გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2483-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 აგვისტო, 2--- წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე და---- წ--------–-
სხდომის მდივანი ნ----- ფ-–---–------
მოსარჩელე – და---- გო-----
მოპასუხე – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
დავის საგანი – ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის 2--- წლის 9--------- №0------------ წერილობითი მიმართვა მოსარჩელე და---- გო----ისათვის 2--- წლის 1------------, 2--- წლის 1----------–----- მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე;
1.2. სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს მოსარჩელე და---- გო----ის სასარგებლოდ 2--- წლის 1------------, 2--- წლის 1----------–----- მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება კანონით დადგენილი ყოველთვიური ოდენობით;
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის და მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლები.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელე და---- გო-----მ 2--- წლის 2----------, განცხადებით პირველად მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, წარუდგინა სათანადო დოკუმენტები და ითხოვა მისთვის, როგორც სამოქალაქო ავიაციის ყოფილი მოსამსახურისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, დაკმაყოფილდა მოსარჩელე და---- გო----ის განცხადება და მიღებული იქნა გადაწყვეტილება მისთვის, როგორც სამოქალაქო ავიაციის ყოფილი მოსამსახურისათვის 2--- წლის 1----------–----- სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე.
მოსარჩელე და---- გო-----მ, 2--- წლის 26 თებერვალს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ითხოვა მისთვის 2--- წლის 1------------, 2--- წლის 1----------–----- მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება იმ საფუძვლით, რომ სწორედ მითითებული თარიღიდან წარმოიშვა მისი, როგორც სამოქალაქო ავიაციის ყოფილი მოსამსახურის უფლება სახელმწიფო კომპენსაციასთან დაკავშირებით.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2--- წლის 9--------- №0------------ წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე და---- გო----ის 2--- წლის 2-----------–-- განცხადება მისთვის 2--- წლის 1------------, 2--- წლის 1----------–----- მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და განმცხადებელს განემარტა, რომ მას, როგორც სამოქალაქო ავიაციის ყოფილ მოსამსახურეს სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა განცხადების და სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, რის გამოც არ არსებობდა გასულ წლებში მისთვის მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურების კანონით დადგენილი საფუძვლები.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2--- წლის 9--------- №0------------ წერილობითი მიმართვა (ს.ფ. 18);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ და---- გო----ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტი, ევროპის სოციალური ქარტია, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. იმავე კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, ასევე ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2--- წლის 9--------- №0------------ წერილობითი მიმართვა შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, სასამართლომ, ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელე და---- გო----ის მოთხოვნა, 2--- წლის 1------------, 2--- წლის 1----------–----- მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის, მის სასარგებლოდ ანაზღაურების თაობაზე.
6.2. სასამართლო პირველ ყოვლისა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, რომ დაამკვიდრონ, მათ შორის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.
ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა საარსებო შემწეობის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.
ამრიგად, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს, მოსარჩელე და---- გო----ის მოთხოვნა ეფუძნება, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ პირობებს და არსებობს, თუ არა ზიანის - კომპეტენტური ორგანოსათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით, განცხადებით მიმართვამდე პერიოდში მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურების მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის დაკისრების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
6.3. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
მითითებული კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო კომპენსაციის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, პირისათვის დანიშვნის ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი და პირობა, სააგენტოსათვის შესაბამისი განცხადებით, სათანადო წარდგინებითა და სხვა საჭირო დოკუმენტებით მიმართვაა. შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების კანონით გათვალისწინებული უფლება რეალიზდება უფლებამოსილი პირის მიერ, კომპეტენტური ორგანოსათვის განცხადებით და საჭირო დოკუმენტებით მიმართვით. სახელმწიფო კომპენსაციის უფლების მხოლოდ ფაქტობრივი წარმოშობა, კანონის შესაბამისად, არ ავალდებულებს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თავისი ინიციატივით, მექანიკურად დანიშნოს სახელმწიფო კომპენსაცია.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარის ახსნა-განმარტებით დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე და---- გო-----მ 2--- წლის 2----------, განცხადებით პირველად მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, წარუდგინა სათანადო დოკუმენტები და ითხოვა მისთვის, როგორც სამოქალაქო ავიაციის ყოფილი მოსამსახურისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, დაკმაყოფილდა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება მისთვის, როგორც სამოქალაქო ავიაციის ყოფილი მოსამსახურისათვის 2--- წლის 1----------–----- სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე.
ამრიგად, მოსარჩელე და---- გო-----ს, როგორც სამოქალაქო ავიაციის ყოფილ მოსამსახურეს სახელმწიფო კომპენსაცია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დაენიშნა მის მიერ, განცხადების და საჭირო დოკუმენტების წარდგენის თვის მომდევნოს თვის პირველი რიცხვიდან „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარის ახსნა-განმარტებით, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე და---- გო-----მ, 2--- წლის 26 თებერვალს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ითხოვა მისთვის 2--- წლის 1------------, 2--- წლის 1----------–----- მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება იმ საფუძვლით, რომ სწორედ მითითებული თარიღიდან წარმოიშვა მისი, როგორც სამოქალაქო ავიაციის ყოფილი მოსამსახურის უფლება სახელმწიფო კომპენსაციასთან დაკავშირებით, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2--- წლის 9--------- №0------------ წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე და---- გო----ის 2--- წლის 2-----------–-- განცხადება მისთვის 2--- წლის 1------------, 2--- წლის 1----------–----- მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და განმცხადებელს განემარტა, რომ მას, როგორც სამოქალაქო ავიაციის ყოფილ მოსამსახურეს სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა განცხადების და სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, რის გამოც არ არსებობდა გასულ წლებში მისთვის მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურების კანონით დადგენილი საფუძვლები.
6.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს საქართველოს კონსტიტუციის, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის სარჩელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის 2--- წლის 9--------- №0------------ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.5. რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას, 2--- წლის 1------------ 2--- წლის 1----------–----- მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის მოსარჩელე და---- გო----ის სასარგებლოდ ანაზღაურებასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
მითითებული კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი წინაპირობა არის იმავე ადმინისტრაციული ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედება და ამ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არსებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.
ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ 2--- წლის 1------------, 2--- წლის 1----------–-----, მოსარჩელე და---- გო----ის მიერ, სახელმწიფო კომპენსაციის მიუღებლობა განპირობებული არ არის მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მართლსაწინააღმდეგო (უკანონო) ქმედებით და იგი განაპირობა იმან, რომ მოსარჩელე და---- გო-----მ განცხადებით არ მიმართა კომპეტენტურ ორგანოს მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, არ არსებობს, 2--- წლის 1------------ 2--- წლის 1----------–----- მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურების კანონით გათვალისწინებული პირობები.
მითითებული კოდექსის 331-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ამრიგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა 2--- წლის 1------------ 2--- წლის 1----------–----- მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თა---- გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, 24-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. და---- გო----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, და---- აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე და---- წ--------–-