განაჩენი

სისხლის სამართლის 10.08.2018
საქმის ნომერი
330100116001432121
თარიღი
10.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3------

(გამოძიების №00----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები - ლე----–----–---–--ე, ლუ-----------–--ე, გუ------------–---–ი, ან---------------–ი,დაცვის მხარე:

ბრალდებულები - ბე--–---------–--ე (დაბადებული - 1----–-–-------------------------------–----------–---------------------------------------–-------------------–-------------------–---------------------------ში),ლე------------ე (დაბადებული - 1----–-–----------------–--------------–----------–---------------------------------------–-------------------–-------------------–-----------–---------------------8-ში),ილ------–-----–--ე (დაბადებული - 1----–-–----------------------------–----------–---------------------------------------–-------------------–-------------------–---------------------------ში),გ--------------–---ე (დაბადებული - 19---–-–--------–----------------–----------–---------------------------------------–-------------------–-------------------–---------------------------ში),ადვოკატები - ვა-----------–-----ე, გ---------------–---–ი, ნო------–-----–-–---–ი,კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილი; 2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 3. საქართველოს სსკ-ის 1-5-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, ილ------–-----–--ის მიმართ),დისპოზიცია: 1. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ეროვნული შეუწყნარებლობის გამო, ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა; 2. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სისცოცხლისთვის სახიფათო არა არის და არ გამოუწვევია სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი ეროვნული შეუწყნარებლობის გამო, ჯგუფურად. 3. სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კანონის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ილ------–-----–--ის მიმართ).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2015 წლის 21 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, ნა--------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას ილ------–-----–--ემ, გ--------------–---ემ, ბე--–---------–--ემ და ლე------------ემ, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, ვინაიდან მათ მეზობლად მცხოვრები ალ---------------–ი იყო ეროვნებით აზერბაიჯანელი, ამ ნიშნით შეუწყნარებლობის გამო, სცემეს ეს უკანასკნელი, კერძოდ, განზრახ მძიმე დაზიანებები მიაყენეს თავის არეში. აღნიშნულით ალ---------------–ის დაუზიანეს სახის, ქალას სარქველი და ფუძის ძვლები ხაზოვანი მოტეხილობით, გვირგვი---ვანი ნაკერის გახსნით, მიყენებული დაზიანებებით ალ---------------–ი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

1.2. 2015 წლის 21 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, ნა--------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას ილ------–-----–--ემ, გ--------------–---ემ, ბე--–---------–--ემ და ლე------------ემ, გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, ვინაიდან მათ მეზობლად მცხოვრები ელ---------------–ი იყო ეროვნებით აზერბაიჯანელი, ამ ნიშნით შეუწყნარებლობის გამო, სცემეს ეს უკანასკნელი, კერძოდ, განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენეს მარჯვენა სხივის ძვალზე დისტალური ბოლოს მოტეხილობით, მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია ელ---------------–ის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა.

 

1.3. 2015 წლის 21 აგვისტოს, ღამის საათებში ქ. თბილისში, ნა--------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას ილ------–-----–--ემ სცემა ალ------------–ი, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. 2015 წლის 21 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, ნა--------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას ილ------–-----–--ემ, გ--------------–---ემ, ბე--–---------–--ემ და ლე------------ემ, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, სცემეს მეზობლად მცხოვრები ალ---------------–ი. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ალ---------------–მა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება - დაუზიანდა სახის, ქალას სარქველი, ფუძის ძვლები ხაზოვანი მოტეხილობით, გვირგვი---ვანი ნაკერის გახსნით, მიყენებული დაზიანებების გამო ალ---------------–ი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

2.2. 2015 წლის 21 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, ნა--------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას ილ------–-----–--ემ, გ--------------–---ემ და ბე--–---------–--ემ, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად სცემეს მათ მეზობლად მცხოვრები ელ---------------–ი. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ელ---------------–მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება - მარჯვენა სხივის ძვალზე დისტალური ბოლოს მოტეხილობა, რამაც მისი ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.

 

2.3. 2015 წლის 21 აგვისტოს, ღამის საათებში ქ. თბილისში, ნა--------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას ილ------–-----–--ემ ხელი დაარტყა ალ------------–ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგი---ს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

3.3. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების (ბრალდებისა და დაცვის მხარეების მტკიცებულებების) შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, ასევე სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს.

 

3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2015 წლის 21 აგვისტოს გ--------------–---ის, ბე--–---------–--ის, ილ------–-----–--ისა და ლე------------ის მიერ ალ---------------–ის, ელ---------------–ისა და ალ------------–ის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა დაზარალებულის უფლებამონაცვლე - სა--------–------------ის, დაზარალებულების - ელ---------------–ისა და ალ------------–ის, მოწმეების - რუ----------------ის, რა----------------ის, სო--------------–--ის, თე----------–--ის, ნი------------–---–ის, გ--------------–--ის, გე------–---------ს, და--------–-–--ას, მა-–---------–--ის, ირ---–------------ს, თა---–------–------–---–ის, ზუ-------------–-–---–ის, კო------------–-----–---–ის, ნი----–------------–--ის, ეთ-------------–---–ისა და გ----------------ისა ჩვენებები, სასამართლო სამედიცი--- ექსპერტიზის დასკვნები, გვამის გამოკვლევისა და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ტანსაცმლის დათვალიერების ოქმი და ნივთიერი მტკიცებულებები. საქმეში არსებული ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები ბრალდებულთა მიმართ წარდგენილი ბრალდებების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით რელევანტური არ არის და, შესაბამისად, სასამართლო მათ შინაარსზე ყურადღებას არ შეაჩერებს.

 

3.5. დაზარალებულის უფლებამონაცვლე სა--------–------------მა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ შემთხვევის ღამეს ყვირილის ხმაზე გავიდა ქუჩაში და დაინახა, რომ მიმდინარეობდა ჩხუბი. სახლის კარებთან გ----------------ი და ილ------–-----–--ე მის შვილს - ელ---------------–ს ურტყამდნენ. ჩხუბში ჩაერთო ბე--–---------–--ე, ე-–----ი ძირს დააგდო და ურტყამდა გამეტებით. როდესაც შვილს გადაეფარა, ბე--–---------–--ემ პატარა ბავშვივით აიყვანა და გვერდზე გადააგდო. გ--------------–---ემ მიიტანა ნახევარი ბლოკი და მის შვილს ჩაარტყა თავში. აღნიშნულის შემდეგ ბე--–---მა მიატოვა მისი შვილი და ლე------------ესთან ერთად განაგრძო მისი ქმრის - ალ---------------–ის ცემა. გ--------------–---ემ ასევე ბლოკი ჩაარტყა მის ქმარს თავში, რომელიც „გარაჟებიდან“ მიიტანა. ლე------------ეს ასევე დაეხმარა ილ------–-----–--ე მისი ქმრის ცემაში. ილ------–-----–--ე ჯოხით ურტყამდა მის მეუღლეს, თუმცა სხეულის რა ადგილებში აყენებდა დარტყმებს ვერ ხედავდა. ყველაზე გამეტებით (მეტად) მისი ქმარი - ალ---------------–ი სცემა ლე------------ემ, ხოლო მისი შვილი - ელ---------------–ი ბე--–---------–--ემ. დან---ჩენმა ბრალდებულებმაც მიიღეს მონაწილეობა ალ---------------–ისა და ელ---------------–ის ცემაში. ლე------------ეს მისი შვილისთვის არ დაურტყამს, იგი მხოლოდ უფროს ალ---------------–ს ურტყამდა.

 

სა--------–------------ის განმარტებით, იგი ძირითადად შვილთან იმყოფებოდა. ქმართან ვერ მიდიოდა, რადგან ეში---და შვილი არ დაეკარგა. იგი კიოდა და შველას ითხოვდა. ბე--–---------–--ეს მხოლოდ შორტი ეცვა, ხოლო ტანზე შიშველი იყო. ლე---ის, ბე--–---ს და ილ--ს თავიდან ჯოხები არ ჰქონდათ, შემდეგ საიდან მიიტანეს მისთვის უცნობია. ელ---------------–ს მხედველობის პრობლემები ზოგადად ჰქონდა, თუმცა ცემის შემდეგ თვალში ძალიან დააკლდა.

 

დაზარალებულის უფლებამონაცვლის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე ძალიან ბევრი ადამიანი იყო, მათ შორის სო-------------–--ე და მისი შვილი, რა-------------–-–---–ი, რა----------------ი და ლე--- კ-------–--ე. შემთხვევიდან მეორე ან მესამე დღეს ლე------------ის და დაემუქრა მას - „გადასახლდით აქედან თათრები, თორემ დავახოცინებ თქვენ თავსო“. სა--------–------------მა განმარტა, რომ ეროვნული შეუწყნარებლობის გამო მის ოჯახთან რაიმე შუღლი შემთხვევამდე ქართველებს არ ჰქონიათ. საავადმყოფოში მის რძალს მოუყვა მომხდარის შესახებ და მასთან საუბარში დაასახელა ის პირები, ვინც ჩხუბში ყველაზე მეტად აქტიურობდნენ. გ--------------–---ეს და ლე------------ეს დაარტყა თუ არა ვინმემ, მას არ დაუნახავს.

 

3.6. დაზარალებულმა ელ---------------–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ იგი არის ეროვნებით აზერბაიჯანელი, ხოლო რელიგიით მუსლიმი. ამჟამად ცხოვრობს ქ. თბილისში, ნა--------------------ში. კონფლიქტამდე მეზობლებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ერთმანეთის ოჯახებში დადიოდნენ საქეიფოდ. ქრისტიანული რელიგიური დღესასწაულები მის სახლში არაერთხელ აღუნიშნავთ. უშუალოდ ბრალდებულებთან 2015 წლის 21 აგვისტომდე რაიმე სახის დაპირისპირება/კონფლიქტი ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო, არ ჰქონია. ჩხუბის დროს ბე--–---------–--ისგან ისეთი სიტყვები მოისმინა, მის მიმართ არსებული კეთილგანწყობა გაუქარწყლდა. გ--------------–---ე მისი სახლიდან 20 მეტრში ამზადებდა ხალხს თავდასხმისთვის, „ამ თათრებს რა აქვთ საბლატაო, დღეს მათ გადავუვლითო“.

 

ელ---------------–მა კონფლიქტის დაწყების მიზეზებთან დაკავშირებით განმარტა, რომ 2015 წლის 21 აგვისტოს, მის შვილს ალ---------------–ს ტელეფონზე შეკამათება მოუვიდა მათ ნათესავთან. დაიბარა იგი და სხვა დეიდაშვილები, დაილაპარაკეს, გაარკვიეს ყველაფერი, შერიგდნენ და გააცილეს ისინი. როდესაც სახლში ბრუნდებოდნენ შეხვდათ გ----------------ი, რომელთანაც მის შვილს შეკამათება მოუვიდა. კამათი შეეხებოდა იმას, რომ გ----------------ი იყო ,,ქუჩის ბიჭი“, ხოლო მისი შვილი ა-–---- დაკავებული იყო ბიზნესით და ამის გამო უნდა სცოდნოდა მათ შორის განსხვავება. ელ---------------–ი რამდენიმე წუთი ესაუბრა გ----------------ს, გაარკვიეს ყველაფერი და შერიგდნენ. მან და მისმა ნათესავებმა თითო ჭიქა ლუდი დალიეს, რის შემდეგაც დასასვენებლად დაჯდა სახლის წინ. ამ დროს ჩამოიარა გ----------------მა ორ მეგობარ ბიჭთან ერთად (გ---------------ანთან და რო----თან), მისი სახლის წინ დაახლოებით 3 წამი გაჩერდა, დაიგინა, ხელი გაიქნია მათი მიმართულებით და მიწისძვრის შედეგად დანგრეული სახლებისკენ შეუხვია. იქიდანაც კვლავ სიცილით მათი მიმართულებით შეიგინა გ----------------მა. ელ---------------–ის განმარტებით, ვერ მოითმინა და გინებითვე უპასუხა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, მა-–-----------–---ის სახლთან დაახლოებით 30 ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც იგინებოდნენ მათი მიმართულებით. მანაც საპასუხოდ კვლავ შეიგინა. მეზობელი ირ---–---------ე შეეკამათა, რა დროსაც მისკენ წავიდა მოგროვილი ხალხი. ირ---–---------ესთან საუბრობდა, რა დროსაც ილ------–-----–--ემ მოჰკიდა ხელი და უთხრა „ბიჭო რას გვაგინებ შენო“. ელ---------------–ის განმარტებით, შვილი - ალ---------------–ი ედგა მარცხნივ, რომელმაც ილ------–-----–--ეს უთხრა ხელი ჩაეწია. ილ------–-----–--ემ ხელი გასწია და მის შვილს დაარტყა სახეში. იგი შეეცადა გაშველებას, რა დროსაც ილ------–-----–--ემ მასაც დაარტყა. ილ--ს გვერდით იმყოფებოდნენ ლე------------ე და მამამისი ალ---------------–ი. ილ--სკენ როდესაც მიტრიალდა, დაინახა, რომ მამამისი ყელით ეკავა ლე------------ეს, რომელმაც მარჯვენა საფეთქელში დაარტყა ალ---------------–ს (უფროსს), რაღაც საგანი, რომელიც ხელში ეჭირა. მოტრიალდა პასუხის გასაცემად, რა დროსაც უკნიდან იგრძნო დარტყმა, გამოიხედა და დაინახა გ--------------–---ე, რომელსაც ხელში ეკავა რაღაც საგანი (სავარაუდოდ ჯოხი), რომელიც დაარტყა. გვერდზე გაიწია და დაინახა გ----------------ი, რომელიც ერთი მხრიდან გ---------------ანს მოეჭიდა მხრებზე, მეორე მხრიდან რო---- და ცდილობდა მისთვის დარტყმას. გ----------------ის დარტყმა აიცილა, მაგრამ ამ დროს ისევ ილ------–-----–--ემ ჩაარტყა თავში. ამასობაში ფეხშიც მოხვდა და წაიქცა. ეს მოხდა მისი სახლის წინ, დაახლოებით 2 მეტრში. როდესაც დავარდა, გამოჩნდა ბე--–---------–--ე, გაუხარდა მისი დანახვა, რადგან იფიქრა, რომ იგი კონფლიქტის მონაწილეებს გააშველებდა. მიწაზე დავარდნილმა დაინახა ფეხზე მდგომი ბე--–---------–--ე, რომელმაც შეაგინა „შენი თათარი დედა...“ და მარჯვენა ხელით ჯოხი მოუქნია დასარტყმელად, რომლის აცილებაც შეძლო. გაიგო დედამისის კივილი, თუმცა ბე--–---მა გადააგდო გვერდზე. ბე--–---------–--ემ ჯოხი ჩაარტყა თავში და თან გინებაც მიაყოლა. დედამისის დახმარებით ადგომა დააპირა, რა დროსაც მისი სახლიდან დაახლოებით 10 მეტრში დაინახა მამამისი - ალ---------------–ი, რომელსაც გაზის მილზე ჰქონდა ხელი ჩაკიდებული და ლე------------ე და ბე--–---------–--ე ურტყამდნენ ჯოხებს. ამ დროს წელზე კიდევ ერთი დარტყმა იგრძნო, დაეცა, ხოლო ილ------–-----–--ემ გვერდზე გაუარა და მამამისსაც დაარტყა. როდესაც წამოდგა და მამასთან მისვლა დააპირა, დაგდებული ქვა აიღო გ--------------–---ემ, მივიდა მამამისთან და თავში ჩაარტყა. ამ დროს მა-–-----------–---ე დაინახა, რომელთანაც ყველაზე კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მანაც მოზრდილი ქვა დაარტყა, რის გამოც ისევ ძირს დავარდა. მ-------ის ქუჩამდე აათრიეს, თუმცა ეს მომენტი დეტალურად არ ახსოვს.

 

ელ---------------–ის განმარტებით, მამამისი - ალ---------------–ი 20-- წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა. უშუალოდ მას სხეულზე არაერთი დაზიანება ჰქონდა. არ ახსოვს ლე------------ემ მას დაარტყა თუ არა. შვილი - ალ---------------–ი პირველი დარტყმის შემდეგ არ დაუნახავს. მისი თხოვნით ოჯახის არცერთმა წევრმა საწყის ეტაპზე ჩვენება არ მისცა გამოძიებას, რადგან არ უნდოდა მეზობლებთან ურთიერთობის გაფუჭება. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ მეზობლებმა ბოდიში მოუხადეს, რადგან შიშის გამო ჩვენება ვერ მისცეს გამოძიებას. მისი ოჯახის მიმართ ილ------–-----–--ის და ლე------------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას. შვილების დახოცვით დაემუქრნენ, თუ გამოძიებასთან თანამშრომლობას გააგრძელებდა. სათვალის გარეშე ხედავს. კონფლიქტამდე მხედველობა მინუს 4 ჰქონდა, კონფლიქტის შემდეგ კი გაუუარესდა და მინუს 6 გახდა. გამოძიების ეტაპზე მხედველობასთან დაკავშირებული განმარტებები გააკეთა ბრალდებულების მხრიდან მისი ოჯახის მიმართ მუქარისა და ზეწოლის გამო. კონფლიქტის ადგილზე იყვნენ გ--------------–---ე, ილ------–-----–--ე, ბე--–---------–--ე, გ----------------ი, გ---------------ანი, რო---, გე--, ხე–-------ი, მა-–-----------–---ე, ლე------------ე, გ-------------ი და მისთვის უცნობი 4 პიროვნება. დარტყმები გ---------–ების მხრიდან არ დაუნახავს.

 

3.7. დაზარალებულ ალ------------–ის (უმცროსი) განმარტებით, ცხოვრობს ქ. თბილისში, ნა--------------------ში. ბრალდებულებთან ამ შემთხვევამდე კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ეროვნებასთან დაკავშირებული პრობლემა კონფლიქტამდე არ ჰქონია. 2015 წლის 20 აგვისტოს იმყოფებოდა სახლში. ნათესავთან მოუვიდა შეკამათება. მათთან რ-------ისა და ნ--------ის ქუჩების კვეთაზე დაილაპარაკეს და მამამისის - ელ---------------–ის ჩარევით შერიგდნენ. უკან როდესაც ბრუნდებოდნენ ასევე გ---------------ანთან და გ----------------თან მოუხდა მცირე შელაპარაკება. გ----------------მა უთხრა, რონ უნდა სცოდნოდა მათ შორის განსხვავება. ალ------------–ის ვარაუდით გ----------------მა იგულისხმა, რომ ის ,,ქუჩის ბიჭია“, ხოლო თვითონ მშრომელი, პატიოსანი ადამიანი. მამამისმა - ელ---------------–მა ისინი შეარიგა. ალ------------–ის განმარტებით, მოგვიანებით მამამისთან ერთად ჭიშკართან იჯდა. ჩამოიარეს გ----------------მა, გ---------------ანმა და „რო---მ“. დაახლოებით 3-4 წამი გაჩერდნენ მათი სახლის მოპირდაპირე მხარეს და გ----------------მა შეიგინა მათი მიმართულებით. საპასუხოდ შეაგინა მამამისმაც, რის შემდეგაც ისინი წავიდნენ. სახლში ლუდი დალიეს, შემდეგ გარეთ გავიდნენ და ნათესავები გააცილეს. მისი სახლიდან დაახლოებით 15 მეტრში 30 კაცამდე იდგა. გ--------------–---ემ „ამ თათრებს აქ არ გავაბლატავებთო“ და შეიგინა. საპასუხოდ მამამისმაც შეაგინა. მეზობელმა ირ---–---------ემ უთხრა მამამისს, რომ იქ ქალები იყვნენ და რატომ იგინებოდა. ამ დროს შეკრებილი 30 ადამიანი ჩამოვიდა მათ სახლთან. ილ------–-----–--ემ მოჰკიდა მამამისს ყელში ხელი, რაც არ ესიამოვნა და ანიშნა, რომ მამამისისთვის თავი დაენებებინა. პირველი დარტყმა მას მოხვდა ილ------–-----–--ისგან სახის არეში. გონება დაკარგა და არ ახსოვს რა ხდებოდა. როდესაც აზრზე მოვიდა, დაინახა, რომ მათი სახლიდან 5-10 მეტრში ბაბუამისი ეგდო ძირს, რომელსაც ჯოხებით ურტყამდნენ ბე--–---------–--ე, ლე------------ე და ილ------–-----–--ე. ბე--–---------–--ემ ესეთი სიტყვები გამოიყენა „შენი თათარი დედა..., მოგკლავ“. გ--------------–---ემ ბაბუამისს ქვა დაარტყა თავში და უთხრა: „მოკვდი შენი თათარი დედაც.. . . . “. ვინაიდან გ------- მეორედ აპირებდა ბლოკის დარტყმას, მივარდა მას, მაგრამ ბრალდებულმა დანა გაშალა. შეეშინდა და გამოიქცა. გინებით გამოეკიდნენ ლე------------ე და გ--------------–---ე სიტყვებით: „ა-–---- არ გაპატიებთ, გადაშენდით ...“. სახლში შევარდა და კარი მოიხურა. სახლში დაახლოებით ორი წუთი დაჰყო, გამოვიდა ბებიის ხმაზე, რომელიც იძახდა „მოკვდა, მოკვდაო“.

 

ალ------------–ის განმარტებით, ილ------–-----–--ის მიერ მისთვის დარტყმის შემდეგ გარკვეული პერიოდი არ ახსოვს რა ხდებოდა. ქუჩა განათებული იყო. ბე--–---------–--ის მიერ მამამისის მიმართ ჯოხით განხორციელებული დარტყმა დაინახა. ასევე ახსოვს, რომ ილ------–-----–--ე და ლე------------ე ჯოხებით ურტყამდნენ ბაბუამისს, მაგრამ სხეულის რა ნაწილში ვერ დაინახა. პოლიციის მისვლის შემდეგ ბაბუა უგონო მდგომარეობაში იყო. მამა მთლიანად სისხლიანი იყო და ხელი ჰქონდა მოტეხილი, მუხლი კი დანით ჰქონდა გადაჩეხილი. უშუალოდ მას ხელი მოტეხეს და თავის არეში მიიღო დაზიანება. ხელში ვინ დაარტყა არ იცის. ილ------–-----–--ემ წინიდან დაარტყა ხელი, რაიმე საგანი მის ხელში არ დაუნახავს. რამდენი ხანი ჰქონდა გონება დაკარგული არ იცის. თვითონ ბრალდებულისთვის ზურგის არეში არ დაურტყამს. დაზარალებულის განმარტებით, ბაბუის გარდაცვალების შემდეგ მათ მიმართ მუქარები განხორციელდა. გ--------------–---ე მას არაერთხელ დაემუქარა.

 

3.8. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლემ - სა--------–------------მა, დაზარალებულებმა - ელ---------------–მა და ალ------------–მა დაწვრილებით განმარტეს თუ როგორ დაიწყო, განვითარდა და დასრულდა კონფლიქტი. მიუთითეს თვითოეულ ბრალდებულზე, თუ რა მოქმედებებს ახორციელებდნენ, რა საგნები იქნა მათ მიერ გამოყენებული ალ---------------–ისა და ელ---------------–ის ცემისას. სა--------–------------მა, ელ---------------–მა და ალ------------–მა (უმცროსი) დაადასტურეს, რომ ა-–-----------------–ის (უფროსი) ცემაში, მონაწილეობდა ოთხივე ბრალდებული. მათი ჩვენებებიდან ასევე ირკვევა, რომ ძალადობა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იქნა განხორციელებული ალ---------------–ის (უმცროსი) მიმართ, მხოლოდ ილ------–-----–--ის მიერ განხორციელდა და სხვა ბრალდებულებს მისთვის არ დაუტყამთ. სასამართლო აფასებს დაზარალებულის უფლებამონაცვლის - სა--------–------------ის, დაზარალებულების - ელ---------------–ისა და ალ------------–ის ჩვენებების შინაარს და აღნიშნავს, რომ მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს, მათი ჩვენებები სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით შესაბამისობაშია როგორც ერთმანეთთან, ასევე სასამართლოში გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან (მათ შორის ექსპერტიზის დასკვნებთან, მოწმეთა ჩვენებებთან არაერთ არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებასთან მიმართებით, წერილობით მტკიცებულებებთან) და მათში ეჭვის შეტანის რაიმე გონივრული საფუძველი არ არსებობს. საქმის არსებითი განხილვისას არ გამოვლენილა დაზარალებულების მხრიდან ბრალდებულების საწინააღმდეგოდ რაიმე პირადი ინტერესი, რაც მათი ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა, როგორც დაზარალებულებმა, ასევე დაცვის მხარის მოწმეებმა და თვითონ ბრალდებულებმაც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ 2015 წლის 21 აგვისტოს კონფლიქტამდე ელ---------------–ის ოჯახსა და უშუალოდ ბრალდებულების ოჯახებს შორის რაიმე დაძაბულობა ან დაპირისპირება არ არსებობდა. მათ კარგი მეზობლური ურთიერთობა ჰქონდათ. ამდენად, რაიმე მოტივი (მათ შორის წყენა, შეურაცხყოფა, მეზობლური დავა, საქმიანი ან პირადი კონფლიქტი), რაც დაზარალებულებს ბრალდებულების საწინააღმდეგოდ სუბიექტურად განაწყობდა და, შესაბამისად, დაზარალებულები რეალობისაგან განსხვავებულ ინფორმაციას მიაწვდიდნენ (ჩვენებებს მისცემდნენ) სასამართლოს, არ დასტურდება. დაზარალებულების სუბიექტური განწყობის არსებობისა და ცრუ ინფორმაციის სასამართლოსათვის მიწოდების ინტერესის არსებობის შემთხვევაში, უფრო მეტად რეალური იქნებოდა დაზარალებულებს მოძალადეებად დაესახელებინათ მათ შორის გ----------------ი, გ---------------ანი და ვინმე ,,რო---“, რომლებთანაც უშუალოდ ფიზიკური დაპირისპირების დაწყებამდე ჰქონდათ სიტყვიერი კონფლიქტი (მათ შორის ადგილი ჰქონდა ორივე მხარის მხრიდან გინებას), თუმცა დაზარალებულებმა გ----------------ზე, როგორც მხოლოდ ჩხუბის წამოწყების ინიციატორზე მიუთითეს და მისი მხრიდან იმგვარი ფიზიკური ძალადობის შესახებ, რაც დაკავშირებული იქნებოდა გარდაცვლილის ან ელ---------------–ის სხეულის დაზიანებებთან, განმარტება არ გაუკეთებიათ. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულები სასამართლოს ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით აწვდიან იმ ინფორმაციას, რაც თავად დაინახეს შემთხვევის ადგილზე და არ ხელმძღვანელობენ სუბიექტური/მიკერძოებული განწყობით ჩვენებების მიცემის დროს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაზარალებულების ჩვენებები აკმაყოფილებს უტყუარობისა და დამაჯერებლობის სტანდარტს და არ წარმოშობს დამატებით კითხვებს მათ სანდოობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, რომ დაზარალებულებმა ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლოს მათ მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების დაფარვის მიზნით, აღნიშნულზე სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს დაცვისა და ბრალდების მხარის მტკიცებულებების ურთიერთშეფასების კონტექსტში.

 

3.9. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 24 ივნისის #0-------6 დასკვნის თანახმად, წმინდა მ-----–--------------–------------–-------------–---------–--------–-----------------------ოს სტაციონარული პაციენტის სამედიცი--- ბარათი N---- და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის ჩანაწერების თანახმად, 2015 წლის 21 აგვისტოს, მოქალაქე ალ------------–ის დაესვა დიაგნოზი: თავის ზედაპირული ტრავმა, მარჯვენა სხივის ძვლის სადგისისებური მორჩის მოტეხილობა ცდომის გარეშე. მოქალაქე ალ------------–ის თავის ქალასა და მარჯვენა მხრის ძვლების რენდგენოლოგიური კვლევის ფირები შესწავლილ იქნა სპეციალისტის მიერ, რომლის დასკვნითაც წარდგენილ რენდგენოგრამაზე ტრავმული დაზიანების რენტგენოლოგიური ნიშნები გამოხატული არ არის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარდგენილი სამედიცი--- დოკუმენტების ჩანაწერების მიხედვით, მოქალაქე ალ------------–ს სხეულზე მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი არ აღინიშნება.

 

ექსპერტმა კო------------–-----–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ალ------------–ს (უმცროსს) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სხეულზე მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი არ აღინიშნება, შესაბამისად, აღნიშნულ დასკვნასთან დაკავშირებით სასამართლო დამატებით არ იმსჯელებს.

 

3.10. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურის 2015 წლის 8 ოქტომბრის #00------- დასკვნის თანახმად (წმინდა მ-----–--------------–------------–-------------–---------–--------–-----------------------ოს სტაციონალური პაციენტის სამედიცი--- ბარათი N---- და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის ჩანაწერების თანახმად), მოქალაქე ელ---------------–ი მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონარულ მკურნალობას იტარებდა 2015 წლის 21 აგვისტოდან 2015 წლის 24 აგვისტომდე დიაგნოზით: მრავლობითი ტრავმები დაუზუსტებელი, ნაკვეთი ჭრილობა მარცენა მუხლის არეში, მრავლობითი ექსკორიაციები სახის არეში, თავის ზედაპირული ჭრილობა, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა, მარჯვენა სხივის და იდაყვის ერთდროული მოტეხილობა ცდომის გარეშე, სამედიცი--- დოკუმენტების ჩანაწერების მიხედვით სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი ექსკორიაციები, მარცხნივ თხემის მიდამოში აღინიშნება კანქვეშა ჰემატომა.

 

მარჯვენა წინამხრის რენდგენოლოგიური გამოკვლევის თანახმად, აღინიშნება მარჯვენა სხივის ძვლის დისტალური ბოლოს მოტეხილობა, დამაკმაყოფილებელი დგომით, ამიტომ მარჯვენა იდაყვის მოტეხილობა ექსპერტიზამ მხედველობაში არ მიიღო.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაზიანება მარჯვენა სხივის ძვლის დისტალური ბოლოს მოტეხილობის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებების შედეგად და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. დაზიანებები თავის ზედაპირული ჭრილობის, თხემის მიდამოში არსებული კანქვეშა ჰემატომის, ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევისა და ექსკორიაციების სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. მარცხენა მუხლის არეში არსებული ნაკვეთი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჭრელი კიდის მქონე საგნის მოქმედებების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

3.11. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 24 თებერვლის #0-------- დასკვნის თანახმად, ალ------------–ის სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმა, სახის ქალა სარქველისა და ფუძის ძვლების ხაზოვანი მოტეხილობით, გვირგვი---ვანი ნაკერის გახსნით, დიფუზიური და კეროვანი სისხლჩაქცევები თავის რბილ საფარში, რბილი საფარის ქვეშ, ქალას ღრუში, თავის ტვინის გარსებსა და ნივთიერებებში, თავის ტვინის შეშუპებითა და დარბილებით. გვამის გამოკვლევისას ნანახი ნაადრევი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით სიკვდილის მომენტიდან გვამის სასამართლო სამედიცი--- გამოკვლევამდე გასულია არანაკლებ 4 საათისა, რაც არ ეწინააღმდეგება სამედიცი--- დოკუმენტაციის ჩანაწერებით ბიოლოგიური სიკვდილის ფაქტის კონსტატირების დროს - 2015 წლის 28 აგვისტოს, 15:05 საათს.

 

ალ---------------–ის გვამს გამოკვლევისას აღენიშნებოდა სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები: მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები თავის არეში. შუბლის მაჯვენა ნახევარში უსწორო ფორმისა და ნაპირების მქონე გაკერილი ჭრილობა, სახის ძვლების მარჯვენა თვალბუდის ქვედა კიდის და ყვრიმალის ძვლების მოტეხილობა, გვირგვი---ვანი ნაკერის გახსნა, შეცილებით, მარჯვნივ ქალას ფუძის შუბლისა და საფეთქლის ძვლების მიმართულებით გარდამავალი ხაზოვანი მოტეხილობები, რომლებიც მოიცავენ ძირითადი ძვლის მარჯვენა მცირე და დიდ ფრთებს. დიფუზიური და კეროვანი სისხლჩაქცევები თავის რბილ საფარში, რბილი საფარის ქვეშ, ქალას ღრუში, თავის ტვინის გარსებს და ნივთიერებაში. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. ხანდაზმულობით დაზიანებები არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს და მიზეზობრივ კავშირში არიან დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან;

 

ალ---------------–ის გვამს ასევე აღენიშნებოდა სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები: მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში (გარდა თავის მიდამოში არსებული დაზიანებისა), რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში ატარებენ დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით დაზიანებები არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს და დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან.

 

ალ---------------–ის გვამს გამოკვლევისას ასევე აღენიშნებოდა სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები: მარცხნივ მე-5-6-7 ნეკნების მოტეხილობა, ცდომის გარეშე, ირგვლივ რბილ ქსოვილებში სუსტი ინტენსივობის სისხლჩაქცევებით, რომლებიც ასევე განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებების შედეგად და ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში ატარებენ დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხის ნიშნებს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. ხანდაზმულობით დაზიანებები არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს და დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან.

 

ექსპერტმა გ----------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

 

3.1-. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 26 ივლისის #0-------- დასკვნის თანახმად, გვამის გამოკვლევის ექსპერტიზის #0-------- დასკვნის (სასამართლო სამედიცი--- ექსპერტი გ----------------ე) მონაცემების მიხედვით, მოქალაქე ალ---------------–ის გვამის გამოკვლევით მას აღენიშნებოდა სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები: მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები თავის არეში, შუბლის მარჯვენა ნახევარში უსწორო ფორმისა და ნაპირების მქონე გაკერილი ჭრილობა. სახის ძვლების მარჯვენა თვალბუდის ქვედა კიდის და ყვრიმალის ძვლების მოტეხილობა, გვირგვი---ვანი ნაკერის გახსნა, შეცილებით, მარჯვნივ ქალას ფუძის შუბლის და საფეთქლის ძვლების მიმართულებით გარდამავალი ხაზოვანი მოტეხილობები, რომლებიც მოიცავენ ძირითადი ძვლის მარჯვენა მცირე და დიდ ფრთებს. დიფუზიური და კეროვანი სისხლჩაქცევები თავის რბილ საფარში, რბილი საფარის ქვეშ, ქალას ღრუში, თავის ტვინის გარსებსა და ნივთიერებაში. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. ხანდაზმულობით დაზიანებანი არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს და მიზეზობრივ კავშირში არიან დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან;

 

ალ---------------–ის გვამს ასევე აღენიშნებოდა სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები: მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში (გარდა თავის მიდამოში არსებული დაზიანების), რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში ატარებენ დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით დაზიანებები არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს და დამდგარ შედეგთან- სიკვდილთან მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან;

 

ალ---------------–ის გვამს ასევე აღენიშნებოდა სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები მარცხნივ მე-5-6-7 ნეკნების მოტეხილობა, ცდომის გარეშე, ირგვლივ რბილ ქსოვილებში სუსტი ინტენსივობის სისხლჩაქცევებით, რომლებიც ასევე განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში ატარებენ დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხის ნიშნებს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით, ხანდაზმულობით დაზიანებები არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს და დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან.

 

თუ რა ვითარებაში მიიღო ალ---------------–მა დაზიანებები, ამის დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია.

 

მოქალაქე ალ---------------–ის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) არაერთჯერადი ზემოქმედებით.

 

ექსპერტებმა - ზუ-------------–-–---–მა და გ--------–--–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

 

3.13. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნებით ცალსახად დგინდება, რომ ელ---------------–ს სხეულზე სხვადასხვა მიდამოში აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები (სისხლნაჟღენთები, ჭრილობა, მოტეხილობები, ექსკორიაციები), მათ შორის დაუდგინდა სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება - მარჯვენა სხივის ძვალზე დისტალური ბოლოს მოტეხილობა, რამაც გამოიწვია მისი ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა. გარდაცვლილ ალ---------------–ს სხულზე აღენიშნებოდა სიცოცხლის დროინდელი მრავლობითი დაზიანებები (ნაჭდევები, სისხლნაჟღენთები, სისხლჩაქცევები, მოტეხილობები), მათ შორის მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები თავის არეში, სახის ძვლების მარჯვენა თვალბუდის ქვედა კიდის და ყვრიმალის ძვლების მოტეხილობა, გვირგვი---ვანი ნაკერის გახსნა შეცილებით, მარჯვნივ ქალას ფუძის, შუბლისა და საფეთქლის ძვლების მიმართულებით გარდამავალი ხაზოვანი მოტეხილობები, დიფუზიური და კეროვანი სისხლჩაქცევები თავის რბილ საფარში, რბილი საფარის ქვეშ, ქალას ღრუში, თავის ტვინის გარსებსა და ნივთიერებაში. აღნიშნული დაზიანებები მიეკუთვნებიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს და მიზეზობრივ კავშირში არიან დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. ასევე დადგინდა, რომ დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის (საგნების) არაერჯერადი მოქმედების შედეგად. თუ რა ვითარებაში მიიღო ალ---------------–მა დაზიანებები, ექსპერტიზას ამის დადგენა არ შეუძლია.

 

სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნებში მითითებული ინფორმაცია შესაბამისობაშია დაზარალებულის უფლებამონაცვლის - სა--------–------------ის, დაზარალებულების - ე-–---- და ალ------------–ების ჩვენებებთან. მათ მიერ ჩვენებებში აღწერილი გარემოებები გარდაცვლილი ალ---------------–ისა და ელ---------------–ის სასტიკად ცემის თაობაზე სრულ თანხვედრაშია ექსპერტიზის დასკვნებთან, სადაც დეტალურად არის აღწერილი მათ სხეულზე არსებული არაერთი (მრავლობითი) სხვადასხვა სახისა და ხარისხის დაზიანებები, რომლებსაც ინტენსიური ძალადობრივი ქმედებების გარეშე ვერ მიიღებდნენ დაზარალებულები.

 

3.14. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ დაცვის მხარის მოწმეები (წ-------------–--------------–------------–--------–-----------------------ოს დირექტორი და ექიმები) - იო--------------–ი, გო-------------–--ლი, ვე-------–-----ე და ბა--------------–---–ი. გო-------------–--ლმა განმარტა, რომ საავადმყოფოში მიყვანისას პაციენტ ალ---------------–ს აღენიშნებოდა ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, მცირე ზომის ჰემატომა მარჯვენა საფეთქლის წილის პოლუსში, ჰიპერტენზია, პნევმოცეფალია. პაციენტი ამ შემთხვევაში ოპერაციულ დახმარებას არ საჭიროებდა, აუცილებელი იყო დაკვირვება დინამიკაში, ვინაიდან ამ დროს შესაძლებელი იყო ჰემატომის გაზრდა, რაც გამოიწვევდა მდგომარეობის გაუარესებას. გარდა ამისა პაციენტს აღენიშნებოდა პნევმოცეფალია ანუ ჰაერის არსებობა თავის ტვინში, რასაც შესაძლოა ასევე გამოეწვია მდგომარეობის გაუარესება. პაციენტი უნდა დარჩენილიყო დაკვირვებაში დინამიკაში და თუ მოხდებოდა მდგომარეობის გაუარესება, ეწარმოებინათ ქირურგიული ჩარევა.

 

3.15. ექიმ-რეანიმატოლოგმა იო--------------–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ პაციენტ ალ---------------–ს ჰქონდა ქალა ტვინის მძიმე ტრავმა, რომელსაც გაუკეთდა ოპერაცია და მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა იყო მძიმე, კრიტიკული, წნევის დაჭერა ხდებოდა მედიკამენტების საშუალებით, პაციენტი იმყოფებოდა ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე. მიუხედავად მკურნალობისა პაციენტი გარდაიცვალა რეანიმაციის განყოფილებაში. პაციენტის მდგომარეობა ოპერაციამდე უკვე გაუარესებული იყო. უშუალოდ მან პაციენტი მიიღო ოპერაციის შემდგომ, მაგრამ გაეცნო ავადმყოფობის ისტორიას და დადასტურებულად ამბობს, რომ ოპერაციამდე უკვე მძიმე იყო ალ---------------–ის მდგომარეობა.

 

3.16. ქირურგმა ვე-------–-----ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მორიგეობისას გასინჯა საავადმყოფოში შესული პაციენტი ალ------------–ი, რომელსაც ქირურგის ჩარევა არ ესაჭიროებოდა. ოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღია. ექიმმა ბა--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ პაციენტ ალ---------------–ს ოპერაცია ჩაუტარდა მის მიერ. პაციენტის მდგომარეობა ქალა-ტვინის ტრავმიდან გამომდინარე იყო მძიმე და მიუხედავად იმისა, რომ არ იყო კრიტიკული, ოპერაციას მაინც საჭიროებდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ქირურგის მხრიდან შეცდომას ადგილი არ ჰქონია.

 

3.17.დაცვის მხარის მოწმე მა---------–--–-ლის განმარტებით, გადაეცა საქმის მასალები და სამედიცი--- დოკუმენტაცია ელ---------------–ისა და ალ---------------–ის სხეულის დაზიანების ფაქტზე. მის მიერ კვლევის შედე--დ დადგენილ იქნა, რომ ალ---------------–თან მიმართებით ჩატარებულ-- სასამართლო-სამედიცი--- ექსპერტიზა, დადგენილია სიკვდილის მიზეზი და აღნიშნულია დაზიანებები. მოწმე მა---------–--–-ილმა დეტალურად მიუთითა დაზიანებებზე, რომლებიც აღენიშნებოდა გარდაცვლილ ალ---------------–ს. მოწმის განმარტებით, ფილტვების ანთება, რომელიც დაჩირქებებით იყო, ფაქტობრივად შეფასების გარეშე დარჩა. მის ხელთ არსებული დოკუმენტებით შეუძლებელი იყო იმის თქმა, ანემიით დაიღუპა ალ---------------–ი თუ ქალა ტვინის ტრავმით და ტვინის შერყევით. მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია ანემიის როლის დადგენა. ასევე გაუჭირდება კითხვაზე პასუხის გაცემა - გარდაცვლილ ალ---------------–ს სწორად და დროულად ჩაუტარდა თუ არა მკურნალობა, რადგან მასთან ლაბორატორიული კვლევის ანა-–----ბი წარდგენილი არ ყოფილა. ოპერაციის პროტოკოლი დაცული იყო, აქედან გამომდინარე, ვერ შეაფასებს სწორად ჩატარდა თუ არა მკურნალობა.

 

რაც შეეხება ელ---------------–ს, მას პირადი შემოწმება არ ჩატარებია, ექსპერტის მიერ გამოყენებული იქნა მხოლოდ მცირე რაოდენობით სამედიცი--- დოკუმენტები. მას დაზიანება თავის არეში მიყენებული აქვს რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მინიმუმ ორჯერ ზემოქმედებით (თხემის მიდამოში მარცხნივ, მარცხენა საფეთქლის მიდამოში). აღნიშნული დაზიანება შეფასდა, როგორც მსუბუქი ხარისხის. გააგრძელა თუ არა დაზარალებულმა მკურნალობა, ამის შესახებ სამედიცი--- დოკუმენტები მასთან არ ყოფილა წარდგენილი. ჭრილობა მუხლის ზედაპირზე რამდენიმე მიმართულებითაა, ნახევარი სმ-ის სიგრძის, სწორი კიდეებით, რომლის სწორ კიდესთან სისხლნაჟღენთია. ექსპერტიზას არ შეუძლია მხოლოდ სამედიცი--- დოკუმენტებში არსებულ დაზიანებებზე დაყრდნობით იმსჯელოს, რა ზედაპირის საგნის მიერ არის დაზიანება მიყენებული. იყო ეს მჭრელი, ბასრი თუ კბილოვანი საგანით მიყენებული, აღნიშნულის დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან პაციენტს არ ჩატარებია პირადი შემოწმება.

 

3.18. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მოწმე მა---------–--–-ილის ჩვენების თანახმად, მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა არ არის კატეგორიული შინაარსის, მას გადაეცა მხოლოდ დოკუმენტების ნაწილი და, შესაბამისად, რა არის ალ---------------–ის სიკვდილის მიზეზი და სწორად ჩატარდა თუ არა მკურნალობა, მისი პასუხი არის სავარაუდო. ელ---------------–ის დაზიანებების ნაწილშიც მისი დასკვნა არის სავარაუდო და ეჭქვეშ ვერ აყენებს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნების ნამდვილობას, მით უფრო, რომ მა---------–--–-ილის განმარტებით, მას სრულად არ გადაეცა სამედიცი--- დოკუმენტები. დაცვის მხარის მოწმეებმა (ექიმებმა) - იო--------------–მა, გო-------------–--ლმა, ვე-------–-----ემ და ბა--------------–---–მა განმარტეს, რომ ალ---------------–ს ჩაურატდა სწორი, ადეკვატური მკურნალობა, თუმცა დაზიანებების სიმძიმიდან გამომდინარე მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ის გარემოება, რომ ალ---------------–მა მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად მიიღო ჯანმრთელობისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება (რამაც გამოიწვია მისი გარდაცვალება), ხოლო ელ---------------–მა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, დასტურდება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით. ალ---------------–ს, რომ ჩაუტარდა ადეკვატური მკურნალობა მისი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, დასტურდება მათ შორის დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებით, შესაბამისად, სასამართლო აღნიშნულ ფაქტებს დადგენილად მიიჩნევს (განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები არ დგინდება), ხოლო ნებისმიერი პრეტენზია ამ მიმართებით (მკურნალობის ადეკვატურობასთან დაკავშირებით), სცდება ამ სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფარგლებს და სასამართლო დამატებით ვერ იმსჯელებს.

 

3.19. მოწმე სო--------------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ბრალდებულები მისი მეზობლები, ხოლო ალ---------------–ი და ელ---------------–ი მისი ნათესავები არიან. 2015 წლის 21 აგვისტოს, ღამის პირველ ან ორ საათზე გაიგონა პატრულის ხმა და დედამისთან ერთად გავიდა გარეთ. დაინახა, რომ ელ---------------–ი მისი სახლის წინ იწვა, ხოლო მამამისი ალ------------–ი ერთი სახლის მოშორებით. დედამისი გაიქცა ელ---------------–ისკენ, ხოლო თვითონ ალ------------–თან მივიდა. მისი თხოვნით ლე------------ემ წყალი მიუტანა, რომლითაც ალ------------–ს ასულიერებდა. ა-–----ს თავი ჰქონდა გატეხილი და ცდილობდა მის წამოყენებას და მოსულიერებას. როდესაც სასწრაფო დახმარება მივიდა ალ---------------–ი გონზე იყო, მის კითხვებზე ადეკვატურად პასუხობდა. რატომ დასჭირდათ ალ---------------–ს და ელ---------------–ს მოვლა არ იცის. ე-–----ი და მამამისი სასწრაფო დახმარების ავტომანქანებით გადაიყვანეს საავადმყოფოში. წაყვანისას ორივე მათგანი გონზე იყო. არ იცის იმ საღამოს რა მოხდა, დღემდე არ უკითხავს, რადგან მისი საქმე არ არის. მისთვის ცნობილია, რომ უფროსი ალ---------------–ი 28 აგვისტოს გარდაიცვალა. რითი დაიღუპა ალ---------------–ი არ იცის. შემთხვევის ადგილზე ბე--–---------–--ე, ილ------–-----–--ე და გ--------------–---ე არ დაუნახავს. არ სმენია გ---------–ები ვინმეს შეევიწროებინა ეროვნულ ნიადაგზე.

 

3.20. მოწმე რუ----------------ის განმარტებით, 2015 წლის 20 აგვისტოს, ღამის საათებში, პატრულის ხმაზე გამოვიდა სახლიდან და დაინახა ალ---------------–ი მიწაზე იწვა, ცოტა მოშორებით კი ელ---------------–ი. მას სხვა არაფერი დაუნახავს. გ---------–ები მიწაზე იწვნენ იმიტომ, რომ ორივე ნაცემი იყო და ცუდად გრძნობდნენ თავს. ვინ მიაყენა მათ დაზიანებები და როგორ მისთვის უცნობია. ელ---------------–ი გონზე იყო, თუმცა არაფერს არ საუბრობდა. ჩხუბის დროს ბრალდებულები არ დაუნახავს.

 

3.21. მოწმე რა----------------ის განმარტებით, 2015 წლის 20 აგვისტოს, ღამის საათებში რა მოხდა და სად იმყოფებოდა არ ახსოვს, შეიძლება სახლში იყო შეიძლება გარეთ. რატომ არის გარდაცვლილი ალ---------------–ი არ იცის. წამალი ჰქონდა დალეული და ისე წავიდა პოლიციაში დაკითხვაზე. აღნიშნულ საქმეზე ინფორმაციას არ ფლობს.

 

3.22. მოწმე რა------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ შემთხვევის დღეს (აგვისტოს თვეში, რიცხვი არ ახსოვს), დაახლოებით ღამის ორის ნახევარზე გააღვიძა ალ---------------–ის მეუღლის ყვირილის ხმამ, რომელიც შველას ითხოვდა. წამოდგა და პერანგის ამარა გავიდა გარეთ, სადაც ხალხმრავლობა იყო და მისთვის უცნობი ბიჭები ეჩხუბებოდნენ გ---------–ებს. ვინაიდან პერანგით იყო გასული გარეთ, ყველა მას მიაშტერდა და სახლში შევიდა. კვლავ გარეთ როდესაც გავიდა, ალ---------------–ის მეუღლე ისევ რაღაცას ყვიროდა. რამდენიმე წუთში ქუჩა ხალხით გაივსო, მალე პოლიციის თანამშრომლებიც მივიდნენ. ბიჭები რომლებიც გ---------–ებს ეჩხუბებოდნენ ქუჩის მეორე მხარეს ცხოვრობენ და მათ არ იცნობს. პატრულმა სასწრაფოს გამოუძახა და ალ---------------–ი და მისი შვილი წაიყვანა. შემდეგ გაიგო რომ ალ---------------–ი დაიღუპა, თუმცა მისთვის უცნობია მისი გარდაცვალების მიზეზი. ა-–---- და ელ---------------–ებისთვის რაიმე დაზიანება არ შეუმჩნევია. ბე--–---------–--ე ჩხუბობდა თუ არა არ იცის. სა--------–------------ი კ----–--ეებს წყევლიდა.

 

3.23. მოწმე ნი------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მხოლოდ ის გარემოება, რომ 2015 წლის 21 აგვისტოს, გვიან ღამით გაიგონა ყვირილის ხმა. რომელიღაც მეზობელმა დაუძახა და სთხოვა სასწრაფო გამოეძახებინა, რადგან ალ------------–ი იყო ცუდად. ვინ ჩხუბობდა, რამდენ ხანს გაგრძელდა კონფლიქტი და ვინ მიაყენა დაზიანებები გ---------–ებს, აღნიშნულის თაობაზე ნი------------–---–ს განმარტება არ გაუკეთებია. მოწმის განმარტებით, როდესაც დარეკა სასწრაფოში, მოწესრიგდა და გარეთ გავიდა, კონფლიქტი დასრულებული იყო. შეეშინდა და მოჩხუბრებთან ახლოს არ მისულა. ბე--–---------–--ე იმყოფებოდა თუ არა შემთხვევისა ადგილზე, არ დაუნახავს.

 

3.24. მოწმე თე----------–--ის განმარტებით, ცხოვრობს ქ. თ---–--–-------------------------ში. 2015 წლის 20 აგვისტოს, ღამის საათებში, პატრულის ხმაზე გავიდა გარეთ. გ---------–ების სახლის წინ ე-–----ი იწვა, ხოლო ორი კარის მოშორებით მამამისი. ორივე სისხლიანი იყო. ელ---------------–ს კეფის არედან სდიოდა სისხლი. მის გვერდით ა-–---- (უმცროსი) იმყოფებოდა, რომელმაც სიმწრისგან კედელს მიარტყა ხელი. ე-–----ი გონზე იყო. მისთვის სისხლ--ნი მაისურის გახდა უნდოდა, მაგრამ ე-–----მა უთხრა, რომ ხელი სტკიოდა და მაკრატლით შემოაჭრა. ამის შემდეგ მივიდა სასწრაფო დახმარება, რომელმაც ე-–----ი და მამამისი გადაიყვანა საავადმყოფოში. როგორ მიიღეს დაზიანება გ---------–ებმა მისთვის უცნობია. დილიდან საღამომდე მუშაობს და დრო არ ჰქონდა, რომ დაინტერესებულიყო. დიდი ხანია აზერბაიჯანელების რძალია და მისთვის ცნობილია, რომ ე-–----ის ძალიან თბილი ურთიერთობა ჰქონდა ქართველ მეზობლებთან. შემთხვევის ადგილზე მხოლოდ ლე------------ე დაინახა, რომელსაც მისმა გოგომ წყლის მიტანა სთხოვა. შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილის მეუღლეც იმყოფებოდა, რომელიც ყვიროდა, თუმცა სიტყვები არ ახსოვს.

 

3.25. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 20-- წლის 21 აგვისტოს, ქ. თბილისის გ-–-------------–--------–--------------–ოს გამომძიებელ გ--------------–--ის მიერ, ექსპერტების - გ------------–--ის და ნა------------–---–ის მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი მდებარე - ქ. თბილისი, ნა-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ექსპერტების მიერ ნა--------------------ის წინ. ფილაქნის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ანაწმენდი ბილოგიურ ჩხირზე რომელიც დაი---მრა. ასევე ამოღებულ იქნა ობიექტი ნომერი 1-ის საკონტროლო ანაწმენდი. ნ--------ის ქუჩა #---ის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულ იქნა ასფალტის ამონატეხი მოწითალო ფერის ლაქებით. რ-------ის ქუჩა #---ის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულ იქნა ასფალტის ამონატეხები მოწითალო ფერის ლაქებით. შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიმდინარეობა დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ. ამოღებული სისხლის ნიმუშები დაილუქა და გადაეცა გამომძიებელს ფოტოსურათებთან ერთად.

 

3.26. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეებმა - სო--------------–--ემ, რუ----------------მა, რა----------------მა, რა------------–-–---–მა, ნი------------–---–მა და თე----------–--ემ სასამართლოს მიაწოდეს ზოგადი ინფორმაცია. მათი ჩვენებები უშუალოდ ფიზიკური დაპირისპირების დროს მიმდინარე მოვლენებისა და ჩხუბში მონაწილე პირების შესახებ არის ბუნდოვანი, ზოგადი, ხოლო რიგ გარემოებებთან დაკავშირებით არალოგიკური და საეჭვოც კი, კერძოდ: მოწმეებმა - ს------- და თე----------–--ებმა განმარტეს, რომ გარეთ პატრულის ხმაზე გავიდნენ. ძირს იწვნენ ელ---------------–ი და ალ------------–ი, რომლებიც სისხლიანები იყვნენ. ჩხუბში ვინ მონაწილეობდა და როგორ მიიღეს გ---------–ებმა დაზიანებები არ იციან და არც დაინტერესებულან, რადგან მათი საქმე არ არის. რუ----------------მა დაადასტურა, რომ მიწაზე იწვნენ ნაცემი ა-–---- და ელ---------------–ები, ვინ მიაყენა მათ დაზიანებები მისთვის უცნობია. ჩხუბის დროს ბრალდებულები არ დაუნახავს. მოწმე რა----------------ი სასამართლოს ფაქტობრივად არ აწვდის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას და არაფერი ახსოვს. მოწმე რა------------–-–---–მა განმარტა, რომ გააღვიძა სა--------–------------ის ყვირილის ხმამ, რომელიც შველას ითხოვდა. როდესაც გარეთ გავიდა დაინახა, რომ ქუჩის მეორე მხარეს მაცხოვრებელი ბიჭები ეჩხუბებოდნენ გ---------–ებს, თუმცა მათ არ იცნობს. ალ---------------–ის გარდაცვალების მიზეზი მისთვის უცნობია. მოწმე ნი------------–---–მაც სასამართლოს არ მიაწოდა ინფორმაცია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან დაკავშირებით. ერთი მხრივ განმარტა, რომ როდესაც გარეთ გავიდა კონფლიქტი დასრულებული იყო, ხოლო მეორე მხრივ აღნიშნა, რომ შეეშინდა და მოჩხუბრებთან ახლოს არ მისულა. აღნიშნული მოწმეების ჩვენებების დეტალური ანალიზის შედეგად ერთი მხრივ ნათელია, რომ ისინი სასამართლოს არ აწვდიან მნიშვნელოვან ინფორმაციას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის (კონფლიქტის მიმდინარეობისა და მასში მონაწილე პირების შესახებ) მქონე გარემოებების შესახებ, ხოლო მეორე მხრივ გაურკვეველი და არადამაჯერებელია, პირებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე, როგორ ვერ დაინახეს თუნდაც კონფლიქტში მონაწილე ერთი პირი მაინც, ვერ დაინახეს ვერც ერთი ბრალდებული, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ (ცალკე მსჯელობის საკითხია ვინ რას აკეთებდა) ან კონფლიქტში მონაწილე სხვა პირები, რომლებიც მათი მეზობლები არიან, კარგად იცნობენ, დამაკმაყოფილებელი განათება იყო შემთხვევის ადგილზე და ადამიანების იდენტიფიცირება თავისუფლად იყო შესაძლებელი. ეს ყველაფერი მინიმუმ კითხვის ნიშნებს აჩენს და პასუხგაუცემელი რჩება ზემოაღნიშნული კითხვები, თუმცა ვინაიდან მოწმეების - სო--------------–--ის, რუ----------------ის, რა----------------ის, რა------------–-–---–ის, ნი------------–---–ისა და თე----------–--ის ჩვენებები ფაქტობრივად არ შეიცავს ინფორმაციას ბრალდების დადასტურების ან ბრალდებულთა უდანაშაულობის დამტკიცების თვალსაზრისით (ფაქტობრივად არაფერი არ დაუნახავთ), სასამართლო მათი ჩვენებების შინაარსზე დამატებით არ იმსჯელებს.

 

3.27. მოწმე ჯა---–-----------ას განმარტებით, ბრალდებულებთან კონფლიქტამდე კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ელ---------------–ი მისი მეუღლეა, გარდაცვლილი ალ---------------–ი მისი მამამთილი იყო, უმცროსი ალ---------------–ი კი მისი შვილ--. ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისში, ნა--------------------ში. შემთხვევის დღეს სახლში არ იმყოფებოდა. მეორე დღეს როდესაც დაბრუნდა სახლში, დაინახა, რომ მის შვილს ალ------------–ს ხელი შეხვეული ჰქონდა. კითხვაზე ა-–----მ უთხრა, რომ წინა ღამით უბნის ბიჭებთან იჩხუბა, ხოლო მამა და ბაბუა საავადმყოფოში იყვნენ. საავადმყოფოში დედამთილისაგან შეიტყო, რომ 2015 წლის 21 აგვისტოს, საღამოს საათებში ბიჭები ბირჟაზე სვამდნენ და იგინებოდნენ. აქტიური გინებით ილ------–-----–--ე გამოირჩეოდა. საპასუხოდ ელ---------------–მაც შეაგინა. ჩავიდნენ სასაუბროდ, რა დროსაც ილ------–-----–--ემ ხელი დაარტყა მის მეუღლეს. მასთან ერთად იმყოფებოდნენ ბე--–---------–--ე და ლე------------ე, რომლებსაც მისი დედამთილის თქმით ქვა ან ჯოხი ეჭირათ, რომლითაც ბე--–---------–--ე ურტყამდა ელ---------------–ს, ხოლო ლე------------ე მის მამამთილს. შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ სხვა ბიჭებიც, რომელთა სახელები მისთვის უცნობია. სხვა ინფორმაცია აღნიშნულ საქმეზე არ გააჩნია.

 

შემთხვევის შემდეგ, ლე------------ის და ორჯერ შეხვდა ქუჩაში და ორჯერვე გალანძღა, „თათარს“ ეძახდა და შეურაცხყოფას აყენებდა. აღნიშნულის თაობაზე შეატყობინა ლე------------ეს, რომელმაც მოუბოდიშა. კონფლიქტამდე მსგავს შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია.

 

3.28. გამომძიებელმა გ--------------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა (სისწორე) და დამატებით განმარტა, რომ 2015 წლის ზაფხულში მუშაობდა ქ. თბილისის გლდანი - ნაძალადევის შს ს-----------–ოს მ--------------–--აში დეტექტივ - გამომძიებლის თანამდებობაზე. 2015 წლის 20 აგვისტოს, ღამის საათებში, განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ ქ. თბილისში, ნ--------ის ქუჩაზე ა-–---- გ---------–ს და ელ---------------–ს მიყენებული ჰქონდათ ჯანმრთელობის დაზიანებები. პროკურორთან შეთანხმებით დაიწყო გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით. მის მიერ ექსპერტების მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი მდებარე ქ. თბილისში, ნ--------ის ქუჩაზე, რა დროსაც ამოღებულ იქნა სისხლის მაგვარი ლაქები. შემთხვევის ადგილი დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ. მის მიერ დაკითხულ იქნა რამდენიმე მოწმე, რა დროსაც კანონმდებლობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

 

3.29. გამომძიებელმა მა-–---------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული, ბრალდებულ ბე--–---------–--ის დაკავების კანონიერება და დამატებით განმარტა, რომ 2016 წლის ივნისის თვეში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მის მიერ დაკავებულ იქნა ბე--–---------–--ე ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის შს ს-----------–ოს მ--------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში. ბრალდებულს გადაეცა დაკავების ოქმის ასლი, ასევე მოსამართლის განჩინება დაკავების თაობაზე. ბე--–---------–--ის დაკავების შესახებ შეატყობინა მის ახლო ნათესავს. დაკავებისას რაიმე პრეტენზია დაფიქსირებული არ ყოფილა.

 

3.30. ქ. თბილისის გ-–-------------–--------–--------------–ოს დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელმა ირ---–------------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული გ-----------–-----–--ის დაკავების კანონიერება და დამატებით განმარტა, რომ ბრალდებულს განუმარტა უფლებები, გააცნო მოსამართლის განჩინება დაკავების შესახებ, რის შემდგომაც შეავსო დაკავების ოქმი. გ-----------–-----–--ე გაეცნო დაკავების ოქმს და მოაწერა ხელი.

 

3.31. ქ. თბილისის გ-–-------------–--------–--------------–ოს მ--------------–--ის დეტექტივ გამომძიებელმა ია--------–----ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე/კანონთან შესაბამისობა და დამატებით განმარტა, რომ მის მიერ გამოძიების მიმდინარეობისას დაიკითხნენ მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები და დაათვალიერა ბრალდებულ ლე------------ის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი პაციენტის ამბულატორიული ბარათი. ბრალდებული დათვალიერების ოქმს გაეცნო და მოაწერა ხელი.

 

3.32. გამომძიებელმა თა---–------–------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაკითხა ნი------------ე, შო-------------–---–ი. ბრალდებულებს - ილ------–-----–--ესა და გ--------------–---ეს გააცნო დადგენილებები ბრალდების შესახებ, დაკითხა ისინი ბრალდებულის სახით, გირაოს შესახებ ოქმებზე მოაწერინა ხელი და ქ. თბილისის მე-8 საპყრობილეში გააგზავნა მიმართვის წერილები. სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.

 

3.33. გამომძიებელმა გე------–---------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა (სისწორე) და დამატებით განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დამატებით დაკითხა გარდაცვლილ ალი გა------ლის შვილი, შვილიშვილი და მეუღლე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა გ--------------–---ე წყნარ და მშვიდ ვითარებაში, გააცნო მას ბრალდებულის უფლებები და მოაწერა დაკავების ოქმს ხელი. დაზარალებულებს განუმარტა უფლებები. ბრალდების შესახებ დადგენილება გააცნო ბე--–---------–--ეს და გ--------------–---ეს და გამოკითხა ისინი ბრალდებულის სახით. მის მიერ დანიშნულ იქნა დამატებითი სასამართლო-სამედიცი--- ექსპერტიზა, იმ მიზნით, რომ დადგენილიყო კავშირი ბრალდებულების ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. არცერთ ბრალდებულს დაკავებისას შენიშვნა არ დაუფიქსირებია.

 

3.34. ქ. თბილისის გ-–-------------–--------–--------------–ოს მ--------------–--ის დეტექტივ-გამომძიებელმა და--------–-–--ამ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ბრალდებულ ლე------------ის დაკავების ოქმის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ დაკავებისას ბრალდებულს განემარტა უფლებები, გადასცა მოსამართლის განჩინება დაკავების თაობაზე. ლე------------ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი გაეცნენ დაკავების ოქმს და რაიმე შენიშვნა არ განუცხადებიათ. სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.

 

3.35. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეები - გ--------------–--ე, მა-–---------–--ე, ირ---–------------ე, ია--------–----ე, თა---–------–------–---–ი, გე------–---------, და--------–-–--ა არიან პოლიციის თანამშრომლები. აღნიშნულმა მოწმეებმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების მართებულობა, რომლებიც მათ მიერ იქნა ჩატარებული ან რომელშიც მიიღეს მონაწილეობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს, რაც მხარეთა მიერ ეჭვქვეშ არ დამდგარა. აღნიშნული მოწმეები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები, მათ მიერ მიცემული ჩვენებები პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებების (ძალადობის ფაქტების და ჩხუბში მონაწილე პირების შესახებ) მიმართ წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს (ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას). ასევე ირიბია მოწმე - ჯა---–-----------ის ჩვენება, რომელმაც მომხდარი კონფლიქტის და დაზარალებულთა დაზიანებების შესახებ გაიგო შვილის - ალ------------–ისა და დედამთილის - სა--------–------------ისაგან.

 

3.36. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე, პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2).

 

3.37. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53).

 

3.38. ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მოწმეების - გ--------------–--ის, მა-–---------–--ის, ირ---–------------ის, ია--------–----ის, თა---–------–------–---–ის, გე------–---------ს, და--------–-–--ასა და ჯა---–-----------ის ირიბი ჩვენებების საფუძველზე დაადგი---ს თუ რა მოხდა 20-- წლის 21 აგვისტოს ღამის საათებში ნ--------ის ქუჩა N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე და ვინ მიაყენეს დაზიანებები ე-–---- და ალ---------------–ებს.

 

3.39. დათვალიერების ოქმის თანახმად, 20-- წლის 22 აგვისტოს, დეტექტივ - გამომძიებელ გ--------------–--ის მიერ, სა--------–------------ის თანხმობითა და მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა მისი მეუღლის - ალ---------------–ისა და შვილის ელ---------------–ის ტანსაცმელი, რომელიც ეცვათ კონფლიქტის დროს. ერთი ცალი ალ---------------–ის ლურჯი ფერის პერანგი, ჭრელი ზოლებითა და ღილებით, არის დაზიანებულ მდგომარეობაში და მთლიანად გაჟღენთილია სისხლის მაგვარი მოწითალო ფერის ლაქებით. ასევე დათვალიერებულ იქნა ელ---------------–ის თეთრი ფერის მოკლესახელოებიანი მაისური მხარზე ზოლებით, სამარკო ნიშნით „ადიდას“. აღნიშნული ნივთები დათვალიერების შემდეგ დაილუქა და მოეწერა ხელი.

 

3.40. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური მთავარი ს-----------–ოს 2015 წლის 9 სექტემბრის #--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ალ---------------–ის პერანგის ზედაპირზე არსებული დაზიანებები გახევების სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად; ალ---------------–ის პერანგზე არსებული კუთხოვანი ფორმის გამჭოლი დაზიანება წამოქმნილია რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად; ალ---------------–ის მაისურის და ქვედა საცვლის, ასევე ელ---------------–ის მაისურის მთლიანობის დარღვევა წარმოქმნილია რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედებით და შესაძლებელია გამოწვეულიყო სამედიცი--- მანიპულირების დროს (გახდის) პროცესში; ალ---------------–ის შარვლის და ელ---------------–ის შორტის ზედაპირზე რაიმე სახის დაზიანების კვალი, გარდა ექსპლოატაციური ცვეთისა არ აღინიშნება.

 

ექსპერტმა ნი----–------------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

2.41. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლით გათვალისწინებული გარანტია (დაკითხოს ან დააკითხვი---ს ბრალდების მოწმეები და გამოაძახები---ს და დააკითხვი---ს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში) ამავე პარაგრაფით განსაზღვრულ დაცვის სხვა ,,მინიმალურ” უფლებებთან ერთად წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ნაწილს ამავე მუხლის 1-ლი პარაგრაფის საფუძველზე. უფრო ზუსტად, გარანტიის დანიშნულებაა სამართალწარმოების შეჯიბრებითობის უზრუნველყოფა. დაცვას უნდა ჰქონდეს ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და საკუთარი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. ამ უფლების გამოყენების პირობები უნდა იყოს პროკურორისთვის განსაზღვრული პირობების მსგავსი, რაც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს ემსახურება.

 

2.42. ამდენად, მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლება წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის არსებით ელემენტს და მჭიდროდ არის დაკავშირებული მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპთან და უფლებასთან შეჯიბრებით პროცესზე. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის შესაბამისადაც ბრალდებულის მსჯავრდებამდე მის წინააღმდეგ არსებული ყველა მტკიცებულება მისი თანდასწრებით უნდა იქნეს წარდგენილი საჯარო სასამართლო განხილვაზე შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მათი გამოკვლევის მიზნით. ამ პრინციპიდან გამონაკლისი დაშვებულია იმ პირობით, რომ დაცვის უფლებები არ უნდა შეიზღუდოს, რაც როგორც წესი მოითხოვს, რომ ბრალდებულს საკმარისი შესაძლებლობა უნდა მიეცეს დაკითხოს მოწმე, რომელიც მის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Hummer v. Germany, პუნქტი 38; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Lucà v. Italy, პუნქტი 39; Cape E., Namoradze Z., Smith R., Spronken T., Effective Criminal Defence in Europe, Portland, 2010, 47).

 

2.43. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითად განხილვის სტადიაზე მტკიცებულებების გამოკვლევის (მოწმეთა დაკითხვისა და წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევის) ეტაპზე დაცვის მხარეს მიეცა სრული შესაძლებლობა ბრალდების მხარესთან თანასწორ პირობებში დაეკითხა ბრალდების მხარის მოწმეები (მათ შორის დაზარალებულის უფლებამონაცვლე - სა--------–------------ი, დაზარალებულები ე-–---- და ალ------------–ები), რომლებიც ბრალდებულების - ბე--–---------–--ის, ლე------------ის, ილ------–-----–--ისა და გ--------------–---ის წინააღმდეგ იძლეოდნენ ჩვენებებს. ასევე თანასწორობის პრინციპის დაცვით იქნა გამოკვლეული დაცვის მხარის მტკიცებულებები (დაიკითხნენ ბრალდებულები და დაცვის მხარის სხვა მოწმეები). ამდენად, საქმის არსებითად განხილვის დროს სრულად იქნა დაცული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლის მოთხოვნები - დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა შეემოწმებინა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების სანდოობა და ბრალდების მხარესთან თანაბარ პირობებში გამოეკვლია საკუთარი მტკიცებულებები, რომელთა შინაარსთან დაკავშირებითაც სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს.

 

3.44. დაცვის მხარის მოწმე თა----------–-----ის განმარტებით, მან ჩხუბის დეტალები არ იცის. 2015 წლის 21 აგვისტოს, დაახლოებით 12 საათზე შემოესმა ხმაური და გინება. მიხვდა, რომ ჩხუბი იყო და ქუჩაში გავიდა. მისგან 20-25 მეტრში დაინახა ერთმანეთში ჩახვეული, მოჩხუბარი ბიჭები. ისინი სადარბაზოდან დაახლოებით 10-15 მეტრში შეჩერდნენ. ჩხუბი მის თვალწინ დაახლოებით 3-4 წუთი გრძელდებოდა. შემდეგ ერთ-ერთი ქალბატონი შეუძლოდ გახდა, რომელიც სახლში შეიყვანა და მოასულიერა. ღია ფანჯრიდან ჩანდა, თუ როგორ მიმდინარეობდა ჩხუბი. ნახევარი საათის შემდეგ გავიდა ქუჩაში, თუმცა ყველაფერი დამთავრებული იყო. ქალბატონის გარდა წაქცეული არავინ დაუნახავს და არც კონკრეტული ნივთი შეუმჩნევია ვინმეს ხელში. ბე--–---------–--ე და სი--------–ა პ---------ი დაინახა თუ არა შემთხვევის ადგილზე არ ახსოვს.

 

3.45. დაცვის მხარის მოწმე ნი------------იას განმარტებით, 1993 წლიდან ცხოვრობს ნ--------ის ქუჩაზე. დაზარალებულებს და ბრალდებულებს შორიდან იცნობს. 2015 წლის 21 აგვისტოს, ღამის პირველი საათის შემდეგ საშინელმა ყვირილმა გამოაღვიძა. მისი ფანჯარა პირდაპირ უყურებს იმ ადგილს, სადაც ჩხუბი მიმდინარეობდა. როდესაც გადაიხედა, დაინახა ათეულობით ადამიანი, მაგრამ ისეთი არეულობა იყო ნაცნობ-უცნობი ვერ გაარჩია. სანამ ჩაიცვა და ქუჩაში გავიდა, შემთხვევის ადგილზე პატრული მივიდა და ყველაფერი გაანეიტრალა. ვინმეს ხელში რაიმე საგანი არ დაუნახავს, არც წაქცეული პირი შეუნიშნავს. ჩხუბის შესახებ მხოლოდ ის გაიგო, რომ ე-–----ის მამა ცუდად იყო და საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი მისთვის უცნობია.

 

3.46. მოწმე თა--------------–---–ის განმარტებით, ცხოვრობს ქ. თბილისში, ნ--------ის ქუჩა #-----ში. ბე--–---------–--ე და გ---------–ები მისი მეზობლები არიან. 2015 წლის 21 აგვისტოს, გვიან ღამით, პირველის ნახევრიდან პირველ საათამდე პერიოდში ჩხუბის ხმა გაიგონა და გავიდა სახლიდან. ჭიშკართან გაჩერდა და დაინახა, რომ თავიანთი სახლიდან გამოვიდნენ ბე--–---------–--ე და ნი--- კ----–--ე, რომლებმაც ჰკითხეს მას თუ რა ხდებოდა. მალევე ბე--–---ი წავიდა მოჩხუბრების გასაშველებლად, რომელსაც ის და ნ----– მიჰყვნენ. იმავე დღეს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე აზერბაიჯანელებმა იჩხუბეს ერთმანეთში და იფიქრა, რომ აღნიშნული ჩხუბიც იმ ამბის გაგრძელება იყო. მათი შემთხვევის ადგილზე მისვლიდან დაახლოებით 2-3 წუთში გამოჩნდა პატრული, რომელსაც სასწრაფო დახმარებაც მიჰყვა. დაინახა, რომ ბე--–---მა ვიღაცას გამოსტაცა ფიცარი და გვერდზე გადააგდო. მოწმის განმარტებით, შეამჩნია, რომ ფიცრები იქვე ეყარა. პატრულის მისვლის შემდეგ ხალხი დაიშალა და ისინიც წავიდნენ. ბე--–---იც მასთან ერთად წავიდა სახლში. მას არ დაუნახავს, რომ ბე--–---მა ვინმეს დაარტყა. ჩხუბის დროს გარდაცვლილის მეუღლის სა--------–------------ის ხმა ესმოდა, მაგრამ იგი უშუალოდ არ დაუნახავს. ბე--–---ი საცვლების ამარა გამოვიდა სახლიდან. შემთხვევის ადგილზე ილ------–-----–--ე და გ--------------–---ე არ დაუნახავს. იხსენებს ჩხუბში მხოლოდ გ---------–ების მონაწილეობას.

 

3.47. მოწმე - ჟუ–-------------ას განმარტებით, 2003 წლიდან ცხოვრობს ნა--------------------ში. 20-- წლის 21 აგვისტოს ხმაურმა გამოაღვიძა. ფანჯრიდან გადაიხედა და დაინახა, რომ ქუჩა ხალხით იყო სავსე. რა ხდებოდა არ იცის. ხალხი ირეოდა და დარბოდა. არეულობა ოდნავ ქვემოთ იყო, მ-------ის ქუჩისკენ, რომელიც დიდი ხანი არ გაგრძელებულა. შემდეგ პოლიცია მივიდა და ქუჩა დაცარიელდა. ჩხუბი მისი გამოღვიძებიდან დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა. წაქცეული პიროვნებები არ დაუნახავს.

 

3.48. მოწმე მე---------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 20-- წლის 20 აგვისტოს, დაახლოებით საღამოს 7-8 საათზე დაინახა, რომ გზის მოპირდაპირე მხარეს, 20-30 კაცი ჩხუბობდა. ზოგი ქართულად იგინებოდა, ზოგიც აზერბაიჯანულად. მოგვიანებით ისევ შემოესმა ჩოჩქოლის ხმა. გამოვიდა ქუჩაში და დაინახა, რომ ამჟამად უკვე დაახლოებით 50 ადამიანი ჩხუბობდა. მოჩხუბართაგან არც ერთ მათგანს არ იცნობს. მისი ქუჩაში გასვლიდან ცოტა ხანში, სახლიდან საცვლების ამარა, მეუღლესთან ერთად გამოვიდა ბე--–---------–--ე, რომელიც მიუახლოვდა მოჩხუბრებს, ერთ-ერთ მათგანს ჯოხი თუ ფიცარი გამოგლიჯა ხელიდან და გადააგდო. რამდენიმე წამში შემთხვევის ადგილზე მივიდა პატრული და სასწრაფო. პატრული მისვლის შემდეგ ბე--–---ი სახლში დაბრუნდა. ბე--–---------–--ე მხოლოდ აშველებდა მოჩხუბრებს, სხვა არაფერი გაუკეთებია. ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 15 წუთი იმყოფებოდა. მოჩხუბარ ადამიანებში ვერავინ ამოიცნო. ჩხუბის დასრულების შემდეგ გაიგონა სი--------–ას ხმა, რომელიც ილანძღებოდა.

 

3.49. მოწმე ნი---------–---–ის განმარტებით, 20-- წლის 20 აგვისტოს, საღამოს იმყოფებოდა სახლში. ბე--–---------–--ე საწოლში იწვა. ღია ფანჯრიდან შემოესმა შეურაცხმყოფელი მიმართვები და გინება ქართველების მიმართ. ბე--–---მა გაიხედა ფანჯრიდან და საცვლების ამარა გავიდა სახლიდან. ბე--–---ს თვითონაც გაჰყვა. ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფებოდა და კონკრეტული პირების გარჩევა შეუძლებელი იყო. ყურადღება ბე--–---ზე ჰქონდა გადატანილი, რომლის მოჩხუბრებთან მისვლიდან მალევე დასრულდა კონფლიქტი, მივიდა პატრული, სასწრაფო დახმარება და ხალხი დაიშალა, თუმცა გ---------–ების მხრიდან შეურაცხმყოფელი სიტყვები არ შეწყვეტილა და ისევ აგინებდნენ ქართველებს.

 

მოწმის განმარტებით, ბე--–---ი მხოლოდ აშველებდა მოჩხრუბრებს და იგი დაახლოებით 2 წუთი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. მას ხელში რაიმე საგანი არ ეჭირა. სანამ იგი კონკრეტულ ადგილამდე მივიდოდა, ბე--–---მა ერთ აზერბაიჯანელს წაართვა ფიცარი და გადააგდო. მოწმემ დაზუსტებით მიუთითა, რომ პიროვნება, რომელიც იგინებოდა იყო ელ---------------–ის უფროსი ბიჭი ა-–----, რომელიც ფაქტიურად არ გაჩერებულა, იმ მომენტიდან რაც ჩხუბის ხმა შემოესმა. პატრული რომ მივიდა მანქანაში ჩასვეს, მაგრამ ვერ დააწყნარეს. აღნიშნულ ინცინდენტამდე დაზარალებულების ოჯახთან მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდათ. კონკრეტულად ვის აშველებდა ბე--–---ი არ ახსოვს.

 

3.50. მოწმე ნი------------ის განმარტებით, 2015 წლის 20 აგვისტოს, საღამო ხანს, დაინახა, რომ გზაჯვარედინთან აზერბაიჯანელები ჩხუბობდნენ. შენიშნა, რომ აწ/გარდაცვლილ ალ---------------–ის ხელში დანა ეჭირა. მოგვიანებით, დაახლოებით 12 საათის შემდეგ, ისევ გაიგონა აზერბაიჯანელების მხრიდან გინება, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. ბავშვები დააძინა და გარეთ რომ გამოვიდა, შემჩნია, რომ ილ------–-----–--ე და ლე--- მჭ----–-–---–ი სახლში არ იმყოფებოდნენ (გ--------------–---ე მათთან არ იმყოფებოდა, ეძინა). ისინი მალევე დაბრუნდნენ და შეამჩნია, მისი მაზლი გ--------------–---ე მკერდზე იკიდებდა ხელს. რამდენ ხანს გაგრძელდა ჩხუბი მისთვის უცნობია. ქუჩაში არ გასულა და მისთვის უცნობია რამდენი ადამიანი ჩხუბობდა. გაიგონა, რომ დილის 4-5 სთ-ზე ალ---------------–ი აგინებდა ქართველ ქალებს. ჩხუბის დროს მისმა მაზლმა გ--------------–---ემ და მისმა ძმამ თავზე მიიღეს დაზიანებები. რა სიტუაციაში მიიღეს მათ აღნიშნული დაზიანებები მისთვის უცნობია.

 

3.51. მოწმე მა-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა რომ 20-- წლის 21 აგვისტოს, გვიან ღამით შემოესმა ხმაური. ეზოში უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი და ჩხუბობდნენ. საკუთარი სახლის ჭიშკართან იდგა და იქიდან აკვირდებოდა რა ხდებოდა. მოწმის განმარტებით, სწორედ ამ დროს დაინახა საცვლების ამარა ბე--–---------–--ე, რომელიც ჭიშკართან იდგა. ბე--–---------–--ეს ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია, იგი მხოლოდ გასაშვილებლად მივიდა მოჩხუბრებთან. ქუჩაში არ გასულა და არ გაურკვევია რა ხდებოდა. ჩხუბი მალე დამთავრდა და ხალხიც დაიშალა. არ გაუგია აზერბაიჯანელების ეროვნული ან ეთნიკური ნიშნით შევიწროების შესახებ. ჩხუბის დასრულების შემდეგ ბე--–---------–--ე სახლში დაბრუნდა. მას ხელში რაიმე საგანი არ სჭერია. ჩხუბში გრძელი ფიცარი ფიგურირებდა, თუმცა მისი ზომები არ ახსოვს.

 

3.52. მოწმე გ----------------ის განმარტებით, ბრალდებულებთან და დაზარალებულებთან ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა, გამარჯობით იცნობდა მათ. აღნიშნულ საქმეზე იცის მხოლოდ ის, რომ მოხდა ჩხუბი. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ელ---------------–ი და ალ---------------–ი გამოვიდნენ სახლიდან და დაიწყეს გინება ქართველი ქალების მიმართულებით, რომლებსაც მოიხსენიებდნენ ცუდად, ამ დროს ილ------–-----–--ე იმყოფებოდა გ--------------–---ესთან სახლში, რომელიც გამოვიდა და შეეკითხა: “რა გინების ფესტივალი მოაწყვეთ?“. თვითონ ცოტა მოშორებით იმყოფებოდა რო--------------იანთან ერთად და დაინახა რომ გ--------------–---ეს რაღაც მოხვდა თავში და დაეცა. რა საგანი მოხვდა გ--------------–---ეს მისთვის უცნობია. იქვე ახლოს დასისხლიანებული ილ------–-----–--ეც დაინახა და მოჩხუბრებისკენ წავიდა სიტუაციის განეიტრალებისა და გაშველების მიზნით. უშუალოდ მას მეტი არაფერი დაუნახავს. ელ---------------–ი და ალ---------------–ი ჩვეულებრივ მდგომარეობაში იყვნენ და რაიმე დაზიანებები არ ეტყობოდათ. შემთხვევის ადგილზე დაინახა მხოლოდ გ--------------–---ე და ილ------–-----–--ე, სხვა ბრალდებულები არ დაუნახავს. მისი მხრიდან გ---------–ების მისამართით მუქარას ადგილი არ ჰქონია. სხვა ინფორმაცია მეორე კონფლიქტთან დაკავშირებით არ გააჩნია. პირველი კონფლიქტისას მხოლოდ სიტყვიერ შეკამათებას ჰქონდა ადგილი, რომელიც უბნელებმა განმუხტეს.

 

3.53. მოწმე გ---------------ანის განმარტებით, 2015 წლის 21 აგვისტოს, მეგობარ გ----------------თან ერთად მიდიოდა ნ--------ის ქუჩაზე, სადაც შეხვდათ უმცროსი ალ---------------–ი, რომელიც აღელვებული იყო და იგინებოდა. მასთან მეზობლური ურთიერთობა ჰქონდა და დაინტერესდა თუ რა მოუვიდა. ა-–----მ აგრესიულად უპასუხა, რომ აღნიშნული მისი საქმე არ იყო. ამ საკითხზე გ----------------ს და ა-–---- გა------ლს შორის საუბარი დაიძაბა ნ--------ის და რ-------ის ქუჩების კვეთაზე, მაგრამ ისინი მალევე შერიგდნენ. აღნიშნულის შემდეგ გ----------------თან და რო--------------იანთან ერთად მაღაზიაში შეიძინა 2 ლიტრი ღვი---, რომელიც დალიეს. ქეიფის დასრულების შემდეგ დაინახეს, რომ ალ---------------–მა, მისმა ძმამ და ნათესავმა დაახლოებით 10 - 15 ლიტრი ლუდი მიიტანეს სახლში და დალიეს. ცოტა ხნის შემდეგ, ალ---------------–ი უფროსი, უმცროსი ალ---------------–ი, ე-–---- გ--------–ი და მისი ნათესავები გამოვიდნენ სახლიდან და უწმაწური სიტყვებით დაიწყეს ლანძღვა მათი მიმართულებით, ცუდად მოიხსენიებდნენ ემიგრანტ ქართველ ქალებს. ამ დროს მათთან მივიდა ირ---–---------ე, სახლიდან გამოვიდა გ---------–ების მეზობელი ილ------–-----–--ე სიტყვებით: „რა გინების ფესტივალი მოაწყვეთ“. ელ---------------–იმ დაუძახა - ვისაც პრეტენზია აქვს, პასუხს გავცემო. ირ---–---------ე და ილ------–-----–--ე მივიდნენ ელ---------------–თან, რომელთაც საუბარი დაეძაბათ და იჩხუბეს. მან მხოლოდ ილ------–-----–--ის მიმართ განხორციელებული დარტყმა დაინახა. გაშველების მიზნით მიუახლოვდა მათ და დაინახა ძირს დავარდნილი გ--------------–---ე, რომელიც სახლისკენ მიხოხავდა და მხარ-ბეჭი ნატკენი ჰქონდა. ჩხუბის დანარჩენი მონაწილეები უკვე თ--–--ის შენობასთან იმყოფებოდნენ, მათგან 30-40 მეტრის მოშორებით. წავიდნენ მათ გასაშველებლად. ამ გაშველების პროცესში დედამისი გახდა ცუდად, რომელიც შეიყვანეს მეზობლის სახლში და გაუწიეს დამხმარება. ქუჩაში რომ გამოვიდა ჩხუბი დასრულებული იყო. გა------ლის ოჯახში ლუდის დალევისას დაახლოებით 7-8 ადამიანი იმყოფებოდა - ა-–---- გა------ლი (უფროსი), ალ------------–ი (უმცროსი), ან---ი გა------ლი - ელ---------------–ი, ალ---------------–ის (უფროსი) მეორე შვილი, ორი ძმა - რუ--------ები და კიდევ ორი უცხო პიროვნება. ქართველებს ხელში არაფერი არ სჭერიათ. ხის მასალა ალ---------------–ს ეჭირა. ჩხუბის დროს გარდაცვლილის მეუღლე არ დაუნახავს. მეორე დღეს გაიგო, რომ ალ---------------–ი იმყოფებოდა საავადმყოფოში. მისთვის დღემდე უცნობია კიდევ ვინ მიიღო დაზიანებები. იცის რომ ალ---------------–ი (უფროსი) გარდაცვლილია.

 

3.54. მოწმე ვა-----------იამ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2015 წლის 21 აგვისტოს, გვიან ღამით, სახლიდან ხმაურზე გავიდა. დაახლოებით 15-20 მეტრიდან დაინახა, რომ ალ------------–ი ჩხუბის დროს ძირს დაეცა. ამასობაში მოჩხუბართა მასა ჩავიდა დაბლა, ნ--------ის ქუჩაზე. მთელი ყურადღება ა-–---- გადაიტანა, რომელსაც ჭრილობა ჰქონდა თავზე. მიიყრდნო იგი მუხლზე, დაუძახა მეუღლეს და სთხოვა სასწრაფო დახმარება გამოეძახებინა. ამასობაში ჩხუბიც დამთავრდა და მას რაიმე კონკრეტული ფაქტი არ დაუნახავს. ალ------------–ის ტანსაცმელი რა მდგომარეობაში იყო არ იცის, რადგან ყურადღება არ მიუქცევია. ასევე არ იცის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო მასალა ეყარა თუ არა.

 

3.55. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მოწმეების - თა----------–-----ის, ნი------------იას, თა--------------–---–ის, ჟუ–-------------ას, მე---------–---–ის, ნი---------–---–ის, ნი------------ის, მა-------------–---–ის, გ----------------ის, გ---------------ანისა და ვა-----------იას ჩვენებები ერთი მხრივ კატეგორიულად არც უარყოფს და არც ადასტურებს უშუალოდ კონფლიქტის მიმდინარეობისას განვითარებულ მოვლენებს, მასში მონაწილე პირებს (არაინფორმაციულია), ხოლო მეორე მხრივ არის არადამაჯერებელი და ურთიერთსაწინააღმდეგო, რის გამოც სასამართლო მათ შინაარსს არ იზიარებს და შეუძლებლად მიიჩნევს მათზე დაყრდნობით უტყუარად საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, კერძოდ: მოწმე თა----------–-----ის ჩვენებით დადასტურდა, რომ შემთხვევის დროს ჩხუბისა და გინების ხმაზე გარეთ გავიდა, დაინახა მოჩხუბარი ბიჭები, რომლებიც სადარბაზოდან 10-15 მეტრში შეჩერდნენ და ჩხუბი მის თვალწინ 3-4 წუთი მიმდინარეობდა, თუმცა ამავდროულად აღნიშნა, რომ ჩხუბის დეტალები არ ახსოვს, არც ის იცის ჩხუბში ვინ მონაწილეობდნენ და არც რაიმე ნივთი შეუმჩნევია ვინმეს ხელში. მოწმე ნი------------იას ჩვენებაც არაინფორმაციული და არადამაჯერებელია. მისი განმარტებით ყვირილის ხმაზე გაიღვიძა. გადაიხედა ფანჯრიდან, რომლის წინაც მიმდინარეობდა ჩხუბი. ჩხუბში მონაწილეობდა ათეულობით ადამიანი, თუმცა მათი გარჩევა ვერ შეძლო. ვინმე წაქცეული არ დაუნახავს და არც რაიმე საგანი შეუმჩნევია ვინმეს ხელში. მოწმე თა--------------–---–მა, მა-------------–---–მა, მე---------–---–მა და ნი---------–---–მა ცალმხრივად მიუთითეს, რომ ჩხუბი დაწყებული იყო, როდესაც ბე--–---------–--ე საცვლების ამარა გავიდა სახლიდან, იგი აშველებდა მოჩხუბრებს, ვიღაცას გამოსტაცა ფიცარი და გადააგდო, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მათივე განმარტებით მოჩხუბრების სიახლოვეს იმყოფებოდნენ, ვერ ასახელებენ ჩხუბში მონაწილე პირების ვინაობას, ვინ რა მოქმედებას ახორციელებდა და ჩხუბი რა ფორმით მიმდინარეობდა. ჟუ–-------------ამ დაინახა მხოლოდ ის, რომ ჩხუბი იყო. კონფლიქტში ვინ მონაწილეობდა და კონკრეტულად რა ხდებოდა არ იცის. ნი------------ემაც ფაქტობროვად არაფერი იცის. მისი განმარტებით გ--------------–---ემ და ლე------------ემ თავზე მიიღეს დაზიანებები, თუმცა როგორ, ეს მისთვის უცნობია. გ----------------მა ერთი მხრივ დაადასტურა, რომ ე-–---- და ალ---------------–ები იგინებოდნენ ქართველი ქალების მიმართულებით, ნახა გ--------------–---ე, რომელიც ძირს დაეცა, თუმცა რა მოხვდა არ იცის, ნახა ასევე დასისხლიანებული ილ------–-----–--ე, ხოლო მეორე მხრივ არაფერი დაუნახავს, ე-–---- და ალ---------------–ები ჩვეულებრივ მდგომარეობაში იყვნენ და დაზიანებები არ ეტყობოდათ. ვა-----------იამ განმარტა, რომ დაინახა ალ---------------–ი ძირს როგორ დაეცა, ვინ დაარტყა მას ან ვინ ჩხუბობდნენ, სასამართლოსთვის ინფორმაცია მას არ მიუწოდებია. გ---------------ანმა უშუალოდ ჩხუბის მონაკვეთთან დაკავშირებით მხოლოდ ის დაინახა, რომ ილ------–-----–--ეს დაარტყეს და ასევე დაინახა ძირს დაგდებული გ--------------–---ე, რომელიც სახლისაკენ მიხოხავდა. შემდეგ დედამისი გახდა ცუდად და სახლში შეიყვანა. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის აღნიშნული მოწმეების ჩვენებები არ არის დამაჯერებელი. გაურკვეველი, ბუნდოვანი და ლოგიკას მოკლებულია, იმ პირობებში, როდესაც მათ თვალწინ ხდებოდა კონფლიქტი და დაინახეს მაგალითად, ბე--–---------–--ე, რომელიც თითქოსდა აშველებდა მოჩხუბრებს, როგორ ვერ დაინახეს ერთი ადამიანი მაინც, რომელსაც იგი აშველებდა, ვერ დაინახეს ერთი მოჩხუბარი მაინც, რომელიც ერთი ან მეორე მხარის მხრიდან ძალადობდა მოწინააღმდეგე მხარეზე, დაინახეს მხოლოდ ხელკეტი, რომელიც გამოსტაცა ბე--–---------–--ემ უცხო პირს, მაგრამ მოწმეთა უმრავლესობა იდენტურად უთითებს, რომ არ იციან ვის გამოსტაცა იგი. საერთოდ არადამაჯერებელია და არსებითად ეწინააღმდეგება საქმეზე დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებებსაც კი გ----------------ის განმარტება, რომ ა-–---- და ელ---------------–ებს დაზიანებები არ ემჩნეოდათ. ზოგადად შესაძლოა გონივრული იყო ის გარემოება, რომ ყველა მოწმე ყველაფერს ვერ ხედავს და აღიქვამს, თუმცა აღნიშნული ჩვენებების სიღრმისეული შეფასების შედეგად მოცემულ შემთხვევაში ნათელია, რომ დაცვის მხარის მოწმეები სასამართლოს აწვდიან მხოლოდ ზედაპირულ და ცალმხრივ ინფორმაციას (საუბრობენ უმნიშვნელო გარემოებებზე ან ზოგადად საუბრობენ არსებით საკითხებზე, ხოლო კონკრეტულად საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები არ ახსოვთ), თუმცა ეს ინფორმაციაც თავის მხრივ ვერ გამოდგება წონად არგუმენტად ბრალდებულების უდანაშაულობის დადასტურების თვალსაზრისით.

 

3.56. ბრალდებულებმა - ბე--–---------–--ემ, ილ------–-----–--ემ, გ--------------–---ემ და ლე------------ემ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას წარდგენილი ბრალდების არცერთ ეპიზოდში თავი არ ცნეს დამნაშავედ და მიუთითეს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

3.57. ბრალდებულ ბე--–---------–--ის განმარტებით, 2015 წლის 21 აგვისტოს იმყოფებოდა სახლში. ყვირილისა და გინების ხმაზე ტრუსებით გავიდა გარეთ. გზაჯვარედინთან მისულმა დაინახა უმცროსი ალ---------------–ი, რომელმაც უკნიდან ჯოხი დაარტყა გ--------------–---ეს. იგი მოწყვეტით დაეცა. მეორედ დარტყმას აპირებდა ალ---------------–ი, მაგრამ მან ხელი დაუხვედრა, ჯოხი გამოართვა, ხოლო ა-–---- სახლში შევიდა. ამ დროს შენიშნა, რომ ერთი ჯგუფი ჩხუბობდა ძველი „თ--–--ის“ შენობის მხარეს, ხოლო მეორე მ-------ის ქუჩის მიმართულებით. გ------ეების სახლთან ვიღაც იწვა მაგრამ ვერ დაინახა ვინ იყო. დაახლოებით სამოცამდე ადამიანი იყო შეკრებილი. ილ------–-----–--ეს ურტყამდა ელ---------------–ი და კიდევ ორი მისთვის უცხო პიროვნება. ლე------------ეს წამიერად მოჰკრა თვალი, რომელიც წაქცეული იყო და წელში იმართებოდა. უარყოფს გ---------–ების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს და უთითებს ა-–---- და ელ---------------–ების მიერ, ბრალდებულების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. ბრალებულის განმარტებით, ელ---------------–ი ნახა მხოლოდ მაშინ როდესაც ილ------–-----–--ეს ურტყამდა.

 

3.58. ბრალდების მხარის მტკიცებულების - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 3 სექტემბრის #0-------- დასკვნის თანახმად, ბე--–---------–--ის სხეულზე არსებული დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით (მუცლის წინა ზედაპირზე ჭიპის მარჯვნივ წერტილოვანი ხასიათის სისხლნაჟღენთები 6X4 სმ. მარცხენა წვივის წინა ზედაპირზე ფუფხით დაფარული ნაჭდევი 0,8X0,2 სმ.), განვითარებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვის საგნის მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით სისხლნაჟღენთები არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს, ხოლო ნაჭდევი ხანდაზმულობით დაახლოებით 3-4 დღისაა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბე--–---------–--ის სხეულზე ექსპერტიზის დასკვნით დგინდება მხოლოდ მუცელზე ერთი წერტილოვანი ხასიათის სისხლნაჟღენთი 6X4 სმ. რომელიც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება შემთხვევის თარიღს, ხოლო წვივზე ერთი ნაჭდევი, რომელიც ზომით ერთი სანტიმეტრიც არ არის, ხანდაზმულობით არ შეესაბამება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს, რაც იმგვარად უნდა იქნეს გაგებული, რომ ბე--–---------–--ეს იგი შემთხვევის დღეს არ მიუღია. ამდენად, ბე--–---------–--ეს სხეულზე (მუცელზე) აღენიშნება ერთი მცირე სისხლნაჟღენთი, რაც მისი ხანდაზმულობიდან გამომდინარე შესაძლოა დაკავშირებული იყოს 2015 წლის 21 სექტემბერს მომხდარ ფაქტთან, თუმცა დაზიანება არ მიუთითებს ბე--–---------–--ეზე განხორციელებულ ინტენსიურ და არაერთჯერად ფიზიკურ ძალადობაზე, რომლის რეალურად არსებობის შემთხვევაშიც, დაზიანებების რაოდენობა და სიმძიმე მეტი უნდა იყოს, თუნდაც როგორც ეს ელ---------------–ის შემთხვევაში დადგინდა ექსპერტიზის დასკვნით.

 

3.59. ბრალდებულ გ--------------–---ის განმარტებით, 2015 წლის 21 აგვისტოს, ღამის საათებში ჩხუბის ხმაზე გავიდა გარეთ. დაინახა, რომ ელ---------------–ის სახლის წინ ხალხმრავლობა იყო. ახლოს მივიდა ამბის გასარკვევად, რა დროსაც დაინახა, რომ ალ---------------–ს ხელში დიდი ჯოხი ეჭირა. ინსტიქტურად მიტრიალდა, რა დროსაც ალ---------------–მა ჯოხი მთელი ძალით ჩაარტყა ზურგში. წამიერად გონება დაკარგა, ცდილობდა გასცლოდა მას, რამდენიმე მეტრი ფეხით გაიარა და ელ---------------–ის სახლის წინ წაიქცა. წამოდგა და გაჭირვებით მიაღწია სახლამდე. მეორე დილას წავიდა საავადმყოფოში. იმ საღამოს დანა არ ჰქონია. კონფლიქტის შესახებ სხვა ინფორმაცია არ გააჩნია. არაფერი დაუნახავს, რადგან ალ---------------–მა ჯოხი დაარტყა და სახლში წავიდა.

 

3.60. ბრალდების მხარის მტკიცებულების - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 16 თებერვლის #0-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი „კ. ე----------------–----------------------–--------–---------------------------------–--–------ის მხრის სარტყელის რენტგენოგრაფიის“ ჩანაწერების თანახმად, გ--------------–---ეს 2015 წლის 21 აგვისტოს აღენიშნებოდა ბეჭის ძვლის ლატერალური კიდის ზედა მესამედის მოტეხილობა ცდომის გარეშე. გ--------------–---ის რენტგენოლოგიური ჩანაწერი გამოკვლეულ იქნა სპეციალისტების მიერ რომლის დასკვნითაც, წარმოდგენილ რენტგენოფირზე აღინიშნება ბეჭის ძვლის ლატერალური კიდის ხაზოვანი მოტეხილობა. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს 2015 წლის 21 აგვისტოს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნით დგინდება გ--------------–---ის ბეჭის ძვლის მოტეხილობა, ხოლო სხვა რაიმე დაზიანების თაობაზე (მათ შორის სისხლნაჟღენთი, ექსკორიაცია ან სხვა) ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული არ არის.

 

3.61. ბრალდებულ ილ------–-----–--ის განმარტებით, 2015 წლის 21 აგვისტოს შელაპარაკება მოუვიდა ელ---------------–თან, რომელმაც ხელი დაარტყა სახის არეში. დარტყმის გამო სისხლი წამოუვიდა. საპასუხოდ მანაც დაარტყა ხელი ელ---------------–ს. შემდეგ დარტყმები ალ---------------–მა განახორციელა მის მიმართ. ძირითადად ეჩხუბებოდა ე-–----ს და მის დეიდაშვილ - თა----ის. ვინ ვის ურტყამდა და გამშველებელი ვინ იყო არ იცის. გარეთ უამრავი ხალხი იყო შეკრებილი. ამასობაში პატრული მივიდა და დაიშალნენ. ვერ ადასტურებს სხვა ბრალდებულების შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტს.

 

3.62. ბრალდებულ ლე------------ის განმარტებით, 20-- წლის 21 აგვისტოს იმყოფებოდა ნ--------ის ქუჩაზე, რა დროსაც გაიგონა ელ---------------–ის გინების ხმა, რომელიც ემიგრანტი ქართველი ქალების მიმართ უშვერ სიტყვებს იყენებდა. გინების გამო ილ------–-----–--ემ შენიშვნა მისცა ელ---------------–ს. მასთან გასაუბრება უნდოდათ და ახლოს მივიდნენ, რა დროსაც პირადად მას 3-4 კაცმა დაუწყო ცემა. მოულოდნელად რაღაც საგანი მოხვდა თავში და მიწაზე დაეცა. როდესაც აზრზე მოვიდა მის გვერდით იწვა გ--------------–---ე. შემთხვევის ადგილზე ძალიან ბევრი ხალხი ირეოდა. წამებში მოხდა ყველაფერი. გ--------------–---ე წამოაყენა, მიაცილა სახლამდე და თვითონ თავის სახლში წავიდა. დამრტყმელებიდან ვერცერთი ვერ იცნო. ილ------–-----–--ეს ან ელ---------------–მა დაარტყა ან მისმა რომელიმე ნათესავმა.

 

3.63. ბრალდების მხარის მტკიცებულების - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20-- წლის 4 სექტემბრის #00------- დასკვნის თანახმად, ლე------------ეს დაუდგინდა დიაგნოზი - თავის ტკივილი დაუზუსტებელი. ლე------------ეს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ექსკორიაციების სახით (აქვს ექსკორიაციები ხელზე, მარჯვნივ ხელის დისტ. ნაწილში), რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ლე------------ის სხეულზე არსებულ დაზიანებათა ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია ვინაიდან წარმოდგენილ დოკუმენტებში არ არის მითითებული დაზიანებათა სრული მორფოლოგიური სურათი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნით დგინდება მხოლოდ მარჯვენა ხელზე (დისტ. ნაწილში) ექსკორიაციები (ნაკაწრები), ხოლო თვის არეში დაზიანების თაობაზე მითითებული არ არის ექსპერტიზის დასკვნაში. დაუდგენელია ასევე ექსკორიაციების ხანდაზმულობა. ამდენად, ლე------------ეს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არ აღენიშნება სხეულის იმგვარი სერიოზული დაზიანება (აღენიშნება მხოლოდ ერთ ხელზე ნაკაწრები), რასაც იგი თავის ჩვენებაში უთითებდა და უნდა მიეღო ინტენსიური ფიზიკური ძალადობის შედეგად, მით უფრო გაურკვეველია ნაკაწრების წარმომავლობა იმ პირობებში, როდესაც დაზიანებათა ხანდაზმულობის განსაზღვრა ექსპერტიზამ ვერ შეძლო.

 

3.64. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულების ჩვენებები ერთი მხრივ შეიცავს საეჭვო და არადამაჯერებელ განმარტებებს, ხოლო მეორე მხრივ არსებითად ეწინააღმდეგება დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებს, ექსპერტიზის დასკვნებს, რის გამოც ისინი არ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს. ილ------–-----–--ესთან, ლე------------ესა და ბე--–---------–--ესთან მიმართებით ექსპერტიზის დასკვნებით არ დასტურდება რაიმე იმგვარი სხეულის დაზიანებები, რაც მათ მიმართ ინტენსიურ ფიზიკურ ძალადობაზე მიუთითებდა და ბრალდებულების ჩვენებებთან მოვიდოდა შესაბამისობაში. რაც შეეხება გ--------------–---ეს, მას მხოლოდ მხარზე აღენიშნებოდა ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რაც ერთი მხრივ გამოძიების მხრიდან შესწავლას მოითხოვს, თუმცა მეორე მხრივ არ გამორიცხავს მის მონაწილეობას კონფლიქტში - შურისძიების სურვილით დაზარალებულებისათვის დაზიანებების მიყენების მცდელობას, რაც სამართლებრივი შეფასების გარეშე ბუნებრივია ვერ დარჩება. მათ მიერ, როგორც დაცვის მხარის სხვა მოწმეების მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები კრიტიკას ვერ უძლებს, ვინაიდან ისინიც შეეცადნენ მხოლოდ ფრაგმენტულად წარმოეჩინათ, თითქოს თავად გახდნენ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი დაზარალებულების მხრიდან, ხოლო სხვა ბრალდებულები რას აკეთებდნენ, ჩხუბში მათ მხარეს ვინ იღებდა მონაწილეობას და ვინ რა მოქმედებებს ახორციელებდა, მათაც ფაქტობრივად არ ახსოვთ. ასეთ ვითარებაში, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, გაიზიაროს ცალმხრივი და ტენდენციური ჩვენებები, რომელიც მიმართულია ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემსუბუქებისაკენ და არასრულად (ზედაპირულად) აღწერს შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს.

 

3.65. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, რომ დაზარალებულების მოქმედებები იყო ფაქტობრივად ჩხუბის დაწყების მაპროვოცირებელი გარემოება, სასამართლო აღნიშნავს, რომ დადასტურებულადაც, რომ მივიჩნიოთ დაზარალებულების მხრიდან ბრალდებულების ან მათი მეგობრების მიმართ სიტყვიერი ან ერთჯერადი ფიზიკური შეურაცხყოფა, ფაქტია, რომ ბრალდებულების და დაუდგენელი პირების მიერ განხორციელებული განსაკუთრებით საშიში, ინტენსიური ფიზიკური ძალადობა იარაღად ხელკეტების, ბლოკის ნატეხების გამოყენებით, რამაც დაზარალებულების სხეულის მრავლობითი დაზიანებები (საბოლოოდ ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები) გამოიწვია, ვერაფრით გაამართლებს ბრალდებულების ძალადობრივ ქმედებებს, მით უფრო, რომ მტკიცებულებებით არ დასტურდება მათი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნა ან სხვა რაიმე საპატიებელი გარემოება. ამდენად, მათი ძალადობრივი ქმედებები წარმოადგენს სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებებს.

 

რაც შეეხება დავის მხარის მითითებას, რომ ელ---------------–ს აქვს მხედველობის პრობლემები და შემთხვევის ადგილზე ვერ დაინახა რა ეცვა ბე--–---------–--ეს, აღნიშნული ნაწილობრივ თავად დაზარალებულამაც დაადასტურა (აქვს მხედველობის გარკვეული პრობლემები), თუმცა განმარტა, რომ სათვალის გარეშე არჩევს ადამიანებს და მათი დანახვა არც შემთხვევის ადგილზე გასჭირვებია. ბა--–---------–--ეს ეცვა თუ არა ტანსაცმელი, აღნიშნულზე დაზარალებულმა განმარტა, რომ არ ახსოვს, ალბათ ჩაცმული იყო და შიშველი არ იქნებოდა. ამდენად, დაცვის მხარის მიერ აღნიშნული განმარტების მოშველიება მისი ჩვენების დისკრედიტაციის მიზნით, არასწორია, ვინაიდან ელ---------------–ს კითხვაზე კატეგორიული პასუხი არ გაუცია და არ დაუდასტურებია რეალობიდან განსხვავებული (რომ ბე--–---------–--ეს ეცვა) ფაქტობრივი გარემოება.

 

3.66. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება და სადავო არ არის, რომ 20-- წლის 20 აგვისტოს საღამოს ალ------------–ს (უმცროსს) შელაპარაკება მოუვიდა გ----------------თან. მცირე კონფლიქტში ჩაერია ელ---------------–ი და საუბარი შერიგებით დასრულდა. დაზარალებულებსა და ბრალდებულებს შორის 2015 წლის 21 აგვისტომდე ნორმალური მეზობლური ურთიერთობა იყო, მათ შორის რაიმე დაპირისპირებას ან კონფლიქტს, ეროვნულ ან ეთნიკურ ნიადაგზე ადგილი არ ჰქონია. 2015 წლის 21 აგვისტოს, ღამით დაახლოებით 01:30 საათიდან 02:30 საათამდე პერიოდში ქ. თბილისში, ნ--------ის ქუჩაზე მოხდა ჩხუბი, რომელშიც სხვადასხვა ფორმით მონაწილეობას იღებდნენ - ალ---------------–ი, ელ---------------–ი, ალ------------–ი, ილ------–-----–--ე, ბე--–---------–--ე, ლე------------ე და გ--------------–---ე. ფიზიკური დაპირისპირების შედე--დ სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო ალ---------------–მა, რომელიც 2015 წლის 28 აგვისტოს საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო ელ---------------–მა მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. ამდენად, სასამართლო ამ საკითხებზე დამატებით არ იმსჯელებს, ვინაიდან წარმოადგენს უდავო ფაქტობრივ გარემოებებს. სადავო საკითხს წარმოადგენს კონფლიქტის დაწყების მიზეზი, თუ ვინ, რა ხერხითა და საშუალებით მიაყენა დაზარალებულებს ჯანმრთელობის დაზიანებები.

 

3.67. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

3.68. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2).

 

3.69. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15). მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ შეასრულა მისი მოვალეობა და მის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დაადასტურა ბე--–---------–--ის, ილ------–-----–--ის, გ--------------–---ისა და ლე------------ის მიერ გარდაცვლილ ალ---------------–ის მიმართ ინტენსიური და საშიში ფიზიკური ძალადობა (ხელკეტების, ბლოკის ნატეხის გამოყენებით), ხოლო ელ---------------–თან მიმართებით ბრალდებულების - ბე--–---------–--ის, ილ------–-----–--ისა და გ--------------–---ის მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა (ხელებით, ხელჯოხებით, ბლოკის ნატეხით). ასევე მტკიცებულებებით დადგინდა, რომ კონფლიქტში მონაწილეობდნენ სხვა დაუდგენელი პირებიც, ხოლო კონკრეტულად არ დასტურდება, რომელი ბრალდებულის (თუ დაუდგენელი პირის) მიერ განხორციელებულმა ძალადობამ გამოიწვია დამდგარი შედეგი - ჯანმრთელობის მძიმე (სასიკვდილო შედეგით) და ნაკლებად მძიმე დაზიანება, თუ მათი ქმედებები წარმოადგენდა ერთმანეთის ხელისშემწყობ გარემოებას, რასთან დაკავშირებითაც სასამართლო დეტალურად იმსჯელებს განაჩენის სამართლებრივი შეფასების ნაწილში. დაზარალებულების - ელ---------------–ისა და ალ------------–ის ჩვენებებით ასევე უტყუარად დადასტურებულ იქნა ილ------–-----–--ის მიერ ალ---------------–ის (უმცროსი) მიმართ ხელის ერთხელ დარტყმის ფაქტი. რაც შეეხება ლე------------ის მიერ ელ---------------–ისათვის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებას, აღნიშნული უტყუარად არ დადასტურდა არც დაზარალებულების და არც მოწმეთა ჩვენებებით, რის გამოც აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. აღნიშნული განზრახ, ძალადობრივ დანაშაულს წარმოადგენს, რომლისგანაც სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. დანაშაულის შემადგენლობა მატერიალურია და სავალდებულოდ უნდა დადგინდეს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომლის გარეშეც ქმედების სსკ-ის 117-ე მუხლით დაკვალიფიცირება გამოირიცხება. აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებებია ქმედების ჩადენა ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო, პირთა ჯგუფის მიერ (მე-5 ნაწილის ,,დ“, ,,ე“ ქვეპუნქტები) და რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (მე-6 ნაწილი).

 

4.2. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს ქმედებისთვის, რომელიც ჩადენილია ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-3, მე-5 ან მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას ანდა იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ან ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება. ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, განზრახი, ძალადობრივი დანაშაულია და ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია: ა) დაზიანება იყოს ნაკლებად მძიმე ხარისხის; ბ) დაზიანებამ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა; გ) დაზიანება არ უნდა იყოს სიცოცხლისათვის სახიფათო; დ) არ უნდა დადგეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. რაც შეეხება სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მაკვალიფიცირებელ გარემოებას, რომლითაც ბრალდებულებს მოცემულ შემთხვევაში ედებათ ბრალი, გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, ჩადენილს ეროვნული შეუწყნარებლობის გამო, ჯგუფურად.

 

4.3. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულების ქმედებების დაკვალიფიცირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და სსკ-ის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით სამართლებრივად არამართებულია და მათი ქმედებები უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,118-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და სსკ-ის 19,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტზე შემდეგ გარემოებათა გამო:

 

4.4. სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ ბრალდებულების - ბე--–---------–--ის, ლე------------ის, ილ------–-----–--ისა და გ--------------–---ის მიერ სსკ-ის 118-ე და 117-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა ეროვნული შეუწყნარებლობის ნიშნით არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით. ოთხივე ბრალდებულის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულია, რომ ვინაიდან მათ მეზობლად მცხოვრები ალ---------------–ი და ელ---------------–ი იყვნენ ეროვნებით აზერბაიჯანელები, ამ ნიშნით შეუწყნარებლობის გამო სცემეს ისინი, რაც არ გამომდინარეობს მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან. დაზარალებულის უფლებამონაცვლის - სა--------–------------ის, დაზარალებულების - ელ---------------–ისა და ალ------------–ის, ასევე მათი ოჯახის წევრის - ჯა---–-----------ის ჩვენებებით ერთმნიშვნელოვნად იქნა დადგენილი, რომ კონფლიქტამდე - 2015 წლის 21 აგვისტომდე გ---------–ების ოჯახს ეროვნული, რელიგიური ან სხვა ნიშნის გამო რაიმე კონფლიქტი, დაპირისპირება, უთანხმოება ან დავა ქართული წარმოშობის მეზობლებთან, მით უფრო უშუალოდ ბრალდებულებთან, არ ჰქონია. მათი განმარტებით ბრალდებულებთან ჰქონდათ ნორმალური მეზობლური ურთიერთობა, მეგობრობდნენ ოჯახებით და ყოფილა შემთხვევები, როდესაც ქრისტიანული დღესასწაულიც კი აღუნიშნავთ ქართველ მეზობლებს ელ---------------–ის სახლში. არცერთი ბრალდების ან დაცვის მხარის მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ბრალდებულებს ეროვნებით აზერბაიჯანელების მიმართ ჰქონდათ სიძულვილი, ზიზღი, დაპირისპირება და ამ ნიშნის გამო მათი არსებობა/ცხოვრება მათ სიახლოვეს მიუღებელი იყო. მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ჩხუბი ბრალდებულებსა და გ---------–ებს შორის დაიწყო იმის გამო, რომ დაზარალებულები იყვნენ აზერბაიჯანელები. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ჩხუბის მიზეზი გახდა გ----------------სა და ელ---------------–ს შორის ჩხუბის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე სიტყვიერი შეურაცხყოფა - გინება და უშუალოდ ჩხუბის დაწყების წინ კვლავ ორმხრივი გინება. გ----------------ი, რომელიც ჯერ კიდევ საღამოს ალ-----------ლთან (უმცროსთან) მცირე სიტყვიერი შელაპარაკების დროს აფიქსირებდა, რომ ე.წ. ,,ძველი ბიჭი იყო“ და მისგან განსხვავება ბიზნესმენს უნდა სცოდნოდა, ბუნებრივია ელ---------------–ის გინებას მის მიმართ ,,რეაგირების“ გარეშე არ დატოვებდა, გაუჩნდებოდა შურისძიების სურვილი და ასეც მოხდა - გ----------------ი, ილ------–-----–--ესთან, ლე------------ესთან, გ--------------–---ესთან, მის სხვა მეზობლებთან და გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად მივიდა დაზარალებულის სახლთან და შურისძიების მოტივით დაიწყეს ჩხუბი. ბე--–---------–--ე ჩხუბის დაწყებიდან რამდენიმე წუთში შეუერთდა მოჩხუბრებს (მანამდე ეძინა) და ბუნებრივია, რომ უკვე ჩხუბში ჩართული ადამიანების, მათ შორის ბრალდებულების განზრახვა და მიზეზები, რის გამოც დაიწყეს ჩხუბი არ იცოდა (მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ამ მიმართებით რაიმე იცოდა) და ვერც ეცოდინებოდა ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე (სახლიდან გასული პირდაპირ ჩაერთო ჩხუბში და რის გამო დაიწყო ჩხუბი, აღნიშნულის გარკვევა ინტენსიური ფიზიკური დაპირისპირების პირობებში ფაქტობრივად შეუძლებელიც იყო). საწინააღმდეგო განმარტების პირობებში და ეროვნული შეუწყნარებლობის ნიშნების რეალურად არსებობის შემთხვევაში, ლოგიკურია, რომ რაიმე მცირე კონფლიქტი ან წინაპირობა ეროვნულ ნიადაგზე ბრალდებულებსა და დაზარალებულებს შორის უნდა ყოფილიყო, რაც დაზარალებულებმა უშუალოდ ბრალდებულების მიმართ ცალსახად გამორიცხეს. დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებული ფაქტობრივი გარემოება - ეროვნებით აზერბაიჯანული მოსახლეობის ქართულ საზოგადოებაში მჭიდრო და მყარი ინტეგრაცია, კიდევ უფრო ასუსტებს პოზიციას იმის თაობაზე, რომ ერთადერთი მიზეზი რის გამოც ბრალდებულებმა ფიზიკურად იძალადეს დაზარალებულებზე, არის მათი ეროვნება - აზერბაიჯანელობა.

 

4.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ უშუალოდ ჩხუბის დროს ბრალდებულების მიერ გამოყენებული ტერმინი ,,თათარი“, ვერ შეფასდება იმგვარად, რომ ჩხუბი ბრალდებულებმა ეროვნული შეუწყნარებლობის გამო დაიწყეს. აღნიშნული ნიშნის დასადასტურებლად სავალდებულოა არსებობდეს მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს ჩხუბის დაწყების ამგვარ მიზეზზე. დანაშაულის ჩადენა ეროვნული შეუწყნარებლობის მოტივით ნიშნავს იმას, რომ სწორედ ამ ნიშნის გამო დაიწყო დანაშაულის სუბიექტმა ქმედების შემადგენლობის განხორციელება და ვერაფერს შემატებს ქმედების ამ დამამძიმებელი გარემოებით დაკვალიფიცირების საკითხს, ბრალდებულების მიერ შემდეგ, უშუალოდ ჩხუბის დროს გამოყენებული თუნდაც შეურაცხმყოფელი ტერმინი ,,თათარი“, იმ პირობებში, როდესაც მათ მიერ დანაშაულებრივი ქმედების დაწყება ასეთი მოტივით არ დასტურდება. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე ელ---------------–ის მიერ მითითებულ გარემოებაზე - მას შემდეგ რაც გ----------------მა და ელ---------------–მა ერთმანეთს აგინეს, გ--------------–---ე ამზადებდა ხალხს მისი სახლიდან დაახლოებით ოც მერტში და იძახდა სიტყვებს - ,,ამ თათრებს რა აქვთ საბლატაოო“. კონფლიქტამდე (ფიზიკურ დაპირისპირებამდე) მხოლოდ ამ ერთ შემთხვევაშია ნახსენები ტერმინი ,,თათარი“, თუმცა აქაც იმ კონტექსტში, რომ მათ ,,საბლატაო“ (ელ---------------–ის სიტყვებით) რა ჰქონდათ ანუ ე.წ. ,,ბლატაობაში“ საქმის ყველა გარემოების შეფასების შედეგად უნდა ვიგულისხმოთ ელ---------------–ის მიერ გ----------------ის საპასუხო გინება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს არა ეროვნულ შეუწყნარებლობაზე, არამედ ე.წ. ,,ბლატაობის“, გინების გამო შურისძიების მოტივზე ელ---------------–ის მიმართ.

 

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ 2015 წლის 21 სექტემბრის (კონფლიქტის შემდეგ) გარკვეულწილად დაიძაბა ბრალდებულებსა და დაზარალებულებს შორის ურთიერთობა, ეს გარემოება დანაშაულის ჩადენის მოტივის დადგენაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს და შესაძლოა წარმოადგენდეს ცალკე მსჯელობის საგანს.

 

4.6. ამდენად, არ არსებობს საკმარისი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულების მიერ დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელებას ეროვნული შეუწყნარებლობის გამო. შესაბამისად, ილ------–-----–--ეს, ბე--–---------–--ეს, ლე------------ესა და გ--------------–---ეს წარდგენილი ბრალდებებიდან უნდა ამოერიცხოთ ქმედებების ჩადენა ეროვნული შეუწყნარებლობის ნიშნით.

 

4.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 29 დეკემბრის N420აპ-16 განაჩენი, პუნქტი 19, 20, 22) განმარტებულია, რომ ,,მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის თანამშრომელი დ. კ. ნამდვილად ორმხრივი სროლების დროს მსჯავრდებულ ა. კ-სა და მისი თანმხლები შეიარაღებული პირების მხრიდან გასროლილი ერთ-ერთი ტყვიის მოხვედრის შედეგად გარდაიცვალა, მისი სიკვდილის ფაქტი, როგორც დამთავრებული დანაშაული, ა. კ-ს ვერ შეერაცხება. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ა. კ. ნამდვილად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე სხვა შეიარაღებულ პირებთან ერთად და სხვებთან ერთად ისიც ისროდა ავტომატური იარაღიდან პოლიციელების მიმართულებით, მაგრამ არც ერთი მტკიცებულებით არ დგინდება, რომ ნამდვილად უშუალოდ ა. კ-ის მიერ გასროლილი ტყვია მოხვდა აწგარდაცვლილ პოლიციელ დ. კ-ს და, აქედან გამომდინარე, სწორედ მის მიერ ჩადენილი ქმედებაა მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან – პოლიციელის სიკვდილთან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მერვე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს: „თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შეიქმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის“. კანონის ამ სავალდებულო მოთხოვნიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს: იმ შემთხვევაში, როდესაც ორი ან მეტი პირი მკვლელობის ერთიანი განზრახვით, ერთდროულად ისვრის ცეცხლსასროლი იარაღიდან სხვა პირის ან პირების მიმართ, ხოლო ეს უკანასკნელი ან რომელიმე მათგანი იღუპება ერთ–ერთი ტყვიის მოხვედრით, ამასთან, ვერ დგინდება, კონკრეტულად ვის მიერ გასროლილი ტყვია მოხვდა მსხვერპლს, რომელმაც შედეგის სახით მისი სიკვდილი გამოიწვია, მაშინ დამდგარი შედეგი ვერც ერთ დამნაშავეს ვერ შეერაცხება და მათი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს არა დამთავრებულ დანაშაულად, არამედ - მკვლელობის მცდელობად. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მსგავს ვითარებაში, როდესაც ორი ან მეტი პირი, თუნდაც მკვლელობის საერთო განზრახვით, ერთდროულად ისვრის ცეცხლსასროლი იარაღებიდან სხვა პირის მიმართ, თითოეული მათგანის მოქმედება ობიექტურად და მიზეზობრივად ერთმანეთისგან დამოუკიდებელია ანუ არც ერთი მათგანის ქმედება არ წარმოადგენს ხელშემწყობ ფაქტორს მეორის მოქმედებისათვის, რის გამოც ისინი ვერ იქნება განხილული როგორც შედეგის გამოწვევის საერთო, ერთიანი მიზეზი, ესე იგი საერთო აუცილებელი პირობა (condition sihe gua non). ამიტომ მხოლოდ ვარაუდი შეიძლება არსებობდეს იმის თაობაზე, რომ გარდაცვლილ პოლიციელს ა. კ-ის მიერ გასროლილი ტყვია მოხვდა, მაგრამ, არსებული მტკიცებულებითი ბაზის პირობებში, ის ვერ ჩაითვლება გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულ ფაქტად, რის გამოც, ,,in dubio pro reo-ს“ პრინციპის მიხედვით, დაუდასტურებელი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ და მსჯავრდებულ ა. კ-ეს ბრალად უნდა შეერაცხოს არა დამთავრებული მკვლელობის, არამედ - მხოლოდ მკვლელობის მცდელობის ჩადენა მაკვალიფიცირებელ გარემოებებში“.

 

4.8. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ოქტომბრის N87აპ-13 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი) სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა პირი და განმარტა, რომ ,,საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული მატერიალურია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-8 მუხლის შესაბამისად, აუცილებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი პირის მიერ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი როგორც ბ. ზ-ის ქმედებასა და ა. გ-ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას შორის, ისე ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებასა და სასიკვდილო შედეგს შორის. პირველივე ნაწილში ასეთი კავშირის დაუდგენლობა თავისთავად გამორიცხავს ბ. ზ-ის ბრალეულობას“. ,,...სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდება ფაქტი იმის შესახებ, რომ ბ. ზ-ის მიერ განხორციელებულმა ქმედებამ გამოიწვია ა. გ-ის ჯანმრთელობის იმ ხარისხის დაზიანება, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა. ამიტომ, ვინაიდან არ დადგინდა მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, არ არსებობს დანაშაულის შემადგენლობის ერთ-ერთი კომპონენტი - ქმედების შემადგენლობის ნიშანი, ანუ პირის მიერ ჩადენილი ქმედების შესაბამისობა სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციასთან. ასეთი კავშირის დაუდგენლობის შემთხვევაში კი პირს არ შეიძლება დამდგარი შედეგი ბრალად შეერაცხოს, რადგან არ არსებობს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი“.

 

4.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც არსებითად მსგავსი ფაქტობრივი გარემოებები გვაქვს სახეზე და არსებობს კიდევ უფრო მეტი საეჭვო გარემოება/წონადი არგუმენტი, რაც ბრალდებულებისათვის სსკ-ის 117-ე და 118-ე მუხლებით გათვალისწინებული დამთავრებული დანაშაულის ბრალად შერაცხვას გამორიცხავს. მიუხედავად ბრალდებულების მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებისა, საქმეში არსებული მტკიცებულებით უტყუარად ვერ დადგინდა უშუალოდ რომელი ბრალდებულის თუ სხვა დაუდგენელი პირის მიერ განხორციელებულმა ქმედებამ გამოიწვია ალ---------------–ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება (რამაც თავის მხრივ მსხვერპლის გარდაცვალება გამოიწვია) და ელ---------------–ის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. დადგენილია, რომ თითოეული ბრალდებულის ქმედება - ჯოხისა და ბოლოკის ნატეხის დარტყმა ალ---------------–ისათვის მიმართული იყო მისი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისაკენ, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და მოწმეთა ჩვენებებით ვერ დადგინდა უშუალოდ რომელი ბრალდებულის ქმედებამ გამოიწვია ალ---------------–ის ჯანმრთელობის დაზიანება და, შესაბამისად, მისი გარდაცვალება. ანალოგიური მოცემულობაა სახეზე ე-–---- გ---------–ის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების შემთხვევაშიც, მან დაადასტურა, რომ ბრალდებულები - ილ------–-----–--ე, გ--------------–---ე და ბე--–---------–--ე ურტყამდნენ ხელებით, ჯოხებით (აცნობიერებდნენ ელ---------------–ისათვის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების შესაძლებლობას) და გამოთქვა მხოლოდ ვარაუდი, რომ ხელი ბე--–---------–--ის მიერ ჯოხის დარტყმის შედეგად მოიტეხა, თუმცა ამავროულად დადგენილია, რომ ბე--–---------–--ის სახლიდან გასვლამდე ჩხუბი უკვე რამდენიმე წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ინტენსიურად ურტყამდნენ, იგი რამდენჯერმე დაეცა ასფალტზე, მ-------ის ქუჩაზე ისე ჩაათრიეს, რომ ეს მომენტი არ ახსოვს, ამდენად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების პირობებში უტყუარად იმის დადგენა უშუალოდ რომელი ბრალდებულის ძალადობრივი ქმედებების, თუ ასფალტზე დაცემის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება ელ---------------–მა, აღნიშნულის დადგენა შეუძლებელია. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მსგავასად, მოცემულ შემთხვევაშიც არ დგინდება მიზეზობრივი კავშირი თუ რომელი ბრალდებულის (თუ სხვა დაუდგენელი პირის) ქმედების შედეგად დადგა შედეგი - ალ---------------–ის ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება (რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია) და ელ---------------–ის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც მათთვის დამთავრებული დანაშაულის ბრალად შერაცხვის შესაძლებლობას გამორიცხავს. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მსგავს ვითარებაში, როდესაც ორი ან მეტი პირი, თუნდაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანების საერთო განზრახვით, დროის მოკლე ინტერვალებით ან ერთდროულად ურტყამს სხვა პირს მყარ ხელჯოხებსა და ბლოკს, თითოეული მათგანის მოქმედება ობიექტურად და მიზეზობრივად ერთმანეთისგან შესაძლოა დამოუკიდებელიც იყოს ან წარმოადგენდეს ხელშემწყობ ფაქტორს მეორის მოქმედებისათვის, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან მტკიცებულებებით შეუძლებელია იმ ფაქტის დადგენა ერთი კონკრეტული ბრალდებულის (თუ სხვა დაუდგენელი პირის) ქმედებამ გამოიწვია შედეგი, თუ ერთობლივად ყველა მოძალადის ქმედებამ, ბრალდებულების ქმედებები ვერ იქნება განხილული როგორც შედეგის გამოწვევის საერთო, ერთიანი მიზეზი, ესე იგი საერთო აუცილებელი პირობა (condition sine qua non).

 

4.10. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულების მიერ ფაქტობრივად განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების გათვალისწინებით (ალ---------------–თან მიმართებით ჯოხებისა და ბლოკის ნატეხის არაერთჯერადი დარტყმა, ხოლო ელ---------------–თან მიმართებით ხელისა და ჯოხების დარტყმა), მათ შეეძლოთ გაეცნობიერებინათ ერთი მხრივ ქმედებების მართლწინააღმდეგობა და მეორე მხრივ ჯანმრთელობის დაზიანებების მიყენების შესაძლებლობა (მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობა), თუმცა ვინაიდან ვერ დგინდება ჯანმრთელობის დაზიანებები დაზარალებულებმა კონკრეტულად რა ვითარებაში და ვის მიერ (ბრალდებულების თუ სხვა დაუდგენელი პირების) განხორციელებული დარტყმების, თუ ასფალტზე არაერთჯერადი დაცემის შედეგად მიიღეს, ,,in dubio pro reo-ს“ პრინციპის თანახმად, დაუდასტურებელი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულების სასარგებლოდ და ბრალდებულების ქმედებები უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისა და ნაკლებად მძიმე დაზიანების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე (მათ შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენის შეუძლებლობის პირობებში) და ამავდროულად ვინაიდან გაუფრთხილებელი დანაშაულის მცდელობა სამართლებრივად არ არსებობს, ბრალდებულების ქმედება დაკვალიფიცირებული სსკ-ის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით, უნდა გადაკვალიფიცირდეს 19,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტზე.

 

4.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ თეორიაში ამ საქმის მსგავსი ფაქტობრივი გარემოებები არსებითად იგივე ფორმით არის გადაწყვეტილი. ,,თანაამსრულებლობა გაცნობიერებული და ნასურვები შეთანხმებული ქმედების გზით დანაშაულებრივი ქმედების ერთობლივად ჩადენაა. აღნიშნულის საპირისპიროდ პარალელური ამსრულებლობა მაშინ გვაქვს სახეზე, როდესაც რამდენიმე პიროვნება ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ქმედების შემადგენლობით გათვალისწინებულ შედეგს გამოიწვევს. ყოველმა პარალელურმა ამსრულებელმა, მარტო მყოფი ამსრულებლის მსგავსად, მხოლოდ ქმედებაში მისი საკუთარი წვლილის გამო უნდა აგოს პასუხი“ ( იხ. ვესელსი ი. ბოილკე ვ. სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი 2010, გვ. 297). ,,საკითხი შესაძლებელია თუ არა და რა დოზითაა შესაძლებელი, დანაშაულის ჩადენაში მოგვიანებით შემოერთებული (საბოლოო დამთავრებამდე ან ფორმალურ დამთავრებასა და მის მატერიალურ დამთავრებას შორის ფაზაში) პირისათვის დანაშაულის ისეთი გარემოებებისა და დამამძიმებელი საფუძვლის შერაცხვა, რომლებიც დანაშაულისადმი მის შემოერთებამდე უკვე წაროშობილნი იყვნენ, სადავოა და მისი გადაწყვეტა ცალკეული შემთხვევების განსაკუთრებულობაზეა დამოკიდებული. თუმცა აზრთა ერთიანობა არსებობს იმის თაობაზე, რომ ... დანაშაულისადმი მოგვიანებით მიერთებული პიროვნების საზიანოდ, არავითარი პასუხისმგებლობა არ გამომდინარეობს ისეთი მოვლენების გამო, რომლებიც მისი შემოსვლისას უკვე მთლიანად დასრულებული სახით არსებობდა (იხ. ვესელსი ი. ბოილკე ვ. სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი 2010, გვ. 298).

 

4.1-. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სსკ-ის 25 მუხლის 1-ლი ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ამსრულებელსა და თანამონაწილეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მხოლოდ საკუთარი ბრალისათვის ერთიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, დანაშაულის ჩადენაში თითოეულის მონაწილეობის ხასიათისა და ხარისხის გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პერსონალური ნიშანი, რომელიც ბრალისთვის ანდა ერთ-ერთი ამსრულებლის ან თანამონაწილის პიროვნებისათვის არის დამახასიათებელი, შეერაცხება იმ ამსრულებელს ან თანამონაწილეს, რომელსაც იგი ახასიათებს. სსკ-ის 25 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, როცა ამსრულებლის ან თანამონაწილის მხარეს არის ისეთი ნიშანი, რომელიც ახასიათებს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, მაშინ ეს ნიშანი შეერაცხება სხვა ამსრულებელს ან თანამონაწილეს, რომლის მხარესაც იგი არ არსებობდა, თუ მას ეს ნიშანი შეცნობილი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ბე--–---------–--ე, რომელიც ჩხუბის დაწყებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ შეუერთდა მოჩხუბრებს (მანამდე ეძინა), მას შეცნობილი ვერ ექნებოდა სხვა ბრალდებულებს ჩხუბის დაწყებამდე და საწყის მომენტში, რა საერთო თუ ინდივიდუალური განზრახვა ამოძრავებდათ (საერთოდ გაურკვეველია გამოძიებით დაუდგენელ პირებს რა განზრახვა ჰქონდათ). თუ ალ---------------–მა და ელ---------------–მა დაზიანებები (რომელიც ხარისხს იძლევა) მიიღეს ბე--–---------–--ის მისვლამდე და მის დარტყმებს სადავო დაზიანებები არ გამოუწვევია, იგი ცალსახად არაბრალეულია დამდგარ შედეგში და მხოლოდ საკუთარი ქმედებებისთვის უნდა აგოს პასუხი. საწინააღმდეგოდ თუ შედეგი ბე--–---------–--ის დარტყმებმა გამოიწვია, რომელიც მოგვიანებით შეუერთდა დაწყებულ ჩხუბს, ხოლო სხვა ბრალდებულები სხვა ადგილზე (სხვა პატარა ჯგუფში) ჩხუბობდნენ, ბრალდებულები - ილ------–-----–--ე, ლე------------ე და გ--------------–---ე ბუნებრივია ვერ განჭვრეტდნენ წინასწარ და ვერ ექნებოდათ გაცნობიერებული ბე--–---------–--ის მომავალი ქმედებები და არალოგიკური/არაგონივრული იქნება მათთვის დასრულებული დანაშაულის ბრალად შერაცხვა. პრობლემური (სადავო) მოცემულ შემთხვევაში სწორედ ის არის, რომ დაუდგენელია განხორციელებულ ძალადობაში მონაწილე ყველა პირი, გარდა ბრალდებულების ქმედებებისა, არ ვიცით დაუდგენელი პირები ვინ რა მოქმედებებს ახორციელბდნენ, ვის რა როლი აქვს დამდგარ შედეგში და ვის რა განზრახვა ჰქონდა, ვინ რა მომენტში შეუერთდა ათეულობით ადამიანის ჩხუბს, ბე--–---------–--ე, რომელიც დანამდვილებით მოგვიანებით შეუერთდა ჩხუბს, მისი როლი საბოლოო შედეგის დადგომაში რა ხარისხის არის და, შესაბამისად, საბოლოო შედეგი გამოიწვია მხოლოდ ბრალდებულების ერთობლივმა მოქმედებებმა, თუ მხოლოდ სხვა დაუდგენელი პირების მოქმედებებმა ან ერთობლივად ყველა მოძალადის მოქმედებამ, ბუნდოვანია და ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება.

 

4.13. ამდენად, ზემოაღნიშნული ყველა გარემოების ერთობლივად შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს არა როგორც დამთავრებული დანაშაული - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად, არამედ როგორც ამ დანაშაულების მცდელობა, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის19,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტითა და 19,118-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

4.14. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ბრალდებულ ლე------------ის მონაწილეობა ელ---------------–ის ცემასა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებაში. დაზარალებულმა ელ---------------–მა და დაზარალებულის უფლებამონაცვლე სა--------–------------მა არ დაადასტურეს ლე------------ის მიერ ელ---------------–ის მიმართ რაიმე სახის ძალადობის განხორციელების ფაქტი ან მასზე განხორციელებულ ძალადობაში რაიმე ფორმით მონაწილეობა. აღნიშნული გარემოებები უტყუარად არ დასტურდება ასევე ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინ---ე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლე--- ბა------ე საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

4.15. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კრიმინა-–----ბულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც თავის მხრივ შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები), თუმცა შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგ: ხელის გარტყმა და სხვა). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით, ვინაიდან ამ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება უფრო მძიმე სსკ-ის 120-ე მუხლით.

 

4.16. სასამართლო აღნიშნავს, რომ უტყუარად დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ილ------–-----–--ემ ალ------------–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - ხელი გაარტყა სახეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად სახეზეა სხვაგვარი ძალადობის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი - ქმედება (ილ------–-----–--ის მიერ ალ------------–ისთვის ხელის ერთხელ დარტყმა), სუბიექტის განზრახვა (ილ------–-----–--ის განზრახვა დაზარალებულისათვის მიეყენებინა ფიზიკური ტკივილი) და შედეგი (დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი). ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

4.17. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ილ------–-----–--ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რომლისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4.18. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს. დანაშაულის ჩადენის დროის განსაზღვრას არსებითი მნიშვნელობა აქვს კანონის უკუძალის საკითხის გადასაწყვეტად, რადგან სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სისხლის სამართლის კანონი ამკაცრებს სასჯელს მას უკუძალა არ გააჩნია.

 

4.19. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კრიმინა-–----ბული იყო ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციით, სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დისპოზიცია იდენტური შინაარსით გადავიდა 126-ე მუხლის პირველ ნაწილში, თუმცა ამ დანაშაულისათვის დამძიმდა სასჯელი, კერძოდ:

 

4.20. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრიდან მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია - 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელ სამუშაოს ვადით თხუთმეტ თვემდე.

 

4.21. სასამართლო აღნიშნავს, რომ ილ------–-----–--ის მიერ დანაშაულებრივი ქმედებa ჩადენილია 2015 წლის 21 აგვისტოს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 2016 წლის 14 დეკემბრიდან მოქმედი რედაქცია აუარესებს ბრალდებულის მდგომარეობას - ამკაცრებს სასჯელს, შესაბამისად, ახალ კანონს უკუძალა ვერ მიენიჭება და ილ------–-----–--ის ქმედებis დანაშაულებრიობა და დასჯადობა ბრალდების ამ ნაწილში უნდა განისაზღვროს ქმედების ჩადენის დროს მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 19,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) რომლითაც ლე------------ეს, ილ------–-----–--ეს, ბე--–---------–--ესა და გ--------------–---ეს უნდა დაედოთ მსჯავრი, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე ვადით, საქართველოს სსკ-ის 19-118-ე მუხლის მე-3 ნაწილი (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით, ხოლო 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), რომლითაც ილ------–-----–--ეს უნდა დაედოს მსჯავრი, სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელ სამუშაოს თხუთმეტ თვემდე. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ლე------------ის, ილ------–-----–--ის, ბე--–---------–--ის და გ--------------–---ის პიროვნული მახასიათებლებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ლე------------ის, ილ------–-----–--ის, ბე--–---------–--ისა და გ--------------–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დგინდება.

 

5.6. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულების - ლე------------ის, ილ------–-----–--ის, ბე--–---------–--ის და გ--------------–---ის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (ლე------------ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის მცდელობა, ხოლო ილ------–-----–--ემ, ბე--–---------–--ემ და გ--------------–---ემ ჩაიდინეს ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული მძიმე და ნაკლებად მძიმე კატეგორიის ძალადობრივი ხასიათის დანაშაულების მცდელობა, რაც მომეტებული საშიშროების მატარებელია), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (2015 წლის 21 აგვისტოს, ბრალდებულებმა ხელებით, ხელჯოხებითა და ბლოკის ნატეხით იძალადეს ალ---------------–ზე და ელ---------------–ზე) ბრალდებულების ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მათ სურვილს, მისწრაფებას სხვადასხვა საგნების გამოყენებით არაერთჯერადი დარტყმებით, ალ---------------–ისა და ელ---------------–ისთვის მიეყენებინათ ჯანმრთელობის დაზიანებები, ხოლო ალ------------–ისთვის ფიზიკური ტკივილი), მათ პირად და ეკონომიკურ პირობებს (ბრალდებულებს ჰყავთ ოჯახები, ისინი არიან დასაქმებულები, ხოლო სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათი პირადი და ეკონომიკური პირობების შესახებ მტკიცებულებებში არ მოიპოვება), დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (შურისძიება/ალ---------------–ისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების, ელ---------------–ისთვის ნაკლებად მძიმე დაზიანების, ხოლო ალ------------–ისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენება).

 

5.7. ამდენად, განაჩენის 5.6. პუნქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინ---ე ბრალდებულებს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროთ: ლე------------ეს საქართველოს სსკ-ის 19,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; ილ------–-----–--ეს, ბე--–---------–--ესა და გ--------------–---ეს საქართველოს სსკ-ის 19,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 19,118-ე მუხლის მე-3 ნაწილით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; ილ------–-----–--ეს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჯარიმა 1 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული სასჯელები ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროების, მსჯავრდებულების პიროვნების გათვალისწინებით და სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

5.8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. ამდენად, ილ------–-----–--ეს, ბე--–---------–--ესა და გ--------------–---ეს სასჯელი უნდა განესაზღვროთ შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, თითოეულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:

 

§ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქისა და საკონტროლო ნიმუშების ანაწმენდები, ასევე ასფალტის ამონატეხი მოწითალო ლაქით სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;

§ სა--------–------------ას მიერ წარმოდგენილი ელ---------------–ის კუთვნილი მოკლემკლავიანი მაისური და ალ---------------–ის კუთვნილი მაისური დაზიანებულ მდგომარეობაში სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს;

§ ია--------–---–ის მიერ წარმოდგენილი ა-–---- და ელ---------------–ების კუთვნილი ტანსაცმელი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს;

§ დისკები და რენტგენოფირები შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

§ ა-–---- და ელ---------------–ის სისხლის ნიმუშები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

7. ყადაღისა და სხვა ღონისძიებების საკითხის გადაწყვეტა:

 

7.1. საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს ან მის სასარგებლოდ გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) და უძრავი ქონება, თუ ბრალდებული ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.

 

7.2. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ლე------------ის, გ--------------–---ისა და ბე--–---------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს და მათ მიმართ გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მათ შემტანს, ვინაიდან ლე------------ე, გ--------------–---ე და ბე--–---------–--ე კეთილსინდისიერად ასრულებდნენ ნაკისრ ვალდებულებებს, არ დაურღვევიათ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პირობები და მთ მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.

 

7.3. საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თუ ბრალდებულმა რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეულია გირაო, დაარღვია ამ ღონისძიების გამოყენების პირობა ან კანონი, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით გიორაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. ამავე განჩინებით გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო უძრავი ქონება გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით აღსასრულებლად მიექცევა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში ილ------–-----–--ეს, რომელსაც სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა, ბრალდების მხარეს არ უშუამდგომლია არც სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვის სტადიაზე და არც დასკვნით სიტყვაში გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით უძრავი ქონების აღსასრულებლად მიექცევა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამდენად, სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას იმსჯელოს და შეაფასოს ილ------–-----–--ის მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება წარმოადგენს თუ არა ამ საქმეზე გირაოს გამოყენების პირობის დარღვევას და დადებით შემთხვევაში, გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უძრავი ქონების აღსასრულებლად მიქცევის საფუძველს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ილ------–-----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს და მის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლე------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. ლე------------ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 19,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

3. ლე------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.

 

4. ლე------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 2 ივნისიდან 2016 წლის 13 ივნისის ჩათვლით.

 

5. ლე------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

6. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 ივნისის განჩინება და ყადაღა მოეხსნას (გირაოს - 10 000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით დადებული) და--------------–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე - ქ. თ---–--–----------–------------------------, საკადასტრო კოდი: 0----------------------.

 

7. ილ------–-----–--ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 19,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტზე. ილ------–-----–--ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 19,118-ე მუხლის მე-3 ნაწილზე;

 

8.ილ------–-----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 19,118-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 19,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 19,118-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 1 500 ლარის ოდენობით.

 

9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 19,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქოს სსკ-ის 19,118-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ილ------–-----–--ეს საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

10. ილ------–-----–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 10 აგვისტოდან.

 

11. ილ------–-----–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 2 ივნისიდან 2016 წლის 10 ივნისის ჩათვლით.

 

1-. ილ------–-----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

13. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის განჩინება და ყადაღა მოეხსნას (გირაოს - 7 000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით დადებული) ემ-----------–----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წილს მდებარე - ქ. თბილისში, გ-–-------------------------------------------- საკადასტრო კოდი: 0-------------------------- კვ.მ.-ს.

 

14. ბე--–---------–--ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 19,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტზე. ბე--–---------–--ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 19,118-ე მუხლის მე-3 ნაწილზე.

 

15. ბე--–---------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 19,118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 19,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 19,118-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

16. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 19,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქოს სსკ-ის 19,118-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და ბე--–---------–--ეს საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

17. ბე--–---------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.

 

18. ბე--–---------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 2 ივნისიდან 2016 წლის 6 ივნისის ჩათვლით.

 

19. ბე--–--- კ----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

20. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის განჩინება და ყადაღა მოეხსნას (გირაოს - 40 000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით დადებული) გ------- კ----–--ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე - ქ. თბ--–--–-------–--------------------------ში, საკადასტრო კოდი: 0-------------------------.

 

21. გ--------------–---ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 19,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტზე. გ--------------–---ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 19,118-ე მუხლის მე-3 ნაწილზე.

 

22. გ--------------–---ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 19,118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 19,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 19,118-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

23. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 19,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქოს სსკ-ის 19,118-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და გ--------------–---ეს საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

24. გ--------------–---ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.

 

25. გ--------------–---ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 2 ივნისიდან 2016 წლის 10 ივნისის ჩათვლით.

 

26. გ--------------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

27. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის განჩინება და ყადაღა მოეხსნას (გირაოს - 5 000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით დადებული) და--------------–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე - ქ. თბ--–--–---------–----------------------, საკადასტრო კოდი: 0-----------/----------.

 

28. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

 

§ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქისა და საკონტროლო ნიმუშების ანაწმენდები, ასევე ასფალტის ამონატეხი მოწითალო ლაქით სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

§ სა--------–------------ას მიერ წარმოდგენილი ელ---------------–ის კუთვნილი მოკლემკლავიანი მაისური და ალ---------------–ის კუთვნილი მაისური დაზიანებულ მდგომარეობაში სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს;

§ ია--------–---–ის მიერ წარმოდგენილი ა-–---- და ელ---------------–ების კუთვნილი ტანსაცმელი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს;

§ დისკები და რენტგენოფირები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

§ ა-–---- და ელ---------------–ის სისხლის ნიმუშები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

29. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

30. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი