გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.07.2018
საქმის ნომერი
010210117001851511
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
04.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210117001851511

2-800/17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04/07/2018 წელი ქ.ბათუმი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

 

მოსარჩელეები: ე-–--- ქ----------ე, გ---–------ე დ-------ე, თ--- გ-------–--ე

წარმომადგენელი: ვ-–-----------–---–ი

მოპასუხე: შპს „ა------“

წარმომადგენელი: ი-----–----------ე

მოპასუხე: ბმა ‘’პ------–--ი’’

წარმომადგენელი (თავმჯდომარე): მ-----–- ჯ-----ი

მოპასუხე: რ----- ა--–--ე

წარმოამდგენელი: პ----------–----ე

დავის საგანი: ხელშეკრულებიდან გასვლა (შეწყვეტა), თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ე-–--- ქ----------ე სასარჩელო განცხადებით მოითხოვს:

- შეწყვეტილად იქნას აღიარებული შპს „ა------ს“ და ე-–--- ქ----------ეს შორის 2013 წლის 30 ოქტომბრეს, 2013 წლის 20 დეკემბერს და 2014 წლის 13 იანვარს დადებული ნარდობის ხელშკრულებები.

- შპს „ა------ს“ და რ----- ა--–--ეს, ე-–--- ქ------------ სასარგებლოდ სოლიდალურად დაეკისროთ 15 113 ლარის გადახდა.

1.2 გ---–------ე დ-------ე სასარჩელო განცხადებით მოითხოვს:

- შეწყვეტილად იქნას აღიარებული შპს „ა------ს“ და გ---–------ე დ-------ეს შორის 2013 წლის 30 ოქტომბრეს, 2014 წლის 13 იანვარს და 2014 წლის 25 ივნისს დადებული ნარდობის ხელშკრულებები.

- შპს „ა------ს“ და რ----- ა--–--ეს გ---–------ე დ-------ის სასარგებლოდ სოლიდალურად დაეკისროთ 10 480 ლარი გადახდა.

1.3. თ--- გ-------–--ე სასარჩელო განცხადებით მოითხოვს:

- შეწყვეტილად იქნას აღიარებული შპს „ა------ს“ და თ--- გ-------–--ეს შორის 2014 წლის 15 ივლისს დადებული ნარდობის ხელშკრულება.

- შპს „ა------ს“ და რ----- ა--–--ეს, თ--- გ-------–--ის სასარგებლოდ სოლიდალურად დაეკისროთ 4 236 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელეების წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

მოსარჩელეები ცხოვრობენ ქ.ბათუმში, ლ------------------------ში მდებარე მრავალსართულიან კორპუსში. მათი ფართები განლაგებულია საცხოვრეებლი სახლის მე-5 სართულზე სხვადასხვა სადარბაზოში. კორპუსის მობინადრეებმა გადაწყვიტეს საცხოვრებელ სართულზე მიეშენებინათ ფართები და დაეშენებინათ სართული. აღნიშნულთან დაკავშირებით ქ. ბათუმის მერიისაგან მიიღეს მშენებლობის ნებართვა და შეუდგნენ მშენებლობის ორგანიზებას. მიშენებისა და დაშენების ვალდებულება აიღო შპს “ა------მ“, რომლის დირექტორსაც წარმოადგენდა რ----- ა--–--ე. შპს „ა------“ თითოეულ მოსარჩელეს შეუთანხმდა მასზედ, რომ დაასრულებდა მანსარდის დაშენებას და ფართს ჩააბარებდა შავი კარკასის მდგომარეობაში, რაშიც მოსარჩელეები გადაუხდიდნენ სართულის დაშენებისათვის ერთ კვ.მ. ფართში 110 აშშ დოლარს, ხოლო მიშენებისათვის გადაიხდიდნენ 1 კვ.მ. ფართში - 85 აშშ დოლარს. შპს ,,ა------მ“ ნაკირი ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად. მათ სამუშაოთა ნაწილი შეასრულეს უხარისხოდ, შემდეგში კი მთლიანად მიატოვეს მშენებლობა და წავიდნენ სამშენებლო ობიექტიდან. რ----- ა--–--ე მოსარჩელეებს შეპირდა შპს “ა------ს“ ვალდებულების შესრულებას და მოსარჩელეებთან გააფორმა თავდებობის ხელშკრულება მასზედ, რომ ის პასუხს აგებდა შპს “ა------ს ვალდებულებებზე. მიუხედავად ამისა რ----- ა--–--ემაც არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და სამუშაოები არ დაასრულა. ე-–--- ქ----------ემ 2016 წლის დეკემბრიდან 2014 წლის ოქტომბრის ჩათლით შპს “ა------ს“ ჩაურიცხა 12 250 აშშ დოლარი. ვალდებულების დამატებით დროში შეუსრულებლობის გამო ე-–--- ქ----------ე წყვეტს ხელშეკრულებას და მოითხოვს მოპასუხეებმა აუნაზღაურონ არაჯეროვანი მშენებლობით მიყენებული ზიანი 15 113 ლარის ოდენობით.

 

გ---–------ე დ-------ემ 2013 წლის დეკემბრიდან 2015 წლის თებერვლის ჩათლით შპს “ა------ს“ ჩაურიცხა 12 604.82 აშშ დოლარი. ვალდებულების დამატებით დროში შეუსრულებლობის გამო გ---–------ე დ-------ე წყვეტს ხელშეკრულებას და მოითხოვს მოპასუხეებმა აუნაზღაურონ არაჯეროვანი მშენებლობით მიყენებული ზიანი 10 480 ლარი.

 

თ--- გ-------–--ემ 2014 წლის 15 მაისიდან 2014 წლის 27 ნოემბრის ჩათლით შპს “ა------ს“ ჩაურიცხა 9170 აშშ დოლარი. ვალდებულების დამატებით დროში შეუსრულებლობის გამო თ--- გ-------–--ე წყვეტს ხელშეკრულებას და მოითხოვს მოპასუხეებმა აუნაზღაურონ არაჯეროვანი მშენებლობით მიყენებული ზიანი 4634 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

1. რ----- ა--–--ე სარჩელს არ ცნობს. განმარტავს, რომ მან ე-–--- ქ------------- და თ--- გ-------–--ის, ასევე სხვა პირების წინაშე, შპს “ა------ს“ ვალდებულებებზე პასუხისმგებლობა იკისრა მხოლოდ იმ პირობით, თუ ისინი 10 დღის ვადაში გადაიხდიდნენ კუთვნილ, დარჩენილ გადასახდელ თანხას. წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ იყო მშენებლობაზე პასიხისმგებელი პირი. მოსარჩელეებმა შეთანხმებულ ვადაში თანხა არ გადაიხადეს. შესაბამისად ის არ არის ე-–--- ქ------------ და თ--- გ-------–--ის წინაშე შპს“ა------ს“ ვალდებულებებზე პასუხისმგებელი პირი. გ---–------ე დ-------ესთან თავდებობის ხელშერკრულების დადებას უარყოფს.

2. შპს “ა------“ შესაგებლით სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენელი სხდომაზე არ ცხადდება.

 

3.2. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელეები ცხოვრობენ ქ. ბათუმში ლ------------ის ქ. №1-----ში მდებარე მრავალსართულიან კორპუსში. მათი ფართები განლაგებულია საცხოვრეებლი სახლის მე-5 სართულზე სხვადასხვა სადარბაზოში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

- საჯარო რეესტრის ამონაწერი ს.ფ. 11-12, 158-159,3.1.2. ქ. ბათუმში ლ------------ის ქ. №1-----ში მდებარე კორპუსის მობინადრეებმა გადაწყვიტეს საცხოვრებელ სართულზე მიეშენებინათ ფართები და დაეშენებინათ სართული. აღნიშნულთან დაკავშირებით ქ. ბათუმის მერიისაგან მიიღეს მშენებლობის ნებართვა და შეუდგნენ მშენებლობის ორგანიზებას. მიშენებისა და დაშენების ვალდებულება აიღო შპს “ა------მ“, რომლის დირექტორსაც წარმოადგენდა რ----- ა--–--ე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

- ნარდობის ხელშკრულებები ს.ფ. 80-97, 163-174, 196-203

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან. ს.ფ. 204-207

- ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციული აქტები.ს.ფ. 210-212

 

3.1.3. ქ. ბათუმში ლ------------ის ქ. №1-----ში მდებარე კორპუსზე მიშენებასა და სართულის დაშენებასთან დაკავშირებით მოსარჩელეებმა ნარდობის ხელშეკრულებები დადეს შპს ,,ა------სთან“. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს ,,ა------“ დაასრულებდა მიშენებისა და სართულის დაშენების სამუშაოებს და მოსარჩელეებს ჩააბარებდა შავი კარკასის მდგომარეობაში. თავის მხრივ მოსარჩელეები გადაიხდიდნენ მიშენებულ 1 კვ.მ. ფართზე 85 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს და დაშენებულ ერთ კვ.მ. ფართზე 110 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

- ნარდობის ხელშკრულებები ს.ფ. 80-97; 163-174; 196-203.

 

3.1.4. ხელშეკრულების მიხედვით ფართების მიშენებისა და სართულის დაშენების შემდეგ ე-–--- ქ----------ეს უნდა დამატებოდა მიშენებული 33.6 კვ.მ. ფართი. დაშენებულ სართულში კი უნდა დამატებოდა 108.77 კვ.მ. სხვენი. შესასრულებელი სამუშაოების სანაცვლოდ ე-–--- ქ----------ეს უდნა გადაეხადა:

- მიშენებულ 33.6 კვ.მ. ფართში - 2856 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი;

- დაშენებულ 92.25 კვ.მ. ფართში - 10147.5 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი;

სულ 13 003.5 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები

- ნარდობის ხელშკრულებები (ოთხი ხელშეკრულება) ს.ფ. 80-97

3.1.5. ხელშეკრულების მიხედვით ფართების მიშენებისა და სართულის დაშენების შემდეგ გ---–------ე დ-------ეს უნდა დამატებოდა მიშენებული 32.4 კვ.მ. ფართი. დაშენებულ სართულში კი უნდა დამატებოდა 88.37 კვ.მ. სხვენი. შესასრულებელი სამუშაოების სანაცვლოდ გ---–------ე დ-------ეს უდნა გადაეხადა:

- მიშენებულ 32.4 კვ.მ. ფართში - 2754 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი;

- დაშენებულ 88.37 კვ.მ. ფართში - 9720.7 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი;

სულ 12 474.7 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები

- ნარდობის ხელშკრულებები (ოთხი ხელშეკრულება) ს.ფ. 163-194

 

3.1.6. ფართების მიშენებისა და სართულის დაშენების შემდეგ თ--- გ-------–--ეს დაშენებულ სართულში უნდა დამატებოდა 108.77 კვ.მ. სხვენი. შესასრულებელი სამუშაოების სანაცვლოდ თ--- გ-------–--ეს უდნა გადაეხადა 11964.7 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები

- ნარდობის ხელშკრულებები (ოთხი ხელშეკრულება) ს.ფ. 196-203

 

3.1.7. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ კორპუსის მობინადრეების ნაწილმა თანხა საერთოდ არ გადაიხადა, ნაწილმა გადაიხადა თანხის ნაწილი, ნაწილმა გადაიხადა სრულად. შპს ,,ა------მ“ შეაჩერა სამუშაოები და აღარ გააგრძელა. სამუშაოები შესასრულებელია ამჟამადაც. შეუსრულებელი სამუშაოების გამო მხარეებს შორის დაიწყო შეხვედრები, ურთიერთ პრეტენზიების წარდგენები და დავები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები

 

3.1.8. 2015 წლის 22 იანვარს რ----- ა--–--ემ, ე-–--- ქ------------, თ--- გ-------–--ის და სხვა პირების წინაშე იკისრა შპს“ა------ს“ ვალდებულებების შესახებ პასუხისმგებლობა. კერძოდ დაესრულებინა საცხოვრებელ სახლზე მანსარდის დაშენების სამუშაოები. ხელშკრულებაში მითითებულია, რომ თავდებობის ხელწერილი ძალაში შედის მხოლოდ იმ შემთვევაში, თუ დამკვეთი პირები თავდებობის ხელშეკრულების დადებიდან 10 დღის ვადაში სრულად გადაიხდიან ნარდობის ხელშეკრულების ღირებულებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდებობის ხელწერილი ს.ფ.202

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ე-–--- ქ----------ეს ნარდობის ხელშკრულების საფუძვლეზე შპს “ა------სათვის“ გაადხდილი აქვს შემდეგი თანხები:

- 2014 წლის 08 ოქტომბერს - 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი 3509 ლარი. იხ. ს.ფ. 76

- 2014 წლის 19 აგვისტოს - 1700 აშშ დოლარის ექვივალენტი 2930.97 ლარი. იხ. ს.ფ. 76

- 2014 წლის 04 სექტემბერს - 900 აშშ დოლარის ექვივალენტი 1566.18 ლარი. იხ. ს.ფ. 58

- 2014 წლის 26 თებერვალს - 1000 აშშ დოლარის ექვივალენტი 1745.10 ლარი.

- 2014 წლის 15 მარტს - 1000 აშშ დოლარის ექვივალენტი 1731 ლარი.

- 2014 წლის 23 მაისს - 1000 აშშ დოლარის ექვივალენტი 1762.80 ლარი.

- 2014 წლის 24 თებერვალს - 4000 აშშ დოლარის ექვივალენტი 6954.80 ლარი.

- 2013 წლის 30 დეკემბერს აშშ დოლარის ექვივალენტი 684.52 ლარი.

- ე-–--- ქ----------ემ მშენებლობის პროცესში 2015 წლის 24 მაისს მასალების შეძენაში დახარჯა 250 აშშ დოლარი

- სულ გადაიხადა12 250 აშშ დოლარის ექვივალენტი 21 414.55 ლარი.

იხ. სალაროს შემოსავლის ორდერები. ტ.1. ს.ფ. 76-80

ანგარიშიდან ამონაწერი. ტ.2. ს.ფ. 78-87

აუდიტორული დასკვნა. ტ.1 ს.ფ. 32-37

 

3.2.2. ე-–--- ქ----------ეს ხელშეკრულებების მიხედვით უნდა გადაეხადა 13 003.5 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. გადახილი აქვს 12 250 აშშ დოლარის ექვივალენტი 21 414.55 ლარი. ანუ ვალდებულების შესასრულებლად გადასახდელი დარჩა 753.5 აშშ დოლარი.

იხ. ნარდობის ხელშკრულებები (ოთხი ხელშეკრულება) ს.ფ. 80-97

იხ. სალაროს შემოსავლის ორდერები. ტ.1. ს.ფ. 76-80

იხ. ანგარიშიდან ამონაწერი. ტ.2. ს.ფ. 78-87

 

3.2.3. სინამდვილეში ობიექტზე მიშენებისა და დაშენებისათვის ე-–--- ქ----------ეს უნდა გადაეხადა არა ხელშეკრულებაში მითიეთებული მისაშენებელი 33.6 კვ.მ. ფართის და დასაშენებელი 92.25 კვ.მ. ფართის ღირებულება, არამედ მისაშენებელი 33.6 კვ.მ. ფართის და დასაშენებელი 84.2 კვ.მ. ფართის ღირებულება, რაც შეადგენს 12 118 აშშ დოლარს. ე-–--- ქ----------ეს დასახელებული თანხა გადახდილი აქვს.

იხ. აზომვითი ნახაზი. ტ.1. ს.ფ. 23

ხარჯთააღრიცხვა. ტ.1. ს.ფ. 24-26

ანაზომი ნახაზები. ტ.1. ს.ფ. 27-29.

აუდიტორული დასკვნა. ტ.1. ს.ფ. 32-37.

 

3.2.4. გ---–------ე დ-------ეს ნარდობის ხელშკრულების საფუძვლეზე შპს “ა------სათვის“ გადახდილი აქვს შემდეგი თანხები:

- 2013 წლის 05 დეკემბერს - 500 აშშ დოლარის ექვივალენტი 852.50 ლარი

- 2014 წლის 24 თებერვალს - 3460.58 აშშ დოლარის ექვივალენტი 6016.92 ლარი

- 2014 წლის 22 ივლისს - 542.8 აშშ დოლარის ექვივალენტი 950 ლარი

- 2014 წლის 21 ივლისს - 307.85 აშშ დოლარის ექვივალენტი 540 ლარი

- 2014 წლის 14 ივლისს- 1753.59 აშშ დოლარის ექვივალენტი 3100 ლარი

- 2014 წლის 04 აგვისტოს - 1000 აშშ დოლარის ექვივალენტი 1735.90 ლარი

- 2014 წლის 02 სექტემბერს - 1500 აშშ დოლარის ექვივალენტი 2620 ლარი

- 2014 წლის 18 აგვისტოს - 2800 აშშ დოლარის ექვივალენტი 4832.40 ლარი

- 2014 წლის 7 ოქტომბერს - 500 აშშ დოლარის ექვივალენტი 877.75 ლარი

- გ---–------ე დ-------ემ მშენებლობის პროცესში 2015 წლის 24 თებერვალს მასალების შეძენაში დახარჯა 300 აშშ დოლარი

- სულ გადაიხადა 12 604.82 აშშ დოლარის ექვივალენტი 22 073.07 ლარი.

იხ. ანგარიშიდან ამონაწერი. ტ.2. ს.ფ. 78-87

სალაროს შემოსავლის ორდერები. ტ.1. ს.ფ. 159-162

აუდიტორული დასკვნა. ტ.1 ს.ფ. 108-113.

მოსარჩელეთა განმარტებები.

 

3.2.5. გ---–------ე დ-------ეს ხელშეკრულებების მიხედვით უნდა გადაეხადა 12 474.7 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. გადახდილი აქვს 12 604.82 აშშ დოლარის ექვივალენტი 22 073.07 ლარი. ანუ ვალდებულების შესასრულებლად გადახდილი აქვს დაახლოებით 130.12 აშშ დოლარით ზედმეტი.

იხ. ანგარიშიდან ამონაწერი. ტ.2. ს.ფ. 78-87

სალაროს შემოსავლის ორდერები. ტ.1. ს.ფ. 159-162

აუდიტორული დასკვნა. ტ.1 ს.ფ. 108-113.

მოსარჩელეთა განმარტებები.

 

3.2.6. თ--- გ-------–--ეს ნარდობის ხელშკრულების საფუძვლეზე შპს “ა------სათვის“ გადახდილი აქვს შემდეგი თანხები:

- 2014 წლის 15 მაისს - 500 აშშ დოლარის ექვივალენტი 879.4 ლარი;

- 2014 წლის 5 აგვისტოს - 2670 აშშ დოლარის ექვივალენტი 4633.25 ლარი;

- 2014 წლის 26 ნოემბერს - 3000 აშშ დოლარის ექვივალენტი 5457.60 ლარი

- 2014 წლის 18 ნოემბერს - 3000 აშშ დოლარის ექვივალენტი 5457 ლარი

სულ 9170 აშშ დოლარის ექვივალენტი 16 262.55 ლარი.

იხ. ანგარიშიდან ამონაწერი. ტ.2. ს.ფ. 78-87

სალაროს შემოსავლის ორდერები. ტ.1. ს.ფ. 184-185

აუდიტორული დასკვნა. ტ.1 ს.ფ. 178-182.

მოსარჩელეთა განმარტებები.

 

3.2.7. თ--- გ-------–--ეს ხელშეკრულებების მიხედვით უნდა გადაეხადა 11 964.7 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. გადახილი აქვს 9170 აშშ დოლარის ექვივალენტი 16 262.55 ლარი.

იხ. ანგარიშიდან ამონაწერი. ტ.2. ს.ფ. 78-87

სალაროს შემოსავლის ორდერები. ტ.1. ს.ფ. 184-185

აუდიტორული დასკვნა. ტ.1 ს.ფ. 178-182.

 

3.2.8. სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ა------ს“ მიერ ე-–--- ქ------------ სასარგებლოდ განხორციელებული სართულის დაშენებისა და ფართის მიშენების სამუშაოები არაჯეროვანი და უხარისხოა. აღნიშნული დგინდება 2017 წლის 14 თებერვლის შპს ,,დანი აუდიტის“ დასკვნით. აუდიტორმა შეამოწმა შპს“ა------ს“ მიერ ნარდობის ხელშკრუელბით აღებული ვალდებულების შესრულების საკითხი. შემოწმების შედეგად აუდიტმა დაადგინა, რომ შპს “ა------ს“ მიერ ე-–--- ქ------------ კუთვნილ ფართზე დაშენებული დამატებითი სართულის სვეტები არასწორადაა მოწყობილი (დახრილი), საკედლე ბლოკების მოწყობა არაჯეროვანი და არასრულფასოვანია. შემოსასვლელი კარის ღიობების თავზე და ფანჯრის ღიობებზე დამცავი არასწორია. სვეტებში და რიგებში ადგილ-ადგილ აღინიშნება არმირების ღია ადგილები, რაც არასათანადოა. გადახურვის ნაწილში, როგორც ხის კონსტრუქცია, ისე გადახურვის ლითონის ფურცელი, არაჯეროვნადაა მოწყობილი. დარჩენილია ღიობები, საიდანაც შესაძლებელია ნალექის ჩასვლა ქვედა სართულებზე. დაშენებული სართულის ქვემოთ მიშენება ხარვეზიანია. სვეტების კუთხეებზე აღენიშნება ბზარები და ბეტონის ჩამოცვენა. არ არის განხორციელებული შესასვლელი კარის მონტაჟი, ფასადის მხარეს მეტალოპლასთმასის კარ-ფანჯრები მონტაჟი, გარე კედლების თუნუქის ფურცლებით დაფარვის სამუშაო ბლოკებით. დასკვნაში მითითებულია, რომ ე-–--- ქ----------ეს შპს “ა------სთის“ უნდა გადაეხადა 12 118 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. გადახდილია 12 000 აშშ დოლარი, მასვე ხარვეზის გასწორებაზე დახარჯული აქვს 250 აშშ დოლერის ექვივალენტი ლარი, საერთო ჯამში 12 250 აშშ დოლალრი ექვივალენტი 21 412.55 ლარი. ფაქტიურად შესრულებულია 15 450 ლარის სამუშაოები. გადახილ თანხასა და შესრულებული სამუშაოს ღირებულებას შორის სხვაობა შეადგენს 5965 ლარს.

იხ. აუდიტორული დასკვნა. ტ.1. ს.ფ. 32-37.

 

3.2.9. აუდიტორული შემოწმებით დგინდება, რომ სამუშაო პროცესში, ასევე მას შემდეგ ე-–--- ქ------------ ფართში ჩაედინებოდა ნალექი. წყლის ჩამოსვლის შედეგად ე-–--- ქ----------ეს მიადგა 4085 ლარის ზიანი.

იხ. აუდიტორული დასკვნა. ტ.1. ს.ფ. 32-37.

 

3.2.10. ე-–--- ქ------------ ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ხარისხის, ტექნიკური ნორმების შესაბამისობის და სხვა საკითხების დასადგენად ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ბიუროში ჩატარებული იქნა საესპერტო კვლევა, რომლის 2016 წლის 19 სექტემბრის დასკვნაში მითითებულია, რომ შპს “ა------ს“ მიერ შესრულებული სამუშაოები არაჯეროვანი და არადამაკმაყოფილებელია. დაუსრულებელი სამუშაოების თუ სამუშაოთა პროცესში წყლის ჩამოსვლის შედეგად მიყენებული ზიანი შეადგენს 4085.34 ლარს.

იხ. ექსპერტიზის დასკვნა. ტ.1. ს.ფ. 39-52

 

3.2.11. სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ა------ს“ მიერ გ---–------ე დ-------ის სასარგებლოდ განხორციელებული სართულის დაშენებისა და ფართის მიშენების სამუშაოები არაჯეროვანი და უხარისხოა. აღნიშნული დგინდება 2017 წლის 14 თებერვლის შპს ,,დანი აუდიტის“ დასკვნით. აუდიტორმა შეამოწმა შპს“ა------ს“ მიერ ნარდობის ხელშკრუელბით აღებული ვალდებულების შესრულების საკითხი. შემოწმების შედეგად აუდიტმა დაადგინა, რომ შპს “ა------ს“ მიერ გ---–------ე დ-------ის კუთვნილ ფართზე დაშენებული დამატებითი სართულის სვეტები არასწორადაა მოწყობილი (დახრილი), საკედლე ბლოკების მოწყობა არაჯეროვანი და არასრულფასოვანია. შემოსასვლელი კარის ღიობების თავზე და ფანჯრის ღიობებზე დამცავი არასწორადაა მოწყობილი. სვეტებში და რიგებში ადგილ-ადგილ აღინიშნება არმირების ღია ადგილები, რაც არასათანადოა. გადახურვის ნაწილში, როგორც ხის კოსტრუქცია, ისე გადახურვის ლითონის ფურცელი არაჯეროვნადაა მოწყობილი. დარჩენილია ღიობები, საიდანაც შესაძლებელია ნალექის ჩასვლა ქვედა სართულებზე. დაშენებული სართულის ქვემოთ მიშენება ხარვეზიანია. სვეტების კუთხეებზე აღენიშნება ბზარები და ბეტონის ჩამოცვენა. არ არის განხორციელებული შესასვლელი კარის მონტაჟი, ფასადის მხარეს მეტალოპლასმასის კარ-ფანჯრის მონტაჟი, გარე კედლების თუნუქის ფურცლებით დაფარვის სამუშაო ბლოკებით. დასკვნაში მითითებულია, რომ გ---–------ე დ-------ეს შპს “ა------სთვის“ უნდა გადაეხადა 11 919 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. გადახდილია 12 304.82 აშშ დოლარი, მასვე ხარვეზის გასწორებაზე დახარჯული აქვს 300 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, საერთო ჯამში 22 073 ლარი. ფაქტიურად შესრულებულია 16 302 ლარის სამუშაოები. გადახდილ თანხასა და შესრულებულ სამუშაოებს შორის სხვაობა შეადგენს 5771 ლარს.

 

3.2.12. აუდიტორული შემოწმებით დგინდება, რომ სამუშაო პროცესში, ასევე მას შემდეგ გ---–------ე დ-------ის ფართში ჩაედინებოდა ნალექი. წყლის ჩამოსვლის შედეგად გ---–------ე დ-------ეს მიადგა 1210 ლარის ზიანი.

იხ. აუდიტორული დასკვნა. ტ. 1. ს.ფ.108-113

 

3.2.13. გ---–------ე დ-------ის ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ხარისხის, ტექნიკური ნორმების შესაბამისობის და სხვა საკითხების დასადგენად ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ბიუროში ჩატარებული იქნა საექსპერტო კვლევა, რომლის 2016 წლის 19 სექტემბრის დასკვნაში მითითებულია, რომ შპს “ა------ს“ მიერ შესრულებული სამუშაოები არაჯეროვანი და არადამაკმაყოფილებელია. დაუსრულებელი სამუშაოების თუ სამუშაოთა პროცესში წყლის ჩამოსვლის შედეგად მიყენებული ზიანი შეადგენს 1209.82 ლარს.

იხ. ექსპერტიზის დასკვნა. ტ. 1. ს.ფ.115-154

 

3.2.14. სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ა------ს“ მიერ თ--- გ-------–--ის სასარგებლოდ განხორციელებული სართულის დაშენების სამუშაოები არაჯეროვანი და უხარისხოა. აღნიშნული დგინდება 2017 წლის 14 თებერვლის შპს ,,დანი აუდიტის“ დასკვნით. აუდიტორმა შეამოწმა შპს “ა------ს“ მიერ ნარდობის ხელშკრუელბით აღებული ვალდებულების შესრულების საკითხი. შემოწმების შედეგად აუდიტმა დაადგინა, რომ შპს “ა------ს“ მიერ თ--- გ-------–--ის კუთვნილ ფართზე დაშენებული დამატებითი სართულის სვეტები არასწორადაა მოწყობილი (დახრილი), საკედლე ბლოკების მოწყობა არაჯეროვანი და არასრულფასოვანია. შემოსასვლელი კარის ღიობების თავზე და ფანჯრის ღიობებზე დამცავი არასწორია. სვეტებში და რიგებში ადგილ-ადგილ აღინიშნება არმირების ღია ადგილები, რაც არასათანადოა. გადახურვის ნაწილში, როგორც ხის კოსტრუქცია, ისე გადახურვის ლითონის ფურცელი არაჯეროვნადაა მოწყობილი. დარჩენილია ღიობები, საიდანაც შესაძლებელია ნალექის ჩასვლა ქვედა სართულებზე. დაშენებული სართულის ქვემოთ მიშენება ხარვეზიანია. სვეტების კუთხეებზე აღენიშნება ბზარები და ბეტონის ჩამოცვენა. დასკვნაში მითითებულია, რომ თ--- გ-------–--ეს შპს “ა------სთვის“ უნდა გადაეხადა 11 451 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. გადახდილია 9818 აშშ დოლარი, მასვე ხარვეზის გასწორებაზე დახარჯული აქვს 250 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, ფაქტიურად შესრულებულია 13137 ლარის სამუშაოები. შესრულებულ სამუშაოებსა და გადახდილ თანხას შორის სხვაობა შეადგენს 3126 ლარს.

 

3.2.14. აუდიტორული შემოწმებით დგინდება, რომ სამუშაო პროცესში, ასევე მას შემდეგ თ--- გ-------–--ის ფართში ჩაედინებოდა ნალექი. წყლის ჩამოსვლის შედეგად თ--- გ-------–--ეს მიადგა 4634 ლარის ზიანი.

იხ. აუდიტორული დასკვნა. ტ.1. ს.ფ.178-183

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

წარმოდგენილ მტკიცებულებათა განხილვისა და შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს ხელშეკრულების მოშლილად აღიარების საფუძველი. მოსარჩელეები ხელშეკრულებიდან გავიდენ მართლზომიერად. ხელშეკრულების მოშლის გამო შპს ,,ა------მ“ და რ----- ა--–--ემ თ--- გ-------–--ეს და ე-–--- ქ----------ეს უნდა უნდა დაუბრუნოს ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხის ნაწილი. ასევე მათ უნდა აანაზღაურონ ის ზიანი, რაც ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებით დადგა. გ---–------ე დ-------ეს კი ზიანი უნდა აუნაზღაუროს შპს ,,ა------მ“. მის წინაშე რ----- ა--–--ე პასუხისმგებელი არაა, შესაბამისად მის მიმართ გ---–------ე დ-------ის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

-- საქართველოს კონნსტიტუცია.

-- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

-- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1.სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად სავალდებულოა, სასამართლომ საქმის განხილვის მარეგულირებელი პროცესუალური წესების დაცვით, მხარეების მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზის გზით, დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა. საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა, მატერიალური სამართლის ნორმიდან გამომდინარე კი, სასამართლომ თავადვე უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების) ამომწურავი წრე, რათა მას არ მოუწიოს იმ გარემოებათა დადგენა, რომლებსაც საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ, და პირიქით, რათა მთელი სამართალწარმოება საძიებელ ფაქტებზე იქნეს ორიენტირებული. წინამდებარე დავაში შესაძლებელია ზემოთ დასახელებული გარემობებების გარდა, სხვა გარემოებსაც აქვს ადგილი, მაგრამ სხვა გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, დავის გადაწყვეტისათვის ნიშვნელობა არ აქვს. საქმისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, ის უდაო და სადაო ფაქტობრივი გარემოებები, რაც სასამართლომ დაახარისხა შესაბამის პუნქტებში, წარმოადგენს თუ არა ნარდობის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარების საფუძველს, ასევე არსებობს თუ არა ზიანის ანაზღაურების საფუძველი.

 

6.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმში ლ------------ის ქ. №1-----ში მდებარე კორპუსის მობინადრეებმა გადაწყვიტეს საცხოვრებელ სართულზე მიეშენებინათ ფართები და დაეშენებინათ სართული. აღნიშნულთან დაკავშირებით ქ. ბათუმის მერიისაგან მიიღეს მშენებლობის ნებართვა და შეუდგნენ მშენებლობის ორგანიზებას. მიშენებისა და დაშენების ვალდებულება აიღო შპს “ა------მ“, რომლის დირექტორსაც წარმოადგენდა რ----- ა--–--ე. საცხოვრეებლი სახლის მე-5 სართულზე ცხოვრობენ მოსარჩელეები. მათ მიშენებასა და სართულის დაშენებასთან დაკავშირებით ნარდობის ხელშეკრულებები ინდივიდუალურად, ცალ-ცალკე დადეს შპს ,,ა------სთან“.

ამდენად გარიგებაში მონაწილეობს ორი მხარე. ერთი მხარეა (ცალ-ცალკე) ე-–--- ქ----------ე, გ---–------ე დ-------ე და თ--- გ-------–--ე, ხოლო მეორე მხარეა შპს “,,ა------“. შეთანხმების შედეგად შპს ,,ა------მ“ იკისრა ვალდებულება მიშენებისა და სართულის დაშენების სამუშაოების დასრულებისა და ფართების შავი კარკასის მდგომარეობაში მოსარჩელეებისათვის ჩაბარებაზე. თავის მხრივ მოსარჩელეები გადაიხდიდენ მიშენებულ 1 კვ.მ. ფართზე 85 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს და დაშენებულ ერთ კვ.მ. ფართზე 110 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს. მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, აკმაყოფილებს მორალის ფარგლებს და არ არღვევს საჯარო წესრიგს. მხარეთა შეთანხმება ნარდობის ხელშეკრულების ელემენტებს შეიცავს და ამიტომ ის ნარდობის ხელშეკრულებაა.

 

6.3. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხები. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნები დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. წინამდებარე დავაც სწორედ ამ ნორმების ჭრილში უნდა იქნას განხილული. უნდა დადგინდეს რაზე შეთანხმდენ მხარეები, რა შეასრულეს, ვინ დაარღვია ვალდებულება და რა შედეგი უნდა მოყვეს ვალდებულების დარღვევას.

 

6.4. დადგენილია, რომ შეთანხმების შემდეგ მხარეებს უნდა განეხორციელებინათ გარკვეული ქმედებები. შპს “ა------მ”:

- ქ. ბათუმში ლ------------ის ქ. №1-----ში მდებარე კორპუსში ე-–--- ქ------------ სასარგებლოდ უნდა მიაშენოს 33.6 კვ.მ. ფართი და დააშენოს 84.2 კვ.მ. ფართის სართული.

- ქ. ბათუმში ლ------------ის ქ. №1-----ში მდებარე კორპუსში გ---–------ე დ-------ის სასარგებლოდ მიაშენოს 32.4 კვ.მ. ფართი და დააშენოს 88.37 კვ.მ. ფართის სართული.

- ქ. ბათუმში ლ------------ის ქ. №1-----ში მდებარე კორპუსში თ--- გ-------–--ის სასარგებლოდ დააშენოს 108.77 კვ.მ. სართული.

- მიშენებული და დაშენებული ფართები მოსარჩელეებს ჩააბაროს შავი კარკასის მდგომარეობაში.

- თავის მხრივ ე-–--- ქ----------ე ვალდებული იყო გადაეხადა:

- 33.6 კვ.მ. ფართის და დასაშენებელი 84.2 კვ.მ. ფართის ღირებულება, რაც შეადგენს 12 118 აშშ დოლარს.

გ---–------ე დ-------ე ვალდებული იყო გადაეხადა:

- მიშენებულ 32.4 კვ.მ. ფართში - 2754 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი;

- დაშენებულ 88.37 კვ.მ. ფართში - 9720.7 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი;

თ--- გ-------–--ე ვალდებული იყო გადაეხადა:

- დაშენებულ 108.77 კვ.მ. ფართის ღირებულება 11964.7 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.

 

6.5. ვალდებულების შესრულების მიზნით ე-–--- ქ----------ემ გადაიხადა 12 250 აშშ დოლარის ექვივალენტი 21 414.55 ლარი.

6.6 გ---–------ე დ-------ემ ვალდებულების შესრულების მიზნით გადაიხადა 12 604.82 აშშ დოლარის ექვივალენტი 22 073.07 ლარი.

6.7 თ--- გ-------–--ემ ვალდებულების შესრულების მიზნით გადაიხადა 9170 აშშ დოლარის ექვივალენტი 16 262.55 ლარი.

6.8. თავის მხრივ შპს ,,ა------მაც“ მოსარჩელეთა მიმართ ნაკისრი მოვალეობა შეასრულა ნაწილობრივად. დააშენა სართული და მიაშენა ფართი. თუმცა მან არ შეასრულა მიღებული თანხის ტოლფასი სამუშაოები. კერძოდ:

- ე-–--- ქ------------ ფართზე შესრულებულია 15 450 ლარის სამუშაოები. გადახილ თანხასა და შესრულებული სამუშაოს ღირებულებას შორის სხვაობა შეადგენს 5965 ლარს.

- გ---–------ე დ-------ის ფართზე შესრულებულია 16 302 ლარის სამუშაოები. გადახდილ თანხასა და შესრულებულ სამუშაოებს შორის სხვაობა შეადგენს 5771 ლარს.

- თ--- გ-------–--ის ფართზე შესრულებულია 13137 ლარის სამუშაოები. შესრულებულ სამუშაოებსა და გადახდილ თანხას შორის სხვაობა შეადგენს 3126 ლარს.

 

6.9. შპს ,,ა------ს“, მიშენებისა და დაშენების სამუშაოები დასრულებული არ აქვს. უფრო მეტიც - რაც შესრულებულია ისიც ხარვეზითაა შესრულებული და დამატებით სჭირდება აღდგენითი და გამოსასწორებელი სამუშაოები. შპს ,,ა------“ არ აპირებს სამუშაოთა გაგრძელებასა და დასრულებას. აღნიშნული ჩანს იქედანაც, რომ მოსარჩელეები მოითხოვდენ სამუშოთა გაგრძელებას, ამ მიზნით იჩივლეს პროკურატურაში, მოაწყვეს მოპასუხე საწარმოს ხელმძღვანელებთან შეხვედრები, შემოიტანეს სარჩელი, მაგრამ შპს ,,ა------მ“ არც შეპირდა სამუშაოთა გაგრძელება, სხდომაზე არ გამოცხადდა და არც სხვა ქმედითი ღონისძიებები არ გაატარება. ფაქტია ისიც, რომ სამუშაოები ვერ გააგრძელა იმის გამოც, რომ ზოგიერთმა შემკვეთმა არ გადაიხადა ნარდობის საფასური, მაგრამ მასში მოსარჩელეებს ბრალი არ მიუძღვით. შპს ,,ა------ს“ მოსარჩელეებთან ინდივიდუალური ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და მათი უფლებები და მოვალეობები არაა სხვა შემკვეთებზე დამოკიდებული.

 

6.10. მოპასუხის მიერ ვალდებულებათა დარღვევის გამო მოსარჩელეებმა გამოხატეს ხელშეკრულებიდან გასვლის ნება და მის საფუძველზე მოითხოვეს გადახდილი თანხის დაბრუნება. მათი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც ,,თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).

ამავე კოდექსის 399-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით ,,თუ საფუძველი სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევაცაა, ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია მხოლოდ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისათვის დადგენილი ვადის უშედეგოდ გასვლის ან უშედეგო გაფრთხილების შემდეგ. სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევისას გამოიყენება 405-ე მუხლის მე-2 ნაწილი. უფლებამოსილ პირს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე გონივრულ ვადაში მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდება ხელშეკრულების მოშლის საფუძველი”.

 

6.11. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების შესრულების მიზნით გადაცემული ქონების უკან დაბრუნებას საქ. სკ-ის 398-399-ე მუხლი აკავშირებს ამავე კოდექსის 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობასთან. კერძოდ: საქ. სკ-ის 405-ე მუხლი პირველი ნაწილით:

,,თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს: - ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის, ხელშეკრულებაზე უარის თქმისა და ხელშეკრულების საფუძველზე მეორე მხარისათვის გადაცემულის უკან მოთხოვნთვის, აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს რამოდენიმე პირობა. კერძოდ:

- ხელშეკრულების შესრულების მიზნით ერთმა მხარემ მეორე მხარეს გადასცა შესრულება;

- ხელშეკრულების ერთერთი მხარე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას;

- მას ვალდებულების შესრულებისათვის მეორე მხარის მიერ დაენიშნა დამატებითი ვადა;

- დანიშნული დამატებითი ვადა გავიდა უშედეგოდ.

 

ჩამოთვლილი ყველა პირობა ერთად ქმნის საქ. სკ-ის 398-399-ე მუხლებით გათვალისწინებულ შედეგს, რომლის მიხედვითაც ვალდებულების შემსრულებელ მხარეს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე, გავიდეს ხელშეკრულებიდან და მოითხოვოს ის, რაც მეორე მხარეს გადასცა ხელშეკრულების შესასრულებლად. სასამართლო განმარტავს, რომ არის შემთხვევები, როდესაც დამატებითი ვადის დანიშნვა ან გაფრთხილების გამოყენება არ არის აუცილებელი. ასეთ წესს შეიცავს საქ. სკ-ის 405-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის მიხედვითაც ,,არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ:

ა. აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება;

ბ. ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას;

გ. განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა სადაო ურთიერთობა, არაა ისეთი შემთხვევა, რომელზეც დამატებითი ვადის დანიშნვა იყოს საჭირო. საქმე ეხება მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე მიშენებისა და სართულის დაშენების მშენებლობის დასრულებას და მოსარჩელეთა საკუთრებაში გადაცემას. დამატებითი ვადის დანიშნვას აზრი არ აქვს იმის გამო, რომ მოპასუხე არ ასრულებს თავის ვალდებულებას და მის შესრულებას არ აპირებს სამომავლოდაც. ფაქტია, რომ მოპასუხეს დარღვეული აქვს ხელშეკრულების პირობები. მას მიღებული აქვს მშენებლობის თანხები, მაგრამ თანხის ნაწილი არ აქვს მშენებლობაზე გახარჯული და არ აპირებს მშენებლობის გაგრძელებას. სწორედ აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ აღარ არსებობს დამატებით ვადის დანიშნვის აუცილებლობა. ვალდებულება აღარ სრულდება, ამიტომ ხელშეკრულება უნდა მოიშალოს. ანუ არსებობს საქ. სკ-ის 405-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ის შემთხვევა, როდესაც მოსარჩელეს უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან და საქ. სკ-ის 398-399-ე მუხლების შესაბამისად მოითხოვოს ის, რაც მეორე მხარეს გადასცა ხელშეკრულების შესრულებისათვის. აღნიშნულ გარემოებათა გათვალსწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარებს შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულება მოსარჩელეებმა მოშალეს მართლზომიერად, რასაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს ხელშეკრულების შესრულების მიზნით გადაცემული თანხის უკან დაბრუნება. შპს ,,ა------ს“ მოსარჩელეებისაგან მიღებული აქვს და შესრულებული არ აქვს შემდეგი თანხის სამუშაოები:

- ე-–--- ქ------------ თანხა - 5965 ლარი;

- გ---–------ე დ-------ის თანხა - 5771 ლარი;

- თ--- გ-------–--ის თანხა - 3126 ლარი.

ხელშეკრულების შეწყვეტის გამო საქ. სკ-ის 352-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შპს ,,ა------მ“ მოსარჩელეებს უკან უნდა დაუბრუნოს მიღებული თანხა.

 

6.12. სასამართლო მიიჩნევს, რომ გარდა 405-ე მუხლით ურთიერთობის რეგულირებისა, მხა------ ურთიერთობის დასარეგულირებლად გამოყენებული უნდა იქნას საქ. სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. დასახელებული ნორმა გამოუყენება სახელშეკრულებო ურთიერთობებში ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებით დამდგარი ზიანის ანაზღაურებისას. დადგენილია, რომ შპს “ა------ს“ მიერ ე-–--- ქ------------, გ---–------ე დ-------ის და თ--- გ-------–--ის კუთვნილ ფართზე დაშენებული დამატებითი სართულის სვეტები არასწორადაა მოწყობილი (დახრილი), საკედლე ბლოკების მოწყობა არაჯეროვანი და არასრულფასოვანია. შემოსასვლელი კარის ღიობების თავზე და ფანჯრის ღიობებზე დამცავი არასწორია. სვეტებში და რიგებში ადგილ-ადგილ აღინიშნება არმირების ღია ადგილები, რაც არასათანადოა. გადახურვის ნაწილში, როგორც ხის კონსტრუქცია, ისე გადახურვის ლითონის ფურცელი, არაჯეროვნადაა მოწყობილი. დარჩენილია ღიობები, საიდანაც შესაძლებელია ნალექის ჩასვლა ქვედა სართულებზე. დაშენებული სართულის ქვემოთ მიშენება ხარვეზიანია. სვეტების კუთხეებზე აღენიშნება ბზარები და ბეტონის ჩამოცვენა. არ არის განხორციელებული შესასვლელი კარის მონტაჟი, ფასადის მხარეს მეტალოპლასთმასის კარ-ფანჯრები მონტაჟი, გარე კედლების თუნუქის ფურცლებით დაფარვის სამუშაო ბლოკებით. დაუსრულებელ, თუ სამუშაოს პროცეში წყლის ჩამოსვლის შედეგად ე-–--- ქ----------ეს მიადგა 4085 ლარის ზიანი, გ---–------ე დ-------ეს მიადგა 1210 ლარის ზიანი, ხოლო თ--- გ-------–--ეს მიადგა 4634 ლარის ზიანი. შპს ,,ა------“ ვალდებულია მოსარჩელეებს აუნაზღაუროს სამუშაოთა არაჯეროვანი სამუშაოებით დამდგარი ზიანი.

 

6.8. საერთო ჯამში შპს ,,ა------ს“ მოსარჩელეებისათვის გადასახდელი აქვს შემდეგი თანხები:

- ე-–--- ქ------------ სასარგებლოდ: - 10050 ლარი;

- თ--- გ-------–--ის სასარგებლოდ: - 3126 ლარი;

- გ---–------ე დ-------ის სასარგებლოდ - 6981 ლარი.

 

6.9. სასამართლო საქ. სკ-ის 408-ე მუხლზე მითიტებით განმარტავს, რომ იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. დასახელებული ნორმის საფუძველზე შპს ,,ა------“ ვალდებულია მოსარჩელეებს აუნაზრაუროს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით დამდგარი ზიანი. მას ხელშეკრულების შეწყვეტის გამო დასაბრუნებელი აქვს თანხის ნაწილი. თანხის ნაწილი კი მას გადასახდელი აქვს, როგორც ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით დამდგარი ზიანის აღმოფხვრის ანგარიშში. აქ იგულისხმება ნალექით დამდგარი ზიანი. გარდა დასახელებული ზიანისა, მოსარჩელეებმა ვალუტის ცვლილების შედეგადაც განიცადეს ზიანი. ბუნებრივია ვალუტის ცვილება არარის შპს ,,ა------ს“ ბრალი, მაგრამ ვალდებულების დროული შესრულების შემთხვევაში ვალუტის ცვლილება მათ არ დააზარალებდა. ამ ტიპის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება შეესაბამება საქ. სკ-ის 411-ე მუხლით განსაზღვრულ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. დასახელებული ნორმით ,,ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო“. მოსარჩელეებმა თანხები გადაიხადეს 2013-2014 წლებში. ამავე პერიოდში უნდა დასრულებულიყო სამუშაოები. ფაქტობრივად სამუშაოები არ დასრულდა და მათ კიდევ თავიდან უწევთ სამუშაოთა შესრულება. ამ სამუშაოთა შესრულებაში მათ გაცილებით მეტი თანხა უნდა გადაიხადონ ვიდრე ეს საჭირო იყო 2013-2014 წლებში. აუდიტის დასკვნით გამოყვანილია ზიანის საშუალო კოეფიციენტი რაც თ--- გ-------–--ის შემთხვევაში შეადგენს 1.4823-ს. აღნიშნული ციფრი უნდა გამრავლდეს ზიანის ოდენობაზე, რაც შეადგენს 4634 ლარს. გ---–------ე გ-------–--ის ნაწილში ზიანის კოეფიციენტი შეადგენს 1.5012-ს. ზიანის კოეფიცენტი უნდა გამრავლდეს გ---–------ე დ-------ისათვის მიყენებულ ზიანზე (იხ. აუდიტის დასკვნა), რაც შეადგენს 10480 ლარს, ხოლო ე-–--- ქ------------ სემთხვევაში აუდიტის მიერ დაანგარიშებული კოეფიციენტი 1.5038 უნდა გამრავლდეს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულები დამდგარ ზიანზე 10050 ლარზე, რაც შეადგენს 15113 ლარს.

 

6.10. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად”. ამავე კოდექსის 893-ე მუხლის პირველი წინადადებით ,,თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა”. ხოლო 895-ე მუხლით ,,თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა”.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ შპს ,,ა------ს“ მიერ, ე-–--- ქ------------- და თ--- გ-------–--ის წინაშე ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, უზრუნველყოფილია თავდებობის ხელშეკრულებით. რ----- ა--–--ემ, ე-–--- ქ------------, თ--- გ-------–--ის და კიდევ სხვა პირების მიმართ იკისრა ვალდებულება შპს ,,ა------სთან“ ერთად პასუხი აგოს ნარდობის ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე. სამოქალაქო კოდექსის 893 და 895 მუხლმა დაადგინა, რომ თავდებმა პირმა ძირითად მევალესთან ერთად ან მის გარეშე პასუხი აგოს იმ ვალდებულებებზე იმ ფარგლებში, რა ვალდებულების შესრულებაზეც განაცხადა თავდებობა.

 

დადგენილია, რომ შპს ,,ა------მ“ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მიატოვა კორპუსზე მიშენებისა და დაშენების სამუშაოები. ის ვალდებულებები, რაც შპს ,,ა------ს“ ე-–--- ქ------------- და თ--- გ-------–--ის მიმართ აქვს, უნდა გავრცელდეს თავდები პირის მიმართაც. ხელშეკრულების შეწყვეტის გამო შპს ,,ა------ს“ ე-–--- ქ------------- და თ--- გ-------–--ისათვის დააბრუნებელი აქვს თანხები, ასევე ასანაზღაურებელი აქვს ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანი. თავდებობის პრინციპიდან გამომდინარე რ----- ა--–--ე ზიანის ანაზრაურებაზე და თანხის დაბრუნებაზე ე-–--- ქ------------- და თ--- გ-------–--ის მიმართ შპს ,,ა------სთან“ ერთად პასუხისმგებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე ე-–--- ქ------------- და თ--- გ-------–--ის სარჩელი, როგორც შპს ,,ა------ს“, ასევე რ----- ა--–--ის მიმართ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.11. სასამართლომ არ გაიზიარა რ----- ა--–--ის არგუმენტები მასზედ, რომ ის არ არის ე-–--- ქ------------- და თ--- გ-------–--ის მიმართ შპს ,,ა------ს“ ვალდებულებების პასუხისმგებელი. დადგენილია და სადაოც არარის ის გარემოება, რომ 2015 წლის 22 იანვარს რ----- ა--–--ემ, ე-–--- ქ------------, თ--- გ-------–--ის და სხვა პირების წინაშე იკისრა შპს “ა------ს“ ვალდებულებების შესახებ პასუხისმგებლობა. კერძოდ დაესრულებინა საცხოვრებელ სახლზე მანსარდის დაშენების სამუშაოები. ხელშკრულებაში მითითებულია, რომ თავდებობის ხელწერილი ძალაში შედის მხოლოდ იმ შემთვევაში, თუ დამკვეთი პირები თავდებობის ხელშეკრულების დადებიდან 10 დღის ვადაში სრულად გადაიხდიან ნარდობის ხელშეკრულების ღირებულებას. სასამართლომ დაადგინა, რომ ობიექტზე მიშენებისა და დაშენებისათვის ე-–--- ქ----------ეს უნდა გადაეხადა 12 118 აშშ დოლარი. მას დასახელებული თანხა გადახდილი აქვს. ამდენად ე-–--- ქ----------ეს კუთვნილი ვალდებულება პირნათლად აქვს შესრულებული და მის მიმართ რ----- ა--–--ის არგუმენტები არ შეესაბემება რეალობას. თუ მას პრეტენზია აქვს შემკვეთის მხრიდან თანხის გადახდაზე, იგი ე-–--- ქ----------ეს შესრულებული აქვს. რაც შეეხება თ--- გ-------–--ეს, მას ხელშეკრულებების მიხედვით უნდა გადაეხადა 11 964.7 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. გადახილი აქვს 9170 აშშ დოლარი. შპს ,,ა------ს“ თ--- გ-------–--ისათვის შესრულებული აქვს 3126 ლარით ნაკლები სამუშაოები. შესაბამისად თავდებობის დროს ის ვალდებულების შესრულებაში ჩამორჩენილი არ იყო. რ----- ა--–--ესთან თავდებობის ხელშეკრულების დადების შემდეგ კორპუსზე საერთოდ აღარ განხორციელებულა სამუშაოები, ამიტომ მის მიერ გადასახდელად დარჩენილი თანხის გადახდა იქნებოდა დამატებითი ზიანი. არც მაშინ და არც მას შემდეგ შპს ,,ა------ს“ არანაირი სამუშაოები აღარ ჩაუტარებია, ამიტომ რ----- ა--–--ე, თ--- გ-------–--ის მიმართ იმ წილითაა პასუხისმგებელი, რა მოცულობის თანხაც თ--- გ-------–--ეს აქვს გადახდილი. გარდა ამისა მნიშვნელოვანია ისიც, რომ ე-–--- ქ------------- და თ--- გ-------–--ის მიმართ რ----- ა--–--ის ვალდებულება არაა დამოკიდებული სხვა შემკვეთების მიერ თანხის გადახდაზე.

 

6.12. სასამართლო მიიჩნევს, რომ გ---–------ე დ-------ის სარჩელი რ----- ა--–--ის მიმართ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. დადგენილია, რომ გ---–------ე დ-------ესა და რ----- ა--–--ეს შორის თავდებობის ხელშეკრულება წერილობით არ გაფორმებულა. კრედიტორის წინაშე თავდებობა დასაშვებია მხოლოდ წერილობითი ფორმით გაფორმებული ხელშეკრულებით. ასეთი გარიგების არარსებობა გამორიცხავს თავდების პასუხისმგებლობას.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა გაანგარიშებული უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისი გაანგარიშებით. ე-–--- ქ------------ სარჩელზე გადასახდელი ბაჟი შეადგენს შეადგენს 453.8 ლარს. გ---–------ე დ-------ის ნაწილში 315 ლარს, ხოლო თ--- გ-------–--ის ნაწილში შეადგენს 139.02 ლარს. მოსარჩელეეს ბაჟი წინასწარ აქვთ გადახდილი. მათ ასევე გადახდილი აქვთ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ბაჟი 50 ლარი. სარჩელის დაკმაყოფილების გამო დასახელებული საპროცესო ხარჯი მოპასუხეებმა უნდა აუნაზღაურონ მოსარჩელეებს.

 

7.2. მოსარჩელები მოითხოვენ მოპასუხეებმა აუნაზღაურონ საადვოკატო ხარჯები 500-500 ლარის ოდენობით, ასევე აუდიტორული დასკვნის მომზადებისათვის გადახდილი 250-250 ლარი, ექსპერტიზის ხარჯი 400-400 ლარის ოდენობით და სხვა ხარჯი სულ 55 ლარის ოდენობით.

მოსარჩელების დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის საფუძვლიდან, დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხა------ სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოსარჩელემ წარმოადგინა საადვაკატო მომსახურებისათვის, აუდიტორული დასკვნისა და ექსპერტიზის დასკვნისათვის გადახდილი თანხის ქვითარი, რაც ადასტურებს მის მიერ სასამართლოს გარეშე ხარჯების გაწევას. დასახელებული ხარჯი პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯებია. ამ კატეგორიის ხარჯების ანაზღაურება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის ბოლო წინადადებით, მაგრამ ამ ხარჯების ანაზღაურებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ის, რომ ანაზღაურდება მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯები გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის II ნაწილის პირველი წინადადებით თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია. ასეთ შემთხვევაში ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით.

 

საქმის სირთულისა და სარჩელის დაკმაყოფილების პრპორციულობის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებმა მოსარჩელეებს უნდა აუნაზღაუროს გაწეული ყველა საპროცესო ხარჯი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქ. სსკ–ის 1991–ე მუხლით სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

საქმის მასალებით დგინება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მარტის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო რ----- ა--–--ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ბათუმი, ლ------------ის ქ.№1-------ში. სარჩელის დაკმაყოფილების გამო გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გადაწყვიტა:

1. ე-–--- ქ------------ სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.

2. შეწყვეტილად იქნას აღიარებული შპს „ა------ს“ და ე-–--- ქ----------ეს შორის დადებული ნარდობის ხელშკრულებები.

3. შპს „ა------ს“ და რ----- ა--–--ეს, ე-–--- ქ------------ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 15 113 ლარის გადახდა. მათვე სოლიდარულად დაეკისროთ ე-–--- ქ----------ეს აუნაზღაურონ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 453.8 ლარი, იურიდიული მომსახურებისათვის გაახდილი 500 ლარი, აუდიტის დაკვნისათვის გადახდილი 250 ლარი და ექსპერტიზის დასკვნისათვის გადახდილი 400 ლარი.

4. თ--- გ-------–--ი სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.

5. შეწყვეტილად იქნას აღიარებული შპს „ა------ს“ და თ--- გ-------–--ეს შორის დადებული ნარდობის ხელშკრულებები.

6. შპს „ა------ს“ და რ----- ა--–--ეს, თ--- გ-------–--ის სასარგებლოდ სოლიდალურად დაეკისროთ 4 236 ლარის გადახდა. მათვე სოლიდარულად დაეკისროთ თ--- გ-------–--ეს აუნაზღაურონ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 139.02 ლარი, იურიდიული მომსახურებისათვის გაახდილი 500 ლარი, აუდიტის დაკვნისათვის გადახდილი 250 ლარი.

7. გ---–------ე დ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.

8. შეწყვეტილად იქნას აღიარებული შპს „ა------ს“ და გ---–------ე დ-------ეს შორის დადებული ნარდობის ხელშკრულებები.

9. შპს „ა------ს“ გ---–------ე დ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს 10 480 ლარის გადახდა. მასვე დაეკისროს გ---–------ე დ-------ეს აუნაზღაუროს სახ. ბაჟის სახით გადახდილი 315 ლარი, იურიდიული მომსახურებისათვის გაახდილი 500 ლარი, აუდიტის დაკვნისათვის გადახდილი 250 ლარი, ექსპერტიზის დასკვნისათვის გადახდილი 400 ლარი და სხვა საპროცესო ხარჯი 55 ლარის ოდენობით.

10. გ---–------ე დ-------ის სარჩელი რ----- ა--–--ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს.

11. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მარტის განჩინება დარჩეს ძალაში.

12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).

13. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე