს.

 

ბრალდებულ რე------------ას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 24.06.2--- წ განჩინებით შეფარდებული აქვს აღკვეთის ღონისძიება გირაო 1000 ლარის ოდენობით, რაც 19.07.2--- წ ამე---------–----–--ას (პ/ნ 190-------- (დასტური ა 0-----). პროკურორმა იშუამდგომლა გადახდილი გირაოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადარიცხვის შესახებ, რადგან პროკურორის ინფორმაციით ბრალდებულმა დაარღვია გირაოს პირობები, მას გირაოს მოქმედების პერიოდში წარდგენილი აქვს ბრალდება ანალოგიური ქმედების ჩადენისთვის.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილით თუ ბრალდებულმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, დაარღვია ამ ღონისძიების გამოყენების პირობა ან კანონი, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. ამავე განჩინებით გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო უძრავი ქონება გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, აღსასრულებლად მიიქცევა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დასახელებული ნორმით გირაოს ბიუჯეტში გადარიცხვის ფაქტობრივი საფუძვლების დამადასტურებელი მტკიცებულებები, განსახილველ საქმეზე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული გირაო არ შეცვლილა უფრო მკაცრი ღონისძიებით, ამასთან ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა არ არის დადასტურებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით, რის გამოც გირაოს თანხა უნდა დაუბრუნდეს შემომტანს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 212-ე, 213-ე, 215-ე, 216-ე, 255-ე და 277-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რე------------ა ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 01.07.2--- წლის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 05.10.2--- წ # 0--------070 გადაწყვეტილებით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს 11 თვით და 23 დღით თავისუფლების აღკვეთას მთლიანად შთანთქავს ახალი განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ რე------------ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.

 

დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენის გამოცხადებიდან და სასჯელის ვადაში ჩაითვალოს დაკავების პერიოდი 22.06.2----20.07.2--- წ.

 

2. რე------------ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის ხელჩანთა, წითელი ფერის საფულე, ერთი ცალი 20 ლარიანი კუპიურა, ჩასანიშნი წიგნაკი, შუშის ქილა მასში მოთავსებული 2 ცალი ყვითელი აბი დაუბრუნდეს დაზარალებულს.

 

3. აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს შემომტანს.

 

4.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5.განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა