გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.09.2018
საქმის ნომერი
330210018002480124
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
06.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/16598 - 18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

6 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გიორგი მაისურაძე

სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი

მოსარჩელე - მა-- ალ----–---–ი

მოპასუხე - არ---– ზე----ე

დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა, ალიმენტის გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მა-- ალ----–---–სა და არ---– ზე----ეს შორის 2--- წლის 28 ივლისს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა (სააქტო ჩანაწერი N8----------);

 

1.2. მოპასუხე არ---– ზე----ისათვის არასრულწლოვანი შვილის, ან-----ა ზე----ის (დაბადებული 2--- წლის 2--------------) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან - 2018 წლის 05 ივნისიდან მის სრულწლოვანებამდე.

 

მოსარჩელე მა-- ალ----–---–ი და მოპასუხე არ---– ზე----ე 2--- წლის 28 ივლისიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 2-------------- შეეძინათ შვილი ან-----ა ზე----ე. მხარეებს ერთად ცხოვრების პერიოდში ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა. მოპასუხე ჩართული იყო სხვადასხვა აზარტულ თამაშებში. თანაცხოვრების პერიოდში, არ---– ზე----ე არ იყო დასაქმებული და აღნიშნულთან დაკავშირებით მხარეებს ხშირად ჰქონდათ უთანხმოება. მხარეები 2--- წლიდან ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აღარ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მხარეთა ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. მართალია მოსარჩელე მხარე დასაქმებულია, მაგრამ მხოლოდ მისი შემოსავალი არ არის საკმარისი არასრულწლოვანი შვილის საჭიროებების უზრუნველსაყოფად. მშობლები თანაბრად უნდა იყვნენ ჩართული შვილის აღზრდაში და მათ აქვთ თანაბარი უფლება-მოვალეობები ბავშვის მიმართ. მოპასუხე არ---– ზე----ე ვალდებულია ზრუნავდეს არასრულწლოვანი შვილზე და სტაბილურად იღებდეს მონაწილეობას მის აღზრდა-განვითარებაში.

(იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნას მა-- ალ----–---–თან ქორწინების შეწყვეტის შესახებ. მას სურს ოჯახის შენარჩუნება მოსარჩელე მხარესთან.

 

2.1. მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნას არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდის თაობაზე. მოპასუხე მხარე შესაძლებლობის ფარგლებში ისედაც უწევს მატერიალურ დახმარებას არასრულწლოვან შვილს და დამატებით ალიმენტის გადახდას, თავისი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ შესძლებს.

(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე მა-- ალ----–---–ი და მოპასუხე არ---– ზე----ე დაქორწინდნენ 2--- წლის 28 ივლისს. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 2-------------- შეეძინათ შვილი ან-----ა ზე----ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N8---------- ( ს.ფ. 15);

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 16).

 

3.1.2. მხარეები, მა-- ალ----–---–ი და არ---– ზე----ე 2--- წლიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და მათ შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.3. მოსარჩელე მა-- ალ----–---–ი არასრულწლოვან შვილთან - ან-----ა ზე----ესთან, მშობლებთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს მშობლების საცხოვრებელ სახლში. მოსარჩელის მშობლები დასაქმებული არიან და აქვთ სტაბილური შემოსავალი. მა-- ალ----–---–ის მამა არის ავტომანქანების ხელოსანი, ხოლო დედა მუშაობს მაღაზიაში კონსულტანტად;

არასრულწლოვანი ან-----ა ზე----ე დადის საჯარო საბავშვო ბაღში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.4. მა-- ალ----–---–ი დასაქმებულია აფთიაქში ფარმაცევტის პოზიციაზე და აქვს სტაბილური შემოსავალი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, არ---– ზე----ის კუთვნილი დასაბეგრი შემოსავალი 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით შეადგენს: 2017 წლის სექტემბრის თვეში - 62.5 ლარს, ოქტომბრის თვეში - 537.5 ლარს და ნოემბრის თვეში - 337.5 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 19 ივნისს გაცემული ცნობა N-----------, დანართი (ს.ფ. 25-26).

 

3.1.6. მოპასუხე არ---– ზე----ე ცხოვრობს მშობლებთან, ძმასთან, დასთან და სიძესთან ერთად. მოპასუხე მამა ხელოსანია და პერიოდულად არის დასაქმებული. არ---– ზე----ის დედა იმყოფება იტ--–--ს სახელმწიფოში. მოპასუხის ძმა დასაქმებულია უსაფრთხოების სამსახურში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. არ---– ზე----ე ამ ეტაპზე დასაქმებულია კვების ობიექტში - ,,მა--------–---ში“ უსაფრთხოების სამსახურში და აქვს ყოველთვიური შემოსავალი 547 (ხუთას ორმოცდაშვიდი) ლარის ოდენობით;

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე მხარე გატაცებულია აზარტული თამაშებით. მოპასუხე არ---– ზე----ე აღნიშნულ გარემოებას უარყოფს და მიუთითებს, რომ იგი მხოლოდ მცირე დროით და ასევე, მცირე ოდენობის თანხას იყენებდა აზარტული თამაშისასთვის და აღნიშნულზე დამოკიდებულება მას არ გააჩნდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.2. მოსარჩელე მა-- ალ----–---–ს ერიცხება დავალიანება სს ,,ს----------–----------“ წინაშე დაახლოებით 2000 ლარამდე ოდენობით. სასესხო ვალდებულების აღება გამოწვეული იყო არასრულწლოვანი ან-----ა ზე----ის საჭიროებებით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.3. მოპასუხე არ---– ზე----ეს ერიცხება დავალიანებები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სს ,,ლი-------------ს“ წინაშე. იგი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში დავალიანების გადაუხდელობის გამო;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.4. არ---– ზე----ეს აქვს სტაბილური ურთიერთობა და მზრუნველი დამოკიდებულება არასრულწლოვანი შვილის, ან-----ა ზე----ის მიმართ. იგი პერიოდულად ყიდულობს არასრულწლოვანისათვის საკვებს, ტანსაცმელს და საჭირო ნივთებს. ასევე, ეხმარება ფინანსურად მცირე თანხით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.5. მა-- ალ----–---–ის და არ---– ზე----ის ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია. ქორწინება ატარებს ფორმალურ ხასიათს. მხარეთა შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის გამო, სასამართლოს მიერ შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებდა. მოსარჩელე მხარე კატეგორიულად მოითხოვს მოპასუხესთან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.6. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მხარის მოსაზრებებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდის ინტერესებს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან არ გამოიკვეთა მხარეთა ორმხრივი ნება ოჯახის აღდგენასთან დაკავშირებით სარჩელი ქორწინების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვნის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სასამართლომ გამოიყენა:

- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-1128-ე, 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

მა-- ალ----–---–ი და არ---– ზე----ე საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებიან 2--- წლის 28 ივლისიდან. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 2-------------- შეეძინათ შვილი ან-----ა ზე----ე.

 

სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად, 1. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის რამდენიმე წელია დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობაა. ისინი 2014 წლიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოსარჩელე მა-- ალ----–---–ი მითითებული პერიოდიდან არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს მშობლებთან ერთად. მოპასუხე მხარე გამოხატავს სურვილს მოსარჩელესთან ოჯახის შენარჩუნებისა და მასთან ერთად ერთ ოჯახად ცხოვრებისა, რასაც მოსარჩელე მა-- ალ----–---–ი არ ეთანხმება და მოითხოვს მოპასუხესთან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას. საქმის განხილვის მიმდინარეობისას, მხარეები ვერ შეთანხმდნენ ოჯახის შენარჩუნების თაობაზე და მოსარჩელის პოზიცია განქორწინების საკითხის მიმართ არ შეცვლილა. მხარეთა შერიგების ვარაუდი არ გამოიკვეთა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ მოპასუხე მხარის ნება არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმისა, რომ მოსარჩელე მა-- ალ----–---–ი და არ---– ზე----ე ერთ ოჯახად განიხილებოდნენ. მოსარჩელე მხარე არ უშვებს მოპასუხესთან ოჯახის აღდგენის შესაძლებლობას და წინააღმდეგია საოჯახო მეურნეობის მასთან ერთად გაძღოლისა. აღსანიშნავია ის პერიოდიც, რა დროის განმავლობაშიც მხარეთა შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება მხოლოდ ნებაყოფლობას უნდა ეფუძნებოდეს. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნების შესაძლებლობას დაადასტურებდა. მხარეთა შორის ქორწინება 2014 წლიდან ფაქტობრივად შეწყვეტილია. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მოსარჩელის ნება, სურვილი მოპასუხესთან ოჯახის შენარჩუნებისა. დადგენილია, რომ მხარეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს.

1966 წლის 16 დეკემბრის ,,საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის თანახმად, 1. ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ. 2. მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც მიაღწიეს ქორწინების ასაკს, აქვთ უფლება შექმნან ოჯახი. 3. არც ერთი ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე. 4. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ბავშვის საჭირო დაცვა.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, ვინაიდან მა-- ალ----–---–ის და არ---– ზე----ის ერთ ოჯახად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, სარჩელი განქორწინების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. მოსარჩელე მა-- ალ----–---–მა ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი - 2--- წლის 2-------------- დაბადებული ან-----ა ზე----ე. მხარეთა შორის 2--- წლიდან ოჯახური თანაცხოვრება შეწყდა და არასრულწლოვანი ან-----ა ზე----ე ცხოვრობს მოსარჩელე მა-- ალ----–---–თან ერთად.

 

დადგენილია, რომ მა-- ალ----–---–ი არასრულწლოვან შვილთან - ან-----ა ზე----ესთან მშობლებთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს მშობლების საცხოვრებელ სახლში. მოსარჩელის მშობლები დასაქმებული არიან და აქვთ სტაბილური შემოსავალი. მა-- ალ----–---–ის მამა არის ავტომანქანების ხელოსანი, ხოლო დედა მუშაობს მაღაზიაში კონსულტანტად. არასრულწლოვანი ან-----ა ზე----ე დადის საჯარო საბავშვო ბაღში;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზრდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

,,ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს.

 

დადგენილია, რომ მა-- ალ----–---–ი დასაქმებულია აფთიაქში ფარმაცევტის პოზიციაზე და აქვს სტაბილური შემოსავალი. მას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და იტარებს მედიკამენტოზურ მკურნალობას. როგორც უკვე აღინიშნა, არასრულწლოვანი ან-----ა ზე----ე დადის საბავშვო ბაღში. არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ასევე, მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან. სასამართლომ შეისწავლა მოპასუხე მხარის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, არ---– ზე----ის კუთვნილი დასაბეგრი შემოსავალი 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით შეადგენს: 2017 წლის სექტემბრის თვეში - 62.5 ლარს, ოქტომბრის თვეში - 537.5 ლარს და ნოემბრის თვეში - 337.5 ლარს. მოპასუხე არ---– ზე----ე ცხოვრობს მშობლებთან, ძმასთან, დასთან და სიძესთან ერთად. მოპასუხე მამა ხელოსანია და პერიოდულად არის დასაქმებული. არ---– ზე----ის დედა იმყოფება იტ--–--ს სახელმწიფოში. მოპასუხის ძმა დასაქმებულია უსაფრთხოების სამსახურში. მხარეთა განმარტებით, მოპასუხე არ---– ზე----ე ამ ეტაპზე დასაქმებულია კვების ობიექტში - ,,მა--------–---ში“ უსაფრთხოების სამსახურში და აქვს ყოველთვიური შემოსავალი 547 (ხუთას ორმოცდაშვიდი) ლარის ოდენობით. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე მხარე გატაცებულია აზარტული თამაშებით. მოპასუხე არ---– ზე----ე აღნიშნულ გარემოებას უარყოფს და მიუთითებს, რომ იგი მხოლოდ მცირე დროით და ასევე, მცირე ოდენობის თანხას იყენებდა აზარტული თამაშისასთვის და აღნიშნულზე დამოკიდებულება მას არ გააჩნდა. როგორც მოპასუხე მხარე განმარტავს, იგი შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის ეხმარებოდა არასრულწლოვან შვილს ფინანსურად და აქვს მასთან სტაბილური ურთიერთობა. არც მოსარჩელე მხარე უარყოფს ბოლო პერიოდში მოპასუხის მხრიდან გარკვეულ მზრუნველ დამოკიდებულებას არასრულწლოვანი ბავშვის მიმართ. ბავშვის მამა პერიოდულად ყიდულობს არასრულწლოვანისათვის საკვებს, ტანსაცმელს და საჭირო ნივთებს. ასევე, ეხმარება ფინანსურად მცირე თანხით. როგორც მხარეები განმარტავენ, ორივე მათგანს გააჩნიათ სასესხო დავალიანებები საბანკო დაწესებულებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წინაშე. თუმცა მათი დავალიანების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. მოპასუხის სახელზე რაიმე სახის უძრავ-მოძრავი ქონება არ ირიცხება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. განსახილველ შეთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ არასრულწლოვანი ან-----ა ზე----ე ცხოვრობს დედასთან - მა-- ალ----–---–თან და ძირითადად იმყოფებიან მის რჩენა-კმაყოფაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. მოპასუხე არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების შესახებ მოთხოვნას და განმარტავს, რომ იგი შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის ეხმარებოდა და მომავალშიც დაეხმარება შვილს მატერიალური თვალსაზრისით. სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ მშობლის ვალდებულების არსებობა, არჩინოს თავისი შვილი, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე, თუმცა ალიმენტის ოდენობის დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. ალიმენტის ოდენობა მინიმალურად მაინც უნდა უზრუნველყოფდეს არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს ანუ - საარსებო მინიმუმს.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 150 (ას ორმცოდაათი) ლარი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მა-- ალ----–---–ის მოთხოვნა - არ---– ზე----ისათვის არასრულწლოვანი შვილის ან-----ა ზე----ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის “გ” ქვეპუნქტის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.

იმის გათვალისწინებით, რომ განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა, მა-- ალ----–---–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა გადახდეს მოპასუხე არ---– ზე----ეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ვინაიდან მოსარჩელე მა-- ალ----–---–ი სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. შესაბამისად, მოპასუხე არ---– ზე----ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. დაკმაყოფილდეს მა-- ალ----–---–ის (პირადი N0----------) სარჩელი;

 

1.1. შეწყდეს ქორწინება მა-- ალ----–---–სა (პირადი N0----------) და არ---– ზე----ეს (პირადი N0----------) შორის რეგისტრირებული 2--- წლის 28 ივლისს, გაუქმდეს ქორწინების სააქტო ჩანაწერი N8----------.

 

1.2. დაეკისროს არ---– ზე----ეს (პირადი N0----------) არასრულწლოვანი შვილის ან-----ა ზე----ის (დაბადებული 2--- წლის 2--------------) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა სარჩელი აღძვრიდან - 2018 წლის 05 ივნისიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე.

 

2. დაეკისროს არ---– ზე----ეს (პირადი N0----------) მოსარჩელე მა-- ალ----–---–ის (პირადი N0----------) სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ 2018 წლის 05 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

3. დაეკისროს არ---– ზე----ეს (პირადი N0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: გიორგი მაისურაძე