გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.08.2018
საქმის ნომერი
330210018002473988
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
27.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/16107-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 აგვისტო, 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხათუნა ჯინორია

სხდომის მდივანი - ხათუნა ბუცხრიკიძე

მოსარჩელე - სს ,,თ----------ი"

წარმომადგენელი - თ----- კ------ე

მოპასუხე - თ----- ჯ--------ე

დავის საგანი - დავალიანების გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხე თ----- ჯ--------ეს მოსარჩელე სს „თ-----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 8345.27 ლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2016 წლის 07 ივლისს სს „თ----------სა“ და თ----- ჯ--------ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (სწრაფი სამომხმარებლო სესხი). სესხი გაიცა შემდეგი პირობებით: კრედიტის ლიმიტი- 300 ლარი; საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა - 1444 კალენდარული დღe; წლიური საპროცენტო სარგებელი -17.5%; პირგასამტეხლო- 20 ლარი და გრაფიკის ყოველი დარღვევისთვის დავალიანების 0.5%. გადახდის თარიღი განსაზღვრულია თანდართული გრაფიკით. მხარეებს შორის დაიდო ასევე დაზღვევის ხელშეკრულება.

2016 წლის ივლისში მოპასუხემ აითვისა თანხა და 2017 წლის ნოემბრის ჩათვლით ახორციელებდა შენატანებს. მომდევნო გადახდა მას უწევდა 2017 წლის 20 დეკემბერს, თუმცა თანხა აღარ შეუტანია და მომდევნო დღიდან მას ერიცხებოდა პირგასამტეხლო. მოპასუხის მიერ შეტანილი თანხებიდან 85.17 ლარით დაიფარა ძირითადი თანხა, 62.22 ლარით დაიფარა პროცენტი, 2.55 ლარით დაიფარა დაზღვევა. 2016 წლის 07 ივლისის ხელშეკრულებით მოპასუხის დავალიანება შეადგენს 352.15 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 214.83 ლარი, პროცენტი - 18.24 ლარი, პირგასამტეხლო - 118.59 ლარი, ხოლო დაზღვევა - 0.49 ლარი.

 

2016 წლის 11 მაისს სს „თ----------სა“ და თ----- ჯ--------ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (სწრაფი სამომხმარებლო სესხი). სესხი გაიცა შემდეგი პირობებით: კრედიტის ლიმიტი- 300 ლარი; საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა - 1470 კალენდარული დღით; წლიური საპროცენტო სარგებელი -17.5%; პირგასამტეხლო- 20 ლარი და გრაფიკის ყოველი დარღვევისთვის დავალიანების 0.5%. გადახდის თარიღი განსაზღვრულია თანდართული გრაფიკით. მხარეებს შორის დაიდო ასევე დაზღვევის ხელშეკრულება.

 

2016 წლის მაისში მოპასუხემ აითვისა თანხა და 2017 წლის ნოემბრის ჩათვლით ახორციელებდა შენატანებს. მომდევნო გადახდა მას უწევდა 2017 წლის 20 დეკემბერს, თუმცა თანხა აღარ შეუტანია და მომდევნო დღიდან მას ერიცხებოდა პირგასამტეხლო. მოპასუხის მიერ შეტანილი თანხებიდან 88.06 ლარით დაიფარა ძირითადი თანხა, 69.98 ლარით დაიფარა პროცენტი, 2.90 ლარით დაიფარა დაზღვევა. 2016 წლის 11 მაისის ხელშეკრულებით მოპასუხის დავალიანება შეადგენს 349.22 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 211.94 ლარი, პროცენტი - 17.98 ლარი, პირგასამტეხლო - 118.83 ლარი, ხოლო დაზღვევა - 0.47 ლარი.

 

2015 წლის 4 დეკემბერს სს „თ----------სა“ და თ----- ჯ--------ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (სწრაფი სამომხმარებლო სესხი). სესხი გაიცა შემდეგი პირობებით: კრედიტის ლიმიტი- 5000 ლარი; საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა - 1447 კალენდარული დღე; წლიური საპროცენტო სარგებელი -18.5%; პირგასამტეხლო- 20 ლარი და გრაფიკის ყოველი დარღვევისთვის დავალიანების 0.5%. გადახდის თარიღი განსაზღვრულია თანდართული გრაფიკით. მხარეებს შორის დაიდო ასევე დაზღვევის ხელშეკრულება.

 

2015 წლის დეკემბერში მოპასუხემ აითვისა თანხა და 2017 წლის ნოემბრის ჩათვლით ახორციელებდა შენატანებს. მომდევნო გადახდა მას უწევდა 2017 წლის 20 დეკემბერს, თუმცა თანხა აღარ შეუტანია და მომდევნო დღიდან მას ერიცხებოდა პირგასამტეხლო. მოპასუხის მიერ შეტანილი თანხებიდან 2065.45 ლარით დაიფარა ძირითადი თანხა, 1466.63 ლარით დაიფარა პროცენტი, 57.07 ლარით დაიფარა დაზღვევა. 2015 წლის 04 დეკემბრის ხელშეკრულებით მოპასუხის დავალიანება შეადგენს 3620.33 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 2934.55 ლარი, პროცენტი - 263.15 ლარი, პირგასამტეხლო - 415.67 ლარი, ხოლო დაზღვევა - 6.93 ლარი.

 

2016 წლის 23 თებერვალს სს „თ----------სა“ და თ----- ჯ--------ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (სწრაფი სამომხმარებლო სესხი). სესხი გაიცა შემდეგი პირობებით: კრედიტის ლიმიტი- 5200 ლარი; საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა - 1458 კალენდარული დღით; წლიური საპროცენტო სარგებელი -16.5%; პირგასამტეხლო - 20 ლარი და გრაფიკის ყოველი დარღვევისთვის დავალიანების 0.5%. გადახდის თარიღი განსაზღვრულია თანდართული გრაფიკით. მხარეებს შორის დაიდო ასევე დაზღვევის ხელშეკრულება.

 

2016 წლის თებერვალში მოპასუხემ აითვისა თანხა და 2017 წლის ნოემბრის ჩათვლით ახორციელებდა შენატანებს. მომდევნო გადახდა მას უწევდა 2017 წლის 20 დეკემბერს, თუმცა თანხა აღარ შეუტანია და მომდევნო დღიდან მას ერიცხებოდა პირგასამტეხლო. მოპასუხის მიერ შეტანილი თანხებიდან 1869.16 ლარით დაიფარა ძირითადი თანხა, 1248.92 ლარით დაიფარა პროცენტი, 54.50 ლარით დაიფარა დაზღვევა. 2016 წლის 23 თებერვლის ხელშეკრულებით მოპასუხის დავალიანება შეადგენს 4023.6 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 3330.84 ლარი, პროცენტი - 266.41 ლარი, პირგასამტეხლო 418.48 ლარი, ხოლო დაზღვევა 7.87 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ყველა ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის გადახდის ნაწილში განმარტა, რომ 2016 წლის 7 ივლისს თ----- ჯ--------ესა და სს „თ----------ს“ შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, მაგრამ ბანკის მიერ ბოროტად იქნა გამოყენებული თ----- ჯ--------ის „უცოდინრობა“ საბანკო პროდუქტების მიმართ და სესხის საპროცენტო განაკვეთი, ნაცვლად დაპირებული 17.5%-სა, აღმოჩნდა ეფექტური 33.02%, რაც წარმოადგენს შეუსაბამოდ დიდ საპროცენტო განაკვეთს და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ბანკის ინტერესს და უხეშად არღვევს მომხმარებლის უფლებებს. ასევე შეუსაბამოდ მაღალია პროცენტი ვადაგადაცილებული დღისათვის 0.5%-ის ოდენობით, მაშინ როდესაც ბაზარზე საშუალოდ 0.01-0,05%-ია დადგენილი.

 

2016 წლის 11 მაისს თ----- ჯ--------ესა და სს „თ----------ს“ შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, მაგრამ ბანკის მიერ ბოროტად იქნა გამოყენებული თ----- ჯ--------ის „უცოდინრობა“ საბანკო პროდუქტების მიმართ და სესხის საპროცენტო განაკვეთი, ნაცვლად დაპირებული 17.5%-სა, აღმოჩნდა ეფექტური 34.02%, რაც წარმოადგენს შეუსაბამოდ დიდ საპროცენტო განაკვეთს და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ბანკის ინტერესს და უხეშად არღვევს მომხმარებლის უფლებებს. ასევე შეუსაბამოდ მაღალია პროცენტი ვადაგადაცილებული დღისათვის 0.5%-ის ოდენობით, მაშინ როდესაც ბაზარზე საშუალოდ 0.01-0,05%-ია დადგენილი.

 

2015 წლის 04 დეკემბერს თ----- ჯ--------ესა და სს „თ----------ს“ შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, მაგრამ ბანკის მიერ ბოროტად იქნა გამოყენებული თ----- ჯ--------ის „უცოდინრობა“ საბანკო პროდუქტების მიმართ და სესხის საპროცენტო განაკვეთი, ნაცვლად დაპირებული 18.5%-სა, აღმოჩნდა ეფექტური 23.03%, რაც წარმოადგენს შეუსაბამოდ დიდ საპროცენტო განაკვეთს და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ბანკის ინტერესს და უხეშად არღვევს მომხმარებლის უფლებებს. ასევე შეუსაბამოდ მაღალია პროცენტი ვადაგადაცილებული დღისათვის 0.5%-ის ოდენობით, მაშინ როდესაც ბაზარზე საშუალოდ 0.01-0,05%-ია დადგენილი.

 

2016 წლის 23 თებერვლალს თ----- ჯ--------ესა და სს „თ----------ს“ შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, მაგრამ ბანკის მიერ ბოროტად იქნა გამოყენებული ქალბატონი თ----- ჯ--------ის „უცოდინრობა“ საბანკო პროდუქტების მიმართ და სესხის საპროცენტო განაკვეთი, ნაცვლად დაპირებული 16.5%-სა, აღმოჩნდა ეფექტური 20.53%, რაც წარმოადგენს შეუსაბამოდ დიდ საპროცენტო განაკვეთს და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ბანკის ინტერესს და უხეშად არღვევს მომხმარებლის უფლებებს. ასევე შეუსაბამოდ მაღალია პროცენტი ვადაგადაცილებული დღისათვის 0.5%-ის ოდენობით, მაშინ როდესაც ბაზარზე საშუალოდ 0.01-0,05%-ია დადგენილი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 2016 წლის 07 ივლისს სს „თ----------სა“ და თ----- ჯ--------ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (სწრაფი სამომხმარებლო სესხი). სესხი გაიცა შემდეგი პირობებით: კრედიტის ლიმიტი- 300 ლარი; საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა - 1444 კალენდარული დღე; წლიური საპროცენტო სარგებელი -17.5%; პირგასამტეხლო- 20 ლარი და გრაფიკის ყოველი დარღვევისთვის დავალიანების 0.5%. გადახდის თარიღი განსაზღვრულია თანდართული გრაფიკით. მხარეებს შორის დაიდო ასევე დაზღვევის ხელშეკრულება.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- საბანკო კრედიტის №---------------- ხელშეკრულება;

- სადაზღვევო პოლისი

 

3.1.2 2016 წლის 11 მაისს სს „თ----------სა“ და თ----- ჯ--------ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (სწრაფი სამომხმარებლო სესხი). სესხი გაიცა შემდეგი პირობებით: კრედიტის ლიმიტი- 300 ლარი; საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა - 1470 კალენდარული დღე; წლიური საპროცენტო სარგებელი -17.5%; პირგასამტეხლო- 20 ლარი და გრაფიკის ყოველი დარღვევისთვის დავალიანების 0.5%. გადახდის თარიღი განსაზღვრულია თანდართული გრაფიკით. მხარეებს შორის დაიდო ასევე დაზღვევის ხელშეკრულება.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N----------------;

- სადაზღვევო პოლისი

 

3.1.3. 2015 წლის 04 დეკემბერს სს „თ----------სა“ და თ----- ჯ--------ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (სწრაფი სამომხმარებლო სესხი). სესხი გაიცა შემდეგი პირობებით: კრედიტის ლიმიტი- 5000 ლარი; საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა - 1447 კალენდარული დღე; წლიური საპროცენტო სარგებელი -18.5%; პირგასამტეხლო- 20 ლარი და გრაფიკის ყოველი დარღვევისთვის დავალიანების 0.5%. გადახდის თარიღი განსაზღვრულია თანდართული გრაფიკით. მხარეებს შორის დაიდო ასევე დაზღვევის ხელშეკრულება.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N---------------;

- სადაზღვევო პოლისი.

 

3.1.4. 2016 წლის 23 თებერვალს სს „თ----------სა“ და თ----- ჯ--------ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (სწრაფი სამომხმარებლო სესხი). სესხი გაიცა შემდეგი პირობებით: კრედიტის ლიმიტი- 5200 ლარი; საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა - 1458 კალენდარული დღით; წლიური საპროცენტო სარგებელი -16.5%; პირგასამტეხლო - 20 ლარი და გრაფიკის ყოველი დარღვევისთვის დავალიანების 0.5%. გადახდის თარიღი განსაზღვრულია თანდართული გრაფიკით. მხარეებს შორის დაიდო ასევე დაზღვევის ხელშეკრულება.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N---------------;

- სადაზღვევო პოლისი.

 

3.1.5. სს „თ----------ის“ მიერ 2016 წლის 07 ივლისის, 2016 წლის 11 მაისის, 2015 წლის 04 დეკემბრისა და 2016 წლის 23 თებერვლის ხელშეკრულებებით გაცემული კრედიტის თანხები მსესხებელმა აითვისა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- დავალიანების ცნობა;

- გადახდების ისტორია.

 

3.1.6 მსესხებელმა საკრედიტო ვალდებულებები დაარღვია და 2017 წლის ნოემბრის შემდგომ გრაფიკით გათვალისწინებული გადახდები აღარ განუხორციელებია.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- გადახდების ისტორია.

 

3.1.7 2016 წლის 07 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 352.15 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 214.83 ლარი, პროცენტი - 18.24 ლარი, პირგასამტეხლო - 118.59 ლარი, ხოლო დაზღვევა - 0.49 ლარი.

 

2016 წლის 11 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 349.22 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 211.94 ლარი, პროცენტი - 17.98 ლარი, პირგასამტეხლო - 118.83 ლარი, ხოლო დაზღვევა - 0.47 ლარი.

 

2015 წლის 04 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 3620.33 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 2934.55 ლარი, პროცენტი - 263.15 ლარი, პირგასამტეხლო - 415.67 ლარი, ხოლო დაზღვევა - 6.93 ლარი.

 

2016 წლის 23 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 4023.6 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 3330.84 ლარი, პროცენტი - 266.41 ლარი, პირგასამტეხლო 418.48 ლარი, ხოლო დაზღვევა 7.87 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- დავალიანების ცნობა.

 

2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სს „თ----------ის“ მიერ 2016 წლის 07 ივლისის, 2016 წლის 11 მაისის, 2015 წლის 04 დეკემბრისა და 2016 წლის 23 თებერვლის ხელშეკრულებები შეწყდა ვადამდე - 31.05.2018 წელს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე არ დგინდება სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით გათვალისწინებული საბანკო კრედიტის ვადამდე შეწყვეტის პირობები (გადახდის ვადის ზედიზედ ორჯერ გადაცილების შემდგომ მოვალის გაფრთხილება და ორკვირიანი ვადის მიცემა). შესაბამისი მტკიცებულებები საქმეში არ არის წარმოდგენილი და არც მხარეები მიუთითებენ ამ გარემოებაზე. მოსარჩელე ზოგადად განმარტავს, რომ მოპასუხემ დაარღვია კრედიტის დაბრუნების ვადა. მართალია, საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 1 მაისის ოფიციალური შეტყობინება/გაფრთხილებები, მაგრამ გაფრთხილებები არ პასუხობს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მოთხოვნებს. ვინაიდან სარჩელის აღძვრამდე სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები არ შესრულებულა, ამასთან, სარჩელის წარდგენის გზით მოსარჩელემ ცალსახად გამოავლინა ნება, შეეწყვიტა ხელშეკრულება, ხოლო მოპასუხე არ არის თანახმა, დავალიანების დაფარვაზე, სასამართლო ხელშეკრულებას შეწყვეტილად მიიჩნევს 31.05.2018 წლიდან - სარჩელის სასამართლოში აღძვრის მომენტიდან. სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დამატებითი ვადის განსაზღვრა არ არის აუცილებელი, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოყვება. მოცემულ შემთხვევაში, თ----- ჯ--------ე სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზეც უარს აცხადებს დავალიანების დაფარვაზე და ეთანხმება მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის გადახდას, ამდენად, აშკარაა, რომ დამატებითი ვადის განსაზღვრა შედეგის მომტანი ვერ იქნებოდა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „თ----------ის” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 319-ე, 867-ე, 625-ე, 361-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 867-ე მუხლის თანახმად კი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საბანკო კრედიტი არის სესხი, რომელსაც გასცემს კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება − საკრედიტო კავშირი, ამასთან, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, საბანკო კრედიტი ყოველთვის სარგებლიანია.

 

დადგენილია, რომ სს „თ----------სა“ და თ----- ჯ--------ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბანკმა იკისრა ვალდებულება კლიენტის სასარგებლოდ გაეცა საკრედიტო თანხა შეთანხმებული ოდენობით, ხოლო თავის მხრივ - თ----- ჯ--------ემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხა ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადებში.

 

სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკები და 2017 წლის ნოემბრის შემდგომ ვალდებულება აღარ შეუსრულებია. დადგენილია ასევე, რომ ოთხივე ხელშეკრულება ვადამდე შეწყდა ბანკის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ კრედიტით სარგებლობისათვის 2016 წლის 07 ივლისის ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებელი -17.5%; 2016 წლის 11 მაისის ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებელი -17.5%; 2015 წლის 04 დეკემბრის ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებელი -18.5%; 2016 წლის 23 თებერვლის ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებელი -16.5%;

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მტკიცებას, რომ მას არ უნდა დაეკისროს პროცენტის გადახდის ვალდებულება, ვინაიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ძალიან მაღალია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე დაეთანხმა მოსარჩელის მიერ შეთავაზებულ ხელშეკრულების პირობებს, მათ შორის ეფექტური სარგებლის განაკვეთს და მიიღო სესხი მხარეთა შორის განსაზღვრული სახელშეკრულებო პირობებით, გარდა ამისა, სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში, შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი არ აღემატება მოქმედი კანონმდებლობით დასაშვებად მიჩნეულ ზღვარს, ამდენად, სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოპასუხის მითითებას, რომ სარგებელი ძალიან მაღალია და მისი გადახდა არ უნდა დაეკისროს.

 

სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე დავალიანებას ანგარიშობს არა ეფექტური, არამედ რეალური საპროცენტო განაკვეთით, შესაბამისად, მოპასუხის პრეტენზია, რომ ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მაღალია, წარმოდგენილ სარჩელთან მიმართებით უსაფუძვლოა.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები შეიცავს შეთანხმებას პირგასამტეხლოს თაობაზე, კერძოდ, განისაზღვრა ფიქსირებული პირგასამტეხლო 2016 წლის 07 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 20 ლარს და გრაფიკის ყოველი დარღვევისთვის დავალიანების 0.5%. 2016 წლის 11 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო შეადგენს 20 ლარს და გრაფიკის ყოველი დარღვევისთვის დავალიანების 0.5%. 2015 წლის 04 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო შეადგენს 20 ლარს და გრაფიკის ყოველი დარღვევისთვის დავალიანების 0.5%. 2016 წლის 23 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 20 ლარს და გრაფიკის ყოველი დარღვევისთვის დავალიანების 0.5%.

 

მოვალე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ის არღვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ Nას-1560-1463-2012).

 

წარმოდგენილი სარჩელით კრედიტორი ითხოვს ხელშეკრულებებზე დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის მომენტისათვის დარიცხულ პირგასამტეხლოს გადახდას.

 

ძირითადი დავალიანების, ვადაგადაცილებისა და შესასრულებელი ვალდებულების მოცულობის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ არის შეუსაბამოდ მაღალი და მოპასუხე თ----- ჯ--------ეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მისი ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, ძირითადი თანხის ნაწილში. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 200.74 ლარი.

 

ხოლო თ----- ჯ--------ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 49.66 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 208-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „თ----------ის“ სარჩელი მოპასუხე თ----- ჯ--------ის მიმართ დაკმაყოფილდეს;

 

2. თ----- ჯ--------ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 8345,27 ლარის გადახდა;

 

3. თ----- ჯ--------ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 49,66 ლარის ანაზღაურება;

 

4. სს „თ----------ს“ დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, 250,40 ლარიდან, 200,74 ლარი, რომელიც გადახდილი იქნა 29.05.2018 წლის N---------------ო დავალებით შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22; სახაზინო კოდი: 300 773 150;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ჯინორია