გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.09.2018
საქმის ნომერი
330210018002483197
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
25.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/16872 - 18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკა ზარნაძე

სხდომის მდივანი ინგა ყაველაშვილი

მოსარჩელე ვ---------- გ--------

წარმომადგენელი ნ----- გ------

მოპასუხე გ------- ა----–---–-

წარმომადგენელი ა-–---------- წ---–---

დავის საგანი არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ალიმენტის გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. არასრულწლოვანი ა--------- ა----–---–-ს (დაბადებული 2012 წლის 3---------ს) საცხოვრებელ ადგილად დედის, ვ---------- გ--------ს, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა;

1.2. მოპასუხე გ------- ა----–---–-სათვის არასრულწლოვანი ა--------- ა----–---–-ს (დაბადებული 2012 წლის 3---------ს) ალიმენტის სახით, სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 07 ივნისიდან), ყოველთვიურად 1000 (ათასი) ლარის გადახდის დაკისრება.

მოსარჩელე ვ---------- გ-------- და მოპასუხე გ------- ა----–---–- იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2012 წლის 3---------ს, შეეძინათ შვილი ა--------- ა----–---–-. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი ა--------- ა----–---–- ცხოვრობს დედასთან, ვ---------- გ--------სთან, ერთად. მოსარჩელის ოჯახში ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის შექმნილია ნორმალური პირობები და მზრუნველი გარემო. მოპასუხე თავს არიდებს არასრულწლოვანი შვილის მიმართ მშობლის მოვალეობის შესრულებას, არ იღებს მონაწილეობას მის აღზრდა-განვითარებაში და არ ეხმარება მას მატერიალურად. მოპასუხე დასაქმებულია საზღვარგარეთ და აქვს სტაბილური შემოსავალი. ვინაიდან არასრულწლოვანი ა--------- ა----–---–- დაბადებიდან ცხოვრობს დედასთან, სადაც შექმნილია ბავშვის განვითარებისათვის პირობები და კეთილსაიმედო გარემო. მიზანშეწონილია, არასრულწლოვანის ინტერესების გათვალისწინებით, მის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის, ვ---------- გ--------ს, საცხოვრებელი ადგილი.

(სარჩელი, 2018 წლის 25 სექტემბრის სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ეთანხმება სარჩელს ნაწილობრივ;

2.2. მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელს.

არასრულწლოვანი შვილის, 2012 წლის 3---------ს დაბადებული ა--------- ა----–---–-ს, საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს დედის, ვ---------- გ--------ს საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ალიმენტის სახით გადახდილი თანხა არ მოხმარდება ბავშვის საჭიროებებს. მოპასუხე მხარე ძირითადად ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, დასაქმებულია და აქვს მატერიალური შემოსავალი, რაც ეროვნულ ვალუტაში ყოველთვიურად დაახლოებით შეადგენს 440 (ოთხას ორმოცი) ლარს. ამასთან, მოპასუხე ქორწინებაშია სხვა პირთან, რომელთან თანაცხოვრების პერიოდშიც შეეძინა ორი შვილი. მოპასუხეს აკისრია როგორც არასრულწლოვანი ა--------- ა----–---–-ს, ასევე კიდევ ორი არასრულწლოვანი შვილის რჩენის ვალდებულებაც.

მოპასუხემ 2015 წელს გამოისყიდა შპს ,,კ--------––-“ ვ---------- გ--------ს კუთვნილი 55%-იანი წილი 11 600 (თერთმეტი ათას ექვსასი) აშშ დოლარად, რისთვისაც მან აიღო სესხი და აღნიშნული თანხა მთლიანად გადასცა მოსარჩელე მხარეს. მოპასუხე არასრულწლოვან შვილზე ზრუნვის ვალდებულებას თავს არ არიდებს, თუმცა სურს მის მიერ გადახდილი თანხა მიზნობრივად იყოს გამოყენებული არასრულწლოვანი ა--------- ა----–---–-ს აღზრდა-განვითარებისათვის, და არა მოსარჩელის პირადი ინტერესებისათვის.

(შესაგებელი, 2018 წლის 25 სექტემბრის სხდომის ოქმი).

 

- მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას არასრულწლოვანი ა--------- ა----–---–-ს საცხოვრებელ ადგილად დედის, ვ---------- გ--------ს საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ტერიტორიაზე:

ბავშვის პოზიციისა და ინტერესების გათვალისწინებით, ვინაიდან ა--------- დაბადებიდან იზრდება დედასთან და მასთან აქვს პოზიტიური მიჯაჭვულობა, მიზანშეწონილია, არასრულწლოვანის საცხოვრებლად განისაზღვროს დედის, ვ---------- გ--------ს საცხოვრებელი ადგილისოციალური სამსახურის მიერ მოსარჩელე მხარის საცხოვრებელი პირობების შემოწმებისას, სოციალური მუშაკი ასაკისა და განვითარების გათვალისწინებით გაესაუბრა არასრულწლოვანსაც. ა---------მ აღნიშნა: იშვიათად აქვს მამასთან, გ------- ა----–---–თან, კონტაქტი სოციალური ქსელის მეშვეობით; თავად არ იჩენს ინიციატივას დაურეკოს მამას, რომელიც ცხოვრობს რუსეთში; იგი არ იცნობს მამის ოჯახს და არ აქვს ურთიერთობა მათთან.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელე ვ---------- გ-------- და მოპასუხე გ------- ა----–---–- იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. ისინი აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 25 სექტემბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 25 სექტემბრის სხდომის ოქმი).

3.1.2. ვ---------- გ-------- არასრულწლოვან ლ---- გ--–-----სთან, ა--------- ა----–---–თან და მშობლებთან ერთად ცხოვრობს მისამართზე თბილისი, კ-----------–---–--------. ოჯახის საცხოვრებელს წარმოადგენს ოთხოთახიანი ბინა, რომელიც უზრუნველყოფილია საყოფაცხოვრებო ნივთებითა და ყველა საჭირო ავეჯით. ბინაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დამაკმაყოფილებელია.

ა--------- ა----–---–-ს ფიზიკური და გონებრივი განვითარება შეესაბამება მის ასაკს. სახლში არის ბავშვის განვითარებისათვის შექმნილი ყველა პირობა. იგი უზრუნველყოფილია ასაკის შესაბამისი სათამაშოებითა და წიგნებით. ოჯახის მხრიდან დაკმაყოფილებულია არასრულწლოვანი ა---------ს საბაზისო საჭიროებები: კვება, ჰიგიენა, სამოსი, ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი.

არასრულწლოვანი ა--------- ა----–---–- სწავლობს თბილისის N---- საჯარო სკოლაში;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 25 სექტემბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 25 სექტემბრის სხდომის ოქმი);

_თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის, დიდუბე-ჩუღურეთის სერვის ცენტრის 2018 წლის 23 ივლისის დასკვნა N1---- (ს.ფ. 147).

3.1.3. მოსარჩელე ვ---------- გ-------- არის ს-----------–----. ამ ეტაპზე იგი დასაქმებული არ არის და მასზე მატერიალური კუთხით ზრუნავს ძმა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 25 სექტემბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 25 სექტემბრის სხდომის ოქმი);

_თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის, დიდუბე-ჩუღურეთის სერვის ცენტრის 2018 წლის 23 ივლისის დასკვნა N1---- (ს.ფ. 147).

3.1.4. მოპასუხე გ------- ა----–---–- მეუღლესთან ა--- ხ----–---სთან, არასრულწლოვან ტ-------- ა----–---–თან და თ----- ა----–---–თან ერთად ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, ქ--–-----------–-.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკის მხრიდან გ------- ა----–---–-ს საყოფაცხოვრებო მდგომარეობა ვერ შეფასდა, ამ უკანასკნელის თბილისში თავის საცხოვრებელ მისამართზე (თბილისი, გ-–---------------------------------------) არ ყოფნის გამო;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 25 სექტემბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 25 სექტემბრის სხდომის ოქმი).

_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრის 2018 წლის 12 ივლისის დასკვნა N1---- (ს.ფ. 146).

3.1.5. მოსარჩელე ვ---------- გ-------- არის დევნილის სტატუსის მქონე პირი. მან სოციალური სტატუსიდან გამომდინარე მიიღო საცხოვრებელი ბინა თბილისში, გ-–--------------–-;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 25 სექტემბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 25 სექტემბრის სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ვ---------- გ--------ს და გ------- ა----–---–ს თანაცხოვრების პერიოდში, 2012 წლის 3---------ს, შეეძინათ შვილი ა--------- ა----–---–-;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2018 წლის 22 მარტს გაცემული დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 15).

3.2.2. ვ---------- გ-------- და ლ-–- გ--–----- განქორწინდნენ 2010 წლის 1-------. მათ შეეძინათ 2004 წლის 2-----------ს შვილი ლ---- გ--–-----;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მთაწმინდა-კრწანისის სამსახურის მიერ 2010 წლის 1------- გაცემული განქორწინების მოწმობა ს---------, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 150);

_ქ. თბილისის სარ N- განყოფილების მიერ 2004 წლის 27 აგვისტოს გაცემული დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N---------- (ს.ფ. 151).

3.2.3. გ------- ა----–---–- და ან------–--- (ქორწინების შემდგომ ,,ა----–---–-“) დაქორწინდნენ 2017 წლის 2--------–-. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2017 წლის 1--------------ს, შეეძინათ შვილები ტ-------- ა----–---–- და თ----- ა----–---–-.

ან--------–---–ი ფიქსირდება რუსეთის ფედერაციის სავალდებულო საპენსიო დაზღვევის სისტემაში;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ქ. მ-------ის მმაჩის სამმართველოს მ-–------ განყოფილების მიერ 2017 წლის 2--------–- გაცემული ქორწინების მოწმობა, სააქტო ჩანაწერი N--- (ს.ფ. 61-63);

_ქ. მ-------ის მმაჩის სამმართველოს მ-–------ მმაჩის განყოფილების მიერ 2017 წლის 1--------------ს გაცემული ტ-------- ა----–---–-ს და თ----- ა----–---–-ს დაბადების მოწმობები (ს.ფ. 71-76);

_არასახელმწიფო საპენსიო ფონდის დასახელების მიერ გაცემული ცნობა დაზღვეული პირის ინდივიდუალური პირადი ანგარიშის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 64-70).

3.2.4. 2012 წლის 05 იანვარს მიღება-ჩაბარების აქტით, ვ---------- გ--------მ შპს ,,კ--------––-“ საწესდებო კაპიტალის 55% კუთვნილი წილი 11 600 (აშშ დოლარის) სანაცვლოდ საკუთრებაში გადასცა გ------- ა----–---–ს. 2012 წლის მდგომარეობით, ეს უკანასკნელი წარმოადგენს შპს ,,კ--------–-ს“ დირექტორის და 100%-იანი წილის მფლობელს.

2012 წლის 25 იანვარს საგადასახადო ინსპექციის მიერ გაიცა ცნობა შპს ,,კ--------–-ს“ საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_2012 წლის 05 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტი, სანოტარო აქტი N1-------- (ს.ფ. 53);

_ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი 01.07.2011 წელი, მომზადების თარიღი 05.01.2012 წელი (ს.ფ. 49-52);

_შპს ,,კ--------–-ს“ მოგების გადასახადის დეკლარაცია (ს.ფ. 46-47);

_ცნობა საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ, რეგისტრაციის მოხსნის თარიღი 25.01.2012 წელი (ს.ფ. 48).

3.2.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით, ვ---------- გ--------ს და გ------- ა----–---–ს 2017 წლის 01 იანვრიდან დღემდე შემოსავლები (ხელფასი, პრემია, სხვა) არ უფიქსირდებათ;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 10 ივლისს გაცემული ცნობა N2---------- (ს.ფ.122).

3.2.6. გ------- ა----–---–- დასაქმებულია რუსეთის ფედერაციაში, ქ--–-----------–-. იგი მუშაობს შპს ,,მ--------–-“ და შპს ,,ა-----------“-ში ს-----------–----ს პოზიციაზე.

გ------- ა----–---–-ს სახელზე შპს ,,მ--------–-“ ხელფასის გაცემა წარმოებს ყოველთვიურად საწარმოს სალაროში. 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 ივლისამდე პერიოდში მისმა ხელფასმა შეადგინა 55 000 (ორმოცდათხუთმეტი) რუბლი.

2017 წელს შპს ,,ა-------------“-ისგან გ------- ა----–---–-ს მიერ მიღებულმა დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 72 000 (სამოცდათორმეტი ათასი) რუბლი. რუსეთის დეფერაციის მ------–---- სახელმწიფო სამოქალაქო სამსახურის საინფორმაციო რესურსის მონაცემებით, ცნობები გ------- ა----–---–-ს შემოსავლის მიღების შესახებ 2018 წლის 23 აგვისტოს მდგომარეობით არ არსებობს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_რუსეთის ფედერაციის საგადახადო ორგანოს მიერ 2018 წლის 22 ივნისს გაცემული ცნობა ფიზიკური პირის შემოსავლების შესახებ (ს.ფ. 55-57);

_შპს ,,მ--------ის“ მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 172);

_რუსეთის ფედერაციის მ------–---- სახელმწიფო საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 23 აგვისტოს გაცემული ცნობა N1----------- (ს.ფ. 175).

მოპასუხე მხარის განმარტებით, ორივე კლინიკიდან, შპს ,,მ--------ი“-დან და შპს ,,ა-------------“-ისგან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს დაახლოებით 440 (ოთხას ორმოცი) ლარის ოდენობის ექვივალენტს. საწინააღმდეგო სახით მტკიცებულება, განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი არ არის;

3.2.7. საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრში არსებული კომპიუტერული მონაცემთა ბაზების მიხედვით, ვ---------- გ--------ს მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტი სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით 2012 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 აგვისტომდე დაფიქსირდა ს.ს.კ.გ. ,,თბილისის აეროპორტის“ და ს.ს.კ.გ. ,,ქუთასის აეროპორტის“ გავლით:

გასვლა - 2014 წლის 21 მაისს, შემოსვლა 2014 წლის 27 მაისს, გასვლა - 2015 წლის 26 ივლისს, შემოსვლა - 2015 წლის 25 აგვისტოს, გასვლა - 2016 წლის 05 მაისს, შემოსვლა - 2016 წლის 14 მაისს, გასვლა - 2018 წლის 05 ივლისს და შემოსვლა 2018 წლის 16 ივლისს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მიერ 2018 წლის 01 აგვისტოს გაცემული ცნობა N M----------------, დანართი (ს.ფ. 163-164).

3.2.8. არასრულწლოვანი ა--------- ა----–---–- 19.09.2016 წლიდან 01.06.2017 წლამდე ირიცხებოდა სპს ,,ბ------–-----------------------–-“ ინგლისური ენის შემსწავლელ კურსზე. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, გადახდილი სწავლის საფასური შეადგენს 1087 (ათას ოთხმოცდაშვიდი) ლარს.

ა--------- ა----–---–- შპს კ-–--------ის საბავშვო აუზის ,,პ----“-ს ცურვის ინდივიდუალურ ჯგუფში 04.06.2016 წლიდან 03.07.2016 წლამდე პერიოდში, ხოლო 03.07.2017 წლიდან 02.08.2017 წლამდე და 11.06.2018 წლიდან 10.07.2018 წლამდე პერიოდებში ირიცხება ჯგუფურ მეცადინეობაზე. ინდივიდუალური ცურვის საფასური განისაზღვრება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარით, ხოლო ჯგუფური - 175 (ას სამოცდათხუთმეტი) ლარით. ჯამში გადახდილია 600 (ექვსასი) ლარი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_საბავშვო აუზი ,,პ----“-ს მიერ 2018 წლის 03 ივლისს გაცემული ცნობა (ს.ფ. 149).

_შპს ,,ბ------–-----------------------ის“ მიერ 2018 წლის 24 ივლისს გაცემული ცნობა N--- (ს.ფ. 152).

მოპასუხე მხარე ადასტურებს 3.2.6 პუნქტში მითითებულ პერიოდში არასრულწლოვანი ა--------- ა----–---–-ს ცურვის წრეზე სიარულის და მოსარჩელის მიერ სწავლების საფასურის გადახდის ფაქტს. მოსარჩელე მხარის განმარტებით, არასრულწლოვანმა უნდა განაგრძოს ცურვის ჯგუფურ მეცადინეობებში მონაწილეობის მიღება.

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას ინგლისურის ენის შემსწავლელ წრეზე არასრულწლოვანი ა--------- ა----–---–-ს სწავლებასთან დაკავშირებით, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მიმდინარე პერიოდისათვის არასრულწლოვანის აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობის მიღებას დაადასტურებდა.

3.2.9. არასრულწლოვან ა--------- ა----–---–-ს სამედიცინო დიაგნოზია: ა------------------------------------–------–----------–--------------------------–---–---------------–--------------------------–---------–------------------------------------------------–--------------------–--. არასრულწლოვანი საჭიროებს რეაბილიტაციურ მკურნალობას და განმეორებით კონსულტაციას 6 თვის შემდეგ.

2018 წლის 25 სექტემბერს შპს ,,მ----–---–-----------–-----–--------–--------------------ში“ გადახდილია ორთოპედის კონსულტაციის საფასური 70 (სამოცდაათი) ლარი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_შპს ,,მ----–---–-----------–-----–--------–--------------------ს“ მიერ 2018 წლის 25 სექტემბერს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 202);

_შპს ,,მ----–---–-----------–-----–--------–--------------------ს“ 2018 წლის 25 სექტემბრის ქვითარი B------ (ს.ფ. 203-204).

3.2.10. მოპასუხე მხარემ 2012 წლის 3---------ს სს ,,ჩ---------–-----ში“ გადაიხადა 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარი და 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სს ,,ჩ---------–----ის“ მიერ 2012 წლის 3---------ს გაცემული ქვითრები (ს.ფ. 54).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. არასრულწლოვანი ა--------- ა----–---–-ს ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, მის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან მხარეთა მატერიალურ მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის, ალიმენტის ცნება-დანიშნულების გათვალისწინებით, არასრულწლოვანი შვილისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობა შეიძლება განისაზღვროს 270 (ორას სამოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე, 1205-ე, მე-20, 1202-ე, 1197-ე, 1199-ე, 1198-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელე ვ---------- გ--------მ მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის, 2012 წლის 3---------ს დაბადებული ა--------- ა----–---–-ს, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა თავის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მოსარჩელეს არ აქვს კონკრეტულად მითითებული საცხოვრებელი მისამართი (ქვეყანა, ქალაქი).

 

სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლი.

 

ვ---------- გ-------- და გ------- ა----–---–- იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ 2012 წლის 3---------ს შეეძინათ შვილი ა--------- ა----–---–- (3.2.1.). მხარეები არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას (3.1.1.). ვ---------- გ-------- არასრულწლოვან ლ---- გ--–-----სთან (მოსარჩელის შვილი პირველი ქორწინებიდან), ა--------- ა----–---–თან და მშობლებთან ერთად ცხოვრობს მისამართზე თბილისი, კ-----------–---–--------. ოჯახის საცხოვრებელს წარმოადგენს ოთხოთახიანი ბინა, რომელიც უზრუნველყოფილია საყოფაცხოვრებო ნივთებითა და ყველა საჭირო ავეჯით. ბინაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დამაკმაყოფილებელია. სოციალური მუშაკის მიერ მომზადებული დასკვნით, ა--------- ა----–---–-ს ფიზიკური და გონებრივი განვითარება შეესაბამება მის ასაკს. სახლში არის ბავშვის განვითარებისათვის შექმნილი ყველა პირობა. იგი უზრუნველყოფილია ასაკის შესაბამისი სათამაშოებითა და წიგნებით. ოჯახის მხრიდან დაკმაყოფილებულია არასრულწლოვანი ა---------ს საბაზისო საჭიროებები: კვება, ჰიგიენა, სამოსი, ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი. შესაბამისად, დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ა--------- ა----–---–- იზრდება მზრუნველ, უსაფრთხო და მისთვის კეთილსაიმედო გარემოში (3.1.1., 3.1.2., 3.2.1).

 

სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, 1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. 2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სამეურვეო პირისა - მეურვის საცხოვრებელი ადგილი.

 

ზემოთ როგორც აღინიშნა, მხარეთა შორის ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტის შემდეგ, არასრულწლოვანი ა--------- ა----–---–- უწყვეტად ცხოვრობს დედასთან, ვ---------- გ--------სთან. მხარეებს შორის არ არის სადავო არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილი. მოპასუხე მხარე თანახმაა საქართველოს ტერიტორიაზე ა--------- ა----–---–-ს საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მოსარჩელის ვ---------- გ--------ს საცხოვრებელი ადგილი. გ------- ა----–---–ს არ სურს მოსარჩელემ არასრულწლოვანი ა--------- გაიყვანოს საზღვარგარეთ.

 

მოპასუხე გ------- ა----–---–- ძირითადად ცხოვრობს საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ - რუსეთის ფედერაციაში. მოპასუხე იმყოფება ქორწინებაში ან--------–---–თან და ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილ (ა---------ს გარდა). მოპასუხე იშვიათად ჩამოდის საქართველოში.

 

სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვის შესახებ საკითხს აწესრიგებს ამავე კოდექსის 1205-ე მუხლი. სარჩელის მოთხოვნა არ შეეხება არასრულწლოვნის მიმართ მოპასუხის, როგორც მშობლის რომელიმე უფლების შეზღუდვას.

 

არასრულწლოვანთა საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის დროს სასამართლომ უნდა დაიცვას ორივე მშობლის ინტერესი, მაგრამ უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის ინტერესებს. ბავშვის უფლებების კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის, მისი პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის, უნდა იზრდებოდეს ოჯახურ გარემოცვაში, ბედნიერების, სიყვარულისა და გაგების ატმოსფეროში,.. ბავშვს სრული ჰარმონიული განვითარებისათვის ესაჭიროება ოჯახური გარემო, ბედნიერი ატმოსფერო, სიყვარული და ურთიერთგაგება. ამავე კონვენციის მე-3 მუხლით, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, N 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, N 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ - სუსგ N ას 967-916-2015, 15.12.2015წ.

 

მშობლების ცალ-ცალკე ცხოვრების შემთხვევაში, მათი შეუთანხმებლობისას სასამართლომ უნდა განსაზღვროს არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილი, რა დროსაც არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ამ უკანასკნელის დასადგენად კი გამოკვლეული უნდა იყოს კონკრეტული გარემოებანი, უშუალოდ ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, მისი ურთიერთობა-მიჯაჭვულობა თითოეულ მშობელთან, გაუცხოვების არსებობისას კი მისი შესაძლო მიზეზები. განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი ა--------- ა----–---–ს, ასაკის (იგი არის 6 წლის) და განვითარების გათვალისწინებით, გაესაუბრა სოციალური მუშაკი. ბავშვმა აღნიშნა, რომ იშვიათად აქვს მამასთან, გ------- ა----–---–თან კონტაქტი სოციალური ქსელის მეშვეობით. თავად არ იჩენს ინიციატივას დაურეკოს მამას, რომელიც ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. არასრულწლოვანი არ იცნობს მამის ოჯახის წევრებს და არ აქვს ურთიერთობა მათთან. ბოლო რამდენიმე წელია, მამას არ აქვს პირადი კონტაქტი არასრულწლოვან შვილთან. ბავშვს დედასთან, ვ---------- გ--------სთან აქვს პოზიტიური ემოციური კავშირი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ა--------- ა----–---–- დაბადებიდან ცხოვრობს დედასთან, იზრდება მისი მზრუნველობის ქვეშ, უსაფრთხო და განვითარებისათვის ხელშემწყობ პირობებში, სოციალური სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილი უნდა განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

მოცემული საქმის განხილვისას, აქცენტი დაისვა, კონკრეტულად საქართველოს ტერიტორიაზე ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ. აღნიშნულთან მიმართებით, სოციალური სამსახურის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანისათვის საჭიროა სხვა პროცედურების ჩატარება, რაც არ უკავშირდება დედის ამჟამინდელი ადგილსამყოფლის მიხედვით ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხს. სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ დავა არ შეეხება ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანასა და ამისათვის საჭირო ნებართვის მიღებას.

 

საოჯახო ურთიერთობების განსაკუთრებულ სამართლებრივ ხასიათს ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციაც: სახელწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლო უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა. სასამართლო პატივს სცემს ორივე მშობლის უფლებას იცხოვროს შვილთან, წარმოადგინოს ბავშვის ინტერესები, მაგრამ აღნიშნულ უფლებათა განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება ბავშვის ინტერესებს. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე არ აკონკრეტებს მოსარჩელის საცხოვრებელ ადგილს (ქვეყანა, ქალაქი, საცხოვრებელი მისამართი), რომლის მიხედვითაც სურს არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის დადგენა. ზემოთ აღნიშნული მსჯელობიდან და არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესებიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოცემულ საქმეზე, არასრულწლოვანი ა--------- ა----–---–-ს საცხოვრებელ ადგილი განისაზღვროს დედის, ვ---------- გ--------ს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ბავშვის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანა, როგორც შვილების აღზრდასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, მშობლების ურთიერთშეთანხმებით უნდა გადაწყდეს.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებითა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, არასრულწლოვანი ა--------- ა----–---–-ს საცხოვრებელი ადგილად უნდა განისაზღვროს დედის, ვ---------- გ--------ს, საცხოვრებელი ადგილი საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

 

6.2. მოსარჩელე ვ---------- გ--------მ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს საერთო ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი, 2012 წლის 3---------ს დაბადებული ა--------- ა----–---–-.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს.

 

დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ა--------- ა----–---–- (დაბადებული 2012 წლის 3---------ს) წარმოადგენს ვ---------- გ--------ს და გ------- ა----–---–-ს საერთო შვილს. მხარეები რამდენიმე წელია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი ა--------- ა----–---–- დაბადებიდან იზრდება დედასთან, ვ---------- გ--------სთან ერთად. ეს უკანასკნელი არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოსარჩელე მხარეს მატერიალურად ეხმარება ძმა. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, ვ---------- გ--------ს 2017 წლის 01 იანვრიდან დღემდე მიღებული შემოსავლები (ხელფასი, პრემია, სხვა) არ უფიქსირდება (3.1.3., 3.2.5).

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისმატერიალური, ფინანსური შესაძლებლობები. ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან, ისეთ ფაქტორებთან, როგორიცაა ალიმენტის გადამხდელის შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილების, თუ მათ რჩენაზე მყოფი სხვა პირების მიმართ და ა.შ.

 

დადგენილია, რომ 2012 წლის 05 იანვარს მიღება-ჩაბარების აქტით, ვ---------- გ--------მ შპს ,,კ--------––-“ საწესდებო კაპიტალის 55% კუთვნილი წილი 11 600 (აშშ დოლარის) სანაცვლოდ საკუთრებაში გადასცა გ------- ა----–---–ს. 2012 წლის მდგომარეობით, ეს უკანასკნელი წარმოადგენს შპს ,,კ--------–-ს“ დირექტორის და 100%-იანი წილის მფლობელს. 2012 წლის 25 იანვარს საგადასახადო ინსპექციის მიერ გაიცა ცნობა შპს ,,კ--------–-ს“ საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ (3.2.3). საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დღეის მდგომარეობით, შპს ,,კ--------–-“ არ ფუნქციონირებს. ამდენად, მოსარჩელის მითითება მოპასუხის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და აქედან შემოსავლის მიღების თაობაზე არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

გ------- ა----–---–- დასაქმებულია რუსეთის ფედერაციაში, ქ--–-----------–-. იგი მუშაობს შპს ,,მ--------–-“ და შპს ,,ა-----------“-ში ს-----------–----ს პოზიციაზე. მის სახელზე შპს ,,მ--------–-“ ხელფასის გაცემა წარმოებს ყოველთვიურად საწარმოს სალაროში. 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 ივლისამდე პერიოდში მისმა ხელფასმა შეადგინა 55 000 (ორმოცდათხუთმეტი) რუბლი. 2017 წელს შპს ,,ა-------------“-ისგან გ------- ა----–---–-ს მიერ მიღებულმა დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 72 000 (სამოცდათორმეტი ათასი) რუბლი. რუსეთის დეფერაციის მ------–---- სახელმწიფო სამოქალაქო სამსახურის საინფორმაციო რესურსის მონაცემებით, ცნობები გ------- ა----–---–-ს შემოსავლის მიღების შესახებ 2018 წლის 23 აგვისტოს მდგომარეობით არ არსებობს (3.2.6). სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მოპასუხე მხარის განმარტებით, ორივე კლინიკიდან, შპს ,,მ--------ი“-დან და შპს ,,ა-------------“-ისგან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს დაახლოებით 440 (ოთხას ორმოცი) ლარის ოდენობის ექვივალენტს. საწინააღმდეგო სახით მტკიცებულება, მოსარჩელე მხარის მიერ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი არ არის, რის გამოც მხარის მიერ მითითებული გარემოება გ------- ა----–---–-ს უფრო მეტი ოდენობით შემოსავლის მიღების თაობაზე, სათანადო მტკიცებულებით არ დასტურდება.

 

ბავშვის აღზრდისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, სხვადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობას. აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

მოპასუხე გ------- ა----–---–-ს მოსაზრებით, ალიმენტის სახით გადახდილი თანხა მოხმარდება არა ბავშვის საჭიროებებს, არამედ მოსარჩელის პირად ინტერესებს. მოცემული არ არის საქმის მასალებით დადასტურებული.

მოპასუხე აპელირებს მოსარჩელე მხარის მიერ საზღვარგარეთ პერიოდულობით გამგზავრების ფაქტზე. წარმოდგენილი საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრში არსებული კომპიუტერული მონაცემთა ბაზების მიხედვით, ვ---------- გ--------ს მიერ 2012 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 აგვისტომდე სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით დაფიქსირდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტი. ეს უკანასკნელიც არ არის დასტური დედის მხრიდან ბავშვზე არასათანადო მზრუნველობისა.

 

მოპასუხე გ------- ა----–---–ს გარდა არასრულწლოვანი ა--------- ა----–---–-სა ჰყავს, კიდევ ორი არასრულწლოვანი შვილი: ტ-------- ა----–---–- და თ----- ა----–---–-, რომელიც ასევე იმყოფებიან გ------- ა----–---–-ს კმაყოფაზე და მათი რჩენის ვალდებულება აკისრია მოპასუხეს. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის მისი საუკეთესო ინტერესები. ამდენად, ყურადსაღებია არამხოლოდ ა--------- ა----–---–-ს, არამედ მოპასუხესთან მცხოვრები არასრულწლოვანი შვილებით კანონით დაცული უფლებებიც - მიიღონ მშობლისაგან რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები.

 

ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები. არასრულწლოვანი ა--------- ა----–---–- სწავლობს თბილისის N---- საჯარო სკოლაში. ამასთან, საქმის მასალებით, არასრულწლოვანი 19.09.2016 წლიდან 01.06.2017 წლამდე ირიცხებოდა სპს ,,ბ------–-----------------------–-“ ინგლისური ენის შემსწავლელ კურსზე. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ჯამში გადახდილი სწავლის საფასური შეადგენს 1087 (ათას ოთხმოცდაშვიდი) ლარს. ასევე, ა--------- ა----–---–- შპს კ-–--------ის საბავშვო აუზის ,,პ----“-ს ცურვის ინდივიდუალურ ჯგუფში 04.06.2016 წლიდან 03.07.2016 წლამდე პერიოდში, ხოლო 03.07.2017 წლიდან 02.08.2017 წლამდე და 11.06.2018 წლიდან 10.07.2018 წლამდე პერიოდებში ირიცხება ჯგუფურ მეცადინეობაზე. ინდივიდუალური ცურვის საფასური განისაზღვრება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარით, ხოლო ჯგუფური - 175 (ას სამოცდათხუთმეტი) ლარით. ჯამში გადახდილია 600 (ექვსასი) ლარი (3.2.8). როგორც თავად მოსარჩელე მხარე განმარტავს, არასრულწლოვანმა უნდა განაგრძოს ცურვის აქტივობაში მონაწილეობის მიღება. მოპასუხე მხარე ადასტურებს 3.2.6. პუნქტში მითითებულ პერიოდში არასრულწლოვანი ა--------- ა----–---–-ს ცურვის წრეზე სიარულის და მოსარჩელის მიერ სწავლების საფასურის გადახდის ფაქტს. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მიერ ინგლისურის ენის შემსწავლელ წრეზე არასრულწლოვანი ა--------- ა----–---–-ს სწავლებასთან დაკავშირებით, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მიმდინარე პერიოდისათვის არასრულწლოვანის აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობის მიღებას დაადასტურებდა და მოპასუხე მხარეც არ ადასტურებს მითითებულ ხარჯის გაღების ფაქტს.

 

ა--------- ა----–---–-ს სამედიცინო დიაგნოზია: ა------------------------------------–------–----------–--------------------------–---–---------------–--------------------------–---------–------------------------------------------------–--------------------–--. არასრულწლოვანი საჭიროებს რეაბილიტაციურ მკურნალობას და განმეორებით კონსულტაციას 6 თვის შემდეგ. 2018 წლის 25 სექტემბერს შპს ,,მ----–---–-----------–-----–--------–--------------------ში“ გადახდილი იქნა ორთოპედის კონსულტაციის საფასური 70 (სამოცდაათი) ლარი (3.2.9). მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავ, რომ კანონმდებელი განასხვავებს ალიმენტისა და დამატებითი ხარჯების ინსტიტუტს. ალიმენტის სახით განსაზღვრული თანხა ემსახურება არასრულწლოვანის რჩენასა და აღზრდას. სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლის თანახმად, მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა). განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ დაუყენებია სასარჩელო მოთხოვნის სახით ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დამატებით ხარჯებში მოპასუხის მონაწილეობის საკითხი. წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, არასრულწლოვანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რა სახის მკურნალობაა საჭირო და ამისათვის რა ოდენობის თანხებია აუცილებელი.

 

სასამართლო ალიმენტის საკითხის გადაწყვეტის დროს მხედველობაში იღებს (კვების, სამოსის ხარჯის დასადგენად) საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 25.09.2018წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის ოდენობის მაქსიმუმი შეადგენს მაისის თვისთვის - 177.8 ლარს, ივნისის თვისათვის - 173 ლარს, ივლისის თვისათვის - 171.5 ლარს და აგვისტოს თვისათვის 171.5 ლარს. სასამართლოს მიერ ალიმენტის სახით, როგორც რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი თანხის დაკისრება დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმისა რომელიც დაადასტურებდა ბავშვისათვის ყოველთვიურად 1000 (ათასი) ლარის ოდენობის ხარჯის აუცილებლობას. მას არც გარემოებანი მიუთითებია, რომელიც ამ ოდენობით თანხის აუცილებლობაზე იმეტყველებდა. სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით. ბავშვის მოთხოვნილებებსა და მშობლის შემოსავალს შორის დაცული უნდა იყოს სამართლიანი და გონივრული ბალანსი.

ალიმენტის ოდენობა არ უნდა იყოს სიმბოლური. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს საარსებო მინიმუმის ოდენობა (საშუალოდ 177 ლარი), რასაც ემატება მოზარდი არასრულწლოვნის ნორმალური განვითარებისათვის მინიმუმ ერთი აქტივობისათვის (მოცემულ შემთხვევაში ცურვის წრის) ყოველთვიურად ერთი მშობლის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა, საშუალოდ 87.5 ლარი და ასევე, ის თანხა, რაც წელიწადში ორჯერ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის ერთი მშობლის მიერ იქნება გადასახდელი. ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ასაკის და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მოთხოვნილებების გათვალისწინებით, მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა შეადგენს 270 (ორას სამოცდაათი) ლარს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ე” ქვეპუნქტის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე გათავისუფლდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნის ნაწილში. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სარჩელელზე 2018 წლის 02 აპრილს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი ( ს.ფ. 19).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოპასუხე მხარემ არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ცნო ნაწილობრივ. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ არ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

 

7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ვ---------- გ-------- განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. შესაბამისად, გ------- ა----–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, 1. პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. 2. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. 3. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოსარჩელემ მოითხოვა საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 800 (რვაასი) ლარის ოდენობით და წარმოადგინა 2018 წლის 1 აპრილის იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, სს ,,თ----------ის“ 2018 წლის 20 ივნისის სალაროს შემოსავლის ორდერი N2--------- და სს ,,თ----------ის“ 2018 წლის 13 აპრილის სალაროს შემოსავლის ორდერი N2--------- (ს.ფ. 195-200). ვ---------- გ--------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაღებული სასამართლოს გარეშე ხარჯის ანაზღაურება 129.60 (ას ოცდაცხრა ლარი და სამოცი თეთრი) ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ვ---------- გ--------ს (პირადი №6----------) სარჩელი გ------- ა----–---–-ს (პირადი №0----------) მიმართ:

 

1.1. არასრულწლოვანი ა--------- ა----–---–-ს (დაბადებული 2012 წლის 3---------ს, პირადი N0----------) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს ვ---------- გ--------ს (პირადი N6----------) საცხოვრებელი ადგილი საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;

1.2. დაეკისროს მოპასუხე გ------- ა----–---–ს (პირადი №0----------) არასრულწლოვანი ა--------- ა----–---–-ს (დაბადებული 2012 წლის 3---------ს) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 07 ივნისიდან) ყოველთვიურად 270 (ორას სამოცდაათი) ლარის გადახდა;

 

2. დაუბრუნდეს ვ---------- გ--------ს (№6----------) მის მიერ 2018 წლის 02 აპრილს სახელმწიფო ბაჟის სახით (საგადასახდო დავალება №0, სს ,,თ----------ი”, მიმღები: ქ. თბილისი, ,,სახელმწიფო ხაზინა”, მიმღების ანგარიში 300773150) გადახდილი 100 (ასი) ლარი;

 

3. დაეკისროს მოპასუხე გ------- ა----–---–ს (პირადი №0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

 

4. დაეკისროს მოპასუხე გ------- ა----–---–ს (პირადი №0----------) მოსარჩელე ვ---------- გ--------ს (პირადი №6----------) სასარგებლოდ 129.60 (ას ოცდაცხრა ლარი და სამოცი თეთრი) ლარის გადახდა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ე. ზარნაძე