გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/5877-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
02 აგვისტო, 2018წ ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლელა ცანავა
სხდომის მდივანი სალომე ბარდანაშვილი
მოსარჩელე - ს-------–---–---------------------------------------–--------–---–---------------------------–-----–------------------------------------------–-------
წარმომადგენელი - ნ------–-------–---–ი
მოპასუხე - ე------------–--–--- (მ--------–--ე)
მესამე პირი - ს--–--------------–--ე, მ----------------–--ე (არასრულწლოვანი)
დავის საგანი: მშობლის უფლების ჩამორთმევა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ე------------–--–---ისათვის (მ--------–--ე), პირადი #0---------- მშობლის ყველა უფლების ჩამორთმევა თავისი არასრულწლოვანი შვილების - 2002 წლის 2-------- დაბადებული ს--–--------------–--ის (პირადი #0----------), 2013 წლის 0--------------- დაბადებული მ----------------–--ისა (პირადი #7----------) და 2014 წლის 1------------ დაბადებული ა-----------------–--ის (პირადი #3----------) მიმართ.
სარჩელის საფუძვლები:
ს-------–---–---------------------------------------–--------–---–---------------------------–-----–------------------------------------------–-------ს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოს წარმოებაშია საქმე, 2002 წლის 2-------- დაბადებული ს--–--------------–--ის, 2013 წლის 0--------------- დაბადებული მ----------------–--ის და 2014 წლის 1------------ დაბადებული ა-----------------–--ის მიმართ. ბავშვები უგულებელყოფილი არიან ბიოლოგიური დედის ე------------–--–---ის მიერ. მოსარჩელის ინფორმაციით ს--–--------------–--ე არის 15 წლის. გოგონა ირიცხება წმ. ე-------------------------–-------–----------–--------------------------–---–----------–----------–-------–----–--------–ის მე-10 კლასში, იგი ჩვილობიდან იზრდება ნ-----------–--თან, რომლის გადმოცემით ეკატერინემ ს--–---ე მას, როგორც ძიძას ისე დაუტოვა, მაგრამ რამოდენიმე ხნის შემდგომ დედა გაუჩინარდა. ნ-----------–--ი დარეგისტრირდა მიმღებ მშობლად, სადაც ბავშვი იმყოფება დღემდე.
კრიმინალური პოლიციის მიერ ე---------- მ--------–--ე მოძიებულ იქნა 2 მცირეწლოვან შვილთან, ა------- და მ----------------–--ეებთან ერთად მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძ---–ი მდებარე წ----------------–-------–--------------თან არსებულ თავშესაფარში. 2016 წლის 04 აგვისტოს ე---------- მ--------–--ემ თავისი მცირეწლოვანი შვილები, ა------- და მ------- მიატოვა მეთვალყურეობის, მზრუნველობის გარეშე და გაუჩინარდა. თავშესაფრის დირექტორის განმარტებით, მოპასუხე ხშირად მოიხმარდა ალკოჰოლს, შვილების მიმართ არ იჩენდა მზრუნველობას, რის გამოც ბავშვები განთავსდნენ გადაუდებელ მინდობით აღზრდაში მ---------------ის მიმღებ ოჯახში. დედამ შვილები ამ პერიოდში მოინახულა რამოდენიმეჯერ, მათ შორის ნასვამ მდგომარეობაში. შესაბამისად, არასრულწლოვნების ბიოლოგიური დედა არ თანამშრომლობს სოციალური მომსახურების ცენტრთან, არ ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს შვილების მიმართ, მან მიატოვა ბავშვები, აღარ დაინტერესებულა მათი მდგომარეობით. აღნიშნული კი მისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის საფუძველია. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება მცირეწლოვანთა მუდმივი განთავსება ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებში, რითაც დაცული იქნება მათი კანონიერი უფლებები, უზრუნველყოფილი იქნება მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ე------------–--–---ს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით სარჩელის, თანდართული დოკუმენტების, ასევე, სასამართლოს სხდომის შესახებ ეცნობა საჯარო შეტყობინების გზით, მაგრამ სასამართლოში შესაგებელი არ წარმოადგინა და არც სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ე------------–--–---ი (ქორწინებამდელი გვარი - მ--------–--ე) არის 2002 წლის 2-------- დაბადებული ს--–--------------–--ის, 2013 წლის 1 ოქტომბერს დაბადებული მ----------------–--ისა და 2014 წლის 1------------ დაბადებული ა-----------------–--ის ბიოლოგიური დედა. მამობა ბავშვების მიმართ დადგენილი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობები (ს.ფ. 20, 24-25).
3.1.2. ე---------- მ--------–--ე 2016 წლის 10 ოქტომბერს დაქორწინდა ქ---–------–----–---–--–---ზე და მიიღო მეუღლის გვარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქორწინების აქტის ჩანაწერი (ს.ფ.27-28).
3.1.3. ს--–--------------–--ე იზრდება მიმღებ ოჯახში - ნ-----------–--თან. მასთან დედას აქვს არარეგულარული ურთიერთობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-დაინტერესებული პირის განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.3. მ----------------–--ე და ა-----------------–--ე დედას, ე------------–--–---ს უკანასკნელის წელიწადნახევარია არ უნახავს, არ ჰქონია მათთან კომუნიკაცია. ისინი იზრდებიან მიმღებ ოჯახში -მ---------------ესთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).
3.1.4. ე------------–--–---ს არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ს--–--------------–--ე არის 15 წლის. იგი ირიცხება წ----------------------------–-------–----------–--------------------------–---–----------–----------–--------–----–--------–ის მე-10 კლასში. ვითარდება ასაკის შესაბამისად, აქტიური და გონიერი გოგონაა. იგი ჩვილობიდან იზრდება ნ-----------–--თან. ბიოლოგიურ დედასთან ურთიერთობა აქვს 14 წლის ასაკიდან. იგი შვილს ნახულობდა და ეხმარებოდა ფინანსურად პერიოდულად. ნ-----------–--ის განმარტებით, დედა შვილს ნახულობს ეკონომიური შესაძლებლობის მიხედვით, შვილთან აქ ვს სატელეფონო კომუნიკაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოციალური მუშაკის დასკვნა #2913 (ს.ფ. 29-30);
- დაინტერესებული პირის განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
3.2.2. მ----------------–--ე და ა-----------------–--ე დედასთან ერთად იმყოფენოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძ---–ი მდებარე წ----------------–-------–--------------თან არსებულ თავშესაფარში. 2016 წლის 04 აგვისტოს ღამით, ე---------- მ--------–--ემ მცირეწლოვანი შვილები, ა------- და მ------- მიატოვა მეთვალყურეობის, მზრუნველობის გარეშე და გაუჩინარდა. იგი ხშირად მოიხმარდა ალკოჰოლს, შვილების მიმართ არ იჩენდა შესაბამის მზრუნველობას. არასრულწლოვნების განთავსდნენ მიმღებ ოჯახში მ---------------ესთან. ამ უკანასკნელის განმარტებით, ბავშვები იყვნენ მოუვლელები, მოუწესრიგებლები, არ ჰქონდათ ელემენტარული საყოფაცხოვრებო უნარ-ჩვევა. რამოდენიმეჯერ მონახულების დროს ბავშვები დედის მიმართ არ გამოხატავდნენ ინტერესს, არ იჩენდნენ მის მიმართ სითბოს და სიყვარულს. დედას შვილები არ მოუკითხავს უკანასკნელი წელიწადნახევარია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოციალური მუშაკის დასკვნა #2913 (ს.ფ. 29-30);
- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
3.2.3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის თანახმად, ე---------- მ--------–--ე არ ზრუნავს შვილებზე, არ ინტერესდება მათი მდგომარეობით. საჭიროებებით და მომავლით. ინგლისელი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დედას ორი მცირეწლოვანი შვილი საერთოდ არ მოუნახულებია. მათი რეკომენდაციით, ბავშვების ჭეშმარიტი ინტერესის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ე------------–--–---ს ჩამოერთვას მშობლის უფლება, რათა შესაძლებელი გახდეს არასრულწლოვანი ბავშვებისათვის შემდგომი სტაბილური მზრუნველობის ფორმის განსაზღვრა.
ვინაიდან, არასრულწლოვან მ------ და ა-----------------–--ეების მიმართ დედა არ ახორციელებს სათანადო მზრუნველობას, სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს, ბავშვების ინტერესების დაცვის მიზნით, ე---------- მ--------–--ისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევა შეესაბამება არასრულწლოვნების ინტერესებს. რაც შეეხება ს--–--------------–--ეს, მისივე პოზიციისა და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი მის მიმართ დასაბუთებული ვერ იქნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოციალური მუშაკის დასკვნა #2913 (ს.ფ. 29-30);
- მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის ახსნა - განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
მოპასუხე ე---------- მ--------–--ისათვის საჯარო შეტყობინების გზით ცნობილია სასარჩელო მოთხოვნა და მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა სასამართლოში საწინააღმდეგო პოზიცია არ წარმოუდგენია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის, ბავშვების სურვილისა და ინტერესების გათვალისწინებით, მ----------------–--ისა და ა-----------------–--ის მიმართ იკვეთება ე---------- მ--------–--ისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა მათ მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, ვინაიდან ს--–--------------–--ის მიმართ ვერ დადასტურდა სარჩელი ფაქტობრივი საფუძველი, ამ ნაწილში მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე, 1197-1198-ე, 1206-ე, 1199-ე მუხლები. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა უფლებათა კონვენციის (21.04.1994წ.) მე-3, მე-12, მე-18, მე-19, მე-9 მუხლები. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია. გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის #14 (2013წ) კომენტარი. გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის #12 (2009) კომენტარი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ; მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა, რის შესახებაც გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან 14 წელს მიღწეული ბავშვის ინიციატივით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ან რომლის შვილიც მიტოვებულადაა აღიარებული, ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.
მოცემული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა დაიცვას მშობლის უფლება, მაგრამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს. ბავშვის ინტერესის უპირატესობას განამტკიცებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა უფლებათა კონვენცია (21.04.1994წ.), რომლის მე-3 მუხლის თანახმად,1. ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
2. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ამავე კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ბავშვის აზრის თავისუფლებას.
ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ზომას ღებულობენ იმ მიზნით, რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველანაირი ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისგან, შეურაცყოფისა თუ ბოროტად გამოყენებისგან, მზრუნველობის მოკლებისა თუ დაუდავერია მოპყრობისგან.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დიდი პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაში (საქმე N41615/07 Neulinder and Shuruk v. Switzerland აბზაცი 136) განმარტა, რომ „ბავშვის ინტერესი ორი ასპექტისაგან შედგება. ერთი მხრივ, ინტერესი მოგვიწოდებს რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან შენარჩუნებული იყოს გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ოჯახური კავშირები შეიძლება გაწყვეტილ იქნეს მხოლოდ გამონაკლის ვითარებაში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირველადი უთიერთობების შესანარჩუნებლად და, როცა ეს შესაძლებლია, უნდა „აღსდგეს“ ოჯახი. მეორე მხრივ, ცხადია ისიც, რომ ბავშვის ინტერესშია, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მისი განვითარება ჯანსაღ გარემოში და მშობელი არ შეიძლება აღიჭურვოს მე-8 მუხლით განსაზღვრული უფლებით იმ ღონისძიებათა განსახორციელებლად, რაც ზიანს მიაყენებს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას“.
სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის განხილვისას აღნიშნავს, რომ საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონისმიერი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვა. არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესია“ (“main interest“) - მიიღოს მშობლებისაგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის. არასრულწლოვანი ბავშვის ამ ლეგიტიმური ინტერესის დაცვას ეძღვნება ეროვნული კანონმდებლობის - სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა, ბავშვის ეს უფლება გარანტირებულია ასევე უნივერსალური საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც სახელმწიფო მხრიდან აწესებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა.
აღნიშნული მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევის დაუშვებლობას (რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები), არამედ აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც - განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის, კერძოდ, შეიმუშავოს არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციები.
,, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც „სახელმწიფოს სახელით“ გამოტანილი სამართლებრივი დოკუმენტია და შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი“ (იხ.სუსგ ას-307-294-2015, 3.06.2015 წელი)
საქმის გარემოებებით დადგენილია, რომ ე---------- მ--------–--ე არის 2002 წლის 2-------- დაბადებული ს--–--------------–--ის, 2013 წლის 0--------------- დაბადებული მ----------------–--ისა და 2014 წლის 1------------ დაბადებული ა-----------------–--ის ბიოლოგიური დედა. ბავშვების მიმართ მამობა არ არის დადგენილი.
ს--–--------------–--ე არის 15 წლის. იგი ირიცხება წ----------------------------–-------–----------–--------------------------–---–----------–----------–--------–----–--------–ის მე-10 კლასში. ვითარდება ასაკის შესაბამისად, აქტიური და გონიერი გოგონაა. იგი ჩვილობიდან იზრდება ნ-----------–--თან. ბიოლოგიურ დედასთან ურთიერთობა აქვს 14 წლის ასაკიდან. იგი შვილს ნახულობდა და ეხმარებოდა ფინანსურად პერიოდულად. ნ-----------–--ის განმარტებით, დედა შვილს ნახულობს ეკონომიური შესაძლებლობის მიხედვით, შვილთან აქვს სატელეფონო კომუნიკაცია.
მ----------------–--ე და ა-----------------–--ე დედასთან ერთად იმყოფენოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძ---–ი მდებარე წ----------------–-------–--------------თან არსებულ თავშესაფარში. 2016 წლის 04 აგვისტოს ღამით, ე---------- მ--------–--ემ მცირეწლოვანი შვილები, ა------- და მ------- მიატოვა მეთვალყურეობის, მზრუნველობის გარეშე და გაუჩინარდა. იგი ხშირად მოიხმარდა ალკოჰოლს, შვილების მიმართ არ იჩენდა შესაბამის მზრუნველობას. არასრულწლოვნების განთავსდნენ მიმღებ ოჯახში მ---------------ესთან. ამ უკანასკნელის განმარტებით, ბავშვები იყვნენ მოუვლელები, მოუწესრიგებლები, არ ჰქონდათ ელემენტარული საყოფაცხოვრებო უნარ-ჩვევა. რამოდენიმეჯერ მონახულების დროს ბავშვები დედის მიმართ არ გამოხატავდნენ ინტერესს, არ იჩენდნენ მის მიმართ სითბოს და სიყვარულს. დედას შვილები არ მოუკითხავს უკანასკნელი წელიწადნახევარია. ე---------- მ--------–--ე შვილებთან შეხვედრისას უმეტესწილად იმყოფებოდა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ. მხარეთა ახსნა-განმარტების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ინფორმაციითა და დაინტერესებული პირის ჩვენებით, იგი როგორც მშობელი, არ ახორციელებს მასზე დაკისრებულ მშობლის უფლება-მოვალეობებს მ------ და ა-----------------–--ეების მიმართ, რასაც აქვს სისტემატიური ხასიათი. აღნიშნულით კი ირღვევა ბავშვების უფლება, გააგრძელონ ცხოვრება ოჯახურ გარემოში, სადაც მოხდება მათი სრულყოფილი განვითარება, უზრუნველყოფილი იქნება ბავშვების ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარება.
რაც შეეხება ს--–--------------–--ეს, სასამართლო თვლის, რომ მის მიმართ ე---------- მ--------–--ის მშობლის უფლების ჩამორთმევის ფაქტობრივი საფუძველი ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად არ დადასტურებულა. ს--–---------------–--ის მიმღები პირის, ნ-----------–--ის ინფორმაციით, დედას, შესაძლებლობის მიხედვით მუდმივად აქვს კომუნიკაცია შვილთან, აქვს სურვილი დედა-შვილური ურთიერთობის შენარჩუნებისა, რასაც არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვანიც.
რაც შეეხება თავად ე---------- მ--------–--ის პოზიციას, მას სარჩელი და თანდართული დოკუმენტები გაეგზავნა ორჯერ უკანასკნელ საცხოვრებელ მისამართზე თბილისი, მ--------–---–------, საფოსტო კურიერის საშუალებით, ასევე, გზავნილის ჩაბარება დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს. მიუხედავად აღნიშნულისა, ადრესატის მოძიება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, როგორც სარჩელი და თანდართული დოკუმენტების, ასევე, სასამართლო სხდომის ადგილისა და დროის შესახებ მოპასუხეს ეცნობა საჯარო შეტყობინების გზით. მოპასუხე ე---------- მ--------–--ეს სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.
გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის #14 (2013წ) კომენტარის 61-ე პუნქტის თანახმად, ,,ბავშვზე მშობლებთან დაშორების ზეგავლენის სიმძიმიდან გამომდინარე, ამგვარი დაშორება უნდა განხორციელდეს მხოლოდ როგორც უკიდურესი ზომა, როდესაც ბავშვს ემუქრება უშუალო საფრთხე, ან როდესაც ეს სხვაგვარად არის აუცილებელი; დაშორება არ უნდა განხორციელდეს, თუ ნაკლებად მკაცრი ზომებით შესაძლებელია ბავშვის დაცვა. დაშორების განხორციელებამდე სახელმწიფომ უნდა გაუწიოს დახმარება მშობლებს თავიანთი პასუხისმგებლობის შესრულებაში და აღადგინოს ან გააძლიეროს ოჯახის უნარი, იზრუნოს ბავშვზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაშორება აუცილებელია ბავშვის დასაცავად. “
საქმის მასალებით დგინდება, რომ 2016 წლის 04 აგვისტოს ღამით, ე---------- მ--------–--ემ მცირეწლოვანი შვილები, ა------- და მ------- მიატოვა მეთვალყურეობის, მზრუნველობის გარეშე და გაუჩინარდა. იგი ხშირად მოიხმარდა ალკოჰოლს, შვილების მიმართ არ იჩენდა შესაბამის მზრუნველობას. არასრულწლოვნების განთავსდნენ მიმღებ ოჯახში მ---------------ესთან. ამ უკანასკნელის განმარტებით, ბავშვები იყვნენ მოუვლელები, მოუწესრიგებლები, არ ჰქონდათ ელემენტარული საყოფაცხოვრებო უნარ-ჩვევა. შემდგომში ე---------- მ--------–--ეს მიეცა ბავშვებთან შეხვედრის უფლება, რა დროსაც იგი იმყოფებოდა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ. ბავშვებს დედის მიმართ არ გამოუხატავთ სითბო და სიყვარული. უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში კი მოპასუხე არ დაინტერესებულა შვილების მდგომარეობით. ამდენად, მშობელს მიეცა შესაძლებლობა აღედგინა ოჯახი, ეზრუნა შვილებზე და შეესრულებინა კანონისმიერი ვალდებულებები, რომელიც მოპასუხეს არ განუხორციელებია.
გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის #12 (2009) კომენტარისა და “ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-12 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს ეს შეხედულებანი ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, ამასთან ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად. ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა მოსმენილი იქნეს ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი, ან წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით.
გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის #12 (2009) კომენტარის 53-ე პუნქტის მიხედვით, ,, როდესაც გადაწყვეტილება მიიღება ბავშვის ოჯახიდან გაყვანის შესახებ, ვინაიდან ის არის მსხვერპლი ძალადობის ან დაუდევრობის, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ბავშვის აზრი იმისათვის, რომ მისი საუკეთესო ინტერესი იყოს დადგენილი“.
სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
დადგენილია, რომ არასრულწლოვანი მ------ და ა-----------------–--ეები ცხოვრობენ მიმღებ ოჯახში მ---------------ესთან, სადაც დაკმაყოფილებულია მათი საჭიროებები, მაგრამ ისინი ფაქტობრივად დარჩენილი არიან კანონიერი წარმომადგენლის, მშობლის ზრუნვის გარეშე, მოპასუხეს არ გამოუჩენია ყურადღება და არ მოუკითხავს მათთვის, მიზანშეწონილია მ--------------–---–ის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე მას დაენიშნოს მზრუნველი, რისთვისაც აუცილებელია ბიოლოგიურ მშობლებს შეეზღუდოთ მშობლის წარმომადგენლობითი უფლება. არასრულწლოვანი დღევანდელი მდგომარეობით ცხოვრობს ნათლიის - ე-------------------ოს ოჯახში, სადაც თავს გრძნობს კარგად და კეთილსაიმედოდ. მიმღები ოჯახის მხრიდან იკვეთება სრულყოფილი მზრუნველობა და ყურადღება. ბავშვის სურვილის გათვალისწინებით მას უნდა მიეცეს პროფესიული განათლების მიღების, განვითარების და საზოგადოებასთან ადაპტაციის შესაძლებლობა. მშობლების მხრიდან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განუხორციელებლობა უარყოფითად მოქმედებს მ--------------–---–ის საუკეთესო ინტერესზე.
მშობლები უნდა ცდილობდნენ უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის მშვიდი გარემო. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან ამ ეტაპზე სუბიექტური და ობიექტური ფაქტორებიდან გამომდინარე, ორივე მშობლის მხრიდან ადგილი აქვს მ--------------–---–ის უგულებელყოფას, ბავშვის ინტერესებისათვის მიზანშეწონილია მისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა ფაქტობრივად მზრუნველი პირის - ე-------------------ოს გადაწყვეტილებით, ასევე, რომელსაც ასევე უნდა მიეცეს ბავშვის წარმომადგენლობის სრული უფლებამოსილება. სასამართლო პატივს სცემს ორივე მშობლის უფლებას იცხოვროს შვილთან, წარმოადგინოს ბავშვის ინტრესები, მაგრამ აღნიშნულ უფლებათა განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება არასრულწლოვანის ინტერესებს. სწორედ აღნიშნული ინტერესიდან გამომდინარე, ბავშვის ცხოვრებასთან, განათლების მიღებასთან, ჯანმრთელობისა და სხვა საჭირო კანონიერი საკითხების დროული მოგვარების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, ფაქტობრივ მზრუნველს შესაძლოა დასჭირდეს სხვადასხვა მოქმედებების განხორციელება, მშობლების თანხმობის არ არსებობა ან დაყოვნება კი გამოიწვევს ბავშვის ინტერესების ხელყოფას, რაც დაუშვებელია. შესაბამისად, არსებობს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი და მიზანშეწონილია, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ზურაბ ბერიკიშვილსა და ლელა ფარსაღაშვილ შეეზღუდოთ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, ასევე, უფლება განსაზღვრონ შვილის საცხოვრებელი ადგილი.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დიდი პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაში (საქმე N41615/07 Neulinder and Shuruk v. Switzerland აბზაცი 136) განმარტა, რომ „ბავშვის ინტერესი ორი ასპექტისაგან შედგება. ერთი მხრივ, ინტერესი მოგვიწოდებს რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან შენარჩუნებული იყოს გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ოჯახური კავშირები შეიძლება გაწყვეტილ იქნეს მხოლოდ გამონაკლის ვითარებაში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირველადი უთიერთობების შესანარჩუნებლად და, როცა ეს შესაძლებლია, უნდა „აღსდგეს“ ოჯახი. მეორე მხრივ, ცხადია ისიც, რომ ბავშვის ინტერესშია, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მისი განვითარება ჯანსაღ გარემოში და მშობელი არ შეიძლება აღიჭურვოს მე-8 მუხლით განსაზღვრული უფლებით იმ ღონისძიებათა განსახორციელებლად, რაც ზიანს მიაყენებს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას“.
კანონი ადგენს მშობლის ქცევის წესების ზოგად მორალურ და იდეურ პრინციპს, რომელთა შინაარსშიც მთელი სისრულით ვლინდება ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით მორალის პრინციპები. სწორედ ამ პრინციპების რეალიზაცია უნდა დაედოს შვილების აღზრდას საფუძვლად, თუმცა იმავდროულად უპირატესად უნდა იქნას გათვალისწინებული ბავშვის ინტერესები. კანონი აწესებს რა მშობლების ძირითად უფლება-მოვალეობებს შვილების მიმართ, ამავე დროს ადგენს მათი განხორციელების საზღვრებს. არ შეიძლება მშობლის უფლება-მოვალეობათა გამოყენება შვილების ინტერესების საწინააღმდეგოდ. შვილების ინტერესებში იგულისხმება მათ აღზრდასთან დაკავშირებული ყველა ინტერესი, რაც გამომდინარეობს ზნეობისა და კანონის მოთხოვნებიდან. მშობლების მხრიდან შვილების ინტერესების საწინააღმდეგო ქცევა გამოიწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას. სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლი ადგენს ქცევების ზოგად ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია მშობლის უფლება-მოვალეობათა ჩამორთმევა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში აღიარა, რომ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, სასურველი იქნებოდა ბიოლოგიური მშობლისაგან მისი მოცილება და ალტერნატიული მზრუნველობის ქვეშ გადაცემა, თუკი ასეთი მოცილება, მისი ცხოვრების წესის შეცვლის აუცილებლობა და უკეთესობა მკაფიოდ არის გამოკვეთილი.
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად: ,,მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით.”
კანონი პატივს სცემს რა მშობლის უფლებას ურთიერთობა იქონიონ შვილებთან, აღნიშნული უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესს.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციის, არასრულწლოვნების ნების მხედველობაში მიღებით, სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან ე---------- მ--------–--ე სისტემატიურად თავს არიდებს მ------ და ა-----------------–--ეების მზრუნველობას, არ ინტერესდება მათი ბედით, შეხვედრისას კი იმყოფება ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, აღნიშნული კი არღვევს ბავშვების ჭეშმარიტ ინტერესს, მათ მიმართ უნდა მოხდეს შემდგომი სტაბილური მზრუნველობის ფორმის განსაზღვრა. შესაძლებელი გახდება მცირეწლოვანთა მუდმივი განთავსება ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში, უზრუნველყოფილი იქნება არასრულწლოვანთა შემდგომი განვითარება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ე---------- მ--------–--ეს არასრულწლოვანი შვილების - 2013 წლის 0--------------- დაბადებული მ----------------–--ისა და 2014 წლის 1------------ დაბადებული ა-----------------–--ის მიმართ უნდა ჩამოერთვას მშობლის უფლებამოსილება.
რაც შეეხება ს--–---------------–--ის მიმართ მშობლის უფლების ჩამორთმევას, სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში არ არის ნათლად და უტყუარად გამოკვეთილი მშობლის უფლების ჩამორთმევის ფაქტობრივი საფუძველი. ბავშვის მიმღები ოჯახის წევრის - ნ------------–--ის განმარტებით, დედა შვილს ნახულობს ეკონომიური შესაძლებლობის მიხედვით, შვილთან აქვს სატელეფონო კომუნიკაცია. აქვს სურვილი მასთან ურთიერთობის გაგრძელების, შესაბამისად, ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით, ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა მის მიმართ მშობლის უფლების ჩამორთმევის საფუძველს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახლმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: არაქონებრივ დავაზე - 100 ლარს, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. ამავე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, სარჩელი კი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ე------------–--–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-14, 38-ე, 39-ე, 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს-------–---–---------------------------------------–--------–---–---------------------------–-----–------------------------------------------–-------ს სარჩელი ე------------–--–---ის (მ---------–--ე) მიმართ მშობლის უფლების ჩამორთმევის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. ე------------–--–---ს (მ--------–--ე), პირადი #0----------, ჩამოერთვას მშობლის ყველა უფლება თავისი არასრულწლოვანი შვილების - 2013 წლის 0--------------- დაბადებული მ----------------–--ისა (პირადი #7----------) და 2014 წლის 1------------ დაბადებული ა-----------------–--ის (პირადი #3----------), მიმართ.
2. ს-------–---–---------------------------------------–--------–---–---------------------------–-----–------------------------------------------–------ს უარი ეთქვას ე------------–--–---ისათვის არასრულწლოვანი შვილის - 2002 წლის 2-------- დაბადებული ს--–--------------–--ის (პირადი #0----------) მიმართ მშობლის უფლების ჩამორთმევაზე.
3. ე------------–--–---ს (მ--------–--ე), პირადი #0---------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ლელა ცანავა