გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 281210918002628845 (2/162-18)
ბრძანება
საქართველოს სახელით
ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის
საგნის დაბრუნების შესახებ
13.09.2018 წ. ქ. ზუგდიდი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს
მაგისტრატი მოსამართლე ირაკლი აბშილავა
განმცხადებელი შპს ,,მ-----’’
წარმომადგენელი თ--------------ძე
მოპასუხე კ------------
მოთხოვნა - ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
შპს ,,მ-----’’ ითხოვს მოპასუხე კ------------ს მიმართ ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების მიღებას.
განმცხადებელი მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
04.05.2017 წ შპს ,,მ-----სა” და კ------------ს შორის დაიდო ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება №F--------------
ლიზინგის საგანია ავტოსატრანსპორტო საშუალება O----------, VIN კ------------------------ გამოშვების წელი 1---- ძრავის მოცულობა 1---, ფერი ლ-----------. რეგისტრაციის ნომერი 0---------
აღნიშნული ავტომანქანა განმცხადებელმა 1000 ლარად შეიძინა კ------------სთვის გადასაცემად.
ლიზინგის თანხა განისაზღვრა 1020 ლარი, თვეში 4,50%-ის დარიცხვით. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 04.05.2018 წელი. ლიზინგის თანხა უნდა დაფარულიყო ყოველთვიური 111.86 ლარის გადახდით, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულია პირგასამტეხლო თანხის გადახდის ვადაგადაცილებისათვის: ერთჯერადი 20 ლარი, ამას დამატებული ყოველთვიურად გადასახდელი თანხის 1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. იმ შემთხვევაში თუ ლიზინგის მიმღები თანხის გადახდას გადააცილებს 30 დღეზე მეტი ვადით, მას ეკისრება პირგასამტეხლო სატრანსპორტო საშუალების ღირებულების გადაუხდელი ნაწილის 5 %-ის ოდენობით.
კ------------ს მიერ არ სრულდება ლიზინგის ხელშეკრულებების პირობები, არ დაუფარავს ლიზინგით გათვალისწინებული თანხა. დაირღვა მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკი.
05.09.2018 წ მდგომარეობით კ------------ს დავალიანება შეადგენს 942.31 ლარს.
ლიზინგის მიმღებს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინებები დავალიანების შესახებ და განესაზღვრა დამატებითი ვადა მის შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ.
განმცხადებელს გაღებული აქვს საპროცესო ხარჯები კერძოდ, გადახდილია სახ. ბაჟი 50.00 ლარი.
შპს ,,მ-----’’ ითხოვს სასამართლომ გამოსცეს ბრძანება კ------------ს მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების, O----------, VIN კ------------------------ გამოშვების წელი 1---- ძრავის მოცულობა 1---, ფერი ლ-----------. რეგისტრაციის ნომერი 0--------- დაბრუნების შესახებ.
განსახილველ განცხადებას მოთხოვნის უფლების არსებობისა და მისი დასაბუთებულების დასადასტურებლად თან ერთვის შემდეგი მტკიცებულებები: ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, ცნობა დავალიანების შესახებ, ლიზინგის საგნის ნასყიდობის ხელშეკრულება, სარეგისტრაციო მოწმობა, პასპორტის ასლი, ამონაწერი რეესტრიდან, შპს ,,მ-----ს” მიერ გაცემული მინდობილობა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3091-3097-ე მუხლების საფუძველზე, განიხილა შპს ''მ-----ს'' განცხადება და თანდართული საბუთები და მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით, ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს გადასცეს სარგებლობაში განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით. ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5805-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს. ამავე კოდექსის 5806-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ლიზინგის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგის გამცემს უფლება აქვს, ქონება დაიბრუნოს მფლობელობაში და განკარგოს იგი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3092-ე მუხლის მოთხოვნებს, სახეზეა წამოყენებული მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები და არსებობს განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 3091-3097-ე მუხლებით
ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:
1.შპს ,,მ-----ს’’ განცხადება დაკმაყოფილდეს.
2. შპს ,,მ-----ს” (ს/ნ 404468688) დაუბრუნდეს ლიზინგის საგანი - კ------------ს მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება - O----------, VIN კ------------------------ გამოშვების წელი 1---- ძრავის მოცულობა 1---, ფერი ლ-----------. რეგისტრაციის ნომერი 0---------
3. ბრძანება აღსრულდეს დაუყოვნებლივ, რისთვისაც გაიცეს სააღსრულებო ფურცელი.
4. კ------------ს შპს ,,მ-----ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 50 ლარის გადახდა.
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, მისი ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის (დაბა ჩხოროწყუ გობეჩიას N1) მეშვეობით.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა