გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.09.2018
საქმის ნომერი
170210118002472463
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
12.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #170210118002472463

საქმე #2/116-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო

შესავალი ნაწილი

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

მოსამართლე სოფიო გაგნიძე

სხდომის მდივანი ინგა გონჯილაშვილი

მოსარჩელე - ს- ,,თ-----------“

წარმომადგენელი - ნ--------–---

მოპასუხე - ტ------------------------

დავის საგანი : თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ტ-----------------------ს ს- „თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს:

 

1. 2017 წლის 13 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 2957.48 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 2653.80 ლარი, პროცენტი - 165.41 ლარი, ჯარიმა 131.97 ლარი და დაზღვევა - 6.30 ლარი.

1.1. 2018 წლის 29 მაისიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 2653.80 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 16.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 36.48 ლარს.

1.2. 2018 წლის 29 მაისიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 2653.80 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 13.26 ლარს (მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.)

2. 2017 წლის 4 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 1385.34 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 1203.75 ლარი და ჯარიმა -181.59 ლარი.

2.1. 2018 წლის 29 მაისიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1203.75 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 6.01 ლარს (მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა).

3. 2017 წლის 12 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 300 ლარის გადახდა, სადანაც ძირი თანხაა 300 ლარი.

3.1 2018 წლის 29 მაისიდან (საქმეში არსებული დავალიანების ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 300 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოვედღიურად შეადგენს 1.5 ლარს (მაგრამ არაუმეტეს 150 ლარისა).

4. 2017 წლის 21 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 2037.10 ლარის გადახდა, საიდანაც 1000 ლარი, სესხით მომსახურების ყოველთვიური საკომისიო -500 და ჯარიმა - 537.10 ლარი.

4.1 2018 წლის 2 ივლისიდან საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1000 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 5 ლარს (მაგრამ არაუმეტეს 350 ლარისა).

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ს- „თ------------“ და ტ-----------------------ს შორის 2017 წლის 13 მარტს დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა 3000 ლარის ოდენობით, მოქმედების ვადა - 1824 დღე, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 16.5%. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ "თ-----------------"-ში. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების პირობები დარღვეულ იქნა მოპასუხის მიერ და 2018 წლის იანვრის შემდგომ არ მომხდარა არსებული დავალიანების დაფარვა, რის გამოც კრედიტორი იძულებულია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მსესხებლისათვის არსებული დავალიანების დაკისრება. 2018 წლის 29 მაისის მდგომარეობით, მოპასუხეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 2957.48 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 2653.80 ლარი, პროცენტი - 165.41 ლარი, ჯარიმა 131.97 ლარი და დაზღვევა - 6.30 ლარი. ასევე, ს- „თ------------“ და ტ-----------------------ს შორის 2017 წლის 4 ოქტომბერს დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა 1605.00 ლარის ოდენობით, მოქმედების ვადა - 371 დღე, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 0%. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების პირობები დარღვეულ იქნა მოპასუხის მიერ და 2018 წლის თებერვლის შემდგომ არ მომხდარა არსებული დავალიანების დაფარვა, რის გამოც კრედიტორი იძულებულია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მსესხებლისათვის არსებული დავალიანების დაკისრება. 2018 წლის 29 მაისის მდგომარეობით, მოპასუხეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 1385.34 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 1203.75 ლარი და ჯარიმა -181.59 ლარი. ასევე, ს- „თ------------“ და ტ-----------------------ს შორის 2017 წლის 12 სექტემბერს დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა 700 ლარის ოდენობით, მოქმედების ვადა - 2018 წლის 12 სექტემბრამდე, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 0%. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მხარეებს შორის არსებული უთიერთობა წესრიგდება ს-:თ-----------ს” ოფიციალურ ვებ-გვერდზე ------------- განთავსებული “ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციოების წარმოების შესახებ” ხელშეკრულებით. აღნიშნული ხელშეკრულება მოპასუხის მიერ დაირღვა და 2018 წლის თებერვლის შემდგომ აღარ მომხდარა ვალდებულების შესრულება. 2018 წლის 29 მაისის მდგომარეობით მოპასუხეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 300 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 300 ლარი. გარდა ზემოაღნიშნულია, ს- „თ------------“ და ტ-----------------------ს შორის 2017 წლის 21 ნოემბერს დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა 1000 ლარის ოდენობით, მოპასუხის მიერ ჯამურად უნდა განხორციელებულიყო 12 გადახდა, ყოვეთვიური შენატანი (სესხით მომსახურების ყოვეთვიური საკომისიო) - 50 ლარი, ხოლო კრედიტის ვადის ბოლოს - სესხით მომსახურების ყოველთვიურ საკომისიოს დამატებული ძირითადი თანხა 1050 ლარი. შენატანების ოდენობა კი ჯამში განისაზღვრა 1600 ლარით (თანდართული გრაფიკის შესაბამისად). მოქმედების ვადა - 365 დღე, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 0%. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (არაუმეტეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ოდენობისა). აღნიშნული ხელშეკრულება მოპასუხის მიერ დაირღვა და 2018 წლის თებერვლის შემდგომ აღარ მომხდარა ვალდებულების შესრულება. 2018 წლის 2 ივლისის მდგომარეობით მოპასუხეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 2037.10 ლარის გადახდა, საიდანაც 1000 ლარი, სესხით მომსახურების ყოველთვიური საკომისიო -500 და ჯარიმა - 537.10 ლარი. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით განსაზღვრული იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი კრედიტით სარგებლობისათვის. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად ზიანის მომტანია მხარისათვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში კი ბანკი ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს შემდგომში მისი დაკრედიტებისთვის და ვერც სარგებელს ვეღარ იღებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ტ-----------------------მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ მის მიერ აღებული სესხების ძირი თანხის გადახდის დაკისრების ნაწილში. მან ასევე განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პროცენტი და პირგასამტეხლო არის ძალიან მაღალი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ს- „თ------------“ და ტ-----------------------ს შორის 2018 წლის 13 მარტს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #3--------------, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 3000 ლარის ოდენობით, წლიური 16,5 % საპროცენტო განაკვეთი, ეფექტრურ საპროცენტო განაკევეთი 20,04%. 62,18 ლარი სიცოცხლის დაზღვევისათვის. კრედიტის ვადად განისაზღვრა 1824 დღე - 2017 წლის 11 აპრილიდან 2022 წლის 11 მარტის ჩათვლით. 60 შენატანის ჯამური თანხა 4486,16. ყოველთვიური შენატანი 75,52 ლარის გადახდით; ფიქსირებული პირგასამტეხლო ვაადგადაცილებისათვის 20 (ოცი) ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების თანხის 0,5 % ყოველი ვადაგადაცილებლი დღისათვის. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ "თ-----------------"-ში.

 

ამა დროს 2017 წლის 13 მარტს დაიდო გირავნობის ხელშეკრულება #1------------, გირავნობის სგანას წარმოდგენდა პირადი ნივთები, ავეჯი ინვენტარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 3-------------- თავსართი), ს.ფ.17-18;

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #3--------------, ს.ფ. 19-23;

- სესხის დაფარვის გრაფიკი, ს.ფ. 42-43;

- 2017 წლის 13 მარტის გირავნობის ხელშეკრულება #1------------, ს.ფ. 27-29;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2017 წლის 12 სექტემბერს ს-,,თ------------ და ტ-----------------------ს შორის დაიდო სესხის #3-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 700 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 0%-ით, კრედიტის ვადა 2018 წლის 12 სექტემბრამდე. ხელშეკრულებით ასევე, განისაზღვრა ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი და ყოველდღიური პირგასამტეხლო 0,5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მხარეებს შორის არსებული ურთიერთობა წესრიგდება ს- ,,თ-----------ს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ------------- განთავსებული ,,ფიზიკური პირის საბანკო წარმოების შესახებ“ ხელშეკრულებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ს- ,,თ-----------ს“ მიერ 2018 წლის 29 მაის- გაცემული 2749/103-01 ცნობა, ს.ფ. 38;

- ხელშეკრულება ,,ფიზიკური პირის საბანკო წარმოების შესახებ“ , ს.ფ. 39-55.

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 2017 წლის 04 ოქტომბრს ს- ,,თ------------- და ტ-----------------------ს შორის დაიდო საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება #3---------------, სწრაფი განვადება, კრედიტის თანხა 1605,50 ლარი, კრედიტის ვადა 371 დღე, 12 გადახდა, 135,20 ლარის გადახდით ყოველი თვის 10 რიცხვში, დაფარვის დაწყების თარიღი 10.11.2017, დაფარვის თარიღი 10.10.2018. ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევეისას (გარდა სესხის წინასწარი დაფრვისა) არაუმეტეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ოდენობისა. დავალიანების 0,50 % ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის (არაუმეტეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ოდენობისა). შესაძენი ნივთი ფოტოაპარატი canon 700D kit18-55, ერთ ცალი, ფასი 1605,00 ლარი, სესხის დაფარვის საკომისიო 1,5 ლარი ყოველთვიურად (ჯამში 18 ლარი), ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 11,73%

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 04 ოქტომბრის საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება #3---------------, ს.ფ. 30-37;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. 2017 წლის 21 ნოემბერს ს- ,,თ------------- და ტ-----------------------ს შორის დაიდო საბანკო კრედიტისა ხელშეკრულება #3---------------, კრედიტის თანხა 1000 ლარი, კრედიტის ვადა 365 დღე, 12 გადახდა, შენატანების ოდენობა და საერთო რაოდენობა 1600 ლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი 0%, კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 92,54%, ყოველთვიური სესხის მომსახურების საკომისიო 50 ლარი, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0,41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 21 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #3---------------, ს.ფ. 30-37;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. 2018 წლის 29 მაისის მდგომარეობით, 2017 წლის 13 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება ს- ,,თ-----------ს’’ წინაშე შეადგენს 2957,48 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა -2683,8 ლარი, პროცენტი -165,41 ლარი, ხოლო ჯარიმა -131,97 ლარი, დაზღვევა 6,30 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დავალიანების ცნობა, ს.ფ. 59;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.1.6. 2018 წლის 29 მაისის მდგომარეობით 2017 წლის 04 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე ტ------------------------ს დავალიანება ს- ,,თ-----------ს„ წინაშე შეადგენს 1385,34 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 1203,75, და ჯარიმა 181,59 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დავალიანების ცნობა, ს.ფ. 59;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.1.7. 2018 წლის 29 მაისის მდგომარეობით 2017 წლის 12 სექტემბრის სწრაფი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე ტ------------------------ს დავალიანება ს- ,,თ-----------ს“ წინაშე შეადგენს 300 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 300 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დავალიანების ცნობა, ს.ფ. 59;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

- გადახდი სისტორია, ს.ფ.

 

3.1.8. 2018 წლის 29 მაისის მდგომარეობით 2017 წლის 21 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე ტ------------------------ს დავალიანება ს- ,,თ-----------ს „ წინაშე შეადგენს 2037,10 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 1000 ლარი, სესხის მომსახურების ყოველთვიური საკომისიო 500 ლარი და ჯარიმა 537,10 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დავალიანების ცნობა, ს.ფ. 59;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

- -გადახდის ისტორია, ს.ფ. 157-159;

 

3.1.9. 2017 წლის 13 მარტის, 2017 წლის 12 სექტემბრის, 2017 წლის 04 ოქტომბრის და 2017 წლის 21 ნოემბრის ხელშეკრულებების პირობები დარღვეულ იქნა მოპასუხის მიერ და 2018 წლის თებერვლის შემდგომ არ მომხდარა არსებული დავალიანებების დაფარვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დავალიანების ცნობა, ს.ფ. 59;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

- -გადახდის ისტორიები, ს.ფ. 56, 57,58, 157-159;

 

3.1.10 მოპასუხე ტ-----------------------მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, 2017 წლის 13 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხა 2653,80 ლარის, 2017 წლის 12 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხა 300 ლარის, 2017 წლის 04 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხა 1203,75 ლარის და 2017 წლის 21 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხა 1000 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის რომ ს- „თ-----------’’-ს სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 394-ე, 411-ე, 412-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე, 867-ე, 868-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადი და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ტ-----------------------მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, 2017 წლის 13 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხა 2653,80 ლარის, 2017 წლის 12 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხა 300 ლარის, 2017 წლის 04 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხა 1203,75 ლარის და 2017 წლის 21 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხა 1000 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში-სულ 5157,55 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, რაც ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 13 მარტს ს- ,,თ------------’’ და ტ-----------------------ს შორის დადებული საბანკო კრედიტს ხელშეკრულების წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 16.5%-ით, ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ "თ-----------------"-ში.

 

ასევე დადგენილია, მოპასუხე ტ------------------------ს მიერ დარღვეულ იქნა საბანკო კრედიტის #3-------------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური თანხის გადახდის ვალდებულება 2018 წლის თებერვლიდან, ამის შემდეგ მას აღარ განუხორცილებია თანხის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. რის შედეგადაც მას ერიცხება დავალიანება კრედიტორის სასარგებლოდ, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოვალისათვის 2017 წლის 13 მარტის საბანკო კრედიტის #3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე დარიცხული პროცენტის - 165,41 ლარის და დაზღვევის 6,3 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 21 ნოემბერის #3--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ყოველთვიური სესხის მომსახურების საკომისიო 50 ლარი, რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ყოველ თვე, სულ 12 გადახდა, რაც წარმოადგენს ხელშეკრულებით დადგენილ ვალდებულებას, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა მისი მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 13 მარტის საკრედიტო ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების თანახმად, ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის 20 (ოცი) ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების თანხის 0,5 % ყოველი ვადაგადაცილებლი დღისათვის.

 

ამასთანავე, 2017 წლის 04 ოქტომბრის 3-------------- სწრაფი განვადების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვაადგადაცილებისათვის 20 (ოცი) ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების თანხის 0,5 % ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

 

ასევე 2017 წლის 21 ნოემბერს ს- ,,თ------------- და ტ-----------------------ს შორის დადებული საბანკო კრედიტის #3--------------- ხელშეკრულებით განსაზღვრული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0,41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

შესაბამისად, მხარეებს მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის სამივე ხელშეკრულებით. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და მას ერიცხება დავალიანება მოსარჩელის წინაშე.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს 2018 წლის 13 მარტის ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის 131,97 და 2017 წლის 04 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის 181,59 ლარის შემცირების საფუძველი, რადგან ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს და მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ამასთან სასამართლოს მიაჩნია, რომ 2017 წლის 21 ნოემბრის 3-------------- ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 537,10 ლარი შეუსაბამოდ მაღალია ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში და იგი უნდა შემცირდეს.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუს-. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია 2017 წლის 21 ნოემბრის ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.41%. მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულების ვადაგადაცილებით შესრულების გამო მოპასუხეს არ განუცდია რაიმე სახის მნიშვნელოვანი ზიანი, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად 537,10ლარის ოდენობით, შეუსაბამოდ მაღალია ვალდებულების დროულად შეუსრულებლობით მიყენებულ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილ თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობა 537,1 ლარი უნდა შემცირდეს და 2017 წლის 21 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს - 100 ლარით.

 

6.4. მოსარჩელე ს- ,,თ-----------“ წარმოდგენილი სარჩელით ასევე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს 2017 წლის 13 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 2653.80 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 16.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 36.48 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სამოქალაქო კანონმდებლობით განსაზღვრული მიუღებელი შემოსავლის ნორმის თანახმად, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ,,წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს’’ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ, საქმე Nას-54-54-2018).

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა წლიური პროცენტის ოდენობა. ამდენად, მითითებული პირობებით ხელშეკრულების დადებისას, მსესხებლისათვის წინასწარ იყო ცნობილი მის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მოცულობა, ისევე, როგორც ამ ვალდებულებათა დარღვევის შედეგად ბანკისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის მოცულობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ საბანკო დაწესებულების შემთხვევაში მიუღებელ შემოსავალზე აპელირება სრულიად ლოგიკურია, ვინაიდან მისი ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. სწორედ ამიტომ, გამართლებულია საკრედიტო დაწესებულების შემთხვევაში მიუღებელ ზიანად იმ შემოსავლის მიჩნევა, რომელსაც საკრედიტო დაწესებულება მსესხებლის მიერ სესხით გათვალისწინებულ თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით მიიღებდა. შესაბამისად, მოვალის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, ბანკმა დაკარგა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული წლიური სარგებლის სახით.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ს- „თ-----------”-ს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეთათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.5. ს- ,,თ-----------“ წარმოდგენილი სარჩელით ასევე ითხოვს 2017 წლის 13 მარტის, 12 სექტემბრის და 21 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე პირგასამტეხლოს დაკისრებას არა მხოლოდ დაანგარიშებული დავალიანების ფარგლებში, არამედ სამომავლოდაც. კერძოდ, მოსარჩელე მოითხოვს დაეკისროს მოპასუხეს 2018 წლის 29 მაისიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 2653.80 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 13.26 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, 2017 წლის 12 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 300 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოვედღიურად შეადგენს 1.5 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 150 ლარისა, 2017 წლის 21 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1000 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 5 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 350 ლარისა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრედიტორმა ბოროტად უნდა ისარგებლოს მისთვის ხელშეკრულებით ან/და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს არაგონივრულად მიაჩნია მოპასუხისათის დავალიანების დაანგარიშების პერიოდზე დარიცხულ პირგასამტეხლოსთან ერთად, მომავალ პერიოდზე პირგასამტეხლოს დარიცხვაც. მით უფრო, როცა მოსარჩელე ასევე ითხოვს მიუღებელ შემოსავალსაც ყოველთვიური პროცენტის სახით და აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ეს უკანაკნელი ნორმა ადგენს ზღვარს დავის საგნის ღირებულების 4% -მდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 238,69 ლარი და ასევე უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

 

დაკმაყოფილებული მოთხოვნის 2398,55 ლარის შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 71,95 ლარის და მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გადახდილი იყო სახელმწიფო ბაჟი მხოლოდ 238,69 ლარი, ხოლო გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენდა 284,80 ლარს.

 

ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ცნო ძირითადი თანხის ნაწილში 5157,55 ლარის ოდენობით სასარჩელო მოთხოვნის 54,3 %, მოსარჩელეს მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უნდა დაუბრუნდეს 154,72 ლარი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მის მიერ სრულად არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 108,61 ლარის ოდენობით, ხოლო სარჩელზე უარის თქმის ლარის ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 58,12 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

7.2. ამასთან, მოსარჩელემ მოითხოვა იურიდიული მომსახურების ღირებულის ანაზღაურება დავის საგნის ღირებულების 4%, კერძოდ 318,25 ლარის და აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება. ვინაიდან წარმოდგენილი არ არის მოსარჩელის მიერ აღნიშნული ხარჯების გაღების დამადასტურებელი დოკუმენტი, მოსარჩელის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია. აღნიშნულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით კი მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, არ არსებობს 2018 წლის 31 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს- ,, თ-----------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. მოპასუხე ტ-----------------------ს ს- „თ-----------’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 13 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2957,48 ლარის (ძირი თანხის -2653,8 ლარის გადახდა, პროცენტის - 165,41, დაზღევევა 6,30 ლარის ლარი და ჯარიმის - 131,97 ლარის) გადახდა;

 

1.2. მოპასუხე ტ-----------------------ს ს- „თ-----------’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 29 მაისიდან ( საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 2653.80 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 16.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 36.48 ლარს.

 

1.3. მოპასუხე ტ-----------------------ს ს- „თ-----------’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 4 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 1385.34 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 1203.75 ლარი და ჯარიმა -181.59 ლარი.

 

1.4. მოპასუხე ტ-----------------------ს ს- „თ-----------’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 12 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 300 ლარის გადახდა, სადანაც ძირი თანხაა 300 ლარი.

 

1.5. მოპასუხე ტ-----------------------ს ს- „თ-----------’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 21 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1600 ლარის გადახდა, საიდანაც 1000 ლარი, სესხით მომსახურების ყოველთვიური საკომისიო -500 და შემცირებული პირგასამტეხლო - 100 ლარი.

 

2. ძალაში დარჩეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ 2018 წლის 31 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება;

 

3. მოპასუხე ტ-----------------------ს ს- „თ-----------’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 71.95 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის და ანაზღაურება;

 

4. მოსარჩელე ს- ,,თ-----------“ დაუბრუნდეს მის მიერ ს- ,,თ-----------“ - ში 29.05.2018 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 238,69 ლარიდან -108.61 ლარი;

 

5. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 58,12 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: სოფიო გაგნიძე