გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელი
საქმე N3/4936-17 1 მაისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩხეტია
სხდომის მდივანი მამუკა გიორგანაშვილი
მოსარჩელე - ქ--------------ია
წარმომადგენლები - ნ-----–------------–---–ი, დ-----------–--–-–---–ი
მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
წარმომადგენელი - მ----------–---ი
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - კ-------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (2018 წლის 12 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, 12:20:07):
1.1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 დეკემბრის №5------ წერილისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 19 ივნისის №1------ ბრძანების ბათილად ცნობა;
1.2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქალაქ თბილისში, დ-------------–ი, ი----------ს ქუჩა N30-ში პირველ სართულზე არსებული 67,83 კვ.მ ფართის ქ--------------იასათვის პირდაპირი მიყიდვით საკუთრებაში გადაცემის შესახებ საკითხის მთავრობის სხდომაზე განსახილველად მომზადებისა და წარდგენის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
2. მოპასუხეების პოზიცია
მოპასუხეების წარმომადგენლებმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს მის უსაფუძვლობაზე მითითებით.
3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. ქ--------------ია 1975 წლის 13 მაისიდან რეგისტრირებულია მისამართზე - დ-------------–ი, ი----------ს ქუჩა N34 (ყოფილი ს----–---------ა N18), ბინა 2-ში. გ---------ს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 19 სექტემბერის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლების სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და იმ დროისათვის საქართველოს განათლების სამინისტროს ბალანსზე არსებულ, დ-------------–ი, ს----–---------ა N18-ში (ი----------ს ქუჩა N30-ში) მდებარე შენობიდან ქ--------------იასა და მასთან მცხოვრები პირების გარდა სამაგიერო ფართის მიუცემლად ყველა პირის იქნა გამოსახლებული, ქ--------------იასა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლების პირობად კი მათი ფართით დაკმაყოფილება დადგინდა. დასახელებული გადაწყვეტილება ქ--------------იას ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში.
მტკიცებულება: გ---------ს რაიონის დაბა კოჯრის საკრებულოს ცნობა (ს.ფ. 29); სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 6 მაისის საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 42-43); გ---------ს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 19 სექტემბერის გადაწყვეტილება (ს.ფ. 36-37); თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 26 თებერვლის განჩინება (ს.ფ. 166-168).
3.2. ქალაქ თბილისში, დ-------------–ი, ი----------ს ქუჩ N30-ში მდებარე, N8-----05.--- უძრავი ქონება საქართველოს ეკონომიკური განვითრების სამინისტროს 1----- მიმართვით სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 13 სექტემბრის N0--------- მიმართვის საფუძველზე ქალაქ თბილისში, დ-------------–ი, ი----------ს ქუჩა N30-ში მდებარე უძრავი ქონება ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრირდა. ქალაქ თბილისის მთავრობის 2012 წლის 4 დეკემბრის N3-----1--- დადგენილების მიხედვით, 2013 წლის 31 იანვარს ქალაქ თბილისის მთავრობის სახელით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ--------------იას შორის ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საგანს წარმოადგენდა ქალაქ თბილისში, დ-------------–ი, ი----------ს ქუჩა N30-ში პირველ სართულზე არსებული 67.83 კვ.მ ფართობის ბინა (საკადასტრო კოდი N8-----05.---.---501) შესაბამისი წილობრივი მიწის ნაკვეთით. ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 2 აპრილის N12.16.--- დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა 2012 წლის 4 დეკემბრის N3-----1--- დადგენილება და N8-----05.--- ქონებაზე მუნიციპალიტეტის საკუთრების მიტოვების საფუძველზე ხელმწიფოს საკუთრება აღდგა.
მტკიცებულება: ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 2 აპრილის N12.16.--- დადგენილება (ს.ფ. 16-17); ხელშეკრულება (ს.ფ. 13-15). სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2013 წლის 25 აპრილის წერილი (ს.ფ. 18); ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო გეგმა (ს.ფ. 31, 140, 414, 142, 144).
3.3. 2016 წლის 12 დეკემბერს ქ--------------იამ საქართველოს მთავრობას განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, დ-------------–ი, ი----------ს ქუჩა N30-ის I სართულზე არსებული 67,83 კვ.მ. ფართის (საკადასტრო კოდი N8-----05.---.---501) პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება მოითხოვა. ქ--------------იას განცხადება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2016 წლის 14 დეკემბრის N4---- წერილით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გადაეგზავნა.
მტკიცებულება: განცხადება, წერილი (ს.ფ. 100, 99).
3.4. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 დეკემბრის N5------ წერილით ქ--------------იას ეცნობა, რომ სააგენტოს მიერ საქართველოს მთავრობის წინაშე უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიცირების შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი უნდა ყოფილიყო ინფორმაცია შესაბამისი პირობების შესახებ (გადაცემის ფორმა, საპრივატიზებო პირობები/საფასური). აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან სააგენტო უძრავი ქონების განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და პასუხისმგებელი იყო სახელმწიფო ქონების რაციონალურ გამოყენებაზე, ქ--------------იას მოთხოვნა უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიცირების თაობაზე არ უნდა ყოფილიყო დაკმაყოფილებული. წერილით ქ--------------იას, ასევე, განემარტა, რომ შესაბამისი დაინტერესების არსებობის შემთხვევაში, სააგენტო მზად იყო ემსჯელა მოთხოვილი უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების საკითხზე.
მტკიცებულება: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 დეკემბრის N5------ წერილი (ს.ფ. 46).
3.5. 2017 წლის 26 იანვარს ქ--------------იამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა, რომლითაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 დეკემბრის N5------ წერილის ბათილად ცნობა და სააგენტოსათვის სადავო უძრავი ქონების ქ--------------იასათვის პირდაპირი მიყიდვის თაობაზე საქართველოს მთავრობისათვის მიმართვის დავალება მოითხოვა.
მტკიცებულება: ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 86-87).
3.6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 19 ივნისის №1------ ბრძანებით ქ--------------იას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. სადავო ბრძანების თანახმად, გ---------ს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 19 სექტემბრის N2-126-02 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ვერ განიხილება სადავო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ქ--------------იას საკუთრებაში გადაცემის საფუძვლად. სამინისტრომ მიიჩნია, რომ ქ--------------იას მართლზომიერად ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა.
მტკიცებულება: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 19 ივნისის №1------ ბრძანება (ს.ფ. 47-51).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტი), რომელიც ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი). სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ იგი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი).
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ შეამოწმა რა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 დეკემბრის №5------ წერილისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 19 ივნისის №1------ ბრძანების კანონიერება, მიიჩნევს, რომ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
6.1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 დეკემბრის №5------ წერილის შინაარსიდან გამომდინარე, მისი შეფასებისათვის უნდა იქნეს დადგენილი, გააჩნდა თუ არა მოსარჩელეს სახელმწიფოს კუთვნილი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში მიღების საფუძველი.
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს.
დასახელებული კანონის პირველი მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტების თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომლის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სამინისტროში, ხოლო შემდგომ − სასამართლოში.
ამავე კანონის მიხედვით, სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განკარგვის ერთ-ერთი ფორმა - პრივატიზება გულისხმობს ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით, სავაჭრო ობიექტის, მესამე პირის მეშვეობით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენას ამ კანონით დადგენილი წესით (მე-2 მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტები).
ამავე კანონის 18-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების პრივატიზება ხორციელდება: ა) აუქციონით; ბ) პირდაპირი მიყიდვით ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვით, გ) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემით.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემით პრივატიზების შემდეგი ფორმები დაიშვება:
- ქონების მმართველის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობით ფიზიკური პირებისათვის ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირებისათვის, საქართველოს ეროვნულ ბანკისათვის და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიისათვის სახელმწიფო ქონების გადაცემა მისი ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით (კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი);
- ქონების მმართველის მიერ საქმის მომზადებისა და შესაბამისი წარდგინების საფუძველზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირების − დევნილებისათვის, აგრეთვე, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემა (კანონის მე-63 მუხლი).
- იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო მისი ნაკვეთის პრივატიზება (მე-10 მუხლი);
- იჯარით გაცემული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება შესაბამის მოიჯარეზე (მე-181 მუხლი).
მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი იყო, ქ--------------იასათვის ქონების გადაცემის თაობაზე წინადადებით საქართველოს მთავრობისათვის მიემართა იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი იქნებოდა კანონმდებლობით დაშვებული პრივატიზების კონკრეტული სახის განხორციელებაზე მოთხოვნა შესაბამის საფუძვლებზე მითითებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სააგენტოს არ ჰქონდა ქ--------------იასათვის ქონების პირდაპირი მიყიდვით სიმბოლურ ფასად გადაცემის პირობა, რამეთუ ქ--------------ია არ წარმოადგენს სუბიექტს, რომელზეც ამ სახით პრივატიზება დაიშვება - იგი არ არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი. ამასთან დადგენილია, რომ ქ--------------ია ქონების პირდაპირი მიყიდვით უძრავი ქონების გადაცემა მოითხოვა გ---------ს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 19 სექტემბრის N2-126-02 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს შესაბამის ვალდებულებას არ ადგენს და ამ გადაწყვეტილებით ქ--------------იას საკუთრების უფლება არ მინიჭებია. რაც შეეხება მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ქონებაზე უფლებას საკუთრების აღიარებაზე, მის განხილვასა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაზე კომპეტენტურ ორგანოს წარმოადგენს არა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, არამედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, თანახმად ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მე-41 , მე-5 მუხლებისა.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივრის განხილვისას მოწმდება გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილისა. ამავე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალების განხილვის შედეგად სასამართლო ასკვნის, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და არ დასტურდება, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 19 ივნისის №1------ ბრძანების მიღებისას ადგილი ჰქონდა პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას. მოსარჩელის მიერ არ ყოფილა დასაბუთებული მითითებული ბრძანების კანონმდებლობასთან შეუსაბამობა და ამ აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის უსაფუძვლობაზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილთან დაკავშირებული დასკვნებიც მიუთითებს (პუნქტი 6.1). ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის და მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 55-ე მუხლების მიხედვით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის შესაბამისად სასამართლო ხარჯი ეკისრება მოსარჩელე მხარეს, თუმცა იგი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ პუნქტის საფუძველზე, როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში დარეგისტრირებული პირი, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქ--------------იას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე გათავისუფლებულია ბაჟის გადახდისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე ანა ჩხეტია