განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 010100117002234503
საქმე N1-1133/17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
[შესავალი ნაწილი]
12 ივნისი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლევან გელოვანი
სხდომის მდივანი - თამუნა აბაშიძე
სახელმწიფო ბრალმდებელი - ბ---–----–---–------ე
ადვოკატი - ნ-------------ე
თარჯიმანი - ზ------------------ი
1. ბრალდებული: ნ--------------–---–ი
მამის სახელი: ტ--------ი
დაბადებული: 18.04.1----–--–-
პ-----------------------------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დ------------–ი
ნასამართლობა: ნ----------–---------------
რეგისტრირებული მისამართი: ო------------------–----–----------------–-----------ი
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------------–-----–--–---–----------------------
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 3441-ე მუხლის პირველი ნაწილი.
2. ბრალდებული: ა---------------------
მამის სახელი: გ-------
დაბადებული: 25.10.1----–--–ი
პ-----------------------------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დ------------–ი
ნასამართლობა: ნ----------–---------------
რეგისტრირებული/ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----------–------------------------
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 344-ე მუხლის პირველი ნაწილი.
[აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი]
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1 პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა---------------------ა ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 05 ნოემბერს, ა---------------------, ,---------“ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ნ--------------–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ,,ფ---–---------“ მარკის ავტომანქანის (ს----–-–----------------------) სალონში დამალვით, შეეცადა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას.
ა---------------------ა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
1.2 პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ--------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 05 ნოემბერს, ,---------“ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ნ--------------–---–ი მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,ფ---–---------“ მარკის (ს----–-–----------------------) ავტომანქანის სალონში დამალვით, შეეცადა მიგრანტის, ა---------------------ს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაყვანას.
ნ--------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
2. სასამართლო სხდომებზე ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად იქნა გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებები:
2.1 მოწმის სახით დაკითხული მესაზღვრე პოლიციელის, კ-----------–--- ჩვენების თანახმად, 2017 წლის 05 ნოემბერს იმყოფებოდა ,---------’’ სასაზღვრო გამტარი პუნქტის ტერიტორიაზე და ახორციელებდა თურქეთიდან შემოსული ავტომანქანების შემოწმებას და დათვალიერებას. საქართველოს ტერიტორიაზე, მსუბუქი ავტომანქანების ბოქსთან მდგარი წითელი ფერის ,,ფ---–---------“ საბარგულის შეამოწმების შემდეგ, მძღოლს მანქანის გაღება სთხოვა. მძღოლს, რომელიც იყო ქალბატონი, არ უთქვმს, რომ ავტომანქანაში ვინმე იმყოფებოდა. ავტომანქანის დათვალიერებისას, უკანა სავარძელის ქვეშ დაინახა მამაკაცის ფეხი, რის თაობაზეც აცნობა ხელმძღვანელობას, ხოლო მამაკაცი ამოიყვანა ავტომანქანიდან. მანძილი იმ ადგილიდან, საიდანაც იწყება საქართველოს ტერიტორია - გაჩერებულ ავტომანქანამდე, დაახლოებით 200-250 მეტრია.
2.2 2017 წლის 05 ნოემბერს ჩატარებული ავტომანქანის დათვალიერების ოქმის თანახმად, ნ--------------–---–ის მართვის ქვეშ მყოფი, წითელი ფერის ,,ფ---–---------“ მარკის ავტომანქანის (ს----–-–-----------------------) უკანა სავარძლის ქვეშ, სადაც უნდა იყოს ბენზინის ავზი, არის ცარიელი სივრცე, სადაც შესაძლებელია მოთავსდეს ს-–----–-- ტანის ადამიანი.
2.3 მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გ------------–-------, რომელმაც უშუალოდ ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება და დაათვალიერა ,,ფ---–---------“ მარკის ავტომანქანა, დაადასტურა დათვალიერების ოქმში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
2.4 მოწმის სახით დაკითხული ა---------------------ს (ბრალდებული) ჩვენების თანახმად, თურქეთიდან ბრუნდებოდა საქართველოში. რადგან იმ დროისათვის თურქეთში იყო ფარულად შეპარული, ხოლო უფრო ადრე თურქეთიდან დეპორტირებული, სურდა ფარულად დაეტოვებინა ამ ქვეყნის ტერიტორია. ქართულნომრიანი მანქანები დაინახა და მიმართა დახმარებისათვის ნ--------------–---–ს, რომელმაც მოათავსა ავტომანქანის უკანა სავარძლის ქვეშ. თურქეთის საზღვარი ფარულად გადმოლახა. საქართველოს ტერიტორიაზე, რომ იმყოფებოდა, პოლიციელი მივიდა. ასწია ავტომანქანის უკანა სავარძელი და გადმოიყვანა. საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა არ სურდა, რადგან გააჩნდა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა.
2.5 მოწმის სახით დაკითხული ნ--------------–---–ის (ბრალდებული) ჩვენების თანახმად, თურქეთიდან ავტომანქანით ბრუნდებოდა საქართველოში. მასთან მივიდა ა--------------------- და უთხრა, რომ საბუთები არ ჰქონდა წესრიგში და სთხოვა ფარულად გადაეყვანა საქართველოს ტერიტორიაზე. ამ თხოვნას დათანხმდა, იმ პირობით, რომ თურქეთის ტერიტორიიდან საქართველოში ფარულად გადმოყვანილ ამირასთან ნამაზოვს, საქართველოს საზღვარი კანონიერად უნდა გადაეკვეთა, რადგან ჰქონდა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა. საქართველოს საზღვარზე ა---------------------ს მალულად გადაყვანის განზრახვა არ ჰქონია.
3. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება
3.1 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ა---------------------ა ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 05 ნოემბერს, ა---------------------, ,---------“ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ნ--------------–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ,,ფ---–---------“ მარკის ავტომანქანის (ს----–-–-----------------------) სალონში დამალვით, შეეცადა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას, მაგრამ აღმოჩენილი იქნა ავტომანქანის სამალავში (უკანა სავარძელის ქვეშ) პოლიციის თანამშრომლების მიერ.
სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ ამირასთან ნამაზოვს არ ჰქონდა განზრახული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის გარემოებები და თავად ქმედების განხორციელების ხერხი (საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის მიუხედავად, ა--------------------- კვლავ ავტომანქანის სამალავში იმყოფებოდა, მანქანის შესამოწმებლად მისულ პოლიციელს, ნ--------------–---–მა არ განუცხადა, რომ მანქანაში იმყოფებოდა ა---------------------), სასამართლოს უყალიბებს შინაგან რწმენას იმის თაობაზე, რომ ა---------------------ს მიზანს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ (მალულად) გადაკვეთა წარმოადგენდა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მცდელობისათვის განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა დამთავრებული დანაშაულისათვის, ამ მუხლზე მითითებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ა--------------------- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
3.2 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3441-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან/და მისთვის საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა) კანონმდებლობის დადგენილი წესების დარღვევით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა--------------------- არის საქართველოს მოქალაქე, ხოლო ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის ოქმის ,,სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საშუალებებით მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანის წინააღმდეგ” მე-3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 7 ივნისის N 3201 – Iს დადგენილებით), მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანა ნიშნავს პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური თუ სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით პირის უკანონო შესვლის უზრუნველყოფას მონაწილე სახელმწიფოში, რომლის მოქალაქეც ან მუდმივი მაცხოვრებელიც არ არის ეს პირი.
ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3441-ე მუხლის მიზნებისათვის, მიგრანტად ვერ ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე, რომლის საქართველოში უკანონო შესვლის უზრუნველყოფა ხორციელდება. შესაბასმისად, სახეზე არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3441-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობა.
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ნ--------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობაში დახმარება, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 05 ნოემბერს, ნ--------------–---–მა მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,ფ---–---------“ მარკის (ს----–-–-----------------------) ავტომანქანის სალონში დამალა ა---------------------, რომელიც ,---------“ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამხმარეა ის, ვინც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას.
ამავე კოდექსის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ორგანიზატორის, წამქეზებლისა და დამხმარის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი იმავდროულად დანაშაულის თანაამსრულებლები იყვნენ.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თუ ამსრულებელს დანაშაული არ დაუმთავრებია, თანამონაწილეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება დანაშაულის მომზადებაში ან დანაშაულის მცდელობაში თანამონაწილეობისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მცდელობისათვის განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა დამთავრებული დანაშაულისათვის, ამ მუხლზე მითითებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ--------------–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 3441-ე მუხლის პირველი ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 25-ე, 344-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუმთავრებელი დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება გარემოებანი, რომელთა გამოც დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
მოცემულ შემთხვევაში დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებას ხელი შეუშალა პოლიციელმა, რომელმაც აღმოაჩინა ნ--------------–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ,,ფ---–---------“ მარკის ავტომანქანის სამალავში მყოფი, ამირასთან ნამაზოვი.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.
ა---------------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ა---------------------ს პიროვნულ მახასიათებლებს (ნ----------–---------------ა, ჰყავს ოჯახი) და თვლის, რომ სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმა.
ნ--------------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ნ--------------–---–ის პიროვნულ მახასიათებლებს ((ნ----------–---------------ა, ჰყავს ოჯახი) და თვლის, რომ სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმა.
5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა
ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა--------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
2. ნ--------------–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 3441-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 25-ე, 344-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
3. ნ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 25-ე, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
4. ა---------------------ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
5. ნ--------------–---–ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
6. ნივთმტკიცებები: ნ--------------–---–ის სახელზე გაცემული აიდი ბარათი, ა---------------------ს სახელზე გაცემული აიდი ბარათი, ავტომანქანა ,,ფ---–--------“ სახელმწიფო N C------ - დაუბრუნდეს მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან გელოვანი