გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #010210118002365029
#2/1224-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20.09.2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - ინდირა მაშანეიშვილი
სხდომისმდივანი - ლანა ძაგნიძე
მოსარჩელე - სს ”ს----------–--- ბ---ი”
წარმომადგენელი - დ------–-----ე
მოპასუხე - ე-----–ე კ-------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ე-----–ე კ-------–---–ისათვის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2383.03 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოსარჩელე სს ”ს----------–--- ბ---ის” სასარგებლოდ.
1.2. მოპასუხე ე-----–ე კ-------–---–ისათვის სააპლიკაციო საფასურის გადახდით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება 100 ლარის ოდენობით, მოსარჩელე სს „ს----------–--- ბ---ის“ სასარგებლოდ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2012 წლის 21 ივნისს სს „პრ-----ბ---სა“ და ე-----–ე კ-------–---–ს შორის გაფორმდა საბ---ო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი. 2015 წლის 11 მაისს განხორციელდა სს „პრ-----ბ---ისა“ და სს „ს----------–--- ბ---ის“ შერწყმა, შესაბამისად, სს „ს----------–--- ბ---ი“ წარმოადგენს სს „პრ-----ბ---ის“ უფლებამონაცვლეს. მოპასუხემ დაარღვია საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნები, რის გამოც წარმოეშვა დავალიანება 2383.03 ლარის ოდენობით, საიდანაც კრედიტის ძირი თანხა შეადგენს 984.02 ლარს, სარგებელი - 726.34 ლარს, პირგასამტეხლო - 672.67 ლარს.
2015 წლის 3 ნოემბერს სს „ს----------–--- ბ---მა“ ე-----–ე კ-------–---–ის მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წესით ბრძანების გამოცემის შესახებ განცხადებით მიმართა ს----------–--- იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რისთვისაც გადაიხადა სააპლიკაციო საფასური 100 ლარის ოდენობით. სს „ს----------–--- ბ---ის“ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა ე-----–ე კ-------–---–ის მიერ პროტესტის წარდგენის გამო.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხე ე-----–ე კ-------–---–მა სარჩელის მოთხოვნა არ სცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მის მიმართ არის ხანდაზმული. მოპასუხემ ასევე მიუთითა დარიცხული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2012 წლის 21 ივნისს სს „პრ-----ბ---სა“ და ე-----–ე კ-------–---–ს შორის გაფორმდა #SAMTG03000000848323 ხელშეკრულება, 30-დღიანი საშეღავათო პერიოდის მქონე საგადახდო ბარათის „Universal Credit Card”-ის გამოყენების შესახებ, რომლის საფუძველზე ე-----–ე კ-------–---–ზე გაიცა „VISA Classic“-ის ტიპის საკრედიტო ბარათი. კრედიტის მაქსიმალური თანხა შეადგენდა 3000 ლარს, კრედიტის ვადა განისაზღვრა განახლებადი 1 წლით, კრედიტის 30 დღის მანძილზე დაფარვის შემთხვევაში სარგებელი განისაზღვრა 0 ლარით, კრედიტის ერთი წლის მანძილზე დაფარვის შემთხვევაში საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 36%-ით. მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, რაც შეადგენდა ვადაგადაცილებული თანხის 1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- # SAMTG03000000848323 ხელშეკრულება - ს. ფ. 18-19;
3.2.2. 2015 წლის 11 მაისს განხორციელდა სს „ს----------–--- ბ---თან“ და სს „პრ----- ბ---ის“ შერწყმა. შესაბამისად, სს „ს----------–--- ბ---ი“ წარმოადგენს სს „პრ-----ბ---ის“ უფლებამონაცვლეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო ი/პ რეესტრიდან - ს. ფ. 16-17;
-
3.2.3. ე-----–ე კ-------–---–ს ათვისებული კრედიტის ძირითადი თანხის და სარგებლის დაფარვა უნდა უზრუნველეყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. მოპასუხე პირადად იყო ინფორმირებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების არსებითი პირობების, აგრეთვე, შესაძლო სამოქალაქო პასუხისგებლობის ხასიათისა და მოცულობის თაობაზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც გამოიხატა სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის დაფარვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დარღვევაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ამონაწერი საბ---ო ანგარიშიდან - ს. ფ. 26-32;
- ინფორმაცია ფინანსური ვალდებულების შესახებ - ს. ფ. 20;
3.2.4. 2015 წლის 3 ნოემბერს სს „ს----------–--- ბ---მა“ გამარტივებული წესით დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით მიმართა ს----------–--- იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა რესპოდენტ ე-----–ე კ-------–---–ისათვის 2483.03 ლარის ანაზღაურების დაკისრება. აპლიკანტის (სს „ს----------–--- ბ---ის“) მიერ გადახდილი იქნა სააპლიკაციო საფასური - 100 ლარი.
ს----------–--- იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს 13.03.2018 წლის #151112087/392064 გადაწყვეტილებით, აპლიკანტ სს „ს----------–--- ბ---ს“ უარი ეთქვა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე, იმ მოტივით, რომ რესპოდენტ ე-----–ე კ-------–---–ის მიერ წარდგენილი იქნა პროტესტი სს „ს----------–--- ბ---ის“ მოთხოვნაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ - ს. ფ. 25;
- აპლიკაციის საფასურის გადახდის ქვითარი - ს. ფ. 21;
- #151112087/392064 გადაწყვეტილება - ს. ფ. 22;
3.2.5. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, მოპასუხე ე-----–ე კ-------–---–ს სს „ს----------–--- ბ---ის“ მიმართ გააჩნია დავალიანება 2383.03 ლარის ოდენობით, საიდანაც კრედიტის ძირი თანხა შეადგენს 984.02 ლარს, სარგებელი - 726.34 ლარს, პირგასამტეხლო - 672.67 ლარს.
ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა განმარტებებითა და მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, 03.11.2015 წლის მდგომარეობით შეადგენდა 2383.03 ლარს. მოპასუხემ, მართალია არ სცნო სარჩელის მოთხოვნა, მაგრამ მას სადავოდ არ გაუხდია დარიცხული თანხის შესაბამისობა ხელშეკრულების პირობებთან. ე-----–ე კ-------–---–ს იმ გარემოების საწინააღმდეგოდ, რომ მასზე დარიცხული დავალიანება დაანგარიშებულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, არსებითი შედავება არ განუხორციელებია და არც საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია. პირიქით, მან დაადასტურა საკრედიტო ბარათის გამოყენებით კრედიტის ათვისებისა და ათვისებული თანხის ბ---ისათვის გადაუხდელობის ფაქტი. მოპასუხე ე-----–ე კ-------–---–მა სარჩელის მოთხოვნა არ სცნო მხოლოდ მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითებით, რის თაობაზედაც სასამართლო ცალკე იქონიებს მსჯელობას.
3.2.6. სს „ს----------–--- ბ---ის“ მოთხოვნა მოპასუხე ე-----–ე კ-------–---–ის მიმართ, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ანაზღაურების თაობაზე, ხანდაზმული არ არის.
დადგენილია, რომ მოპასუხე სადავოდ არ მიიჩნევს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის გაფორმებული იყო საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება, შესაბამისი პირობებით. მოპასუხე სადავოდ ასევე არ მიიჩნევს მასზე დარიცხული დავალიანების თანხის შესაბამისობას ბ---თან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებთან. სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის მიერ შეცილებულია მხოლოდ ხანდაზმულობის საფუძვლით - ის არ ცნობს სარჩელს მოთხოვნის ხანდაზმულობის მოტივით.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს შეფასების საგანია, არის თუ არა საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული.
ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 128.1 მუხლის მიხედვით სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად კი, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2012 წლის 21 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება. მოპასუხემ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაადასტურა საკრედიტო ბარათის ინდივიდუალური პირობების შესახებ ინფორმაციის გაცნობის, ხელშეკრულების პირობებზე თანხმობისა და ამ პირობების მოწონების ფაქტი. დადგენილია, რომ ხელშეკრულების მიხედვით საკრედიტო ხაზი განისაზღვრა უვადოდ, ხოლო კრედიტის ვადა ერთი წლით.
საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებით კონკრეტული ვადა, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებისა, განსაზღვრული არ ყოფილა და ის მოქმედებდა ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება უვადო ხელშეკრულებას წარმოადგენს. იგი, თავისი არსით, განსხვავდება ვადიანი საკრედიტო ხელშეკრულებისაგან, სადაც ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელია და იგი მოიცავს, როგორც ძირი თანხის ნაწილის დაფარვას, ასევე, პროცენტისა და დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდას.
განსახილველ შემთხვევაში, საკრედიტო ბარათის სპეციფიკის გათვალისწინებით, მხარეთა შორის დაიდო ისეთი სახის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება, რა დროსაც მსესხებელი საბ---ო დაწესებულებისაგან განუსაზღვრელი ვადით, თუმცა, დროებით სარგებლობაში იღებს თანხას, რისთვისაც იხდის წლიურ საპროცენტო სარგებელს. გარიგების თანახმად, ყოველთვიურად დასაფარი მინიმალური თანხა შეადგენს ათვისებული საკრედიტო ლიმიტის (დავალიანების) 7%-ს და არაუმეტეს დავალიანების ნაშთისა. ამდენად, მსესხებელი საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტამდე ძირითად თანხას გამსესხებელ საკრედიტო დაწესებულებას კი არ უბრუნებს და ამით პერიოდულ ვალდებულებებს კი არ ასრულებს, არამედ აღნიშნულ თანხას კვლავ საკრედიტო ბარათის ანგარიშზე დებს. შესაბამისად, საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულებით მსესხებელი სესხის ძირ თანხას განკარგავს იქამდე, სანამ ხელშეკრულება არ შეწყდება.
ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს.
მითითებული ნორმის საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ძირითადი თანხის დაბრუნების ვალდებულება მსესხებელს გამსესხებლის მოთხოვნისთანავე წარმოეშვება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაც კრედიტორის მოთხოვნიდან აითვლება. დადგენილია, რომ მოსარჩელემ საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა მოპასუხეს წარუდგინა 03.11.2015 წელს, გამარტივებული წესით დავალიანების გადახდევინების მიზნით სააღსრულებო ბიუროსათვის განცხადებით მიმართვით.
საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების ვადებთან დაკავშირებით ზემოთ მითითებული არგუმენტების არ გაზიარების შემთხვევაშიც უდავოა, რომ სს „ს----------–--- ბ---მა“ სააღსრულებო ბიუროს გამარტივებული წესით დავალიანების დაკისრების მოთხოვნით მიმართა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლამდე. კერძოდ, დადგენილია რომ ხელშეკრულება გაფორმდა 2012 წლის 21 ივნისს. მართალია, კრედიტის ათვისების კონკრეტული თარიღები დადგენილი არ არის, მაგრამ ხელშეკრულების მიხედვით კრედიტის ვადა განისაზღვრა 1 წლით (2013 წლის 21 ივნისამდე). მოსარჩელემ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სააღსრულებო ბიუროს მიმართა 2015 წლის 3 ნოემბერს, ანუ ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ამოწურვამდე.
ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.
განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელემ ე-----–ე კ-------–---–ის მიმართ არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით 03.11.2015 წელს მიმართა სააღსრულებო ბიუროს, ანუ ის მოთხოვნის დაკმაყოფილებას შეეცადა სსკ-ის 138-ე მუხლით დადგენილი წესით, რითაც ამავე ნორმის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა.
ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის მიხედვით, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.
დადგენილია, რომ სააღსრულებო ბიუროში გამარტივებული წარმოება სს "ს----------–--- ბ---ის" აპლიკაციის საფუძველზე ე-----–ე კ-------–---–ის მიმართ გაგრძელდა 2018 წლის 13 მარტის ჩათვლით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა მოსარჩელის მოთხოვნაზე უნდა დაიწყოს სწორედ ამ თარიღიდან 2018 წლის 13 მარტიდან, ვინაიდან სკ-ის 141-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის შემთხვევაში, შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხე ე-----–ე კ-------–---–ის მიმართ სასამართლოს სარჩელით მომართა 2018 წლის 22 მარტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხასთან მიმართებით მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულად ვერ შეფასდება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ ხანდაზმული არ არის. ამასთან, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც სს „ს----------–--- ბ---ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ს----------–--- კონსტიტუცია; ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 128-129-ე, 138-141-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-418-ე, 115-ე, 420-ე, 867-868-ე, 873-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ს----------–--- კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისუფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე, მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხემ საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევით, არ უზრუნველყო ათვისებული კრედიტისა, მასზე დარიცხული სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაფარვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, რის გამოც დარღვეული უფლების დაცვის მიზნით მომართა სასამართლოს.
6.2. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან, ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ანუ საფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
წინამდებარე დავა გამომდინარეობს საკრედიტო ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა, ხოლო მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდება სესხისა და საბ---ო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით.
6.3. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. აღნიშნული დანაწესის შემოღებით კანონმდებელმა განსაზღვრა სამოქალაქო უფლების დაცვის გარკვეული ვადებით შეზღუდვის აუცილებლობა, რომელიც მყარ სამოქალაქო ბრუნვაზეა ორიენტირებული და მოთხოვნის ხანდაზმულობის ამა თუ იმ ვადის გასვლით მხარე კარგავს იმ სამართლებრივ ბერკეტებს, რომელთა საშუალებითაც მას შესაძლებლობა ჰქონდა, მოეხდინა მისი მოთხოვნის იძულებით აღსრულება. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით სახელშეკრულებო მოთხოვნა ასევე დაექვემდებარა ხანდაზმულობას და ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადად განისაზღვრა 3 წელი.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ ხანდაზმული არ არის, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სკ-ის 128-129-ე, 138-ე და 141-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით შეფასების საფუძველზე (წინამდებარე გადაწყვეტილების 2.3.6. პუნქტი).
6.4. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებობდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. რომლის პირობებშიც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი გარკვეული პირობებით, მოპასუხემ შეთანხმებული პირობებით ვერ უზრუნველყო კრედიტის დაფარვა რის გამოც წარმოეშვა დავალიანება, რომლის ანაზღაურებასაც მოსარჩელე მოითხოვს სასარჩელო წარმოების წესით.
ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.
მოსარჩელემ, ხელშეკრულების დადებისა და კრედიტის გაცემის შემდეგ, შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ მოპასუხისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. თავის მხრივ მოპასუხე ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს ს----------–--- სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულება კი მოიცავდა კრედიტის სახით მიღებული თანხის დაბრუნებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით, შეთანხმებული წესით და დათქმულ დროში.
მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და კრედიტის სახით მიღებული თანხა ბ---ს არ დაუბრუნა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი.
მოპასუხის ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს, სკ-ის 873-ე მუხლის საფუძველზე ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის სრული დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე.კრედიტის სახით მიღებული თანხა.
სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ნაწილში ხანდაზმული არ არის, (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 3.2.6. პუნქტი), რის გამოც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკრედიტო ბარათის სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 984.02 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.
6.5. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი, რაც საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენდა წლიურ 36 %-ს. სახელშეკრულებო პირობების მიხედვით მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი. შესაბამისად, სარგებელის გადახდის ვალდებულებაც მოპასუხეს უნდა შეესრულებინა ს----------–--- სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. როგორც ზემოთ აღინიშნა მოპასუხემ შეწყვიტა, როგორც კრედიტის ძირი თანხის, ისე სარგებელის გადახდა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს საკრედიტო თანხაზე დარიცხული სარგებელი, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რაც საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულების პირობების მიხედვით უნდა განისაზღვროს კრედიტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტამდე - 2015 წლის 3 ნოემბრამდე და ის შეადგენს 726.34 ლარს.
სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ე-----–ე კ-------–---–ს დავალიანების სახით დარიცხული კრედიტის ძირი თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლის ოდენობა სადავოდ არ გაუხდია.
6.6. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილების შემთხვევაში, გადასახდელ თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება 1 %.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა კრედიტის დაფარვა, ვალდებულების დარღვევის გამო ის ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლოს თანხაც. ამასთან აუცილებელია პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს გონივრული ოდენობით.
ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო, სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.
მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.
სასამართლოს მოსაზრებით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება ეწინააღმდეგება ს----------–--- სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. სასამართლო, მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მხარის მითითების საფუძველზე მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში იღებს ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებაში, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე დარღვევის შედეგად რაიმე ფინანსურ ზარალზე არ აპელირებს და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გონივრული, სამართლიანი ოდენობა ნაცვლად 672.67 ლარისა უნდა განისაზღვროს 67.27 ლარით, ანუ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს 10-ჯერ. შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, 67.27 ლარის ოდენობით.
6.7. დადგენილია, რომ მოსარჩელე ასევე მოითხოვს სსიპ სააღსრულებო ბიუროში გამარტივებული წარმოების წესით დავალიანების გადახდევინების მიზნით გაწეული ხარჯის - სააპლიკაციო საფასურის 100 ლარის ანაზღაურების დაკისრებას მოპასუხისათვის.
ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელე, კუთვნილი თანხის ამოღების მიზნით, იძულებული გახდა გაეღო დამატებითი ხარჯები, რომლის გაღების საჭიროება არ დაუდგებოდა მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად და დათქმულ დროში შესრულების შემთხვევაში. მოპასუხე საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან ინფორმირებული იყო ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე ყველა მოსალოდნელ შედეგზე, შესაბამისად, სახეზეა სკ-ის 408-ე და 412-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები, სააპლიკაციო საფასურის გადახდით მიყენებული ზიანის (100 ლარის) ანაზღაურების მოპასუხისათვის დასაკისრებლად.
7.საპროცესო ხარჯები.
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ დავის საგნის ღირებულებიდან (2483.03 ლარი) გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღსაძრავად გადაიხადა 100 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნით - 50 ლარი.
დადგენილია, რომ სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 75.62%-ით, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, სარჩელის აღსაძრავად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ უნდა დაეკისროს 75.62 ლარის ანაზღაურება, ხოლო 24.38 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად. სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი ბაჟის სანაცვლოდ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 37.81 ლარის გადახდა, 12.19 ლარი კი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ს----------–--- სსკ-ის 1991 მუხლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის განჩინებით სს ,,ს----------–--- ბ---ის’’ წარმომადგენლის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო საქართველოში არსებულ შემდეგ საბ---ო დაწესებულებებში - 1) სს ,,პროკრედიტ ბ---ში’’, 2) სს ,,ვითიბი ბ---ი ჯორჯიაში’’, 3) სს ,,ტერა ბ---ში’’, 4) სს ,,ბ---ი ქართუში’’, 5) სს ,,სილქ როუდ ბ---ში’,’ 6) სს ,,თიბისი ბ---ში’’, 7) სს ,,ბაზისბ---ში’’, 8) სს ,,კრედო ბ---ში’’, 9) სს ,,ლიბერთი ბ---ში’’, 10) სს ,,ხალიკ ბ---ი საქართველოში’’, 11) სს ,,აზერბაიჯანის საერთაშორისო ბ---ი - საქართველოში’’, 12) სს ,,ზირაათ ბ---ის’’ თბილისის ფილიალში, 13) სს ,,იშ.ბ---ი საქართველოში’’, 14) სს ,,პაშა ბ---ი საქართველოში’’, 15) სს ,,ფინკა ბ---ი საქართველოში’’, მოპასუხე ე-----–ე კ-------–---–ის (პ/ნ 6----------) კუთვნილ საბ---ო ანგარიშებზე არსებულ 200 ლარზე მეტი ოდენობით ფულად სახსრებს, ჯამში 2483 ლარის ფარგლებში, ოღონდ 200 ლარზე ზევით, ანგარიშზე ჩარიცხული ანდა არსებული თანხის არაუმეტეს 50%-ისა;
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელის მოთხოვნა კმაყოფილდება ნაწილობრივ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ და სს „ს----------–--- ბ---ის“ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა უნდა დაედოს საქართველოში არსებულ შემდეგ საბ---ო დაწესებულებებში - 1) სს ,,პროკრედიტ ბ---ში’’, 2) სს ,,ვითიბი ბ---ი ჯორჯიაში’’, 3) სს ,,ტერა ბ---ში’’, 4) სს ,,ბ---ი ქართუში’’, 5) სს ,,სილქ როუდ ბ---ში’,’ 6) სს ,,თიბისი ბ---ში’’, 7) სს ,,ბაზისბ---ში’’, 8) სს ,,კრედო ბ---ში’’, 9) სს ,,ლიბერთი ბ---ში’’, 10) სს ,,ხალიკ ბ---ი საქართველოში’’, 11) სს ,,აზერბაიჯანის საერთაშორისო ბ---ი - საქართველოში’’, 12) სს ,,ზირაათ ბ---ის’’ თბილისის ფილიალში, 13) სს ,,იშ.ბ---ი საქართველოში’’, 14) სს ,,პაშა ბ---ი საქართველოში’’, 15) სს ,,ფინკა ბ---ი საქართველოში’’, მოპასუხე ე-----–ე კ-------–---–ის (პ/ნ 6----------) კუთვნილ საბ---ო ანგარიშებზე არსებულ 200 ლარზე მეტი ოდენობით ფულად სახსრებს, ჯამში 1877.62 ლარის ფარგლებში, ოღონდ 200 ლარზე ზევით, ანგარიშზე ჩარიცხული ანდა არსებული თანხის არაუმეტეს 50%-ისა;
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ემუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე სს „ს----------–--- ბ---ის” მოთხოვნა, მოპასუხე ე-----–ე კ-------–---–ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.
1.1. მოპასუხე ე-----–ე კ-------–---–ს მოსარჩელე სს ”ს----------–--- ბ---ის” სასარგებლოდ, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 1777.62 ლარის ანაზღაურება (მათ შორის ძირი თანხა - 984.02 ლარი, სარგებელი - 726.34 ლარი, პირგასამტეხლო - 67.27 ლარი).
1.2. მოპასუხე ე-----–ე კ-------–---–ს მოსარჩელე სს ”ს----------–--- ბ---ის” სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხე ე-----–ე კ-------–---–ს მოსარჩელე სს ”ს----------–--- ბ---ის” სასარგებლოდ დაეკისროს 113.43 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის მიერ სარჩელისა და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
3. ნაწილობრივ გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და სს „ს----------–--- ბ---ის“ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედოს საქართველოში არსებულ შემდეგ საბ---ო დაწესებულებებში - 1) სს ,,პროკრედიტ ბ---ში’’, 2) სს ,,ვითიბი ბ---ი ჯორჯიაში’’, 3) სს ,,ტერა ბ---ში’’, 4) სს ,,ბ---ი ქართუში’’, 5) სს ,,სილქ როუდ ბ---ში’,’ 6) სს ,,თიბისი ბ---ში’’, 7) სს ,,ბაზისბ---ში’’, 8) სს ,,კრედო ბ---ში’’, 9) სს ,,ლიბერთი ბ---ში’’, 10) სს ,,ხალიკ ბ---ი საქართველოში’’, 11) სს ,,აზერბაიჯანის საერთაშორისო ბ---ი - საქართველოში’’, 12) სს ,,ზირაათ ბ---ის’’ თბილისის ფილიალში, 13) სს ,,იშ.ბ---ი საქართველოში’’, 14) სს ,,პაშა ბ---ი საქართველოში’’, 15) სს ,,ფინკა ბ---ი საქართველოში’’, მოპასუხე ე-----–ე კ-------–---–ის (პ/ნ 6----------) კუთვნილ საბ---ო ანგარიშებზე არსებულ 200 ლარზე მეტი ოდენობით ფულად სახსრებს, ჯამში 1877.62 ლარის ფარგლებში, ოღონდ 200 ლარზე ზევით, ანგარიშზე ჩარიცხული ანდა არსებული თანხის არაუმეტეს 50%-ისა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი