გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.08.2018
საქმის ნომერი
330310018002448995
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
30.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3013-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 აგვისტო, 2--- წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დ----- წ--------–-

სხდომის მდივანი ნ----- ფ-–---–------

მოსარჩელე - ლე------ ის-----

წარმომადგენელი - მა---- ჯი-–--–--–---–-

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - მა----- კე------–---

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი „შვებულების შეწყვეტის, თანამდებობიდან გ------------–-------------------------------–---–--------- შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2--- წლის 1------------- №3------ ბრძანება ლე------ ის----ის ნაწილში;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი „შინაგან საქმეთა ს----------------------------- შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2--- წლის 1--------–-- №8----- ბრძანება ლე------ ის----ის ნაწილში;

 

1.3. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლე------ ის----ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა------------–------------------------------------–---------------–-----------------–-------------–------------------- თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენის შესახებ;

 

1.4. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლე------ ის----ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის (თანამდებობრივი სარგო და დანამატის) ანაზღაურება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან - 2--- წლის 1----------------, მის აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ლე------ ის----- 2--- წლიდან მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა ს----------------------–------------- თანამდებობაზე, ხოლო 2--- წლის 8-------–----- იგი დაინიშნა და მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა------------–------------------------------------–---------------–------------------–------------–-----–-----------–---–------ თანამდებობაზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სამსახურის გავლის ნუსხა (ს.ფ. 21-37);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3.1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2--- წლის 8-------–-- №6----- ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) პროტოკოლის სამმართველოს საშტატო ნუსხის მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) პროტოკოლის სამმართველოში დადგენილი იყო სულ 9 საშტატო ერთეული, რომელთაგან 2 საშტატო ერთეული იყო წამყვანი სპეციალისტის და აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად კი განსაზღვრული იყო მინიმალური სპეციალური წოდების სახით პოლიციის კაპიტნის წოდების არსებობა. ასევე დადგენილია, რომ სწორედ აღნიშნულ საშტატო ერთეულზე იყო დანიშნული მოსარჩელე ლე------ ის----- დასაქმებული.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2--- წლის 8-------–-- №6----- ბრძანებაში, 2--- წლის 1------------- შესული ცვლილების შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) პროტოკოლის სამმართველოში დადგინდა სულ 6 საშტატო ერთეული, გაუქმდა პროტოკოლის განყოფილების უფროსის მოადგილის საშტატო ერთეული და განისაზღვრა განყოფილების უფროსის 1, უფროსი ინსპექტორის 2, ხოლო ინსპექტორის 3 საშტატო ერთეული. ამასთან, უფროსი ინსპექტორის თანამდებობის დასაკავებლად გათვალისწინებული იქნა მინიმალური სპეციალური წოდების სახით პოლიციის მაიორის და ინსპექტორის თანამდებობის დასაკავებლად კი პოლიციის კაპიტნის წოდების არსებობა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2--- წლის 8-------–-- №6----- ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხა (ს.ფ. 40);

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2--- წლის 8-------–-- №6----- ბრძანებით დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში განხორციელებული ცვლილებები (ს.ფ. 41);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3.1.3. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა------------–------------------------------–-------------–---ს შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2--- წლის 3------------- №1--- ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) პროტოკოლის სამმართველო უზრუნველყოფდა მინისტრის, ადმინისტრაციის უფროსისა და მისი მოადგილის უშუალო დავალებით საპროტოკოლო ღონისძიებების გატარებას, ორგანიზებასა და კონტროლს უწევდა საზღვარგარეთის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების ვიზიტებს, ღონისძიებებს, მათ შორის, მოსამზადებელ ღონისძიებებს (ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, განთავსება, ოფიციალური დასაჩუქრება), ორგანიზაციულად უზრუნველყოფდა საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში სამინისტროს მიერ გასამართ ვიზიტებსა და ღონისძიებებს, ახორციელებდა უცხოეთის ქვეყნებში სამინისტროს წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვას, ორგანიზებას, ვიზებითა და სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფას, თარგმნით უზრუნველყოფდა სამინისტროს წარმომადგენლების უცხო ქვეყნის დელეგაციებთან შეხვედრებს, უზრუნველყოფდა სამინისტროში შესული და/ან დამუშავებული დოკუმენტების საჭიროებისამებრ თარგმნასა და ბეჭდით დამოწმებას, საპროტოკოლო ღონისძიებების გატარების უზრუნველსაყოფად, თანამშრომლობდა სხვადასხვა დაწესებულებებთან, საქართველოში უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების შესაბამის სამსახურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან კოორდინირებით, საჭიროებიდან გამომდინარე, ახორციელებდა საპროტოკოლო ღონისძიებების ორგანიზებისათვის სატრანსპორტო და სხვა ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას.

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა------------–------------------------------–-------------–---ს შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2--- წლის 1------------- №589 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა------------–------------------------------–-------------–---ს შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2--- წლის 3------------- №1--- ბრძანება და დამტკიცდა ახალი დებულება, რომლის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) პროტოკოლის სამმართველო ახორციელებს საპროტოკოლო ღონისძიებებს მინისტრის, ადმინისტრაციის უფროსისა და მისი მოადგილის უშუალო დავალებით, ორგანიზებასა და კონტროლს უწევდა საზღვარგარეთის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების ვიზიტებს, ღონისძიებებს, მათ შორის, მოსამზადებელ ღონისძიებებს (ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, განთავსება, ოფიციალური დასაჩუქრება), ორგანიზებას უწევს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში სამინისტროს მიერ გასამართ ვიზიტებსა და ღონისძიებებს, ახორციელებს საზღვარგარეთ სამინისტროს წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვას, ორგანიზებას, ვიზებითა და სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფას, უზრუნველყოფს სამინისტროში შესული და/ან დამუშავებული დოკუმენტების საჭიროებისამებრ თარგმნასა და ბეჭდით დამოწმებას, საპროტოკოლო ღონისძიებების განსახორციელებლად, თანამშრომლობს სხვადასხვა დაწესებულებებთან, საქართველოში უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების შესაბამის სამსახურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან კოორდინირებით, ახორციელებს საპროტოკოლო ღონისძიებების ორგანიზებისათვის საჭირო სატრანსპორტო და სხვა ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა------------–------------------------------–-------------–---ს შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2--- წლის 3------------- №1--- ბრძანება (ს.ფ. 42-48);

- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა------------–------------------------------–-------------–---ს შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2--- წლის 1------------- №589 ბრძანება (ს.ფ. 49-54);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3.1.4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2--- წლის 1------------- №3------ ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა------------–------------------------------------–---------------–-----------------–-------------–-----–-----------–---–-----, მოსარჩელე ლე------ ის----- რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების საფუძვლით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს კ---------------------–---–-.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2--- წლის 1--------–-- №8----- ბრძანებით, შსს კ---------------------–---–- მყოფი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) პროტოკოლის სამმართველოს პროტოკოლის განყოფილების ყოფილი წამყვანი სპეციალისტი, მოსარჩელე ლე------ ის----- დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან კ---------------------–---–- ყოფნის ვადის გასვლის გამო.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- „შვებულების შეწყვეტის, თანამდებობიდან გ------------–-------------------------------–---–--------- შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2--- წლის 1------------- №3------ ბრძანება (ს.ფ. 38);

- „შინაგან საქმეთა ს----------------------------- შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2--- წლის 1--------–-- №8----- ბრძანება (ს.ფ. 39);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლე------ ის----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენცია; ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; ევროპის სოციალური ქარტია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის, პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი „შვებულების შეწყვეტის, თანამდებობიდან გ------------–-------------------------------–---–--------- შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2--- წლის 1------------- №3------ და „შინაგან საქმეთა ს----------------------------- შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2--- წლის 1--------–-- №8----- ბრძანებები შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მათი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის დანაწესებიდან, მოსარჩელე ლე------ ის----ის მოთხოვნა სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენასთან და იძულებითი განაცდური ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს და დანამატის) ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან, ხოლო კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნ----- იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გვ.9) კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული აღნიშნული უფლება გულისხმობს, მათ შორის პიროვნების საქმიანობის საყოველთაო თავისუფლებას, რაც თავის მხრივ, ასევე მოიცავს პირის უფლებას არ იქნას ჩამოშორებული საჯარო სამსახურს მისი ნების საწინააღმდეგოდ საამისოდ, კანონით გათვალისწინებული სათანადო საფუძვლის გარეშე.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამსახურიდან პირის დათხოვნა, პროფესიული საქმიანობის განხორციელების შეზღუდვის გამო, მისი პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვასთან არის დაკავშირებული.

 

სასამართლო, აქვე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც თანამდებობიდან გათავისუფლება შეიძლება განხილულ იქნეს პიროვნული განვითარებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად (იხ. თუნდაც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ყოფ. მეხუთე სექციის პალატის) 2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე ალექსანდრე ვოლკოვი უკრაინის წინააღმდეგ (განაცხადი N 21722/11) გვ.48-49). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პირადი ცხოვრება „მოიცავს ინდივიდის უფლებას ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, მათ შორის პროფესიული და ბიზნეს ურთიერთობები“ (იხ. C. v. Belgium, 7 აგვისტო 1996, § 25, ანგარიში 1996-III). კონვენციის მე-8 მუხლი „იცავს უფლებას პიროვნულ განვითარებაზე და უფლებას სხვა ადამიანებთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაზე“ (იხ. Pretty v. the United Kingdom, no. 2346/02, § 61, ECHR 2002-III). „პირადი ცხოვრების“ ცნება არ გამორიცხავს პროფესიული თუ ბიზნეს ხასიათის საქმიანობებს. ადამიანთა უმრავლესობას გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარების ძირითადი შესაძლებლობა სამსახურებრივი საქმიანობის განმავლობაში ეძლევათ (იხ. Niemietz v. Germany, 16 დეკემბერი 1992, § 29, სერია A no. 251-B). შესაბამისად, პროფესიის ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვები „პირად ცხოვრებაზე“ახდენენ გავლენას (იხ. Sidabras and Džiautas v. Lithuania, nos. 55480/00 და 59330/00, § 47, ECHR 2004-VIII და Bigaeva v. Greece, no. 26713/05, §§ 22-25, 28 მაისი 2009). ასევე, სამსახურიდან დათხოვნა პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას წარმოადგენს (იხ. Özpınar v. Turkey, no. 20999/04, §§ 43-48, 19 ოქტომბერი 2010). და ბოლოს, მე-8 მუხლი ასევე ეხება ღირსებისა და რეპუტაციის საკითხებს, როგორც პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების შემადგენელ ნაწილებს (იხ. Pfeifer v. Austria, no. 12556/03, § 35, 15 ნოემბერი 2007 და A. v. Norway, no. 28070/06, §§ 63 და 64, 9 აპრილი 2009). თანამდებობიდან მომჩივნის გათავისუფლებამ გავლენა იქონია სხვა პირებთან მისი ურთიერთობების ფართო სპექტრზე, მათ შორის პროფესიული ხასიათის ურთიერთობებზე. ასევე, აღნიშნული შეეხო მომჩივნის „შიდა წრეს“, ვინაიდან სამსახურის დაკარგვა მომჩივნისა და მისი ოჯახის მატერიალური კეთილდღეობაზე აისახებოდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მომჩივნის სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენდა მისი პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომელიც ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის, პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.

 

სასამართლო აქვე მოიხმობს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვან დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც საჯარო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომისა და სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული. შესაბამისად, სასამართლომ, მოცემულ შემთხვევაში უნდა იმსჯელოს მოსარჩელე ლე------ ის----ის სამსახურიდან გათავისუფლება განხორციელდა თუ არა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდების მქონე პირების საქმიანობაზე, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.

 

მითითებული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

სასამართლო, სადავო სამართალურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე განმარტავს, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს, რომლის სამართლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავს ,,პოლიციის შესახებ“ და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონები. საჯარო მოსამსახურე კი წარმოადგენს საჯარო მმართველობაში დასაქმებულ პირს, რაც გულისხმობს, რომ იგი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი, აღჭურვილი და გარანტირებული მოცემული სამართლის ინსტიტუტებით, უფლებამოსილებებითა და სტანდარტებით ისევე, როგორც, დატვირთული ამ სამართლით დადგენილი საჯარო ვალდებულებების აღსრულებით.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ლე------ ის----- 2--- წლიდან მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა ს----------------------–------------- თანამდებობაზე, ხოლო 2--- წლის 8-------–----- იგი დაინიშნა და მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა------------–------------------------------------–---------------–------------------–------------–-----–-----------–---–------ თანამდებობაზე. ამდენად, ის წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო მოსამსახურეს - პოლიციელს.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კ---------------------–---–- არაუმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს.

 

მითითებული კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს; დ) კ---------------------–---–- ყოფნის ვადის გასვლის გამო; ე) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო; ვ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო; თ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო; ი) მოქალაქეობის შეცვლის გამო; კ) სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით; ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად; მ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობის გამო; ნ) გარდაცვალების გამო; ო) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი. ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ დაწესებულებაში მიმდინარე რეორგანიზაცია მხოლოდ მაშინ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, როცა მას შედეგად მოჰყვება შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საშტატო ერთეულის შემცირება გულისხმობს იმავე ფუნქციური დატვირთვის და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე საშტატო ერთეულის, საშტატო ნუსხიდან ამოღებას (გაუქმებას).

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2--- წლის 1------------- №3------ ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა------------–------------------------------------–---------------–-----------------–-------------–-----–-----------–---–-----, მოსარჩელე ლე------ ის----- რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების საფუძვლით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს კ---------------------–---–-, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2--- წლის 1--------–-- №8----- ბრძანებით, შსს კ---------------------–---–- მყოფი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) პროტოკოლის სამმართველოს პროტოკოლის განყოფილების ყოფილი წამყვანი სპეციალისტი, მოსარჩელე ლე------ ის----- დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან კ---------------------–---–- ყოფნის ვადის გასვლის გამო.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ აუცილებლად მიიჩნია, რომ კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს: ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში; ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან, ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის; გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; დ) ზოგიერთ შემთხვევაში - შრომის ანაზღაურება.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის გამოცხადებამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2--- წლის 8-------–-- №6----- ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) პროტოკოლის სამმართველოს საშტატო ნუსხის მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) პროტოკოლის სამმართველოში დადგენილი იყო სულ 9 საშტატო ერთეული, რომელთაგან 2 საშტატო ერთეული იყო წამყვანი სპეციალისტის და აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად კი განსაზღვრული იყო მინიმალური სპეციალური წოდების სახით პოლიციის კაპიტნის წოდების არსებობა. ასევე დადგენილია, რომ სწორედ აღნიშნულ საშტატო ერთეულზე იყო დანიშნული მოსარჩელე ლე------ ის----- დასაქმებული. რაც შეეხება რეორგანიზაციის შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2--- წლის 8-------–-- №6----- ბრძანებაში, 2--- წლის 1------------- შესული ცვლილების შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) პროტოკოლის სამმართველოში დადგინდა სულ 6 საშტატო ერთეული, გაუქმდა პროტოკოლის განყოფილების უფროსის მოადგილის საშტატო ერთეული და განისაზღვრა განყოფილების უფროსის 1, უფროსი ინსპექტორის 2, ხოლო ინსპექტორის 3 საშტატო ერთეული. ამასთან, უფროსი ინსპექტორის თანამდებობის დასაკავებლად გათვალისწინებული იქნა მინიმალური სპეციალური წოდების სახით პოლიციის მაიორის და ინსპექტორის თანამდებობის დასაკავებლად კი პოლიციის კაპიტნის წოდების არსებობა.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა------------–------------------------------–-------------–---ს შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2--- წლის 3------------- №1--- ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) პროტოკოლის სამმართველო უზრუნველყოფდა მინისტრის, ადმინისტრაციის უფროსისა და მისი მოადგილის უშუალო დავალებით საპროტოკოლო ღონისძიებების გატარებას, ორგანიზებასა და კონტროლს უწევდა საზღვარგარეთის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების ვიზიტებს, ღონისძიებებს, მათ შორის, მოსამზადებელ ღონისძიებებს (ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, განთავსება, ოფიციალური დასაჩუქრება), ორგანიზაციულად უზრუნველყოფდა საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში სამინისტროს მიერ გასამართ ვიზიტებსა და ღონისძიებებს, ახორციელებდა უცხოეთის ქვეყნებში სამინისტროს წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვას, ორგანიზებას, ვიზებითა და სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფას, თარგმნით უზრუნველყოფდა სამინისტროს წარმომადგენლების უცხო ქვეყნის დელეგაციებთან შეხვედრებს, უზრუნველყოფდა სამინისტროში შესული და/ან დამუშავებული დოკუმენტების საჭიროებისამებრ თარგმნასა და ბეჭდით დამოწმებას, საპროტოკოლო ღონისძიებების გატარების უზრუნველსაყოფად, თანამშრომლობდა სხვადასხვა დაწესებულებებთან, საქართველოში უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების შესაბამის სამსახურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან კოორდინირებით, საჭიროებიდან გამომდინარე, ახორციელებდა საპროტოკოლო ღონისძიებების ორგანიზებისათვის სატრანსპორტო და სხვა ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას.

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა------------–------------------------------–-------------–---ს შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2--- წლის 1------------- №589 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა------------–------------------------------–-------------–---ს შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2--- წლის 3------------- №1--- ბრძანება და დამტკიცდა ახალი დებულება, რომლის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) პროტოკოლის სამმართველო ახორციელებს საპროტოკოლო ღონისძიებებს მინისტრის, ადმინისტრაციის უფროსისა და მისი მოადგილის უშუალო დავალებით, ორგანიზებასა და კონტროლს უწევდა საზღვარგარეთის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების ვიზიტებს, ღონისძიებებს, მათ შორის, მოსამზადებელ ღონისძიებებს (ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, განთავსება, ოფიციალური დასაჩუქრება), ორგანიზებას უწევს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში სამინისტროს მიერ გასამართ ვიზიტებსა და ღონისძიებებს, ახორციელებს საზღვარგარეთ სამინისტროს წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვას, ორგანიზებას, ვიზებითა და სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფას, უზრუნველყოფს სამინისტროში შესული და/ან დამუშავებული დოკუმენტების საჭიროებისამებრ თარგმნასა და ბეჭდით დამოწმებას, საპროტოკოლო ღონისძიებების განსახორციელებლად, თანამშრომლობს სხვადასხვა დაწესებულებებთან, საქართველოში უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების შესაბამის სამსახურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან კოორდინირებით, ახორციელებს საპროტოკოლო ღონისძიებების ორგანიზებისათვის საჭირო სატრანსპორტო და სხვა ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას. შესაბამისად, სტრუქტურული ერთეული, რომელშიც მოსარჩელე ლე------ ის----- მუშაობდა, რეორგანიზაციის შედეგად, ფუნქციურად არ გარდაქმნილა და იმავე ფუნქციებით დაიტვირთა, რასაც რეორგანიზაციამდე ახორციელებდა იგი.

 

ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ რეორგანიზაციის შედეგად, მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული არსებითად უცვლელად იქნა დატოვებული ანუ გათვალისწინებული იქნა იმავე ფუნქციური დატვირთვით, იმავე იერარქიულ საფეხურზე შეცვლილი სახელწოდებით. შესაბამისად, ცხადია, რომ რეორგანიზაციის შედეგად, მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა არ შემცირებულა და შტატების შემცირება განხორციელდა მხოლოდ განყოფილების უფროსის მოადგილის და მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეულების შემცირების ხარჯზე, რამდენადაც ინსპექტორის საშტატო ერთეულების რაოდენობა, რომლის დაკავებისათვის დადგენილია პოლიციის კაპიტნის წოდება და იგივე წოდება იყო გათვალისწინებული რეორგანიზაციამდე არსებული წამყვანი სპეციალისტის საშტატო ერთეულისათვის, 2 საშტატო ერთეულიდან 3 საშტატო ერთეულამდე გაიზარდა.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები განსაზღვრავს, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში და ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება აღქმული არ იქნეს თვითნებობად, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.

 

ამრიგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლდა ისეთ პირობებში, როდესაც ის საშტატო ერთეული, რომელსაც იგი იკავებდა არ გაუქმებულა და მის მიერ დაკავებული თანამდებობის ფუნქციები არ შეცვლილა, ასევე არ შეცვლილა უფლება-მოვალეობები, რომელსაც ის სამსახურიდან გათავისუფლებამდე ახორციელებდა. შესაბამისად, მისი თანამდებობიდან განთავისუფლებისა და კ---------------------–---–- აყვანის თაობაზე ბრძანებაში მითითებული სამართლებრივი საფუძველი არ შეესაბამება და წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობით დადგენილ წინაპირობებთან, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა ლე------ ის----ის ნაწილში „შვებულების შეწყვეტის, თანამდებობიდან გ------------–-------------------------------–---–--------- შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2--- წლის 1------------- №3------ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ისეთ პირობებში, როდესაც მოსარჩელე ლე------ ის----ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კ---------------------–---–- გადაყვანისას ადგილი არ ჰქონია მის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის შემცირებას და შესაბამისად, არ არსებობდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კ---------------------–---–- აყვანის სამართლებრივი საფუძველი, კანონშეუსაბამოდ უნდა იქნეს მიჩნეული მისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მისი დათხოვნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიც, როგორც თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კ---------------------–---–- აყვანის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამართლებრივი შედეგი მიუხედავად იმისა, რომ მის სამართლებრივ საფუძვლად კ---------------------–---–- ყოფნის ვადის გასვლაა მითითებული, რადგან იგი წარმოადგენს მისი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კ---------------------–---–- გადაყვანის სამართლებრივ შედეგს.

 

6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილებით გადამეტებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, აგრეთვე ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი „შვებულების შეწყვეტის, თანამდებობიდან გ------------–-------------------------------–---–--------- შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2--- წლის 1------------- №3------ და „შინაგან საქმეთა ს----------------------------- შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2--- წლის 1--------–-- №8----- ბრძანებები მოსარჩელე ლე------ ის----ის ნაწილში.

 

6.6. განსახილველ საქმეში მოსარჩელის მოთხოვნას, ასევე წარმოადგენს მისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა------------–------------------------------------–---------------–-----------------–-------------–------------------- თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენა.

 

სასამართლო მიუთითებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ პირის თანამდებობაზე აღდგენა თავისთავში გულისხმობს ზოგადად პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, რომელიც მას დაკავებული ჰქონდა გათავისუფლებამდე.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა------------–------------------------------------–---------------–-----------------–-------------–------------------- თანამდებობა იმავე ფუნქციების მატარებელია, რაც რეორგანიზაციამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) პროტოკოლის სამმართველოს პროტოკოლის განყოფილების წამყვან სპეციალისტს ჰქონდა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც არსებობს იდენტური უფლება-მოვალეობებით აღჭურვილი თანამდებობა და შტატების შემცირებას ადგილი არ ჰქონია სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მისი შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ საფუძვლიანია და მოპასუხეს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მისი სამსახურში, მითითებულ თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე.

 

რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების ნაწილობრივ, კერძოდ სამსახურში აღდგენის ნაწილში, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნებისა და უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ. ამასთან, ამავე მუხლის, „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.

 

შრომითი უფლების ბუნებიდან გამომდინარე, რამდენადაც იგი ასევე შეეხება პირის კონსტიტუციით გარანტირებული საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და პირადი ცხოვრების უფლებებს, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ, კერძოდ, მოსარჩელე ლე------ ის----ის თანამდებობაზე აღდგენისა და ხელფასის ანაზღაურების შეფერხებამ, მას შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მისი სოციალური ყოფის გაუარესების თვალსაზრისით, რამდენადაც შრომითი უფლების რეალიზაცია თავისი შინაარსით პირის სოციალური უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალებაცაა და პირის ღირსეული არსებობა ერთგვარად სწორედ მასზეა დამოკიდებული, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილება მოსარჩელის სამსახურში აღდგენის ნაწილში დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მიქცეული აღსასრულებლად.

 

6.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ ასევე დასაბუთებულია მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.

 

ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელე ლე------ ის----ის სამსახურში აღდგენა, მასვე უნდა დაევალოს მისთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან მის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს და დანამატის) ყოველთვიური ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ლე------ ის----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი „შვებულების შეწყვეტის, თანამდებობიდან გ------------–-------------------------------–---–--------- შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2--- წლის 1------------- №3------ ბრძანება ლე------ ის----ის ნაწილში;

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი „შინაგან საქმეთა ს----------------------------- შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2--- წლის 1--------–-- №8----- ბრძანება ლე------ ის----ის ნაწილში;

 

4. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლე------ ის----ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა------------–------------------------------------–---------------–-----------------–-------------–------------------- თანამდებობაზე აღდგენის შესახებ;

 

5. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლე------ ის----ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის (თანამდებობრივი სარგო და დანამატის) ანაზღაურება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან - 2--- წლის 1----------------, მის აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით;

 

6. გადაწყვეტილება, მოსარჩელე ლე------ ის----ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა------------–------------------------------------–---------------–-----------------–-------------–------------------- თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში დაუყოვნებლივ აღსრულდეს;

 

7. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დ----- აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

9. გადაწყვეტილებაზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე: თბილისი, დ----- აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) განჩინების მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში). კერძო საჩივრის შეტანა ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

მოსამართლე დ----- წ--------–-