განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №-------
#------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ივლისი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი ნინო მაისაია
ბრალდების მხარე :
პროკუროი - ლ---- კ-----–---ი
დაცვის მხარე:
ბრალდებულები:
1. მ------ კ-------–--ე - დაბადებული 1--- წლის 2-------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, დ------------------------–----, კ-----------------------.
2. ლ---- ო----ე - დაბადებული 1--- წლის 0--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, უმაღლესი განათლებით, ქვრივი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული - მისამართის გარეშე; ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------------------–--------------------------------–--------------------------------.
ადვოკატები - მ------ მ---------ე, შ----- ა--------–--ე
კვალიფიკაცია:
1. მ------ კ-------–--ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად და არაერთგზის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით.
მასვე, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
2. ლ---- ო----ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად და არაერთგზის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით.
მასვე, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. მ------ კ-------–--ის და ლ---- ო----ის მიმართ წარდგენილი ბრალი:
1.1. 2007 წლის 2-------------ის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე და 178-ე მუხლებით ნასამართლევმა მ------ კ-------–--ემ კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ: 2017 წლის 17 ნოემბერს, ქ. თბილისი, დ------------ი, მ-------------–ი, მე-1-----------ი, ბ--------ში მ------ კ-------–--ემ და ლ---- ო----ემ სცემეს და ფიზიკური დაზიანება მიაყენეს მ-----– ჭ----–--ეს, მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვეს 1000 აშშ დოლარის გადაცემა, რის შემდეგაც გასტაცეს სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი.
2017 წლის 18 ნოემბერს ქ. თბილისი, დ------------ი, მ-------------–ი, მე-1-----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე სსკ-ის 181-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებული იქნა 2007 წლის 2-------------ის განაჩენით განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის ნასამართლევი მ------ კ-------–--ე, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებულ იქნა ცივი იარაღი - დანა.
1.2. 2015 წლის 7------ს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ნასამართლევმა ლ---- ო----ემ კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ: 2017 წლის 17 ნოემბერს, ქ. თბილისი, დ------------ი, მ-------------–ი, მე-1-----------ი, ბ---------ში მ------ კ-------–--ემ და ლ---- ო----ემ სცემეს და ფიზიკური დაზიანება მიაყენეს მ-----– ჭ----–--ეს, მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვეს 1000 აშშ დოლარის გადაცემა, რის შემდეგაც გასტაცეს ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი.
2017 წლის 18 ნოემბერს, მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის ნასამართლევი ლ---- ო----ე იმყოფებოდა ქ. თბილისში, დ------------ში, დ-----------------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებმა ის გამოიძახეს საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ქ. თბილისის ვ---------------–----------------–-------- განყოფილებაში, სადაც ლ---- ო----ეს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და მისგან ამოღებული ცივი იარაღი - დანა.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის სარწმუნო და საკმარისი ლ---- ო----ისა და მ------ კ-------–--ის ბრალდების დასადასტურებლად მასში, რომ მათ ჩაიდინეს გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად და არაერთგზის,2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 17 ნოემბერს, ქ. თბილისი, დ------------ი, მ-------------–ი, მე-1-----------ი, ბ---------ში მ------ კ-------–--ემ სცემა და ფიზიკური დაზიანება მიაყენა მ-----– ჭ----–--ეს.
2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მ------ კ-------–--ემ ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
2.4. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ლ---- ო----ემ ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გამოძალვა ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად და არაერთგზის.
3.1. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ-----– ჭ----–--ემ განმარტა, რომ ქ. თბილისში ფ----–-----------------ში მდებარე ი----- ხ-----–---–ის მშენებარე სახლში ასრულებდა სამშენებლო სამუშაოებს და იქვე ცხოვრობდა. ამავე სახლში სამუშაოებს აწარმოებდა კ------------- ბ--------–---–ი, რომლის მეშვეობით გაიცნო მ------ კ-------–--ე. 2017 წლის 17 ნოემბერს ტელეფონზე დაუკავშირდა მ------ კ-------–--ე და სთხოვა ე.წ. ,,სტიაშკის“ დასხმა, საღამოს შვიდ საათზე მ------ კ-------–--ემ და ლ---- ო----ემ მიაკითხეს ,,BMW- X5“ მარკის, შავი ფერის ავტომანქანით, მ-----– ჭ----–--ემ წაიღო სათანადო იარაღები და გაყვა ტაქსით, მივიდნენ დ------ში მ------ კ-------–--ის ბინაში, სადაც დახვდათ მ------ კ-------–--ის მეუღლე და ბავშვი. მუშაობის პროცესში მ------ კ-------–--ემ მოსთხოვა იატაკის ამტვრევა, რაზედაც ჭ----–--ემ უარი განუცხადა, რადგან არ ქონდა სათანადო ხელსაწყოები, რაზეც მ------ კ-------–--ემ დაუწყო აგრესიულად საუბარი, ხელი კრა, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ასევე შეურაცხყოფას აყენებდა ლ---- ო----ეც. ჯერ მ------ კ-------–--ე წვდა ყელში, ურტყამდა ხელებს სახისა და თავის არეში, შემდეგ ლ---- ო----ემ დაარტყა თავში. მ------ კ-------–--ემ მ-----– ჭ----–--ეს მოსთხოვა, რომ უნდა მიეტანა 1000 აშშ დოლარი, ხოლო ლ---- ო----ემ უთხრა, რომ შემდეგ 1000 ლარს მოიტანდა. რადგან ემუქრებოდნენ მისი და მისი ცოლ-შვილის სიცოცხლის მოსპობით, მ-----– ჭ----–--ეს შეეშინდა და უთხრა, რომ ბარათზე ქონდა 1700 ლარი და თუ წაიყვანდნენ გამოიტანდა და გადასცემდა; სცადა პოლიციაში დარეკვა, მაგრამ ტელეფონი წაართვეს; მ------ კ-------–--ე დაჯდა საჭესთან, ლ---- ო----ე მიუჯდა გვერდით. როდესაც მიიყვანეს მშენებარე სახლის ეზოსთან მ-----– ჭ----–--ემ შეძლო გაქცევა, შევარდა რამდენიმე მეტრში მდებარე მაღაზიაში, სადაც მის ნაცნობებს ტ--------- გ-----სა და შ------- ა-----–---ს სთხოვა დაერეკათ პოლიციაში, ხოლო თვითონ ჩაიკეტა საწყობში, სადაც დაჰყო პოლიციის მოსვლამდე. მისი განმარტებით, იყო ნაცემი, სისხლიანი, მომხდარის შედეგად დაზიანება ქონდა ყურზე, თავსა და კისერზე, იმ დღის მერე ტელეფონი არ უნახავს.
3.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ტ--------- გ-----მ განმარტა, რომ იცნობს დაზარალებულ მ-----– ჭ----–--ეს და ახასიათებს დადებითად. 2017 წლის 17 ნოემბერს ღამით, კეტავდნენ მაღაზიას, რა დროსაც მაღაზიაში შევარდა შეშინებული მ-----– ჭ----–--ე, რომელიც იყო ფეხშიშველი, ეცვა შავი, მკლავზე დახეული მაისური, რომელიც დასვრილი იყო თეთრი რაღაცეებით, კანკალებდა, ითხოვდა დახმარებას და რადგან თვითონ არ ქონდა ტელეფონი, მათ სთხოვდა პოლიციაში დარეკვას. შ------- ა-----–---მ დარეკა პოლიციაში, მათ მოსვლამდე მ-----– ჭ----–--ე ჩაიკეტა მაღაზიაში არსებულ პატარა ოთახში. პოლიციასთან რაზე ისაუბრა ჭ----–--ემ მისთვის უცნობია, გარკვეული პერიოდის შემდეგ დაურეკეს მ-----– ჭ----–--ეს, თუმცა ტელეფონი გამორთული იყო. ტ--------- გ-----ს განმარტებით, მ-----– ჭ----–--ის მოსვლის შემდეგ გარეთ გაიხედეს, მაგრამ მადევარი არავინ უნახავთ, ჭ----–--ეს არ უთქვამს ვინ მოსდევდა ან ცემდა. სახეზე სისხლი არ შეუნიშნავს, ნაცემი იყო. დაკავებულები არასდროს უნახავს.
3.3. ანალოგიური სახის ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა, იმავე მაღაზიის თანამშრომელმა შ------- ა-----–---მ.
3.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე რ---- ს-------–--ემ განმარტა, რომ არის მ-----– ჭ----–--ის მეგობარი, რომელსაც ახასიათებს დადებითად. 2017 წლის 17 ნოემბერს დაახლოებით 18:00 საათზე დაურეკა მ-----– ჭ----–--ემ და უთხრა, რომ მიყვებოდა ნაცნობს სამუშაოდ და სახლში მოგვიანებით დაბრუნდებოდა. დაახლოებით 20:30 საათისათვის გააღვიძა ხმაურმა, ეზოში გამოსულს მესრის კარი დახვდა ღია, გზაზე გამოსულმა შენიშნა მ-----– ჭ----–--ის ჩუსტები, რის გამოც დაურეკა მ-----–ს ტელეფონზე, რა დროსაც უპასუხა უცნობმა მამაკაცმა, რომ მან და მ-----– ჭ----–--ემ დალიეს და წამოსული იყო სახლში. გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ დარეკა, რა დროსაც უცნობმა მამაკაცმა უთხრა, რომ მ-----–ი წამოყვანილი ყავდათ სახლთან და მალე მივიდოდა. რ---- ს-------–--ე გავიდა გარეთ, სადაც ნახა მ-----– ჭ----–--ე და მასთან მყოფი პოლიციის თანამშრომლები, ჭ----–--ე იყო ნაცემი და შეშინებული, მასთან საუბრის შედეგად შეიტყო, რომ ემუქრებოდნენ მისი და მისი ოჯახის წევრების მოკვლით თუ არ მიუტანდა 1000 აშშ დოლარს. მას შემდეგ, რაც პოლიციის თანამშრომლებმა წაიყვანეს მ-----–ი, რ---- ს-------–--ემ კვლავ დარეკა ჭ----–--ის ტელეფონზე, რა დროსაც უპასუხა ისევ იმ უცნობმა მამაკაცმა, რომ მ-----– ჭ----–--ე იყო მთვრალი და ვერ იღებდა ტელეფონს, ხოლო ს-------–--ის შეთავაზებაზე, რომ მიაკითხავდა მისამართზე და წაიყვანდა უთხრა, რომ აზრი არ ქონდა, გამოიძინებდა და თვითონ მივიდოდა, რის შემდეგაც გათიშა ტელეფონი.
3.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა კ------------- ბ--------–---–მა განმარტა, რომ იცნობს მ------ კ-------–--ეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, ასევე იცნობს დაზარალებულ მ-----– ჭ----–--ეს, რომელიც მუშაობს მუშად და ყარაულად ობიექტზე, სადაც თავადაც მუშაობს. მ-----– ჭ----–--ისაგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ მ------ კ------–---სთან მოუვიდა კონფლიქტი, მისთვის არ იყო ცნობილი, რომ მ-----– ჭ----–--ე სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა მ------ კ-------–--ის სახლში და არ იცის ქონდა თუ არა ბეს სახით აღებული მისგან თანხა. ბ--------–---–ი ტელეფონზე ესაუბრა მ------ კ-------–--ეს და უთხრა, რომ პოლიცია იყო მისული და მას ეძებდნენ. მოწმემ დაადასტურა, რომ მ------ კ-------–--ემ მ-----– ჭ----–--ესთან გაატანა ღვინო 20 ლიტრის ოდენობით.
3.6. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე დ----- ყ--------–---–მა განმარტა, რომ ბრალდებულებს იცნობს საქმიდან გამომდინარე. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყო მ-----– ჭ----–--ის შეტყობინების საფუძველზე. მაღაზიის გამყიდველმა შ------- ა-----–---მ აცნობათ, რომ მასთან შევარდა მამაკაცი, რომელსაც მისდევდნენ და სცემდნენ, ასევე სასწრაფოდანაც შევიდა ანალოგიური შეტყობინება. ეს პიროვნება აღმოჩნდა მ-----– ჭ----–--ე, რომელმაც განაცხადა, რომ მ------ კ-------–--ემ და მისმა თანმხლებმა პირმა წაართვეს მობილური ტელეფონი, სცემეს და სთხოვდნენ ფულს 1000 აშშ დოლარს. მ-----– ჭ----–--ეს ვიზუალურად ეტყობოდა, რომ ნაცემი, განერვიულებული და შეშინებული იყო. ალკოჰოლური ზემოქმედება არ ეტყობოდა. მიღებულ იქნა ინფორმაციული პატაკი, რომლის თანახმადაც, მ------ კ-------–--ესთან ერთად იყო ლ---- ო----ე. პატაკში მითითებული იყო მათი ადგილსამყოფელის შესახებ. მ------ კ-------–--ე დაკავებული იქნა მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, რა დროსაც მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა დანა, ხოლო ლ---- ო----ე დაკავებული იქნა განყოფილებაში, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად დ----- კ----–-–---–ის მიერ ამოღებულ იქნა დანა, ჩატარდა ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოღებულა, ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა, რა დროსაც დაზარალებულმა ამოიცნო ლ---- ო----ე, რის შემდეგაც მოხდა მისი დაკავება.
3.7 . სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გ------- უ----–---–მა განმარტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის სახით დაკითხა მ------ კ-------–--ე. მონაწილეობა მიიღო მ------ კ-------–--ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში, რომელიც ჩატარდა მობილური ტელეფონის ამოღების მიზნით. თუმცა ჩხრეკის შედეგად არაფერი ამოღებულა დაკავებული დაკითხულ იქნა ბრალდებულის სახით.
3.8. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ლ--–- თ---–--–---–მა განმარტა, რომ არის მ------ კ-------–--ის მეუღლე. ლ---- ო----ე მ------ კ-------–--ის მეგობარია, მ-----– ჭ----–--ემ მათთან სახლში გააკეთა გაყვანილობა. 2017 წლის 17 ნოემბერს მივიდენენ სახლში მ------ კ-------–--ე და მ-----– ჭ----–--ე, რომელსაც უნდა გაეკეთებინა მოჭიმული იატაკი ე.წ. ,,სტიაშკა“, კარის გაღების შემდეგ ლ--–- თ---–--–---–ი გავიდა ბავშვთან, რომელიც მარტო იყო დატოვებული ოთახში, ხოლო მ------მ და მ-----–მა დაიწყეს მუშაობა, როდესაც მ------ და მ-----–ი მივიდნენ სახლში იყო მისი დედამთილიც, ლ---- ო----ე არ ყოფილა. მ------ს და დაზარალებულ მ-----– ჭ----–--ეს შორის არანაირი ხმაური, დაძაბულობა არ ყოფილია, ბინაში დაყვეს ნახევარი საათი, მ-----–ი რაღაც ნიშნებს აკეთებდა, რომ დაესხათ ბეტონი, მაგრამ ვერ დაასხეს, რადგან თოკი არ ქონდათ, გავიდნენ თოკის მოსატანად, არც სახლში და არც ეზოში ხმაური არ გაუგია, რომ ყოფილიყო გამოვიდოდა. მ-----– ჭ----–--ეს დაახლოებით 100-150 ლარი მისცეს დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, როდესაც წყლის გამათბობელი ე.წ. ,,კალონკა“ გააკეთა, მას კიდევ უნდა გაეგრძელებინა სამუშაო, ,,სტიაშკის“ გარდა უნდა გამოეცვალა ფანჯარა, იმ პერიოდში ვეღარ გააკეთეს რადგან არ ეცალა.
3.9. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მ------ კ-------–--ემ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ დიდი ხანია იცნობს მ-----– ჭ----–--ეს და ქონდა კარგი ურთიერთობა. 17 ნოემბერს შეხვდა მის სახლში სარემონტო სამუშაოების გამო. მ-----– ჭ----–--ე იმყოფებოდა მ------ კ-------–--ის სახლში დღის საათებში, ისინი ჩავიდნენ მაღაზიაში მილის და ქაფჩის საყიდლად, როდესაც დაბრუნდნენ მ-----– ჭ----–--ეს კვლავ დაავიწყდა სამუშაო იარაღები, რის გამოც მ------ კ-------–--ის სახლიდან წამოვიდნენ იარაღის მოსატანად. მ-----– ჭ----–--ე იყო ნასვამ მდგომარეობაში. სახლიდან გამოსვლისას, ეზოსთან შეხვდა ლ---- ო----ე, რომელიც მივიდა მანქანის წაყვანის მიზნით, ისიც ჩაჯდა მანქანაში დაზარალებულის მითითებით წავიდნენ ჭ----–--ის სამუშაო ადგილზე, სადაც მ-----–ი გადავიდა მანქანიდან იარაღების მოსატანად, მაგრამ უკან აღარ დაბრუნებულა.
3.10. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ლ---- ო----ემ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2017 წლის 17 ნოემბერს იმყოფებოდა სამსახურში, რადგან მისი მანქანა ქონდა მ------ კ-------–--ეს, საღამოს საათებში შეხვდა მას, სახლში არ ასულა, ეზოსთან შეხვდა, მ------ იყო მ-----– ჭ----–--ესთან ერთად, რომელსაც მანამდე არ იცნობდა. მათი საუბრიდან მიხვდა, რომ რემონტისთვის რაღაც ნივთები ჭირდებოდათ. მანქანაში მ------ კ-------–--ე სარგებლობდა ლ---- ო----ის ტელეფონით, მ-----– ჭ----–--ეს უნდა აეღო ხელსაწყოები, რაც სჭირდებოდა სარემონტოდ, მაგრამ წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
3.11. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე მოწმე მ-----– ჭ----–--ის ჩვენების შემოწმების მიზნით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. მ-----– ჭ----–--ის მითითებით წავიდნენ შ-----–-----ის ქუჩის მიმართულებით, შ-----–-----ის ქუჩის მეორე და მეოთხე მიკრორაიონების გავლით მივიდნენ ფ----–-----------------თან, სადაც არის მშენებარე სახლი, მ-----– ჭ----–--ემ განმარტა, რომ სწორედ ამ მშენებარე სახლში მუშაობს, ატარებს სარემონტო სამუშაოებს, აღნიშნულ სახლში მიაკითხა მ------ კ-------–--ემ და წაიყვანა თავის სახლში ცემენტის დასასხმელად. მ-----– ჭ----–--ემ ამავდროულად მიუთითა ფ----–--------------ის წინ მდებარე ტერიტორიაზე, სადაც მისი, მ------ კ-------–--ის და მისი მეგობრის უკან დაბრუნების დროს მ------მ გააჩერა ავტომანქანა, მ-----– ჭ----–--ემ კვლავ მიუთითა ფ----–-----------------ზე, საიდანაც თავი დააღწია და გაიქცა მ------ კ-------–--ისგან და მისი მეგობრისგან. მ-----– ჭ----–--ემ მიუთითა ფ----–-------------------ში მდებარე ხილ-ბოსტნის მაღაზიაზე და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული ხილბოსტნის მაღაზიაში იმყოფებოდა გაქცევის დროს, აღნიშნულის შემდეგ მ-----– ჭ----–--ის მითითებით წავიდნენ ვ-–-–------ის მიმართულებით და განმარტა, რომ სწორედ ამ გზის გავლით წავიდნენ მ------ კ-------–--ის საცხოვრებელ სახლში, ვ-–-–------ის დასახლების ვ-------–---–--------ს გავლით გავიდნენ მ---–--–----–-----ის გამზირზე და წავიდნენ დ-------–-----–-ს ძეგლის მიმართულებით, მ-----– ჭ----–--ის მითითებით გაიარეს ა-------–-ს ქუჩა და გავიდნენ ბ--–--–---–ის ქუჩაზე და წავიდნენ დ-----------------------------------------ის მიმართულებით, მ-----– ჭ----–--ის მითითებით გაჩერდნენ დ------------ი მ-------------–ი კ--------------ის ეზოში და მან მიუთითა საცხოვრებელი კორპუსის პირველ სადარბაზოზე, სადაც მ------ კ-------–--ემ და მისმა მეგობარმა აიყვანეს მ------ კ-------–--ის საცხოვრებელ სახლში მე-7 სართულზე, ბ--------ში. მ-----– ჭ----–--ემ ასევე მიუთითა კორპუსის წინ მდებარე ტერიტორიაზე, სადაც ავტომანქანაში მ------ კ-------–--ემ წაართვა ხელიდან მობილური ტელეფონი, რაზედაც მ------ კ-------–--ემ და მისმა მეგობარმა ამავდროულად მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა.
3.12. ამოღების ოქმის თანახმად, მ-----– ჭ----–--ის მიერ წარმოდგენილ იქნა მისი კუთვნილი ტანსაცმელი, რომელიც ეცვა 2017 წლის 17 ნოემბერს მის მიმართ განხორციელებული ძარცვის ფაქტის დროს, კერძოდ, ერთი ცალი შავი ფერის სპორტული ნაჭრის შარვალი, რომელსაც აღენიშნება სხვადასხვა ფერის ლაქები, შარვლის უკანა ჯიბეზე აქვს წარწერა ,,KIRTEKS” და ერთი ცალი შავი ფერის მოკლემკლავიანი მაისური, სახელოზე წარწერები ,,MITCHI“, რომელსაც აღენიშნება სხვადასხვა ფერის ლაქები, მათ შორის წინა მხარეს, საყელოს ქვემოთ შიდა მხრიდან აღენიშნება მოწითალო-მოყავისფრო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, აღნიშნული შარვალი და მაისური ამოღებულ იქნა მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა.
3.13. ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, სეროლოგიური, გენეტიკური კვლევისა და სტასტისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით: ,,მ-----– ჭ----–--ის ტანსაცმელი...“ მოთავსებულ მაისურზე (ობ.N3) და შარვალზე (ობ.N1) არსებული მოწითალო - მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ-----– ჭ----–--ეს (ობ.N4; პაკეტი, წარწერით: ,,მ-----– ჭ----–--ის სისხლის ნიმუში...“) ამავე შარვალზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ.N2) სისხლს არ წარმოადგენს.
3.13.1. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ვ--------------მ.
3.14. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის N--------- თანახმად: პირადი გასინჯვით, 2-----2017წ-ს მ-----– ჭ----–--ეს სხეულზე აღენიშნება დაზიანებები: სისხლნაჟღეთი მარჯვენა ყურის ნიჟარის უკან, საფეთქლის დვირილისებრ მიდამოში, ნაჭდევები-კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე მკერდლავიწდვრილისებრი კუნთის შუა მესამედის საპროექციოდ, გულმკერდის XI-XII მალების საპროექციოდ ხერხემლის გვერდით ხაზზე მარჯვნივ, მარჯვენა იდაყვი სახსრის შიგნითა ზედაპირზე და ბარძაყის ზედა მესამედში, გარეთა ზედაპირზე.
დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, თითოეული ცალკ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
სისხლნაჟღენთი მარჯვენა ყურის ნიჟარის უკან, საფეთქლის დვრილისებრ მიდამოში, ასევე ნეჭდევები კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე მკერდლავიწდვრილისებრი კუნთის შუა მესამედის საპროექციოდ და გულმკერდის XI-XII მალების საპროექციოდ ხერხემლის გვერდით ხაზზე მარჯვნივ, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრამვის მიღების თარიღს.
ნაჭდევები მარჯვენა იდაყვის სახსრის შიგნითა ზედაპირზე და მარჯვენა ბარძაყის ზედა მესამედში, გარეთა ზედაპირზე ხანდაზმულობით ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრამვის მიღების თარიღს.
3.14.1. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ს------------–-----მ.
3.15. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ამოსაცნობმა პირმა ლ---- ო----ემ უარი განაცხადა საგამოძიებო მოქმედება ამოცნობაში მონაწილეობის მიღებაზე, რის გამოც ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა. ამომცნობმა მ-----– ჭ----–--ემ მის წინაშე წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო ლ---- ო----ე, რომელმაც მის ნაცნობ მ------სთან ერთად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და წაართვა მობილური ტელეფონი. მ-----– ჭ----–--ემ ამოსაცნობი პირი ლ---- ო----ე ამოიცნო სახის მოყვანილობით, სახის ფერით (შავგვრემანი) მოგრძო პირისახით, მოგრძო ცხვირით, შავი წარბებით, თმის ფერით და ვარცხნილობით და დაადასტურა, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ 2017 წლის 17 ნოემბერს მის ნაცნობ მ------ კ-------–--ესათან ერთად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და გასტაცეს მობილური ტელეფონი.
3.15.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებელმა დ----- მ---------ემ განმარტა, რომ მის მიერ იქნა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების-ფოტოსურათით ამოცნობა და დაადასტურა საგამოძიებო მოქმედების ოქმის სისწორე.
3.16. დათვალიერების ოქმით და ,------------ს’’ დეტალური ამონაწერით დასტურდება, რომ დათვალიერებულ იქნა მ-----– ჭ----–--ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია. დოკუმენტზე ტელეფონის ნომერში მითითებულია მ-----– ჭ----–--ის ტელეფონის ნომერი 5-------, იმეი კოდი 3-------------. დროის შუალედი: 01.11.2017-18.11. 2017.------------ს დეტალური ამონაბეჭდში დაფიქსირებულია მობილური ტელეფონის ნომერი 5-----------, რომელიც მ-----– ჭ----–--ის განმარტებით ეკუთვნის მ------ კ-------–--ეს, ასევე ნომერი 5------------, რომლიც მისივე განმარტებით ეკუთვნის ლ---- ო----ეს, ასევე დაფიქსირებულია ტელეფონის ნომერი 5------------, რომელიც ეკუთვნის რ---- ს-------–--ეს.
3.17. ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს შავი ფერის ავტომანქანა ,,BMW X5’’ სახელმწიფო ნომრით J--------, რომლის საიდენტიფიკაციო ნომერია ე.წ. ვინ კოდი ,,U---------------- აღნიშნულ ავტომანქანას ვიზუალური დათვალიერებით რაიმე სახის დაზიანება, გარდა ნაკაწრებისა არ აღენიშნება. ს----------------------–-----------------------------ს ექსპერტების მიერ აღნიშნული ავტომანქანიდან ამოღებულ იქნა მიკრონაწილაკები, კერძოდ: 1 ცალ დაქტილოფირზე უკანა მარჯვენა სავარძლის საზურგის და თავის მისაყრდნობის ზედაპირიდან, 1 ცალ დაქტილოფირზე უკანა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომის ზედაპირიდან, 1 ცალ დაქტილოფირზე წინა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომის ზედაპირიდან, ერთ ცალ დაქტილოფირზე უკანა მარცხენა სავარძლის საზურგის და თავის მისაყრდნობის ზედაპირიდან, ერთ ცალ დაქტილოფირზე მარცხენა სავარძლის დასაჯდომის ზედაპირიდან, 1 ცალ დაქტილოფირზე წინა მარცხენა სავარძლის საზურგის და თავის მისაყრდნობის ზედაპირიდან. აღნიშნული მიკრონაწილაკები მოთავსდა რვა ცალ ქაღალდის კონვერტში, რის შემდეგაც ყველა ერთად მოთავსდა ერთ ცალ სპეც.პაკეტში F---------, რომელზეც დაისვა ხელმოწერები და თარიღი. ა/მანქანის ჩხრეკის შედეგად საქმისათვის მნიშვნელოვანი რაიმე ნივთი ან საგანი ნანახი და ამოღებული ვერ იქნა. ლ---- ო----ემ ოქმის ხელმოწერაზე უარი განაცხადა.
3.17.1. ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურა სასმართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა დ----- კ----–-–---–მა.
3.18. სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, მ------ კ-------–--ის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს რვა სართულიანი კორპუსის მე-7 სართულზე, სახლში შევდივართ ნაცრისფერი ერთფრთიანი რკინის კარებით, სახლში შესვლისას არის კორიდორი, კორიდორის მარჯვენა მხარეს ორფრთიანი ხის კარით შევდივართ, საძინებელ ოთახში, სადაც განლაგებულია საძინებელი და ავეჯი, კორიდორის მარცხენა მხარეს კორიდორის გავლით შევდივართ სამზარეულო ოთახში, სამზარეულო ოთახიდან გავდივართ ე.წ. ლოჯში სადაც ალაგია მაგიდა სკამები, 11 ცალი ქვიშის ტომარა და ორი ცალი ცემენტის ტომარა, შემოსასვლელი კორიდორის მოპირდაპირე მხარეს ორფრთიანი ხის კრით შევდივართ მისაღებ ოთახში, სადაც ალაგია ხის ავეჯი, მისაღები ოთახის მარჯვენა მხარეს ორფრთიანი ხის კარით შევდივართ საძინებელ ოთახში, სადაც შუა ნაწილში დგას საძინებელი და ბავშვის რბილი სათამაშოები. მ------ კ-------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული ვერ იქნა.
3.19. ლ---- ო----ის ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ბინის ჩხრეკის შედეგად საქმისათვის მნიშვნელოვანი რაიმე ნივთი ან საგანი ნანახი და ამოღებული ვერ იქნა.
3.20. ბრალდებულების მ------ კ-------–--ის და ლ---- ო----ის ადვოკატმა დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, რომ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით საქმეში არ არსებობს არა თუ პირდაპირი, არამედ ერთი ირიბი მტკიცებულებაც კი. ბრალდება მთლიანად ემყარება დაზარალებულ მ-----– ჭ----–--ის არადამაჯერებელ ჩვენებას, რომლის გაზიარების არანაირი საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია. ადვოკატებმა მოითხოვეს მტკიცებულებათა არ არსებობის გამო გამოძალვის ეპიზოდში წარდგენილ ბრალდებაში მ------ კ-------–--ის და ლ---- ო----ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
3.21. სასამართლო მისცა რა შეფასება საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე გამოკვლეულ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაადასტურა ბრალდებულების მ------ კ-------–--ის და ლ---- ო----ის ბრალდება მასში, რომ მათ ჩაიდინეს გამოძალვა.
3.21.1. სამართლებრივი თვალსაზრისით, გამოძალვა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია, რომელიც ხელყოფს საკუთრებით ურთიერთობებს, მის საგანს წარმოადგენს, როგორც ქონება, ისე ქონებაზე უფლება, ქმედება გამოიხატება დამნაშავის მიერ ქონების მესაკუთრისადმი ან ქონების მფლობელისადმი მიმართულ მოთხოვნაში გადასცეს მას ნივთი ან მასზე უფლება, თავის მხრივ, მოთხოვნა გულისხმობს დამნაშავის მხრიდან პირისათვის კატეგორიულ შეთავაზებას უსასყიდლოდ გადასცეს გამომძალველს ნივთი ან ქონებრივი უფლება ან ქონებით სარგებლობის უფლება. მოქმედება უნდა იყოს წინასწარი შეცნობით უსაფუძვლო და მართლსაწინააღმდეგო, დაზარალებულის იძულება მუქარის სხვადასხვა სახით გამოიხატება იქნება ეს ძალადობის გამოყენება, ქონების განადგურება თუ ა.შ.
3.21.2. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლით, რომლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტული საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ბრალდებულების მ------ კ-------–--ის და ლ---- ო----ის ბრალდების დამადასტურებელი ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.21.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულების მ------ კ-------–--ის და ლ---- ო----ის ბრალდება გამოძალვის ეპიზოდთან დაკავშირებით ემყარება მხოლოდ დაზარალებულ მ-----– ჭ----–--ის ჩვენებას იმის თაობაზე, რომ მ------ კ-------–--ის სახლში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, სადაც ე.წ. ,,სტიაშკა’’ უნდა გაეკეთებინა მ-----– ჭ----–--ეს, მ------ კ-------–--ეს და მ-----– ჭ----–--ეს შორის მოხდა შელაპარაკება, რა დროსაც მ------ კ-------–--ემ შეურაცხყოფა მიაყენა მ-----– ჭ----–--ეს, მათ საუბარში ჩაერთო ლ---- ო----ე, რომლებმაც უთხრეს, აღარ უნდოდათ ,,ტიაშკის’’ დასხმა, წასულიყო და 1000 დოლარი მოეტანა, შემდეგ 1000 ლარს მოიტანდა და თუ არ შეასრულებდა, დაემუქრნენ მეუღლის და შვილების მოკვლით. მას შემდეგ, რაც ჭ----–--ემ მათ უთხრა, რომ თანხა არ ქონდა, ამას მოყვა მ-----– ჭ----–--ის ცემა; აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მ-----– ჭ----–--ე არ იძლევა არანაირ ინფორმაციას მის მიმართ თანხის გამოძალვის ფაქტზე; დაზარალებულ მ-----– ჭ----–--ის მეგობარი რ---- ს-------–--ე მ-----– ჭ----–--ისგან გადმოცემით ადასტურებს ამ უკანასკნელის მიმართ განხორციელებული ძალადობის და გამოძალვის ფაქტს; ბრალდებულმა მ------ კ-------–--ემ უარყო ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა და განმარტა, რომ 2017 წლის 17 ნოემბერს ის და მ-----– ჭ----–--ე ავიდნენ მასთან სახლში სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად, ლ---- ო----ე შეხვდათ ეზოში, სახლში არ ასულა, მ------ კ-------–--ემ და ლ---- ო----ემ მ-----– ჭ----–--ე წაიყვანეს ხელსაწყოების წამოსაღებად მ-----–ი ჩავიდა მანქანიდან და შემდეგ აღარ დაბრუნებულა; ანალოგიური დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბრალდებულმა ლ---- ო----ემ. ამდენად, დაზარალებულ მ-----– ჭ----–--ის გარდა სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც გამოძალვის ბრალდებას დაადასტურებდა საქმეში არ არსებობს.
3.21.4. სასამართლოსთვის გაურკვეველია თუ რას ემყარება ბრალდების დადგენილებაში ფორმულირება იმის შესახებ, რომ მ------ კ-------–--ემ და ლ---- ო----ემ მ-----– ჭ----–--ეს გასატცეს ,,სამსუნგის’’ ფორმის მობილური ტელეფონი. აღნიშნულ ფაქტს უთითებს მხოლოდ დაზარალებული, მაგრამ დაზარალებულის კუთვნილი ტელეფონი არც მ------ კ-------–--ის და არც ლ---- ო----ის პირადი ჩხრეკისას, მანქანის ჩხრეკისას ან ბინის ჩხრეკისას არ იქნა ამოღებული და, ზოგადად, გამოძიების შედეგად მ-----– ჭ----–--ის მობილური ტელეფონი ამოღებული ვერ იქნა. მართალია, ლ---- ო----ის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა იმგვარი ტელეფონი, რაც ქონდა მ-----– ჭ----–--ეს, კერძოდ, მობილური ტელეფონი ,,samsung Duos’’ იმეი კოდით 3----------------- და 3-----------------, მაგრამ ამ ტელეფონის იმეიკოდები არ ემთხვევა მ-----– ჭ----–--ის მიერ წარმოდგენილი ,,samsung galaxy Duos’’ მობილური ტელეფონის სიმბარათის ამონაწერის იმეიკოდს - 3--------------; დათვალიერების ოქმით და ,------------ს’’ დეტალური ამონაწერით დასტურდება, მ-----– ჭ----–--ის ტელეფონზე მ------ კ-------–--ის, ლ---- ო----ის და რ---- ს-------–--ის ტელეფონიდან შემომავალი ზარები, რომლებსაც სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით არც მ------ კ-------–--ე უარყოფს; ხოლო მოწმე რ---- ს-------–--ე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ როდესაც რეკავდა მ-----– ჭ----–--ის ტელეფონზე პასუხობდა უცნობი მამაკაცი, რომლის ვინაობაც გამოძიებით არ არის დადგენილი. ამდენად, მითითებული მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ მ------ კ-------–--ის და ლ---- ო----ის მიერ მ-----– ჭ----–--ის კუთვნილი მობილური ტელეფონის გატაცების ფაქტს, ხოლო სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დაზარალებულის ჩვენებას მისი კუთვნილი ტელეფონის მ------ კ-------–--ის და ლ---- ო----ის მიერ გატაცებასთან დაკავშირებით საქმეში არ არსებობს.
3.21.5. საქმეში არ არსებობს ასევე იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა მ------ კ-------–--ის საცხოვრებელი სახლში ლ---- ო----ის ყოფნის ფაქტს. ამ ფაქტს ადასტურებს მხოლოდ დაზარალებული მ-----– ჭ----–--ე, ამ ფაქტს უარყოფს მ------ კ-------–--ე, მ------ კ-------–--ის მეუღლე ლ--–- თ---–--–---–ი, რომელიც სახლში იმყოფებოდა იმ დროს, როდესაც მ------ კ-------–--ემ მიიყვანა მ-----– ჭ----–--ე, ამ ფაქტს უარყოფს თავად ბრალდებული ლ---- ო----ე, სხვა მტკიცებულება ამ ფაქტთან დაკავშირებით საქმეში არ არსებობს.
3.21.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ არც ერთი მხარე არ ხდის სადაოდ და სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მ------ კ-------–--ეს საცხოვრებელ სახლში ქონდა სარემონტო სამუშაოები, რის გამოც მ-----– ჭ----–--ესა და მ------ კ-------–--ეს შორის მოხდა შელაპარაკება, მაგრამ დაზარალებულ მ-----– ჭ----–--ის ჩვენების გარდა სხვა მტკიცებულება იმ ფაქტის დასადგენად, რომ მ------ კ-------–--ე და ლ---- ო----ე 1000 აშშ დოლარს სძალავდნენ დაზარალებულს საქმეში არ არსებობს.
3.21.7. საკასაციო პალატამ 2017 წლის 9 ნოემბრის საქმეში #291აპ-17 აღნიშნა, რომ ,,მხოლოდ ერთი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას’’. ასევე, საკასაციო პალატამ საქმე #251აპ-16-ში აღნიშნა, რომ ,,მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს, დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირის ჩვენება არ შეიძლება დაედოს საფუძვლად პირის მსჯავრდებას და გამამტყუნებელ განაჩენს.’’
3.21.8. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ გამოძალვის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება, დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, ასევე ითვალისწინებს, რომ მესაკუთრეს მისი დანაშაულებრივი ქმედებით მიადგება მატერიალური ზიანი და სურს ამგვარი შედეგის დადგომა; ობიექტური მხრივ კი ეს ქმედება ორი ურთიერთდამოკიდებულ ქმედებაში გამოიხატება - მოთხოვნასა და მუქარაში. გამოძალვის დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობა არა აქვს დამნაშავე რეალურად აპირებდა თუ არა მუქარის განხორციელებას, მაგრამ მთავარია ეს მუქარა დაზარალებულმა რეალურად აღიქვას. კონკრეტულ შემთხვევაში მ------ კ-------–--ეს კარგად ქონდა გაცნობიერებული, რომ მ-----– ჭ----–--ე იყო მუშა, მისგან ვერ მიიღებდა ვერანაირ თანხას და არანაირი წინაპირობა არ არსებობდა მ-----– ჭ----–--ისგან თანხის გამოძალვის განზრახვის გაჩენის (საქმის მასალებით, იქეთ უწევდა დახმარებას), შესაბამისად, მ------ კ-------–--ის მხრიდან ამგვარი მოთხოვნის შედეგად გარკვეული სარგებლის მიღება იმთავითვე მოკლებული იქნებოდა რეალობას, ამასთანავე, სარემონტო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით ხელოსანსა და ბინის მესაკუთრეს შორის წარმოშობილი კონფლიქტის დროს ნათქვამი სიტყვების დაზარალებულის მიერ რეალურად აღქმაც საეჭვოდ ხდება. სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების გათვალიწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა არსებობის შემთხვევაშიც კი ამგვარი ქმედებები არ შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების - გამოძალვის შემადგენლობას. თუმცა სასამართლო არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ხელოსანსა და ბინის მესაკუთრეს შორის სარემონტო სამუშაოების გამო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდეს და სისხლის სამართლის კანონმდებლობით დაცული სიკეთის ხელყოფას ქონდეს ადგილი.
3.21.9. სასამართლომ შეაფასა რა მ------ კ-------–--ის და ლ---- ო----ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები გამოძალვის ეპიზოდთან დაკავშირებით საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მ------ კ-------–--ის და ლ---- ო----ის ბრალდებას მასში, რომ 2017 წლის 17 ნოემბერს, ქ. თბილისი, დ------------ი, მ-------------–ი, მე-1-----------ი, ბ---------ში მ------ კ-------–--ემ და ლ---- ო----ემ სცემეს და ფიზიკური დაზიანება მიაყენეს მ-----– ჭ----–--ეს, მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვეს 1000 აშშ დოლარის გადაცემა, რის შემდეგაც გასტაცეს ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი.
3.21.10. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მ------ კ-------–--ე და ლ---- ო----ე უდანაშაულოდ უნდა იქნენ ცნობილი საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდნენ.
3.22. სასამართლო აძლევს რა შეფასებას მ------ კ-------–--ის ქმედებას მ-----– ჭ----–--ის მიმართ გამოხატულ ძალადობასთან დაკავშირებით, მიაჩნია, რომ მ------ კ-------–--ემ მ-----– ჭ----–--ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა. კერძოდ:
3.22.1. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის N 0-------- თანახმად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2-----2017წ-ს მ-----– ჭ----–--ეს სხეულზე აღენიშნება დაზიანებები: სისხლნაჟღეთი მარჯვენა ყურის ნიჟარის უკან, საფეთქლის დვირილისებრ მიდამოში, ნაჭდევები-კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე მკერდლავიწდვრილისებრი კუნთის შუა მესამედის საპროექციოდ, გულმკერდის XI-XII მალების საპროექციოდ ხერხემლის გვერდით ხაზზე მარჯვნივ, მარჯვენა იდაყვი სახსრის შიგნითა ზედაპირზე და ბარძაყის ზედა მესამედში, გარეთა ზედაპირზე. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, თითოეული ცალკ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. სისხლნაჟღენთი მარჯვენა ყურის ნიჟარის უკან, საფეთქლის დვრილისებრ მიდამოში, ასევე ნეჭდევები კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე მკერდლავიწდვრილისებრი კუნთის შუა მესამედის საპროექციოდ და გულმკერდის XI-XII მალების საპროექციოდ ხერხემლის გვერდით ხაზზე მარჯვნივ, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრამვის მიღების თარიღს; დაზარალებულ მ-----– ჭ----–--ის განმარტებით, აღნიშნული დაზიანებები მან მიიღო მ------ კ-------–--ის ბინაში, სადაც ლ---- ო----ემ და მ------ კ-------–--ემ სცემეს და მიაყენეს სხეულის დაზიანებები.
3.22.2. წარმოდგენილ მტკიცებულებებით, სასამართლო დადგენილად არ მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ მ-----– ჭ----–--ეს ურტყამდა როგორც მ------ კ-------–--ე, ასევე ლ---- ო----ე. საქმის მასალებით, სასამართლო უტყუარად დადგენილად ვერ მიიჩნევს არა თუ ლ---- ო----ის მიერ მ-----– ჭ----–--ის ცემის ფაქტს, არამედ ლ---- ო----ის მ------ კ-------–--ის სახლში ყოფნის ფაქტს იმ დროს, როდესაც მ-----– ჭ----–--ემ მიიღო სხეულის დაზიანება. ამ ფაქტს, როგორც ზემოთ აღინიშნა, ადასტურებს მხოლოდ მ-----– ჭ----–--ე, რომლის საწინააღმდეგოდ საქმეში არის მოწმე ლ--–- თ---–--–---–ის ჩვენება, რომლითაც დასტურდება, რომ მ------ კ-------–--ე მარტო იყო, როდესაც მ-----– ჭ----–--ე აიყვანა სახლში. მოწმე კ------------- ბ--------–---–მაც აჩვენა, რომ ჭ----–--ემ მასთან საუბარში აღნიშნა, რომ მ------სთან მოუვიდა უსიამოვნება და არ უხსენებია ლ---- ო----ე. ამ ფაქტს არ უთითებს დაზარალებული მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში. ამდენად, მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება სასამართლოს საკმარისად არ მიაჩნია ლ---- ო----ის მიერ მ-----– ჭ----–--ის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტის დასადგენად.
3.22.3. 1---ში შეტყობინებით, მოწმეების რ---- ს-------–--ის, შ------- ა-----–---ს და ტ--------- გ-----ს ჩვენებებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 17 ნოემბერს მ-----– ჭ----–--ის მიმართ ადგილი ქონდა ფიზიკურ ძალადობას. იმ ფაქტის დასადასტურებლად თუ ვინ მიაყენა ჭ----–--ეს სხეულის დაზიანება არსებობს მხოლოდ დაზარალებულ მ-----– ჭ----–--ის ჩვენება, სხვა მოწმეები ამ ფაქტს ვერ ადასტურებენ. საკითხის ობიექტურად გადაწყვეტის მიზნით სასამართლო აფასებს საქმის მთლიან ვითარებას და ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ მას შემდეგ, რაც მ------ კ-------–--ემ მ-----– ჭ----–--ე აიყვანა თავისთან სახლში, შემდეგ კვლავ მ------ კ-------–--ემ მიიყვანა თავისი მანქანით იმ ადგილას, სადაც დაზარალებული დახმარების მიზნით შევარდა მაღაზიაში და იქ მყოფ შ------- ა-----–---ს და ტ--------- გ-----ს სთხოვა შველა, რა დროსაც აშკარად ეტყობოდა, რომ იყო ნაცემი, ხოლო ამ დროის განმავლობაში ის სხვაგან არ ყოფილა, სასამართლო სარწმუნოდ მიჩნევს მ-----– ჭ----–--ის ჩვენებას იმის თაობაზე, რომ მის მიმართ ძალადობა განახორციელა მ------ კ-------–--ემ.
3.22.4. იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ მ------ კ-------–--ესა და მ-----– ჭ----–--ეს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ადგილი ქონდა ფიზიკური ძალის გამოყენებას და დაზარალებულის ჩვენებაში არსებული დაზიანებები ემთხვევა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი დაზიანებების ადგილს, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს მ------ კ-------–--ის მიერ მ-----– ჭ----–--ის ცემის ფაქტს, რა დროსაც მ-----– ჭ----–--ემ მიიღო სხეულის დაზიანების მსუბუქი ხარისხი, ჯანმრთელობის მოუშლ--–-დ. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო ასკვნის, რომ მ------ კ-------–--ემ ჩაიდინა მ-----– ჭ----–--ის ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3.22.5. ზ/აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ------ კ-------–--ის ქმედება შეიცავს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის შემადგენლობას და მისი ქმედება სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშულისათვის
ნასამართლევი პირის მიერ.
3.23. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ვ---------------–----------------–--------------------–--ის უფროსის მოადგილე დ----- გ-----–--ემ განმარტა, რომ 2017 წლის 17 ნოემბერს ვ---------------–----------------–--------------------–--აში დაიწყო გამოძიება ძარცვის მუხლით. 2018 წლის 18 ნოემბერს გ------ მ---–--ის მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ვ-–- ჩ------სთან ერთად გავიდა მისამართზე დ------------ი, მ---------------–ი, მე-1-----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ნახეს მ------ კ-------–--ე, წარუდგინეს სამსახურებრივი მოწმობები და აცნობეს, რომ გამოძიება იყო დაწყებული ძარცვის მუხლით და განუმარტეს უფლებები, მ------ კ-------–--ე შეეცადა მიმალვას და პოლიციის თანამშრომლებს გაუწია წინააღმდეგობა, რის შემდეგაც იქნა დაკავებული. პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ფულადი თანხა, ტელეფონი და შავტარიანი დასაკეცი დანა. ბრალდებული გადაყვანილ იქნა განყოფილებაში, სადაც შედგა ოქმი.
3.24. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ვ---------------–----------------–--------------------–--ის თანამშრომელმა ვ-–- ჩ------მ განმარტა, რომ 2017 წლის 18 ნოემბერს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც შეიტყო 2017 წლის 17 ნოემბერს მ-----– ჭ----–--ის ძარცვასთან დაკავშირებით. საღამო ხანს განყოფილების უფროსის მოადგილესთან დ----- გ-----–--ესთან ერთად გავიდა მისამართზე დ------------ის მ---------------–ი N------------სის მიმდებარედ, სადაც იმყოფებოდა და დააკავეს მ------ კ-------–--ე. დაკავების შემდეგ მ------ კ-------–--ეს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ქურთუკიდან ამოღებული იქნა შავი ფერის დანა, ფულადი თანხა და სონის ფირმის მობილური ტელეფონი.
3.25. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ვ---------------–----------------–--------------------–--ის უფროსის მოადგილე გ------ მ---–--ემ განმარტა, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიიღო ოპერატიული ინფორმაცია. მ------ კ-------–--ის შესახებ დაზარალებულმა განაცხადა, ხოლო ლ---- ო----ის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა პირად კავშირზე მყოფმა პირმა და აცნობა მათი ადგილსამყოფელის შესახებ, რის შემდეგაც შეიქმნა ჯგუფი, რომელიც გასული იქნა მისამართზე, სადაც მოხდა მ------ კ-------–--ის დაკავება, ხოლო ლ---- ო----ე მოწმის სახით იქნა მიყვანილი განყოფილებაში, რომლის დაკითხვის შემდეგ ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა, რადგან მან უარი განაცხადა ამოცნობაზე, ფოტოსურათით ამოცნობის შემდეგ მოხდა ლ---- ო----ის დაკავება. პირადი ჩხრეკის შედეგად ლ---- ო----ისაგან ამოღებული იქნა დანა.
3.26. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ვ---------------–----------------–-------- განყოფილების თანამშრომელმა გ------- ქ------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 18 ნოემბერს იმყოფებოდა შემოვლაზე, რა დროსაც დაუკავშირდა ხელმძღვანელობა და აცნობა, რომ დ-------------------------------ის ტერიტორიაზე იმყოფებოდა ლ---- ო----ე, რომელიც განყოფილებაში უნდა მიეყვანა მ-----– ჭ----–--ის მობილური ტელეფონის ძარცვასთან და ფულის გამოძალვასთან დაკავშირებით. დ-------------------------------ის შენობასთან დახვდათ ლ---- ო----ე, რომელიც იმყოფებოდა მეგობართან ერთად, შავი ფერის ,,BMW-X5‘’–ის მარკის ავტომანქანაში, მან თანხმობა განაცხადა განყოფილებაში წაყოლაზე. წავიდნენ მანქანით, პოლიციის მანქანა უკან გაყვა, განყოფილებაში გამომძიებელმა დ----- კ----–-–---–მა განუმარტა დაბარების მიზეზი და კითხა ქონდა თუ არა მ-----– ჭ----–--ის ტელეფონი, რაზეც ო----ემ უარი განაცხადა. პირადი ჩხრეკა ჩატარდა ო----ის თანხმობით, რის შედეგადაც ლ---- ო----ის ქურთუკის შიდა ჯიბიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის ,,ვიქტორინოქსის“ ფირმის გასაშლელი დანა, ხოლო შარვლის ჯიბიდან ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონი, როგორც დადგინდა ეს ტელეფონი ეკუთვნოდა თავად ო----ეს. ჩხრეკის ოქმს ლ---- ო----ემ ხელი არ მოაწერა, რაზეც განმარტება არ გაუკეთებია. ჩატარდა ავტომანქანის ჩხრეკა, რის შედეგადაც არაფერი ამოღებულა, პარალელურად მიმდინარეობდა ფოტოსურათით ამოცნობა, დაზარალებულის მიერ ლ---- ო----ის ამოცნობის შემდეგ მოხდა მისი დაკავება.
3.27. მოწმე დ----- კ----–-–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები - ლ---- ო----ის პირადი ჩხრეკა, დაკავება, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა და ავტომანქანის ჩხრეკა. ოპერ----ული ინფორმაციის საფუძველზე თანამშრომლების, მათ შორის, გ------- ქ------ის მიერ განყოფილებაში იქნა მიყვანილი ლ---- ო----ე, რომელმაც მათ კითხვაზე განუცხადა, რომ არ ქონდა დაზარალებულ მ-----– ჭ----–--ის მობილური ტელეფონი, რის შემდეგაც მისივე თანხმობით ჩატარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ლ---- ო----ის ტყავის ქურთუკის ჯიბიდან ამოღებულ იქნა ,,ვიქტორინოქსის“ ფირმის დანა, ხოლო ჯინსის შარვლის ჯიბიდან - მობილური ტელეფონი, რომელიც იყო მისი საკუთრება და არა ჭ----–--ის. დათვალიერებულ იქნა ლ---- ო----ის კუთვნილი განყოფილებასთან მდგომი ავტომანქანა, რომლის ჩხრეკის შედეგად ვერაფერი ვერ იქნა ამოღებული. პარალელურად მიმდინარეობდა ფოტოსურათით ამოცნობა, დაზარალებულის მიერ ლ---- ო----ის ამოცნობის შემდეგ მოხდა მისი დაკავება. ასევე ჩატარდა საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რის შემდეგაც არაფერი არ ყოფილა ამოღებული, ლ---- ო----ეს წინააღმდეგობა არ გაუწევია, ეცნობოდა ოქმებს, მაგრამ ხელი არ მოაწერა, რომლის მიზეზიც არ განუმარტავს. დ----- კ----–-–---–ის განმარტებით, ლ---- ო----ეს ქურთუკი ეცვა, მაგრამ მერე გაიხადა, თუმცა თან ქონდა.
3.28. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გ------- ქ--------–მა განმარტა, რომ ლ---- ო----ე, არის მისი ბავშვობის მეგობარი და მასთან აქვს ხშირი ურთიერთობა. 2017 წლის 18 ნოემბერს ლ---- ო----ის ავტომანქანით იმყოფებოდა ლ---- ო----ესთან და მის მცირეწლოვან შვილთან ერთად. დ-----------------ის შენობასთან არსებულ მაღაზიასთან გაჩერდნენ, რა დროსაც პოლიციის 5-6 კაციანი ჯგუფი მივიდა, იყო ჩოჩქოლი, ბავშვმა დაიწყო ტირილი. პოლიციელებმა ლ---- ო----ე დააკავეს და უთხრეს რომ ნარკოლოგიურში წაიყვანდნენ გადამოწმებაზე. გ------- ქ--------–ი და ლ---- ო----ის მცირეწლოვანი შვილი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც მიაკითხა ლ---- ო----ის დედამ ბავშვის წასაყვანად. გ------- ქ--------–ის განმარტებით, ავტომანქანის სავარძელზე იდო ლ---- ო----ის კუთვნილი ტყავის ქურთუკი, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში გ-------ს ეცვა და აღნიშნული ტყავის ქურთუკის ჯიბეში ედო ,,ვიქტორინოქსის“ ფირმის, შავი ფერის, საშუალო ზომის დანა, რომელიც იყიდა ორი წლის წინ ორ ოქტომბერს, ჰიპერმარკეტ ,,გ-------–ში’’, 70 ლარად და რომელსაც იყენებდა სამსახურებრივი საჭიროებისამებრ. მისთვის პოლიციაში არ უკითხავთ ვისი იყო დანა, არ იცოდა, რომ დანა ამოღებული იყო, როდესაც მას გარეთ კითხვებს უსვამდნენ, ორი თანამშრომელი იმყოფებოდა ავტომანქანასთან, საიდანაც ამოიღეს ტყავის ქურთუკი, შეიტანეს განყოფილებაში, მერე ისევ გამოიტანეს და დაუბრუნეს. რადგან დაბრუნების შემდეგ ქურთუკში დანა არ იყო, ელოდებოდა შესაბამის ზომებს, თუმცა შემდგომ მეგობრებისაგან შეიტყო, რომ აღნიშნული დანის ტარება ბრალად ედებოდა ლ---- ო----ეს, განყოფილებაში დანის ამოღებას არ დასწრებია. ლ---- ო----ეს არ ქონია დანა, რადგან იყო პირობითი მსჯავრის ქვეშ, ამიტომ ერიდებოდა დანის ტარებას.
3.29. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბრალდებულმა მ------ კ-------–--ემ არ უარყო დანის ქონის ფატი და განმარტა, რომ პირადი ჩხრეკის შედეგად მისგან ამოღებულ იქნა ტელეფონი, ფულადი თანხა 80 (ოთხმოცი) ლარი და დანა. დაკავებითანავე პირველივე ჩვენებაში აღიარებდა, რომ ქონდა დანა და დასახელებული ნივთები.
3.30. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ლ---- ო----ემ უარყო ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა და განმარტა, რომ პოლიციაში პირადი ჩხრეკის ჩატარებისას ეცვა შარვალი და ჯემპრი, ქურთუკი მას ეკუთვნის, მაგრამ ათხოვა გ------- ქ--------–ს, პოლიციელებმა გამოიტანეს ქურთუკი ცალკე დადეს და დანა ცალკე, არ უკითხავთ იყო თუ არა მისი, არაფერი უკითხავთ. არის პირობითი მსჯავრის ქვეშ, ბავშვი ტრამვირებულია და მასთან ერთად დანით არ ივლიდა.
3.31. პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, პირადი ჩხრეკის შედეგად ლ---- ო----ისაგან, კერძოდ, მისი კუთვნილი შავი ფერის ტყავის ქურთუკის შიდა მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა დანის მსგავსი ნივთი, რომელსაც გააჩნია ვერცხლისფერი ბასრი პირი, რომელსაც ბოლოში გააჩნია ოვალური ფორმის ხვრელი და გააჩნია წარწერა ,,VICTORINOX SWISS MADE’’ აღნიშნულ ნივთს გააჩნია შავი ფერის ტარი, რომლის ერთ მხარეს გააჩნია ე.წ. კლიპსი ჯიბეზე ჩამოსაკიდებელი მეტალის ნივთი, ხოლო მეორე მხარეს ტარზე გააჩნია წითელ ფერში არსებული ემბლემა, რომელშიც გამოსახულია ჯვრის ფორმა, ასევე ლ---- ო----ის ცისფერი ფერის ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ტელეფონის მსგავსი ნივთი, რომელიც არის შავი-რუხი ფერის, აღნიშნულ ნივთს წინა მხარეს გააჩნია წარწერა ,,SAMSUNG” ,,DUOS’’, რომელსაც წინა მხარეს გააჩნია სხვადასხვა ადგილებზე ექსპლუატაციის შედეგად ცვეთა, ხოლო მეორე მხარეს გააჩნია პატარა ზომის კამერა და ფანარი, ასევე წარწერა ,,SAMSUNG” აღნიშნული ტელეფონის მსგავს ნივთს გააჩნია შიდა მხარეს წარწერა ნომრით 3-----------------1 და ასევე 3-----------------. ლ---- ო----ემ ოქმის ხელმოწერაზე გაურკვეველი მიზეზების გამო განაცხადა უარი.
3.31.1.პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა დ----- კ----–-–---–მა.
3.32. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2017 წლის 18 ნოემბერს ქ. თბილისი, დ------------ი, მ-------------–ი N--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა მ------ კ-------–--ე, რომლის ტანთნაცვამი შავი ფერის ტყავის ქურთუკის გარე მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა შავტარიანი გასაშლელი დანა, ამავე ჯიბიდან ამოღებულ იქნა ოთხი ცალი 20 ლარიანი კუპიურა, საერთო ჯამში 80 ლარი, ამავე ქურთუკის მარცხენა გარე ჯიბიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის ,,sony”ის ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით 5-------------.
3.32.1. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა ვ-–- ჩ------მ.
3.33. ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნის N-----–- თანახმად: 1. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ბრალდებულ მ------ კ-------–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას,2. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ბრალდებულ ლ---- ო----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
3.33.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა დ------ კ------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
3.34. მ------ კ-------–--ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2-------------ის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე და 178-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ განესაზღვრა 26 (ოცდაექვსი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 5 000 (ხუთი) ათასი ლარის ოდენობით. 2010 წლის 2----------ის დადგენილებით მ------ კ-------–--ის მიმართ გავრცელდა 2008 წლის 21 ნოემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით და 2009 წლის 20 ნოემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 23 (ოცდასამი) წლის და 2 (ორი) თვის და 6 (ექვსი) დღის ვადით; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2-----------–ის განჩინებით მ------ კ-------–--ეს 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით მოსახდელად განესაზღვრა 19 წელი, 03 თვე და 22 დღე თავისუფლების აღკვეთა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2-----–--ის განაჩენით ცვლილება შევიდა 2017 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2-------------ის განაჩენსა და თბილისის საქალაქო სასმართლოს 2013 წლის 2-----------–ის განჩინებაში მ------ კ-------–--ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მ------ კ-------–--ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით შთანთქა სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოდ, მ------ კ-------–--ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. მ------ კ-------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 25 თებერვლიდან და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2014 წლის 23 ოქტომბერს სასჯელის მოხდით.
3.35. ლ---- ო----ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7------ს განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 (ხუთი) წელი. ლ---- ო----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან 2015 წლის 2 აპრილიდან და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2016 წლის 30 სექტემბერს სასჯელის მოხდით.
3.36. ბრალდებულების ლ---- ო----ისა და მ------ კ-------–--ის ადვოკატმა დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, რომ მ------ კ-------–--ე სადაოდ არ ხდის განზრახი მძიმე დანაშულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების ბრალდებას და მოითხოვა სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულ იქნას მისი ოჯახური მდგომარეობა; ადვოკატის პოზიციით ლ---- ო----ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი განზრახი მძიმე დანაშულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების ბრალდებაში, რადგან ლ---- ო----ეს არ ქონია დანა, იგი იყო მისი მეგობრის გ------- ქ--------–ის, რაც დაადასტურა ამ უკანასკნელმაც.
3.37. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ ლ---- ო----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------ მ---------ის პოზიციას ლ---- ო----ის წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე, რადგან მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული და ადასტურებენ როგორც მ------ კ-------–--ის, ასევე ლ---- ო----ისა ბრალეულობას წარდგენილ ქმედებაში, კერძოდ:
3.37.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ცივი იარაღის ტარება განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ანდა ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ. ცივი იარაღის ტარება საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია. ქმედების საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, რომ ქმედების ჩადენის მომენტისათვის ბრალდებულს წინათ ჩადენილი მძიმე ან განსაკუთებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ქონდეს. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ,,ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს თან აქვს ცივი იარაღი - უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში.
3.37.2. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ------ კ-------–--ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2-------------ის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე და 178-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. მ------ კ-------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 25 თებერვლიდან და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2014 წლის 23 ოქტომბერს სასჯელის მოხდით.
3.37.3. სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ ლ---- ო----ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7------ს განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 (ხუთი) წელი. ლ---- ო----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან 2015 წლის 2 აპრილიდან და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2016 წლის 30 სექტემბერს სასჯელის მოხდით. ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის დროს იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ.
3.37.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა გაქარწყლდება: მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ; განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან რვა წლის შემდეგ.
3.37.5. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2017 წლის 1------------- წერილის თანახმად, მ------ ნ-------ის ძე კ-------–--ისა და ლ---- ჯ------ის ძე ო----ის შეწყალების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები არ გამოცემულა. შესაბამისად ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის დროს ბრალდებულებს წინათ ჩადენილი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ქონდათ.
3.38. მ------ კ-------–--ის აღიარებითი ჩვენებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, პოლიციის თანამშრომელების ჩვენებებით, ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მ------ კ-------–--ის ტანთნაცვამი შავი ფერის ტყავის ქურთუკის გარე მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული შავტარიანი გასაშლელი დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
3.38.1. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ------ კ-------–--ემ ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
3.39. სასამართლო ვერ გაიზიარებს ადვოკატის პოზიციას ლ---- ო----ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა ეკუთვნოდა არა ლ---- ო----ეს, არამედ მის მეგობარს - გ------- ქ--------–ს, რომელმაც დაადასტურა სასამართლო სხდომაზე აღნიშნულის თაობაზე. სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს ნივთის მესაკუთრეს, ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელია წარსულში მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი ატარებდეს ცივ იარაღს. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ---- ო----ე, რომელიც წარსულში მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, ქურთუკის ჯიბით ატარებდა დანას, რომელიც ამოღებულ იქნა პოლიციის განყოფილებაში ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად, რაც დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა დ----- კ----–-–---–მა, გ------- ქ------ემ და გ------ მ---–--ემ. მათი ჩვენებები თანხვედრაშია ერთმანეთთან და ლ---- ო----ის პირადი ჩხრეკის ოქმთან, რომლითაც დასტურდება, რომ ლ---- ო----ის პირადი ჩხრეკის შედეგად მისი კუთვნილი შავი ფერის ტყავის ქურთუკის შიდა მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა დანის მსგავსი ნივთი, რომელსაც გააჩნია ვერცხლისფერი ბასრი პირი, რომელსაც ბოლოში გააჩნია ოვალური ფორმის ხვრელი და გააჩნია წარწერა ,,VICTORINOX SWISS MADE’’ . ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნის N-----–- თანახმად, იგი მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
3.39.1. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის საკმარისი და უტყუარად ადასტურებენ ლ---- ო----ის ბრალდებას მასში, რომ ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4.2. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ მ------ კ-------–--ის და ლ---- ო----ის ბრალდებას მასში, რომ მათ ჩაიდინეს გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად და არაერთგზის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით. საქართველოს სსსკ-ის 275-ე მუხლის მიხედვით, ეს გარემოება წარმოადგენს მ------ კ-------–--ის და ლ---- ო----ის აღნიშნულ ბრალდებაში გამართლების საფუძველს.
4.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდ არის მიჩნეული ან დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია, სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს ბრალდება ბრალდებულის სასარგებლოდ. წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობაში ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ------ კ-------–--ეს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისთვის. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მ------ კ-------–--ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რის გამოც მ------ კ-------–--ის ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
4.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ------ კ-------–--ემ ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია მაგრამ არ მოყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
4.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ---- ო----ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ლ---- ო----ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა პირობითი მსჯავრის ქვეშ.
5.2. მ------ კ-------–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა წარსული ნასამართლობა.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.
6.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: ორივე ბრალდებული წარსულში ნასამართლევია, მათ შორის, მ------ კ-------–--ე არაერთხელ არის ნასამართლევი სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის. მ------ კ-------–--ესთან მიმართებაში სასამართლო ითვალისწინებს, რომ მ------ კ-------–--ე არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი და ყავს მცირეწლოვანი შვილი. სასამართლო სასჯელის განსაზღვრისას ითვალისწინებს ლ---- ო----ის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას, აგრეთვე იმ ფაქტს, რომ არის ქვრივი და ყავს მცირეწლოვანი შვილი, ლ---- ო----ეს ქმედება ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის ქვეშ.
6.3. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, მ------ კ-------–--ეს და ლ---- ო----ეს უნდა დაენიშნოთ სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
6.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულებმა მ------ კ-------–--ემ და ლ---- ო----ემ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედება და გამოიტანონ სათანადო დასკვნები, მოახდინონ საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრებად დაუბრუნდნენ საზოგადოებას.
7. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად:
7.1. მ-----– ჭ----–--ის ტანსაცმელი, რომელიც გადაგზავნილია ე------------------------–---------ში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7.2. მ-----– ჭ----–--ის სისხლის ნიმუში, რომელიც გადაგზავნილია ე------------------------–---------ში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
7.3. ლ---- ო----ისგან და მ------ კ-------–--ისაგან ამოღებული დანები, რომლებიც ინახება პოლიციის განყოფილებაში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
7.4. ლ---- ო----ისა და მ------ კ-------–--ისაგან ამოღებული მობილური ტელეფონები, რომლებიც ინახება პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე საბოლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7.5.------------დან გამოთხოვილი ინფორმაცია და მ-----– ჭ----–--ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ------ კ-------–--ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
2. მ------ კ-------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლ ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
3. მ------ კ-------–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1( ერთი) წლის ვადით.
4. მ------ კ-------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
5. მ------ კ-------–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3(სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები შეიკრიბოს მთლიანად და საბოლოოდ, მ------ კ-------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
7. მ------ კ-------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
8. მ------ კ-------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან 2017 წლის 18 ნოემბრიდან.
9. ლ---- ო----ე უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.
10. ლ---- ო----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
11. ლ---- ო----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.
12. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ლ---- ო----ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7------ს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
13. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ლ---- ო----ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს თავისუფლების აღკვეთას 2(ორი) წლის ვადით ნაწილობრივ დაემატოს 2015 წლის 7------ს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ---- ო----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.
14. ლ---- ო----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გაუქმდეს.
15. ლ---- ო----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 18 ნოემბრიდან.
16.ნივთმტკიცება:
16.1. მ-----– ჭ----–--ის ტანსაცმელი, რომელიც გადაგზავნილია ე------------------------–---------ში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
16.2. მ-----– ჭ----–--ის სისხლის ნიმუში, რომელიც გადაგზავნილია ე------------------------–---------ში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
16.3. ლ---- ო----ისგან და მ------ კ-------–--ისაგან ამოღებული დანები, რომლებიც ინახება პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
16.4. ლ---- ო----ისა და მ------ კ-------–--ისაგან ამოღებული მობილური ტელეფონები, რომლებიც ინახება პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე საბოლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
16.5.------------დან გამოთხოვილი ინფორმაცია და მ-----– ჭ----–--ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
17. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
18. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/