გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.09.2018
საქმის ნომერი
100210118002447492
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
06.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

100210118002447492

საქმე 2/167-18წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06.09.2018 წელი ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: გოგიტა ტალახაძე

 

მოსარჩელე: ელიზა დათუკიშვილი

წარმომადგენელი: დიმიტრი ნაცვლიშვილი, ვალიკო დათუკიშვილი.

მოპასუხე: ციალა ფხალაძე

წარმომადგენელი: ია ხ------–--ე, ზ------ დ----ე.

 

დავის საგანი: თანხის დაკისრების თაობაზე

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. საჩხერის რაიონულ სასამართლოს 2018 წლის 15 მარტს სარჩელით მომართა ელიზა დათუკიშვილმა (პ/ნ.0----------) მოპასუხე - ციალა ფხალაძის (პ/ნ. 5----------) მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე. აღნიშნული სარჩელით მომართვამდე იგივე სასარჩელო მოთხოვნით მოსარჩელემ 2018 წლის 8 იანვარს მიმართა სხვა მემკვიდრის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს , თუმცა მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ გამოიხმო სარჩელი.

 

მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ 2012 წლის 13 მარტს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება ელიზა დათუკიშვილსა და შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ იზიკრედ ჯორჯიას “ შორის, აღნიშნული ხელშეკრულებით მოსარჩელემ აიღო ვალდებულება ბ------- დ----ის მიერ 2011 წლის 10 თებერვალს გაფორმებული #896 საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და ამ მიზნით იპოთეკით დაეტვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე თბილისი ქურხულის ქ. # 14 თანხის გადაუხდელობის გამო ნოტარიუსმა ნარგიზა ჯანხოთელმა 2012 წელს გასცა სააღსრულებო ფურცელი და სააღსრულებო ფურცლით ბ------- დ----ეს დაეკისრა 17929.06 ევროს გადახდა. 2012 წლის 22 ოქტომბერს მოსარჩელემ ბ------- დ----ის ნაცვლად გადაიხადა 18316.01 ევრო. ბ------- დ----ე პირდებოდა მოსარჩელეს აღნიშნული თანხის გადახდას, თუმცა 2016 წლის 26 ოქტომბერს ბ------- დ----ე გარდაიცვალა და ვერ შეძლო აღნიშნული თანხის გადახდას, ბ------- დ----ის მემკვიდრეა მისი დედა ციალა ფხალაძე რომელიც არ იხდის აღნიშნულ ვალს.

მოსარჩელე ითხოვს ბ------- დ----ის სახელზე არსებული დავალიანება -18 316,01 ევრო დაეკისროს მის მემკვიდრეს- დედას ციალა ფხალაძეს და ამ თანხის ამოღებისათვის მოპასუხის მიერ მემკვიდრეობით მიღებული უძრავ ქონებებს (საკადასტრო კოდით 3-.10.3-.0-- საკადასტრო კოდით 3-.09.4-.0-- ) გაუკეთდეს რეალიზაცია აუქციონზე.

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - ციალა ფხალაძე არ ცნობს სარჩელს, მოსარჩელის მოთხოვნას18 316.01 ევროს გადახდევინების და დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ უძრავი ქონების სს/კ 3-.10.3-.0-- მდებარე ჭ--------- საჩხერის გზატკეცილი # 24 და საკადასტრო კოდი 3-.09.4-0-- მდებარე ჭ--------- სოფელი ახალი დ---------, მიქცევას არ ეთანხმება. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომელიც ჩაბარდა 2018 წლის 27 ივლისს არ დასტურდება, რომ მის შვილს ვინმეს ვალი ჰქონდეს. 2012 წლიდან, როდესაც გაიცა სააღსრულებო ფურცელი მისი შვილის გარდაცვალებამდე 2016 წლამდე გასულია ოთხი წელი, მაშინ როდესაც მისი შვილი ცოცხალი იყო თუ მას ვალი ჰქონდა რატომ არ შეედავა და არ მოთხოვა თანხის დაბრუნება სად იყვნენ ამ დროის მანძილზე და რატომ არ დააყენეს მოთხოვნა. მოსარჩელის მოთხოვნა არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ სარჩელი ისედაც ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხემ სხდომაზე ასევე მიუთითა მემკვიდრეებისათვის პრეტენზიის წარდგენის ვადის გასვლის თაობაზეც.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .

3.1.1. მხარები მოცემული დავის დასარეგულირებლად გამოიყენეს სასამართლოს მიერ მორიგებისათვის დადგენილი ვადები თუმცა ვერ შეთანხმდნენ

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ 2012 წლის 13 მარტს გაფორმებული N708 იპოთეკის ხელშეკრულებით , შ.პ.ს. ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიკრედ ჯორჯია“-სა (იპოთეკარი) და ვალიკო დათუკიშვილს (პ/ნ14001000150) შორის 2012 წლის 07 მარტს გაფორმებული N602 საკრედიტო ხაზის მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით და იპოთეკარსა და ელიზა დათუკიშვილს (პ/ნ0----------) შორის 2012 წლის 07 მარტს გაფორმებული N603 საკრედიტო ხაზის მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, იპოთეკარსა და ლაშა ნარიმანიძეს (პ/ნ01012008636) შორის 2012 წლის 07 მარტს გაფორმებული N604 საკრედიტო ხაზის მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, იპოთეკარსა და ბ------- დ----ეს (პ/ნ01--90--848) შორის 2011 წლის 10 თებერვალს გაფორმებული N896 საკრედიტო ხაზის მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, ელზა დათუკიშვილმა იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება-მდებარე ქ. თბილისი ქურხულის ქ.14 დაზუსტებული ფართობი 545 კვ.მ. საკადასტრო კოდი 01.1-.01.1--.0-- მომზადების თარიღი:02.05.2011წ.

აღნიშნული ხელშეკრულებით დადგენილია, რომ იპოთეკის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილია იპოთეკარსა და ბ------- დ----ეს შორის 2011 წლის 10 თებერვალს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება N896 შემდეგი მოცულობით: ხელშეკრულების თანხა შეადგენს 6400 ევროს ხელშეკრულების ვადა შეადგენს 31 დღეს სარგებლის ოდენობა შეადგენს წლიურ 36 პროცენტს. წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის არსებულ ფაქტიურ ჯარიმა საურავებს, რაც მესაკუთრისათვის ცნობილია. მოცემული იპოთეკა ასევე უზრუნველყოფდა აღნიშნული საკრედიტო ხაზის მომსახურების ხელშეკრულებების ქვეშ გაფორმებულ ნებისმიერ საკრედიტო ხელშეკრულებებსაც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ.16-17)

- მხარეთა განმარტებები. (იხ.ოქმი)

 

3.2.2. დადგენილია, რომ 2012 წლის 05 ოქტომბერს ნოტარიუს ნარგიზა ჯანხოთელის მიერ გაცემული იქნა N121083434 სააღსრულებო ფურცელი, რომლის შესაბამისად შ.პ.ს. ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიკრედ ჯორჯია“-ს სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებების შესაბამისად ვალიკო დათუკიშვილს, ელზა დათუკიშვილს, ლაშა ნარიმანიძეს, ბ------- დ----ეს დაეკისრათ გარკვეული თანხა მათ შორის ბ------- დ----ეს დაეკისრა გადასახდელად17929.06 ევრო საიდანაც 5709 . 98 ევრო არის ძირითადი თანხა 3239.74 ევრო არის დარიცხული პროცენტი, 8979.34 ევრო არის დარიცხული ჯარიმა -საურავი.

აღნიშნული დოკუმენტის შესაბამისად მოვალეებს ასევე ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე 2012 წლის 5 ოქტომბრიდან ძირითად თანხაზე ეკისრებათ საურავი 0,3 პროცენტი-ის ოდენობით აღსრულების დაწყებამდე, ასევე ერიცხება პროცენტი წლიური 36 პროცენტის ოდენობით აღსრულების დაწყებამდე და ასევე ერიცხება ადვოკატის ხარჯები. ვალდებულება უნდა შესრულებულიყო 2012 წლის 14 აპრილს.

აღმასრულებლის მიერ ბ------- დ----ეს და სხვებს 2012 წლის 11 ოქტომბერს კერძო აღმასრულებლის-ნანა ბერიკიშვილის მიერ გაეგზავნათ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სააღსრულებო წინადადება (ს.ფ. 19-20)

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)

 

3.2.3. დადგენილია, რომ 2012 წლის 22 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით შ.პ.ს. ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიკრედ ჯორჯია“-ში იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 01.1-.01.1--.0-- მესაკუთრე ელიზა დათუკიშვილმა გაყიდა 240000 ა.შ.შ. დოლარის ექვივალენტ ლარში და იყიდა შ.პ.ს. ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიკრედ ჯორჯია“-ში. მოსარჩელის განმარტებით იმისათვის , რომ აღნიშნული ქონება დაბალ ფასად არ გაყიდულიყო აუქციონზე, ამიტომ გაყიდა კრედიტორზე კარგ ფასად. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ იპოთეკა უქმდება თუ იგი საკუთრებასთან ერთად პირის ხელში აღმოჩნდება. აღნიშნული ხელშეკრულების შემდგომ მიღებული თანხით ელიზა დათუკიშვილის მიერ გადახდილი იქნა ბ------- დ----ის დავალიანება შ.პ.ს. ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიკრედ ჯორჯია“-ს მიმართ, რომელიც წარმოადგენდა 18316 .01 ევროს და რომელიც გამომდინარეობდა იპოთეკისა და სესხის ხსენებული ხელშეკრულებებიდან. მოცემული გარემოება დასტურდება 2012 წლის 22 ოქტომბრის N8 შემოსავლის ორდერით. მოწმეთა ჩვენებით და თვით მოსარჩელის განმარტებითაც დადგენილია, რომ მოსარჩელემ ბ------- დ----ის გარდაცვალება გაიგო მისი გარდაცვალებისთანავე .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ. 84)

- შემოსავლის ორდერი(ს.ფ.21)

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)

 

3.2.4. აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილით დადგენილია, რომ კერძო აღმასრულებლის ნანა ბერიკიშვილის წარმოებაში იყო სააღსრულებო საქმე ნოტარიუს ნარგიზა ჯანხოთელის მიერ 2012 წლის 05 ოქტომბერს გაცემული N1210--434 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმადაც ვალიკო დათუკიშვილს , ელიზა დათუკიშვილს,, ლაშა ნარიმანიძეს და ბ------- დ----ეს დაეკისრათ შ.პ.ს. ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიკრედ ჯორჯია“-ს სასარგებლოდ ფულადი ვალდებულების შესრულება. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა განხორციელებულიყო ელიზა დათუკიშვილის საკუთრებაში არსებული იპოთეკის საგნის-საკადასტრო კოდით 01.1-.01.1--.0-- რეალიზაცია . სააღსრულებო წარმოება დასრულებულია კრედიტორის განცხადების საფუძველზე. იპოთეკის საგნის რეალიზაცია არ განხორციელებულა.

მოწმეთა ჩვენებით დადგენილია, რომ ჯერ კიდევ 2012 -2013 წლებში თხოვდა მოსარჩელე მოპასუხეს აღნიშნული თანხის დაბრუნებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წერილი(ს.ფ. 85)

- მოწმეთა ჩვენებები(იხ.ოქმი)

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)

 

3.2.4. 2017 წლის 8 ნოემბრის რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ საგნის-უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 01.1-.01.1--.0-- რეგისტრირებულია შ.პ.ს. ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიკრედ ჯორჯია“-ს სახელზე.

2018 წლის 10 მაისს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება , რომ უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 3-.10.3-.0-- საჯარო რეესტრში აღრიცხულია ბ------- დ----ის სახელზე.

2018 წლის 10 მაისს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება , რომ უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 3-.09.4-.0-- საჯარო რეესტრში აღრიცხულია ბ------- დ----ის სახელზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- რეესტრის ამონაწერი(ს.ფ. 26-29)

- რეესტრის ამონაწერი (ს.ფ.86)

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)

 

3.2.5. 2017 წლის 14 ივლისს გაცემული სამკვიდრო მოწმობით დადგენილია, რომ ბ------- დ----ე გარდაიცვალა 2016 წლის 26 ოქტომბერს და შესაბამისად გაიხსნა სამკვიდრო აწ. გარდაცვლილი ბ------- დ----ის დანაშთი ქონება მათ შორის უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 3-.10.3-.0--, საკადასტრო კოდით 3-.09.4-.0-- მემკვიდრეობით საკუთრებაში მიიღოს დედამ -ციალა ფხალაძემ, შესაბამისად იგი სამკვიდრო ქონების ფარგლებში ბ------- დ----ის გარდაცვალების შემდგომ ბ------- დ----ის უფლებამონაცვლეა მოცემულ სამართლებრივ ურთიერთობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამკვიდრო მოწმობა(ს.ფ. 23-25)

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მასალების და მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ ელიზა დათუკიშვილის სარჩელი ციალა ფხალაძის მიმართ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო. ასევე გასულია კრედიტორების მიერ მემკვიდრეებისათვის პრეტენზიის წარდგენის ვადა, რაც ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმი საფუძველია.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 286-ე, 292-ე, 128-ე-130-ე, 316-ე, 3-7-ე, 361-ე, 623-ე, 624-ე, 992-ე, 1484-ე,1488-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას“ (იხ. სუსგ ას-1529-1443-2012, ას-973-1208-04; ას 664-635-2016).

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

სამოქალაქო კოდექსის 3-7-ე მუხლის შესაბამისად „ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.“

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.

6.4.დადგენილია, რომ 2012 წლის 13 მარტს გაფორმებული N708 იპოთეკის ხელშეკრულებით , შ.პ.ს. ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიკრედ ჯორჯია“-სა (იპოთეკარი) და ვალიკო დათუკიშვილს (პ/ნ14001000150) შორის 2012 წლის 07 მარტს გაფორმებული N602 საკრედიტო ხაზის მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით და იპოთეკარსა და ელიზა დათუკიშვილს (პ/ნ0----------) შორის 2012 წლის 07 მარტს გაფორმებული N603 საკრედიტო ხაზის მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, იპოთეკარსა და ლაშა ნარიმანიძეს (პ/ნ01012008636) შორის 2012 წლის 07 მარტს გაფორმებული N604 საკრედიტო ხაზის მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, იპოთეკარსა და ბ------- დ----ეს (პ/ნ01--90--848) შორის 2011 წლის 10 თებერვალს გაფორმებული N896 საკრედიტო ხაზის მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, ელზა დათუკიშვილმა იპოთეკით დატვირთა მის საკუთ რებაში არსებული უძრავი ქონება-მდებარე ქ. თბილისი ქურხულის ქ.14 დაზუსტებული ფართობი 545 კვ.მ. საკადასტრო კოდი 01.1-.01.1--.0-- მომზადების თარიღი:02.05.2011წ

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის შესაბამისად უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 292-ე მუხლის უძრავი ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი, როცა მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დადგა, ან როცა პირადი მოვალე უფლებამოსილია შეასრულოს შესაბამისი მოქმედება. თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე, მოთხოვნა გადადის მასზე მაშინ, როცა მესაკუთრე კრედიტორს დააკმაყოფილებს.

 

6.7. 2012 წლის 22 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით შ.პ.ს. ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიკრედიტ ჯორჯია“-ში იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 01.1-.01.1--.0-- მესაკუთრე ელიზა დათუკიშვილმა გაყიდა 240000 ა.შ.შ. დოლარის ექვივალენტ ლარში და იყიდა შ.პ.ს. ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიკრედიტ ჯორჯია“-ში. მოსარჩელის განმარტებით იმისათვის , რომ აღნიშნული ქონება დაბალ ფასად არ გაყიდულიყო აუქციონზე, ამიტომ გაყიდა კრედიტორზე კარგ ფასად. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ იპოთეკა უქმდება თუ იგი საკუთრებასთან ერთად პირის ხელში აღმოჩნდება. აღნიშნული ხელშეკრულების შემდგომ მიღებული თანხით ელიზა დათუკიშვილის მიერ გადახდილი იქნა ბ------- დ----ის დავალიანება შ.პ.ს. ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიკრედიტ ჯორჯია“-ს მიმართ, რომელიც წარმოადგენდა 18316 .01 ევროს და რომელიც გამომდინარეობდა იპოთეკისა და სესხის ხსენებული ხელშეკრულებებიდან. მოცემული გარემოება დასტურდება 2012 წლის 22 ოქტომბრის N8 შემოსავლის ორდერით. ამდენად მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ უკვე მოთხოვნა წარმოეშვა 2012 წლის 22 ოქტომბერს.

 

6.8.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის შესაბამისად გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის შესაბამისად სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად.

 

201- წლის 14 ივლისს გაცემული სამკვიდრო მოწმობით დადგენილია, რომ ბ------- დ----ე გარდაიცვალა 2016 წლის 26 ოქტომბერს და შესაბამისად გაიხსნა სამკვიდრო აწ. გარდაცვლილი ბ------- დ----ის დანაშთი ქონება მათ შორის უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 3-.10.3-.0--, საკადასტრო კოდით 3-.09.4-.0-- მემკვიდრეობით საკუთრებაში მიიღოს დედამ -ციალა ფხალაძემ, შესაბამისად იგი სამკვიდრო ქონების ფარგლებში ბ------- დ----ის გარდაცვალების შემდგომ ბ------- დ----ის უფლებამონაცვლეა მოცემულ სამართლებრივ ურთიერთობაში.

 

6.9.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის შესაბამისად მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.

 

6.10.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის შესაბამისად მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად.

თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან.

ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარდგენა შეიძლება განხორციელდეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მტკიცებულებით, ამასთანავე, ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება.

 

6.11.სასამართლო, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სსკ-ის 1488-ე მუხლის შესაბამისად დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ უშუალოდ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა: „მითითებული ნორმით დადგენილია პრეტენზიის - მოთხოვნის წარდგენის ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც სასამართლოსათვის მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი, შეიძლება არ დააკმაყოფილოს სასამართლომ, თუ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მოვალე მიუთითებს ამის თაობაზე“ (იხ. სუსგ-ები: # ას-143-136-2010, 07.10.2010წ; # ას-968-1269-2007, 22.02.2008წ.).

 

6.12.ს.ს.კ.-ის 1488-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას;

 

განსახილველ შემთხვევაში გამსესხებელი აცხადებს, რომ მისთვის ცნობილი იყო მამკვიდრებლის გარდაცვალების შესახებ, აღნიშნულ ფაქტს მოწმეებიც ადასტურებენ . სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ კრედიტორისათვის უცნობი იყო მოვალის გარდაცვალების შესახებ, მოსარჩელეს მოვალის მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის წარდგენის ვადა მაინც დარღვეული აქვს. მოსარჩელემ სესხის თანხა დაფარა 2012 წლის 22 ოქტომბერს, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 292-ე მუხლის შესაბამისად მოთხოვნა უფლება წარმოეშვა იმავე დღესვე. მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2016 წლის 26 ოქტომბერს, სამკვიდრო გაიხსნა იმ დღესვე, შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნის წარდგენის ვადა 2017 წლის 26 ოქტომბრამდე ჰქონდა მოსარჩელეს.

დადგენილია, რომ აღნიშნულ ვადაში პრეტენზიის წარდგენის თაობაზე კი მოსარჩელეს არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა.

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზეც , რომ მოპასუხემ შესაგებელშიც და სასამართლო სხდომაზეც თავის პოზიციის დაფიქსირებისას განაცხადა მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე.

 

6.13.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის შესაბამისად სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის129-ე მუხლის შესაბამისად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება,თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

 

6.14.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის შესაბამისად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო.თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

ერთმნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელე და ბ------- დ----ე ვალდებულებით ურთიერთობაში (მოსარჩელის ქონება დატვირთული იყო იპოთეკით ბ------- დ----ის სესხის უზრუნველსაყოფად) იყვნენ და ბ------- დ----ის მიერ ვერ მოხდა ვალდებულების შესრულება ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, შესაბამისად დაირღვა ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი

 

6.15.დადგენილია, რომ 2012 წლის 22 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით შ.პ.ს. ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიკრედ ჯორჯია“-ში იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 01.1-.01.1--.0-- მესაკუთრე ელიზა დათუკიშვილმა გაყიდა 240000 ა.შ.შ. დოლარის ექვივალენტ ლარში და იყიდა შ.პ.ს. ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიკრედ ჯორჯია“-ში. მოსარჩელის განმარტებით იმისათვის , რომ აღნიშნული ქონება დაბალ ფასად არ გაყიდულიყო აუქციონზე, ამიტომ გაყიდა კრედიტორზე კარგ ფასად. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ იპოთეკა უქმდება თუ იგი საკუთრებასთან ერთად პირის ხელში აღმოჩნდება. აღნიშნული ხელშეკრულების შემდგომ მიღებული თანხით ელიზა დათუკიშვილის მიერ გადახდილი იქნა ბ------- დ----ის დავალიანება შ.პ.ს. ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიკრედ ჯორჯია“-ს მიმართ, რომელიც წარმოადგენდა 18316 .01 ევროს და რომელიც გამომდინარეობდა იპოთეკისა და სესხის ხსენებული ხელშეკრულებებიდან. მოცემული გარემოება დასტურდება 2012 წლის 22 ოქტომბრის N8 შემოსავლის ორდერით.

 

სასამართლო თვლის, რომ სარჩელის შინაარსითა და წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებებით სახეზეა დამდგარი ზიანი, რომლის მოთხოვნის უფლება წარმოიშვა 2012 წლის 22 ოქტომბერს მას შემდეგ , რაც მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სესხის თანხა. ბ------- დ----ე გარდაიცვალა 2016 წელში, სარჩელი სასამართლოში შემოტანილია 2018 წლის 8 იანვარს.

 

6.16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობის დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. სასამართლო თვლის, რომ მოცემულ სარჩელზე გასულია სასარჩელო ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა, რაც ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

6.17. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

7. უზრუნველყოფის ღონისძიებები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. სარჩელი არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად უნდა გაუქმდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განჩინებით მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ციალა ფხალაძეს აეკრძალა უძრავი ქონების მდებარე - ქ. ჭ---------, გზატკეცილი საჩხერე N24ა, საკადასტრო კოდით - 3-.10.3-.0--; დაზუსტებული ფართობი - 514.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 3-.10.2-.0--; და უძრავი ქონების მდებარე - ჭ---------, სოფ. ახალი დ---------, საკადასტრო კოდით - 3-.09.4-.0--. ნაკვეთის წინა ნომერი - 3-.09.09.6--; დაზუსტებული ფართობი: 3012.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N01 საერთო ფართით - 3003.9 კვ.მ. N02 საერთო ფართით 127.3 კვ.მ. N03 საერთო ფართით 23.5 კვ.მ გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

8. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. დადგენილია, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ელიზა დათუკიშვილის სარჩელი ციალა ფხალაძის მიმართ არ დაკმაყოფილდეს.

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

3. გაუქმდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განჩინებით მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ციალა ფხალაძეს აეკრძალა უძრავი ქონების მდებარე - ქ. ჭ---------, გზატკეცილი საჩხერე N24ა, საკადასტრო კოდით - 3-.10.3-.0--; დაზუსტებული ფართობი - 514.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 3-.10.2-.0--; და უძრავი ქონების მდებარე - ჭ---------, სოფ. ახალი დ---------, საკადასტრო კოდით - 3-.09.4-.0--. ნაკვეთის წინა ნომერი - 3-.09.09.6--; დაზუსტებული ფართობი: 3012.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N01 საერთო ფართით - 3003.9 კვ.მ. N02 საერთო ფართით 127.3 კვ.მ. N03 საერთო ფართით 23.5 კვ.მ გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი