გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.09.2018
საქმის ნომერი
270210918002622912
კატეგორია
დავის ტიპი
ლიზინგი, ფრენშაიზინგი
თარიღი
17.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №270210918002622912 (2/198-18)

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის

საგნის დაბრუნების შესახებ

 

17.09.2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს

მაგისტრატი მოსამართლე ირაკლი აბშილავა

 

განმცხადებელი სს------------–-----გი”

წარმომადგენელი ფე---------------–-ანი

 

მოპასუხე თე----------------–---–ია

 

მოთხოვნა - ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნება

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

 

სს ,,თიბისი ლიზინგი” ითხოვს მოპასუხე თეი თე----------------–---–იასაგან ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების მიღებას.

 

განმცხადებელი მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

16.04.2018 წ სს------------–-----გსა” და თე----------------–---–იას შორის დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება.

 

ლიზინგის საგანია : ავტომობილი TO---------------R LC---0, გამოშვების წელი 2017, ფერი რუხი, ს/ნ JT--------------8, სახელმწიფო რეგისტრაციის № OO------O, სარეგისტრაციო მოწმობის №AQ------7.

 

ლიზინგის საზღაურის გადახდა უნდა მომხდარიყო შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, რაც დაირღვა და დავალიანებამ შეადგინა 16487.82 ლარი.

 

დასაბრუნებელი ლიზინგის საგნის ამჟამინდელი ღირებულება შეადგენს 65010 აშშ დოლარს.

 

ლიზინგის მიმღებს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინებები დავალიანების შესახებ და განესაზღვრა დამატებითი ვადა მის შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ.

 

განმცხადებელს გაღებული აქვს საპროცესო ხარჯი2551.50 ლარი.

 

სს------------–-----გი” ითხოვს სასამართლომ გამოსცეს ბრძანება ლიზინგის საგნის - ავტომობილი TO---------------R LC---0, გამოშვების წელი 2017, ფერი რუხი, ს/ნ JT--------------8, სახელმწიფო რეგისტრაციის № OO------O, სარეგისტრაციო მოწმობის №AQ------7 დაბრუნების შესახებ.

 

განსახილველ განცხადებას მოთხოვნის უფლების არსებობისა და მისი დასაბუთებულების დასადასტურებლად თან ერთვის შემდეგი მტკიცებულებები: ლიზინგის გენერალური ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, გაფრთხილების წერილი, შეწყვეტის წერილი, ლიზინგის საგნის შეფასების აქტი, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3091-3097-ე მუხლების საფუძველზე, განიხილა განცხადება და თანდართული საბუთები და მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით, ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს გადასცეს სარგებლობაში განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით. ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5805-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს. ამავე კოდექსის 5806-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ლიზინგის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგის გამცემს უფლება აქვს, ქონება დაიბრუნოს მფლობელობაში და განკარგოს იგი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3092-ე მუხლის მოთხოვნებს, სახეზეა წამოყენებული მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები და არსებობს განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 3091-3097-ე მუხლებით

ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:

 

1.სს ,,თიბისი ლიზინგის’’ განცხადება დაკმაყოფილდეს - ავტომობილი TO---------------R LC---0, გამოშვების წელი 2017, ფერი რუხი, ს/ნ JT--------------8, სახელმწიფო რეგისტრაციის № OO------O, სარეგისტრაციო მოწმობის №AQ------7 დაუბრუნდე სსს------------–-----გს”.

 

3. ბრძანება აღსრულდეს დაუყოვნებლივ, რისთვისაც გაიცეს სააღსრულებო ფურცელი.

 

4.თე----------------–---–იას "სს ,,თიბისი ლიზინგის’’ სასარგებლოდ დაეკისროს საპროცესო ხარჯი 2551.50 ლარი.

 

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, მისი ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მაგისტრატი მოსამართლე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში) მეშვეობით.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა