გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.06.2018
საქმის ნომერი
010210117001901870
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
07.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

0-0210-1700--0-870

2-1364/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07/06/20-8 წელი ქ.ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე - შპს “ს-–-----------------------–--“

წარმომადგენელი - ი-----–--------

მოპასუხეები - შპს “ე-------------–-------ი“, გ------- ბ---–----ე და ლ---- თ---------ე

წარმომადგენელი - ო----------–---–ი

დავის საგანი: თანხის დაკისრება

შეგებებულ სარჩელზე:

მოსარჩელეები- შპს “ე-------------–-------ი“, გ------- ბ---–----ე და ლ---- თ---------ე

წარმომადგენელი - ო----------–---–ი, თ---------------ე

მოპასუხეები - შპს “ს-–-----------------------–--“, ს----- ჩ-------ი, ს-------–-- ჩ-----–----

წარმომადგენელი - ი-----–--------

დავის საგანი: კრების ოქმის ბათილად ცნობა, უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

შპს “ს-–-----------------------–--“ სასარჩელო განცხადებით მოითხოვს შპს “ე-------------–-------ს“, გ------- ბ---–----ეს და ლ---- თ---------ეს მის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 643 800 აშშ დოლარის გადახდა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

20-5 წლის 18 მაისს ს----- ჩ-------მა და ს-------–-- ჩ-----–------ შპს “ე-------------–-------ის“ დირექტორისა და დამფუძნებლისაგან მიიღეს წინადადება ნატურალური ჯემების, წვენების და ხილის პიურეების წარმოების მიმართულებით ბიზნესის ერთად განვითარების შესახებ. ბიზნესი ერთად უნდა განევითარებინა ერთის მხრივ შპს “ე-------------–-------ს“, გ------- ბ---–----ეს, ლ---- თ---------ეს და ლ---- ქ------ეს, მეორეს მხრივ ს----- ჩ-------ს და ს-------–-- ჩ-----–---ს. მათ ერთად უნდა დაეფუძნებინათ ახალი საწარმო და მისი მეშვეობით უნდა ეწარმოებინათ ნატურალური ჯემები, წვენები და ხილის პიურეები. ამისათვის გ------- ბ---–----ეს ბიზნესში უნდა ჩაედო უძრავი ქონება და ნატურალური ჯემების, წვენების და ხილის პიურეების საწარმოო ხაზი, ხოლო მოსარჩელეებს უნდა განეხორციელებინათ 600 000 აშშ დოლარის ინვესტიცია. შეთანხმების შემდეგ ორივე მხარემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, დაარსეს ახალი საწარმო - შპს ,,ა--------------------–-ნ“ და მის საწესდებო კაპიტალში შეიტანეს კუთვნილი შენატანები, მაგრამ შემდგომში ბიზნესის მეორე მხარემ (შპს “ე-------------–-------ის“დამფუძნებელმა, დირექტორმა და ლ---- ქ------ემ) არ უზრუნველყვეს შპს ,,ა--------------------–-ნის“ მიერ ნატურალური ჯემების, წვენების და ხილის პიურეების წარმოება. მათ სხვადასხვა გამოგონილი მიზეზებით თავი აარიდეს ერთობლივ საქმიანობას და შპს ,,ა--------------------–-ნისაგან“ მოითხოვეს სესხი. მხარეები შეთანხმდენ და შეთანხმების საფუძველზე შპს ,,ა--------------------–-ნმა“ მოპასუხეებს ასესხა 524 000 აშშ დოლარი, სარგებელის სახით წლიური 20 %-ის დარიცხვის პირობით, ასევე მივლინებისათვის ასესხა 15 000 აშშ დოლარი. მოპასუხეებს სესხი უნდა დაებრუნებინათ 20-- წლის 31 დეკემბრამდე. მოპასუხეეებმა სესხი არ დააბრუნეს, რის გამოც სარჩელით მოითხოვს მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხა 524 000 აშშ დოლარი, სარგებელი 104 800 აშშ დოლარი და სამივლინებო ხარჯების დასაფარად გაცემული სესხი 15 000 აშშ დოლარი.

 

1.1. მოპასუხის პოზიცია

ლ---- თ---------ე, გ------- ბ---–----ე და შპს „ე-------------–-------ი“ სარჩელს არ სცნობენ. ამტკიცებენ, რომ მოსარჩელეს მათთვის სესხი არ მიუცია და შესაბამისად არარსებობს თანხის მოსარჩელისათვის დაბრუნების ვალდებულება. თანხა, რის დაბრუნებასაც მოსარჩელე მოითხოვს, ესაა მის მიერ ნატურალური ჯემების, წვენების და ხილის პიურეების წარმოებაში დაბანდებული თანხა და არ წარმოადგენს სესხს.

 

2. შეგებებებული სარჩელი:

შპს “ე-------------–-------ი“ და გ------- ბ---–----ე შეგებებული სარჩელით მოითხოვენ:

- ბათილად იქნეს ცნობილი შპს ,,ა--------------------–-ნის“ დამფუძნებელ პარტნიორთა 20-7 წლის 17 ოქტომბრის №6 კრების საოქმო გადაწყვეტილება.

- ს-------–-- ჩ-----–----- და ს----- ჩ-------ს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით დამდგარი ზიანის ანაზღაურების მიზნით სოლიდარულად დაეკისროთ 8 976 159 ლარის გადახდა.

- ქ. ბათუმში ლ-----------------------ში მდებარე მიწის ნაკვეთის (ს/კ.05.26.29.0--) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის, ხილის გადამამუშავებელი საამქროს და დამხმარე ნაგებობების მფლობელობის ხელშეშლის აღკვეთა.

შეგებებულ სარჩელს მოსარჩელე ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

შპს ,,ა--------------------–-ნის“ დამფუძნებელ პარტნიორთა 20-7 წლის 17 ოქტომბრის №6 კრების საოქმო გადაწყვეტილებით ს----- ჩ-------ი გამოყვანილი იქნას შპს ,,ს-–-----------------------–--ის“ დამფუძნებლობიდან და იმავდრულად მას საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება მდებარე, ქ.ბათუმში, ლ-------------------------ა-ში. მიწის ნაკვეთი 1732 კვ.მ საკადასტრო კოდი №05.06.29.0--. №05.26.29.0--. და ამ ნაკვეთზე დამაგრებული 532,49 კვ.მ შენობა-ნაგებობა საკადასტრო კოდით №05.26.0--.0-.---. №05.26.29.0--.5--- №05.26.29.0--.0-.5--. და №05.26.29.0--.0-.5--. ასევე ს----- ჩ-------ს გადაეცა საწარმო ხაზი მურაბების, ჯემების, ნაყინების, წვენების და მკრივი პროდუქტების წარმოებისთვის. დასახელებული ქონების ნაწილის გამოსყიდვის უფლება ჰქონდა გ------- ბ---–----ეს. მიუხედავად ამისა მას არ მიეცა გამოსყიდვის უფლება და მის გარეშე ქონება გადაეცა ს----- ჩ-------ს. მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში გარიგება ეწინააღმდეგება კანონს და ის ბათილად უნდა იქნას ცნობილი.

 

შპს “ე-------------–-------ი“ და გ------- ბ---–----ე ამტკიცებენ, რომ ს-------–-- ჩ-----–----- და ს----- ჩ-------ს მურაბების, ჯემების, ნაყინების, წვენების და მკრივი პროდუქტების წარმოების ბიზნესში უნდა განეხორციელებინათ 600 000 აშშ დოლარის ინვესტირება. თანხის ბიზნესში ჩადებით ინვესტორი გახდება შპს „ე-------------–-------ის“ 51%-ის მფლობელი. ჩადებული ფული გაანწილდებოდა კონკრეტული მიმართულებებით, მათ შორის ერთრთი მიმართულება იყო გ------- ბ---–----ის ვალის დაფარვა. მოპასუხეებმა ნაკისრი მოვალეობა შეასრულეს არაჯეროვნად. შენატანის შემოტანა მნიშვნელოვნად დააგვიანეს. გარდა ამისა თანხა სრულად არ შემოიტანეს, რის გამოც გაიზარდა გ. ბ---–----ის გადასახდელი ვალი, ვერ დაამზადეს სათანადო ოდენობის პროდუქცია, მზა პროდუქცია ვერ გაიტანეს ბაზარზე და ვერ განახორციელეს მისი რეალიზაცია, რამაც მოსარჩელეს მიაყენა 8 976 159 ლარის ზიანი.

 

ხელშეშლის აღკვეთის ნაწილში განმარტავენ ქ. ბათუმში ლ-----------------------ში მდებარე მიწის ნაკვეთი (ს/კ.05.26.29.0--) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, ხილის გადამამუშავებელი საამქრო და დამხმარე ნაგებობები წარმოადგენდა შპს „ე-------------–-------ის“ საკუთრებას. ს-------–-- ჩ-----–------ და ს----- ჩ-------მა საწარმოს თანამშრომლები აღარ დაუშვეს ტერიტორიაზე და ამ გზით შეზღუდეს ქონების მფლობელობა და სარგებლობა. ასევე საწარმოს დაადეს ბოქლომები და აღარ აძლევენ მუშაობის საშუალებას.

 

3. შეგებებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია

ს-------–-- ჩ-----–----- და ს----- ჩ-------ი შეგებებულ სარჩელს არ სცნობენ. მიაჩნიათ, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. შპს „ე-------------–-------ი“ სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 20-1 წლის 03 თებერვალს. 20-1 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით მისი პარტნიორები იყვნენ:

- გ------- ბ---–----ე - 90 % წილი;

- ა-----–--- კ----- 10% წილით.

საწარმოს დირექტორია ლ---- თ---------ე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი. ტ.1. ს.ფ. 31-32

3.1.2. შპს “ე-------------–-------ს“ გააჩნდა ხილის გადამამუშავებელი ქარხანა და მისი მეშვეობით აპირებდა ხილის ჯემებისა და პიურეების წარმოებას. არასტაბილური ფინანსური მდგომარეობის გამო საწარმომ დამოუკიდებლად ვერ შეძლო ხილის ჯემებისა და პიურეების წარმოება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

- მოწმე ლ---- ქ------ის და ლ---- ლ---- თ---------ის ჩვენება სხდომის ოქმში.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მხარეებს შორის ძირითადი სადაო ფაქტობრივი გარემოებებია:

- შპს “ს-–-----------------------–--ის“ მიერ შპს „ე-------------–-------ისათვის“ სესხის გადაცემა.

- ს-------–-- ჩ-----–------ და ს------ ჩ-------ის მიერ შპს “ს-–-----------------------–--ის“ საწესდებო კაპიტალის შევსება.

- ს-------–-- ჩ-----–------ და ს----- ჩ-------ის ადგილი შპს „ე-------------–-------ში“.

- შპს „ე-------------–-------ის“ მიმართ ს-------–-- ჩ-----–---ის და ს------ ჩ-------ის ვალდებულებები.

- ს-------–-- ჩ-----–------ და ს------ ჩ-------ის მიერ შპს „ე-------------–-------ისათვის“ გადაცემული თანხის დანიშნულება.

- ს-------–-- ჩ-----–------ და ს------ ჩ-------ის მიერ შპს „ე-------------–-------ისათვის“ ზიანის მიყენების ფაქტი.

- შპს ,,ა--------------------–-ნის“ დამფუძნებელ პარტნიორთა 20-7 წლის 17 ოქტომბრის №6 კრების საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობა.

- ქ. ბათუმში ლ-----------------------ში მდებარე მიწის ნაკვეთის (ს/კ.05.26.29.0--) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის, ხილის გადამამუშავებელი საამქროს და დამხმარე ნაგებობების მესაკუთრეობისა და ხელშეშლის ფაქტი.

 

3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ გარემოებების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

3.2.3. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს მე-4 მუხლი წარმოადგენს დისპოზიციურობის გამოვლენის პრინციპის ამსახველს. ამ პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. თავადვე არიან ვალდებულნი განსაზღვრონ რომელი ფაქტობრივი გარემოება რა მტკიცებულებებით დაამტკიცონ. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტბრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მათი ვალდებულებაა სადაო გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგინონ მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის ფაქტის არსებობის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა განაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. წინამდებარე შემთხვევაში შპს “ს-–-----------------------–--ს“ უნდა დაკისროს შპს “ს-–-----------------------–--ის“ მიერ შპს „ე-------------–-------ისათვის“ სესხად თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი. მასვე უნდა დაეკისროს ქ. ბათუმში ლ-----------------------ში მდებარე მიწის ნაკვეთის (ს/კ.05.26.29.0--) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის, ხილის გადამამუშავებელი საამქროს და დამხმარე ნაგებობების მესაკუთრეობა. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება სესხის ხელშეკრულებით, ხელწერილით საბანკო ქვითრებით, სალაროს გასავლისა და შემოსავალის ორდერებით, საჯარო რესტრის ამონაწერით, მოწმის ჩვენებით და სხვა მტკიცებულებით.

3.2.5. ს-------–-- ჩ-----–----- და ს------ ჩ-------ს უნდა დაეკისროთ დაამტკიცონ, რომ მათ შპს “ს-–-----------------------–--ის“ საწესდებო კაპიტალი შეავსეს.

3.2.6. თავის მხრივ შპს „ე-------------–-------ს“ უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ - ს-------–-- ჩ-----–---ი და ს------ ჩ-------ი შპს „ე-------------–-------ის“ პარტნიორები არიან და მასთან ერთად აწარმოებდენ მურაბების, ჯემების, ნაყინების, წვენების და მკრივი პროდუქტების წარმოებას. ასევე უნდა დაამტკიცოს, რომ ს-------–-- ჩ-----–---ს და ს------ ჩ-------ს შპს „ე-------------–-------ის“ მიმართ გააჩნდა მზა პროდუქციის გასაღების ვალდებულება, მისივე სამტკიცებელია ის ფაქტი, რომ ს-------–-- ჩ-----–---ის და ს------ ჩ-------ის მიერ შპს „ე-------------–-------ისათვის“ გადაცემული 374 000 აშშ დოლარი გადაცემა წარმოადგენს ჯემების წარმოებაში შეტანილ წილს. ასევე უნდა დაამტკიცოს ს-------–-- ჩ-----–------ და ს------ ჩ-------ის მიერ შპს „ე-------------–-------ისათვის“ ზიანის მიყენების ფაქტი.

3.2.7. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.

3.2.8. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესყტრის ამონაწერის მიხედვით შპს „ე-------------–-------ის“ 90 % წილის მესაკუთრე იყო გ------- ბ---–----ე, მაგრამ ის უშუალოდ არ მონაწილეობდა საწარმოს განვითარებაში. მას წილის მართვა მინდობილი ჰქონდა ლ---- ქ------ისათვის და ის ახორციელებდა მისი წილის მართვასთან დაკავშირებულ ყველა მოქმედებას.

იხ. მინდობილობა ტ.1. ს.ფ.78-79.

 

3.2.9. შპს „ე-------------–-------ის“ დირექტორი იყო ლ---- თ---------ე, მაგრამ ის არ ახორციელებდა შპს „ე-------------–-------ის“ დამოუკიდებელ მართვას. ფაქტიურად საწარმო იმართებოდა ლ---- ქ------ის შეხედულებებითა და გადაწყვეტილებებით.

იხ. მოწმე ლ---- ქ------ის, ლ---- თ---------ის და ჟ--–---- კ----ის ჩვენება სხდომის ოქმში.

 

3.2.10. ხილის ჯემებისა და პიურეების ბიზნესის განვითარების მიზნით, ლ---- ქ------ე დაუკავშირდა უკრაინის მოქალაქე ს-------–-- ჩ-----–---ს და შესთავაზა ხილის ჯემებისა და პიურეების ბიზნესის ერთად განხორციელება. ს-------–-- ჩ-----–---ი დაეთანხმა ლ---- ქ------ის წინადადებას საქართველოში ეწარმოვებინათ ერთობლივი ბიზნესი. შეთანხმების შემდეგ ერთობლივი ბიზნესის საწარმოებლად ლ---- ქ------ემ და ს-------–-- ჩ-----–------ დაარსეს შპს “ს-–-----------------------–--ი“. იგი სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 20-5 წლის 30 ივლისს. მიუხედავად შეთანხმებებში და გადაწყვეტილებების მიღებაში ლ---- ქ------ის მონაწილეობისა, ლ---- ქ------ე პარტნიორად არ დარეგისტრირებულა. დამფუძნებელთა №1 საერთო კრების გადაწყვეტილებით 20-5 წლის 30 ივლისის დამტკიცებული იქნა შპს “ს-–-----------------------–--ის“ წესდება.

იხ. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი. ტ.1. ს.ფ. 65-66

- წესდება ტ.1. ს.ფ. 39-59

 

3.2.11. შპს “ს-–-----------------------–--ის“ დარეგისტრირების საწყისი ეტაპიდანვე დირექტორად დაინიშნა ლ---- თ---------ე

იხ. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი. ტ.1. ს.ფ. 65-66

 

3.2.12. 20-5 წლის 30 ივლისის მდგომარეობით, როგორც შპს “ე-------------–-------ს“, ისე შპს “ს-–-----------------------–--ს“ ჰყავს ერთიდაიგივე დირექტორი - ლ---- თ---------ე. ასევე ორივე საწარმოს ერთ-ერთი პარტნიორია გ------- ბ---–----ე.

იხ. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი. ტ.1. ს.ფ.51-52; 65-66

 

3.2.13. ს-------–-- ჩ-----–---ი და ს------ ჩ-------ი შპს “ე-------------–-------ის“ პარტნიორებად არ დარეგისტრირებულან არასდროს.

იხ. მხარეთა განმარტებები

- სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი. ტ.1. ს.ფ.51-52; 65-66

 

3.2.14. ქ. ბათუმში ლ-----------------------ში მდებარე მიწის ნაკვეთი ს/კ.05.26.29.0--. ასევე მასზე არსებული 532,49 კვ.მ. შენობა, 20-5 წლის 12 ივნისის მდგომარეობით გ------- ბ---–----ის საკუთრებად იყო რეგისტრირებული.

იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ტ.1. ს.ფ. 60-62

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.15. 20-5 წლის 18 აგვისტოს შედგა შპს “ს-–-----------------------–--ის“ საერთო კრება, რომლის №2 ოქმითაც პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, საწესდებო კაპიტალი გაიზარდოს შემდგენაირად:

- გ------- ბ---–----ემ საწესდებო კაპიტალში უნდა შეიტანოს ქონება:

ა) ქ. ბათუმში ლ-----------------------ში მდებარე მიწის ნაკვეთი ს/კ.05.26.29.0--. ასევე მასზე არსებული 532,49 კვ.მ. შენობა, რომლის ღირებულებაც შეადგენს 605 000 აშშ დოლარს,ბ) მანქანა-დანადგარები, რომლის ღებულება შეადგენს 40- 000 აშშ დოლარს.

- ს-------–-- ჩ-----–---ი საწესდებო კაპიტალში შეიტანს 5-- 000 აშშ დოლარს, რის შემდეგაც წილები განისაზღრება შემდგენაირად:

- გ------- ბ---–----ე 35 %;

- ს-------–-- ჩ-----–---ი 65 %.

კრების ოქმით პარტნიორები ასევე შეთანხმდნენ მასზედ, რომ 6 თვის ვადაში წილების საწარმოში არ შეტანის შემთხვევაში, ქონება დაუბრუნდება კანონიერ მეპატრონეებს. გ------- ბ---–----ის სახელით უძრავი ქონების საწესდებო კაპიტალში შეტანის ვალდებულება იკისრა ლ---- ქ------ემ.

იხ. 20-5 წლის 18 აგვისტოს კრების ოქმი №2. ტ.1 ს.ფ. 73-74

- მინდობილობა ტ.1. ს.ფ.78-79.

 

3.2.16. გ------- ბ---–----ემ შეასრულა შპს “ს-–-----------------------–--ის“ დამფუძნებელთა საერთო კრების №2 ოქმით გათვალისწინებული შეთანხმება და უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი ლ-----------------------ში ლ---- ქ------ის მეშვეობით შეიტანა შპს “ს-–-----------------------–--ის“ საწესდებო კაპიტალში, შესაბამისად შპს “ს-–-----------------------–--ი“ აღირიცხა დასახელებული ქონების მესაკუთრედ.

იხ. საჯარო რეესტრის ამონაწერი ტ.1. ს.ფ. 80-85

 

3.2.17. 20-5 წლის 18 აგვისტოს შპს “ს-–-----------------------–--ის“ დამფუძნებელთა საერთო კრების №3 ოქმით ს------ ჩ-------ი დაინიშნა მეორე გენერალურ დირექტორად.

იხ. 20-5 წლის 18 აგვისტოს საერთო კრების №3 ოქმი ტ.1. ს.ფ. 75

 

3.2.18. სასამართლო განმარტავს, რომ თანხის სესხად გაცემა ფაქტობრივი გარემოებაა. მისი არსებობა უნდა დასტურდებოდეს მტკიცებულებებით. შესაბამისად სესხის გაცემის დამტკიცებით დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადინოს მტკიცებულებები და დაამტკიცოს, რომ მან მოპასუხეს ასესხა თანხა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. აღნიშნული გამომდინარეობს მტკიცებულებათა სასამართლოს მიერ შეფასების პრინციპიდან. მხარეთა მიერ წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა, ამიტომ არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც შეიძლება დამტკიცდეს შპს “ს-–-----------------------–--მა“ გ------- ბ---–----ეს, ლ---- თ---------ეს და შპს “ე-------------–-------ს“ სესხად გადასცა თუ არა 524 000 აშშ დოლარი (წლიური 20 %-ის დარიცხვის პირობით) და მივლინებისათვის 15 000 აშშ დოლარი. მოსარჩელემ სესხის გადაცემის მტკიცებულებად წარმოადგინა საბანკო ამონაწერი, რომლითაც სასამართლო ადგენს, რომ შპს “ს-–-----------------------–--მა“ შპს “ე-------------–-------ს“ ასესხა 524 000 აშშ დოლარი და მივლინებისათვის გადაუხადა 15 000 აშშ დოლარი. საბანკო ამონაწერის მიხედვით შპს “ს-–-----------------------–--მა“ შპს “ე-------------–-------ს“ თანხა ჩაურიცხა რამოდენიმეჯერ. შესაბამის გრაფაში მითითებულია, რომ ესაა სესხი.

იხ. საბანკო ამონაწერი ტ.1. ს.ფ. 88-108

 

3.2.19. გარდა ამონაწერისა, სესხის გაცემის ფაქტი დასტურდება სხვა მტკიცებულებითაც. სესხის თანხის ბანკის მეშვეობით ჩარიცხვამდე, 20-5 წლი 18 აგვისტოს შპს “ს-–-----------------------–--ის“ პარტნიორებმა ჩაატარეს საერთო კრება და იმსჯელეს შპს “ს-–-----------------------–--ის“ მიერ შპს “ე-------------–-------ისათვის“ სესხის გაცემის თაობაზე. პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “ს-–-----------------------–--ის“ დირექტორს ლ---- თ---------ეს ნება დართეს შპს “ე-------------–-------ზე“ გაეცა სესხი 5-- 000 აშშ დოალრის ოდენობით. ამდენად სესხად თანხის გაცემას წინ უსწრებს შპს “ს-–-----------------------–--ის“ პარტნიორების მოლაპარაკება შპს “ე-------------–-------ისათვის“ სესხის გამოყოფის შესახებ. სწორედ ამ შეთანხმებას მოჰყვა სესხის თანხის ჩარიცხვები. თარიღების დაკვირვებით დგინდება, რომ პარტნიორებმა სსხის გაცემაზე მოილაპარაკეს 20-5 წლი 18 აგვისტოს, ხოლო სესხის გაცემა დაიწყო 20-5 წლის 10 სექტემბერს.

იხ. 20-5 წლი 18 აგვისტოს კრების ოქმი №5. ტ.1. ს.ფ. 87

საბანკო ამონაწერი ტ.1. ს.ფ. 88-108

 

3.2.20. მიუხედავად იმისა, რომ სესხის გაცემა დაიწყო 20-5 წლის 10 სექტემბერს (238 760 ლარი) და დასრულდა 20-5 წლის 21 დეკემბერს, შპს “ს-–-----------------------–--ს“ და შპს ,,ე-------------–-------ს’’ შორის 20-5 წლის 15 ოქტომბერს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც შპს “ს-–-----------------------–--მა“ შპს ,,ევროკაპიტალ ინვესტს’’ ასესხა 5-- 000 აშშ დოლარი, წლიური 20 % სარგებლის გადახდის პირობით, სამი წლის ვადით. სესხის დანიშნულებაა ხილის გადამამუშავებელი ქარხნის ამოქმედება. სესხი სრულად გაცემული უნდა იქნას ხელშეკრულებაზე ხელის მოწერიდან 10 დღის ვადაში. ხელშკრულებას ხელს აწერს ლ---- თ---------ე და ლ---- ქ------ე.

იხ. სესხის ხელშეკრულება ტომი1. ს.ფ. 230-231.

 

3.2.21. სესხის გაცემის ვალდებულება შპს “ს-–-----------------------–--მა“ ნაწილობრივ დაარღვია. მას სესხის გაცემა უნდა დაესრულებინა 20-5 წლის 25 ოქტომბერს. საბანკო ამონაწერის მიხედით სესხის თანხის ჩარიცხვა დაიწყო 20-5 წლის 10 სექტემბერს (238 760 ლარი) და დასრულდა 20-5 წლის 21 დეკემბერს.

იხ. სესხის ხელშეკრულება ტომი1. ს.ფ. 230-231.

 

3.2.22. სესხის არსებობა მხარეებმა დაადასტურეს 20-- წლის 12 აგვისტოს ფინანსური დახმარების შესახებ ხელშკრულებითაც. მასში მითითებულია, რომ შპს “ს-–-----------------------–--მა“ 20-5 წლის 18 აგვისტოს ხელშეკრულებით აიღო ვალდებულება შპს “ე-------------–-------ისათვის“ გაეცა კრედიტი 500 000 აშშ დოლარი, ერთი წლის ვადით, წლიურად სარგებელის სახით 20 %-ის გადახდის პირობით. შეთანხმების საფუძველზე მოსარჩელეს მოპასუხეზე სესხად გაცემული აქვს 524 000 შშ დოლარი. ასევე ასესხა მივლინების ხარჯების დასაფარი თანხა 15 000 აშშ დოლარი. ამ ხელშეკრულებაში მნიშვნელოვანი ისაა, რომ მხარეებმა დაადასტურეს სესხად თანხის გაცემა და მიღება და ასევე სესხის დაფარვის ვადა შემცირდა 20-- წლის 31 დეკემბარმდე.

იხ. ხელშეკრულება ფინანსური დახმარების შესახებ. ტ.1. ს.ფ.ტ. 132-133

 

3.2.23. 20-- წლის 12 აგვისტოს, ლ---- ქ------ემ წერილობით დააფიქსირა, რომ ს-------–-- ჩ-----–---ისაგან შპს ,,ე-------------–-------ისათვის’’ სესხად მიიღო 108 500 აშშ დოლარი.

იხ. ხელწერილი. ტომი 3. ს.ფ.200-20-.

 

3.2.24. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საბანკო ამონაწერი, 20-5 წლი 18 აგვისტოს კრების ოქმი №5, სესხის ხელშეკრულება, 20-- წლის 12 აგვისტოს ხელწერილი და ხელშეკრულება ფინანსური დახმარების შესახებ წარმოადგენს იმ ტიპის მტკიცებულებებს, რომლითაც უნდა დადასტურდეს სესხის ხელშეკრულების არსებობა. მათ საფუძველზე სასამართლო დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შპს ,,ა--------------------–-ნმა“ შპს ,,ე-------------–-------ს“ ასესხა 524 000 აშშ დოლარი წლიური 20 %-ის დარიცხვის პირობით, ასევე მივლინებისათვის ასესხა 15 აშშ დოლარი.

იხ. ხელწერილი. ტომი 3. ს.ფ.200-20-.

ხელშეკრულება ფინანსური დახმარების შესახებ. ტ.1. ს.ფ.ტ. 132-133

სესხის ხელშეკრულება ტომი1. ს.ფ. 230-231.

20-5 წლი 18 აგვისტოს კრების ოქმი №5. ტ.1. ს.ფ. 87

საბანკო ამონაწერი ტ.1. ს.ფ. 88-108

 

3.2.25. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ შპს ,,ა--------------------–-ნმა“ შპს ,,ე-------------–-------სთან“ ერთად თანხა სესხად გადასცა გ------- ბ---–----ეს და ლ---- თ---------ეს. საქმის მასალებით არც მათი თავდებობა არ დგინდება.

 

3.2.26. შპს ,,ე-------------–-------ის“ წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ს------ ჩ-------მა და ს-------–-- ჩ-----–---მა შპს ,,ე-------------–-------ს“ ჩაურიცხეს არა 524 000 აშშ დოლარი, არამედ ჩაურიცხეს 375 000 აშშ დოლარი. ადასტურებენ, რომ საბანკო ამონაწერის და სხვა დოკუმენტების მიხედვით შპს ,,ა--------------------–-ნმა“ შპს ,,ე-------------–-------ს“ მართლაც ჩაურიცხა 524 000 აშშ დოლარი, მაგრამ 149 000 აშშ დოლარი ს------ ჩ-------მა და ს-------–-- ჩ-----–---მა გაიტანეს უკან. აღნიშნულის მტკიცებულებად შპს ,,ე-------------–-------ის“ წარმომადგენლებმა წარმოადგინეს ზეპირი განმარტება. ასევე მოწმე ლ---- ქ------ისა და ჟ--–---- კ----ის ჩვენება. მათ ზეპირად განმარტეს, რომ შპს ,,ე-------------–-------ის“ ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ნაწილი 149 000 აშშ დოლარი ს------ ჩ-------მა და ს-------–-- ჩ-----–---მა სხვადასხვა მიზეზებით გამოართვეს უკან და ისევ თავიდან ჩარიცხეს შპს ,,ე-------------–-------ის“ ანგარიშზე. შესაბამისად შპს ,,ა--------------------–-ნმა“ შპს ,,ე-------------–-------ის“ ანგარიშზე ერთიდაიგივე 149 000 აშშ დოლარი ჩარიცხა ორჯერ. შპს ,,ა--------------------–-ნის“ წარმომადგენლებმა შპს ,,ე-------------–-------ის“ ზეპირი განმარტება, ზეპირი განმარტებითვე უარყო და განმარტა, რომ მოპასუხეს ჩაურიცხა 524000 აშშ დოლარი. ზეპირ განმარტებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ესა თუ ის გარემოება, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზეპირი განმარტებით ფაქტების მტკიცების უფლება აქვს ორივე მხარეს. მოსარჩელეს შეუძლია ზეპირად უარყოს მოსარჩელის მიერ გადმოცემული ფაქტები, და პირიქით. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები მას ადასტურებენ და სადაოდ არ ხდიან. თუ ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი, მხარეებისათვის სადაოა, მაშინ ის აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, მაგრამ მთავარი ის კი არაა მან რა თქვა, არამედ მთავარია რამდენად სარწმუნოა მისი განმარტება. ამიტომ თითოეული ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით. ანუ აუცილებელია გამოყენებული იქნას მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ზეპირი განმარტების სტანდარტია.

 

3.2.27. სასამართლო განმარტავს, რომ თეორიულად მართლაც შესაძლებელია, რომ მოსარჩელეს მოპასუხისათვის ჩაერიცხა თანხა და ჩარიცხული თანხის ნაწილი გამოერთვა უკან, შემდეგში კი კიდევ ჩაერიცხა, მაგრამ ასეთი თეორიული შესაძლებლობები მხოლოდ ვარაუდებია და ამ ვარაუდებზე სასამართლო გადაწყვეტილებას ვერ ააგებს. ფაქტებზე დავის დროს აუცილებელია მხარემ წარმოადგინოს მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება და ამ გზით გააბათილოს მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტები. სწორედ ამას მოითხოვს ფაქტების შეჯიბრებითობის გზით მტკიცების პრინციპი. შპს ,,ა--------------------–-ნმა“ შექმნა შპს ,,ე-------------–-------ისათვის“ 524 000 აშშ დოლარის ჩარიცხვის მტკიცებულება. ანალოგიურად მოპასუხესაც უნდა შეექმნა მიღებული თანხის ნაწილის უკან დაბრუნების მტკიცებულება. ასეთი მოქმედება გამომდინარეობს არა მხოლოდ მტკიცების პრობლემის დაძლევის პრინციპიდან, არამედ სამეწარმეო საქმიანობაში საბუღალტრო აღრიცხვის აუცილებლობიდანაც. შპს ,,ე-------------–-------ი“ სამეწარმეო სუბიექტია და მისი ვალდებულებაა საგადასახადო ანგარიშსწორებისათვის სათანადო საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება. გარდა ამისა წინდახედულობაც მოითხოვს, რომ თანხის მოძრაობა მოწესრიგდეს დოკუმენტურად. წინააღმდეგ შემთხვევაში აღრიცხვის და დოკუმენტის წარმოების დაუცველობა მას აყენებს მტკიცების პრობლემის წინაშე. ანუ თავად ქმნის სარისკო გარემოებას: - სალაროდან თანხას მესამე პირებს გადასცემს ისე, რომ არ ქმნის შესაბამის მტკიცებულებას. ასეთ სიტუაციაში რისკებზე პასუხისმგებელია ის, ვინც თავი ჩაიგდო საფრთხეში და გასწია მტკიცების რისკი. წინამდებარე შემთხვევაში კი ასეთი სუბიექტია შპს ,,ე-------------–-------ი“. თუ მისი სალაროდან 149 000 აშშ დოლარი ს------ ჩ-------მა და ს-------–-- ჩ-----–---მა სხვადასხვა მიზეზებით დაიბრუნეს უკან, მაშინ მათ ამის მტკიცებულებაც უნდა ჰქონდეთ. მათ ასეთი მტკიცებულება არ აქვთ. აქვთ მხოლოდ ზეპირი განმარტება და მოწმის ჩვენება. ობიექტურობა მოითხოვს, რომ თანხის მოძრაობა მხოლოდ ზეპირი განმატებით არ უნდა დამტკიცდეს. ამისათვის უფრო მყარი მტკიცებულებაა საჭირო. მოწმეებიც და მოპასუხეც დაინტერესებული პირები არიან და იძლევიან შპს ,,ე-------------–-------ისათვის“ სასარგებო ჩვენებას. შპს ,,ა--------------------–-ნმა“ უფრო მყარი მტკიცებულება წარმოადგინა. ესაა საბანკო ამონაწერი, 20-5 წლი 18 აგვისტოს კრების ოქმი №5, სესხის ხელშეკრულება, 20-- წლის 12 აგვისტოს ხელწერილი და ხელშეკრულება ფინანსური დახმარების შესახებ. მათი ერთობლიობა კი ადგენს მას რომ შპს ,,ა--------------------–-ნმა“ შპს ,,ე-------------–-------ს“ ჩაურიცხა არა 375 000 აშშ ოლარი, არამედ 524 000 აშშ დოლარი.

 

3.2.28. შპს ,,ე-------------–-------ის“ წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ს------ ჩ-------ის და ს-------–-- ჩ-----–---ის მიერ შპს ,,ე-------------–-------ისათვის“ ჩარიცხული თანხა არის შპს ,,ე-------------–-------ში“ კუთვნილი შენატანი. ამ მოსაზრებას სასამართლო არ იზიარებს რამოდენიმე გარემოების გამო. პირველ რიგში აღსანიშნავია ის, რომ ს-------–-- ჩ-----–---ი და ს------ ჩ-------ი შპს “ე-------------–-------ის“ პარტნიორებად არ დარეგისტრირებულან არასდროს. შესაბამისად მათ მიერ თანხის ჩარიცხვა ვერ იქნება პარტნიორის მიერ წილის შენატანის განხორციელება და კაპიტალის შევსება.

 

3.2.29 ს-------–-- ჩ-----–---ი და ს------ ჩ-------ი იყვენ შპს ,,ს-–-----------------------–--ის“ პარტნიორები. შესაბამისად მათი ვალდებულება იყო თანხა პარტნიორის წილის შენატანი შეეტანათ არა შპს ,,ე-------------–-------ის“, არამედ შპს ,,ს-–-----------------------–--ის“ ანგარიშზე. შპს ,,ე-------------–-------ის“ ანგარიშზე თანხის შეტანა არ წარმოადგენს ს-------–-- ჩ-----–---ი და ს------ ჩ-------ი მიერ არც შპს ,,ე-------------–-------ის“ და არც შპს ,,ა--------------------–-ნის“ კაპიტალის შევსებას.

 

3.2.30. საბანკო ამონაწერის მიხედვით ს-------–-- ჩ-----–---ს და ს------ ჩ-------ს შენატანის შეტანა და სესხის გაცემა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად აქვთ შესრულებული. საბანკო ამონაწერში ნათლადაა მითიტებული თუ რომელი თანხაა სეხი და რომელია საწესდებო კაპიტალში შენატანი. გარდა ამისა ლ---- ქ------ემ 20-5 წლის 21 დეკემბერს დაადასტურა, რომ ს-------–-- ჩ-----–---მა შეავსო საწესდებო კაპიტალი და განახორციელა 519 720 აშშ დოლარის შენატანის შეტანა.

 

3.2.31. ფაქტია, რომ ს-------–-- ჩ-----–---ი და ს------ ჩ-------ი ლ---- ქ------ეს და გ------- ბ---–----ეს შეუთანხმდენ ერთობლივად ეწარმოებინათ ხილის ჯემებისა და სხვა პროდუქციის ბიზნესი, მაგრამ ისინი შეთანხმებულნი იყვენ ბიზნესი ეწარმოებინათ არა შპს ,,ე-------------–-------ის“, არამედ შპს ,,ა--------------------–-ნის“ მეშვეობით. შპს ,,ე-------------–-------ის“ წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ შპს ,,ა--------------------–-ნის“ მეშვეობით ბიზნესი არ გამოუვიდათ, რადგანაც მას არ ჰქონდა ჯემების და ამ ტიპის სხვა პროდუქციის წარმოების შესაბამისი ლიცენზია, მის მოპოვებას სჭირდეოდა დიდი დრო და ხარჯები. აღნიშნულის გამო მათ ბიზნესის წარმოება გადაწყვიტეს შპს ,,ე-------------–-------ის“ მეშვეობით. ბუნებრივია ასეც შეიძლება ბიზნესის განვითარება. პარტნიორებისათვის პრინციპული მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს რომელი ფირმის მეშვეობით განხორციელდებოდა ბიზნესი, მაგრამ ასეთ შეთანხმებებსაც მტკიცება სჭირდება. არარსებობს იმის მტკიცებულება, რომ ს-------–-- ჩ-----–---ი და ს------ ჩ-------ი, შპს ,,ე-------------–-------ს“ შეუთანხმდა ხილის ჯემების ბიზნესის წარმოებაზე. ს-------–-- ჩ-----–---ი და ს------ ჩ-------ი არ დარეგისტრირებულან შპს ,,ე-------------–-------ის“ პარტნიორებად და ისინი შპს ,,ე-------------–-------ის“ მოგებიდან ვერ მიიღებდენ დივიდენს. როგორც წესი მოგება საწარმოს კუთვნილებაა და იგი ნაწილდება პარტნიორებზე. როგორც ავღნიშნეთ ს-------–-- ჩ-----–---ი და ს------ ჩ-------ი არ არიან შპს ,,ე-------------–-------ის“ პარტნიორები და ამ საწარმოდან მოგების მიღება ეწინააღმდეგება კანონს. თუ მათ სხვა გარიგება ჰქონდათ, მაშინ ის მოწესრიგებული უნდა იყოს სათანადოდ. ბიზნესის წარმოება მოითხოვს მეტ ყურადღებას, მეტ მოწესრიგებულობასა და გამჭირვალობას. მისი დაუცველობა კი იწვევს დაინტერესებული პირებისათვის ნეგატიურ შედეგებს. სწორედ ამ პრინციპის დაცვით სასამართლო შპს ,,ა--------------------–-ნის“ მიერ შპს ,,ე-------------–-------ისათვის“ თანხის გადაცემას არ მიიჩნევს ს-------–-- ჩ-----–---ის და ს------ ჩ-------ის მიერ შპს ,,ა--------------------–-ნში“ ან შპს ,,ე-------------–-------ში“ შენატანის განხორციელებას. დაზუსტებით სასამართლო განმარტავს, რომ შპს ,,ე-------------–-------ისათვის“ თანხის გადაცემა არ წარმოადგენს ს-------–-- ჩ-----–---ის და ს------ ჩ-------ის მიერ შპს ,,ა--------------------–-ნში“ შენატანის განხორციელებას იმენად, რამენადაც მათ შპს ,,ა--------------------–-ნში“ შენატანი შეიტანეს სესხად გადაცემული თანხისაგან დამოუკიდებლად. ეს დგინდება არა მარტო საბანკო ამონაწერით, არამედ 20-5 წლის 21 დეკემბერს ს-------–-- ჩ-----–---ის, ლ---- ქ------ის და ზურაბ ბერიძის მიერ შედგენილი ოქმითაც, სადაც მითითებულია, რომ 20-5 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით შპს ,,ს-–-----------------------–--ში“ ს-------–-- ჩ-----–---ის მიერ კუთვნილი წილი შევსებულია 100%-ით. მის მიერ შეტანილია 519 720 აშშ დოლარი. თანხის მოპასუხეისათვის ჩარიცხვა შპს ,,ე-------------–-------ში“ შენატანის განხორციელებას არ ნიშნავს იმის გამო, რომ ს-------–-- ჩ-----–---ი და ს------ ჩ-------ი არ არიან პარტნიორები და არ ჰქონდათ თანხის შეტანის ვალდებულება. მათ მიერ თანხის გადაცემას ვერ მიენიჭიება შენატანის კვალიფიკაცია. იგი შეიძლება დაკვალიფიცირდეს სესხად, ან საჩუქრად. თანხის გადაცემას, რომ საჩუქრის მოტივი არ ჰქონია, ამაზე მხარეები არ დაობენ და შესაბამისად მასზე სასამართლო ცალკე აღარ მსჯელობს.

- იხ. ოქმი. ტომი2. ს.ფ.295-296.

 

3.2.32. აღნიშნული მსჯელობის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ს-------–-- ჩ-----–---ი და ს------ ჩ-------ი შპს „ე-------------–-------ის“ წილის პარტნიორები, დირექტორი, მენეჯერი, ან სხვა სტატუსის მქონე პირები არ არიან და ისინი ვერ განსაზღვრავენ მის ბიზნეს მიმართულებებსა და პერსპექტივებს, მათ შორის ჯემების უცხოეთში რეალიზაციის პერსპეტივებს. ისინი შპს „ე-------------–-------თან დაკავშირებული არიან მხოლოდ შპს ,,ს-–-----------------------–--ის“ მეშვეობით. მართალია ჯემების წარმოებაზე მათ ბევრი დიალოგი და მიმოწერები ჰქონდათ, მაგრამ საბოლოო ჯამში მათი ბიზნეს გეგმები და საუბარი გარიგებამდე ვერ მივიდა.

 

3.2.33. შპს „ე-------------–-------ის“ წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ს-------–-- ჩ-----–---ი, ს------ ჩ-------ი და გ------- ბ---–----ე (თუნდაც ლ---- ქ------ე) შეთანხმდენ მასზედ, რომ შპს „ე-------------–-------ის“ მეშვეობით ეწარმოებინათ მურაბები, ჯემები, ნაყინები, წვენები და მკრივი პროდუქტები ასევე ს-------–-- ჩ-----–---ის და ს------ ჩ-------ის ვალდებულება იყო მისი ბაზარზე გატანა და გასაღება. შპს „ე-------------–-------ის“ წარმომადგენლები ამ გარემოების დადასტურების მიზნით მიუთითებენ 20-5 წლის 18 მაისს შპს „ე-------------–-------ის“ გენერალური დირექტორის ლ---- თ---------ის მიერ შედგენილ ურთიერთ სასარგებლო ერთობლივი ბიზნეს საქმინობის ბიზნეს გეგმაზე. მასში მითითებულია, რომ შპს “ევრო კაპიტალ ინვესტს“ აქვს ფინანსური კაპიტალი, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა ღირებული 400 000 აშშ დოლარად და მიწა შენობა-ნაგებობით ღირებული 600 000 აშშ დოლარად. შპს „ე-------------–-------ი“ აკეთებს წინადადებას ახალი კომპანიის შექმნის თაობაზე, რომლის საწესდებო კაპიტალი 1 000 000 აშშ დოლარი. ბიზნესში შპს „ე-------------–-------ი“ დებს 1 000 000 აშშ დოლარს, ხოლო ინვესტორი დებს 600 000 აშშ დოლარს. წილები გადანაწილდება შემდეგნაირად 51% ინვესტორს, 49 % შპს „ე-------------–-------ს“. თანხის ბიზნესში ჩადებით ინვესტორი გახდება შპს „ე-------------–-------ის“ 51%-ის მფლობელი. ჩადებული ფული გაანწილდება შემდეგი მიმართულებით:

- 114 000 აშშ დოლარი დაიფარება კრედიტორული დავალიანება, იმ პირობით, რომ შპს „ევრო კაპიტალ ინვესტი“ 114 000 აშშ დოლარს დაუბრუნებს სამი წლის განმავლობაში მოგებიდან.

- 35 000 აშშ დოლარით დაიფარება სახელფასოდ დავალიანება და საბიუჯეტო ხარჯები ისე, რომ 35 000 აშშ დოლარი ინვესტორს დაუბრნდება მოგებიდან სამი წლის განმავლობაში.

- 58 000 აშშ დოლარი მიმართული იქნება მშენებლობის დასრულებისათის კერძოდ მე-ს საამქროს სასაწყობებე ნაგებობების ექსპლუატაციაშ გაშვებისათის.

- 70 000 აშშ დოლარად მოხდება მინის ქილების და სახურავიანი ბოთლების შეძენა.

- 40 000 აშშ დოლარად შეძენილი იქნება ეტიკეტები და პროდუქციის შესაფუთი მოყაოს ყუთები.

-15 000 აშშ დოლარად შეძენილი იქნება სატვირთო ავტომანქანები.

- 20 000 აშშ დოლარი დაიხარჯება პროდუქციის რუსეთშ მიწოდებასა და სერთიფიცირებაზე.

- 56 000 აშშ დოლარი დაიხარჯება 20-5 წლის აგვისტოს თვიდან დეკემბრამდე ხელფასებზე და კომუნალურ ხარჯებზე.

-210 000 აშშ დოლარი დაიხარჯება ხილის, შაქრის და სხვა ნედლეულის შესაძენად.

ბიზნეს გეგმას ხელს აწერს შპს „ე-------------–-------ის“ გენერალური დირექტორი ლ---- თრმანიძე.

- იხ. ბიზნეს გეგმა ტ.1. ს.ფ.27-30

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული ბიზნეს გეგმა არ არის პარტნიორთა შეთანხმება. იგი შეიძლება განხილული იქნას, როგორც შპს „ე-------------–-------ის“ წინადადება ბიზნესის განვითარებაზე. ამ წინადადების რომელიმე პუნქტის წინააღმდეგი ს-------–-- ჩ-----–---ი და ს------ ჩ-------ი არ ყოფილან. ამ ტიპის ბიზნესის განვითარება მათ ინტერესშიც შედიოდა. შემდგომი მოვლენების შინაარსობრივი ანალიზით დგინდება, რომ მათ ეს წინადადებები მიიღეს. მონაწილეობა მიიღეს ახალი საწარმოს შექმნაში, შეავსეს საწესდებო კაპიტალი და მზად იყვენ ახალი საწარმოს მეშვეობით გაეგრძელებინათ ბიზნესი, მაგრამ თვით გ------- ბ---–----ის წარმომადგენლებმა აღარ ისურვეს შპს ,,ა--------------------–-ნის“ მეშვეობით ჯემების ბიზნესის წარმოება. მათ ბიზნესსაქმიანობა გააგრძელეს შპს ,,ე-------------–-------ის“ მეშვეობით. თუმცა ისინი შპს ,,ე-------------–-------ის“ მეშვეობით ბიზნესის წარმოებაზე არ იყვენ შეთანხმებულნი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ ს-------–-- ჩ-----–---ი, ს------ ჩ-------ი და გ------- ბ---–----ე (თუნდაც ლ---- ქ------ე) შეთანხმებულნი არიან მასზედ, რომ შპს „ე-------------–-------ის“ მეშვეობით აწარმოონ მურაბები, ჯემები, ნაყინები, წვენები და მკრივი პროდუქტები, ასევე არ დგინდება, რომ ს-------–-- ჩ-----–---ის და ს------ ჩ-------ის ვალდებულება იყო შპს „ე-------------–-------ის“ პროდუციის ბაზარზე გატანა და გასაღება.

 

3.2.34. შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხია ს-------–-- ჩ-----–---ის და ს------ ჩ-------ის მიერ შპს „ე-------------–-------ისათვის“ ზიანის მიყენების ფაქტი.

 

3.2.35. საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს „ე-------------–-------ის“ დირექტორმა - ლ---- თ---------ემ, 20-5 წლის 26 აგვისტოს ს-------–-- ჩ-----–---ს აცნობა, რომ უმთავრდებოდა მინის ქილები და ხუფები, რის გამოც 35 000 აშშ დოლარის ქილების და ხუფების შეძენას განახორციელებდა საკუთარი თანხით. ანალოგიური წერილი ლ---- თ---------ემ ს-------–-- ჩ-----–---ს გაუგზავნა 20-5 წლის 8 სექტემბერს. დასახელებული წერილით აცნობა ხელფასების გაცემის ვლდებულებების შესახებ.

იხ. ლ---- თ---------ის მიმართვა ტომი1. ს.ფ. 322,325,328.

 

3.2.36. 20-7 წლის 25 მარტს, შპს ,,ე-------------–-------ის’’ წარმომადგენელმა გარიგება დადო თ---------- თ------–---–თან, რომლითაც თ---------- თ------–---–მა იკისრა ვალდებულება ჯემების რეალიზაციასთან დაკავშირებით შპს ,,ე-------------–-------ი“ დააკავშიროს რუსეთში ჯემების შემსყიდველებს. გარიგების რეალიზაციისათვის 20-7 წლის 25 მარტს ლ---- ქ------ემ თ---------- თ------–---–ს ბეს სახით გადასცა 47 00 აშშ დოლარი. 20-7 წლის 10 დეკემბერს, გადასცა 30 000 აშშ დოლარი.

 

3.2.37. 20-7 წლის 18 მაისს, შპს ,,ე-------------–-------მა’’ რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებულ შპს ,,ე----–---სთან’’ ხელშეკრულება დადო ჯემების მიწოდების თაობაზე, რომლითაც შპს ,,ე-------------–-------მა’’ იკისრა ვალდებულება შპს ,,ე----–---სს’’ სარეალიზაციოდ მიაწოდოს ჯემები.

იხ. ხელშეკრულება ჯემების ასორტიმეტის მიწოდებაზე. ტომი1. ს.ფ. 352-360.

 

3.2.38. 20-7 წლის 14 დეკემბერს, შპს ,,ზ---–----------------ამ’’ შპს ,,ე-------------–------ს’’ მოსთხოვა ოთხ დღეში გადაუტვირთოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯემები. საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს ,,ზ---–----------------ას’’ გენერალური დირექტორია გ------- ბ---–----ე, რომელსაც ჯემების მიწოდებაზე თავის მხრივ პრეტენზია წარუდგინა შპს ,,გ----–-------------მა’’.

იხ. მიმართვა. ტომი2. ს.ფ. 309,310,314.

 

3.2.39. 20-5 წლის 20 აგვისტოს, შპს ,,ს-–-----------------------–--ის“ დირექტორმა ს------ ჩ-------ს მინდობილობით მიანიჭა, საწარმოს სახელით დადოს გარიგებები, კერძოდ შპს ,,ს-–-----------------------–--ის“ სახელით გაყიდოს, გააჩუქოს, იპოთეკით დატვირთოს საწარმოს ქონება, აიღოს სესხი და მოახმაროს შპს ,,ს-–-----------------------–--ის“ ინტერესებს.

იხ. ტომი2. ს.ფ. 117.

 

3.2.40. 20-5 წლის 8 ოქტომბერს ლ---- თ---------ემ ს-------–-- ჩ-----–---ს, მოსთხოვა ქილების, ხუფების, ეტიკეტის, გენერატორის და ნედლეულის თანხა. ასევე შეპირებული 5-- 000 აშშ დოლარის გადახდა. ლ---- თ---------ეს, ს-------–-- ჩ-----–---მა პრეტენზიით უპასუხა, რომ ბიზნეს საქმიანობა არ არის მოწესრიგებული და უნდობლობა გამოუცხადა საქმიანობის გამჭირვალობასთან დაკავშირებით.

იხ. ლ---- თ---------ის ელექტრონული წერილი. ტომი2. ს.ფ. 212,213.

 

3.2.41. სასამართლო განმარტავს, რომ სადაო ფაქტობრივი გარემოებების 3.2.36; 3.2.37; 3.2.38; 3.2.39; 3.2.40 და 3.2.41 პუნქტებში დასახელებული ფაქტები სასამართლომ აღწერა იმის გამო, რომ ამ გარემოებებზე მითითებით შპს ,,ე-------------–-------ის“ წარმომადგენლებმა მიუთითეს ს-------–-- ჩ-----–---ის და ს------ ჩ-------ის მიერ შპს ,,ე-------------–-------ისათვის“ ზიანის მიყენებაზე. იმისათვის, რომ დადგენილად იქნას მიჩნეული ს-------–-- ჩ-----–---ის და ს------ ჩ-------ის მიერ შპს ,,ე-------------–-------ისათვის“ ზიანის მიყენება, აუცილებელია დადგინდეს, რომ ს-------–-- ჩ-----–---ის და ს------ ჩ-------ის ვალდებულება იყო შპს ,,ე-------------–-------ისათვის“ ქილების და ხუფების, ეტიკეტის, გენერატორის და ნედლეულის შეძენა, თანამშრომლებისათვის ხელფასების გაცემა, შპს ,,ე----–---სისათვის’’ ან სხვა კომპანიისათვის სარეალიზაციოდ ჯემების მიწოდება. ასევე შპს ,,ე-------------–-------ისათვის“ სხვა ღონისძიებების განხორციელება. ასეთი ვალდებულების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. უფრო მეტიც ჯემების წარმოებასთან დაკავშირებით ს------ ჩ-------ზე მინდობილობა 20-5 წლის 20 აგვისტო გაცემული იყო არა შპს ,,ე-------------–-------ის“, არამედ შპს ,,ს-–-----------------------–--ის“ მიერ.

იხ. ტომი2. ს.ფ. 117.

 

3.2.42. საქმის მასალებით არ დგინდება ს-------–-- ჩ-----–---ის და ს------ ჩ-------ის მიერ შპს „ე-------------–-------ისათვის“ ზიანის მიყენების ფაქტი.

 

3.2.43 შპს ,,მისო ბ------–მა’’ გ------- ბ---–----ეს ასესხა თანხა. 20-5 წლის 09 ივნისის მდგომარეობით გ------- ბ---–----ეს გადასახდელი ჰქონდა 114 000 აშშ დოლარი. სესხი უზრუნველყოფილი იყო ექვს ქონებაზე რეგისტრირებული იპოთეკით. 20-- წლის 15 აპრილის მდგომარეობით გ------- ბ---–----ის ვალი შეადგენდა 150 000 აშშ დოლარს.

იხ. შპს ,,ბ------–ის’’ ცნობა. ტომი1. ს.ფ.237.

- მხარეთა განმარტებები

- მოწმე ნ------- მ--–---–---–ის ჩვენება სხდომის ოქმში.

 

3.2.44. გ------- ბ---–----ემ ვერ შეძლო შეთანხმებულ ვადებში შპს ,,მისო ბ------–ის’’ ვალის დაფარვა. სესხის დაფარვის მიზნით 20-- წლის 15 აპრილს გ------- ბ---–----ემ შპს “ს-–-----------------------–--ში“ კუთვნილი წილი - 35 %, გამოსყიდვის უფლებით მიყიდა ს------ ჩ-------ს. სანაცვლოდ ს------ ჩ-------მა იკისრა ვალდებულება 10 დღის ვადაში გადაიხადოს შპს ,,ბ------–ის“ მიმართ გ------- ბ---–----ის ვალი - სულ 150 000 აშშ დოლარი. გ------- ბ---–----ის მიერ 150 000 აშშ დოლარის შპს “ს-–-----------------------–--ისათვის“ დაბრუნების შემდეგ, საწარმოს 35 % წილი უნდა დაუბრუნდეს გ------- ბ---–----ეს. ამავე კრების ოქმით დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა ლ---- თ---------ე და დირექტორად დინიშნა ს-------–-- ჩ-----–---ი. თუმცა №3 პუნქტში მითითებული იქნა, რომ თითოეულ დირექტორს მიეცა ცალ-ცალკე თანაბარი მართვის უფლება. აღნიშნული ნიშნავს მას, რომ ტექსტი შეიცავს უზუსტობას. ან დირექტორი ლ---- თ---------ე არ გათავისუფლებულა თანამდებობიდან, ან ს-------–--ი ჩ-----–---ი დაინიშნა მეორე დირექტორად.

იხ. 20-- წლის 15 აპრილს №4 კრების ოქმი ტ.1. ს.ფ.111

 

3.2.45. 20-- წლის 15 აპრილს ს------ ჩ-------სა და გ------- ბ---–----ეს შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება წილის გამოსყიდვის უფლებით, რომლის საფუძველზეც 20-- წლის 15 აპრილის №4 ოქმის შესაბამისად, გ------- ბოლქავძემ ს----- ჩ-------ს გადასცა შპს “ს-–-----------------------–--ის“ 35% წილი. ს------ ჩ-------მა სანაცვლოდ იკისრა ვალდებულება 150 000 აშშ დოლარის გადახდის გზით დაფაროს გ------- ბ---–----ის ვალი შპს ,,ბ------–ში“. ხელშკრულებაში არაა გათვალისწინებული გ------- ბ---–----ის მიერ 150 000 აშშ დოლარის დაბრუნებისა და წილის გამოსყიდვის ვადა.

იხ. 20-- წლის 15 აპრილის გირავნობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით ტ.1 .ს.ფ. 127-130.

 

3.2.46. ს------ ჩ-------მა, შპს ,,ბ------–ის“ მიმართ გ------- ბ---–----ის ვალი - 150 000 აშშ დოლარი, დაფარა სრულად.

3.2.47. 20-7 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით გ------- ბ---–----ეს წილი გამოსყიდული არ აქვს.

3.2.48. 20-7 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით, შპს ,,ს-–-----------------------–--ის“ პარტნიორები არიან, ს-------–-- ჩ-----–---ი 65 % და ს----- ჩ-------ი 35 %. დასახელებული 35 %-ის გამოსყიდვის უფლება აქვს გ------- ბ---–----ეს.

 

3.2.49. 20-7 წლის 17 ოქტომბერს შედგა შპს ,,ს-–-----------------------–--ის“ საერთო კრება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ს----- ჩ-------მა და ს-------–-- ჩ-----–---მა. კრებამ მიიღო გადაწყვეტილება მასზედ, რომ ს----- ჩ-------ი გამოყვანილი იქნას შპს ,,ს-–-----------------------–--ის“ დამფუძნებლობიდან მის წილ კაპიტალთან ერთად, კერძოდ უძრავი ქონებით მდებარე, ქ.ბათუმში, ლ-------------------------ა. მიწის ნაკვეთი 1732 კვ.მ საკადასტრო კოდი №05.06.29.0--. №05.26.29.0--. და ამ ნაკვეთზე დამაგრებული 532,49 კვ.მ შენობა-ნაგებობა საკადასტრო კოდით №05.26.0--.0-.---. №05.26.29.0--.5--- №05.26.29.0--.0-.5--. და №05.26.29.0--.0-.5--.

 

ასევე ს------ ჩ-------ს გადაეცა საწარმო ხაზი მურაბების, ჯემების, ნაყინების, წვენების და მკრივი პროდუქტების წარმოებისთვის. კერძოდ, 1 ცალი გამათბობელი საქვაბე ღუმელი, გომონიზატორის კომპლექტი, 2 ცალი უჯანგავი ორთქლსახარში, 1 ცალი სტერილიზაციისა და გომოგენიზაციის სისტემა, ნაყინის მისაწოდებელი ქრიზელი, ნაყინის ქილებში ჩამოსასხამი ავტომატური ხაზი, ჩამოსასხმელი-დამფასოებელი ავტომატური ნაგებობა.

იხ. კრების ოქმი №6. ტომი2. ს.ფ.274-275.

 

3.2.50. 20-7 წლის 17 ოქტომბრის შპს ,,ს-–-----------------------–--ის“ პარტნიორთა კრებაზე მოწვეული არ იყო გ------- ბ---–----ე. შესაბამისად მას გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია.

3.2.51. 20-7 წლის 17 ოქტომბერის შემდეგ შპს ,,ს-–-----------------------–--ის“ 100 %-იან პარტიორად დარჩა ს-------–-- ჩ-----–---ი.

3.2.52. ქ. ბათუმში ლ-----------------------ში მდებარე მიწის ნაკვეთი (ს/კ.05.26.29.0--) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების 20-7 წლის 8 დეკემბრამდე წარმოადგენდა შპს ,,ს-–-----------------------–--ის“ საკუთრებას. 20-7 წლის 8 დეკემბრის შემდეგ ქონება რეგისტრირებულია ს------ ჩ-------ის საკუთრებად.

 

3.2.53. 20-7 წლის 8 დეკემბერს, ს------ ჩ-------ი მივიდა ქ.ბათუმში ლ----------------------ში და მოითხოვა ფართის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა. ამ მომენტისათვის ფართში იმყოფებოდა შპს ,,ე-------------–-------ის’’ თანამშრომლები. ს------ ჩ-------ის მოთხოვნის საფუძველზე დაცვის პოლიციის მიერ შპს ,,ევროკაპიტალ ინვესტის’’ თანამშრომლებისაგან გამოთავისუფლებული იქნა ფართი და იგი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა ს------ ჩ-------ს.

იხ. მხარეთა განმარტებები და აქტი. ტომი2. ს.ფ.308.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ძირითადი სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. შეგებებული სარჩელი საფუძვლიანია ნაწილობრივად. შპს ,,ა--------------------–-ნის“ დამფუძნებელ პარტნიორთა 20-7 წლის 17 ოქტომბრის №6 კრების საოქმო გადაწყვეტილება შეიცავს მისი გაბათილების საფუძვეს და ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. სხვა ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

-- საქართველოს კონსტიტუცია.

-- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.

-- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

-- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

- - კანონი მეწარმეთა შესახებ.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

ძირითადი სარჩელოი

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცულია სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეებს სესხის ხელშეკრულებისა და გამჭოლი პასუხისმგებლობის საფუძველზე ეკისრებათ სესხად გაცემული თანხის სრულად უკან დაბრუნების მოვალეობა. სასამართლო განმარტავს, რომ თუ შპს ,,ე-------------–-------მა’’ მოსარჩელისაგან აიღო სესხი და შეთანხმებულ ვადაში არ დაფარა, მაშინ მისი ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. ანალოგიურად ვალდებულების დარღვევად უნდა შეფასდეს შპს ,,ე-------------–-------ის’’ დირექტორისა და დამფუძნებლის მცდელობა მოსარჩელეს ვალი არ გადაუხადონ პირადი ინტერესის გამო. ასეთი ქმდება ხშირად კვალიფიცირდება, როგორც დირექტრისა და დამფუძნებლის გამჭოლი პასუხისმგებლობა საწარმოს ვალებზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხად გაცემული თანხის იმ პირობების შესაბამისად დაბრუნება, რაზეც მხარეები არიან შეთანხმებულნი. ასევე მოითხოვოს გამჭოლი პასუხისმგებლობის მქონე სუბიეტების მიერ საწარმოს ვალის დაფარვა.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არარსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მისი დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. დადგენილია, რომ შპს ,,ს-–-----------------------–--“ და შპს ,,ე-------------–-------ი“ სახელშეკრულებო ურთიერთობაში არიან. მათ შორის დადებული გარიგება ატარებს სესხის ხელშეკრულების ელემენტებს. შესაბამისად მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. მხარეთა მიერ შეთანხმებული გარიგება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 327-ე მუხლის პირველი ნაწილის პრინციპებს. დასახელებული ნორმების მიხედვით მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში სესხზე მხარეთა შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, გამომდინარეობს მორალური პრინციპებიდან და არ არღვევს საჯარო წესრიგს. ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია.

 

6.3. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის საფუძვლებიდან. დასახელებული ნორმით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.

დადგენილია, რომ შპს ,,ს-–-----------------------–--ს“ და შპს ,,ე-------------–-------ს“ შორის ვალდებულება წარმოიშვა შპს ,,ს-–-----------------------–--ის“ მიერ ბანკის მეშვეობით შპს ,,ე-------------–-------ისათვის“ სესხად თანხის ჩარიცხვით. სესხად თანხის ჩარიცხვას წინ უსწრებდა 20-5 წლი 18 აგვისტოს შპს “ს-–-----------------------–--ის“ პარტნიორთა საერთო კრება, სადაც პარტნიორებმა იმსჯელეს შპს “ს-–-----------------------–--ის“ მიერ შპს “ე-------------–-------ისათვის“ სესხის გაცემის თაობაზე და გადაწყვიტეს შპს “ე-------------–-------ისათვის“ 5-- 000 აშშ დოლარის სესხის გამოყოფის შესახებ. 20-5 წლის 10 სექტემბერს დაიწყო სესხის თანხების ჩარიცხვა, თუმცა ამ დროისათვის სესხის ხელშეკრულება არარსებობდა. იქედან გამომდინარე, რომ ორივე საწარმოს ერთერთი პარტნიორი იყო გ------- ბ---–----ე, 20-5 წლი 18 აგვისტოს შპს “ს-–-----------------------–--ის“ პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილება საკმარისი დარჩა სესხის ჩარიცხვის დაწყებისათვის, თუმცა საბოლოოდ ურთიერთობა დოკუმენტურადაც მოწესრიგდა და შპს “ს-–-----------------------–--ს“ და შპს ,,ე-------------–-------ს’’ შორის 20-5 წლის 15 ოქტომბერს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც შპს “ს-–-----------------------–--მა“ შპს ,,ევროკაპიტალ ინვესტს’’ ასესხა 5-- 000 აშშ დოლარი, წლიური 20 % სარგებლის გადახდის პირობით, სამი წლის ვადით. სესხის დანიშნულებაა ხილის გადამამუშავებელი ქარხნის ამოქმედება. სესხი სრულად გაცემული უნდა იქნას ხელშეკრულებაზე ხელის მოწერიდან 10 დღის ვადაში. შპს “ს-–-----------------------–--ს“ სესხის გაცემა უნდა დაესრულებინა 20-5 წლის 25 ოქტომბერს. საბანკო ამონაწერის მიხედით სესხის თანხის ჩარიცხვა დაიწყო 20-5 წლის 10 სექტემბერს (238 760 ლარი) და დასრულდა 20-5 წლის 21 დეკემბერს. 20-- წლის 12 აგვისტოს ფინანსური დახმარების შესახებ ხელშკრულებით მხარეებმა დაადასტურეს, რომ შპს “ს-–-----------------------–--მა“ შეასრულა 20-5 წლის 18 აგვისტოს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება და შპს “ე-------------–-------ს“ ასესხა 524 000 აშშ დოლარი, ერთი წლის ვადით, წლიურად სარგებელის სახით 20 %-ის გადახდის პირობით. ასევე ასესხა მივლინების ხარჯების დასაფარი თანხა 15 000 აშშ დოლარი. სწორედ ასეთ ურთიერთობას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით დადგენილი ქცევის წესი. შესაბამისად მხარეებს შორის წარმოშობილი ურთიერთობა სესხის ხელშეკრულებაა, ამიტომ მხარეებს შორის წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით.

 

6.4. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხები. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნობი დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჩაეთვლება მათ ვალდებულება შესრულებულად. სესხის ხელშეკრულების დადებისა და ფულის გადაცემის შემდეგ, მოსარჩელემ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ შპს “ე-------------–-------ისაგან“ მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც სესხის გაცემის შემდეგ, გამსესხებელს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ შპს “ე-------------–-------ი“ ვალდებული იყო ნაკისრი მოვალეობა შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ თანხა დაებრუნებინა ხელშეკრულებაში მითითებული ოდენობით და დათქმულ დროში. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. შპს “ე-------------–-------მა“ დაარღვია ვალდებულება და სესხი არ დაფარა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. მას გადასახდელი დარჩა ძირი თანხა 539 000 აშშ დოლარი (მივლინების სესხის ჩათვლით). ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, შპს “ე-------------–-------ი“ ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს სესხად მიღებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “ე-------------–-------ის“ მიმართ ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით ,,სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი”.

დადგენილია, რომ მხარეთა შეთანხმებით სესხის ხელშეკრულება სასყიდელიანი იყო. მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი - წლიური 20 %-იანი სარგებლის დარიცხვა. შპს “ე-------------–-------ს“ უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მოპასუხეს სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მას ხელშეკრულებით ეკისრებოდა წლიური საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება. მოპასუხემ სარგებელი არ გადაიხადა, შესაბამისად გადასახდელი დარჩა, როგორც ძირითადი თანხა, ასევე მასზე დარიცხული პროცენტი. შპს “ე-------------–-------ს“ გადასახდელი აქვს სარგებელი 104 800 აშშ დოლარი. ამ ნაწილშიც სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.6 სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი, სესხის გადახდა დაეკისროს ლ---- თ---------ეს და გ------- ბ---–----ეს, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დადგენილია და უდაოა, რომ გ------- ბ---–----ე შპს “ე-------------–-------ის“ დამფუძნებელი პარტნიორია, ხოლო ლ---- თ---------ე დიექტორია. მათ მიმართ მოთხოვნა მიმართულია, როგორც საწარმოს ვალების მიმართ გამჭოლი პასუხისმგებლობის მოთხოვნა.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება საზოგადოების მთელი ქონებით, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების ვალდებულებებისათვის საზოგადოების პარტნიორები და, მით უფრო დირექტორი, ჩვეულებრივ შემთხვევაში, პირადი ქონებით პასუხს არ აგებენ. თუმცა „მეწარმეთა შესახებ“ კანონი ითვალისწინებს კონკრეტულ შემთხვევებს, როცა კომპანიის ვალდებულებებისათვის პასუხისმგებლობა შესაძლებელია კომპანიის დირექტორებსა და პარტნიორებსაც დაეკისროთ. „მეწარმეთა შესახებ“ კანონი კომპანიის კრედიტორების წინაშე კომპანიის პარტნიორის პირადი პასუხისმგებლობის შესაძლებლობას ითვალისწინებს მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით, რომლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს. დირექტორის ან პარტნიორის პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ ადგილი აქვს პასუხისმგებლობის შეზღუდვის კორპორატიული ფორმის ბოროტად გამოყენებას ასევე შეზღუდული პასუხისმგებლობის, როგორც პასუხისმგებლობის ელემენტის, ბოროტად გამოყენებას, რაც გულისხმობს პარტნიორის მიერ პასუხისმგებლობის შეზღუდვის პრივილეგიის მარტოოდენ სხვისი ინტერესების საზიანოდ გამოყენებას და საკუთარი ეკონომიკური რისკებისა და დანაკარგის სხვაზე გადაკისრებას კრედიტორის განზრახ შეცდომაში შეყვანით. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ანალოგიური საქმის განხილვისას (საქმე #ას-1307- 1245-20-4 და საქმე #ას-1158-1104-20-4) განმარტა, რომ პარტნიორის მიერ შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმის ბოროტად გამოყენება სახეზეა, როცა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი საზოგადოებაში უშუალოდ ხელმძღვანელობს და ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს კრედიტორების გადასახადებისაგან თავის არიდებას, ანუ როცა საზოგადოება პარტნიორის მიერ გამოიყენება არადეკლარირებული შემოსავლის მაგენერირებელი წყაროს დანიშნულებით. საკასაციო პალატის განმარტებით, კომპანიის პარტნიორის მიერ შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმის ბოროტად გამოყენების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. დირექტორის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომპანიის დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები კომპანიის წინაშე, რომლებსაც ეწოდება ფიდუციური მოვალეობები და რომლებიც, სხვასთან ერთად, მოიცავს დირექტორის მოვალოებას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“). ზრუნვის მოვალეობა კრედიტორების ვალდებულებების მინიმიზაციას კომპანიის დირექტორთა საქმიანობის განუყოფელ ნაწილად აქცევს. კომპანიის მენეჯმენტის ეფექტურობის შეფასების მნიშვნელოვანი კრიტერიუმია მათი მხრიდან კომპანიის ოპერაციების ისე დაგეგმვისა და განხორციელების უნარი, რომ მიღწეულ იქნას მაქსიმალური ეკონომიური შედეგები, მათ შორის ვალების დაფარვის ნაწილში. ზრუნვის მოვალეობა მოითხოვს დირექტორმა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოიწვევს კომპანიის მოგების გაზრდას. აღნიშნული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც, თუმცა „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის“ პრეზუმფციიდან გამომდინარე, თუ ხელმძღვანელი კეთილგონიერების ფარგლებში მოქმედებს იმ რწმენით, რომ მისი გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით და ამ გადაწყვეტილების მიღებისას იგი ინფორმირებული იყო იმ ზომით, რაც მას, მოცემულ ვითარებაში საკმარისად მიაჩნდა, ამ გადაწყვეტილების შედეგებისათვის კომპანიის დირექტორი დაცულია პირადი პასუხისმგებლობისაგან. წინამდებარე შემთხვევაში არ დგინდება, რომ დირექტორი და პარტნიორი შეთანხმებულად ან ინდივიდუალურად ზრუნავენ ბიზნესი აწარმოვონ ისე, რომ არ გადაიხადონ კრედიტორთა დავალიანება და გაზარდონ საკუთარი შემოსავალი. საქმის მასალებით დგინდება, რომსაწარმო თავიდანვე არ იყო რენტაბელური, ჰქონდა ეკონომელზს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი და დირექტორი არ ახორციელებენ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს კრედიტორების გადასახადებისაგან თავის არიდებას. სარჩელით არაა დასაბუთებული გამჭოლი პასუხისმგებლობის არსებობა. სწორედ აღნიშნულის გამო სარჩელი ამ ნაწილში უსაფუძვლოა.

 

შეგებებული სარჩელი

20-7 წლის 17 ოქტომბრის პარტნიორთა კრების №6 ოქმის ბათილად ცნობის ნაწილი

6.7. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,თუ ამ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვით“.

დადგენილია და სადაო არარის ის გარემოება, რომ შპს ,,ს-–-----------------------–--ს“ გააჩნია წესდება და მისი ნორმებითაა განსაზღვრული კრების მოწვევისა და ჩატარების პროცედურული წესები. პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია, ასახულია წესდების მეოთხე მუხლში. ფაქტობრივად წესდება კანონისაგან განსხვავებულ წესებს არ შეიცავს, ამიტომ კრების მოწვევის, ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების კანონიერების საკითხი უნდა შემოწმდეს ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად.

 

6.8. პარტნიორთა კრების ჩატარების წესსა და პირობებს განსაზღვრავს ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის მიხედვითაც პარტნიორთა საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. საწარმოს ყოველ პარტნიორს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში – დირექტორსაც, შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს პარტნიორთა საერთო კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას. წერილი უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. მოწვევის მიღებიდან 3 დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ დღის წესრიგში დამატებათა შეტანა. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება (ესწრებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები).

 

საკითხის გადასაწყვეტად პირველ რიგში უნდა დადგინდეს დაცულია თუ არა პარტნიორთა კრების მოწვევისა და ჩატარების პროცედურული წესები. დადგენილია, რომ 20-7 წლის 17 ოქტომბრის პარტნიორთა კრებას ესწრებოდა ს----- ჩ-------ი და ს-------–-- ჩ-----–---ი. კრებამ მიიღო გადაწყვეტილება მასზედ, რომ ს----- ჩ-------ი გამოყვანილი იქნას შპს ,,ს-–-----------------------–--ის“ დამფუძნებლობიდან მის წილ კაპიტალთან ერთად, კერძოდ უძრავი ქონებით მდებარე, ქ.ბათუმში, ლ-------------------------ა. მიწის ნაკვეთი 1732 კვ.მ საკადასტრო კოდი №05.06.29.0--. №05.26.29.0--. და ამ ნაკვეთზე დამაგრებული 532,49 კვ.მ შენობა-ნაგებობა საკადასტრო კოდით №05.26.0--.0-.---. №05.26.29.0--.5--- №05.26.29.0--.0-.5--. და №05.26.29.0--.0-.5--.

ასევე ს------ ჩ-------ს გადაეცა საწარმო ხაზი მურაბების, ჯემების, ნაყინების, წვენების და მკრივი პროდუქტების წარმოებისთვის. კერძოდ, 1 ცალი გამათბობელი საქვაბე ღუმელი, გომონიზატორის კომპლექტი, 2 ცალი უჯანგავი ორთქლსახარში, 1 ცალი სტერილიზაციისა და გომოგენიზაციის სისტემა, ნაყინის მისაწოდებელი ქრიზელი, ნაყინის ქილებში ჩამოსასხამი ავტომატური ხაზი, ჩამოსასხმელი-დამფასოებელი ავტომატური ნაგებობა.

 

პარტნიორთა კრებას არ ესწრებოდა გ------- ბ---–----ე. შეგებებული სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ მისი არ მონაწილეობა გარიგების ბათილად ცნობის საფუძველია. საკითხის გადასაწყვეტად ეტაპობრივად უნდა განვიხილოთ გ------- ბ---–----ის ადგილი შპს ,,ს-–-----------------------–--ში“ და პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით გ------- ბ---–----ისათვის დამდგარი შედეგი. დადგენილია და სადაო არარის ის გარემოება, რომ შპს “ს-–-----------------------–--ი“ სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 20-5 წლის 30 ივლისს. გ------- ბ---–----ემ საწესდებო კაპიტალში შეიტანა ქ. ბათუმში ლ-----------------------ში მდებარე მიწის ნაკვეთი ს/კ.05.26.29.0--. ასევე მასზე არსებული 532,49 კვ.მ. შენობა-ნაგებობა. ასევე მანქანა-დანადგარები. თავის მხრივ ს-------–-- ჩ-----–---მა საწესდებო კაპიტალში შეიტანა 5-- 000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც წილები განისაზღრა შემდგენაირად:

- გ------- ბ---–----ე 35 %;

- ს-------–-- ჩ-----–---ი 65 %.

,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის მეორე ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი იყო, როგორც გ------- ბ---–----ის, ასევე ს-------–-- ჩ-----–---ის ინფორმირება დღის წესრიგის შესახებ და კრებაზე მოწვევა. 20-7 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით გ------- ბ---–----ე პარტნიორად რეგისტრირებული აღარაა, სწორედ ამის გამო ის კრებაზე არ მოწვეულა.

6.9. დადგენილია, რომ 20-- წლის 15 აპრილის მდგომარეობით გ------- ბ---–----ეს შპს ,,ბ------–ის’’ მიმართ გადასახელი ჰქონდა 150 000 აშშ დოლარი. სესხი უზრუნველყოფილი იყო ექვს ქონებაზე რეგისტრირებული იპოთეკით. გ------- ბ---–----ემ ვერ შეძლო შეთანხმებულ ვადებში შპს ,,მისო ბ------–ის’’ ვალის დაფარვა. სესხის დაფარვის მიზნით 20-- წლის 15 აპრილს გ------- ბ---–----ემ შპს “ს-–-----------------------–--ში“ კუთვნილი წილი - 35 %, გამოსყიდვის უფლებით მიყიდა ს------ ჩ-------ს. სანაცვლოდ ს------ ჩ-------მა გადაიხადა შპს ,,ბ------–ის“ მიმართ გ------- ბ---–----ის ვალი - სულ 150 000 აშშ დოლარი. გ------- ბ---–----ის მიერ 150 000 აშშ დოლარის შპს “ს-–-----------------------–--ისათვის“ დაბრუნების შემდეგ, საწარმოს 35 % წილი უნდა დაბრუნებოდა გ------- ბ---–----ეს. ხელშკრულებაში არაა გათვალისწინებული გ------- ბოქლავაძის მიერ 150 000 აშშ დოლარის დაბრუნებისა და წილის გამოსყიდვის ვადა. 20-7 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით გ------- ბ---–----ეს წილი გამოსყიდული არ აქვს. 20-7 წლის 17 ოქტომბერს შედგა შპს ,,ს-–-----------------------–--ის“ საერთო კრება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ს----- ჩ-------მა და ს-------–-- ჩ-----–---მა. კრებამ მიიღო გადაწყვეტილება მასზედ, რომ ს----- ჩ-------ი გამოყვანილი იქნას შპს ,,ს-–-----------------------–--ის“ დამფუძნებლობიდან მის წილ კაპიტალთან ერთად. ფაქტობრივად საწრმოდან გატანილი იქნა ის ქონება, რომელიც თავის დროზე კაპიტალში შეიტანა გ------- ბ---–----ემ. ბუნებრივია მხარეთა მიერ საწესდებო კაპიტალის შევსების შემდეგ, როგორც ქონება, ისე ფულადი თანხები საწარმოს საერთო საკუთრება გახდა, მაგრამ ამ ქონების მართვასა და განვითარებაში მონაწილეობის უფლება ორივე პარტნიორს აქვს. რომ არა გამოსყიდვის უფლებით წილის გასხვისება, გ------- ბ---–----ე სამეწრმეო რეესტრში ისევ პარტნიორად იქნებოდა რეგისტრირებული და საწარმოს მართვაში ისეთივე უფლებები ექნებოდა (მცირედი განსხვავებით), როგორიც ს-------–-- ჩ-----–---ს. ფაქტიურად დავაში გაჩნდა მნიშვნელოვანი კაზუსი. გ------- ბ---–----ე პარტნიორთა კრებაზე უნდა მიწვეულიყო თუ არა. კერბაზე მიუწვევლობას აქვს მხოლოდ ერთი არგუმენტი: - სამეწარმეო რეესტრში გ------- ბ---–----ე აღარაა პარტნიორად მითითებული. სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ სიტუაციაში გ------- ბ---–----ე საწარმოს პოტენციური პარტნიორია და მისი გვედის ავლით გადაწყვეტილებების მიღება არაა სამართლიანი.

 

6.10. განვიხილოთ რა ნიშნავს გამოსყიდვის უფლება. წილის გამოსყიდვის უფლებას მეწარმეთა შესახებ კანონი არ არეგულირებს. მისი შინაარსი გაგებული უნდა იქნას სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ნორმების ანალიზით. ამ ტიპის შეთანხმება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 509-ე მუხლით რეგულირებული შეთანხმებაა. დასახელებული ნორმით ,,თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე”.

ამავე კოდექსის 510-ე მუხლით ,,გამოსყიდვა ხდება თავდაპირველი ფასით. ამასთან, მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ის თანხაც, რომლითაც გაიზარდა საქონლის ღირებულება გამოსყიდვის მომენტამდე სასარგებლო დანახარჯების შედეგად, ხოლო გამომსყიდველს შეუძლია მოითხოვოს იმ თანხის გამოკლება, რომლითაც შემცირდა საქონლის ღირებულება მის გამოსყიდვამდე”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. გარიგების შეფასებისათვის უნდა გაანალიზდეს ამ გარიგების მახასიათებელები. გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობას აქვს გარკვეული თავისებურებანი. ეს თავისებურებები მასში მდგომარეობს, რომ გამყიდველს უფლება აქვს გასხვისებული ნივთი გამოისყიდოს დათქმულ ვადაში. ახალ შემძენს უფლება არ აქვს უარი თქვას სასყიდელის მიღებაზე და საკუთრების დაბრუნებაზე. სახელშეკრულებო ,,ბორკილი” მას ზღუდავს მესაკუთრის აბსოლიტური უფლებით ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს გამოსყიდვის უფლებით შეძენილ ქონებას. იგი გამოსყიდვის ვადით შეზღუდულია და საკუთრების აბსოლიტურ უფლებას შეიძენს გამოსყიდვისათვის დათქმული ვადის გასვლის შემდეგ. თავის მხრივ გამყიდველსაც დაკისრებული აქვს ვალდებულება - გამოსყიდვითი ფუნქცია განახორციელოს მხოლოდ გამოსყიდვისათვის დათქმულ ვადაში. თუ ის არ ისარგებელებს გამოსყიდვის ვადაში გამოსყიდვის უფლებით, მაშინ მას ესპობა უფლება სხვა დროსაც გადაიხადოს ღირებულება და გამოისყიდოს ქონება. რათქმაუნდა ქონების გამოსყიდვის უფლება მას არ ერთმევა ვადის გასვლის შემდეგაც, მაგრამ ამ ვადის გასვლის შემდეგ ნივთის გაყიდვის უფლება ენიჭება მის ნამდვილ მესაკუთრეს და ის ვალდებული აღარაა იმავე ფასში, ან თუნდაც განსხვავებულ ფასში მიყიდოს კუთვნილი ქონება. ეს მისი უფლებაა და მის ნებაზეა დამოკიდებული გაყიდოს თუ არა ქონება, რომლის გამოსყიდვის ვადაც გავიდა.

 

6.11. საქმის მასალებით დადგენილია, რომ წილის გამოსყიდვის ვადა განსაზღვრული არ იყო, ამიტომ მისი ვადის დადგომა დამოკიდებულია მხარეთა ნებაზე. 20-7 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ცალმხრივად გაუქმებული იქნა გამოსყიდვის უფლება. ფაქტობრივად მათ გ------- ბ---–----ეს გაუუქმეს ის შეღავათი რაც კანონით ჰქონდა მინიჭებული. გამოსყიდვის უფლების გაუქმება და წილის საწესდებო კაპიტალიდან გატანა პირველ რიგში ეწინააღმდეგება საქ. სკ-ის 509-510-ე მუხლის მოთხოვნებს.

 

6.12. სასამართლო განმარტავს, რომ გ------- ბ---–----ე მინოტარი პარტნიორია. იგი 35 % წილს ფლობს. ყველა იმ შემთხვევაში, როცა მისი და მაჟორიტარი პარტნიორის მოსაზრებები ერთმანეთს შეეწინააღმდეგება, საწარმო ყოველთვის მიიღებს მინოტარი პარტნიორის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას. მიზეზი მარტივია - პარტნიორთა ხმების ნახევარზე მეტი ხმა, გადაწყვეტილების მიღებისათვის საკმარისია. სამეწარმეო საქმიანობა არის სუბიექტის მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიღების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. სამეწარმეო საქმიანობაში გადაწყვეტილებებს ღებულობენ პარტნიორები. როგორი ბიზნეს გადაწყვეტილებაა საწარმოსათვის უკეთესი, ეს საკითხი პარტნიორთა გადასაწყვეტია. ყველა გადაწყვეტილება უნიკალური და უნაკლო ვერ იქნება, მაგრამ გადაწყვეტილება ნაკლიანია თუ უნაკლო, ნებისმიერ შემთხვევაში პარტნიორთა გადაწყვეტილებაა და იმსახურებს პატივისცემას. ისინი ისეთ გადაწყვეტილებას ღებულობენ, როგორიც სურთ. გადაწყვეტილების მიღებაში პარტნიორები შეზღუდულები არარიან. სასამართლოს არ აქვს უფლება ჩაერიოს საწარმოს პარტნიორთა გადაწყვეტილებაში, მაგრამ მას უფლება აქვს მინოტარი პარტნიორის მოთხოვნისას შეამოწმოს გადაწყვეტილების გონივრულობა. მართალია მაჟორიტარ პარტნიორებს უფლება აქვთ გადალახონ მინოტარის წინააღმდეგობა და მიიღონ ნებისმიერი გადაწყვეტილება, მაგრამ მათი ეს უფლება მინოტარ პარტნიორს არ ართმევს უფლებას სადაო გახადოს გადაწყვეტილება და მოითხოვოს ამ გადაწყვეტილების გონივრულობის შემოწმება. ამ დროს საწარმოს დანარჩენმა პარტნიორებმა უნდა დაასაბუთონ ბიზნეს გადაწყვეტილების მიზანის მართებულობა და აუცილებლობა. ბიზნეს გადაწყვეტილების მიღებისას პარტნიორები სარგებლობენ ავტონომიური დისკრეციის თავისუფალი არეალით. ბიზნეს გადაწყვეტილების თავისუფლება არის პარტნიორთა კრების უფლებამოსილება და მას კრება ღებულობს ბიზნესთან დაკავშირებული ამოცანების გადაწყვეტისას. წინამდებარე შემთხვევაშიც შპს ,,ს-–-----------------------–--ის“ საწესდებო კაპიტალიდან ქონების გატანა უნდა ემსახურებოდეს საწარმოს მიზნებს. მათ უფლება ჰქონდათ დაეგეგმათ ახალი ბიზნესი, მათ შორის საწარმოს კაპიტალიდან ქონების გატანა და პარტნიორის გაყვანა წილიდან. ამ საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ პარტნიორთა უფლებამოსილებაა და მის განხორციელებაში პარტნიორებს სასამართლო ან სხვა რომელიმე ორგანო ხელს ვერ შეუშლის. პარტნიორები თავიდანვე უნდა აცნობიერებდენ, რომ საწარმოს შექმნა და პარტნიორთა წილების განაწილებაზე შეთანხმება, გულისხმობს მას, რომ პარტნიორებს შემდგომში მოუწევთ გადაწყვეტილებების მიღება და ეს გადაწყვეტილებები მნიშვნლოვნად ნაკარნახები იქნება მაჟორიტარი პარტნიორის მიზნებიდან. მიუხედავად ამისა მინოტარ პარტნიორს მაინც რჩება უფლება სადაო გახადოს გადაწყვეტილების მართებულობა და სასამართლოც ვალდებულია შეამოწმოს ამ გადაწყვეტილების გონივრულობა და აუცილებლობა. წინამდებარე შემთხვევაში პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება ეწინააღმეგება კრების მოწვევის და პარტნიორთა ინფორმირების შესახებ ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. კრება, კანონის დაცვით არ მოიწვია საწარმოს დირექტორმა და მანვე არ უზრუნველყო პარტნიორთა ინფორმირებულობა დღის წესრიგის შესახებ. კრების მოწვევის პროცედურები მთლიანად ეწინააღმდეგება შპს ,,ს-–-----------------------–--ის“ წესდებას და ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის მოთხოვნებს. გ------- ბ---–----ე 20-7 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით ,,პასიურ რეჟიმში“ მყოფი პარტნიორია, მაგრამ იგი ს------ ჩ-------ს სრულყოფილად ჩანაცვლებული არ აქვს და ის ამ კრებაზე ისევე უნდა ღებულობდოს მონაწილეობას, როგორც წილის გამოსყიდვაზე გარიგების დადებამდე შეეძლო მონაწილეობის მიღება. აღნიშნულის გამო სადო კრების ოქმი ბათლად უნდა იქნას ცნობილი. ქონება უნდა დაუბრუნდეს შპს ,,ს-–-----------------------–--ს“ და წილის გამოსყიდვისათვის გ------- ბ---–----ეს უნდა აღუდგეს ვადა. ეს ვადა დამოკიდებულია ორივე მხარეზე. ან გ------- ბ---–----ემ თავად უნდა გადაიხადოს თანხა და წილი გამოისყიდოს გონივრულ ვადაში, ან კიდე თავად ს------ ჩ-------მა უნდა განუსაზღვროს გამოსყიდვის გონივრული ვადა. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს რომ სარჩელი ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ზიანის ნაწილი

6.13. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ს------ ჩ-------მა და ს-------–-- ჩ-----–---მა შპს “ე-------------–-------ი“ დააზარალა 8 956 179 ლარით. ზიანი დადგა პარტნიორის მიერ ნაკისრი ვალებულებების შეუსრულებლობით. კერძოდ ს------ ჩ-------მა და ს-------–-- ჩ-----–---მა შეთანხმებული 5-- 000 აშშ დოლარის ნაცვლად შეიტანეს 375 000 აშშ დოლარი. თანხის დაგვიანებით შეტანით, ასევე არასრულად შეტანით საწარმომ ვერ შეიძინა ნედლეული, ვერ დაამზადა მზა პროდუქცია ვერ გაასაღა და განიცადა ზარალი. გარდა ამისა მოპასუხეები ვალდებულნი იყვენ პროდუქცია გაეტანათ უცხო ქვეყნებში და იქ მოეხდიანათ რეალიზაცა. მათ არ შეასრულეს ნაკისრი მოვალეობა და ამ გზით დააზარალეს საწარმო. გარდა ამისა გ------- ბ---–----ის ვალი 114 000 აშშ დოლარიდან გაიზარდა 150 000 დოლარამდე.

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის მცნება მოცემულია საქ. სკ-ის 411-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც ზიანია ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისი და მიუღებელი შემოსავალი. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. თუ დადგინდება, რომ მოპასუხეებმა როგორც პარტნიორებმა მეორე პარტნიორს ვალდებულების შეუსრულებლობით მიაყენეს ქონებრივი დანაკლისი ან დააკარგვინეს შემოსავალი, მაშინ მათ მიმართ დადგება სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხი. 6.14. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის 41-ე პუნქტით პარტნიორები დებენ შეთანხმებას (წესდებას), რომლის საფუძველზედაც წესრიგდება საწარმოს საქმიანობასთან ან/და პარტნიორების ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. პარტნიორთა შეთანხმების (წესდების) ნაწილი, რომელიც შეიცავს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს და რომელიც რეგისტრირდება რეესტრში, არის სარეგისტრაციო განაცხადი. პარტნიორთა შეთანხმება, რომლის რეგისტრაციაც არ არის სავალდებულო, იდება წერილობითი ფორმით და იგი შეიძლება შესრულდეს ნებისმიერ ენაზე (პარტნიორთა შეთანხმება (წესდება)). ამავე მუხლის მესამე პუნქტით საზოგადოების დაფუძნებისას პარტნიორები უნდა შეთანხმდნენ წილების განაწილებაზე და დათქვან კაპიტალში მათი შენატანის ოდენობა. შენატანი შეიძლება იყოს მატერიალური და არამატერიალური ქონება, სამუშაოს შესრულება ან/და მომსახურების გაწევა.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ ხილის ჯემებისა და პიურეების ბიზნესის განვითარების მიზნით, ლ---- ქ------ე დაუკავშირდა უკრაინის მოქალაქე ს-------–-- ჩ-----–---ს და შესთავაზა ხილის ჯემებისა და პიურეების ბიზნესის ერთად განხორციელება. ს-------–-- ჩ-----–---ი დაეთანხმა ლ---- ქ------ის წინადადებას საქართველოში ეწარმოვებინათ ერთობლივი ბიზნესი. შეთანხმების შემდეგ ერთობლივი ბიზნესის საწარმოებლად ლ---- ქ------ემ და ს-------–-- ჩ-----–------ დაარსეს შპს “ს-–-----------------------–--ი“. 20-5 წლის 18 აგვისტოს შედგა შპს “ს-–-----------------------–--ის“ საერთო კრება, რომლის №2 ოქმითაც პარტნიორებმა განსაზღვრეს საწესდებო კაპიტალში შენატანების საკითხი. - გ------- ბ---–----ემ საწესდებო კაპიტალში შეიტანა კუთვნილი შენატანი. თავის მხრივ კუთვნილი შენატანი განახორციელა ს-------–-- ჩ-----–---მაც. ამდენად პარტნიორებმა შეთანხმება შეასრულეს. ს-------–-- ჩ-----–---ი და ს------ ჩ-------ი არასოდეს არ ყოფილან შპს ,,ე-------------–-------ის“ პარტნიორები. შესაბამისად მათ არასოდეს არ ჰქონიათ მის კაპიტალში თანხის ან სხვა ტიპის ქონების შეტანის ვალდებულება. შესაბამისად მათ მიერ შპს ,,ე-------------–-------ში“ თანხის არასრული ან საერთოდ შეუტანლობა ვერ გამოიწვევს მის დაზარალებას. შპს ,,ე-------------–-------ს“ ჰყავს დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორი და სწორედ მათ უნდა განსაზღვრონ როდის გაიზარდოს ან როდის შემცირდეს საწესდებო კაპიტალი, როდის, რა გზებით და ვისგან იქნას ნედლეული შეძენილი. ვალდებულებების გარეშე არარსებობს მოთხოვნის უფლება. მოპასუხეებს პასუხისმგებლობა რომ დაეკისროთ ამისათვის აუცილებელია მათ მოსარჩელის მიმართ რაღაც ვალდებულებები გააჩნდეთ. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მათ შპს ,,ე-------------–-------ის“ მიმართ რაიმე ტიპის ვალდებულება აქვთ. ამიტომ მათ მიერ თანხის გადაუხდელობა (მათ შორის შპს ბ------–ისათვის), ქილების და ხუფების, ეტიკეტის, გენერატორის და ნედლეულის არ შეძენა, თანამშრომლებისათვის ხელფასების გაუცემლობა, შპს ,,ე----–---სისათვის’’ ან სხვა კომპანიისათვის სარეალიზაციოდ ჯემების მიუწოდებლობა. ასევე შპს ,,ე-------------–-------ისათვის“ სხვა ღონისძიებების განხორციელება არ შეიძლება მათ შეერაცხოთ პარტნიორის მიერ შენატანის განუხორცილეობით გამოწვეულ ზიანად.

 

ხელშეშლის აღკვეთის ნაწილი

6.15. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ხელშეუხებელია და მისი ხელშეუხებლობის გარანტიას იძლევა, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებები, ისე ქვეყნის შიდა ნორმატიული აქტები. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლში განმარტებულია, რომ ,,1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას, როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად.

2. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად”.

6.16 ამავე პრინციპს განამტკიცებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლი, რომლის მიხედვითაც ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.

 

საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას ,,არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის 2/1-370 გადაწყვეტილება).

 

6.17. შპს ,,ე-------------–-------ი“ ამტკიცებს, რომ ქ. ბათუმში ლ-----------------------ში მდებარე მიწის ნაკვეთი (ს/კ.05.26.29.0--) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, ხილის გადამამუშავებელი საამქრო და დამხმარე ნაგებობები მისი საკუთრებაა. ფართიდან მისი თანამშრომლები გამოსახლებული იქნენ კანონსაწინააღმდეგოდ და მოპასუხეები არ აძლევენ მისი სარგებლობის საშუალებას, ანუ ხელყოფენ მისი საკუთრების უფლებას. მოითხოვს აღიკვეთოს მისი ქონების უკანონო ხელყოფა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მართლმსაჯულების განხორციელება და თავისი დარღვეული უფლების აღდგენა, ანუ მომართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა.

 

6.18. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლებებთან და ხელშეშლის აღკვეთასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საჯარო რეესტრის ჩანაწერების პრინციპი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა”.

ამავე კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილით ,,რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. უძრავი ქონების მესაკუთრე არის ის, ვინც ამ ქონების მესაკუთრედაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლება ითვლება ნამდვილად მანამ, სანამ არ დადგინდება მისი უზუსტობა. მტკიცებულებათა ანალიზით დადგენილი იქნა, რომ ქ. ბათუმში ლ-----------------------ში მდებარე მიწის ნაკვეთი (ს/კ.05.26.29.0--) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობი, ხილის გადამამუშავებელი საამქრო და დამხმარე ნაგებობები საქმის განხილვის მომენტისათვის მოსარჩელის საკუთრებადა არაა რეგისტრირებული. იგი 20-7 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით ს------ ჩ-------ის საკუთრებად იყო რეგისტრირებული. სასამართლომ დაადგინა, რომ საკუთრების ჩანაწერი შეიცავს უზუსტობას. პარტნიორთა კრების ოქმის გაბათილებით უნდა აღსდგეს მანამდელი მდგომარეობა, მაგრამ მანამდელი მდგომარეობითაც შპს ,,ე-------------–-------ი“ მესაკუთრე არაა. მესაკუთრე გახდება შპს ,,ს-–-----------------------–--“.

 

6.19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170–ე მუხლის პირველი ნაწილით „მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას."

 

სასამართლო განმარტავს, რომ როგორც საქართველოში, ისე სხვა ევროპულ ქვეყნებში საკუთრების უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. საკუთრების უფლება მოიცავს სამ ელემენტს - მფლობელობას, სარგებლობას და განკარგვას. მფლობელობა არის ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა, რომელიც მოიპოვება მფლობელის ნებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. სარგებლობა ნიშნავს მესაკუთრის უფლებას ისარგებლოს ქონებით. მესაკუთრე თვითონ წყვეტს ისარგებლოს თუ არ თავისი საკუთრებით, ანუ სარგებლობის უფლება ამ მხრივ თავისუფალია. რაც შეეხება განკარგვას იგი გულისხმობს, როგორც ქონების გასხვისებას ასევე მის უფლებრივ დატვირთვასაც. თუ მოსარჩელეს მისი ნების საწინააღმდეგოდ შეზღუდული აქვს საკუთრების შინაარსის ამსახველი რომელიმე უფლება (ფლობა, სარგებლობა ან განკარგვა), ითვლება, რომ მისი საკუთრების უფლება დარღვეულია. წინამდებარე შემთხვევაში დაგენილია, რომ მოსარჩელეს შეზღუდული აქვს ქონების მფლობელობა და სარგებლობა. მას ფლობენ და სარგებლობენ მოპასუხეები, თუმცა მათ აქვთ ფლობისა და სარგებლობის უფლება. მართალია მოპასუხე ფლობდა და სარგებლობდა ქონებას, მაგრამ მას არც ძველი და არც ახალი მესაკუთრისაგან არ აქვს ქონების მფლობელობისა და სარგებლობის მართლზომიერი უფლება. მესაკუთრე წინააღმდეგია მოსარჩელე ფლობდეს და სარგებლობდეს მის ქონებას.

6.20. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. მის ხელშეუხებლობას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მესაკუთრეს უფლება აქვს თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს საკუთრებაში არსებული ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. არავის არ აქვს უფლება კანონიერი საფუძველის გარეშე ფლობდეს ან სარგებლობდეს სხვისი საკუთრებით. დადგენილია, რომ მოსარჩელე არ არის ქ. ბათუმში ლ-----------------------ში მდებარე მიწის ნაკვეთის (ს/კ.05.26.29.0--) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის, ხილის გადამამუშავებელი საამქროს და დამხმარე ნაგებობების მესაკუთრე. ფართის მათზე გადაცემის წინააღმდეგია მესაკუთრე, ამ ქონების მფლობელობისა და სარგებლობის შეუზღუდავი უფლება აქვს შპს ,,ს-–-----------------------–--ს“. მოსარჩელეს არ აქვს მასზე მეტი უპირატესობა, ამიტომ ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც, ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გვაქვს ორი სარჩელი. ორივე მათგანზე დავის საგნის ღირებულება შეადგენს 5--0-5--0 ლარს. მხარეებს ბაჟი წინასწარ აქვთ გადახდილი.

7.2. ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც საქმეზე გაწეული საპროცესო ხარჯები უნდა დაეკისროს ძირითადი სარჩელის მოპასუხეს. ძირითად მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახ. ბაჟი 5--0 ლარი და 50 სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

7.3. შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივად. სარჩელის დაკმაყოფილების პრო[ორციის გათვალისწინებით სახ. ბაჟის სახით გადახდილი ბაჟი 5--0 ლარი მხარეებს შორის უნდა განაწილდეს თანაბრად.

7.4. იქედან გამომდინარე, რომ შეგებებული სარჩელის მოსარჩელეს ძირითად სარჩელზე 5--0 ლარი აქვს გადასახდელი, საბოლოოდ მოთხოვნები ნაწილობრივად უნდა გაიქვითოს და შპს ,,ე-------------–-------მა“ მოსარჩელეს უნდა გადაუხადოს 2550 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 მაისის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გ------- ბ---–----ეს (დაბადებული -30/04/1956, P/N: 6----------) და ლ---- თ---------ეს (პ/ნ 6----------) აეკრძალოთ მათ საკუთრებად რეგისტრირებული შემდეგ უძრავი ქონებების გასხვისება და უფლებრივი დატვრთვა.

· უძრავი ქონება ს/კ 05.26.29.0--

· უძრავი ქონება ს/კ 05.26.29.0--

· უძრავი ქონება ს/კ 05.26.29.0--

· უძრავი ქონება ს/კ 05.26.29.0--

· უძრავი ქონება ს/კ 05.36.25.5--

შპს ,,ს-–-----------------------–--ის“ სარჩელი გ------- ბ---–----ისა და ლ---- თ---------ის მიმართ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ნიშნავს, მას რომ უზრუნველყოფის ღონისძიებას დაქვემდებარებული ქონება არ წარმოადგენს გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებას, შესაბამისად ის არ ემსახურება უზრუნველყოფის მიზნებს, რის გამოც ქონება უნდა გათავისუფლდეს შეზღუდვისაგან.

8.2. შპს ‘’ე-------------–-------ის’’ და გ------- ბ---–----ის შუამდგომლობის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 12 იანვრის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა დაედო უძრავ ქონებებს - ს/კ 05.23.09.007.0-- და ს/კ 05.23.09.007.0-.---, მდებარე - ბათუმი, თ----–---–-- ქუჩა №3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 9 თებერვლის განჩინებით ს------ ჩ-------ს (პ.ნ 2---------) და ს-------–-- ჩ-----–---ს (პ/ნ 2---------) აეკრძალათ საკუთრებაში არსებული შემდეგი ქონებების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა:

- ბათუმი, შ----–--–---–-------------------------------

- ბათუმი, თ----–---–-- ქუჩა №3 (ს/კ 05.23.09.007.0-.0---

- ბათუმი, შ----–--–---–--------------------------------

 

შპს ,, ე-------------–-------ის“, გ------- ბ---–----ისა და ლ---- თ---------ის სარჩელი ს------ ჩ-------ის (პ.ნ 2---------) და ს-------–-- ჩ-----–---ის მიმართ თანხის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულიც ნიშნავს, მას, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებას დაქვემდებარებული ქონება არ წარმოადგენს გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებას, შესაბამისად ის არ ემსახურება უზრუნველყოფის მიზნებს, რის გამოც ქონება უნდა გათავისუფლდეს შეზღუდვისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს ,,ს-–-----------------------–--ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.

2. შპს ,,ე-------------–-------ს“, შპს ,,ს-–-----------------------–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 643 800 აშშ დოლარის გადახდა.

3. შპს ,,ს-–-----------------------–--ის“ სარჩელი ლ---- თ---------ისა და გ------- ბ---–----ის მიმართ, არ დაკმაყოფილდეს

4. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

5. შპს ,,ე-------------–-------ის“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.

6. ბათილად იქნეს ცნობილი შპს ,,ს-–-----------------------–--ის“ დამფუძნებელ პარტნიორთა 2017 წლის 17 ოქტომბრის №6 კრების საოქმო გადაწყვეტილება. საჯარო რეესტრის ჩანაწერებში განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები და ქ. ბათუმში ლ-----------------------ში მდებარე უძრავი ქონება - 1732 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ.05.06.29.0-- და 05.26.29.0--) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, რომელთა საკადასტრო კოდებია №05.26.29.0--.0-.---; №05.26.29.0--.0-.5--; №05.26.29.0--.0-.5-- და №05.26.29.0--.0-.5-- აღირიცხოს შპს ,,არინარრა პროდაკშენის“ საკუთრებად.

7. შპს ,,ე-------------–-------ის“ სარჩელი ზიანის ანაზღაურებისა და ხელშეშლის აღკვეთის ნაწილში, არ დაკმაყოფილდეს.

8. საქმეზე ბაჟი გადახდილია

9. შპს ,,ე-------------–-------ს“, შპს ,,ს-–-----------------------–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯების ანაზღაურება 2550 ლარის ოდენობით.

10. საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 მაისის, 2018 წლის 12 იანვრისა და 9 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს და შემდეგი უძრავი ქონებები გათავისუფლდეს ყადაღისა და სხვა ტიპის აკრძალვებისაგან:

- უძრავი ქონება ს/კ 05.26.29.0--

- უძრავი ქონება ს/კ 05.26.29.0--

- უძრავი ქონება ს/კ 05.26.29.0--

- უძრავი ქონება ს/კ 05.26.29.0--

- უძრავი ქონება ს/კ 05.36.25.5--

- უძრავი ქონება ს/კ 05.23.09.007.0--

- უძრავი ქონება ს/კ 05.23.09.007.0-.---,- უძრავი ქონება ს/კ 05.24.03.0-1

- უძრავი ქონება ს/კ 05.23.09.007.0-.0-7

- უძრავი ქონება ს/კ 05.24.03.0-3

11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. №30).

12. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე