გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-165-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 სექტემბერი 2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნ---- თ----–---–ი
სხდომის მდივანი ე-–--- ო----ე
მოსარჩელე: საქართველოს თ-----–--- სამინისტრო,წარმომადგენელი: მ---- კ------–-–--ლი, ნ---- ს------–-ილი,მოპასუხე: ბ--- ჯ---–---–ი,დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხე ბ--- ჯ---–---–ს საქართველოს თ-----–--- სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 30 მაისის №3--- ბრძანებით, ბ--- ჯ---–---–ი გაწვეული იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მომსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად და დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზ---- ფ------ს სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსების რეკრუტად და ჩაირიცხა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე 2016 წლის 30 მაისიდან. 2016 წლის 30 მაისს ბ--- ჯ---–---–სა და საქართველოს თ-----–--- სამინისტროს შორის, გაფორმდა "საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრების) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" საქართველოს თ-----–--- მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული №3-----6 კონტრაქტი. გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 08 აგვისტოს №4--- ბრძანებით, რიგითი ბ--- ჯ---–---–ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზირებული ბრიგადის 42-ე მექანიზირებული ბატალიონის მე-3 მექანიზირებული ასეულის მე-2 მექანიზირებული ოცეულის პირველი საცეცხლე ათეულის მე-2 საცეცხლე ჯგუფის მეტყვიამფრქვევის თანაშემწედ. 2016 წლის 25 აგვისტოდან, გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზ---- ფ------ს სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსების რეკრუტის თანამდებობიდან. გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 22 აგვისტოს №59----რძანებით I კლასის რიგითს ბ--- ჯ---–---–ს დროებით შტატზე დაეკისრა სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მე-3 მსუბუქი ქვეითი ასეულის მე-3 მსუბუქი ქვეითი ოცეულის პირველი მსუბუქი ქვეითი ათეულის პირველი საცეცხლე ჯგუფის მსროლელის მოვალეობის შესრულება. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 21 ნოემბრის №8014 ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მე-3 მსუბუქი ქვეითი ასეულის მე-3 მსუბუქი ქვეითი ოცეულის პირველი მსუბუქი ქვეითი ათეულის პირველი საცეცხლე ჯგუფის მსროლელის მოვალეობის შემსრულებელი I კლასის რიგითი ბ--- ჯ---–---–ი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2017 წლის 16 სექტემბრიდან სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის "თ" ქვეპუნქტის (კონტრქტის პირობების დარღვევის გამო), საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული "საქართველოს თ-----–--- სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისწიპლინო წესდების" 44-ე მუხლის (სიმთვრალე) პირველი პუნქტისა და "სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს თ-----–--- მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანების თანახმად.
მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ 2016 წლის 30 მაისის №3-----6 კონტრაქტის 7.3. პუნქტის თანახმად, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის, სამხედრო მოსამსახურეს ეკისრება ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით, რაც მოპასუხე მხარეს არ გადაუხდია.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც 2018 წლის 24 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. სხდომის დღე მისთვის ცნობილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 30 მაისის №MOD11600003--- ბრძანებით, ბ--- ჯ---–---–ი გაწვეული იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, „ საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მომსახურეების ( გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად და დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზ---- ფ------ს სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსების რეკრუტად და ჩაირიცხა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე 2016 წლის 30 მაისიდან. 2016 წლის 30 მაისს ბ--- ჯ---–---–სა და საქართველოს თ-----–--- სამინისტროს შორის, გაფორმდა "საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრების) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" საქართველოს თ-----–--- მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული №3-----6 კონტრაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს. ფ. 2-13);
-საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 30 მაისის №MOD11600003--- ბრძანება (ს. ფ.14)
-2016 წლის 30 მაისის №3-----6 კონტრაქტი (ს. ფ.15-22)
3.1.2. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 08 აგვისტოს №4--- ბრძანებით, რიგითი ბ--- ჯ---–---–ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზირებული ბრიგადის 42-ე მექანიზირებული ბატალიონის მე-3 მექანიზირებული ასეულის მე-2 მექანიზირებული ოცეულის პირველი საცეცხლე ათეულის მე-2 საცეცხლე ჯგუფის მეტყვიამფრქვევის თანაშემწედ. 2016 წლის 5 აგვისტოდან, გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზ---- ფ------ს სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსების რეკრუტის თანამდებობიდან. საქართველოს თ-----–--- მინისტრის 2017 წლის 19 ივლისის №MOD017000----- ბრძანებით, I კლასის რიგითი ბ--- ჯ---–---–ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზირებული ბრიგადის 43-ე მოტორიზებული ბატალიონის მე-3 მოტორიზებული ასეულის მე-3 მოტორიზებული ოცეულის მე-2 მოტორიზებული ათეულის მეტყვიამფრქვევედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს. ფ. 2-13);
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 08 აგვისტოს №4--- ბრძანება (ს. ფ. 23);
- საქართველოს თ-----–--- მინისტრის 2017 წლის 19 ივლისის №MOD017000----- ბრძანება (ს.ფ. 24)
3.1.3. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 22 აგვისტოს №MOD617000059----რძანებით I კლასის რიგითს ბ--- ჯ---–---–ს დროებით შტატზე დაეკისრა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მე-3 მსუბუქი ქვეითი ასეულის მე-3 მსუბუქი ქვეითი ოცეულის პირველი მსუბუქი ქვეითი ათეულის პირველი საცეცხლე ჯგუფის მსროლელის მოვალეობის შესრულება.
სასმართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 22 აგვისტოს №MOD617000059----რძანება (ს. ფ. 25)
3.1.4. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 21 ნოემბრის №MOD51700------ ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მე-3 მსუბუქი ქვეითი ასეულის მე-3 მსუბუქი ქვეითი ოცეულის პირველი მსუბუქი ქვეითი ათეულის პირველი საცეცხლე ჯგუფის მსროლელის მოვალეობის შემსრულებელი I კლასის რიგითი ბ--- ჯ---–---–ი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2017 წლის 16 სექტემბრიდან სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის "თ" ქვეპუნქტის (კონტრქტის პირობების დარღვევის გამო), საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული "საქართველოს თ-----–--- სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისწიპლინო წესდების" 44-ე მუხლის (სიმთვრალე) პირველი პუნქტისა და "სადისწიპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს თ-----–--- მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანების თანახმად.
სასმართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 21 ნოემბრის №MOD51700------ ბრძანება (ს.ფ. 26)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა მხარეთა შორის არსებული 2016 წლის 30 მაისის ხელშეკრულება საქართველოს თ-----–--- მინისტრის 2008 წლის 04 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული №3-----6 კონტრაქტის ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მომსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" 7.3. პუნქტის მოთხოვნები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარგდენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა მხარეთა შორის არსებული კონტრაქტის პირობები და იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 21 ნოემბრის ბრძანების საფუძველზე განთავისუფლდა სამხედრო სამსახურიდან, ხოლო მოპასუხე მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც 2018 წლის 24 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარის ახსნა-განმარტების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს თ-----–--- სამინისტროს დებულების" მეორე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს თ-----–--- სამინისტროს ძირითადი ამოცანებია ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობა; ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების მუდმივი მზადყოფნა საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად; გ) შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ომის საშიშროების განსაზღვრა; დ) საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა სამხედრო უზრუნველყოფა; ე) შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული მოწყობის განსაზღვრა; ვ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად სამხედრო თანამშრომლობის განხორციელება, ხოლო მის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.
,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თ-----–--- უზრუნველყოფას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ" ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით. მოცემული ხელშეკრულება სასამართლოს მოსაზრებით დადებულია საჯარო უფლებამოსილების განხორცილების ფარგლებში, საქართველოს თ-----–--- უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისად ის წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თ-----–--- სამინისტროსა და ბ--- ჯ---–---–ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 30 მაისის №3--- ბრძანებით, ბ--- ჯ---–---–ი გაწვეული იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და ჩაირიცხა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მომსახურეების ( გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად და დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზ---- ფ------ს სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსების რეკრუტად და ჩაირიცხა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე 2016 წლის 30 მაისიდან. 2016 წლის 30 მაისს ბ--- ჯ---–---–სა და საქართველოს თ-----–--- სამინისტროს შორის, გაფორმდა "საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრების) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" საქართველოს თ-----–--- მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული №3-----6 კონტრაქტი.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 08 აგვისტოს №4--- ბრძანებით, რიგითი ბ--- ჯ---–---–ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზირებული ბრიგადის 42-ე მექანიზირებული ბატალიონის მე-3 მექანიზირებული ასეულის მე-2 მექანიზირებული ოცეულის პირველი საცეცხლე ათეულის მე-2 საცეცხლე ჯგუფის მეტყვიამფრქვევის თანაშემწედ 2016 წლის 5 აგვისტოდან, გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზ---- ფ------ს სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსების რეკრუტის თანამდებობიდან. საქართველოს თ-----–--- მინისტრის 2017 წლის 19 ივლისის №2466 ბრძანებით, I კლასის რიგითი ბ--- ჯ---–---–ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზირებული ბრიგადის 43-ე მოტორიზებული ბატალიონის მე-3 მოტორიზებული ასეულის მე-3 მოტორიზებული ოცეულის მე-2 მოტორიზებული ათეულის მეტყვიამფრქვევედ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 22 აგვისტოს №59----რძანებით I კლასის რიგითს ბ--- ჯ---–---–ს დროებით შტატზე დაეკისრა სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მე-3 მსუბუქი ქვეითი ასეულის მე-3 მსუბუქი ქვეითი ოცეულის პირველი მსუბუქი ქვეითი ათეულის პირველი საცეცხლე ჯგუფის მსროლელის მოვალეობის შესრულება.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 21 ნოემბრის №8014 ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მე-3 მსუბუქი ქვეითი ასეულის მე-3 მსუბუქი ქვეითი ოცეულის პირველი მსუბუქი ქვეითი ათეულის პირველი საცეცხლე ჯგუფის მსროლელის მოვალეობის შემსრულებელი I კლასის რიგითი ბ--- ჯ---–---–ი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2017 წლის 16 სექტემბრიდან სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის "თ" ქვეპუნქტის (კონტრქტის პირობების დარღვევის გამო), საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული "საქართველოს თ-----–--- სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისწიპლინო წესდების" 44-ე მუხლის (სიმთვრალე) პირველი პუნქტისა და "სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს თ-----–--- მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანების თანახმად.
2016 წლის 30 მაისის ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მომსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" №3-----6 კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, ,,სამხედრო მოსამსახურე" ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. ამ მუხლის 3.2. პუნქტში მითითებული ,,სამხედრო მოსამსახურე", უპირობოდ და წინასწარ, კონტრაქტზე ხელმოწერით, გამოთქვამს გამოუთხოვად თანხმობას, სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი) დამთავრების შემდეგ, კონტრაქტის ვადის გარძელების თაობაზე. სამსახურის ვადა აითვლება საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ბრძანებით მისი ჩარიცხვის დღიდან, რაც იმავდროულად ითვლება ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. ამავე კონტრაქტის 3.2. პუნქტის თანახმად, კონტრაქტის საფუძველზე მსახურის ვადა შეადგენს 4 (ოთხ წელს).
კონტრაქტის 7.3. პუნქტის თანახმად, თუ ,,სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ,,სამხედრო მოსამსახურე" მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ,,სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს ,,სამინისტროს" ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარი.
მოცემულ შემთხვევაში, ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ ცნობის შინაარსიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურე ბ--- ჯ---–---–ის მიერ კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე ნამსახურობის პერიოდმა შეადგინა 1 წელი, 5 თვე და 21 დღე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეები ხელშეკრულების ყველა პირობაზე შეთანხმებული იყვნენ კანონით დადგენილი წესით, თუმცა მოპასუხის მიერ ვალდებულება ემსახურა საქართველოს თ-----–--- სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში არ შესრულდა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქმის მასალებში წარმოდგენილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 21 ნოემბრის №8014 ბრძანების შინარსით დგინდება, რომ ბ--- ჯ---–---–ის დაკავებული თანამდებობიდან დათხოვნის საფუძველია 2017 წლის 4 ოქტომბრის სადისციპლინო საბჭოს სხდომის ოქმი და მოხსენებითი ბარათი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალებით დადასტურებულია მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისა და აღნიშნულის შედეგად მისი მხრიდან ჯარიმის ანაზღაურების ვალდებულების არსებობის ფაქტი, რაც მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. ამასთან, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია წერილობითი შესაგებელი და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი სახელმწიფოსათვის სასამართლო ხარჯების ანაზღაურების შესახებ დებულებებს არ შეიცავს სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი უწორობის გასწორების შესახებ დებულებებს არ შეიცავს სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
დასახელებული ნორმის შინაარსით დასტურდება სასამართლოს უფლება, გაასწოროს პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებული უსწორობანი და აშკარა არითმეტიკული შეცდომები და ამ საკითხის განხილვა სასამართლოს შეუძლია როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, ა) ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო 38-ე მუხლის ,,ე" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით: სარჩელზე სახელმწიფო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების შესახებ;
დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბერს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას სასამართლოს მიერ დაშვებული იქნა უსწორობა, კერძოდ მოპასუხე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა, რაც წარმოადგენს უსწორობას. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო თავისი ინიციატივით ზეპირი მოსმენის გარეშე განახორციელებს დაშვებული უსწორობის გასწორებას.
ვინაიდან, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შესაბამისად მოპასუხე ბ--- ჯ---–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-2, მე-12, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თ-----–--- სამინისტროს წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდეს; მოპასუხე ბ--- ჯ---–---–ს საქართველოს თ-----–--- სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის 3 000 (სამი ათასი) ლარის გადახდა;
2. მოპასუხე ბ--- ჯ---–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის100 (ასი) ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა)
14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).
მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი