გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 240310016001637731
( 3/87-2017)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29.08.2018 წელი ქ. სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია
სხდომის მდივანი - ვასილ გოგინავა
მოსარჩელეები: 1.ვა---–-- ცე----ა,2.ბა----- ვა----ა,3.ხვ--- წუ-–---,4.ელ------ კა----,5.გუ-–----- ცა----,6.მა----- სა-–------ე,7.ნა---- ქა-----,8.გო-- ჯი---,9.მა----- სხ---–-----,10.მო---–- ჯო----ა,11.თე--------- კუ--------–-ა,12.ზა--- სუ------,13.იგ---- გე--------ი,14.ბე--- ხა--------ა,15.მა-–---- ყა-–----ა,16.რე---- ცა----,17.ზი------- ბე---–-ა,18.აბ-----– სუ------
წარმომადგენელი - ივ--ე პე------–---–ი
მოპასუხე - მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა
წარმომადგენელი - და------- ხუ-–--–-ა
დავის საგანი - გამოუყენებელი შვებულებისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის მოსარჩელეების ვა---–-- ცე----ას, ბა----- ვა----ას, ხვ--- წუ-–---ს, ელ------ კა----ს, გუ-–----- ცა----ს, მა----- სა-–------ის, ნა---- ქა-----ს, გო-- ჯი---ს, მა----- სხ---–-----ს, მო---–- ჯო----ას, თე--------- კუ--------–-ას, ზა--- სუ------ს, იგ---- გე--------ის, ბე--- ხა--------ას, მა-–---- ყა-–----ას, რე---- ცა----ს, ზი------- ბე---–-ასა და აბ-----– სუ------ს სასარგებლოდ 2016 წლის 23 ივნისიდან 2016 წლის 4 ნოემბრამდე პერიოდში იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება;
1.2.მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის მოსარჩელეების ვა---–-- ცე----ას, ბა----- ვა----ას, ხვ--- წუ-–---ს, ელ------ კა----ს, გუ-–----- ცა----ს, მა----- სა-–------ის, ნა---- ქა-----ს, გო-- ჯი---ს, მა----- სხ---–-----ს, მო---–- ჯო----ას, თე--------- კუ--------–-ას, ზა--- სუ------ს, იგ---- გე--------ის, ბე--- ხა--------ას, მა-–---- ყა-–----ას, რე---- ცა----ს, ზი------- ბე---–-ასა და აბ-----– სუ------ს სასარგებლოდ 2010-2016 წლებში გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების დაკისრება.
მოსარჩელეთა განმარტებით, დანიშნული იყვნენ მა-------–--------–----–-------------------------–-----------–---–--------------------------–---------------–---------–ის თანამდებობებზე, ხოლო აბ-----– სუ------ -მა-------–--------–----–------------------------------------–-----------------------------–--------------–-------------სის თანამდებობაზე. მოსარჩელეები მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებებით გათავისუფლდნენ თანამდებობიდან მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების საფუძვლით, თუმცა ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებით აღდგნენ შესაბამის სამსახურებში და დღეის მდგომარეობით წარმოადგენენ საჯარო მოხელეებს.
მოსარჩელეების სამსახურში აღდგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2016 წლის 23 ივნისს, თუმცა ისინი სამსახურში აღდგენილ იქნენ 2016 წლის 4 ნოემბერს.
მოსარჩელეები საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის112-ე, 37-ე მუხლებზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის (2/3/423), გადაწყვეტილებაზე („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) მითითებით ითხოვენ იძულებით გაცდენილ პერიოდში მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების დაკისრებას მოპასუხისათვის.
მოსარჩელეთა განმარტებით, 2010 წლიდან 2016 წლის ჩათვლით არ უსარგებლიათ ყოველწლიური ანაზღაურებადი კუთვნილი შვებულებით, და საქართველოს კონსტიტუციის 6-ე მუხლზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლზე, “ფასიანი შვებულების შესახებ“ კონვენციის (1936 წ 4 ივნისის) მე-5 მუხლზე, „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 24-ე მუხლზე მითითებით ითხოვენ 2010-2016 წლებში გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების დაკისრებას, ნატურით თითოეული წლისთვის ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა სარჩელის მოთხოვნა არ ცნო.
მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელეთა სამსახურში აღდგენის შესახებ გადაწყვეტილებების 2016 წლის 23 ივნისს კანონიერ ძალაში შესვლის, ასევე, მოსარჩელეთა სამსახურში 2016 წლის 4 ნოემბერს აღდგენის ფაქტები, თუმცა განმარტა, აღნიშნული გამოწვეული იყო ობიექტური მიზეზებით, კერძოდ, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესაბამისი თანხის (იძულებითი განაცდურის) გაუთვალისწინებლობით და სააღსრულებო ფურცელში დაშვებული შეცდომით.
მოპასუხე მხარის განმარტებით, ყოველწლიური ანაზღაურებადი კუთვნილი შვებულებით სარგებლობა მოხელის უფლებაა და ამ უფლების მათივე სურვილით გამოუყენებლობა, არ წარმოშობს მისი ანაზღაურების სამართლებრივ საფუძველს. მოპასუხე მხარე ასევე არ დაეთანხმა იძულებით მოცდენის პერიოდში გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების დაკისრებასაც.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი უდავო ფაქტობრივი გარემოებები მოცემულ საქმეზე არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.მოსარჩელეები დასაქმებული იყვნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს, ვა---–-- ცე----ა -აბ------ის, ბა----- ვა----ა -ბა--ის, ხვ--- წუ-–--- -გა------–ის, ელ------ კა---- -დი--------ის, გუ-–----- ცა---- -ვე---------ის, მა----- სა-–------ე -კი–--ს, ნა---- ქა----- -ნა-----ოს, გო-- ჯი--- -ონ-----ის, მა----- სხ---–----- -სა-–-----ს, მო---–- ჯო----ა -ტა-–---ის, თე--------- კუ--------–-ა -თა------ის, ზა--- სუ------ -ნა------ოს, იგ---- გე--------ი -ინ------ის, ბე--- ხა--------ა -ლე-----------ს, მა-–---- ყა-–----ა -დო–--ეს, რე---- ცა---- -ნა-----ოს, ზი------- ბე---–-ა -კუ------ს რწმუნებულის, ხოლო აბ-----– სუ------ მა-------–--------–----–------------------------------------–-----------------------------–--------------–-------------სის თანამდებობაზე.
3.2.2.მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 18 სექტემბრის -ვა---–-- ცე----ა №236, ბა----- ვა----ა №241,ხვ--- წუ-–--- №238,ელ------ კა---- №230,გუ-–----- ცა---- №227,მა----- სა-–------ე №231,ნა---- ქა----- №224, გო-- ჯი--- №237,მა----- სხ---–----- №232,მო---–- ჯო----ა №229, თე--------- კუ--------–-ა №234,ზა--- სუ------ №235, იგ---- გე--------ი №242,ბე--- ხა--------ა №223,მა-–---- ყა-–----ა №226, რე---- ცა---- №233, ზი------- ბე---–-ა №240 ბრძანებებით, მა-------–--------–----–-------------------------–-----------–-------------------–---------------–---------–---------–-------–--------–---–ის თანამდებობიდან, ხოლო აბ-----– სუ------ №329 ბრძანებით -მა-------–--------–----–------------------------------------–-----------------------------–--------------–-------------სის თანამდებობიდან გათავისუფლდნენ.
3.2.3.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებები და მოსარჩელეები აღდგენილ იქნენ: ვა---–-- ცე----ა -აბ------ის, ბა----- ვა----ა -ბა--ის, ხვ--- წუ-–--- -გა------–ის, ელ------ კა---- -დი--------ის, გუ-–----- ცა---- -ვე---------ის, მა----- სა-–------ე -კი–--ს, ნა---- ქა----- -ნა-----ოს, გო-- ჯი--- -ონ-----ის, მა----- სხ---–----- -სა-–-----ს, მო---–- ჯო----ა -ტა-–---ის, თე--------- კუ--------–-ა -თა------ის, ზა--- სუ------ -ნა------ოს, იგ---- გე--------ი -ინ------ის, ბე--- ხა--------ა -ლე-----------ს, მა-–---- ყა-–----ა -დო–--ეს, რე---- ცა---- -ნა-----ოს, ზი------- ბე---–-ა -კუ------ს რწმუნებულის, ხოლო აბ-----– სუ------ მა-------–--------–----–------------------------------------–-----------------------------–--------------–-------------სის თანამდებობაზე.
იმავე გადაწყვეტილებით მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსარჩელეების
სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილ პერიოდში მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება.
3.2.4.აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული. შესაბამისად, მოსარჩელეთა სამსახურში აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 23 ივნისს.
3.2.5 მოსარჩელეები შესაბამის სამსახურებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას ფაქტობრივად შეუდგნენ 2016 წლის 4 ნოემბერს.
3.2.6.მოსარჩელეებს მიღებული აქვთ სამსახურიდან გათავისუფლებიდან (2014 წლის 18 სექტემბრიდან) აღდგენამდე (2016 წლის 23 ივნისამდე) მიუღებელი ხელფასი იძულებითი განაცდურის სახით.
3.2.7. მოსარჩელეებს 2010 წლიდან ანაზღაურებადი კუთვნილი შვებულებით არ უსარგებლიათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება(24.03.2016 წ);
-საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება(23.06.2016 წ);
-მხარეთა განმარტებები;
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსარჩელეების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იძულებით გაცდენილი პერიოდის განმავლობაში 2016 წლის 23 ივნისიდან 2016 წლის 4 ნოემბრამდე, მიუღებელი ხელფასის სრულად ანაზღაურება მათზე უკვე გაცემული კომპენსაციის გათვალისწინებით, ასევე მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსარჩელეების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2014-2015 წლებში (2 წლის) გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება, ხოლო 2010, 2011, 2012, 2013 და 2016 წლების გამოუყენებელი შვებულების დაკისრების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვათ უარი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია (1012; 42-ე მუხლები) საქართველოს ორგანული კანონის ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” (მე-5, მუხლი); „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი (მე-3, მე-4, 112-ე, 37-ე,41-ე მუხლები); „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი (მე-3 მუხლი); ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“ , ,,ფასიანი შვებულების შესახებ“ 1936 წლის 4 ივნისის კონვენცია;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოცემული დავა წარმოშობილია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ადმინისტრაციასა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა შორის საჯარო შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, რამდენადაც დავის საგანია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საჯარო მოხელეთა მიერ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა.
სასამართლო აღნიშნავს, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია“, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები (საქართველოს ორგანული კანონის ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” მე-5.1.მუხლი).
საქართველოს კონსტიტუციის 1012.1 მუხლის (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან) მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები გამიჯნულია სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილებებისაგან. თვითმმართველ ერთეულს აქვს საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებანი, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებათა განსაზღვრის ძირითადი პრინციპები და უფლებამოსილებანი დგინდება ორგანული კანონით. ხოლო 1012.2.მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით. ორგანული კანონით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებანი ექსკლუზიურია.
”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას (პრეამბულა).
”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე- 3 მუხლის მიხედვით, სამსახური ადგილობრივ თვითმმართველობაში, წარმოადგენს საჯარო სამსახურის სახეს, ხოლო მე- 4 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურე არის პირი, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში.
დადგენილია, რომ მოსარჩელეები არიან ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებული საჯარო მოხელეები, რომლებიც ითხოვენ იძულებითი განაცდურის სახით მიუღებელი ხელფასის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის, ანაზღაურებას.
ზიანის ანაზღაურების გზით დაზარალებული პირის ინტერესების დაცვას ისახავს მიზნად საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი, რომლის მიხედვით, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლით, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის № 2/3/630 გადაწყვეტილებით ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადება, რომელიც ადგენდა, რომ იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეს უნდა მიეცეს არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო მოხელე თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. შესაბამისად, საჯარო მოხელის გათავისუფლების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა, როდესაც არსებობს გათავისუფლების აქტის ბათილობის საფუძველი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებები და მოსარჩელეები აღდგენილ იქნენ: ვა---–-- ცე----ა -აბ------ის, ბა----- ვა----ა -ბა--ის, ხვ--- წუ-–--- -გა------–ის, ელ------ კა---- -დი--------ის, გუ-–----- ცა---- -ვე---------ის, მა----- სა-–------ე-კი–--ს, ნა---- ქა----- -ნა-----ოს, გო-- ჯი--- -ონ-----ის, მა----- სხ---–----- -სა-–-----ს, მო---–- ჯო----ა -ტა-–---ის, თე--------- კუ--------–-ა -თა------ის, ზა--- სუ-------ნა------ოს, იგ---- გე--------ი -ინ------ის, ბე--- ხა--------ა -ლე-----------ს, მა-–---- ყა-–----ა -დო–--ეს, რე---- ცა---- -ნა-----ოს, ზი------- ბე---–-ა -კუ------ს რწმუნებულის, ხოლო აბ-----– სუ------ მა-------–--------–----–------------------------------------–-----------------------------–--------------–-------------სის თანამდებობაზე.
იმავე გადაწყვეტილებით მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილ პერიოდში მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება.
იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო მოხელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში ჩამოთვლილ სუბიექტთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედების შედეგს, ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის სრულად ანაზღაურების ვალდებულება სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და თვითმმართველობის ორგანოებს ეკისრება პირის უკანონოდ გათავისუფლების ყველა შემთხვევაში. ასეთი ვალდებულების (ზიანის ანაზღაურების) დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელეებს მიღებული აქვთ სამსახურიდან გათავისუფლებიდან (2014 წლის 18 სექტემბრიდან) აღდგენამდე (2016 წლის 23 ივნისამდე) მიუღებელი ხელფასი იძულებითი განაცდურის სახით.
ასევე სადავო არაა ის გარემოება, რომ მოსარჩელეები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას ფაქტობრივად შეუდგნენ 2016 წლის 4 ნოემბერს, ანუ ამ დრომდე, მოსარჩელეებს, მიუხედავად იმისა, რომ მათი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილების უკანონობა საბოლოოდ დადგენილი იყო, არ მიცემიათ სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა და 23 ივნისიდან 4 ნოემბრამდე (4 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში), მათი ბრალის გარეშე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას არ შედგომიან და შესაბამისად, ამ პერიოდში არც ხელფასი მიუღიათ.
მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების დროულად აღუსრულებლობით მათ მიადგათ ზიანი იძულებითი განაცდურის სახით, რაც გამოიხატა იმაში, რომ მათი ბრალის გარეშე, 4 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ვერ შეასრულეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და ვერ მიიღეს ხელფასი. ითხოვენ ამ პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, რასაც სასამართლო სრულად ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა სამუშაოზე აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებული იყო უზრუნველეყო მოსარჩელეთა ფაქტობრივად აღდგენა შესაბამის სამსახურებში, მიეცა მათთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შესაძლებლობა და შესაბამისად, შრომის ანაზღაურებაც, რაც 4 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ განუხორციელებია.
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 37-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიასა და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
მითითებული ნორმის მიხედვით, შრომითი გასამრჯელოს მიღება გარანტირებულია საჯარო მოხელის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში. საჯარო მოხელეთათვის განსაზღვრული გარანტიის პირობებში წარმოიშობა გონივრული მოლოდინი, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მოხელე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულების სანაცვლო ანაზღაურებით, შესაბამისად, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულება დაკავშირებულია ამ შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულების სანაცვლო ანაზღაურებასთან, ხოლო საჯარო მოხელის მიერ ვალდებულების იძულებით, ძალდატანებით, შეუსრულებლობა, რაც გამოწვეულია ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეული მოქმედებით, სამართლებრივად წარმოშობს იძულებითი განაცდურის სახით, მიუღებელი ხელფასის მოთხოვნის უფლებას და იწვევს მის დაკმაყოფილებას ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
სასამართლო ვერ დაეთანხმება მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეთა მიმართ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება და მათი შესაბამის სამსახურებში აღდგენის შეფერხება გამოწვეული იყო ობიექტური მიზეზებით, კერძოდ, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში იძულებითი განაცდურის თანხის გაუთვალისწინებლობით და სააღსრულებო ფურცელში დაშვებული შეცდომით ერთ-ერთი მოსარჩელის სამსახურში აღდგენის ადგილთან მიმართებაში.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე აღუსრულებლობის საფუძველს, ვინაიდან ადმინისტრაციული, ამ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონოდ ცნობა, უპირობოდ, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას და მისი აღსრულება არ არის დაკავშირებული ადმინისტრაციული ორგანოს ფინანსურ შესაძლებლობაზე, ისევე, როგორც სააღსრულებო ფურცელში დაშვებულ შეცდომაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყნის სახელით გამოტანილი მართლმსაჯულების აქტია, რომელიც კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სავალდებულოა როგორც მოდავე მხარეებისთვის, ისე ნებისმიერი სხვა პირისათვის. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები თუ სამართლებრივი შედეგი საბოლოოა და იგი დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება, ვინაიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლით მხარეებს ერთმევათ უფლება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, კვლავ გახადონ სადავო ამ გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო) (7.12.2010. N3884) და იგი (სააღსრულებო საქმიანობა) დაკავშირებულია იძულებით აღსრულებასთან.
მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სასამართლოს მიერ კანონსაწინააღმდეგოდ იქნა მიჩნეული, დადასტურდა მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების უკანონობა და ისინი აღდგენილ იქნენ შესაბამის სამსახურებში, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ნებაყოფლობით, დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარებოდა. მოსარჩელეთა სამუშაოზე აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შეუძლებლობა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისი იძულებით (ძალდატანებით) აღსრულების აუცილებლობა, საქმის მასალებით არ დასტურდება. ამასთან, მოსარჩელეების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობით აღდგა პირვანდელი, ამ აქტების გამოცემამდე (ბათილად ცნობამდე) არსებული მდგომარეობა და მოსარჩელეები აღდგენენ იმავე თანამდებობებზე, რაც აქტების გამოცემამდე ქონდათ დაკავებული. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტი, ერთ-ერთი მოსარჩელის მიმართ აღდგენის ადგილთან მიმართებაში სააღსრულებო ფურცელში დაშვებული შეცდომის გამო გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხებაზე, დაუსაბუთებელია და გაზიარებული ვერ იქნება.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან აღუსრულებლობა წარმოშობს ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობას ამ აქტის აღუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. იძულებითი განაცდური, თავისი სამართლებრივი ბუნებით სხვა არაფერია, თუ არა ზიანის ანაზღაურება პირის წინაშე ჩადენილი უკანონო ქმედებისათვის, რომლის გამოსათვლელად კანონის ძალით საზომად აღებულია თანამდებობრივი სარგო.
სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლება მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, გათვალისწინებულია რიგი საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითაც; მათ შორის - სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფელებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლით; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1982 წლის C 158 კონვენციის (Termination of Employment Convention) მე-10 მუხლი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ პირს ანიჭებს უფლებას სასამართლოს მიერ მისთვის სამართლიან და ადეკვატურ კომპენსაციაზე, ხოლო 1963 წლის რეკომენდაციის R 118 (Termination Of Employment Recommendation) მე-6 პარაგრაფი ითვალისწინებს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლებას მიუღებელ ხელფასზე.
ამდენად, ზემოთმითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებს ვა---–-- ცე----ას, ბა----- ვა----ას, ხვ--- წუ-–---ს, ელ------ კა----ს, გუ-–----- ცა----ს, მა----- სა-–------ის, ნა---- ქა-----ს, გო-- ჯი---ს, მა----- სხ---–-----ს, მო---–- ჯო----ას, თე--------- კუ--------–-ას, ზა--- სუ------ს, იგ---- გე--------ის, ბე--- ხა--------ას, მა-–---- ყა-–----ას, რე---- ცა----ს, ზი------- ბე---–-ასა და აბ-----– სუ------ს უნდა აუნაზღაურდეთ 2016 წლის 23 ივნისიდან 2016 წლის 4 ნოემბრამდე პერიოდის იძულებითი განაცდური სრული მოცულობით საშემოსავლო გადასახადისა და მათზე უკვე გაცემული საკომპენსაციო თანხის გათვალისწინებით.
6.2. მოსარჩელეების მოთხოვნას წარმოადგენს ასევე, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის მათ სასარგებლოდ 2010-2016 წლებში გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების დაკისრება.
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 41-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, მოსამსახურეთათვის დგინდება ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით. ამასთან, მოსამსახურეს შეუძლია გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება ნაწილ-ნაწილ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მიხედვით ყველას აქვს პერიოდული ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება;
საქართველო ,,ფასიანი შვებულების შესახებ“ 1936 წლის 4 ივნისის კონვენციის მონაწილეა (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 22 თებერვლის დადგენილებით), რომელიც აღიარებს შვებულების უფლების გამოყენებას და ავალდებულებს ამ კონვენციის მონაწილე ყველა მხარეს უზრუნველყოს ამ უფლების დაცვა.
ამდენად, დასაქმებულის უფლება ყოველწლიურად ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით რეალიზდება დამსაქმებლის ვალდებულებით, უზრუნველყოს დასაქმებულის ფასიანი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა.
ამდენად, შვებულება არის დასაქმებულის უფლება, რომლის რეალიზება დასაქმებულის ნების გამოვლენაზეა დამოკიდებული.
დადგენილია, რომ მოსარჩელეები იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დასაქმებული საჯარო მოხელეები, რომლებიც უკანონოდ გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან 2014 წლის 18 სექტემბერს, ხოლო აღდგენილ იქნენ დაკავებულ თანამდებობებზე 2016 წლის 23 ივნისს, თუმცა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას ფაქტობრივად შეუდგნენ 2016 წლის 4 ნოემბერს.
ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეებს 2010 წლიდან 2016 წლის ჩათვლით ანაზღაურებადი კუთვნილი შვებულებით არ უსარგებლიათ და ითხოვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების დაკისრებას მოპასუხისათვის.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეების აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, მათ უნდა აუნაზღაურდეთ 2014 და 2015 წლების გამოუყენებელი შვებულება, ხოლო 2010, 2011, 2012 , 2013 წლებისა და 2016 წლის შვებულების თანხის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვათ შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც აღინიშნა, შვებულება არის დასაქმებულის უფლება, რომლის რეალიზებაც მისსავე ნების გამოვლენაზეა დამოკიდებული, ხოლო დამსაქმებლის ვალდებულებაა დასაქმებულის ფასიანი შვებულებით სარგებლობის უზრუნველყოფა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებს შვებულების გამოყენების უფლების რეალიზების შესაძლებლობა გააჩნდათ 2010, 2011, 2012 , 2013 წლებში, ვინაიდან ისინი ამ პერიოდში საჯარო მოხელეები იყვნენ და მათსავე ნებაზე იყო დამოკიდებული ისარგებლებდნენ თუ არა ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით. იგივე უფლების გამოყენების შესაძლებლობა ქონდათ მოსარჩელეებს 2016 წელსაც, ვინაიდან ისინი 2016 წლის 4 ნოემბრიდან ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას და წლის ბოლომდე, ნების გამოვლენის შემთხვევაში, შეეძლოთ ესარგებლათ ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით, თუმცა მითითებულ პერიოდებში, მათ ამგვარი ნება არ გამოუხატავთ.
,,ფასიანი შვებულების შესახებ“ 1936 წლის 4 ივნისის კონვენციის მე-5 მუხლის შესაბამისად, ,,ეროვნული კანონები ან წესები შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ პირმა, რომელიც თავისი ყოველწლიური შვებულების განმავლობაში იმუშავებს ფასიან სამუშაოზე, შეიძლება დაკარგოს შვებულების პერიოდის ანაზღაურება“. ეროვნული კანონმდებლობით კი, დასაშვებია წინა წლის შვებულების მომდევნო წლისათვის გადატანის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ წინა წლის შვებულების მომდევნო წლისათვის გადატანის წესი, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე, წესრიგდება საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.
შრომის კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, თუ დასაქმებულისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე, დასაქმებულის თანხმობით დასაშვებია შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის... აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ 2 წლის განმავლობაში.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებს შვებულების გადატანის წესითაც არ უსარგებლიათ, შესაბამისად, მათ დაკარგეს 2010, 2011, 2012, 2013 და 2016 წლების შვებულებით სარგებლობის უფლება, რის გამოც მითითებულ წლებში გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურების ნაწილში მოსარჩელეების მოთხოვნა დაკმაყოფილებას არ დაექვემდებარება, ხოლო რაც შეეხება 2014 და 2015 წლების გამოუყენებული შვებულების ანაზღაურების მოთხოვნას, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ამ პერიოდში მოსარჩელეები უკანონოდ იყვნენ გათავისუფლებული სამსახურებიდან და მათ არ ქონდათ ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. მართალია, მოსარჩელეები 2014 წლის 18 სექტემბერს გათავისუფლდნენ სამსახურიდან და მითითებული წლის ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის ნება ამ დრომდე (18 სექტემბრამდე) არ გამოუხატავთ, თუმცა არსებობს ვარაუდის დაშვების შესაძლებლობა, რომ ისინი 2014 წლის ბოლომდე ამ უფლებით ისარგებლებდნენ, მაგრამ უკანონოდ სამსახურიდან გათავისუფლების გამო არ მიეცათ ამ უფლების რეალიზების შესაძლებლობა. ამ თვალსაზრისით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებს 2014 წლის შვებულების თანხა უნდა მიეცეთ.
ამდენად, მოსარჩელეების მოთხოვნა 2014 წლის და 2015 წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს და მოსარჩელეებს უნდა აუნაზღაურდეთ 2014 წლის და 2015 წლის გამოუყენებელი შვებულების თანხა ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, მათვე, უარი უნდა ეთქვათ 2010, 2011, 2012, 2013 და 2016 წლების გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურებაზე უსაფუძვლობის გამო.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9.1 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.
შესაბამისად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. (26.12.2014. N3014)
იმავე კოდექსის 37-ე მუხლის შსაბამისად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური). მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პროცესის ხარჯები წარმოადგენს მხარეთა მიერ მატერიალური უფლებების დასაცავად (აღსადგენად, მოსაპოვებლად) გაწეულ ხარჯებს, რაც შესაძლებელია ანაზღაურდეს სარჩელზე დამდგარი იურიდიული შედეგის შესაბამისად და პროპორციულად, როგორც პროცესუალური მოთხოვნა, ამასთან სარჩელის წარდგენა (აღძვრა) არის სასამართლოსადმი მიმართვა კონკრეტული მოსარჩელის მიხედულებით, სუბიექტური უფლების ან კანონით დაცული ინტერესის დასაცავად, ხოლო პროცესის ხარჯების გადანაწილების მოთხოვნა გამომდინარეობს სარჩელთან დაკავშირებული სამართალწარმოების სხვადასხვა სტადიაზე გაღებული ხარჯების ანაზღაურების პროცესუალური შესაძლებლობიდან.
სასარჩელო წარმოებაში ხარჯებს გაიღებს მხარე, რომლის მიზეზითაც სასამართლოს მოუწია კონფლიქტის (დავის) გადაწყვეტა. ეს შეიძლება იყოს მოპასუხე (სარჩელის დაკმაყოფილების), ან მოსარჩელე (სარჩელის დაუკმაყოფილებლობის პირობებში) სასამართლოს გარეშე ხარჯები კი განეკუთვნება დამატებით დანახარჯებს, რომელსაც გაიღებს მხარე, მათ შორის ადვოკატის ხარჯებს რომლებსაც სასამართლო გადაანაწილებს გონივრულ ფარგლებში (სსსკ-ის 53.1 მუხლი)
მოცემულ შემთხვევაში აპელანტის წარმომადგენელი ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ სამივე ინსტანციაში იურდიული მომსახურების საფასურის 2400 ლარის, ასევე სანოტარო მომსახურების, საპროცესო დოკუმენტის მოსამზადებლად გადახდილი თანხების, საფოსტო გზავნილების, კვების, ტრანსპორტირებისა და სხვა ხარჯების ანაზღაურება.
მართალია მოსარჩელეებს წარმოდგენილი არ აქვთ საადვოკატო მომსახურების თანხის გადახდის, ასევე ნაწილობრივ სხვა სასამართლოს გარეშე ხარჯების (მაგ. საპროცესო დოკუმენტის მოსამზადებლად გადახდილი თანხები, საფოსტო გზავნილების გადახდის ქვითრები და სხვა) დამადასტურებელი დოკუმენტები, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალების რაოდენობისა და სირთულის, ჩატარებული პროცესების რაოდენობისა და ასევე მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მხარის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლოს თავადაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს, მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, რადგან პალატის მოსაზრებით აშკარაა, რომ აპელანტების უფლებების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია.
ანალოგიურად იქნა საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხი გადაწყვეტილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 06 ნოემბრის Nას-789-754-2014 საქმეზე მიღებული განჩინებით.
საპროცესო ხარჯის გონივრულად განაწილების პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას თითოელი მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მათ მიერ საადვოკატო მომსახურების სახით გაწეული ხარჯის- 100 ლარის ანაზღაურება (სულ 1800 ლარი), ასევე, ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურება 14 ლარის (მინდობილობის გაფორმების თანხა) და სხვა ხარჯების სახით 100 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, მე-13, მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.დაკმაყოფილდეს მოსარჩელეების ვა---–-- ცე----ას, ბა----- ვა----ას, ხვ--- წუ-–---ს, ელ------ კა----ს, გუ-–----- ცა----ს, მა----- სა-–------ის, ნა---- ქა-----ს, გო-- ჯი---ს, მა----- სხ---–-----ს, მო---–- ჯო----ას, თე--------- კუ--------–-ას, ზა--- სუ------ს, იგ---- გე--------ის, ბე--- ხა--------ას, მა-–---- ყა-–----ას, რე---- ცა----ს, ზი------- ბე---–-ასა და აბ-----– სუ------ს სასარჩელო მოთხოვნა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის გამოუყენებელი შვებულებისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ.
2.დაეკისროს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას ვა---–-- ცე----ას, ბა----- ვა----ას, ხვ--- წუ-–---ს, ელ------ კა----ს, გუ-–----- ცა----ს, მა----- სა-–------ის, ნა---- ქა-----ს, გო-- ჯი---ს, მა----- სხ---–-----ს, მო---–- ჯო----ას, თე--------- კუ--------–-ას, ზა--- სუ------ს, იგ---- გე--------ის, ბე--- ხა--------ას, მა-–---- ყა-–----ას, რე---- ცა----ს, ზი------- ბე---–-ასა და აბ-----– სუ------ს სასარგებლოდ იძულებით გაცდენილი პერიოდის (2016 წლის 23 ივნისიდან 2016 წლის 4 ნოემბრამდე), განმავლობაში მიუღებელი ხელფასის სრულად ანაზღაურება მათზე უკვე გაცემული კომპენსაციის გათვალისწინებით.
3.დაეკისროს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას ვა---–-- ცე----ას, ბა----- ვა----ას, ხვ--- წუ-–---ს, ელ------ კა----ს, გუ-–----- ცა----ს, მა----- სა-–------ის, ნა---- ქა-----ს, გო-- ჯი---ს, მა----- სხ---–-----ს, მო---–- ჯო----ას, თე--------- კუ--------–-ას, ზა--- სუ------ს, იგ---- გე--------ის, ბე--- ხა--------ას, მა-–---- ყა-–----ას, რე---- ცა----ს, ზი------- ბე---–-ასა და აბ-----– სუ------ს სასარგებლოდ 2014-2015 წლებში გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება.
4. დაეკისროს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას ვა---–-- ცე----ას, ბა----- ვა----ას, ხვ--- წუ-–---ს, ელ------ კა----ს, გუ-–----- ცა----ს, მა----- სა-–------ის, ნა---- ქა-----ს, გო-- ჯი---ს, მა----- სხ---–-----ს, მო---–- ჯო----ას, თე--------- კუ--------–-ას, ზა--- სუ------ს, იგ---- გე--------ის, ბე--- ხა--------ას, მა-–---- ყა-–----ას, რე---- ცა----ს, ზი------- ბე---–-ასა და აბ-----– სუ------ს სასარგებლოდ მათ მიერ საადვოკატო მომსახურების სახით გაწეული ხარჯის- თითოეულზე 100 ლარის ანაზღაურება (სულ 1800 ლარი).
5.დაეკისროს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას ვა---–-- ცე----ას, ბა----- ვა----ას, ხვ--- წუ-–---ს, ელ------ კა----ს, გუ-–----- ცა----ს, მა----- სა-–------ის, ნა---- ქა-----ს, გო-- ჯი---ს, მა----- სხ---–-----ს, მო---–- ჯო----ას, თე--------- კუ--------–-ას, ზა--- სუ------ს, იგ---- გე--------ის, ბე--- ხა--------ას, მა-–---- ყა-–----ას, რე---- ცა----ს, ზი------- ბე---–-ასა და აბ-----– სუ------ს სასარგებლოდ მათ მიერ ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურება თითოეულზე 14 ლარი (მინდობილობის გაფორმების თანხა) და სხვა ხარჯების სახით-100 ლარი.
6.მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი- ქ. ქუთაისი, ნიუ პორტის ქუჩა 32) სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი- ქ. სენაკი,, რუსთაველის ქ.№247) 14 დღის ვადაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე- დარეჯან კვარაცხელია