გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.08.2018
საქმის ნომერი
330210016001296585
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე # 2/7350-16 29 აგვისტო, 2--8 წ

თ---–---

შესავალი ნაწილი

თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე დალი აბჟანდაძე

სხდომის მდივანი თამარ ჯაგაშვილი

მოსარჩელე - ქ------------------

წარმომადგენელი - ნ------–--–---------

მოპასუხე - ლ-------------

წარმომადგენელი - ა--------–---–-

დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა, თანამესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 ქორწინების შეწყვეტა ქ------------------სა (პ/ნ 6----------, დაბადებული 2-.0-.1----–.) და ლ------------- (პ/ნ 0----------, დაბადებული 1--0-.1----–-) შორის რეგისტრირებული 2----–-–----------არს, სააქტო ჩანაწერი № 0----------.

 

1.2. ქ-----------------ის მესაკუთრედ ცნობა საჯარო რეესტრში ლ-------------ს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე - თ---–---, ნ- ჟ-----ს 1----------–- კ----–-------), მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი # 0-.15.0-.0--.----0-.0--, - ½ წილზე.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

ქ------------------ და ლ------------- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2----–-–----------რიდან- თანაცხოვრების პერიოდში, 2--3 წლის 02 ს----------- დადებული ნასყიდობა-გამიჯვნის ხელშეკრულების საფუძველზე, ერთობლივი სახსრებით, შეიძინეს უძრავი ქონება მდებარე თ---–---, ნ- ჟ-----ს 1----------–- კ----–-------), მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი # 0-.1--0-.0--.----0-.0--, რაც აღირიცხა ლ-------------ს სახელზე.

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ უძრავი ნივთის შეძენის პერიოდში მოსარჩელე მუშაობდა საბანკო დაწესებულებაში მენეჯერის პოზიციაზე, ჰქონდა მაღალი ანაზღაურება და დაგროვილი დანაზოგი. აღნიშნული თანხა მიემართა ბინის ნასყიდობის საფასურის - 4----- აშშ დოლარის გადასახდელად. ლ------------- არ მუშაობდა და არ ჰქონდა შემოსავალი. ამასთან, ვინაიდან ქონება შეძენის მომენტისათვის იყო სარემონტო მდგომარეობაში, მანსარდის ტიპის, მოსარჩელემ, 2--4 წლის 2---------ს აიღო სესხი - 3----- ლარის ოდენობით, რაც სრულად მოხმარდა ბინის საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში მოყვანას. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა თანასაკუთრება, საერთო ვალის გადახდაში ლ------------- მონაწილეობა არ მიუღია.

 

მეუღლეთა შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობის გამო მხარეები 2--6 წელს დაშორდნენ და ფაქტობრივად ცხოვრობენ ცალკ-ცალკე. 2--6 წლის 2--------ს ფსიქოლოგიური ძალადობის გამო მოპასუხის მიმართ გამოწერილია შემაკავებელი ორდერი. ლ------------- არაერთგზის შეთავაზების მიუხედავად უარს აცხადებდა ბინის გაყოფაზე. იგი თავად ცხოვრობს თანასაკუთრებაში არსებულ ბინაში და არ აძლევს მეუღლეს ქონებით სარგებლობის საშუალებას.

 

დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხარეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებს და არსებობს ქორწინების შეწყვეტის წინაპირობები. ასევე, ვინაიდან სადავო ბინა წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, არსებობს ქ-----------------ის თანამესაკუთრედ ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი ქორწინების შეწყვეტის შესახებ მოთხოვნის ნაწილში ცნო.

 

2.2. თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ მოთხოვნასთან მიმართებით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ უძრავი ნივთი არ წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, იგი არ არის შეძენილი მხარეთა ერთობლივი სახსრებით. ლ------------მა ბინა შეიძინა დედის, მ--------------ის მიერ გადაცემული თანხით, შესაბამისად, იგი რეალურად წარმოადგენს ამ უკანასკნელის საკუთრებას. კერძოდ, მ--------------მა 2--3 წლის 1-----------ს გაასხვისა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ.თ---–---, ჟ.შ--------ს ქ. #3----, ს--------------, ს--------–----, ბ--------, 9----- აშშ დოლარად, რის სანაცვლოდაც ოჯახმა შეიძინა 2 ბინა. ამათგან ერთი ნივთი, მდებარე ქალაქი თ---–---, მ-–------ს ქუჩა, #2-----, აღირიცხა მოპასუხის ძმის, კ---------------------ის სახელზე, ხოლო მეორე სადავო ფართი, სადაც ცხოვრება უნდა გაეგრძელებინა მ--------------ს, შვილთან ლ------------თან ერთად, დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა ლ-------------ს სახელზე.

 

ქ------------------ უძრავი ნივთის შეძენის დროისათვის ცხოვრობდა ქირით, ჰქონდა დაბალი ანაზღაურება, ლ------------- იყო უმუშევარი, შესაბამისად, მეუღლეებს არ გააჩნდა რაიმე სახის დანაზოგი ქონების შესაძენად. ქ------------------მ საბანკო დაწესებულებიდან მიღებული სესხი მოიხმარა პირადი მიზნებისათვის, რის გამოც არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს ქონებიდან წილი და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქ------------------ და ლ------------- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2----–-–----------რიდან- თანაცხოვრების პერიოდში მხარეებს შვილი არ შესძენიათ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ.4).

 

3.1.2. ქ------------------სა და ლ------------- შორის საქორწინო ხელშეკრულება არ დადებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.1.3. შსს ქ.თ---–---ს მთავარი სამმართველოს ვ---------------–--ს სამმართველოს მე-8 განყოფილების მიერ 2--6 წლის 2--------ს ლ-------------ს მიმართ შედგა შემაკავებელი ორდერი #0-4212, მსხვერპლის - ქ-----------------ის მიმართ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-შემაკავებელი ორდერი (ს.ფ.42).

 

3.1.4. უძრავი ნივთის მდებარე თ---–---, ნ- ჟ-----ს 1----------–- კ----–-------), მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი # 0-.1--0-.0--.----0-.0-- შეძენისას, ასევე, მას შემდეგ 6 თვის განმავლობაში, ქ------------------ ცხოვრობდა ქირით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.5. მ--------------ი, მის საკუთრებაში არსებული ბინის გაყიდვამდე, ცხოვრობდა ორ შვილთან ერთად, ხოლო ბინის გაყიდვის შემდეგ, დღემდე ცხოვრობს შვილთან, ლ------------თან ერთად მისამართზე - ქ.თ---–---, ნ- ჟ-----ს 1----------–- კ----–-------), ბინა #---

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1 მხარეთა შორის 2--6 წლიდან ფაქტობრივად შეწყვეტილია ოჯახური თანაცხოვრება. ქ------------------სა და ლ------------- შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებს. მხარეები ეთანხმებიან მათ შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.2.2. მ--------------მა 2--3 წლის 1-----------ს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით #1-------- გაასხვისა უძრავი ქონება მდებარე ქ.თ---–---, ჟ.შ--------ს ქ. (ყოფ.ა----ს), #3----, ს--------------, ს--------–----, ნიშნული +4-.8-- ბინა 5--. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა - 9----- აშშ დოლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.71);

- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 77-79);

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.7-).

 

3.2.3. ლ-------------ს ძმის, კ---------------------ის სახელზე 2--3 წლის 1-----------ს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ნივთი მდებარე ქ.თ---–---, მ-–------ს ქუჩა, #2-----, მ–--------, ფართი 5-.0- კვ.მ. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა - 2----- აშშ დოლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.73-74).

 

3.2.4. მ--------------ის ანგარიშიდან, სს ,,თ------------–-“ ფიქსირდება თანხის გატანა 2--3 წლის 2-----------ს - 2----- აშშ დოლარის, ხოლო 2--3 წლის 2-----------ს - 1----- აშშ დოლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ.134).

 

3.2.5. 2--3 წლის 0- ს----------- ერთის მხრივ გამყიდველს, ვ-–-------- ნი–------ს და მეორეს მხრივ მყიდველს ლ------------- შორის, დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობა-გამიჯვნის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლ------------მა იყიდა უძრავი ქონება მდებარე ქ.თ---–---, ნ-ჟ-----ს #1-(ყოფ.კ----–---------- #7-), მ--------- (მ–--------), ს--------------, ს--------–---- (1 სექცია). ხელშეკრულებით ნასყიდობის ფასი განსაზღვრულია - 2-------შშ დოლარად. ლ------------- აღირიცხა საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მესაკუთრედ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ნასყიდობა-გამიჯვნის ხელშეკრულება (ს.ფ.2-7-2--);

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 5-6).

 

3.2.6. ქ-----------------ის სახელზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2--3 წლის 03-----------ს განკარგულებით, 2--3 წლის 2-----------ს დასრულებულ აუქციონზე უძრავი ქონების მდებარე ქ.თ---–---, დ------------------, ფართი 9-.1- კვ.მ შემძენი გახდა ქ------------------. მან ქონების შესაძენად გადაიხადა - 4----- ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.89);

-განკარგულება (ს.ფ. 93).

 

3.2.7. 2--4 წლის 2---------ს ქ-----------------ის სახელზე სს ,,ბა----------“ მიერ გაიცა სესხი - 3----- ლარის ოდენობით 1- წლის ვადით. სესხის გაცემის მიზნად მითითებულია - ბ------ ბანკის რეფინანსირება, რემონტი.

 

თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--7 წლის 2-------------ის გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საქმეზე #2/30-74-16, სს ,,ბა----------“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე ქ------------------ს მოსარჩელე სს ,,ბა----------“ სასარგებლოდ დაეკისრა 3-----.0- ლარის გადახდა. დავალიანების დაფარვის მიზნით განისაზღვრა სარეალიზაციოდ მოპასუხე ლ-------------ს საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მდებარე ქ.თ---–---, ნ-ჟ-----ს #1-(ყოფ.კ----–---------- #7-), ს/კ 0-.1--0-.0--.----0-.5-- მიქცევა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 187-191);

-ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ.182-186);

-გადაწყვეტილება (ს.ფ.192-2-3).

 

3.2.8. ქ------------------ 2--5 წლიდან სარგებლობს სს ,,ს----------–----------“ ავტოსესხით, რომლის უზრუნველყოფას წარმოადგენდა ავტომობილი - N-------------05წ, სესხის ოდენობა - 2--- აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ცნობა (ს.ფ.181).

 

3.2.9. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ ქ------------------ საბანკო დაწესებულებაში მუშაობდა მაღალანაზღაურებად პოზიციაზე, სადავო უძრავი ნივთის შეძენისას ჰქონდა დანაზოგი, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი პირდაპირი და სარწმუნო მტკიცებულება, მხარეს არ წარმოუდგენია. მოპასუხემ აღნიშნული გარემოება სადავოდ გახადა, მოსარჩელემ კი ვერ შეძლო ზემოაღნიშნული სადავო გარემოების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1---1-3-ე მუხლების შესაბამისად. კერძოდ, გარემოების დასტურად მოსარჩელის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ახსნა-განმარტება, რაც სადავოობის შემთხვევაში არ წარმოადგენს სანდო, სამართლებრივი ღირებულების მქონე მტკიცებულებას. 2--3 წლისათვის ქ------------------ს შემოსავლისა და საკუთრებაში არსებული დანაზოგის დამადასტურებელი მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია. საწინააღმდეგოზე მიუთითებს მოპასუხის მოწმე, კ---------------------ის ჩვენება, რომლის განმარტებით, ქ------------------ს სადავო პერიოდში თბილისში უძრავი ქონება საკუთრებაში არ ჰქონია და ცხოვრობდა ოჯახის წევრებთან ერთად ქირით, მოსარჩელეს დიდი ოდენობის დანაზოგის დაგროვების შესაძლებლობა არ ჰქონია. ამდენად, ქ------------------მ ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის სრულყოფილი რეალიზება.

 

3.2.1-. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ ქ------------------ს მიღებული აქვს თანხობრივი მონაწილეობა 2--3 წლის 0- ს----------- ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონების მდებარე - ქ.თ---–---, ნ-ჟ-----ს 1- (ყოფ. კ----–-------), კ------------, მ-------------–-, ბ------- ქონების შეძენაში და წარმოადგენს მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით შეძენილ ნივთს.

 

აღნიშნულის შეფასების საფუძველს სასამართლოს აძლევს საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

უდავოა, რომ მ--------------ი შვილებთან, კ------------- და ლ------------ებთან ერთად ცხოვრობდა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში მდებარე ქ.თ---–---, ჟ.შ--------ს ქ. (ყოფ.ა----ს), #3----, ს--------------, ს--------–----, ნიშნული +4-.8-- ბინა 5--. ნივთი გასხვისდა 2--3 წლის 1-----------ს - 9----- აშშ დოლარად. მოპასუხის განმარტებით, ბინის გაყიდვის მიზანი იყო ძმებისთვის ცალკ-ცალკე საცხოვრისის შეძენა, თავად მ--------------ს განზრახული ჰქონდა შვილთან ლ------------თან ცხოვრება. ფაქტობრივ გარემოებას ამყარებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ კ------------ ყ-------- სახელზე 2--3 წლის 1-----------ს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ნივთი მდებარე ქ.თ---–---, მ-–------ს ქუჩა, #2-----, მ–--------, ფართი 5-.0- კვ.მ. ასევე, თავად კ---------------------ის ჩვენება, რომელიც აღნიშნავს, რომ დედამ შვილებს გადასცა თანაბარი ოდენობის თანხა უძრავი ქონების ცალკ-ცალკე შესაძენად, მათ შორის ლ------------- - 2------შშ დოლარი. მ--------------ი აპირებდა უმცროს შვილთან ერთად ცხოვრებას.

 

უდავოა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზეც, რომ სადავო უძრავი ქონების შეძენის დროს ქ------------------ ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობდა ქირით. მტკიცებულება მის მიერ ამ პერიოდში მაღალანაზღაურებად პოზიციაზე მუშაობისა და დანაზოგის არსებობისა, ან დედის მხრიდან მატერიალური დახმარებისა, საქმეში წარმოდგენილი არ არის. ქ------------------ს სოლიდური ოდენობის სესხი - 3----- ლარი გამოტანილი აქვს მხოლოდ ფართის შესყიდვის შემდეგ, რაც მის მოხმარებას ნასყიდობის საფასურის გადასახდელად, გამორიცხავს. მოსარჩელე ვერ ასაბუთებს ნივთის შეძენას - 4----- აშშ დოლარად, გარიგებით ნასყიდობის საფასური განსაზღვრულია - 2-------შშ დოლარად, საპირისპირო მტკიცებულება ქ------------------ს არ წარმოუდგენია.

 

ერთმანეთს ემთხვევა მ--------------ის ანგარიშიდან თანხის (2--3 წლის 2------------2-----------) და სადავო უძრავი ქონების ყიდვის თარიღებიც. უდავოა ბინის შეძენის პერიოდში ლ-------------ს უმუშევრობის ფაქტიც. შესაბამისად, სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს მოპასუხის განმარტებას იმის თაობაზე, რომ უძრავი ნივთის შეძენა არ მომხდარა მეუღლეთა საერთო სახსრებით. მ--------------ის საკუთრებაში არსებული ბინის გასხვისებით მიღებული თანხა გამიზნული იყო მოპასუხის დედის ცხოვრებისა და სამომავლო სარგებლობისათვის. მ--------------ი ცხოვრობს სადავო ქონებაში. აღნიშნული გარემოების გამაქარწყლებელი მტკიცებულება, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბინა ოჯახის დანაზოგით იქნა შეძენილი, რის დასტურად მას სასამართლოში არ წარმოუდგენია სათანადო და უტყუარი მტკიცებულება. შესაბამისად, ლ-------------სათვის დედის მხრიდან, შემდგომში ცხოვრების მიზნით უძრავი ქონების შესაძენად გადაცემული ფულადი თანხა, ვერ იქნება მიჩნეული ოჯახისათვის გაკეთებულ საჩუქრად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1---ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სსსკ-ის 1-3-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-5-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამარლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.

 

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვის შედეგად, სადავო ქონების მხარეთა საქორწინო ურთიერთობაში ყოფნის დროს ერთობლივი თანხობრივი მონაწილეობით შეძენის ფაქტი დადგენილად ვერ მიიჩნევა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან მოპასუხემ ცნო სარჩელი განქორწინების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან არ დადასტურდა მეუღლეთა მიერ ერთობლივი მონაწილეობით სადავო ქონების შეძენის ფაქტი, ქ-----------------ის სარჩელი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-ე, 11---ე, 173-ე, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115--ე, 1152-ე, 11---ე, 1158-ე, 1161-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით, ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. ამავე კოდექსის 11---ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც დაქორწინებისათვის ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო, რაც მოცემულ შემთხვევაში არ გვაქვს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ- მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2---ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ქ------------------ და ლ------------- იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში 2--3 წლის 2--------------

 

მხარეთა შორის სადავო არ არის ფაქტობრივი გარემოებაც იმის თაობაზე, რომ მეუღლეთა შორის 2--6 წლიდან ფაქტობრივად შეწყვეტილია თანაცხოვრება. ქ------------------სა და ლ------------- შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებს. მხარეები ეთანხმებიან მათ შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას.

 

ამასთან, მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის თაობაზე ცნო, რაც ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს საკმარის საფუძველს ამ ნაწილში სარჩელის დასაკმაყოფილებლად.

 

6.2. საერთო საკუთრების უფლების წარმოშობის ზოგადი დანაწესი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლში, რომლის მიხედვით, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115--ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება. ამავე კოდექსის 1152-ე მუხლის თანახმად, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეშვიდე დამატებითი ოქმის მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეები სარგებლობენ კერძო-სამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით ერთმანეთს შორის და შვილებთან ურთიერთობაში, როგორც დაქორწინების დროს, ისე ქორწინების განმავლობაში და მისი შეწყვეტის შემთხვევაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11---ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მეუღლეთა საერთო ქონება არის ქონება, რომელიც მეუღლეებმა ერთობლივად შეიძინეს. შეძენაში, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება მხოლოდ ფულადი თანხის გადახდა, არამედ ორივე მეუღლის მიერ ერთობლივი შრომითა და სახსრებით შექმნილი შემოსავალი და ცოლ-ქმრის ნება მიმართული ქონების მათ საკუთრებაში გადასვლაზე.

 

დადგენილია, რომ მ--------------მა 2--3 წლის 1-----------ს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით #1-------- გაასხვისა უძრავი ქონება მდებარე ქ.თ---–---, ჟ.შ--------ს ქ. (ყოფ.ა----ს), #3----, ს--------------, ს--------–----, ნიშნული +4-.8-- ბინა 5--. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა - 9----- აშშ დოლარით. მ--------------ის ანგარიშიდან 2--3 წლის 2-----------სა და 2--3 წლის 2-----------ს გამოტანილ იქნა თანხები. მოწმე კ---------------------ის ჩვენებით, დედამ 2-------შშ დოლარი გადასცა ლ------------- ბინის შეძენის მიზნით. თანხის გადაცემას თავადაც ესწრებოდა. მოპასუხის ახსნა-განმარტება, გამყარებული მოწმე კ---------------------ის ჩვენებით იმის შესახებ, რომ სადავო უძრავი ქონების შეძენა მასში შემდგომი ცხოვრების მიზნით სურდა მ--------------ს, რა მოტივითაც მან გაასხვისა საკუთრებაში არსებული ქონება, ცხოვრობს და უწყვეტად ფლობს ბინას, როგორც საკუთარს, სარწმუნოს ხდის მოპასუხის პოზიციას იმის შესახებ, რომ ნასყიდობის საფასური შვილის, ლ-------------სათვის სრულად იქნა გაღებული მ--------------ის მხრიდან და შესაბამისად, ბინის შეძენაში ქ------------------ს მონაწილეობა არ მიუღია. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაქარწყლება მოსარჩელემ ვერ შეძლო, ვინაიდან არ წარმოუდგენია აღნიშნული გარემოებების გამაქარწყლებელი სათანადო და უტყუარი მტკიცებულებები, კერძოდ:

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ------------------ და ლ------------- იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 2----–-–----------რიდან- დადგენილია ასევე, რომ სადავო უძრავი ქონების შეძენის მომენტისათვის ლ------------- იყო უმუშევარი. ქ------------------ ცხოვრობდა ქირით და იხდიდა ყოველთვიურ საფასურს. იმ პერიოდში მაღალანაზღაურებად პოზიციაზე მისი მუშაობის, დანაზოგის არსებობის ან დედის მიერ მატერიალური დახმარების გაწევის ფაქტი, საქმის მასალებით არ დასტურდება.

 

ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ უძრავი ქონების ნასყიდობისას, ფინანსური სახსრები წარმოადგენდა ქ-----------------ის საკუთრებას, საქმის მასალებით არ დგინდება. ფაქტს ვერ ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ვერც ერთი მტკიცებულება. მარტოოდენ მხარის ახსნა-განმარტება კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, სადავოობის შემთხვევაში არ შეიძლება მიჩნეულ იქნას სანდო სამართლებრივი ღირებულების მქონე მტკიცებულებად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს : ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქონების თანამესაკუთრედ ცნობის საფუძველს არ წარმოადგენს მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში ერთი მეუღლის სახელზე ქონების რეგისტრაცია, არამედ თანასაკუთრების წარმოშობისათვის აუცილებელია მისი მეუღლეთა ერთობლივი შრომითა და სახსრებით შეძენის ფაქტის დადგენა. მ--------------ის მიერ შვილისათვის უძრავი ქონების შეძენის მიზნით გადაცემული თანხა, არ შეიძლება იქნას მიჩნეული ოჯახისათვის გაკეთებულ საჩუქრად, საქმეზე დადგენილი ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, რის გამოც სასამართლო სადავო სამართალურთიერთობის განხილვისას ვერ გამოიყენებს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლს, რომლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა ახსნა-განმარტების, მოწმის ჩვენების, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ------------------ არ წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის თანამესაკუთრეს და სარჩელი ქ.თბილისში, ნ- ჟ-----ს #1-(ყოფ.კ----–---------- #7-), ½ ნაწილზე მისი თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 1-0 ლარისა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან-

 

ვინაიდან, მოპასუხემ განქორწინების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა ცნო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, არ არსებობს მისთვის ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი, ხოლო მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ქ-----------------ის მიერ 2--6 წლის 2--------ს განქორწინების შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5----------–------ი) ლარის ოდენობით.

 

7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 1-0 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის “ი” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა - განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. მესამე ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხისათვის, მოსარჩელის, ქ-----------------ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების საფუძველი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--6 წლის 2- მ------- სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ განჩინებით, ლ------------- (პ/ნ 0----------) აეკრძალა საჯარო რეესტრში მის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ნ-ჟ-----ს 1--ში (ყოფ.კეკელიძის ქ.7-) მდებარე უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი (ს/კ #0-.1--0-.0--.----0-.0--) ½ ნაწილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელი თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 41-ე, 49-ე, 55-ე, 2-3-ე, 2-4-ე, 2-9-ე, 257-ე, 2591-ე, 1991-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ქ-----------------ის სარჩელი ლ-------------ს მიმართ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

1.1 შეწყდეს ქორწინება ქ------------------სა (პ/ნ 6----------, დაბადებული 2-.0-.1----–.) და ლ------------- (პ/ნ 0----------, დაბადებული 1--0-.1----–-) შორის, რეგისტრირებული 2----–-–----------არს, სააქტო ჩანაწერი №0----------.

 

2. ქ-----------------ის სარჩელი ლ-------------ს მიმართ თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

3. ქ------------------ს დაუბრუნდეს განქორწინების მოთხოვნასთან მიმართებით 2--6 წლის 2--------ს მის მიერ სს ბანკ ,,რესპუბლიკაში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, 460.2- ლარიდან - 5----------–------ი) ლარი, მიმღების ანგარიში: 300773150.

 

4. ქ-----------------ის მიერ თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ სარჩელთან დაკავშირებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1311 (ათას სამას თერთმეტი) ლარისა და 9- (ო------–--------------- ლარის ოდენობით, დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

5. მოპასუხე ლ------------- მოსარჩელე ქ-----------------ის სასარგებლოდ არ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

 

6. გაუქმდეს 2--6 წლის 2- მ-------, სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ლ------------- (პ/ნ 0----------) აეკრძალა საჯარო რეესტრში მის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ნ-ჟ-----ს 1--ში (ყოფ.კეკელიძის ქ.7-) მდებარე უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი (ს/კ #0-.1--0-.0--.----0-.0--) ½ ნაწილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–---ს სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–---ს საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 2- და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–---ს საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

9. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.

 

1-. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან-

 

მოსამართლე /დ. აბჟანდაძე/