გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/12327-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ირმა იმნაძე
მოსარჩელე - სს „თ----------ი“
წარმომადგენელი - ნ--------------
მოპასუხე - ზ------ ბ------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „თ----------ი’’-ს სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს ზ------ ბ------ეს სს „თ----------ი’’-ს სასარგებლოდ 2016 წლის 29 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 859.80 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 472.62 ლარი, პროცენტი - 168.15 ლარი და ჯარიმა - 109.51 ლარი;
1.2. დაეკისროს ზ------ ბ------ეს სს „თ----------ი’’-ს სასარგებლოდ 2018 წლის 2- თებერვლიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2016 წლის 29 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 472.62 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 18% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 7.08 ლარს;
1.3. დაეკისროს ზ------ ბ------ეს სს „თ----------ი’’-ს სასარგებლოდ 2017 წლის 23 იანვრის საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულებიდან #3-------------- გამომდინარე დავალიანების 5 209.39 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 2 625 ლარი და ჯარიმა - 1 292.19 ლარი;
1.4. დაეკისროს ზ------ ბ------ეს სს „თ----------ი’’-ს სასარგებლოდ 2017 წლის 23 იანვრის საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულებიდან #3-------------- გამომდინარე დავალიანების 4 808.83 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 2 355 ლარი და ჯარიმა - 1 226.91 ლარი;
1.5. დაეკისროს ზ------ ბ------ეს სს „თ----------ი’’-ს სასარგებლოდ 2017 წლის 23 იანვრის სწრაფი სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულებიდან #3-------------- გამომდინარე დავალიანების 3 690.10 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 1 900 ლარი, პროცენტი 749.72 ლარი, ჯარიმა - 518 ლარი და დაზღვევა - 3.27 ლარი;
1.6. დაეკისროს ზ------ ბ------ეს სს „თ----------ი’’-ს სასარგებლოდ 2018 წლის 2- თებერვლიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2017 წლის 23 იანვრის სწრაფი სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულებიდან #3-------------- გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 1 900 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 57 ლარს;
(იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა 2018 წლის 03 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2016 წლის 29 მარტს სს „თ----------ს” და მოპასუხე ზ------ ბ------ეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი - 480 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით პრაიმქარდის სახით. ხელშეკრულების თანახმად, საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 14 131 დღე (06.12.2054 წლამდე), წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა - 18%-ით კრედიტის სავაჭრო ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 33%-ით კრედიტის სს „თ----------ი”-ს ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 0%-ით ორმოცდათხუთმეტ დღიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს, დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს გადახდით, დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს. ხელშეკრულების შესაბამისად, დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 19 რიცხვი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოპასუხე ზ------ ბ------ის მიერ 2016 წლის 29 მარტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაირღვა 2017 წლის 31 აგვისტოდან.
2018 წლის 2- თებერვლის მდგომარეობით ზ------ ბ------ეს 2016 წლის 29 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,თ----------ი’’-ს მიმართ ერიცხება დავალიანება 859.80 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 472.62 ლარი, პროცენტი - 168.15 ლარი და ჯარიმა - 219.03 ლარი.
სს „თ----------ს’’ და ზ------ ბ------ეს შორის 2017 წლის 23 იანვარს დაიდო საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულება #3--------------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 2 625 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 0%-ით, კრედიტის ვადა - 366 დღე (12 გადახდა), 2018 წლის 24 იანვრამდე. ხელშეკრულების თანახმად, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 24 რიცხვში არანაკლებ 220.25 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარის ოდენობით, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოპასუხე ზ------ ბ------ემ 2017 წლის 23 იანვრის საბანკო კრედიტის და გირავნობის #3-------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია 2017 წლის 23 იანვრიდან. მას არ უფიქსირდება გადახდა აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით. მოპასუხეს 2017 წლის 23 იანვრის საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულებიდან #3-------------- გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 5 227.39 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 2 625 ლარი და ჯარიმა - 2584. 39 ლარი.
2017 წლის 23 იანვარს სს „თ----------ს’’ და ზ------ ბ------ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულება #3--------------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 2 355 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 0%-ით, კრედიტის ვადა - 352 დღე (12 გადახდა), 2018 წლის 10 იანვრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 10 რიცხვში არანაკლებ 197.75 გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარის ოდენობით, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ზ------ი ბ------ეს 2017 წლის 23 იანვრის საბანკო კრედიტის და გირავნობის #3-------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია 2017 წლის 23 იანვრიდან. მას არ უფიქსირდება გადახდა აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით.
2018 წლის 2- თებერვლის მდგომარეობით მოპასუხეს 2017 წლის 23 იანვრის საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულებიდან #3-------------- გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 4 826.83 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 2 355 ლარი და ჯარიმა -2 453.83 ლარი.
2017 წლის 23 იანვარს სს „თ----------ს’’ და ზ------ ბ------ეს შორის გაფორმდა სწრაფი სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულება #3--------------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 1 900 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 10 რიცხვში, 2011 წლის 10 იანვრამდე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ სს სადაზღვევო კომპანია ,,ჯი-----------–-----–-’’.
2017 წლის იანვარში ზ------ი ბ------ის მიერ მოხდა საკრედიტო ლიმიტის ათვისება. მოპასუხის მიერ სწრაფი სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულებით #3-------------- ნაკისრი ვალდებულებები დარღვეულ იქნა 2017 წლის 23 იანვარს ვინაიდან მას არ უფიქსირდება გადახდა ვალდებულების შესრულების მიზნით.
2018 წლის 2- თებერვლის მდგომარეობით მოპასუხეს 2017 წლის 23 იანვრის სწრაფი სამომხმარებლო სესხის N3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 3 690.10 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 1 900 ლარი, პროცენტი - 749.72 ლარი, ჯარიმა 1 037.11 ლარი და დაზღვევა - 3.27 ლარი.
საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად ზიანის მომტანია მხარისათვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში კი ბანკი ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს შემდგომში მისი დაკრედიტებისთვის და ვერც სარგებელს ვეღარ იღებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია სს „თ----------ი’’-ს სარჩელთან მიმართებით.
ზ------ ბ------ემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული პოზიციით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ მოპასუხემ სარჩელი ცნო თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის და მათზე დარიცხული სარგებლის მოთხოვნის ნაწილში. მოპასუხის მითითებით, მოსარჩელის მიერ თითოეულ ხელშეკრულებასთან მიმართებით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად მაღალია და იგი თითოეულ შემთხვევაში უნდა შემცირდეს ათჯერ.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 29 მარტს სს „თ----------ს” და მოპასუხე ზ------ ბ------ეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი - 480 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. ხელშეკრულების თანახმად, საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 14 131 დღე (06.12.2054 წლამდე), წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა - 18%-ით კრედიტის სავაჭრო ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 33%-ით კრედიტის სს „თ----------ი”-ს ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 0%-ით ორმოცდათხუთმეტ დღიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში.
ხელშეკრულების თანახმად, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს, დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს გადახდით, დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს. ხელშეკრულების შესაბამისად, დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 19 რიცხვი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
აღნიშნული ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულება, რომლის 18.4 პუნქტის თანახმად, ათვისებული საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისათვის ბარათის მფლობელი ვალდებული იქნება გადაუხადოს ბანკს სარგებელი, რომლის წლიური განაკვეთი დგინდება ლიმიტის ათვისების მომენტისთვის ბანკის მიერ საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისათვის დადგენილი ტარიფების შესაბამისად, კალენდარული წლის 365 დღეზე გადაანგარიშებით. სარგებელი (პროცენტი) ათვისებულ საკრედიტო ლიმიტს დაერიცხება წარმოშობის თარიღიდან მის სრულად დაფარვის (ფაქტობრივად გადახდის) თარიღამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 39-42);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2 ზ------ ბ------ის მიერ 2016 წლის 29 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაირღვა 2017 წლის 31 აგვისტოდან. ამის შემდეგომ მას აღარ განუხორციელებია გადახდა ვალდებულების შესრულების მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 54);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2018 წლის 2- თებერვლის მდგომარეობით ზ------ ბ------ეს 2016 წლის 29 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,თ----------ი’’-ს მიმართ ერიცხება დავალიანება 859.80 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 472.62 ლარი, პროცენტი - 168.15 ლარი და ჯარიმა - 219.03 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ.54);
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 58);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. 2017 წლის 23 იანვარს სს „თ----------ს’’ და ზ------ ბ------ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულება #3--------------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 2 625 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 0%-ით, კრედიტის ვადა - 366 დღე (12 გადახდა), 2018 წლის 24 იანვრამდე. ხელშეკრულების თანახმად, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 24 რიცხვში არანაკლებ 220.25 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარის ოდენობით, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ.43);
- საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ. 44-47);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. ზ------ ბ------ის მიერ 2017 წლის 23 იანვრის საბანკო კრედიტის და გირავნობის #3-------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაირღვა 2017 წლის 23 იანვრიდან. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით მოპასუხეს გადახდა არ განუხორციელებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 55);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.6. 2018 წლის 2- თებერვლის მდგომარეობით ზ------ ბ------ეს 2017 წლის 23 იანვრის საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულებიდან #3-------------- გამომდინარე სს ,,თ----------ი’’-ს მიმართ ერიცხება დავალიანება - 5 227.39 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 2 625 ლარი და ჯარიმა - 2 584. 39 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ.55);
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 58);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.7. 2017 წლის 23 იანვარს სს „თ----------ს’’ და ზ------ ბ------ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულება #3--------------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 2 355 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 0%-ით, კრედიტის ვადა - 352 დღე (12 გადახდა), 2018 წლის 10 იანვრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 10 რიცხვში არანაკლებ 197.75 გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარის ოდენობით, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ.48);
- საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ.49-52);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.8. ზ------ ბ------ის მიერ 2017 წლის 23 იანვრის საბანკო კრედიტის და გირავნობის ##3-------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაირღვა 2017 წლის 23 იანვრიდან. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით მოპასუხეს გადახდა არ განუხორციელებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 56);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.9. 2018 წლის 2- თებერვლის მდგომარეობით ზ------ ბ------ეს 2017 წლის 23 იანვრის საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულებიდან #3-------------- გამომდინარე სს ,,თ----------ი’’-ს მიმართ ერიცხება დავალიანება - 4 826.83 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 2 355 ლარი და ჯარიმა - 2 453.83 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ.56);
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 58);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.10. 2017 წლის 23 იანვარს სს „თ----------ს’’ და ზ------ ბ------ეს შორის გაფორმდა სწრაფი სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულება #3--------------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 1 900 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 10 რიცხვში, 2021 წლის 10 იანვრამდე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ სს სადაზღვევო კომპანია ,,ჯი-----------–-----–-’’.
აღნიშნული ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულება, რომლის 18.4 პუნქტის თანახმად, ათვისებული საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისათვის ბარათის მფლობელი ვალდებული იქნება გადაუხადოს ბანკს სარგებელი, რომლის წლიური განაკვეთი დგინდება ლიმიტის ათვისების მომენტისთვის ბანკის მიერ საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისათვის დადგენილი ტარიფების შესაბამისად, კალენდარული წლის 365 დღეზე გადაანგარიშებით. სარგებელი (პროცენტი) ათვისებულ საკრედიტო ლიმიტს დაერიცხება წარმოშობის თარიღიდან მის სრულად დაფარვის (ფაქტობრივად გადახდის) თარიღამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ.22-39);
- ცნობა (ს.ფ. 53);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.11. ზ------ ბ------ის მიერ სწრაფი სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულებით #3-------------- გათვალისწინებული ლიმიტის ათვისება მოხდა 2017 წლის იანვარში. აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა 2017 წლის 23 იანვარს. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით მოპასუხეს გადახდა არ განუხორციელებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 57);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.12. 2018 წლის 2- თებერვლის მდგომარეობით მოპასუხეს 2017 წლის 23 იანვრის სწრაფი სამომხმარებლო სესხის N3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,თ----------ი’’-ს მიმართ ერიცხება დავალიანება - 3 690.10 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 1 900 ლარი, პროცენტი - 749.72 ლარი, ჯარიმა 1 037.11 ლარი და დაზღვევა - 3.27 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ.57);
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 58);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.13. მოპასუხე ზ------ ბ------ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის ნაწილში. კერძოდ, მოპასუხემ სარჩელი ცნო : 2016 წლის 29 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის 472.62 ლარის და პროცენტის - 168.15 ლარის გადახდის ნაწილში; 2017 წლის 23 იანვარის საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულებიდან #3-------------- გამომდინარე ძირი თანხის - 2 625 ლარის დაკისრების ნაწილში; 2017 წლის 23 იანვარის საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულებიდან #3-------------- გამომდინარე ძირი თანხის - 2 355 ლარის გადახდის ნაწილში; 2017 წლის 23 იანვარის სწრაფი სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულებიდან #3-------------- გამომდინარე ძირი თანხის - 1 900 ლარის და მასზე დარიცხული პროცენტის - 749.72 ლარის ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხის ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის რომ სს „თ----------ი’’-ს სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 411-ე, 412-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადი და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ზ------ ბ------ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის ნაწილში. კერძოდ, მოპასუხემ სარჩელი ცნო : 2016 წლის 29 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის 472.62 ლარის და პროცენტის - 168.15 ლარის გადახდის ნაწილში; 2017 წლის 23 იანვარის საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულებიდან #3-------------- გამომდინარე ძირი თანხის - 2 625 ლარის დაკისრების ნაწილში; 2017 წლის 23 იანვარის საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულებიდან #3-------------- გამომდინარე ძირი თანხის - 2 355 ლარის გადახდის ნაწილში და 2017 წლის 23 იანვარის სწრაფი სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულებიდან #3-------------- გამომდინარე ძირი თანხის - 1 900 ლარის და მასზე დარიცხული პროცენტის - 749.72 ლარის ნაწილში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის და მათზე დარიცხული სარგებლის ნაწილში, თავის მხრივ, მოთხოვნის ამ ნაწილში სს „თ----------ი”-ს სარჩელის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია ოთხი დამოუკიდებელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან. ამასთან, მოპასუხე სადავოდ არ ხდის თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესასრულებელი ვალდებულების დარღვევას. ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 23 იანვარს სს „თ----------ს’’ და ზ------ ბ------ეს შორის გაფორმდა სწრაფი სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულება #3--------------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 1 900 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ სს სადაზღვევო კომპანია ,,ჯი-----------–-----–-’’
ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე გარდა ძირი თანხის, მასზე დარიცხული პროცენტის და პირგასამტეხლოსი, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ერიცხება დაზღვევის ღირებულება - 3.27 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოვალისათვის 2017 წლის 23 იანვარის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაზღვევის თანხის - 3.27 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 29 მარტს და 2017 წლის 23 იანვარს დადებული სწრაფი სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულებების #3-------------- განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულება, რომლის 18.4 პუნქტის თანახმად, ათვისებული საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისათვის ბარათის მფლობელი ვალდებული იქნება გადაუხადოს ბანკს სარგებელი, რომლის წლიური განაკვეთი დგინდება ლიმიტის ათვისების მომენტისთვის ბანკის მიერ საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისათვის დადგენილი ტარიფების შესაბამისად, კალენდარული წლის 365 დღეზე გადაანგარიშებით. სარგებელი (პროცენტი) ათვისებულ საკრედიტო ლიმიტს დაერიცხება წარმოშობის თარიღიდან მის სრულად დაფარვის (ფაქტობრივად გადახდის) თარიღამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სამოქალაქო კანონმდებლობით განსაზღვრული მიუღებელი შემოსავლის ნორმის თანახმად, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ,,წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს’’ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ, საქმე Nას-54-54-2018).
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იქნა წლიური პროცენტის ოდენობა. ამდენად, მითითებული პირობებით ხელშეკრულების დადებისას, მსესხებლისათვის წინასწარ იყო ცნობილი მის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მოცულობა, ისევე, როგორც ამ ვალდებულებათა დარღვევის შედეგად ბანკისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის მოცულობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ საბანკო დაწესებულების შემთხვევაში მიუღებელ შემოსავალზე აპელირება სრულიად ლოგიკურია, ვინაიდან მისი ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. სწორედ ამიტომ, გამართლებულია საკრედიტო დაწესებულების შემთხვევაში მიუღებელ ზიანად იმ შემოსავლის მიჩნევა, რომელსაც საკრედიტო დაწესებულება მსესხებლის მიერ სესხით გათვალისწინებულ თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით მიიღებდა. შესაბამისად, მოვალის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, ბანკმა დაკარგა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული წლიური სარგებლის სახით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „თ----------ი”-ს სასარჩელო მოთხოვნები 2016 წლის 29 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან და 2017 წლის 23 იანვარს დადებული სწრაფი სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულებებიდან #3-------------- გამომდინარე მოპასუხეთათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის თითოეული საბანკო მომსახურების ხელშეკრულების დადებისას შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და მას ერიცხება დავალიანება მოსარჩელის წინაშე, ამასთანავე იგი არაგონივრულად მიიჩნევს მოსარჩელის მიერ უკვე შემცირებულ პირგასამტეხლოსაც.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში თითოეული ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, რაც ფაქტობრივად თითოეულ შემთხვევაში უტოლდება ძირი თანხის ნახევარს, შეუსაბამოდ მაღალია ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში და იგი უნდა შემცირდეს. კერძოდ, მოპასუხეს 2016 წლის 29 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს 50 ლარის, 2017 წლის 23 იანვრის საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულებიდან #3-------------- გამომდინარე - 200 ლარის, 2017 წლის 23 იანვრის საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულებიდან #3-------------- გამომდინარე ასევე 200 ლარის, ხოლო 2017 წლის 23 იანვრის სწრაფი სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულებიდან #3-------------- გამომდინარე - 100 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ეს უკანაკნელი ნორმა ადგენს ზღვარს დავის საგნის ღირებულების 4% -მდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 506.26 ლარის ოდენობით და ასევე უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნები პირგასამტეხლოს ნაწილში ჯამში შეამცირა 3 213.03 ლარით, შესაბამისად მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 96.39 ლარი, ამასთანავე, მოპასუხემ სარჩელი ცნო 8 270.49 ლარის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად, მოსარჩელეს ასევე უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 248.11 ლარი.
დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად კი მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 85.80 ლარის და მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.
ხოლო სარჩელზე უარის თქმის 2 531.33 ლარის ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (2 531.33 ლარის 3%) 75.93 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ამასთან, მოსარჩელემ მოითხოვა იურიდიული მომსახურების ღირებულის ანაზღაურება დავის საგნის ღირებულების 4%-ის, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით. მართალია, წარმოდგენილი არ არის მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა უდავოა მოსარჩელის მხრიდან წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის გაღება, შესაბამისად, მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მოთხოვნილი იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია, კერძოდ, სს ,,თ----------ი’’-ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განჩინებით. აღნიშნულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით კი მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,, თ----------ი’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. ზ------ ბ------ეს სს „თ----------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 29 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 472.62 ლარის, პროცენტის - 168.15 ლარი და ჯარიმის - 50 ლარის გადახდა;
1.2. ზ------ ბ------ეს სს „თ----------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 2- თებერვლიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2016 წლის 29 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 472.62 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 18% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 7.08 ლარს;
1.3. ზ------ ბ------ეს სს „თ----------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 23 იანვრის საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულებიდან #3-------------- გამომდინარე ძირი თანხის - 2 625 ლარის და ჯარიმის - 200 ლარის გადახდა;
1.4. ზ------ ბ------ეს სს „თ----------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 23 იანვრის საბანკო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულებიდან #3-------------- გამომდინარე ძირი თანხის - 2 355 ლარის და ჯარიმის - 200 ლარის გადახდა;
1.5. ზ------ ბ------ეს სს „თ----------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 23 იანვრის სწრაფი სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულებიდან #3-------------- გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის - 1 900 ლარის, პროცენტის - 749.72 ლარის, ჯარიმის - 100 ლარის და დაზღვევის საფასურის - 3.27 ლარის გადახდა;
1.6. ზ------ ბ------ეს სს „თ----------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 2- თებერვლიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2017 წლის 23 იანვრის სწრაფი სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულებიდან #3-------------- გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 1 900 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 57 ლარს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2018 წლის 27 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება;
3. მოპასუხე ზ------ ბ------ეს მოსარჩელე სს ,,თ----------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 85.80 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა;
4. მოსარჩელე სს ,,თ----------ს“ დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,თ----------ი“ - ში 29.03.2018 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 506.26 ლარიდან 344.5 ლარი (საგადახდო დავალება #2-);
5. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 75.93 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;
5. ზ------ ბ------ეს სს „თ----------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 500 ლარის ანაზღაურება;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია