გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080310016001303926
საქმე № 3/774-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი - ბაკურ ლილუაშვილი, ნინო გიორგაძე, თამარ შალამბერიძე
მოსარჩელე - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ი-----–-----------ე
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი
წარმომადგენელი - გ-------------–--ე
მოპასუხე - კერძო აღმასრულებელი დ-------------–---–ი
მესამე პირი - შპს ,,ი-----ის ვ-------–--ი’’
დირექტორი - დ----------------ე
წარმომადგენელი - მ-------------
მესამე პირი - გ----------------ი
წარმომადგენელი - გ----------------–---–ი
მესამე პირები - ვ-–----------------–---–ი, ო--------------ე, შპს ,,ჯ----------ი’’, შპს ,,ო----’’, ქ---------------–---–ი, დ--------------ა, შპს პ-----------ი (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ჩაბმული მესამე პირები).
მესამე პირები - მ--------–----–--ე, გ-----------ე, ჯ----–-------ე, ს-----------–---ე, თ---------------ე, ნ-----------–---–ი, ა-–---------------–----ე, ი------------–---–ი, დ--–-------–-–---–ი, ქ--------–------–--ე, ნ---------------–--ე, ი------------ი, ნ-----–-----------ე, ჯ--------------–--–---–ი, დ----------------–---–ი, თ----------–----–-–---–ი, ე-----------------ე, გ-----–----------ე, ე-------–----–---–---ი, ლ-----------------ე, გ----------–-------ი, ნ---------–--ე, გ------–-------–ი, შ-----------------ი’’, ც-–---------------ე, მ----–------------–---–ი, მ----------------–--ე, ფ-------------------ე, ა-------------ე, ლ--------------ე, რ-------------ე, ბ----------------–--ე, ნ--------------------ე, რ---------------–---–ი, დ----------–----ე, ზ-------–--–---–---–ი, ო-–----------–---–ი, გი-----------–--–-–---–ი, ხ------------–--ე-ხ---------ი (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ჩაბმული მესამე პირები).
დავის საგანი- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა (იხ. 2018 წლის 3 ივლისის სხდომის ოქმი 13:07:08):
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი კერძო აღმასრულებლის დ-------------–---–ის 2014 წლის 22 დეკემბრის №A14082883-007/002 მიმართვა;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 24 დეკემბრის №102014393913/3 გადაწყვეტილება;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი კერძო აღმასრულებლის დ-------------–---–ის 2014 წლის 22 დეკემბრის №A14082883-007/003 მიმართვა;
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 დეკემბრის №102014393877/3 გადაწყვეტილება;
სარჩელის თანახმად, კერძო აღმასრულებლის დ-------------–---–ის მიერ აღნაგობის უფლების დაყადაღება და საჯარო რეესტრის მიერ ასეთი ყადაღის რეგისტრაცია წარმოადგენს მერიის დისკრეციულ უფლებამოსილებაში უხეშ და არაკანონიერ ჩარევას, მერიისათვის საკუთრების უფლებით განხორციელებაში ხელშეშლას და არასწორი ნივთის დაყადაღებას. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ კერძო აღმასრულებელს შეეძლო ყადაღა დაედო აღნაგობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე აღმართულ უძრავ ნივთზე, რომელიც წარმოადგენდა შპს ,,ი-----ის ვ-------–--ის’’ საკუთრებას, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. ამ შესაძლებლობის უგულებელყოფით და აღნაგობის უფლების დაყადაღებით, უსამართლოდ და უკანონოდ იზღუდება თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, ვინაიდან მერიას ეკრძალება უძრავ ნივთზე რაიმე ქმედების განხორციელება. საკუთარი ქონების განკარგვისას მერია სარგებლობს აბსოლუტური დისკრეციით, რაც გულისხმობს იმას, რომ მას შეუძლია ნებისმიერ დროს გაასხვისოს ნივთი ან შეცვალოს მეაღნაგე. თავისთავად აღნაგობის უფლების დაყადაღება და შემდგომში მისი რეალიზაცია გულისხმობს არარსებული უფლების რეალიზაციას, ვინაიდან რომც განხორციელდეს ყადაღა და დასრულდეს სააღსრულებო წარმოება ამ უფლების მესამე პირზე რეალიზაციით შეუძლებელი იქნება მოცემული პირის მიერ აღნაგობის უფლების მიღება, რადგან არსებობს აღნაგობის უფლების შეწყვეტის საფუძველი მერიის მხრიდან, ჯერ კიდევ 2013 წლის მდგომარეობით რაც გულისხმობს, რომ ყადაღის მოხსნის მომენტშივე უფლება ავტომატურად შეწყდება, ანუ აღმასრულებელი ცდილობს რეალიზაცია გაუკეთოს არარსებულ აქტივს. საჯარო რეესტრი ასეთი ყადაღის დადებით და მესაკუთრის უფლების უკანონო შეზღუდვით არღვევს არამხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების კანონიერების პრინციპს, არამედ უხეშად ერევა მეორე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის ფარგლებში და უკანონოდ უზღუდავს მას საკუთრების უფლებას. აღნიშნული პოზიციის მიუხედავად, საქმის ზეპირი განხილვის ეტაპზე მოსარჩელემ განმარტა, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,ი-----ის ვ-------–--ს“ შორის გაფორმდა მორიგების აქტი, რომელიც წარმოადგენდა მხარეთა შორის დადებული თავდაპირველი აღნაგობის ხელშეკრულების გაგრძელებას და შესაბამისად, სასამართლოში დავის ეტაპზე ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,ი-----ის ვ-------–--ს“ შორის გრძელდება სადავო აღნაგობის ხელშეკრულების მოქმედება.
სასამართლო სხდომაზე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა ი-----–-----------ემ განმარტა, რომ ,,სააღსრულებო წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, როდესაც აღსრულება შეეხება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებას აღმასრულებელი ვალდებულია წინასწარ შეატყობინოს მას აღნიშნულის შესახებ. აღმასრულებელმა კი ისე მიიღო აღნაგობის უფლებაზე ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილება, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ამის თაობაზე არ უცნობებია. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას არ მისცემია საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. აღნაგობის უფლებაზე ყადაღის დადებიდან 2017 წლის ბოლომდე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას საიჯარო ქირა არ მიუღია, ვიდრე მხარეთა შორის არ გაფორმდა მორიგების აქტი (რომელიც თავდაპირველად მხარეთა შორის დადებული აღნაგობის ხელშეკრულების გაგრძელებას წარმოადგენს). ამდენად მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აღნაგობის უფლებაზე ყადაღის არსებობით მოსარჩელეს მიადგა ზიანი.
მოსარჩელის წარმომადგენელს ი-----–-----------ეს მიაჩნია, რომ სადავო აქტები - კერძო აღმასრულებლის დ-------------–---–ის 2014 წლის 22 დეკემბრის №A14082883-007/002 მიმართვა, კერძო აღმასრულებლის დ-------------–---–ის 2014 წლის 22 დეკემბრის №A14082883-007/003 მიმართვა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 24 დეკემბრის №102014393913/3 გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 დეკემბრის №102014393877/3 გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ დარღვეულია სააღსრულებო წარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
2. მხარეთა პოზიციები:
მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხე, კერძო აღმასრულებელმა დ-------------–---–მა სარჩელი არ სცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ უსაფუძვლობის გამო სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. მისივე განმარტებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძვლები.
მოპასუხე მიუთითებს, რომ აღნაგობის უფლების რეალიზაციის შემთხვევაში უფლებას ეყოლება ახალი მესაკუთრე, რომელიც იგივე სამართლებრივ ურთიერთობებში შევა მერიასთან, რაც გააჩნდა შპს ,,ი-----ა ვ-------–--ს’’, თუკი არსებობს გასასხვისებელ უფლებაზე რაიმე სახის ვალდებულება, ნაკლი და ა. შ. მერიის მხრიდან აღნიშნული წერილობით უნდა იქნეს მიმართული კერძო აღმასრულებელისათვის, რომლის თაობაზეც ინფორმაციულად გაცხადდება იძულებითი აუქციონის დროს და მყიდველისათვის ცნობილი იქნება ყველა სამართლებრივი შედეგი, რაც შეიძლება მოჰყვეს მის მიერ ასეთი უფლების შეძენას.
მოპასუხე ასევე, არ ეთანხმება მოსარჩელე მხარის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მას ყადაღა უნდა დაედო არა აღნაგობის უფლებაზე, არამედ აღნაგობის უფლების საფუძველზე აღმართულ უძრავ ქონებაზე. აღმასრულებელი მიუთითებს, რომ მოვალე შპს ,,ი-----ა ვ-------–--ის’’ საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე შენობა-ნაგებობაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის.
მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელის მითითებას, რომ კერძო აღმასრულებლის მიერ დარღვეულია ,,სააღსრულებო წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 ნაწილის ა.ა. ქვეპუნქტი, რამეთუ მის მიერ ყადაღა დაედო შპს ,,ი-----ა ვ-------–--ის’’ ქონებას - აღნაგობის უფლებას და არა თვითმმართველი ერთეულის ქონებას, შესაბამისად ვინაიდან მოვალე იყო შპს ,,ი-----ა ვ-------–--ი’’, რომლის ქონებაზეც განხორციელდა ყადაღის დადება კერძო აღმასრულებელს არ გააჩნდა ვალდებულება ეცნობებინა თვითმმართველი ერთეულისათვის ყადაღის დადების შესახებ.
მოპასუხე არ დაეთანხმა მესამე პირის შპს ,,ი-----ა ვ-------–--ის’’ წარმომადგენლის განმარტებას აღმასრულებლის უფლებამოსილების განხორციელების დროს ტერიტორიული პრინციპის დარღვევის თაობაზე და აღნიშნა, რომ მხარის მიერ მითითებული ნორმა ეხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოებს და არა კერძო აღმასრულებელს, ხოლო კერძო აღმასრულებელი სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (სააღსრულებო წარმოების შესახებ საქართველოს კანონის 146 მუხლი).
2.2. მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო, დაეთანხმა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ უსაფუძვლობის გამო სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. მისივე განმარტებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძვლები.
2.3.1. მესამე პირის, გ----------------ის წარმომადგენელმა გ----------------–---–მა სარჩელი არ სცნო, დაეთანხმა წარმოდგენილ შესაგებელს და ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის მოტივით.
2.3.2. მესამე პირის, შპს ,,ი-----ა ვ-------–--ის’’ წარმომადგენელი მ------------- დაეთანხმა წარმოდგენილ სარჩელს, ითხოვა მისი დაკმაყოფილება, დამატებით მიუთითა სააღსრულებო წარმოების შესახებ საქართველოს კანონის 62-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ კერძო აღმასრულებელი არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა აღსრულება, რადგან მისი იურიდიული მისამართია ქალაქი თბილისი, ხოლო უძრავი ნივთის მისამართია ქ. ქუთაისი. შესაბამისად მიაჩნია, რომ კერძო აღმასრულებელ დ-------------–---–ის მიერ დარღვეულია უფლებამოსილების განხორციელების ტერიტორიული პრინციპი. გარდა ამისა, მის მიერ უგულვებელყოფილი იქნა სააღსრულებო წარმოების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნა, რომლის თანახმად მას უნდა ეცნობებინა სააღსრულებო წარმოების შესახებ თვითმმართველი ერთეულისათვის. მხარე აღნიშნავს, რომ აღნაგობის უფლებაზე ყადაღის არსებობა ზიანს აყენებს, როგორც მოსარჩელეს, ასევე მესამე პირებს, რომლებსაც დადებული აქვთ უძრავი ქონების ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულებები.
მესამე პირის, შპს ,,ი-----ა ვ-------–--ის’’ დირექტორი დ----------------ე დაეთანხმა წარმოდგენილ სარჩელს და წარმომადგენლის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებას.
2.3.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ჩაბმულმა მესამე პირმა ო--------------ემ განმარტა, რომ იგი იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობს ფართს და შესაბამისად ყადაღის არსებობა მისი ფართის ნაწილში ზღუდავს მის უფლებებს, ამდენად მხარს უჭერს სასარჩელო მოთხოვნას მისი ფართის ნაწილში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ჩაბმულმა მესამე პირმა ვ-–----------------–---–მა განმარტა, რომ არ ეთანხმება აღნაგობის უფლებაზე ყადაღის არსებობას, რადგან აღნიშნულის გამო არ აქვს მისი გასხვისების და სამეწარმეო საქმიანობის უფლება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ჩაბმული მესამე პირის ო--------------ის და ვ-–----------------–---–ის ადვოკატმა მ-------------მ განმარტა, რომ აღნიშნულ პირებთან მიმართებაში მოპასუხეთა მიერ დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლი და 95-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
2.3.4. მესამე პირების, შპს ,,ჯ----------ის’’, შპს ,,ო----ს’’, ქ---------------–---–ის, დ--------------ას, შპს პ-----------ის, მ--------–----–--ეს, გ-----------ეს, ჯ----–-------ეს, ს-----------–---ეს, თ---------------ეს, ნ-----------–---–ის, ა-–---------------–----ეს, ი------------–---–ის, დ--–-------–-–---–ის, ქ--------–------–--ეს, ნ---------------–--ეს, ი------------ის, ნ-----–-----------ეს, ჯ--------------–--–---–ის, დ----------------–---–ის, თ----------–----–-–---–ის, ე-----------------ეს, გ-----–----------ეს, ე-------–----–---–---ის, ლ-----------------ეს, გ----------–-------ის, ნ---------–--ეს, გ------–-------–ის, შ-----------------ის’’, ც-–---------------ეს, მ----–------------–---–ს, მ----------------–--ეს, ფ-------------------ეს, ა-------------ეს, ლ--------------ეს, რ-------------ეს, ბ----------------–--ეს, ნ--------------------ეს, რ---------------–---–ს, დ----------–----ეს, ზ-------–--–---–---–ს, ო-–----------–---–ს, გი-----------–--–-–---–ს, ხ------------–--ე-ხ---------ის პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით უცნობია, ვინაიდან მათ არ წარმოუდგენიათ წერილობითი მოსაზრება და ასევე, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილია, რომ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,ი-----ის ვ-------–--ს” შორის 2007 წლის 07 ნოემბერსა და ამავე წლის 04 დეკემბერს დადებული იქნა ,,ქალაქ ქუთაისის საკუთრებაში არსებულ ქონების (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების) პირდაპირი განკარგვის წესით აღნაგობის უფლების სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ N4 და N6 ხელშეკრულებები.
დადგენილია, რომ 2013 წლის 23 ივლისს ქალაქ ქუთაისის მერიასა და შპს ,,ი-----ის ვ-------–--ს“ შორის გაფორმდა ,,აღნაგობის უფლებით საკუთრებაში გადაცემის შესახებ ქალაქ ქუთაისის მერიასა და შპს ,,ი-----ის ვ-------–--ს“ შორის 2007 წლის 7 ნოემბრის N4 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ N13 ხელშეკრულება, რომლითაც ცვლილება შევიდა აღნაგობის ქირაში. ასევე, შეიცვალა 2007 წლის 7 ნოემბერს ქალაქ ქუთაისის მერიასა და შპს ,,ი-----ის ვ-------–--ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,აღნაგობის უფლების გამცემი პირი აღნაგობის ფორმით სარგებლობაში გადასცემს აღნაგობის უფლების მიმღებ პირს თვითმმართველი ერთეულის ქალაქ ქუთაისის საკუთრებაში არსებულ ქონებას, რომელიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ი. ჭ-------ის გამზ. №67-ის დასავლეთით მდებარე ტერიტორია და გზის მონაკვეთი (ს/კ 03.04.30.1--) და ქ. ქუთაისი, ი. ჭ-------ის გამზ. №50-ის დასავლეთით მდებარე ქონება (ს/კ 03.04.01.5--).
საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. ქუთაისი, ი. ჭ-------ის გამზ. №50-ის დასავლეთით (ს/კ 03.04.01.5--) უძრავ ნივთი საკუთრების უფლებით ირიცხება ქ. ქუთაისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლებით. აღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია აღნაგობის უფლება. მეაღნაგე: ქუთაისის თვითმმართველი ერთეული; მოაღნაგე: შპს ,,ი-----ა ვ-------–--ი’’;
საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ ქ. ქუთაისი, ი. ჭ-------ის გამზ. №67ბ (ს/კ 03.04.30.1--) უძრავ ნივთი საკუთრების უფლებით ირიცხება თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლებით. აღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია აღნაგობის უფლება. მეაღნაგე: ქუთაისის თვითმმართველი ერთეული; მოაღნაგე: შპს ,,ი-----ა ვ-------–--ი’’;
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სარჩელი, ბრძანებები;
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 116-118);
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 141-150);
3.2. ასევე დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების თანახმად, N2/1764-13 საქმეზე მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხე შპს ,,ი-----ის ვ-------–--ის“ მიმართ, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელე გ----------------ის სარჩელი. მოპასუხე შპს ,,ი-----ის ვ-------–--ს’’ მოსარჩელე გ----------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 160 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2018 წლის 23 ოქტომბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე, 2014 წლის 11 ნოემბერს კრედიტორმა გ----------------მა განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს დ-------------–---–ს და იძულებითი აღსრულების მიზნით წარუდგინა 2018 წლის 23 ოქტომბრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს N2/1764-13 სააღსრულებო ფურცელი და მოითხოვა მისი აღსრულება.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- N2/1764-13 სააღსრულებო ფურცელი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 218);
- განცხადება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 217);
3.3. კერძო აღმასრულებელი დ-------------–---–ის 2014 წლის 22 დეკემბრის №A14082883-007/002 წერილის თანახმად, დ-------------–---–მა 2014 წლის 22 დეკემბერს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-146, მე-147 მუხლებისა და მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის თანახმად, ითხოვა შპს ,,ი-----ა ვ-------–--ის’’ აღნაგობის უფლებაზე ყადაღის რეგისტრაციაში გატარება შემდეგ უძრავ ნივთზე: ქ. ქუთაისი, ი. ჭ-------ის გამზ. N50-ის დასავლეთით (ს/კ 03.04.01.5--).
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 24 დეკემბრის №102014393913/3 გადაწყვეტილებით კერძო აღმასრულებლის დ-------------–---–ის მოთხოვნა ყადაღის წარმოშობის რეგისტრაციის თაობაზე (საგანი: არამატერიალური ქონებრივი სიკეთე: მისამართი: ქ. ქუთაისი, ი. ჭ-------ის გამზ. 50-ის დასავლეთით აღნაგობის უფლებაზე) დაკმაყოფილდა (ს/კ 03.04.01.5--).
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- №A14082883-007/002 წერილი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 87);
- განცხადების მიღების ბარათი (იხ ტომი 1, ს.ფ. 85);
- 2014 წლის 24 დეკემბრის №102014393913/3 გადაწყვეტილება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 119);
3.4. კერძო აღმასრულებელი დ-------------–---–ის 2014 წლის 22 დეკემბრის №A14082883-007/003 წერილის თანახმად დადგენილია, რომ დ-------------–---–მა 2014 წლის 22 დეკემბერს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-146, მე-147 მუხლებისა და მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის თანახმად, ითხოვა შპს ,,ი-----ის ვ-------–--ის’’ აღნაგობის უფლებაზე ყადაღის რეგისტრაციაში გატარება შემდეგ უძრავ ნივთზე: ქ. ქუთაისი, ი. ჭ-------ის გამზ. N67ბ, (ს/კ 03.04.30.1--).
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 დეკემბრის №102014393877/3 გადაწყვეტილებით კერძო აღმასრულებლის დ-------------–---–ის მოთხოვნა ყადაღის წარმოშობის რეგისტრაციის თაობაზე (საგანი: არამატერიალური ქონებრივი სიკეთე: მისამართი: ქ. ქუთაისი, ი. ჭ-------ის გამზ. N67ბ (ყოფილი ქ. ქუთაისი, ი. ჭ-------ე, 67-ის დასავლეთით მდებარე ტერიტორია და გზის მონაკვეთი) აღნაგობის უფლებაზე დაკმაყოფილდა.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- №A14082883-007/003 წერილი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 59);
- განცხადების მიღების ბარათი (იხ ტომი 1, ს.ფ. 57);
- სააგენტოს 2014 წლის 22 დეკემბრის №102014393877/3 გადაწყვეტილება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 61);
3.5. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ აღნაგობის ქირის გადაუხდელობის გამო, 2015 წლის 3 თებერვალს, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოსცა №128 ბრძანება ,,ქალაქ ქუთაისის მერიასა და შპს ,,ი-----ის ვ-------–--ს’’ შორის 2007 წლის 7 ნოემბერს დადებული ,,ქალაქ ქუთაისის საკუთრებაში არსებული ქონების (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების) პირდაპირი განკარგვის წესით აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ’’ №4 ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების შესახებ’’.
დადგენილია, რომ 2015 წლის 4 თებერვალს, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოსცა №129 ბრძანება ,,ქალაქ ქუთაისის მერიასა და შპს ,,ი-----ის ვ-------–--ს’’ შორის 2007 წლის 7 ნოემბერს დადებული ,,ქალაქ ქუთაისის საკუთრებაში არსებული ქონების (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების) პირდაპირი განკარგვის წესით აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ’’ №4 ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების შესახებ’’ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 3 თებერვლის №128 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ’’. ამ უკანასკნელის საფუძველზე, 2015 წლის 3 თებერვლიდან ცალმხრივად გაუქმდა ქუთაისის მერიასა და შპს ,,ი-----ის ვ-------–--ს’’ შორის 2007 წლის 07 ნოემბერს და 2007 წლის 04 დეკემბერს დადებული ,,ქალაქ ქუთაისის საკუთრებაში არსებული ქონების (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების) პირდაპირი განკარგვის წესით აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ’’ №4 და №6 ხელშეკრულებები. ამავე ბრძანებით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურს დაევალა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებათა გატარების უზრუნველყოფა, მათ შორის საჯარო რეესტრის ამონაწერებში /№03.04.30.1-- და №03.04.01.5--/ შესაბამისი ჩანაწერის გაუქმება.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ბრძანება №128 (იხ. ტომი 3, ს.ფ. 29-31);
- ბრძანება №129 (იხ. ტომი 3, ს.ფ. 32-34);
3.6. დადგენილია, რომ 2015 წლის 3 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სახლით მიმართა თეიმურაზ ერაძემ და უძრავ ნივთზე მდებარე: ქ. ქუთაისი, ი. ჭ-------ის გამზ. N67ბ (ყოფილი ი. ჭ-------ის გამზ. N67-ის დასავლეთით მდებარე ტერიტორია და გზის მონაკვეთი) აღნაგობის უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია მოითხოვა.
დადგენილია, რომ 2015 წლის 4 თებერვლის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის N882015052803-03 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა განცხადება აღნაგობის უფლების შეწყვეტის რეგისტრაციის შესახებ უძრავ ნივთზე მდებარე - ქ. ქუთაისი, ი. ჭ-------ის გამზ. N67ბ (ყოფილი ი. ჭ-------ის გამზ. N67-ის დასავლეთით მდებარე ტერიტორია და გზის მონაკვეთი).
ასევე დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გადამოწმებული იქნა მიღებული N882015052803-03 გადაწყვეტილების კანონიერება და საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის რეესტრის სამსახურის მონაცემები. დადგენილი იქნა, რომ არასწორად იქნა მიღებული გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, ვინაიდან საჯარო რეესტრში საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრში, მოცემული დროისთვის რეგისტრირებული იყო ,,ყადაღა’’ საგანი არამატერიალური ქონებრივი სიკეთე’’ აღნაგობის უფლება უძრავ ქონებაზე ქ. ქუთაისი, ი. ჭ-------ის გამზ. N67ბ (ყოფილი ი. ჭ-------ის გამზ. N67-ის დასავლეთით მდებარე ტერიტორია და გზის მონაკვეთი) =, ს/კ 03.04.30.1--.
დადგენილია, რომ 2016 წლის 5 იანვრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის N882016003565-03 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადება უძრავ ნივთზე მდებარე ქ. ქუთაისი, ჭ-------ის გამზ, N67 ბ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
დადგენილია, რომ 2016 წლის 5 იანვრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N1797 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 4 თებერვლის N882015052803-03 გადაწყვეტილება.
დადგენილია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 4 თებერვლის N882015052803-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N1797 გადაწყვეტილება.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 14 მარტის N59990 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას N19672/17 და N21449/17 ადმინისტრაციული საჩივრების (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 4 თებერვლის N882015052803-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 5 იანვრის N1797 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა) დაკმაყოფილებაზე.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- განცხადება, განცხადების მიღების ბარათი (იხ.ტომი 1, ს.ფ. 17);
- 2015 წლის 4 თებერვლის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის N882015052803-03 გადაწყვეტილება (იხ.ტომი 1, ს.ფ.20);
- განცხადება, განცხადების მიღების ბარათი (იხ.ტომი 1, 21-22);
- N882016003565-03 გადაწყვეტილება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 23);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N1797 გადაწყვეტილება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 24-26);
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 14 მარტის N59990 გადაწყვეტილება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 30-34);
3.7. დადგენილია, რომ 2015 წლის 3 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სახლით მიმართა თეიმურაზ ერაძემ და უძრავ ნივთზე მდებარე: ქ. ქუთაისი, ი. ჭ-------ის გამზ. N50-ის დასავლეთით აღნაგობის უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია მოითხოვა.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 04 თებერვლის N882015052785-06 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა განცხადება აღნაგობის უფლების შეწყვეტის რეგისტრაციის შესახებ უძრავ ნივთზე მდებარე - ქ. ქუთაისი, ი. ჭ-------ის გამზ. N50-ის დასავლეთით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გადამოწმებული იქნა მიღებული 2015 წლის 04 თებერვლის N882015052785-06 გადაწყვეტილების კანონიერება და საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის რეესტრის სამსახურის მონაცემები. დადგენილი იქნა, რომ არასწორად იქნა მიღებული გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, ვინაიდან საჯარო რეესტრში საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრში, მოცემული დროისთვის რეგისტრირებული იყო ,,ყადაღა’’ საგანი არამატერიალური ქონებრივი სიკეთე’’ აღნაგობის უფლება უძრავ ქონებაზე ქ. ქუთაისი, ი. ჭ-------ის გამზ. N50-ის დასავლეთით, ს/კ 03.04.01.5--.
დადგენილია, რომ 2016 წლის 22 თებერვლის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N40100 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 4 თებერვლის N882015052785-06 გადაწყვეტილება.
დადგენილია, რომ 2016 წლის 22 თებერვლის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის განცხადების საფუძველზე 2016 წლის 24 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული იქნა N8820161005684-03 გადაწყვეტილება ქ. ქუთაისი, ი. ჭ-------ის გამზ. N50-ის დასავლეთით რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
დადგენილია, რომ 2015 წლის 22 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სახლით მიმართა თეიმურაზ ერაძემ და უძრავ ნივთზე მდებარე: ქ. ქუთაისი, ი. ჭ-------ის გამზ. N50-ის დასავლეთით აღნაგობის უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია მოითხოვა.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 25 თებერვლის N882016100729-03 გადაწყვეტილებით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას უარი ეთქვა ქ. ქუთაისი, ი. ჭ-------ის გამზ. N50-ის დასავლეთით აღნაგობის უფლების შეწყვეტის რეგისტრაციაზე.
ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 01 მარტს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 4 თებერვლის N882015052785-06 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N40100 გადაწყვეტილება.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 5 აპრილის N83050 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას 2016 წლის 01 მარტის N42043/17 ადმინისტრაციული საჩივრის (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 4 თებერვლის N882015052785-06 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 22 თებერვლის N40100 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა) დაკმაყოფილებაზე.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- განცხადება N10611448, განცხადების მიღების ბარათი (იხ.ტომი 2, ს.ფ. 17-19);
- 2014 წლის 4 თებერვლის N882015052785-06 გადაწყვეტილება (იხ. ტომი 2, ს.ფ. 24);
- 2016 წლის 22 თებერვლის N40100 გადაწყვეტილება (იხ. ტომი 2,ს.ფ. 34-36);
- განცხადება N11671228, განცხადების მიღების ბარათი (იხ.ტომი 2, ს.ფ. 25-27);
- განცხადება N11671275, განცხადების მიღების ბარათი (იხ.ტომი 2, ს.ფ. 29-31);
- 2016 წლის 25 თებერვლის N882016100729-03 გადაწყვეტილება (იხ. ტომი 2, ს.ფ. 32);
- ადმინისტრაციული საჩივარი (იხ. ტომი 2, ს.ფ. 41-43);
- 2016 წლის 5 აპრილის N83050 გადაწყვეტილება (იხ. ტომი 2, ს.ფ. 44-49);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი; ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში, (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნით) მოსარჩელე ითხოვს კერძო აღმასრულებლის დ-------------–---–ის 2014 წლის 22 დეკემბრის №A14082883-007/002 სააღსრულებო მიმართვის და აღნიშნული მიმართვის საფუძველზე მიღებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 24 დეკემბრის №102014393913/3 გადაწყვეტილების, კერძო აღმასრულებლის დ-------------–---–ის 2014 წლის 22 დეკემბრის №A14082883-007/003 სააღსრულებო მიმართვისა და აღნიშნული მიმართვის საფუძველზე მიღებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 დეკემბრის №102014393877/3 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
სასამართლო, მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტები წარმოადგენენ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ (დაზუსტებული) სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, სასამართლო პირველ რიგში მსჯელობს კერძო აღმასრულებლის მიერ გამოცემული სადავო მიმართვების, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონშესაბამისობის საკითხზე. ანუ, იყო თუ არა კერძო აღმასრულებელი აღჭურვილი უფლებამოსილებით დაეწყო სააღსრულებო წარმოება (პროცედურები) მასთან წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე და, შესაბამისად, ადგილი ჰქონდა თუ არა კანონის ისეთი სახის დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოსარჩელე ეფექტიანად განახორციელებდა მისი უფლებების დაცვა/რეალიზაციას.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ზოგად კონცეფციაზე, რომლის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უთანაბრდება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არცნობას, რაც მოჩვენებითს ხდის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას. იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლო ხელისუფლება წარმოადგენს ქვეყნის ხელისუფლების ერთ-ერთ შტოს და მისი გადაწყვეტილება მართლმსაჯულების განხორციელების შედეგია - სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივ ძალმოსილებას ქვეყნის უპირველესი კანონი - კონსტიტუცია ადგენს. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება, როგორც „სამართლიანი სასამართლოს“ უფლების ელემენტი, დაცული და აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლით, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულოობა ასევე, ასახულია ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლში, რომლის თანახმად, სასამართლოს აქტი, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მოთხოვნა და განკარგულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის. სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით. სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის დათქმიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულოობა ნიშნავს სახელმწიფოს მხრიდან მისი აღსრულებადობის უზრუნველყოფას. სახელმწიფოს ვალდებულებას - დაიცვას მოქალაქეთა უფლებები სხვა პირთა მხრიდან ჩარევისაგან, ან დარღვეული უფლებების აღსადგენად გაატაროს ღონისძიებები უფლებათა/თავისუფლებათა დაცულობის გარანტიის თავლსაზრისით, რაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამართული სამართლებრივი (კანონისმიერი) პროცედურებითა და ვალდებულებით შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან და ეფექტიან ბალანსს საზოგადოების წევრებს შორის.
სასამართლო მიუთითებს (სადავო აქტების დროს მოქმედი რედაქციით) ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.
ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება ... კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებისა.
ამავე კანონის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო). ხოლო, მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში აგრეთვე ახორციელებს ამ კანონის III2 თავით გათვალისწინებული კერძო აღმასრულებელი.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-146 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კერძო აღმასრულებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც საჯარო უფლებამოსილებას – სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ხოლო, მე-147 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, კერძო აღმასრულებელი ახორციელებს ამ კანონის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“ და „ე“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტების (გადაწყვეტილებების), აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სანოტარო აქტებისა და გირავნობის მოწმობების აღსრულებას ამავე კანონით დადგენილი წესით. კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულება ხორციელდება კრედიტორის მიმართვისა და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, კერძო აღმასრულებელი აღსრულებას ახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღსრულების მხარეები არიან ფიზიკური პირები ან / და კერძო სამართლის იურიდიული პირები და თუ სააღსრულებო დოკუმენტის მიხედვით წარმოდგენილი აღსასრულებელი ფულადი მოთხოვნა არ აღემატება 500 000 ლარს.
ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე... ...ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული იმ გადაწყვეტილების აღსრულებისას, რომელზედაც აუცილებელია სააღსრულებო ფურცლის არსებობა, აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება, კონკრეტულად არიან დასახელებული სააღსრულებო ფურცელში.
ამავე კანონის მე-15 მუხლის თანახმად, სააღსრულებო წარმოებაში მონაწილეობენ: ა) კრედიტორი და მოვალე (შემდგომში ასევე – სააღსრულებო წარმოების მხარეები); ბ) აღმასრულებელი; გ) კერძო აღმასრულებელი; დ) სხვა პირები, რომლებიც მონაწილეობენ სააღსრულებო წარმოების პროცესში.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელე გ----------------ის სარჩელი და მოპასუხე შპს ,,ი-----ის ვ-------–--ს’’ მოსარჩელე გ----------------ის სასარგებლოდ დაეკისრა 160 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში გადახდა. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2018 წლის 23 ოქტომბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც მითითებული იყო კრედიტორი და მოვალე. შესაბამისად, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, 2014 წლის 11 ნოემბერს, კრედიტორმა გ----------------მა იძულებითი აღსრულების მიზნით მიმართა კერძო აღმასრულებელს დ-------------–---–ს.
ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, ზემოთ მითითებული ნორმატული დანაწესების გათვალისწინებით, კრედიტორს სრული უფლება ჰქონდა მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით წარედგინა აღმასრულებელთან. ხოლო, კერძო აღმასრულებელს დ-------------–---–ს ასევე, კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დაეწყო აღსრულება წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მესამე პირის შპს ,,ი-----ის ვ-------–--ის“ წარმომადგენლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ კერძო აღმასრულებელმა დაარღვია აღსრულების ტერიტორიული ქვემდებარეობა და აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-146 მუხლის პირველი პუნქტი კერძო აღმასრულებელს ანიჭებს საჯარო უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ წარდგენილი სააღსრულებო ფურცლით მოვალისათვის დაკისრებული თანხის 160 000 (ას სამოცი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში, იმ დროისათვის არ აღემატებოდა 500 000 ლარს (,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-147.3 მუხლი). ამდენად, როგორც საქმეში არსებული მასალებით დგინდება, კრედიტორის მიერ წარდგენილი ზემოხსენებული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, კერძო აღმასრულებელმა დ-------------–---–მა კანონის მოთხოვნათა დაცვით დაიწყო შესაბამისი სააღსრულებო საქმის წარმოება, რამეთუ სახეზე იყო აღსრულების დაწყების ყველა წინაპირობა: კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე წარდგენილი სააღსრულებო ფურცელი, კრედიტორი, მოვალე, აღსასრულებელი თანხის ოდენობა და კერძო აღმასრულებლის მხრიდან აღსრულების განხორციელების უფლებამოსილება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
6.3. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ უფლებამოსილი იყო თუ არა კერძო აღმასრულებელი ყადაღა დაედო სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მოვალის შპს ,,ი-----ის ვ-------–--ის“ (არამატერიალურ) ქონებას - აღნაგობის უფლებას, სასამართლო განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ მე-17 მუხლში მოცემულია აღმასრულებლის უფლება-მოვალეობანი.
აღნიშნული მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს: ა) გადახდევინება: ა.ა) მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით, ხოლო თუ საკითხი ეხება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებას, აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს; ა.ბ) მოვალის ხელფასიდან, პენსიიდან, სტიპენდიიდან და სხვა შემოსავლებიდან; ა.გ) მოვალის სხვა პირებთან არსებული ფულადი თანხებიდან და ქონებიდან, აგრეთვე საინკასო დავალებების საფუძველზე მოვალის საბანკო ანგარიშებიდან; ბ) მოვალისათვის იმ საგნების ჩამორთმევა, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებით კრედიტორს უნდა გადაეცეს; გ) კანონის შესაბამისად აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში მითითებული სხვა ღონისძიებები.
განსახილველ შემთხვევაში მხარები არ დავობენ იმ გარემოებაზე, რომ ქ. ქუთაისი, ი. ჭ-------ის გამზ. N67ბ-ში (ყოფილი ქ. ქუთაისი, ი. ჭ-------ე, 67-ის დასავლეთით მდებარე ტერიტორია და გზის მონაკვეთი) და ქ. ქუთაისში, ი. ჭ-------ის გამზ. N50-ის დასავლეთით (ს/კ 03.04.01.5--) მდებარე უძრავ ქონებაზე ქუთაისის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ი-----ს ვ-------–--ს’’ შორის გაფორმებულია აღნაგობის ხელშეკრულება და იგი რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. ასევე სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ სასამართლოში დავის მიმდინარეობის დროს მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა და მესამე პირის შპს-ს დირექტორმა დადასტურა, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,ი-----ის ვ-------–--ს“ შორის გაფორმდა მორიგების აქტი, რომელიც დაეფუძნა თავდაპირველ - 2007 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას და წარმოადგენს ამავე ხელშეკრულების გაგრძელებას (სასამართლოს დავალების მიუხედავად აღნიშნული მორიგების აქტი მოსარჩელე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სასამართლოში, თუმცა დადასტურებული იქნა მისი ზეპირი განმარტებით).
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლის თანახმად, ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.
ამავე კოდექსის მე-7 მუხლის შესაბამისად, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული.
ამავე კოდექსის 152-ე მუხლის შესაბამისად, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე. არამატერიალურ ქონებრივ სიკეთედ მიიჩნევა ისეთი მოთხოვნები და უფლებები, რომელთა განკარგვა შესაძლებელია.
სამოქალაქო კოდექსის 198.1-ე მუხლის თანახმად, ნივთების მსგავსად მოთხოვნები და უფლებებიც შეიძლება იყოს გასხვისების ობიექტი და მასზე საკუთრება გადაეცეს სხვა პირს. აღნაგობის უფლება გულისხმობს, პირის შესაძლებლობას ისარგებლოს სხვისი ნაკვეთით ისე, რომ მას ჰქონდეს ან ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება, ასევე ამ უფლების გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის, თხოვების და გაქირავების უფლება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კერძო აღმასრულებელმა დ-------------–---–მა წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის აღსრულების ფარგლებში მოიძია რა მოვალის შპს ,,ი-----ის ვ-------–--ის“ ქონება და დაადგინა, რომ შპს ,,ი-----ის ვ-------–--ის“ სახელზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული იყო მოვალის მხოლოდ არამატერიალური ქონება - აღნაგობის უფლება, 2014 წლის 22 დეკემბერს №A14082883-007/003 წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ყადაღის რეგისტრაციაში გატარება შპს ,,ი-----ა ვ-------–--ის’’ აღნაგობის უფლებაზე შემდეგ უძრავ ნივთზე: ქ. ქუთაისში, ი. ჭ-------ის გამზ. N67ბ, (ს/კ 03.04.30.1--). ასევე დადგენილია, რომ კერძო აღმასრულებელმა დ-------------–---–მა 2014 წლის 22 დეკემბერს №A14082883-007/002 წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და გააგზავნა მოთხოვნა ყადაღის რეგისტრაციაში გატარების თაობაზე შპს ,,ი-----ის ვ-------–--ის’’ აღნაგობის უფლებაზე შემდეგ უძრავ ნივთზე: ქ. ქუთაისში, ი. ჭ-------ის გამზ. N50-ის დასავლეთით (ს/კ 03.04.01.5--). ამდენად, ამ ნაწილშიც სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო აღმასრულებლის მხრიდან კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რამეთუ სახეზე იყო მოვალის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლება.
რაც შეეხება მოსარჩელის წარმომადგენლისა და მესამე პირის შპს ,,ი-----ის ვ-------–--ის“ წარმომადგენლების მოსაზრებას, რომ სადავო აქტების გამოცემისას დარღვეული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნები, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ როდესაც ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ერთმნიშვნელოვნად იკვეთება ისეთი ვითარება, რომ მიღებული გადაწყვეტილება შეეხება სხვა პირის იურიდიულ ინტერესს, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამასთან, აღსანიშნავია სააღსრულებო წარმოების სპეციფიურობა და ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი სპეციალური კანონის მოთხოვნების გათვალისწინება. განსახილველ შემთხვევაში საკითხი ეხებოდა შპს ,,ი-----ის ვ-------–--ის’’ (ქონებაზე) აღნაგობის უფლებაზე ყადაღის დადებას, რომლის მესაკუთრესაც წარმოადგენდა სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირი მოვალე - შპს ,,ი-----ის ვ-------–--ი“.
სასამართლო ადასტურებს, რომ დავის ობიექტურად გადაწყვეტისას მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს შპს ,,ი-----ის ვ-------–--ის“ ქონების აღმასრულებლის მიერ იძულებით განკარგვასთან დაკავშირებით წარმოებულ სააღსრულებო პროცესში ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის უფლების ფარგლების განსაზღვრა, მისი დაინტერესებულ პირად მიჩნევის თვალსაზრისით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დაინტერესებული მხარის ცნება ცალსახად უკავშირდება პირის უფლებას - წარმოდგენილ იქნეს მხარედ, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოში, ისე სასამართლოში. დაინტერესებულ მხარედ ითვლება ის პირი, რომლის კანონიერ ინტერესზეც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება. შესაბამისად, პირის დაინტერესებულ მხარედ მიჩნევის თვალსაზრისით სახეზე უნდა იყოს მისი უფლების/ინტერესის დარღვევის ფაქტი და სახეზე უნდა იყოს კანონის უგულვებელყოფა, რომელიც პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მომტანი უნდა იყოს და პირის სამართლებრივად დაცულ უფლებებსა და ფაქტობრივ ინტერესზე ახდენდეს რეალურ, ობიექტურ გავლენას.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-151.1 მუხლის თანახმად, სააღსრულებო წარმოებაში კრედიტორს წარმოადგენს ფიზიკური და იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომელთა სასარგებლოდ ან/და ინტერესებისათვის მიღებულია ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში ცალსახად დადგენილია, რომ სააღსრულებო ფურცელში მითითებულ სააღსრულებო წარმოების არც მხარეს (კანონის მე-151 მუხლი) და არც პირს (კანონის მე-15 მუხლი) არ წარმოადგენდა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. იგი არ წარმოადგენდა არც ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს, რომლის სასარგებლოდ ან/და ინტერესებისათვის იყო მიღებული სასამართლოს აღსრულებას დაქვემდებარებული გადაწყვეტილება.
შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის და მესამე პირის შპს ,,ი-----ის ვ-------–--ის’’ პოზიციას, რომ ვინაიდან საკითხი შეეხებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებას კერძო აღმასრულებელი ვალდებული იყო მიმდინარე წარმოების თაობაზე ეცნობებინა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის. აღნიშნულთან მიმართებაში სასამართლო მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 ნაწილის ა.ა. ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს: მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით, ხოლო თუ საკითხი ეხება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ქონებას, ამის შესახებ აცნობოს შესაბამის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ყადაღა დაედო არა ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებას - მიწის ნაკვეთს, არამედ შპს ,,ი-----ის ვ-------–--ის’’ არამატერიალურ ქონებას - აღნაგობის უფლებას. შესაბამისად, მოპასუხეს არ გააჩნდა ვალდებულება რაიმე სახის ინფორმაცია მიეწოდებინა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მიმდინარე პროცედურის თაობაზე. ხოლო, თუ გაზიარებულია იქნება მოსაზრება მიმდინარე აღსრულების პროცედურის შესახებ მუნიციპალიტეტის ერთეულის ინფორმირებულობის თვალსაზრისით, ამ მუხლის დანაწესი კერძო აღმასრულებლის მხოლოდ უფლებამოსილებაზე საუბრობს, რაც ბუნებრივია გამორიცხავს აღნიშნული ქმედების განხორციელების ვალდებულებას.
სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ კანონი, რომლის ფარგლებშიც მოქმედებდა კერძო აღმასრულებელი მიეკუთვნება საჯარო სამართალს, ვინაიდან მისი მოქმედების სფეროში ექცევა ქვეყნის ხელისუფლების - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების განხორციელება, იმ შემთხვევებისათვის, როდესაც ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მხარეს არ სურს (ან მიაჩნია, რომ არ აქვს შესაძლებლობა) ნებაყოფლობით შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება. შესაბამისა კერძო აღმასრულებლის ქმედება ლეგიტიმირებულია არა კრედიტორის კერძოსამართლებრივი მოთხოვნით, არამედ სახელმწიფოს მიერ, კანონის მეშვეობით მინიჭებული უფლებამოსილებით. შესაბამისად, სახელმწიფოს ვალდებულებაა სააღსრულებო, საჯარო სამართლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას მოვალის უფლებებსა და თავისუფლებებში კანონისმიერი ჩარევის გზით აღასრულოს კრედიტორის, სასამართლოს მიერ დადასტურებული გადაწყვეტილებით მინიჭებული მოთხოვნა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე კერძო აღმასრულებლის დ-------------–---–ის ქმედება მოვალის - შპს ,,ი-----ის ვ-------–--ის“ საკუთრებაში არსებულ ქონებაზე (აღნაგობის უფლებაზე) აღსრულების დაწყებისა და განხორციელების თაობაზე კანონიერია.
6.4. რაც შეეხება - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის სადავო აქტებს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 24 დეკემბრის №102014393913/3 გადაწყვეტილებასა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 დეკემბრის №102014393877/3 გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს, სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი, როგორც საჯარო უფლებამოსილების განმხორციელებელი საჯარო დაწესებულება ფუნქციურ-სამართლებრივი ნიშნით შექმნილ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მის საქმიანობაზე ასევე სრულად ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პრინციპები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება.
ამავე კოდექსის მე-5 მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას უფლებამოსილება განახორციელოს კანონის საფუძველზე, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ჯეროვნად შეუსრულებლობა ან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.
მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის ასევე, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება შემდეგი გარემოების დადგენას: აღმასრულებელის დ-------------–---–ის 2014 წლის 22 დეკემბერს №A14082883-007/003 წერილი და მისივე 2014 წლის 22 დეკემბერს №A14082883-007/002 წერილი წარმოადგენდა თუ არა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისისათვის საფუძველს იმისათვის, რომ ქ. ქუთაისი, ი. ჭ-------ის გამზ. N67ბ-ში (ყოფილი ქ. ქუთაისი, ი. ჭ-------ე, 67-ის დასავლეთით მდებარე ტერიტორია და გზის მონაკვეთი) და ქ. ქუთაისი, ი. ჭ-------ის გამზ. N50-ის დასავლეთით რეგისტრირებულ აღნაგობის უფლებაზე განეხორციელებინა ყადაღის წარმოშობის რეგისტრაცია.
სასამართლო მიუთითებს (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.
”საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ი” პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოება განმარტებულია, როგორც სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით. სასამართლო აღნიშნავს, რომ სააგენტო, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია თავისი საქმიანობა განახორციელოს როგორც ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის, ისე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით.
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღის, უფლების განკარგვის შეზღუდვისა და აკრძალვის, აგრეთვე რეგისტრაციის აკრძალვის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ“ პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით;
ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ხოლო, მე-3 პუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
ამავე კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ: ა) უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობა არ ექვემდებარება რეგისტრაციას; ბ) რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას; გ) სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ; დ) დადგენილი წესით გახდა ცნობილი სარეგისტრაციო დოკუმენტის გაუქმების ფაქტი; ე) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს რეგისტრაციაზე უარის თქმას; ვ) რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის საკუთრების უფლება გადასულია ახალ მესაკუთრეზე; ვ1) სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია;
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ”საჯარო რეესტრის შესახებ” ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.
სასამართლოს, საქმის მასალებზე დაყრდნობით მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს წინაშე ადგილი არ ჰქონდა კანონით გათვალისწინებულ იმ შემთხვევას, რომელიც შპს ,,ი-----ის ვ-------–--ის“ აღნაგობის უფლებაზე ყადაღის წარმოშობის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი გახდებოდა; ასევე, სახეზე არ იყო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები; შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №102014393877/3 გადაწყვეტილებით კერძო აღმასრულებლის დ-------------–---–ის მოთხოვნა აღნაგობის უფლებაზე ყადაღის წარმოშობის რეგისტრაციის თაობაზე (საგანი: არამატერიალური ქონებრივი სიკეთე: მისამართი: ქ. ქუთაისი, ი. ჭ-------ის გამზ. N67ბ (ყოფილი ქ. ქუთაისი, ი. ჭ-------ე, 67-ის დასავლეთით მდებარე ტერიტორია და გზის მონაკვეთი) დაკმაყოფილდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 24 დეკემბრის №102014393913/3 გადაწყვეტილებით ასევე, დაკმაყოფილდა კერძო აღმასრულებლის დ-------------–---–ის მოთხოვნა ყადაღის წარმოშობის რეგისტრაციის თაობაზე (საგანი: არამატერიალური ქონებრივი სიკეთე: მისამართი: ქ. ქუთაისი, ი. ჭ-------ის გამზ. 50-ის დასავლეთით აღნაგობის უფლებაზე, (ს/კ 03.04.01.5--).
სასამართლოს აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ ჰქონდა კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი, მისი ქმედება სადავო აქტებთან მიმართებაში კანონშესაბამისია.
სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა არღვევს პირის როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას (კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი). ყოველივე აღნიშნული კი კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს სააღსრულებო ორგანოებისა და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის მნიშვნელობას და მათზე დაკისრებული ვალდებულების ხარისხს. (აღსრულება, როგორც „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილი მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის (Apostol v. Georgia; §37; Hornsby v. Greece, §40; IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40).
6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა კერძო აღმასრულებლის დ-------------–---–ის 2014 წლის 22 დეკემბრის №A14082883-007/002 სააღსრულებო მიმართვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 24 დეკემბრის №102014393913/3 გადაწყვეტილების, კერძო აღმასრულებლის დ-------------–---–ის 2014 წლის 22 დეკემბრის №A14082883-007/003 სააღსრულებო მიმართვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 დეკემბრის №102014393877/3 გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე - ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად გათავისუფლებული არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად მის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), 14 დღის ვადაში, მოტივირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).
მოსამართლე: ლელა მილდენბერგერი