გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.09.2018
საქმის ნომერი
270210918002625361
კატეგორია
დავის ტიპი
ლიზინგი, ფრენშაიზინგი
თარიღი
11.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №270210918002625361(2/200-18)

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის

საგნის დაბრუნების შესახებ

 

11.09.2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს

მაგისტრატი მოსამართლე ირაკლი აბშილავა

 

განმცხადებელი - შპ---------ო’’

 

მოპასუხე - ჭა------–--ავა (პ/ნ 51--------1)

 

მოთხოვნა - ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნება

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

 

შპ--------ო’’ ითხოვს მოპასუხე ჭა------–--ავასაგან ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების მიღებას.

 

განმცხადებელი მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2017 წლის 05 ივლისს შპ--------ოსა” და ჭა------–--ავას შორის გაფორმდა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება №F--------------.

 

ლიზინგის საგანია ავტოსატრანსპორტო საშუალება-H----, მოდელი CR------N კოდი R--------- გამოშვების წელი 20--, ძრავის მოცულობა 19-3, ფერი თეთრი, რეგისტრაციის ნომერი:V--------.

 

აღნიშნული ავტომანქანა განმცხადებელმა 3800 ლარად შეიძინა ჭა------–--ავასათვის გადასაცემად.

 

მოპასუხეზე გაიცა ლიზინგის თანხა 3876 ლარის ოდენობით, თვეში 4,50 %-ის დარიცხვით. კრედიტის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 05 ივლისამდე. ლიზინგის თანხა უნდა დაფარულიყო ყოველთვიური 182.07 ლარის გადახდით, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

 

ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულია პირგასამტეხლო თანხის გადახდის ვადაგადაცილებისათვის.

 

ჭა------–--ავას მიერ არ სრულდება ლიზინგის ხელშეკრულებების პირობები, გრაფიკის შესაბამისად არ დაუფარავს ლიზინგით გათვალისწინებული თანხა. დაირღვა მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკი.

 

2018 წლის 5 სექტემბრის მდგომარეობით ლაშა მიქავას დავალიანება შეადგენს 7034.53 ლარს.

 

ლიზინგის მიმღებს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინებები დავალიანების შესახებ და განესაზღვრა დამატებითი ვადა მის შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ.

 

განმცხადებელს გაღებული აქვს საპროცესო ხარჯები კერძოდ, გადახდილია სახ. ბაჟი 57 ლარი.

 

შპ--------ო’’ ითხოვს სასამართლომ გამოსცეს ბრძანება ჭა------–--ავას მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების- H----, მოდელი CR------N კოდი R--------- გამოშვების წელი 20--, ძრავის მოცულობა 19-3, ფერი თეთრი, რეგისტრაციის ნომერი:V-------- დაბრუნების შესახებ.

 

განსახილველ განცხადებას მოთხოვნის უფლების არსებობისა და მისი დასაბუთებულების დასადასტურებლად თან ერთვის შემდეგი მტკიცებულებები:ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, ცნობა დავალიანების შესახებ, ლიზინგის საგნის ნასყიდობის ხელშეკრულება, სარეგისტრაციო მოწმობა, პასპორტის ასლი, ამონაწერი რეესტრიდან, 7. შპ--------ოს” მიერ გაცემული მინდობილობა, 8. სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3091-309--ე მუხლების საფუძველზე, განიხილა შპს ''მოგოს'' განცხადება და თანდართული საბუთები და მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით, ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს გადასცეს სარგებლობაში განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით. ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5805-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს. ამავე კოდექსის 5806-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ლიზინგის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგის გამცემს უფლება აქვს, ქონება დაიბრუნოს მფლობელობაში და განკარგოს იგი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3092-ე მუხლის მოთხოვნებს, სახეზეა წამოყენებული მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები და არსებობს განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 3091-309--ე მუხლებით

 

ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:

 

1. შპ--------ოს’’ განცხადება დაკმაყოფილდეს.

2. შპ--------ოს”-ს’ (ს/ნ 40------8) დაუბრუნდეს ლიზინგის საგანი - ჭა------–--ავას მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების- H----, მოდელი CR------N კოდი R--------- გამოშვების წელი 20--, ძრავის მოცულობა 19-3, ფერი თეთრი, რეგისტრაციის ნომერი:V--------.

3. ბრძანება აღსრულდეს დაუყოვნებლივ, რისთვისაც გაიცეს სააღსრულებო ფურცელი.

4. ჭა------–--ავას შპ--------ოს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 57 ლარის გადახდა.

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, მისი ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა