გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030210918002623954
№ 2/1040-2018
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის
საგნის დაბრუნების შესახებ
12 სექტემბერი, 2018 წელი ქ.ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
განმცხადებელი შპს ,,მ-----’’
წარმომადგენელი გ---–- ა--–--ე
მოპასუხე ს------- ნ-----–--–---–ი
მოთხოვნა - ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნება
განხილვის ფორმა - სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე, გამარტივებული წესით, განიხილა განცხადება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2018 წლის 10 სექტემბერს, ფოთის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,მ-----მ’’ მოპასუხე ს------- ნ-----–--–---–ის მიმართ - ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების მიღების თაობაზე.
განმცხადებელი მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2018 წლის 13 აპრილს, შპს ,,მ-----სა” და ს------- ნ-----–--–---–ს შორის გაფორმდა №FL13042018/0388 ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება.
ლიზინგის საგანია ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის მონაცემებია: მარკა/მოდელი - MAZDA, PREMACY, VIN კოდი: C---------, გამოშვების წელი: 2---, ძრავის მოცულობა - 1800, ფერი - რუხი 1/8, რეგისტრაციის ნომერი - O--------, რომელიც შპს ,,მ-----მ’’ შეიძინა ს------- ნ-----–--–---–ისაგან 3000 ლარად და გადაეცა მას მფლობელობაში, სარგებლობის უფლებით.
ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა ლიზინგის თანხა - 3120 ლარის ოდენობით, თვეში 4.05 %-ის დარიცხვით, ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა - 2022 წლის 13 აპრილამდე, ლიზინგის თანხა უნდა დაფარულიყო ყოველთვიური - 148.44 ლარის გადახდით, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
განცხადების თანახმად, გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხის მიერ არ სრულდება ლიზინგის ხელშეკრულებების პირობები, გრაფიკის შესაბამისად, არ დაუფარავს ლიზინგით გათვალისწინებული თანხა, რის გამოც მოპასუხეს ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხება დავალიანება 3773.69 ლარის ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოპასუხე არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას და არც ლიზინგის საგანი დაუბრუნებია განმცხადებლისათვის, შპს ,,მ-----’’ ითხოვს სასამართლომ გამოსცეს ბრძანება მოპასუხის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნების თაობაზე.
განსახილველ განცხადებას მოთხოვნის უფლების არსებობისა და მისი დასაბუთებულობის დასადასტურებლად თან ერთვის შემდეგი მტკიცებულებები:
-ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება;
-შპს ,,მ-----ს“ მიერ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ;
-ლიზინგის საგნის ნასყიდობის ხელშეკრულება;
-ლიზინგის საგნის რეგისტრაციის მოწმობა;
-მოპასუხისათვის გაგზავნილი შეწყვეტის წერილი;
-შეტყობინების ჩაბარების დასტური.
სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3091-3097-ე მუხლების საფუძველზე განიხილა შპს ,,მ-----ს” განცხადება და თანდართული საბუთები და მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით, ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს გადასცეს სარგებლობაში განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით. ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5805-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს. ამავე კოდექსის 5806-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ლიზინგის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგის გამცემს უფლება აქვს, ქონება დაიბრუნოს მფლობელობაში და განკარგოს იგი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3092-ე მუხლის მოთხოვნებს. ამასთან, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილია ზემოაღნიშნული ნორმის ''ე'' ქვეპუნქტის შესაბამისად, წამოყენებული მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები. კერძოდ, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებით დგინდება, რომ შპს ,,მ-----ს”, როგორც ლიზინგის გამცემსა და მოპასუხეს, როგორც ლიზინგის მიმღებს შორის, დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება, რაც მოპასუხის მიერ არ შესრულდა.
2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
დადგენილია, რომ განმცხადებელს გაღებული აქვს საპროცესო ხარჯი, კერძოდ, მის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ნორმის შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს შპს ,,მ-----ს” სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის ანაზღაურება.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 3091-3097-ე მუხლებით და
ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:
1. შპს ,,მ-----’’-ს განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. შპს ,,მ-----”-ს დაუბრუნდეს ლიზინგის საგანი - ს------- ნ-----–--–---–ს მფლობელობაში გადაცემული სატრანსპორტო საშუალება, რომლის მონაცემებია: მარკა/მოდელი - MAZDA, PREMACY, VIN კოდი: C---------, გამოშვების წელი: 2---, ძრავის მოცულობა - 1800, ფერი - რუხი 1/8, რეგისტრაციის ნომერი - O--------;
3. ბრძანება აღსრულდეს დაუყოვნებლივ, რისთვისაც გაიცეს სააღსრულებო ფურცელი;
4. ს------- ნ-----–--–---–ს შპს ,,მ-----’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება;
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით მისი ასლის ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), ფოთის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ.№3) მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე